განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2019
საქმის ნომერი
190100118002532702
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1/486-18

(№039291217001)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 თებერვალი, 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე პროკურორი ლევან ჯალაღანია,ბრალდებული რ---------–--ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, პირადი ნომერი 5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: წ--–---------------------–--------------,ადვოკატი: ზაქრო გვიშიანი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტები - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 29 დეკემბერს, ღამის საათებში, წ--–----------------------–--------–-, რ---------–--ემ, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწია ნ---------–--------ის მფლობელობაში არსებულ ბინაში, ძალადობის გამოყენებით დააბეს იგი და მისი ქალიშვილი შ----------------ი, დედამთილი ა-------------–------ი და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, კერძოდ, მჩხვლეტავი საგნის ნ---------–--------ზე მიბჯენის გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ნ---------–--------ის კუთვნილ 40 000 (ორმოცი ათას) ლარად ღირებული ოქროს სამკაულებს, 14000 (თოთხმეტი ათასი) ლარს, 100000 (ასი ათასი) რუსულ რუბლს, 300 (სამასი) ევროს, მობილურ ტელეფონებს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2017 წლის 29 დეკემბერს შსს წ--–--- რაიონულ სამმართველოში ნ---------–--------ის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N039291217001 საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. შეტყობინების თანახმად, დაუდგენელი პირები, წ--–---------------------–-------–- მდებარე ნ---------–--------ის სახლიდან, დაეუფლნენ ფულად თანხას და ძვირფასეულობას.

 

ნ---------–--------ზე თავდასხმის ფაქტის დასადგენად, ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები:

 

დაზარალებულმა ნ---------–--------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს წ--–-----------–- დედამთილთან ერთად, ეწევა სხვადასხვა ტანისამოსისა და ოქროს ნაკეთობათა ყიდვა-გაყიდვას. მისი შვილი შ----------------ი საახალწლოდ ე---------- იყო სტუმრად ჩამოსული. 2017 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით ღამის სამი საათის შემდეგ, ძილში პირზე ხელის აფარება იგრძნო და სახეზე რომ ეჯაჯგურებოდა, რაღაც რბილი ქსოვილი მოხვდა ხელში, თავდაპირველად ეგონა სიზმარში იყო. ამის შემდეგ ვიღაცამ საბანი შემოაფარა და დააგდო იატაკზე. იმავე ოთახში მასთან ერთად მის შვილს ეძინა, დაინახა, რომ იგი მისკენ წამოვიდა, თუმცა ხელები უკვე შეკრული ჰქონდა. როდესაც დაბლა დააგდეს, მისთვისაც ცდი-–--ბდნენ ხელების შეკვრას, უთხრა, რომ ხელი სტკიოდა და ამ პროცესში სახეზე აფარებული ქსოვილი ჩამოაძრო მასთან მდგომ მამაკაცს და ხელთათმანის მოხსნა შეძლო, ამაზე მამაკაცი გაუბრაზდა და ორჯერ დაარტყა ზურგის არეში. შემდეგ წვეტიანი საგნის შეხება იგრძნო. შ------- რომ დაინახა ხელში რაღაც ეჭირა, უთხრა, რომ მიეცა მათთვის ყველაფერი რასაც ითხოვდნენ. მასთან ერთი მამაკაცი იდგა, მეორე - შ---------, ხოლო მესამე დედამთილის ოთახში იყო. რომ ეკითხებოდნენ ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, პირში ნაჭერი ჩაუტენეს, შემდეგ ის და შ-----ი ერთმანეთს ხელებით მიაბეს. ოთახში მყოფი პირები რუსულად ლაპარაკობდნენ და ჰკითხეს ოქრო და ფული სად არისო, გასაღებს სთხოვდნენ სეიფის. მან ჩანთაზე მიუთითა და უთხრა, რომ ოქრო სეიფში ჰქონდა. ჩანთიდან გასაღები ამოიღეს, სეიფი გააღეს და ოქროს ნივთები წაიღეს. ერთმანეთს რაღაცეებს სტვენით ანიშნებდნენ. მან და მისმა შვილმა ხელ-ფეხი შეიხსნეს და ნახა, რომ სახლში შესასვლელი კარი დაკეტილი, ხოლო ერთ-ერთი ოთახის ფანჯარა - ღია. სეიფი სადაც ოქროს ნაკეთობებს ინახავდა, მის საძინებელ ოთახში იდგა და თავდამსხმელებმა ნივთები იქიდან წაიღეს, სხვა ოთახები არეული არ ყოფილა. ისინი სამნი იყვნენ და როგორც ჩანს ფანჯრიდან შევიდნენ სახლში. ერთ-ერთს თავზე ქუდი ეხურა და მუქი ფერის ფეხსაცმელი ეცვა, მეორე უფრო სპორტული აღნაგობის იყო. ის ვინც მას მიმართავდა, რუსულ ენაზე უფრო უკეთესად მეტყველებდა. მათი წასვლის შემდეგ, დაახლოებით დილის 6 საათი იყო, როდესაც პოლიციის განყოფილებაში მივიდა და მალევე დაკითხეს. გარკვეული დეტალები შემდეგ ეტაპზე გაიხსენა და დამატებითაც დაიკითხა. ოქროს ნივთები სრულად ჰქონდა აღწერილი და მათი ღირებულება 40000 ლარს შეადგენს. სეიფიდან ასევე წაიღეს 14 000 ლარი და 100 000 რუსული რუბლი. მისთვის უცნობია ვინ დაესხა თავს და ეჭვი არავისზე აქვს. ითხოვს დანაშაულის ჩამდენი პირის მკაცრად დასჯას.

 

შ----------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ახალი წლის აღსანიშნავად, ე---------- ჩამოვიდა დედასთან და ბებიასთან. 29 დეკემბრის ღამეს სახლში ეძინა, რა დროსაც იგრძნო, რომ სუნთქვა უჭირდა, თვალი გაახილა და მამაკაცი დაინახა, რომელიც მას იმავდროულად აკავებდა. ამ დროს დაინახა, რომ დედასთანაც იდგა ერთი მამაკაცი და ბებიას ყვირილის ხმა გაიგონა. დაყვირება უნდოდა, თუმცა მამაკაცმა პირზე ხელი ააფარა და ერთ-ერთმა რუსულ ენაზე უთხრა არ ეყვირა. მისი თხოვნით ბებიას ოთახში გაიყვანეს, მამაკაცი მას პირში რაღაცას უტენიდა. ის იყო მაღალი და შავი ფერის ქუდი ეხურა. შემდეგ ისევ დედასთან შეიყვანეს ოთახში და დაინახა, რომ დედას საწოლის გადასაფარებელი ჰქონდა მოხვეული, ხელები შეუკრეს და საწოლზე დააწვინეს. უთხრა დედას, რომ მიეცა მათთვის, რასაც სთხოვდნენ და როდესაც მათ ოქრო მოითხოვეს, დედამ ჩანთაზე მიანიშნა, რომ სეიფის გასაღები აეღოთ. ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც რუსულად კარგად საუბრობდა დედასთან იდგა, მეორე - მასთან და მესამე ბებიას ედგა თავზე. სამივეს შეუკრეს ხელ-ფეხი და პირზე ააფარეს. მან დაინახა, რომ თავდამსხმელებმა ჩანთიდან გასაღები ამოიღეს და სეიფიდან ოქროს ნივთები პაკეტში ჩაალაგეს. როდესაც ისინი წავიდნენ, ჯერ თავად შეიხსნა ხელები, შემდეგ დედას და ბებიას დაეხმარა. საათს რომ შეხედა, დაახლოებით 04:20 საათი იყო და დედამ თქვა ფანჯრიდან შემოვიდნენ, რადგან კარი დაკეტილი იყო. ჩაიცვეს და წავიდნენ პოლიციის განყოფილებაში. თავდასხმა სავარაუდოდ 40 წუთი გაგრძელდა, მათ წაიღეს ბევრი ოქრო და ფული, რაც სეიფში იყო. ბრალდებულს არ იცნობს, მაგრამ ჰგავს იმას, ვინც მას ედგა თავზე, ამსგავსებს აღნაგობით. თავის ფორმით და თვალებით. ისინი ერთმანეთს ნიშნების მიცემით ეკონტაქტებოდნენ და მათ რუსულად ესაუბრებოდნენ. დედამ ჰკითხა ა----ლები ხომ არ ხართო, რადგან სოფელში ცხოვრობენ ა----ლები, ბერძნები და სვანები.

 

2017 წლის 29 დეკემბერს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს წ--–----------------------–--------–-. სახლს გარშემო აქვს 5 ცალი მეტალოპლასტსმასის ფანჯარა, რომელთაგანაც სახლის ჩრდი-–--ეთის მხარეს არსებული ფანჯარა გაღებულია და ქვედა მხარეს ემჩნევა მექანიკური ძალადობის კვალი. სახლში შესასვლელი კარი მდებარეობს აღმოსავლეთის მხარეს, რომლის შიგნით არის სამზარეულო ოთახი. იქვე კართან ნანახი იქნა მოწითალო ფერის კოპლებიანი ღამის შარვალი. ოთახში შიგნით არის სამი კარი, ერთი ჩრდი-–--ეთის მხარე, აბაზანაში შესასვლელი კარი, მეორე დასავლეთით მდებარე ოთახში შესასვლელი კარი და მესამე სამხრეთით მდებარე მისაღებ ოთახში შესასვლელი კარი. ოთახში იატაკზე არის ხალიჩა, რომელზეც ყრია რამდენიმე განასკვული ნაჭერი და ორი ცალი ე.წ ხამუთი თეთრი ფერის, რომლებიც შუაზე გადაჭრილია. ასევე ხალიჩაზე ყრია ორი ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი და საკერავი მანქანა. ოთახში მარცხენა მხარეს არის რკინის საწოლი, რომელიც არეულია და ზედ არის შავი ფერის ნაქსოვი სვიტრი, წინა ორი ჯიბით. სამხრეთის მხარეს არის დივანი, რომელზეც ყრია ბალიშები და თეთრეული. კარიდან პირდაპირ დგას მაგიდა, რომელზეც დევს ჩაიდანი, დოქები და მაკრატელი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებამდე კინოლოგის მიერ 8 გაღებული ფანჯრის რაფიდან ამოღებულ იქნა სუნის ნიმუში და დათვალიერების დამთავრების შემდეგ სპეციალური ძაღლი შ---- გაშვებულ იქნა კვალზე. ძაღლი შევიდა აღნიშნული სახლის უკანა ფანჯრის მიმდებარე ტერიტორიიდან და წავიდა ქვემოთ ბაღებში, საიდანაც გავიდა სოფლის მინდორში და გზა გააგრძელა სოფელ ს----------ის მიმართულებით მინდორში. სოფელში შევიდა, მიტოვებული სახლის გვერდის ავლით და მივიდა სოფლის ცენტრში მდებარე მიტოვებული სახლის ეზოში, სადაც მივიდა ღობესთან და დაყნოსა ენერგეტიკული სასმელი ,-------- სასმელი ქილა, რომელიც ამოღებულ იქნა ექსპერტის მიერ. შ---- გავიდა მეზობლად მდებარე სახლის ბოსელის უკანა მხრიდან და გადავიდა მის მეზობლად მდებარე სახლში, რომელიც ეკუთვნის გ----------------------ს, შევიდა საცხოვრებელი სახლის ეზოში, მივიდა სახლის გვერდით მდებარე ავტოფარეხში, სადაც დაყნოსა, გამოვიდა, ისევ აღნიშნული სახლის კართად და გაჩერდა. შემთხევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა 3 ცალი ხამუთი, 2 ცალი პატარა ხელჩანთა, 1 ცალი მაკრატელი, 1 ცალი შავი სვიტრი, 1 ცალი მოწითალო ფერის კოპლებიანი ქვედა შარვალი, 1 ცალი თეთრი ლურჯკოპლებიანი პერანგი, 1 ცალი ოქროს ჩასალაგებელი ყუთი, განასკვული ნაჭრები. ოთახში არსებული ფანჯრის გაღებულ ქვედა მხარეს ექსპერტის მიერ აღებული იქნა მუქი ფერის ლაქის ნიმუში.

 

2018 წლის 4 იანვრის წ--–--- რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელ ა-–-----–----ის პატაკის მიხედვით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ წ--–--- რაიონის სოფელ ა------ში მცხოვრებ ნ---------–--------ის ყაჩაღობის ჩამდენი პირები, ძიებით დაუდგენელ მესამე პირთან ერთად სავარაუდოდ იყვნენ რ---------–--ე და ა--–-------–--ე. 2018 წლის 5 იანვრის წ--–--- რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელ ბ-------ს პატაკის თანახმად, წ--–--- რაიონის სოფელ ა------ში მცხოვრებ ნ---------–--------ის მიმართ ყაჩაღობის ჩამდენი პირები, კერძოდ: რ---------–--ე ცხოვრობდა ქ--------–-------–----------------ში, ხოლო ა--–-------–--ე ჩ-------------------------------–-–--------–--ში. აღნიშნულ პირებს თან უნდა ჰქონოდათ დანაშაულის გზით მოპოვებული ძვირფასეულობა და ფულადი თანხა.

 

აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, რ---------–--ესა და ა--–-------–--ის მიმართ ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები:

 

2018 წლის 05 იანვარს, 10:27 საათიდან 10:50 საათამდე პერიოდში, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, რ---------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი შავი ფერის ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის ტყავის საფულე, რომლის ჯიბეში იდო 7 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა: 1) MB 13209995 2) FK 35784197 B 3) HB 92210738 Q 4) LI 96974608 A 5) KG 00028497 B 6) LG 45432054 A 7) LB 72052715 B; ასევე 20 ლარიანი კუპიურა: E 69 831403; 5 ლარიანი კუპიურა: C A 1631174; საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი ნომერი 5------------------ ,,რ---------–--ე“, მოქმედების ვადა 1----; რ---------–--ის პირადობის მოწმობა პ/ნ 5----------, ნომ.1--------; ზ-------------------------------------–---- გაცემული 29.12.17წ. მობილური ტელეფონი ,-----------------------“ სამი წლის გარანტიით, იმეი კოდით 3--------------; შავი ფერის მობილური ტელეფონი „----------------------; მობილური ტელეფონი მ-----------------; სიგარეტი მ--–------- წითელი; სანთებელა წარწერით ბ----------–----------------------------; ხურდა ფული 5 ერთლარიანი; 3 ცალი 50 თეთრიანი; სამი ცალი 20 თეთრიანი და ერთი ცალი 10 თეთრიანი რკინის მონეტები; ექსპრეს ბანკის გადახდის ქვითარი დათარიღებიული 04.01.2018წ.

 

2018 წლის 05 იანვარს, 10:30 საათიდან 11:20 საათამდე პერიოდში, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით ა--–-------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 5 (ხუთი) ცალი 100 ლარიანი კუპიურა შემდეგი ნომრებით: AA 23487517; AA 23376878; G 22019388; G 18679209; G 17216421 და 5 ცალი 100 (ასი) დოლარიანი კუპიურა ნომრებით: KG 70733724 A; KB 80390763 J; KL 78514192 O; KK 66401317 C; KB 73117780 R. ამავე ჯიბიდან პ/მოწმობა, მანქანის მოწმობა, მეტრ-----ი, მინდობი-–--ბა და საზღვრის კვეთის ბლანკი. მისივე შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ,------------- შავი მობილური ტელეფონი ი/კოდით 3-------------- და სიმ ბარათი წარწერით 8-------------------.

 

2018 წლის 9 იანვრის წ--–--- რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელ რ------------ის პატაკის მიხედვით, წ--–--- რაიონის სოფელ ა------ში მცხოვრებ ნ---------–--------ის ყაჩღობის ჩამდენი პირები, ძიებით დაუდგენელ მესამე პირთან ერთად იყვნენ რ---------–--ე და ა--–-------–--ე. რ---------–--ესთან და ა--–-------–--ესთან ერთად აღნიშნულ დანაშაულზე სატელეფონო საუბრები ჰქონდა ნაყაჩაღარ ძვირფასეულობასთან დაკავშირებით ი-–-------------ს, ი-----------ს დედას ნ---------------–---–ს და ნ---------------–---–ის მეგობარ ქალს ც-------–-------ს.

 

შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუშისა და მოწმეების რ---------–--ის, ა--–-------–--ის და ი-–-------------ს სუნის ნიმუშების შესადარებლად, ასევე შემდგომში ნიმუშებზე ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, მოწმეების რ---------–--ისაგან, ა--–-------–--ისაგან და ი-–-------------სგან აღებულ იქნა სუნის ნიმუშები.

 

ნიმუშის სასამართლოს განჩინების გარეშე აღების საფუძველი გახდა მათი წერი-–--ბითი თანხმობა, სადაც მითითებულია, რომ რ---------–--ე თანახმაა მისგან აღებული იქნეს გამოძიებისათვის საჭირო ყველა ნიმუში. ხელწერილს ხელს აწერს რ---------–--ე და მითითებულია თარიღი 2018 წლის 6 იანვარი.

 

სუნის ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით, მოწმე რ---------–--ისგან კინოლოგ რ-----–------–---–ის მონაწილეობით, სპეციალური აქტივირებული ნახშირის მეშვეობით, აღებული იქნა სუნის ნიმუში, რომელიც მოთავსდა 0,5ლ ტევადობის მინის ქილაში და დაილუქა ქ----------–-------–-–-----------------------------–----თ, რომელზეც გაკეთდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები, მიეთითა თარიღი და სისხლის სამართლის საქმის ნომერი.

 

2018 წლის 6 იანვრის ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით ა--–-------–--ისაგან ექსპერტების გ---–---------ის და მ-------------–--ის მიერ, ბიოლოგიური ჩხირის მეშვეობით, აღებული იქნა ნერწყვის და თმის ნიმუში, ხელის კვლების ნიმუში, ასევე კინოლოგ რ-----–------–---–ის მონაწილეობით, სპეციალური აქტივირებული ნახშირის მეშვეობით, აღებული იქნა სუნის ნიმუში, რომელიც მოთავსდა 0,5ლ ტევადობის მინის ქილაში და დაილუქა ქ----------–-------–-–----------------------------–----თ, რომელზეც გაკეთდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები, მიეთითა თარიღი და სისხლის სამართლის საქმის ნომერი.

 

2018 წლის 13 იანვარს, 08:45-09:58 საათებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ი-–-------------ს საცხოვრებელი ბინის (მდებარე: ქ--------------------–-----------------------) ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა 200 აშშ დოლარი.

 

2018 წლის 14 იანვრის ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით ი-–-------------საგან ექსპერტების მიერ აღებული იქნა თითის კვლები და სუნის ნიმუში.

 

საქმეზე გამოკვლეულ იქნა რ---------–--ეს, ა--–-------–--ესა და ი-–-------------ს შორის სატელეფონო საუბრების დამადასტურებელი ინფორმაცია, კერძოდ 2017 წლის 28 დეკემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის პერიოდში, დაფიქსირებულია ა--–------–--ის ტელეფონის ნომერსა 5----------- და რ---------–--ის ტელეფონის ნომრებს 5----------- და 5------------ს შორის კავშირი. 2017 წლის 28 დეკემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე დაფიქსირებულია ა--–-------–--ის ტელეფონის ნომერსა 5----------- და ი-–-------------ს კუთვნილ ტელეფონის ნომერზე 5----------- კავშირი. მათ შორის საუბარი შედგა რამდენჯერმე სხვადასხვა ინტერვალით. ინფორმაცია გამოთხოვილია იმ მობილური ოპერატორებიდან, რომელთა ანძები ემსახურებოდა მითითებულ ტელეფონის ნომრებს. 2017 წლის 28 დეკემბრიდან 2018 წლის 1 იანვრის ჩათვლით რ---------–--ის ტელეფონის ნომერი 5----------- ფიქსირდება წ--–--- ტერიტორიაზე. 31 დეკემბერს ფიქსირდება თბილისში, ს----------ის და ქ------–---ის ტერიტორიაზე, 1 იანვარს ფიქსირდება ბ------–ი.

 

მოწმე მ------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს ხ--–--------–ი და მეგობრული ურთიერთობა აქვს რ---------–--ესთან. იგი მუშაობდა ერთ-ერთ ობიექტზე მოლარე ოპერატორად, დაკითხვაზე დაიბარეს 5 იანვარს და მისცა ჩვენება. მისი განმარტებით რ---------–--ე ნახა წინა დღეს მეგობრებთან ერთად ბ------–ი და მან უთხრა, რომ რაღაც რაოდენობის ოქრო თავის სამ მეგობართან ერთად წაართვა ვიღაცას. ოქროს რეალიზაცია მოხდა დოლარში, თუმცა ის უკმაყოფი-–-- იყო, რადგან ცოტა შეხვდა, უნდა შეხვედროდა 6 000-მდე და შეხვდა 2 000. მას მისცა 50 დოლარი და ფეხსაცმელი უყიდა. რ-----ი უკავშირდებოდა ხოლმე ვინმე „-------- და ნ-------------–---ს. პოლიციელები დაკითხვის დროს უხეშად ექცეოდნენ, ღამის 12 საათამდე კითხავდნენ, ჩანთა გაუჩხრიკეს და ოქროს ეძებდნენ. რაც იცოდა ყველაფერი თქვა თავის ჩვენებაში.

 

დაცვის მხარის პოზიციაზე, რომ მ-----------ის ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან მან გამოძიებაში ჩვენება მისცა იძულებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მ------------მ, მას შემდეგ რაც მიეცა განმარტება ჩვენების მიცემის ვალდებულების შესახებ, ნებაყოფლობით მიუთითა იმ გარემოებების ირგვლივ, რაც მისთვის იყო ცნობილი. გამოკითხვის ოქმს, რომელიც შედგენილია 2018 წლის 5 იანვარს (ტ 2, ს.ფ. 61-63), აწერს ხელს და აღნიშნავს, რომ ოქმი შედგენილია მისი სიტყვიერი კარნახით. მ------------სა და რ---------–--ეს შორის არსებული ფარული სატელეფონო საუბრებით, დადგენილია, რომ იგი მზადაა ჩვენება მის სასარგებლოდ შეცვალოს, რაც რეალურად მიუთითებს მოწმის დაინტერესებაზე იმოქმედოს ბრალდებულის სასარგებლოდ, ამასთან მოწმის ჩვენება არის ინფორმაცია, რომელსაც იგი სასამართლოში უთითებს და მტკიცებულებითი ძალა აქვს მხოლოდ იმ ჩვენებას, რომელიც სასამართლოშია გამოკვლეული მხარეთა მონაწილეობით. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის პოზიცია მ-----------ის ჩვენების შეფასებებთან დაკავშირებით.

 

2018 წლის 05 იანვარს, 19:00 საათიდან 19:20 საათამდე პერიოდში, ქ--------ში, ა----ის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, მ------------საგან ამოღებულ იქნა რ---------–--ის მიერ მისთვის გადაცემული 50 (ორმოცდაათი) დოლარიანი კუპიურა ნომრით JK43144751A.

 

საქმეზე პროკურორის შუამდგომლობების საფუძველზე სასამართლოს განჩინებით ჩატარებულია რიგი ფარული საგამოძებო მოქმედებები, ასევე გამოთხოვილია ინფორმაციები სატელეფონო კომპანიებიდან, კერძოდ:

 

თ------–------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით შპს "--------–--- და შპს "-------------- ოფისებიდან გამოთხოვილ იქნა დეტალური ინფორმაცია 2017 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 14 იანვრამდე ა--–-------–--ის (მობ.: 5----------), რ---------–--ის ( მობ.: 5----------), ი-–-------------ს (მობ.: 5-----------------------), ნ---------------–---–ის მობ.: # 5----------) ც-------–------ის ( მობ.: # 5----------) ე-–---------ის ( მობ.: 5----------), ე-–---------ის (მობ.: 5------------), ნ---------–--------ის (მობ: #5-----------------------) და შ----------------ის (მობ:. 597 301007) მობილური ტელეფონის ნომრებზე დაფიქსირებული შემავალი და გამავალი ზარების (როგორც ნაპასუხები, ისე უპასუხო) დეტალური ნუსხა, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, მომსახურე ანძების, მობილური ტელეფონის იმეი-კოდების, მობილური ტელეფონის ნომრების მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემების მითითებით.

 

თ------–------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი ა--–-------–--ის (პ/ნ 0----------, მობ.5----------), რ---------–--ის (პ/ნ 5----------, მობ.:5----------), ი-–-------------ს (პ/ნ 6----------, მობ.: 5-----------), ნ---------------–---–ის (პ/ნ 6----------, მობ.: 5----------) და ც-------–------ის (პ/ნ 6----------, მობ.: 5----------) მიმართ მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, 2018 წლის 9 იანვარის 22:57 საათიდან და მისი ვადა გაგრძელდა 2018 წლის 11 იანვრის 21:30 საათამდე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვეული იქნა მ------------სა და რ---------–--ეს შორის განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის დროს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები 2018 წლის 9 იანვრიდან 2018 წლის 11 იანვრამდე. კრებსების მიხედვით, მობილური ტელეფონის ნომერი 5------------ ეკუთვნის ბრალდებულ რ---------–--ეს, ხოლო ტელეფონის ნომრით 5-------------- სარგებლობს მ------------. 2018 წლის 10 იანვარს შედის შეტყობინებები: „მოდი ესე გავაკეთოთ მე რომ ზედმეტი პრობლემა აღარ შეგიქმნა’’, ,,მე შემექმნას ნუ მომიკითხავ, საერთოდ სანამ ეს ყველაფერი არ ჩაივლის“. ... ,,კარგი“ ბრალდებული წერს ,,მე სანამ არ შეგეხმიანები, არ შემეხმიანო შენ“, ,,არა ნომერზე არ მაწყობს“, .. ,,ვიბერში ვერ შემოვალ, არ მაქვს ინტერნეტი“ და ასევე შეტყობინება „ვიბერზე თქო“.

 

2018 წლის 11 იანვრის სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერის შედეგად, რ---------–--ესა და მ------------ს შორის შედგა შემდეგი სახის საუბარი:

 

,,ძმა ხომ არ შეგეხმიანა, ვინ? ოთარი ჩემი ნომერი მიეცი? კი, დაჟე რა ჯერ არ შემხმიანებია არავინ, მე გეუბნები ყველაფერი გითხარი საჭიროების შემთხვევაში თუ არა, საჭირო თუ დარჩა მაშინ ეგ ყველაფერი მაშინ მოხდება თუ არა შეიძლება ისიც არ მოხდეს გესმის ჩემი? ქალბატონი ეუბნება: თუ საჭირო იქნება, რომ ვიცოდე გარანტირებულად რომ არ გაბაზრდება და რაღაცა ჩვენებასაც შევცვლი რაღაცას გავაჩმახებ, მაგრამ ვიცი, რომ გააბაზრებენ, რ.გ--–--ე ეუბნება: შენთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, არ მინდა არც შენი ჩვენების შეცვლა, არც არაფერი, კაროჩე კარგად იყავი რა მართლა, არ მინდა გეფიცები იყოს როგორც...(არ ასრულებს,) გიმეორებ შენ როგორც თქვი ისე არ მინდა ვაფშე. შემდეგ ქალბატონი ეუბნება: გიჟი ხარ შენ? არ მინდა მეთქი გითხარი და მორჩა, მართლა არ მინდა, პასუხობს გ--–--ე, ქალბატონი-ნერვებს მიშლი, რ.გ--–--ე- არ მინდა მეთქი გითხარი ვსო, ქალბატონი - მე მინდა, რ.გ--–--ე - არ მინდა შენი ჩვენება შეცვალო, საუბარი გრძელდება და ეხება ჩვენების შეცვლის საკითხს.

 

მოწმე მ---------------ის ადგილსამყოფელის დაუდგენლობის გამო, იძულებით წარმოდგენის შესახებ განჩინების გაცემის მიუხედავად, იგი სხდომაზე არ გამოცხადდა და დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებების საჯაროდ წაკითხვის შესახებ.

 

2018 წლის 8 თებერვლის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იგი ცხოვრობს წ--–--- რაიონის სოფელ წ--–------–- მშობლებთან მამასთან-ბ-----------------ნ და დედასთან ჯ---–------–------------თან, 2012 წლიდან მუშაობს ,-------------–----ში მძღოლად რაც წარმოადგენს მის შემოსავალს. რ---------–--ეს იცნობს 2010 წლიდან, ის გაიცნო თ--------ის რესპუბლიკაში, სადაც ჩასულები იყვნენ თვითონ და რ---------–--ე და ჯ----------ე სამუშაოდ. რ---------–--ე, ჯ----------ე არიან მისი მეგობრები და აქვს კარგი ურთიერთობა, რაც შეეხება რ---------–--ესთან შეხვედრას, რ---------–--ეს ბოლოს შეხვდა 2017 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით იქნებოდა 18:19 საათი, რა დროსაც რ---------–--ე დაუკავშირდა მათ მეგობარს ჯ----------ეს, რ-----მა უთხრა სად იყო მისი ნახვა უნდოდა. რ------------მ, რომელსაც ეძახიან ჯ--ას უთხრა რომ თბილისში იყვნენ ის და მურკა სიდიანიც, მას ჰქვია მურადი, მაგრამ ეძახიან მურკას, რომელსაც შეხვდნენ ღრმაღელის მეტროსთან. ის იქ მივიდა მარტო, შეხვდნენ „ლუკოილის კალონკასთან“, მიესალმა, ჰკითხეს სად მიდიოდა, რას აკეთებდა, რაზეც უპასუხა, რომ ჩამოვიდა თბილისში და ხვალ აპირებდა ბ------–ი წასვლას. ისინიც მიდიოდნენ ბ------–ი, რაზეც უთხრეს, რომ თვითონაც მიდიოდნენ ბ------–ი და ერთად წასულიყვნენ. ამის შემდეგ თვითონ, ჯ----------ე და რ---------–--ე წავიდნენ სახლში, სადაც ერთად ცხოვრობენ თვითონ და ჯ----------ე ქ.თბილისში რატევანის ქუჩაზე, იმ ღამეს თვითონ რ---------–--ე და ჯ----------ე ერთად დარჩნენ, დაიძინეს, ხოლო მეორე დღეს წავიდნენ სადგურის ტერიტორიაზე, სადაც რ---------–--ეს უნდა ეყიდა ტანსაცმელი, რ---------–--ემ სადგურის მეტროსთან არსებულ მაღაზიაში მეტრომარტში იყიდა ფეხსაცმელი, რომელსაც მოყვა საჩუქრად ბოტასი. აღნიშნული საჩუქრად მოყოლილი ბოტასი აიღო თვითონ, რაშიც რ---------–--ეზე არაფერი ფულადი თანხა არ მიუცია, როგორც იცის ასევე იმ დღეს რ---------–--ემ იყიდა შარვალი, ქურთუკი და ასევე ქურთუკი უყიდა მათ მეგობარს ჯ----------ეს. იმავე დღეს 2017 წლის 31 დეკემბერს დღის 13-14 საათზე თვითონ, მისი ა/მანქანით ,,Honda inspaori“ სახელმწიფო ნომრით S------ წავიდნენ თვითონ რ---------–--ე და ჯ----------ე დასავლეთში, დაახლოებით 22 საათზე უკვე იყვნენ ქ------–---ის რაიონის სოფელ დაგვაში მათი მეგობრის რ-----------ის სახლში, სადაც იქეიფეს, დაწვნენ და დაიძინეს. მეორე დღეს 2018 წლის 01 იანვარს თვითონ, რ------------ე და რ---------–--ე მისი ა/მანქანით წავიდნენ ქ--------ში. მივიდნენ ხ--–--------–ი, ოცნების ქალაქში დატოვეს რ---------–--ე, რომელმაც მისცა 30 ლარი ბენზინის ჩასასხმელად და წამოვიდნენ უკან. ამის შემდეგ ზუსტად არ ახსოვს, 4-5 იანვარს, თვითონ, რ------------, ი-–-----------ესთან ერთად შეხვდნენ სავაჭრო ცენტრ პლაზასთან, მათი შეხვედრის მიზეზი იყო ის, რომ ი-–-----------ეს რ------------მ სესხად მისცა 300 აშშ დოლარი, მან არ იცის იმათ რა ილაპარაკეს, თვითონ იმ დღეს შეხვდა ი-–-----------ეს პირველად, ამის შემდეგ თვითონ და რ------------ წამოვდნენ ქ.თბილისში, ხოლო ი-–-----------ე და რ---------–--ე დატოვა ქ--------ში, მის შემდეგ რ---------–--ე არ უნახავს და არც ტელეფონზე არ შეხმიანებია. რ------------ეც და რ---------–--ეც გაიცნო თ--------ის რესპუბლიკაში სამუშაოდ ყოფნის დროს, რის შემდგომაც მეგობრობდნენ. დეკემბერს, ქ.თბილისში ღრმაღელის მეტროსთან შეხვედრისას რ---------–--ე იქ მარტო მივიდა, რითი მივიდა არ უთქვამს. ახსოვს რომ რ---------–--ემ ტანსაცმელი იყიდა დეკემბერს. რ---------–--ემ მას უყიდა ბოტასი, რ------------ს ქურთუკი, მისთვის ერთი წყვილი ბათინკი, შარვალი და ქურთუკი, მეტი იმ დროს იქ არაფერი უყიდია. არ იცნობს ა--–------–--ეს ზედმეტ სახელად ,,გ-----ს“. არ იცნობს არც ი-–-------------ს და არც ნ-------------–---ს, რ---------–--ისთვის არ უკითხავს ფული საიდან ჰქონდა და არც ის იცის რა რაოდენობის ფული ჰქონდა. სადგურზე მივიდა ვიღაც პიროვნება, რომელიც შეხვდა რ-----ის, მაგრამ ვინ იყო და რას წარმოადგენდა არ იცის. ყაჩაღობასთან დაკავშირებით მსგავსი არაფერი უთქვამს რ-----ს მისთვის.

 

2018 წლის 19 აპრილის მ---------------ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, წინა დაკითხვის დროს ყურადღება არ მიუქცევია გარკვეული დეტალებისთვის, თუმცა ამჟამად გაახსენდა სრული სურათი და უნდა დეტალური ჩვენების მიცემა. 2017 წლის დეკემბრის თვეში იმყოფებოდა თბილისში, მეტრო ღრმაღელესთან მის მეგობარ რ-----------ის მიერ ნაქირავებ ბინაში, როინი ჰქვია პასპორტით, ისე ყველა იცნობს როგორც ჯ--ას. დეკემბერს, თბილისში, როცა ის და მისი მეგობარი ჯ----------ე იმყოფებოდნენ სანზონაში, ჯ--ას მობილურ ტელეფონზე დაურეკა რ---------–--ემ, რომელმაც უთხრა, რომ თუ ბინაში ადგილი ჰქონდა მასთან დარჩებოდა, რაზეც მეტრო ღრმაღელეს მეტროსთან არსებულ ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურზე შეხვდნენ მის თანასოფლელს, ასევე მეგობარ რ---------–--ეს, რომელსაც დაახლოებით 7-8 წელია იცნობს და მასთან კარგი ურთიერთობა აქვს. ჯ--ას და რ-----ს უფრო დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან და არიან ძმაკაცები. რ-----ის შესახვედრად ის და ჯ--ა მისული იყვნენ მისი ჰონდას მარკის ა/მანქანით, როცა მივიდნენ რ-----ი უკვე მისული იყო და ჩაისვეს მანქანაში. მან როგორც თქვა წალკიდან იყო ჩამოსული და იმ ადგილამდე სადაც შეხვდნენ მისული იყო ტაქსით. იქიდან სამივე წავიდნენ ვაგზლის მოედანზე, სადაც რ---------–--ემ აქციის ფარგლებში შეიძინა შარვალი და ფეხსაცმელი, ფეხსაცმელში გადაიხადა როგორც ახსოვს 100 ლარი რასაც აქციაში იმავე ფასიანი მეორე ფეხსაცმელიც მოყვა, რასაც 25 ლარი დაამატა და თვითონაც შეიძინა ფეხსაცმელი. მაღაზიაში რ-----მა 100 ლარი მისცა, რომ თვითონაც ეყიდა ფეხსაცმელი, მაგრამ ვინაიდან მას აქციით მეორე ფეხსაცმელი მოჰყვა , მხოლოდ 25 ლარი დაამატა და შეიძინა ფეხსაცმელი. მან მაღაზიაში ასევე იყიდა შარვალი, მაგრამ თუ რამდენი გადაიხადა არ იცის, რადგან თან არ ახლდა იმ მომენტში. მაღაზიაში ყოფნისას რ-----მა ჯ--ას უყიდა ქურთუკი, რომელშიც გადაიხადა დაახლოებით 150 ლარზე მეტი თანხა. ამის შემდეგ სამივე წავიდნენ სანზონაში ჯ--ას ბინაში. ბინასთან ახლოს მარკეტში რ-----მა შეიძინა ლუდი და მისაყოლებლები, რაშიც გადაიხადა დაახლოებით 70 ლარამდე თანხა. ამის შემდეგ ავიდნენ ჯ--ას ბინაში, დაიწყეს დალევა, რა დროსაც რ-----იმ საუბარში უთხრა ჯ--ას, რომ ეუბნებოდა სოფელ ა------ში ნ---------–--------ის დაყაჩაღების საქმეზე წამოსულიყო, რატომ არ წავიდა რაზეც ჯ--ამ უთხრა, რომ მარტო რომ ყოფილიყო იმ საქმეზე წავიდოდა, მაგრამ ვისთან ერთადაც ჩაიდინა იმათთან ერთად არ წავიდოდა. საუბარში რ-----ი ახსენებდა თანასოფლელ ა--–-------–--ეს, რომელსაც ზედმეტსახელად ეძახიან ,,გ-----ს“ ანუ ორი წალკელი რ---------–--ე და ა--–-------–--ე და ორი ბათუმელი ნ-------------–--- და ი-–-------------, რომლებთან ერთადაც ჯ--ა საყაჩაღოდ არ წავიდა. ასევე მათ ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ე.წ ,,ნაკოლშიკი“, რომლის ვინაობა მისთვის უცნობია და რ-----საც საუბარში არ უხსენებია, მასზე თქვა რომ არასწორი ინფრმაცია მიაწოდათ, ორი პიროვნება უნდა დახვედროდათ სახლში ორზე მეტი იყო. ასევე საუბრის დროს, როცა რ-----ი შეთვრა, ჯიბიდან ამოიღო ფული 100 დოლარიანი კუპიურები, ფულად შეხვდა საქმიდან, იქნებოდა დაახლოებით 1000 დოლარი და უთხრა ჯ--ას რომ ისიც რომ წასულიყო საყაჩაღოდ მასაც ექნებოდა. ასევე რ-----მა თქვა რომ ყაჩაღობის დროს მას და ,,გ-----ს“ ანუ ა--–-------–--ეს, ცალკე უპოვიათ ოქროს ოთხი ნაჭერი (ნაკეთობა), რომელიც დაუმალეს ა--------ასა და ხ---–--ეს, რისი რეალიზებაც მათ გაუჭირდათ და რ-----მა სთხოვა ის და ჯ--ა დახმარებოდნენ გაყიდვაში. ჯ--ამ იქვე თავისი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5------------ ვიბერით დაურეკა ბავშვობის ძმაკაც ი-–-----------ეს და უთხრა, რომ ნაქურდალი ოქროს ნივთები ჰქონდა და დახმარებოდა გადადნობაში, მაგრამ ი-–--მ უარი უთხრა ნაქურდალი ნივთების გადადნობაზე, ვინაიდან პრობლემები შეექმნებოდა. როგორც შემდგომში 5 იანვარს რ-----მა უთხრა აღნიშნულ ოქროებთან დაკავშირებით, ჯართის ფასად ჩააბარა სადღაც, მაგრამ ადგილი მისთვის არ უთქვამს. ასევე საუბარი იყო 100 000 (ასი ათას) რუბლზე, რომელიც ყაჩაღობისას წამოღეს, რ-----იმ თქვა სავალუტოში ხომ არ ჰყავდათ ვინმე ახლობელი რომ გადაეცვალა, რაზეც უპასუხა, რომ ჰყავდა ახლობელი და რამდენიმე ლარით მეტს მისცემდა, საიდანაც ცოტა თანხა მასაც დარჩებოდა. აღნიშნულ თანხაზე რ-----მა გადარეკ-გადმორეკა და აღმოჩნდა, რომ ეს თანხა ა--–-------–--ეს ჰქონდა წაღებული ბ------–ი და გადახურდავებული. 31 დეკემბერს დილით, დაახლოებით 10:00 საათის შემდეგ, ის, ჯ--ა და რ-----ი წავიდნენ ისევ ვაგზლის მოედანზე ბაზრობაზე, სადაც რ-----მა შეიძინა ქურთუკი, რაშიც 80 ლარამდე გადაიხადა. ამის შემდეგ იქვე ბაზრობაზე ქვედა მხარეს დაახლოებით 1400 ლარად იყიდა ახალი „სამსუნგის“ ფირმის ტელეფონი, რის შემდეგაც მისი მანქანით წავიდნენ ქ------–---ში ჯ--ას სახლში. თბილისში რ-----მა 80 ლარის საწვავი ჩაუსხა, ადგილზე ჩავიდნენ დაახლოებით 23:00 საათზე და ახალ წელს ჯ--ასთან შეხვდნენ. დაახლოებით 13:00 საათზე ჭამეს საჭმელი და მისი მანქანით წავიდნენ ბ------–ი. რ-----ი დატოვეს ბ------–ი, მან კიდევ 20 ლარი მისცა საწვავის ჩასასხმელად, რომ ის და ჯ--ა დაბრუნებულიყვნენ ქ------–---ში. ამის შემდეგ 05 იანვრამდე რ-----ი აღარ უნახავს, იმ დღეს 5 რიცხვში იგი ნახა ბათუმის ცენტრში არსებულ სავაჭრო ცენტრ ,, პლაზასთან“, მას ფული უნდა მიეცა, რომ ის და ჯ--ა დაბრუნებულიყვნენ თბილისში. მან 200 ლარი მისცა ჯ--ას საწვავის და საჭმლის ფულად. ამის შემდეგ რ---------–--ე არ უნახავს და არც კონტაქტი ჰქონია მასთან. ნ-------------–--- და ი-–------------- წალკაში სტუმრად ამოსული იყვნენ მეგობარ ა--–-------–--ის სახლში, ყაჩაღობამდე რამდენიმე კვირით ადრე, მათ ერთმანეთთან ძმაკაცური ურთიერთობა აქვთ. ა--–-------–--ე აღნიშნულ სახლში ცხოვრობს მარტო და როგორც ვარაუდობს აღნიშნული ყაჩაღობა დაიგეგმა ზუსტად ა--–-------–--ის სახლში. ა--–-------–--ეს იცნობს პირადად ერთი წელია, ნ-------------–---სა და ი-–-------------ს პირადად არ იცნობს, მაგრამ 31 დეკემბერს რომ სვამდნენ რ-----ი საუბარში ახსენებდა ნ-------------–---სა და ი-–-------------ს, როგორც ორ ბათუმელს რომლებთან ერთადაც, ასევე ა--–-------–--ესთან ერთად დააყაჩაღეს ნ---------–--------ის ოჯახი. ე.წ ,,ნაკოლშიკის“ სახელი და გვარი მისთვის უცნობია, ვინაიდან რ-----ს არ უხსენებია, მაგრამ როგორც მისი საუბრიდან შეიტყო, ეს პიროვნება ასაკიანი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან მას უთქვამს რ-----ისთვის რომ საქმეზე ვერ წამოვალ, გასაქცევად რომ იყოს სიტუაცია ვერ გავიქცევი ასაკიანი ვარ და ვერ შევძლებო. ასევე როგორც რ-----ისგან იცის ნაკოლშიკისთვის ფული არ მიუციათ იმდენი რამდენიც უნდა მიეცათ, ვინაიდან არასწორი ინფორმაცია მიუცია და თან თვითონ უარი უთქვამს საქმეზე წამოსვლაზე მის მაგივრად საქმეში სხვა ჩაუსვია და შესაბამისად მეტს არ იმსახურებდა. ასევე მისთვის უცნობია ორზე მეტი რამდენი პიროვნება დახვდათ მათ სახლში, მაგრამ ის თქვა რომ უფრო მეტი ხალხი დახვდათ ბინაში და მეტი შრომა დასჭირდათ. ოქროს ოთხი ნაკეთობის აღწერი-–--ბა, რომელზეც რ-----ი ლაპარაკობდა მისთვის უცნობია. მას საუბარში არ უხსენებია თუ როგორი და რა სახის ნაკეთობები იყო. ფაქტია, რომ ჯართად ჩაბარება ენანებოდა, ვინაიდან იმდენ თანხას ვერ მიიღებდა. როგორც რ-----იმ საუბარში უთხრა ა--–--ის ეს ოქრო დამარხული ჰქონდა თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და მერე წაუღიათ ბ------–ი. როგორც რ-----იმ უთხრა ის ბ------–ი ჩასულა იმ მიზნით რომ იქ უნდა გაყოფილიყო ნაყაჩაღარი ნივთები საქმის მონაწილეებზე, ოქრო უნდა გადაეტანათ თ--------ში და გაეყიდათ მეტ ფასად, თუმცა საბოლოოდ ვერ დალაგდნენ მოუწიათ ოქროს გადადნობა და ჯართის ფასად ჩაბარება. ამაწლის 05 აპრილს ბ------–ი ყოფნის დროს მისი და რ-----ის საერთო ნაცნობმა ი-–-----------ემ პირად საუბარში უთხრა, რომ რ-----ი ენას ვერ აჩერებდა, დათვრა და თავის ნათესავ გოგოსთან რომელიც არის რ-----ის ძმის ცოლისდა და რომელთანაც რ-----ი ჰქონია ახლო ინტიმური ურთიერთობა, რ-----ის უთქვამს და უტრაბახია როგორ ჩაუდენია ყაჩაღობა და როგორ უშოვია ფული.

 

2018 წლის 13 იანვრის წ--–--- რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელ დ------------ის პატაკის მიხედვით, ნ---------–--------ის ყაჩაღობის ჩამდენ პირებს რ---------–--ესა და ა--–-------–--ეს სავარაუდო კავშირი აქვს ი-–-------------სთნ, რომელიც ცხოვრობს ქ--------ში, ვ-–----–----–---------ში. აღნიშნული პირები ნაყაჩაღარ ნივთებს უნდა ინახავდნენ თავის საცხოვრებელ სახლებში და სათავსოებში, ასევე აღნიშნულ დანაშაულთან კავშირი აქვს ნ--------–---–ის მეგობარ ქალს ც-------–-------ს, რომელიც ცხოვრობს ხ--–----------------------------–-----–-------–ში. ც-------–------- ნაყაჩაღარ ძვირფასეულობას უნდა ინახავდეს თავის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში და ქ--------ი, ჭ--------------–- მდებარე "-----------–---ას" მეორე სართულზე მდებარე ოქროს ბიჟის სავაჭრო ცენტრში მდებარე თავის სამუშაო მაგიდასთან.

 

აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ნ---------–--------ის სახლიდან წაღებული ოქროს ნივთებისა და ფულადი თანხის დადგენა/ამოღების მიზნით, საქმეზე ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები:

 

2018 წლის 13 იანვარს, 09:45-10:10 საათებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ინდ. მეწარმე ც-------–------ის ოქროს ბირჟაზე არსებული დახლის (მდებარე: ქ--------ი, ჭ--------------, “ბ----------–---ა”) ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ც-------–------ის სამუშაო ბლოკნოტი, სადაც მითითებულია 5 იანვრით დათარიღებული გვერდი, მითითებულია: მ-------------–---–ი და ოქროს ნაკეთობების გრამები, მთლიანი წონა 25,5 გრამი. 6 იანვრით დათარიღებულია: ნ---------------–---–ი და მითითებულია ოქროულის მთლიანი წონა 13,6 გრამი.

 

2018 წლის 13 იანვარს, 12:25-13:20 საათებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - გ---–------–-–----ის ოქროს ბირჟაზე არსებული სავაჭრო დახლის (მდებარე: ქ--------ი, ჭ--------------, “ბ----------–---ა”) ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ნებაყოფლობით იქნა ამოღებული თ------------–--–--ის მიერ მიყიდული 2 ბეჭედი და1 სამეული (ერთი ბეჭედი და ორი საყურე).

 

2018 წლის 13 იანვარს, 13:55-14:15 საათებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ნ------------ის ოქროს ბირჟაზე არსებული სავაჭრო დახლის (მდებარე: ქ--------ი, ჭ--------------, “ბ----------–---ა”) ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ნებაყოფლობით იქნა ამოღებული თ------------–--–--ის მიერ მიყიდული 1 ცალი ოქროს ბეჭედი.

 

2018 წლის 13 იანვარს, 14:25-15:00 საათებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - გ---–--------------ის ოქროს ბირჟაზე არსებული სავაჭრო დახლის (მდებარე: ქ--------ი, ჭ--------------, “ბ----------–---ა”) ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ნებაყოფლობით იქნა ამოღებული თ------------–--–--ის მიერ მიყიდული 1 ცალი ოქროს ბეჭედი.

 

2018 წლის 13 იანვარს, 22:55-23:15 საათებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედების - ს----------------–---–ის საცხოვრებელი სახლის (მდებარე ლ----------------------------–--------------ში) ჩხრეკა, რა დროსაც მან ნებაყოფლობით წარმოადგინა ნ-----------ის მიერ მიცემული ოქროს კულონი.

 

2018 წლის 05 იანვარს, 13:20 საათიდან 14:05 საათამდე პერიოდში, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, ქ--------ში, გენერალ ა--–-- ა--–-----------------–ი, ნ-------- ხ---–--ის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ბინის შესასვლელი კარიდან მარჯვნივ გარეთ გაზის გათბობის ბოილერის თავზე ნანახი და ამოღებული იქნა, შავი ფერის ა/მანქანის სავარძლის თავის მისადების გადასაკრავი, რომელშიც დევს 3 ცალი ე.წ. ,,ატმეჩკა“, ერთი გასაღები და ,,კლიტის“ გულაკი გატეხილ მდგომარეობაში, ასევე გადასაკრავის შიგნით დევს ანალოგიური გადასაკრავი, რომელშიც დევს ორი ცალი რეზინის თეთრი ფერის ნახმარი ხელთათმანი და ორი ცალი ნაცრისფერი ნაქსოვი წინდა.

 

ამოღებული ოქროს ნივთები ნ---------–--------ს წარედგინა ამოსაცნობად და ამოცნობის ოქმების მიხედვით დადგინდა შემდეგი:

 

2018 წლის 11 თებერვალს, გულნაზი შაშიკიძის მიერ წარმოდგენილი ორი ცალი ბეჭდიდან და ერთი ცალი სამეულიდან ნ---------–--------ის მიერ ამოცნობილი იქნა სამი ცალი სამეულიდან - საყურეები და ბეჭედი, რომელიც არის მისი საკუთრება და წაღებული იქნა 2017 წლის 29 დეკემბერს მისი სახლის დაყაჩაღების დროს, ეს სამეული ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ბრილიანტის თვლები, წითელი, ოქროთი, შუაში სამივეს ერთი ბრილიანტის თვალი აქვს და ირგვლივ ბრილიანტის ნამცეცების ბრილიანტის თვლებით, 585 პრობით.

 

2018 წლის 11 თებერვლის ამოცნობის ოქმის მიხედვით: ნ---------–--------მა წარმოდგენილი სამი ცალი თვლიანი ბეჭდიდან ამოიცნო მისგან მარჯვნიდან მესამე ქალის ბეჭედი, რომელიც არის მისი საკუთრება და წაღებულია 2017 წლის 29 დეკემბერს მისი სახლის დაყაჩაღების დროს. მან იგი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: იგი არის თუქრული წარმოების ოქრო, 6 გრამი, თვლები, რომლებიც აქვს არის 8 ცალი ბრილიანტის თვალი გაშლილად ზემოდან და გარშემო მცირე ზომის ბრილიანტის თვლები აქვს, თვლები მოთავსებულია ოვალურ ჭრილში, 585 პრობი.

 

2018 წლის 11 თებერვლის ამოცნობის ოქმის მიხედვით: ნ---------–--------მა წარმოდგენილი სამი ცალი ქალის ერთი ცალი თვლიანი ბეჭდიდან ამოიცნო მისგან მარჯვნიდან პირველი ქალის ბეჭედი, რომელიც არის მისი საკუთრება და წაღებულია 2017 წლის 29 დეკემბერს მისი სახლის დაყაჩაღების დროს. მან იგი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: აქვს ყვავილის ფორმის ნაკეთობა ზემოდან, ზემოდანვე აქვს ერთი ცალი ცირკონის თვალი ჩამჯდარი ოთხი ცალ ჭრილში, არის 2, 5გრამი, ქართული წარმოების ოქრო, 585 პრობი.

 

2018 წლის 11 თებერვალს გახსნილი იქნა პაკეტი, სადაც მოთავსებული იყო ნ------------ის მიერ წარმოდგენილი 1 ბეჭედი მისი შემდგომი ამოცნობის მიზნით.

 

2018 წლის 11 თებერვლის ამოცნობის ოქმის მიხედვით: ნ---------–--------მა წარმოდგენილი სამი ცალი ქალის ერთი ცალი თვლიანი ბეჭდიდან ამოიცნო მისგან მარჯვნიდან პირველი ქალის ბეჭედი, რომელიც არის მისი საკუთრება და წაღებულია 2017 წლის 29 დეკემბერს მისი სახლის დაყაჩაღების დროს. მან იგი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: არის ოქროს ქალის ბეჭედი, შუაში ერთი ცალი ცირკონის თვლით და გარშემო პატარა ცირკონის თვლებით, არის 3 გრამი, 585 პრობი, ქართული ყვითელი ოქრო.

 

2018 წლის 11 თებერვალს გახსნილი იქნა პაკეტი, სადაც მოთავსებული იყო ს----------------–---–ის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ოქრო, კერძოდ ოქროსფერი მედალიონი (კულონი) მისი შემდგომი ამოცნობის მიზნით.

 

2018 წლის 11 თებერვლის ამოცნობის ოქმის მიხედვით: ნ---------–--------მა წარმოდგენილი სამი ოქროსფერი კულონიდან ამოიცნო მისგან მარჯვნიდან პირველი რომელიც არის მისი საკუთრება და წაღებულია 2017 წლის 29 დეკემბერს მისი სახლის დაყაჩაღების დროს. მან იგი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: არის მედალიონი, დაახლოებით ოცთეთრიანის ზომის, ოვალური ფორმის, თუქრული წარმოების ოქრო, სრულიად ახალი, როგორც ჩამოსაკიდი ნათურის ფორმის ანუ ქვემოთ მრგვალი და შუას ზემოთ როგორც ოვალური. ბოლოში აქვს სპეციალური ე.წ. ყუნწი ძეწკვის გასაყრელად. ერთ მხარეს ახატია ღვთისმშობელი მარიამი ბავშვთან ერთად და მეორე მხარეს ახატია იესო ქრისტეს მხოლოდ სახე, 585 პრობი, დაახლოებით 2 გრამამდე.

 

ბრალდებულმა რ---------–--ემ სასამართლო სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ცხოვრობს წ--–--- რაიონის სოფელ ს----------ში. შემთხვევის დღეს მთელი ღამე იმყოფებოდა გ------------------თან და მეორე დილით თ-----------–----თან. თამაშობდა აზარტულ თამაშებს და მოიგო გარკვეული თანხა. 30 დეკემბერს თბილისში იმყოფებოდა და ტანსაცმელი იყიდა. იგი დაკავებამდე მუშაობდა, ჰქონდა თავისი შემოსავალი. მას შემდეგ, რაც მასთან საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, იგი ყველას აფრთხილებდა, რომ არ ეკონტაქტათ, რადგან ვისაც ეხმიანებოდა, შემდეგ ყველას დაკითხვაზე იბარებდნენ. მ------------ც დაკითხვის დროს შეაშინეს და აიძულეს ჩვენების მიცემა. მან აღნიშნა, რომ არანაირი დანაშაული მას არ ჩაუდენია.

 

რ---------–--ის მიერ ნ---------–--------ის მიმართ ყაჩაღობის ჩადენას, გარდა მითითებული მტკიცებულებებისა, რომლითაც უდავოდ დგინდება, რომ ნ---------–--------ზე განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა, რის შედეგადაც თავდამსხმელები დაეუფლნენ ოქროს ნაკეთობებსა და ფულად თანხას, მის მიერ დანაშაულის ჩადენის მამხილებელი მტკიცებულებები საქმეში ასევე წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნებით და სწორედ მათი შეფასებით დგინდება, რომ რ---------–--ემ, სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა ყაჩაღობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული დასკვნები არასაკმარისად ინფორმატიულია იმ პირების მიმართ, რომლებიც იმყოფებოდნენ რ---------–--ესთან ერთად. კერძოდ:

 

შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშების იდენტურობის განსასაზღვრად საქმეზე დაინიშნა ოდოროლოგიური ექსპერტიზა და დაიკითხა ექსპერტი მოწმე გ-----------------ე.

 

2018 წლის 6 თებერვლის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით: 2017 წლის 29 დეკემბერს, 03:00-04:00 საათის შუალედში, წ--–--- რაიონის სოფელ ა------ში, ნ---------–--------ის საცხოვრებელ სახლში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: სახლის პირველ სართულზე საძინებელ ოთახში რკინის სეიფის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან, სახლის პირველ სართულზე საკუჭნაო ოთახში ფანჯრის ხის რაფის ზედაპირიდან და სახლის პირველ სართულზე საკუჭნაო ოთახში ფანჯარასთან მდგარი ხის სკამიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია მოწმეებისგან: ა--–-------–--ისგან, რ---------–--ისაგან და ი-–-------------საგან (დაბადებული 29.02.1--- წელს, პ.ნ. 6----------) ამოღებული სუნის კვალის ნიმუშების. ამასთან, ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ ნიმუშის აღება ხდება გააქტიურებული ნახშირით, ხოლო ადამიანისაგან სუნის ნიმუშს იღებენ სტერილური დოლბანდის გამოყენებით. გამოსაკვლევად მას გაეგზავნა როგორც შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, ისე დასკვნაში მითითებული პირების სუნის ნიმუშები. ერთი სუნის ნიმუშის იდენტიფიცირებისთვის კვლევას ატარებენ სამჯერ. მანამდე ხდება ძაღლის შემოწმება თუ რამდენად მგრძნობიარეა მისი ცხვირის დეტექტორი. ყველა ადამიანს, ინდივიდუალური სუნი აქვს, რომელიც როგორც წესი არ მეორდება. როდესაც შემთხვევის ადგილი არის დახურული სივრცე და ის განიავდება, შესაძლებელია სუნი დაიკარგოს, ხოლო თუ ის დაცულია, სუნის კვალი რჩება გარკვეული პერიოდი. დადებითი დასკვნა გაიცემა იმ შემთხვევაში თუ სამივეჯერ მიუთითებს ძაღლი ერთიდაიმავე ნიმუშზე, სხვა შემთხვევაში დასკვნაში სუნის ნიმუშის კუთვნილება არ იწერება.

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ გასაღებზე, ანაწმენდებზე, პლასტმასის ხამუთზე, რეზინის ხელთათმანებზე, ზეწრის ნაჭრებზე და ქილაზე წარწერით BOOM, იყო თუ არა ბიოლოგიური ექსპერტიზისათვის საჭირო ბიოლოგიური მასალა, ასევე ა--–-------–--ის, რ---------–--ის, ლ-–-----------------აგან, გ---------------------ისაგან და გ------------------საგან აღებულ ბიოლოგიური მასალების შესადარებლად დაინიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა.

 

2018 წლის 1 თებერვლის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური, მორფოლოგიური) ექპერტიზის დასკვნით: პაკეტში წარწერით „...ერთი ცალი რკინის გასაღები ფოტო...“ მოთავსებულ გასაღებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი და პაკეტში, წარწერით: „...ღია ფერის პლასტმასის ე.წ. „ხამუთი“ ფოტო N3...“ მოთავსებულ პოლიმერული მასალის სალტეზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს ორ სხვადასხვა პირს, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენდნენ ბიოლოგიურ ნათესავებს;

 

პაკეტში წარწერით „...ღია ფერის პლასტმასის ე.წ. „ხამუთი“ ფოტო N1...“ მოთავსებულ პოლიმერული მასალის სალტეზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი შერეულია, ეკუთვნის ორ მდედრობითი სქესის პირს. ობ. N2-ის პროფილის ერთ-ერთი წილი ობ. N1-ის ხოლო მეორე წილი ობ.N4-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია;

 

პაკეტში წარწერით „...ღია ფერის პლასტმასის ე.წ. „ხამუთი“ ფოტო N2...“ მოთავსებულ პოლიმერული მასალის სალტეზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N3) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს და იდენტურია ობ. N4-ის გენეტიკური პროფილის. ობ. N3-ის პროფილის მინორულ წილში ვლინდება რ---------–--ის (ობ. N26; პაკეტი წარწერით „....რ---------–--ის ნერწყვის ნიმუში ...“) გენეტიკური თანამონაწილეობა და არ ვლინდება შესადარებლად წარმოდგენილი პირების (ობ. N22-25,27) გენეტიკური თანამონაწილეობა.

 

პაკეტში წარწერით: „...ანაწმენდი ფანჯრის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ბამბიან ჩხირზე (ობ. N5) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

 

პაკეტში წარწერით „...მუქი ფერის ლაქის ანაწმენდი...“ მოთავსებულ ბამბიანი ჩხირის ბოლოზე არსებული მოყავისფრო-მონარინჯისფრო ლაქა (ობ. N6) სისხლი არ აღმოჩნდა. ობ N6-ზე გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

პაკეტში, წარწერით: „...ერთი ცალი ალუმინის ქილა...“ მოთავსებულ ქილაზე (ობ. N7,8) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

პაკეტში, წარწერით: „...ქსოვილის ნაჭრები ფოტო N9...“ მოთავსებულ ერთ-ერთ ყვითელი ფერის და ჭრელ ქსოვილის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები(ობ. N9 და ობ. N14) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ხოლო მოყავისფრო ლაქა (ობ. N13) სისხლი არ არმოჩნდა. ობ.N 9,14-ის გენეტიკური პროფილი და ამავე პაკეტში მოთავსებულ თეთრი ფერის ქსოვილის ფრაგმენტზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N11) გენეტიკური პროფილები ეკუთვნის ორ სხვადასხვა მდედრობითი სქესის პირს. ობ. N11-ის გენეტიკური პროფილი ობ. N14-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. აღნიშნული ყვითელი ფერის ფრაგმენტებზე (ობ. N10), თეთრი ფერის ქსოვილის ფრაგმენტებზე (ობ. N12), ჭრელ ფრაგმენტებზე (ობ. N15,16), ამავე პაკეტში მოთავსებულ შავი ფერის ქსოვილის ფრაგმენტებზე (ობ. N18) და წყვილ წინდაზე (ობ. N 20) აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა შერეული გენეტიკური პროფილებით. ობ. N10,15,18-ის პროფილში ვლინდება ობ. N1-ის, ობ.N 4,11-ისა და ობ. N9,14-ის გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ. N12,16,20-ის პროფილები გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია. პაკეტში მოთავსებულ პერანგზე (ობ. N21) და აღნიშნული ქსოვილის ფრაგმენტებიდან ამოღებულ თმებზე (ობ. N17, 19) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ,,ერთი ცალი რკინის გასაღებზე, ღია ფერის პლასტმასის ე.წ ხამუთზე, ღია ფერის პლასტმასის ე.წ ,,ხამუთის“ პოლიმერული მასალის სალტეზე, ყვითელი ფერის და ჭრელი ქსოვილის ფრაგმენტებზე არსებულ მოწითალო-მოყავისფრო ლაქებზე, თეთრი ფერის ქსოვილის ფრაგმენტზე არსებული ბიოლოგიურ მასალაზე, ყვითელი ფერის ქსოვილის ფრაგმენტზე, ქსოვილის ჭრელ ფრაგმენტზე და შავი ფერის ქსოვილის ფრაგმენტებზე არსებული გენეტიკური პროფილების ა.პი-–--სიანის, ნ----–--------ის, და შ-----------ის გენეტიკური პროფილებთან (ნერწყვის ნიმუშებთან) შესადარებლად და მათი იდენტურობის დასადგენად დაინიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა.

 

2018 წლის 10 მაისის ბიოლოგიურის ექსპერტიზის დასკვნით: გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა, პაკეტში წარწერით: ,,ერთი ცალი რკინის გასაღები ფოტო“ მოთავსებულ გასაღებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N1; ექსპერტიზის დასკვნა N000440218) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ---------–--------ს (პაკეტი, წარწერით:,,ნ---------–--------ის ნერწყვის ნიმუში...“)

 

პაკეტში წარწერით: ,,ღია ფერის პლასტმასის ე.წ ,ხამუთი“ ფოტო N3, მოთავსებულ პოლიმერული მასალის სალტეზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N4;ექსპერტის დასკვნა N000440218)გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ----------------ს. (პაკეტი წარწერით შალიკ სარქისიანის ნერწყვის ნიმუში...)

 

პაკეტში წარწერით: ღია ფერის პლასტმასის ე.წ ,,ხამუთი „ ფოტო N1 მოთავსებულ პოლიმერული მასალის სალტეზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N2 ექსპერტის დასკვნა N000440218) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთ-ერთი წილი ნ---------–--------ის, ხოლო მეორე წილი შ----------------ის გენეტიკური პროფილების იდენტურია;

 

პაკეტში წარწერით: ღია ფერის პლასტმასის ე.წ ,,ხამუთი“ ფოტო N2..“, მოთავსებულ პოლიმერული მასალის სალტეზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N3; ექსპერტის დასკვნა N000440218) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის შ----------------ს.

 

პაკეტში წარწერით: ქსოვილის ნაჭრები ფოტო N9...“ მოთავსებულ ერთ-ერთ ყვითელი ფერისა და ჭრელ ქსოვილის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ N9 და ობ. N14; ექსპერტის დასკვნა N000440218) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ამასპიუ პი-–--სიანს (პაკეტი, წარწერით:,,... ამასპიუ პი-–--სიანის ნერწყვის ნიმუში...)ამავე პაკეტში მოთავსებულ თეთრი ფერის ქსოვილის ფრაგმენტზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობN11; ექსპერტის დასკვნა N 000440218) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ----------------ს; აღნიშნული ყვითელი ფერის ფრაგმენტებზე (ობ.N10 ექსპერტიზის დასკვნა N000440218) , ჭრელ ფრაგმენტებზე (ობ. N15; ექსპერტიზის დასკვნა N00040218) და ამავე პაკეტში მოთავსებულ შავი ფერის ქსოვილის ფრაგმენტებზე (ობ.N18; ექსპერტის დასკვნა N000440218)არსებულ ბიოლოგიური მასალის შერეულ პროფილში ვლინდება ნ---------–--------ის, შ----------------ისა და ამასპიუ პი-–--სიანის გენეტიკური თანამონაწილეობა.

 

აღნიშნული ექპსერტიზების ირგვლივ დაიკითხა ექსპერტი ეკატერინე სხირტლაძე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე. მანვე განმარტა, რომ პირველი ექსპერტიზის ჩატარების დროს გამოსაკვლევად წარდგენილი ნიმუშები ერთმანეთს შეადარეს, ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. პირველ დასკვნაში მითითებულია, რომ გენეტიკური პროფილი არის შერეული, მაჟორული წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს, ხოლო მინორულ წილში ვლინდება რ---------–--ის გენეტიკური თანამონაწილეობა. მეორე დასკვნით კი მოხდა მაჟორული წილის იდენტიფიცირება და აღმოჩნდა შ----------------ის. ადამიანის გენეტიკური პროფილის საგანზე აღმოსაჩენად უნდა მოხდეს კონტაქტი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რ---------–--ის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა ე.წ. პლასტმასის ხამუთზე, სადაც ასევე აღმოჩნდა შ----------------ის გენეტიკური პროფილი.

 

მოცემულ საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ირგვლივ დაითხნენ მოწმეები: გ-------------–---–ი და რ----------–----ე, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების რეალობა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ არ არსებობს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, იმ საფუძვლით, რომ საქმეზე არ არის დადგენილი ყველა სადავო გარემოება, რომელიც რ---------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ როგორც საქმის მასალებით დადგინდა, 2018 წლის 29 დეკემბერს, რ---------–--ე იმყოფებოდა წ--–-----------–-. დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრის ჩვენებების მიხედვით, თავდამსხმელებს სახეზე ქსოვილი ჰქონდათ აფარებული და ისინი მათ არ იცნობენ, შესაბამისად მათ რ---------–--ეზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე უტყუარად ვერ მიუთითეს, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ოდოროლოგიური და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნების შედეგად, დგინდება, რომ ხამუთზე აღმოჩენილი გენეტიკური პროფილი, რომლითაც შ----------------ს ხელი ჰქონდა შეკრული, მინორული წილი ეკუთვნის რ---------–--ეს, მასვე ეკუთვნის ნ---------–--------ის სახლიდან ამოღებული სუნის ნიმუში. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ოქროს ნაკეთობები, რომლებიც ამოღებულ იქნა რ---------–--ესთან დაკავშირებული პირის ი-–-------------ს ნაცნობებისაგან, ამოიცნო დაზარალებულმა და მიუთითა, რომ სწორედ ეს ნივთები იქნა წაღებული მის მიმართ ჩადენილი ყაჩაღობის შედეგად. მნიშვნელოვანია ასევე, მოწმე მ-----------ის სასამართლოში მიცემული ჩვენება და მოწმე მ---------------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლითაც დგინდება რ---------–--ის მიერ დანაშაულში თანამონაწილეობა, ამასთან მ---------------ის საჯაროდ წაკითხული ჩვენება არ არის ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებების შეფასებისას. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებული დაკავებულია შემთხვევიდან თითქმის 5 თვის შემდეგ, რამაც მას სრული შესაძლებლობა მისცა თავიდან მოეშორებინა თავდასხმის დროს გამოყენებული ყველა საშუალება, მათ შორის ფული და ოქროს სხვა ნივთები. საქმის არსებითი განხილვის შედეგად, მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს არ გამოვლენილა არანაირი ისეთი გარემოება, რომელიც სასამართლოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებში ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა, ხოლო დაზარალებულის ჩვენების იმგვარად შეფასება, რომ იგი ვერ უთითებს რ---------–--ეზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე, რისკის ქვეშ ვერ დააყენებს ისეთ უტყუარ მტკიცებულებებს, როგორიცაა ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, ოქროს ნაკეთობების ამოღებისა და მათი ამოცნობის ოქმები, რაც მოწმეთა ჩვენებებთან ერთად რ---------–--ის ბრალეულობის პირდაპირ დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარმოადგენენ.

 

ამდენად, სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა რ---------–--ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მათ მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც რ---------–--ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება ხელშეუვალია და ადამიანის საკუთრების უფლება დაცულია სხვადასხვა ნორმატიული აქტებით. სისხლის სამართლის კოდექსით საკუთრების უფლება დაცულია ნებისმიერი მართლსაწინაღმდეგო ქმედებისაგან. ადამიანს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი ქონება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის საგანი უნდა ეკუთვნოდეს სხვას, რომ ის არის სხვის მართლზომიერ მფლობელობაში.

 

სსსკ-ს 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით და ამ მუხლის ყოველი შემდგომი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი ამძიმებს პასუხისმგებლობას მითითებული გარემოებების გათვალისწინებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის.

 

ვინაიდან რ---------–--ის განზრახვა მოიცავდა ფულადი თანხის და ნივთების დაუფლებას, რომელიც არ იყო მისი საკუთრება და მას არანაირი მართლზომიერი უფლება არ გააჩნდა მის დასაუფლებლად, იგი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგო მიზნით.

 

ქმედების დამამძიმებელი გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. იმის გათვალისწინებით, რომ რ---------–--ის ქმედებით დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” პუნქტით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობას, ჩადენილს დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით გარკვეული სპეციფიკა ახასიათებს, რადგან ამ დროს შეიძლება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მხოლოდ მიზანი არსებობდეს და რეალურად არ მოხდეს ამ ოდენობის ნივთის დაუფლება, ვინაიდან ეს უკანასკნელი ფორმალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება. მთავარია დადგენილი იქნეს განზრახვა, რომ ყაჩაღობა მიმართული იყო ასეთი ოდენობით ნივთის (ფულის) დაუფლებისაკენ, რაც მოცემულ შემთხვევაში უტყუარად არის დადგენილი. თავდასხმის დროს ოქროს ნაკეთობებისა და თანხის მოთხოვნა რეალურ საფუძველს ქმნის, რომ თავდამსხმელებს წინასწარ ჰქონდათ განზრახული დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება.

 

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთახმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორის 2018 წლის 6 ივლისის დადგენილების საფუძველზე სისხლის სამართლის №039291217001 საქმიდან ცალკე წარმოებისათვის გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, სიცოცხლისათვის და ჯანმთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და მესამე ნაწილის ”ბ” და „გ“ ქ/პუნქტებით.

 

დაზარალებულ ნ---------–--------ისა და შ----------------ის ჩვენებების, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუშებისა და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგინდა, რომ ნ---------–--------ს თავს დაესხა სამი მამაკაცი, მათ შორის რ---------–--ე. მათი ერთობლივი მოქმედება მიუთითებს საერთო განზრახვაზე, რაც ნ---------–--------ზე თავდასხმას და მისი ნივთების დაუფლებას ისახავდა მიზნად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დანაშაულის ჩადენისას, საერთო გეგმაზე შეთანხმება შესაძლებელია როგორც სიტყვიერად, ისე მოქმედებით, თანაამსრულებლობისთვის არაა აუცილებელი ამ საერთო გეგმის ყოველი დეტალის გათვალისწინება, ერთმანეთის მოქმედების ცოდნა და ამ ცოდნის საფუძველზე მოქმედება ცალსახად მიგვანიშნებს თანაამსრულებელთა საერთო მიზნის ერთობლივ შეთანხმებაზე და საერთო გეგმაზე.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ დაზარალებულების ნივთების დაუფლების მომენტში იმყოფებოდნენ ბრალდებული რ---------–--ე და გამოძიებით დაუდგენელი 2 პირი, შესაბამისად ბრალდებულის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.

 

ბინაში უკანონო შეღწევა:

 

კანონმდებელი ცალკე დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს ქმედებას ჩადენილს ბინაში უკანონო შეღწევით, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც წესი ბინა არის ადგილი, სადაც ადამიანი თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს, ამასთან ბინაში დანაშაულის ჩადენას ახასიათებს ქმედების მართლწინააღმდეგობის მაღალი ხარისხი, ბინაში შეღწევა საჭიროებს დამატებით მობილიზებას და დანაშაულს მეტი ორგანიზებულობით გამოარჩევს. შეღწევასთან დაკავშირებით კი მნიშვნელოვანია დადგინდეს, რომ ბინაში შესვლა არ არის დაზარალებულის ნების გამოვლინების შედეგი და დამნაშავე მასთან ნებაყოფლობით არ იმყოფება, ამასთან რა ფორმით ხდება შეღწევა, კარის და ფანჯრის დაზიანების თუ სხვა გზით, მნიშვნელოვანია არა ქმედების კვალიფიკაციისთვის, არამედ ქმედების საშიშროების შეფასების თვალსაზრისით, არსებითია მხოლოდ ის, რომ პირმა გადალახოს სამართლებრივი აკრძალვა ბინაში შეღწევის მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ---------–--------ზე თავდასხმა განხორციელდა მისსავე საცხოვრებელ ბინაში, მდებარე წ--–--- რაიონის სოფელი აიზმა და რ---------–--ემ, თანამზრახველებთან ერთად ბინაში შეაღწია ფანჯრიდან, რაც გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დასტურდება შ/ადგილის დათვალიერების ოქმით და ოდოროლოგიური ექსპერეტიზის დასკვნით.

 

ამდენად, სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა რ---------–--ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მათ მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც რ---------–--ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ. ბრალდებულ რ---------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება საქმეზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ დამტკიცებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელთა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ რ---------–--ემ განხორციელებული ქმედით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ს 179-ე მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

რ---------–--ეს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულების ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ რ---------–--ეს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ასევე კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტებით ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში. სასამართლოს შეფასებით, ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

რ---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ---------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა რ---------–--ეს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 მაისიდან.

 

3. რ---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, მოცემულ საქმეზე დართული ნივთების: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთების, რ---------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთების, მ-----------ისაგან ამოღებული ფულადი თანხის, გ---–------–-–----ის და ნ------------ის დახლებიდან ამოღებული ნივთების, ს----------------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ნივთების, ი-–-------------ს, ა--–-------–--ის, რ---------–--ის, ნ---------–--------ის, შ----------------ის, ა-------------–------ისაგან აღებული ნიმუშების, 3 ცალი ცდ დისკის (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), საკითხი გადაწყდეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. (ნივთები ინახება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებელთან);

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მადონა მაისურაძე