გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.02.2019
საქმის ნომერი
120310018002776388
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 277638--3/209-19წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.02.2019 ქ. ახალციხე

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმოამდგენელი-მ-------------–--ია

მოპასუხე - გ--–--------–---–ი( მონაწილეობის გარეშე)

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

გ--–--------–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 04.08.2017 წლის N55-6 ბრძამებით, რიგითი გ--–ა გ-------ს ძე კ-----–---–ი გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, "საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ------------ის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რიგითი“ და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2017 წლის 28 ივლისიდან.

 

2017 წლის 28 ივლისს გ--–ა გ-------ს ძე კ-----–---–სა და თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის N683 ბრძანებით დამტკიცებული N38-5/17 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 28.09.2017 წლის N6897 ბრძამებით, რიგითი გ--–ა გ-------ს ძე კ-----–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე–13 მოტორიზებული ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ბატალიონის მეთაურის ჯგუფის მეტყვიამფრქვევედ 2017 წლის 29 სექტემბრიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ------------ის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტის თანამდებობიდან.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2018 წლის N20-- ბრძანებით, რიგითი გ--–ა გ-------ს ძე კ-----–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე–13 ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ოცეულის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის სექციის I გათვლის ნომრად 2018 წლის 16 აპრილიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მოტორიზებული ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ბატალიონის მეთაურის ჯგუფის მეტყვიამფრქვევის თანამდებობიდან.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 24.08.2018 წლის N50-- ბრძანებით, რიგითი გ--–ა მერაბის ძე კ-----–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე–13 ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ცეცხლით მხარდაჭერის ოცეულის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის სექციის I გათვლის მეთაურად, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მოტორიზებული ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ცეცხლით მხარდაჭერის ოცეულის მსხვილკალიბრიანი ჯგუფის ტყვიამფრქვევის სექციის I გათვლის ნომრის თანამდებობიდან.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 02.10.2018 წლის N60-- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე–13 ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ცეცხლით მხარდაჭერის ოცეულის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის სექციის I გათვლის მეთაური (საშტატო კატეგორია ,,I კლასის რიგითი“ შტატი 8/1205-01) რიგითი გ--–ა გ-------ს ძე კ-----–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით).

გ--–--------–---–ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ.

 

28.07.2017 წლის N38-5/17 კონტრაქტის 3.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2 პუნქტში მითითებული ,,სამხედრო მოსამსახურე“, უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვრად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ცარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ზალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ წელს).

 

28.07.2017 წლის N38-5/17 კონტრაქტის 7·3 პუნქტის თანახმად, თუ ,,სამხედრო მოსამსახურენ ამ კონტრაქტის მომედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან, სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას „სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

გ--–--------–---–ის წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებში შეადგენს 1 წელს, 1 თვეს, 22 დღეს და იგი ექცევა 7.3 პუნქტის რეგულირების სფეროში ,,ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან, სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში) და შესაბამისად დაეკისრება ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

გ--–--------–---–ის მიერ ჯარიმის თანხა დღემდე გადახდილი არ არის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე გ--–--------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 04.08.2017 წლის N55-6 ბრძანებით, რიგითი გ--–ა გ-------ს ძე კ-----–---–ი გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, "საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ------------ის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რიგითი“ და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2017 წლის 28 ივლისიდან.

2017 წლის 28 ივლისს გ--–ა გ-------ს ძე კ-----–---–სა და თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის N 683 ბრძანებით დამტკიცებული N38-5/17 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 04.08.2017 წლის

N 55-6 ბრძანება (დანართი N1);( ს.ფ. 14)

-28.07.2017 წლის N 38-5/17 კონტრაქტი (დანართი N 2).9 ს.ფ 15-22)

 

3.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 28.09.2017 წლის N6897 ბრძამებით, რიგითი გ--–ა გ-------ს ძე კ-----–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე–13 მოტორიზებული ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ბატალიონის მეთაურის ჯგუფის მეტყვიამფრქვევედ 2017 წლის 29 სექტემბრიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ------------ის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტის თანამდებობიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 28.09.2017 წლის N 6897 ბრძანება (დანართი N3).( ს.ფ.23)

 

3.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2018 წლის N20-- ბრძანებით, რიგითი გ--–ა გ-------ს ძე კ-----–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე–13 ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ოცეულის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის სექციის I გათვლის ნომრად 2018 წლის 16 აპრილიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მოტორიზებული ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ბატალიონის მეთაურის ჯგუფის მეტყვიამფრქვევის თანამდებობიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2018 წლის N 20-- ბრძანება (დანართი N4).( ს.ფ.24)

 

3.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 24.08.2018 წლის N 50-- ბრძანებით, რიგითი გ--–ა მერაბის ძე კ-----–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე–13 ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ცეცხლით მხარდაჭერის ოცეულის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის სექციის I გათვლის მეთაურად, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მოტორიზებული ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ცეცხლით მხარდაჭერის ოცეულის მსხვილკალიბრიანი ჯგუფის ტყვიამფრქვევის სექციის I გათვლის ნომრის თანამდებობიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 24.08.2018 წლის N 50-- ბრძანება (დანართი N5);( ს.ფ.25)

 

3.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 02.10.2018 წლის N60-- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე–13 ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ცეცხლით მხარდაჭერის ოცეულის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის სექციის I გათვლის მეთაური (საშტატო კატეგორია ,,I კლასის რიგითი“ შტატი 8/1205-01) რიგითი გ--–ა გ-------ს ძე კ-----–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით).

გ--–--------–---–ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 02.10.2018 წლის N 60-- ბრძანება, პატაკი (დანართი N6).( ს.ფ.26)

 

3.6. 28.07.2017 წლის N38-5/17 კონტრაქტის 3.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2 პუნქტში მითითებული ,,სამხედრო მოსამსახურე“, უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვრად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ცარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ზალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ წელს).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-28.07.2017 წლის N 38-5/17 კონტრაქტი (დანართი N2);( ს.ფ 15-22)

 

3.7. 28.07.2017 წლის N38-5/17 კონტრაქტის 7·3 პუნქტის თანახმად, თუ ,,სამხედრო მოსამსახურენ ამ კონტრაქტის მომედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან, სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას „სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

გ--–--------–---–ის წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებში შეადგენს 1 წელს, 1 თვეს, 22 დღეს და იგი ექცევა 7.3 პუნქტის რეგულირების სფეროში ,,ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან, სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში) და შესაბამისად დაეკისრება ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

გ--–--------–---–ის მიერ ჯარიმის თანხა დღემდე გადახდილი არ არის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-28.07.2017 წლის N38-5/17 კონტრაქტი (დანართი N2);( ს.ფ.15-22)

-ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ, შეტყობინება (დანართი N7). ( ს.ფ.28-29)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლო გაეცნო სარჩელს, შესაგებელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის N119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.

 

’’სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან

ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხოლო ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

დადგენილი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ,,სამხედრო მოსამსახურე'' გ--–--------–---–ს შორის 2017 წლის 28 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 04.08.2017 წლის N55-6 ბრძამებით, რიგითი გ--–ა გ-------ს ძე კ-----–---–ი გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, "საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ------------ის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რიგითი“ და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2017 წლის 28 ივლისიდან.

2017 წლის 28 ივლისს გ--–ა გ-------ს ძე კ-----–---–სა და თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის N683 ბრძანებით დამტკიცებული N38-5/17 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 28.09.2017 წლის N6897 ბრძანებით, რიგითი გ--–ა გ-------ს ძე კ-----–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე–13 მოტორიზებული ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ბატალიონის მეთაურის ჯგუფის მეტყვიამფრქვევედ 2017 წლის 29 სექტემბრიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ------------ის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტის თანამდებობიდან.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2018 წლის N20-- ბრძანებით, რიგითი გ--–ა გ-------ს ძე კ-----–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე–13 ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ოცეულის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის სექციის I გათვლის ნომრად 2018 წლის 16 აპრილიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მოტორიზებული ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ბატალიონის მეთაურის ჯგუფის მეტყვიამფრქვევის თანამდებობიდან.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 24.08.2018 წლის N50-- ბრძანებით, რიგითი გ--–ა მერაბის ძე კ-----–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე–13 ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ცეცხლით მხარდაჭერის ოცეულის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის სექციის I გათვლის მეთაურად, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მოტორიზებული ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ცეცხლით მხარდაჭერის ოცეულის მსხვილკალიბრიანი ჯგუფის ტყვიამფრქვევის სექციის I გათვლის ნომრის თანამდებობიდან.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 02.10.2018 წლის N60-- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე–13 ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ცეცხლით მხარდაჭერის ოცეულის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის სექციის I გათვლის მეთაური (საშტატო კატეგორია ,,I კლასის რიგითი“ შტატი 8/1205-01) რიგითი გ--–ა გ-------ს ძე კ-----–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით).

გ--–--------–---–ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ.

 

28.07.2017 წლის N38-5/17 კონტრაქტის 3.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2 პუნქტში მითითებული ,,სამხედრო მოსამსახურე“, უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვრად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ცარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ზალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ წელს).

 

28.07.2017 წლის N38-5/17 კონტრაქტის 7·3 პუნქტის თანახმად, თუ ,,სამხედრო მოსამსახურენ ამ კონტრაქტის მომედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან, სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას „სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

გ--–--------–---–ის წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებში შეადგენს 1 წელს, 1 თვეს, 22 დღეს და იგი ექცევა 7.3 პუნქტის რეგულირების სფეროში ,,ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან, სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში) და შესაბამისად დაეკისრება ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

გ--–--------–---–ის მიერ ჯარიმის თანხა დღემდე გადახდილი არ არის.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე,199-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გ--–--------–---–ს(პ/ნ 0500--115-0) დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის თანხის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.

 

3. გ--–--------–---–ს(პ/ნ 0500--115-0) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.№7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია