განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2019
საქმის ნომერი
330100117001820025
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა ს----------ო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნ---- ნ-----ია

სხდომის მდივანი თ----- შ------იძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ-------------ე

სტაჟიორ-პროკურორები - თ----------–-----–---–-------------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული - ნ-----–---- მ--–----ის ძე ჯ---- - დაბადებული 1----–-–----------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული: მა-------–--------------------–-------------------------------–----------------–------------------------------–----------------------------ში

 

ადვოკატი - დ------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი

 

2. ბრალდებული - გ------- გ---ს ძე ქ--------–---–ი - დაბადებული 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----–---------------------------------ში

 

ადვოკატები - ნ------------–---–ი, ნ-------------ე, მარ-----------------------------------–------------------ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გ------- ქ--------–---–ის ეპიზოდი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2--- წლის 11 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ჭ--------ის (ყოფილი ს----------–ოს) ქ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- ქ--------–---–ს და ნ-----–---- ჯ----ს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ ნ-------–------სა და ლ---- კ--–------სთან. გ------- ქ--------–---–მა, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმებისა და ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, კისრისა და მუცლის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ნ-------–------ს, რომელმაც მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. გ------- ქ--------–---–მა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე მყოფ ნ-------–------ს მამას - ლ---- კ--–------ს, რომელმაც მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

№8----- №8---- და №8---- შეტყობინებების თანახმად, ქ. თბილისის ვ----ს----------–ოს შს სამმართველოში შევიდა 3 შეტყობინება ს---–--- ც--–--ის ქუჩაზე (ს----------–ოს ქუჩა, ს-–-------ებთან) პიროვნების დანით დაჭრის თაობაზე.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2--- წლის 12 იანვარს 00:01 საათზე, ქ.თბილისში, პ--------------------------------–------------------ში ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ------- ქ--------–---–ი (გამომძიებელი გ--- გ--–-----ე, მონაწილე პირი ლ---- ტ-------).

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2--- წლის 12 იანვარს 00:01 საათზე, ქ.თბილისში, პ--------------------------------–------------------ში დაკავებული იქნა ნ-----–---- ჯ---- (გამომძიებელი გ--- მ---------ე, მონაწილე პირი გ--- ლ-----ე).

 

ზ/აღნიშნული ოქმების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამ----ბა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს ქ.თბილისის ვ----ს----------–ოს შს სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა: გ--- გ--–-----ემ, გ--- ლ-----ემ და გ--- მ---------ემ. მოწმეებმა განმარტეს, რომ 2--- წლის 11 იანვარს, შეტყობინების საფუძველზე, ლ---- ტ-------სთან ერთად გამოცხადდნენ ქ.თბილისში, ს-–--–--ის (ყოფილი ს----------–ოს) ქუჩაზე (ე.წ. „შ------ების ქუჩა“), მოქალაქის დაჭრის ფაქტზე. ადგილზე იმყოფებოდა შუახნის მამაკაცი ლ---- კ--–------, ხოლო მისი დაჭრილი შვილი - ნ-------–------ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გადაყვანილი ჰყავდა კლინ---ში. ლ---- კ--–------მ პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ მასსა და მის შვილს ქუჩაში ჩხუბი მოუვიდა 3 უცნობ პირთან, რომელთაგან ერთ-ერთმა დაჭრა ნ-------–------ და დაზიანების მიყენების დროს თავადაც დაუზიანდა მარჯვენა ხელი. ლ---- კ--–------მ აღწერა თავდამსხმელები, მიუთითა პოლიციის თანამშრომლებს თუ საით წავიდნენ ისინი და ასევე განუცხადა, რომ ერთ-ერთი მათგანს მოდიოდა სისხლი. სამართალდამცველები ლ---- კ--–------ს მინიშნებით გაყვნენ სისხლის კვალს, რომელმაც მიიყვანა ქ.თბილისში, პ--------------------------------–---------------------------თან, სადაც აღმოჩენილი იქნენ პიროვნებები, რომელთა ფიზიკური მონაცემები და აღწერილობაც ემთხვეოდა ლ---- კ--–------ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. გ--- ლ-----ემ და გ--- მ---------ემ დააკავეს ნ-----–---- ჯ----, ხოლო გ--- გ--–-----ემ და ლ---- ტ-------მ - გ------- ქ--------–---–ი. დაკავებულებს განემარტათ უფლებები და შედგა შესაბამისი ოქმები. ბრალდებულები გადაიყვანეს ჯერ ქ.თბილისის ვ----ს----------–ოს შს სამმართველოს მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, შემდეგ კი ქ.თბილისის პროკურატურის ს----------ო ნაწილში.

 

ალკოტესტით შემოწმების ოქმის თანახმად, 2--- წლის 12 იანვარს, გ------- ქ--------–---–ს ალკოტესტით შემოწმებისას დაუდგინა 0.841 პრომილე, რაც ნიშნავს სიმთვრალეს.

 

ალკოტესტით შემოწმების ოქმის თანახმად, 2--- წლის 12 იანვარს, ალკოტესტით შემოწმებისას ნ-----–---- ჯ----ს დაუდგინა 0.281 პრომილე, რაც ნიშნავს სიმთვრალეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 12 იანვარს, დათვალიერდა ქ.თბილისში, ს----------–-------------------------------------------------------------–----- ელ. ბოძთან, მოქალაქეთა ფეხით სავალი ტროტუარის სიახლოვეს დგას შავი ფერის ავტომანქანა „მერსედეს ბენცის“ ფირმის, clk 500 მოდელის სახ№G------. ს----------–-------------------------ის პირველი სართულზე განთავსებულია მიკროსაფინანსო კომპანია „კ-------სი“, რომლის წინა პერიმეტრზე განთავსებულია ორი ცალი ვიდეო სამეთვალყურეო კამერა. ს----------–--------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ასფალტის ზედაპირზე დაფიქსირდა სისხლის კვლები, რამაც დათვალიერებაში მონაწილე პირები მიიყვანა პ---------------------–--------------------------------–--------------თან. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, შავი ფერის ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით, ლითონის სამაჯური, ამოტეხილი მოასფალტებული ზედაპირები მოწითალო ფერის ლაქებით, ამოტეხილი ბეტონის ზედაპირები მოწითალო ფერის ლაქებით, ლიფტის კაბინაში ამოტეხილი ლამინატის პარკეტის ზედაპირი მოწითალო ფერის ლაქებით, ამოტეხილი კედლის ფრაგმენტი მოწითალო ფერის ლაქებით და ანაწმენდები, რაც დაილუქა სათანადო წესით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოსურათები დაერთო სს საქმეს (გამომძიებელი ვ------- ჭ----–-–---–ი, ექსპერტები: გ------- გ----------ი და პ------ დ---–---–--ე).

 

ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2--- წლის 12 იანვარს, ჩატარდა ნ-----–---- ჯ----ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, მდებარე: თბილისი, კ-------------------------------–----------------------ში, რა დროსაც ამოღებული იქნა ტანსაცმელი, სისხლისმაგვარი ანაწმენდები, გასაშლელი დანა, რაც დაილუქა სათანადო წესით. ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები დაერთო სს საქმეს (გამომძიებელი მ------ დ----ე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ------ ე-----–---–ი, ექსპერტები: თ---------- რ-----–---–ი და ნ--------------ე).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 12 იანვარს, ქ.თბილისის პროკურატურის ს----------ო ნაწილის გამომძიებელმა ვ-–- გ-----------–---–მა შპს „ა------------–--ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ მიმღები განყოფილების მედდა ჟ--- ფ-----სგან ამოიღო ნ-------–------ს ტანსაცმელი და პირადი ნივთები: მუქი ფერის ჯინსის შარვალი და ღია ყავისფერი ტყავის ვერცხლისფერი ლითონის ბალთიანი ქამარი, რომელთაც აღენიშნებათ მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები; ლურჯი ფერის მაისური, რომელსაც აღენიშნება დაზიანებები და მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები; შავი ფერის ტყავის წითელ ფერში კომბინირებული ერთი წყვილი ფეხსაცმელი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 12 იანვარს, ქ.თბილისის პროკურატურის სტაჟიორმა ი-----–- ქ--------მ ქ.თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში, გ------- ქ--------–---–ისაგან ამოიღო ამ უკანასკნელის ტანსაცმელი, კერძოდ: ლურჯი ფერის დუტის ქურთუკი მოწითალო-მოყავისფრო ლაქებით, მარცხენა მკლავზე აარსებული დაზიანებით, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი მოწითალო-მოყავისფრო ლაქებით, ლურჯი ფერის მაისური მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქებით წინა მხარეს და დაზიანებებით კისრისა და სახელოების მიდამოში. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 12 იანვარს, ქ.თბილისის პროკურატურის ს----------ო ნაწილის უფროსმა გამომძიებელმა კ--- კ----------ემ ქ.თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში, ლ---- კ--–------საგან ამოიღო ამ უკანასკნელის ტანსაცმელი: მოლურჯო ფერის მაისური მარცხენა ბეჭის არეში დაზიანებითა და დაზიანების ირგვლის მოწითალო ფერის ლაქით, მორუხო ფერის სვიტერი მარცხენა ბეჭის არეში დაზიანებითა და დაზიანების ირგვლივ მოწითალო ფერის ლაქით, მორუხო ფერის ქურთუკი მარცხენა ბეჭის არეში დაზიანებითა და დაზიანების ირგვლივ მოწითალო ფერის ლაქით. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით.

 

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, 2--- წლის 13 იანვარს, დაზარალებულმა ლ---- კ--–------მ, წარდგენილი ოთხი პიროვნებიდან ამოიცნო გ------- ქ--------–---–ი (გამომძიებელი ვ-–- გ-----------–---–ი, ადვოკატი ნ------------–---–ი).

 

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, 2--- წლის 13 იანვარს, დაზარალებულმა ლ---- კ--–------მ, წარდგენილი ოთხი პიროვნებიდან ამოიცნო ნ-----–---- ჯ---- (გამომძიებელი კ--- კ----------ე, ადვოკატი ი--- ბ---–---------ი).

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 12 იანვარს, ნ-------–------საგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ვ-–- გ-----------–---–ი, ექთანი მ--- გ-----ე).

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 13 იანვარს, ბრალდებულ ნ-----–---- ჯ----საგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ვ-–- გ-----------–---–ი, ექთანი თ----- ე-----–--ე და ადვოკატი ი--- ბ---–---------ი).

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 13 იანვარს, ბრალდებულ გ------- ქ--------–---–ისაგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ვ-–- გ-----------–---–ი, ექთანი თ----- ე-----–--ე).

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 24 იანვარს, ლ---- კ--–------საგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ვ-–- გ-----------–---–ი, ექთანი დ-------- რ-----).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 12 იანვარს, ქ.თბილისის პროკურატურის ს----------ო ნაწილის გამომძიებელ კ---- გ-----ის მიერ ქ.თბილისში, ჭ--------ის ქუჩა №7-ში მდებარე მ---- „კ-------სის“ დირექტორ ზ------ ა---–---სგან ამოიღო ამ უკანასკნელის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი, შენობის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩამწერი მოწყობილობა „ე------ი“, კვების ერთი ცალი ბლოკით - ადაპტორით, რაც დაილუქა სათანადო წესით.

 

ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, 2--- წლის 17 იანვარს ქ.თბილისის პროკურატურის ს----------ო ნაწილის გამომძიებელმა კ---- გ-----ემ ზ/აღნიშნული „ე------იდან“ გარე სამეთვალყურეო კონტროლის 2 ვიდეო კამერის ჩანაწერი 2--- წლის 11 იანვრის 22:00 საათიდან 00:00 საათამდე გადაწერა ერთ ცალ DVD დისკზე, რაც დაილუქა სათანადო წესით.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 23 იანვარს, მოწმე ე---- ბ-----ისა და მისი ადვოკატის შ----- მ----–--ის მონაწილეობით დათვალიერდა ხსენებული ვიდეოჩანაწერი, რა დროსაც ე---- ბ-----ემ მოახდინა კონფლიქტში მონაწილე ყველა პირისა და მათი ქმედებების იდენტიფიცირება.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 25 იანვარს, დათვალიერდა მოწმე ლ--- ნ----–------ის (გ----------–---–ის მეუღლე) მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი გასაღებების საკიდი, ქამარზე გასაკეთებელი, ვერცხლისფერი ლითონის ბრელოკი, რომელსაც არ აქვს საკიდი რგოლი, ბასრი, მჭრელი ან მჩხვლეტავი მხარე ან ნაწილი და რაიმე სისხლისმაგვარი მოწითალო ან სხვა ფერის ლაქა. აღნიშნული ბრელოკი დათვალიერებისა და ფოტოგრაფირების შემდეგ დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ვ-–- გ-----------–---–ი, მოწმე ლ--- ნ----–------ე).

 

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, 2--- წლის 31 იანვარს, დაზარალებულმა ნ-------–------მ, წარდგენილი ოთხი პიროვნებიდან ამოიცნო ნ-----–---- ჯ---- (გამომძიებელი ვ-–- გ-----------–---–ი, ადვოკატი ი--- ბ---–---------ი).

 

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, 2--- წლის 31 იანვარს, დაზარალებულმა ნ-------–------მ, წარდგენილი ოთხი პიროვნებიდან ამოიცნო გ------- ქ--------–---–ი (გამომძიებელი ვ-–- გ-----------–---–ი, ადვოკატი ნ------------–---–ი).

 

სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–---- კ----–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

მოქ. ნ-------–------ მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით იტარებდა სტაციონარულ მკურნალობას 11.01.17წ-დან 17.01.17წ. ჩათვლით „ნ-----–--ის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინ---ში“, სადაც აღმოუჩინეს დახმარება და დაუსვეს დიაგნოზი: სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები (ნაკვეთი ჭრილობა მეზოგასტრიუმში მარცხნივ, ზ. 10X4სმ. სწორი კიდეებით ზომიერად სისხლჟონვადი. რევიზიით ჭრილობა ღრმაა, აღენიშნება კუნთების ვრცელი დაზიანება. ამ ჭრილობიდან 2 სმ დაშორებით არის ნაკვეთი ჭრილობა ზ. 3X1სმ. სწორი კიდეებით ზომიერად სისხლჟონვადი. ასევე ამ ჭრილობის დისტალურად აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა ზ. 4X1სმ. სწორი კიდეებით. მეზოგასტრიუმში მარცხნივ ასევე აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა 0,5X2სმ. ხოლო მარჯვნივ მეზოგასტრიუმში აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა ზ. 5X0,5სმ. მარცხნივ წელის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობა იგივე ზ. 0,5X2სმ. მარჯვენა წინა მხრის მედიალურ ზედაპირზე აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა 5X0,5სმ. ასევე კეფის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობა 1X2სმ ზომიერად სისხლჟონვადი სწორი კიდეებით. მარჯვენა მტევნის არეში აღენიშნება მრავლობითი ექსკორიაციები). მარჯვენა მტევნის ექსკორიაციები. აღნიშნული დაზიანებებიდან მარჯვენა მტევნის ექსკორიაციები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხოლო სხეულის მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედების შედეგად და როგორც ერთობლიობაში, ასევე ცალ-ცალკე მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- მ-------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

ლ---- კ--–------ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (12.01.2--- წ.) აღენიშნებოდა - დაზიანებანი სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით - თავის, მარცხენა მხრის, მარცხენა იდაყვის სახსრის და მუცლის მარცხენა მიდამოებში, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ლ---- კ--–------ს ასევე აღენიშნებოდა: მარჯვენა შუბლ-საფეთქლის საზღვრის მიდამოში ნაკაწრი, რომელიც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ასევე მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. მარცხენა ბეჭის მიდამოში სწორკიდეებიანი ჭრილობა, რომელიც განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი (შესაძლებელია დანით), აღნიშნული დაზიანება ასევე მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ანა გ------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ვიდეო ექსპერტიზის №---------დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად ექსპერტიზაზე წარდგენილი ვიდეოგამოსახულება აღწარმოებული იქნა სპეციალური პროგრამების გამოყენებით და მოხდა ვიდეოგამოსახულების „ch01_20------------“ აღწერა 23:04:50 საათიდან 23:08:50 საათამდე.

 

ვიდეო გამოსახულებაში კადრში მარცხენა მონაკვეთში 23:04:51 სთ-დან ფიქსირდება სამი პიროვნება, რომლებიც კვეთენ საავტომობილო გზას და მიემართებიან კადრის მარჯვენა მიმართულებით. (იხ. ფოტო №1), გზის გადმოკვეთის შემდგომ აღნიშნული პიროვნებების პირდაპირ 23:05:20 სთ-ზე ჩერდება მოშავო ფერის ა/მანქანა. (იხ. ფოტო №2). ა/მანქანიდან გადმოდის ორი პიროვნება, რომლებიც მიემართებიან ტროტუართან მდგომ პიროვნებებთან და ფიქსირდება ფიზიკური შეხება პიროვნებებს შორის. გამოსახულების დაბალი რეზოლუციის გამო და ასევე გამოსახულების გადაღების წერტილიდან სიშორის გამო პიროვნებების მოძრაობების განსაზღვრა და მათი ნუმერაციის დადგენა ვერ მოხერხდა. პიროვნებების მოძრაობები საწყის ეტაპზე ფიქსირდება ტროტუართან (იხ. ფოტო №3, №4). შემდგომ ისინი ინაცვლებენ საავტომობილო გზისაკენ. ფიქსირდება პიროვნების ძირს დაცემა და ფიქსირდება მასზე ფიზიკური შეხება (იხ. ფოტო №5,№6). მათ უახლოვდებათ ორი პიროვნება (იხ. ფოტო №7) და ფიქსირდება პიროვნებების ნაწილი ტროტუართან ახლოს (სავარაუდოდ სამი პიროვნება), ნაწილი საავტომობილო გზაზე (სავარაუდოდ ორი პიროვნება), (იხ. ფოტო №8, №9, №10, №11). 23:06:01 სთ-ზე კადრში მარცხენა მონაკვეთში ფიქსირდება სამი პიროვნება, რომლებიც მიემართებიან საავტომობილო გზაზე მყოფი პიროვნებებისაკენ (იხ. ფოტო №12, 13, 14), თუმცა არ ხდება ფიზიკური შეხება და საავტომობილო გზაზე მყოფი ორი პიროვნება 23:016:12 სთ-ზე მოძრაობას იწყებს კადრში მარჯვენა მიმართულებით, ტროტუარისაკენ. კადრში მოგვიანებით დაფიქსირებული სამი პიროვნებაც უახლოვდება ტროტუარს და მათგან ერთ-ერთი პიროვნება ფიქსირდება ტროტუართან მყოფ პიროვნებასთან ახლოს. (იხ. ფოტო №15), რომელიც გადის საავტომობილო გზაზე, იხრება (ინ. ფოტო №16), შემდეგ კვლავ სწორდება და უახლოვდება ტროტუარს. ზუსტი მოძრაობების განსაზღვრა და ნუმერაცია ვერ ხერხდება, ზემოთ მითითებული გარემოებების გამო. 23:06:37 სთ-ზე ერთ-ერთი პიროვნება ნაწილობრივ იკეცება (იხ. ფოტო №17, №18) და იკიდებს ხელს მარჯვენა ფეხზე (ინ. ფოტო №19). სამი პიროვნება იმყოფება კადრის, შუა მონაკვეთში, ხოლო დანარჩენი პიროვნებები კადრის ზედა მონაკვეთში (იხ. ფოტო №20, №21). შუა მონაკვეთში მყოფი 4 პიროვნებები მოძრაობენ ქვედა მიმართულებით (იხ. ფოტო №22) და 23:07:05 სთ-ზე გადიან კადრიდან. კადრის ზედა მონაკვეთში დაფიქსირებულ პიროვნებებს შორის ფიქსირდება ფიზიკური შეხება, თუმცა მოძრაობების ზუსტი განსაზღვრა და ნუმერაცია ვერ მოხერხდა ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო (იხ. ფოტო №23). 23:07:13 სთ-ზე ა/მანქანის მარცხენა მონაკვეთში ფიქსირდება პიროვნება, რომელიც ძირს ვარდება (იხ. ფოტო №24, 25). 23:07:16 სთ-ზე კადრში ფიქსირდება ა/მანქანა, რომელიც მიემართება ზედა მიმართულებით (იხ. ფოტო №26, №27). 23:07:22 სთ-ზე ერთ-ერთი პიროვნება მიემართება საავტომობილო გზაზე, ტროტუარზე მიემართება ქვედა მიმართულებით ორი პიროვნება, 23:07:31 სთ-ზე საავტომობილო გზაზე მდგარი პიროვნება იხრება ქვევით და გასწორების შემდეგ ახორციელებს ხელის გაქნევას ა/მანქანასთან მდგარი პიროვნების მიმართულებით (იხ. კოტო №28, 29, 30, 31). ა/მანქანასთან დაფიქსირებული მეორე პიროვნება მოემართება საავტომობილო გზაზე მყოფი პიროვნებისაკენ, რომელიც მიმართულებას იცვლის გზის ქვედა მონაკვეთით, რა დროსაც ტროტუარზე მყოფი ერთ-ერთი პიროვნება მიემართება საავტომობილო გზის მიმართულებით და ჩერდება. 23:07:38 სთ-ზე საავტომობილო გზაზე მდგარი პიროვნება კვლავ იხრება ძირს, შემდეგ სწორდება, ახორციელებს გაქნევას ა/მანქანასთან მდგარი პიროვნების მიმართულებით და ფიქსირდება მოთეთრო ფერის ნივთი, მოქნევის შედეგად (იხ. ფოტო №32, 33, 34). კადრში ტროტუარზე ქვედა მონაკვეთში მდგარი პიროვნება მიემართება ა/მანქანისაკენ, რომელსაც გაყვება საავტომობილო გზაზე მდგომი პიროვნებაც (იხ. ფოტო №35, (36). პიროვნებების შემდგომი მოძრაობების განსაზღვრა და ნუმერაცია ვერ მოხერხდა, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამო იხ. ფოტო №37). 23:08:25 სთ-ზე პიროვნებები ინაცვლებენ ტროტუარის ქვედა მიმართულებით. 23:08:35 სთ-ზე ფიქსირდება სამი პიროვნება, რომლებიც მიემართებიან კადრში ქვედა მიმართულებით (იხ. ფოტო №38) და 23:08:40 სთ-ზე გადიან კადრიდან (იხ. ფოტო №39).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: კ---- გ-----ემ და ვ-–- გ-----------–---–მა, აგრეთვე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ექპსერტმა გ------- გ----------მა დაადასტურეს გ----------–---–ისა და ნ-------ს ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული ს----------ო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამ----ბა.

 

სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ---- ო-------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ბიოლოგიური (სეროლოგიური) ექსპერტიზის №0--------დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

- პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ც. ქურთუკი ობ №5 მოწითალო ფერის ლაქებით და დაზიანებებით ამოღებული ა/მ-ის მარჯვენა სავარძლის დასაჯდომი ზედაპირიდან...“ მოთავსებულ შავი ფერის ტყავის მაგვარი მასალის ქურთუკზე (ობ. №1.2). პაკეტში წარწერით: „...1 (ერთი) ცალი მუქი ფერის პერანგი წარწერით GUESS...“ მოთავსებულ პერანგზე (ობ. №3,4), პაკეტში, წარწერით: „...1 | (ერთი) ცალი შავი ფერის ქურთუკი მასზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქებით, წარწერით „WE“ ამოღებული სამზარეულო ოთახში მაცივრის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ მოშავო ფერის ქსოვილის ქურთუკზე (ობ. №5,6) და პაკეტში, წარწერით: „...გ------- ქ--------–---–ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ მოლურჯო ფერის ქურთუკზე (ობ. №13,14), ჯინსის შარვალზე (ობ. №15,16) და მოლურჯო ფერის მაისურზე (ობ. №17) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის — სისხლს. ობ. №1-6, 13-17-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- ქ--------–---–ს (ობ. №61, პაკეტი, წარწერით: „...გ------- ქ--------–---–ის სისხლის ნიმუში...“);

 

- პაკეტში, წარწერით: „...ნ-------–------ს შარვალი, მაისური, ქამარი, და ერთი წყვილი ფეხსაცმელი, “ მოთავსებულ შარვალზე (ობ. №7,8), ჯემპრზე (ობ. №9,10) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. №10,11) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №8,9,12-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ-------–------ს (ობ. 57, პაკეტი, წარწერით: „...ნ-------–------ს სისხლის ნიმუში...“). ობ. №7,10,11-ის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. №7,10,11-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი გ------- ქ--------–---–ის (ობ. №61), მეორე წილი ნ-------–------ს (ობ. №57) გენეტიკური პროფილების იდენტურია;

 

- პაკეტში, წარწერით: „...ლ---- კ--–------სგან ამოღებული მაისური, სვიტერი და ქურთუკი...“ მოთავსებულ ქურთუკზე (ობ. № 18, 19,19ა), სვიტერზე (ობ. №20,21) და მაისურზე (ობ. №22) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №18, 19,20-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- ქ--------–---–ს (ობ. №61). ბ. №19,21,22-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- კ--–------ს (ობ. №58, პაკეტი, წარწერით: „...ლ---- კ--–------ს სისხლის ნიშუში...");

 

- პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ცალი დანა ამოღებული სამზარეულო ოთახში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ შემინული კარადიდან წარწერით: „Columbia”. “ მოთავსებულ დანაზე (ობ. №23, 24) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;

 

- პაკეტში, წარწერით: „...ობ №1, ბ №2, ობ №3, ბ №4, ობ №10, ობ №18, ობ №20, ობ №21 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები დოლბანდზე საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად: ობ №7, ობ №8, ოგ №12, ობ №13, ოგ №14, ბ №15, ობ №16 - ასფალტის ამონატეხები მოწითალო ლაქებით; ოგ №9, ობ №11 - ბეტონის ამონატენები მოწითალო ლაქებით; ობ №17 - ლითონის ამონახენები მოწითალო ლაქებით; ობ №19 - კედლის ამონატეხი მოწითალო ლაქებით...“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე (ობ. №25-28, 32, 40, 42, 43), ქვისმაგვარ ფრაგმენტებზე (ობ. №29-31, 33-38, 41) და ხისმაგვარ ფრაგმენტებზე (ობ. №39) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- ქ--------–---–ს (ობ. №61):

 

პაკეტში წარწერით: „ 2(ორი) ც. ლითონის საგანი ამოღებული ტროტუარის ზედაპირიდან...“ მოთავსებული სამაჯურის ფრაგმენტზე არსებულ მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №44) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- ქ--------–---–ს (ობ. №61);

 

პაკეტში წარწერით: . .მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი 5 (ხუთი) ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ.№45-49) არსებულ მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- ქ--------–---–ს (ობ. №61);

 

პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდი 14 (თოთხმეტი) ც. სტერილურ ჩხირზე. (7ც. სველი, 7 ცალი მშრალი) ამოღებული ამ-ის ძრავის ხუფის მარცხენა კარის, მარჯვენა კარის მინის, ა/მ-ის ჭერის გარე, ა/მ-ის უკანა მარცხენა საყრდენის, საბარგულის ხუფის, ამ-ის ავზის ხუფის მიმდებარე ზედაპირებიდან...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. №S0-56) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა.

 

დაზარალებულ ნ-------–------ს ჩვენებით, 2--- წლის 11 იანვარს, ღამის საათებში, მამამისთან ლ---- კ--–------სთან ერთად, დაახლოებით 30-40 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, ყოფილი ს----------–ოს ქუჩიდან ს-----ის ქუჩის მიმართულებით. ს----------–ოს ქუჩაზე ჩაუარა რა ტროტუარის კიდესთან მდგომ 3 პირს, რომლებიც გზაზე გადასვლას აპირებდნენ, შენიშნა, რომ უცნობებმა მისი მიმართულებით ხელი გაიშვირეს და ა/მანქანის ოდნავ გაღებულ ფანჯარაში გაიგონა გინებაც. დაზარალებულის განმარტებით, დაახლოებით 100 მეტრში მოაბრუნა ა/ავტომანქანა, ვინაიდან თავი იგრძნო შეურაცხყოფილად, მივიდა ზ/აღნიშნულ 3 პირთან და გადავიდა ა/მანქანიდან. ნ-------–------მ მოითხოვა პასუხი გინებაზე, რაზეც კვლავ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო. პასუხად ნ-------–------ ხელით მსუბუქად შეეხო გ------- ქ--------–---–ს მკერდის არეში, თუმცა იგი არ წაქცეულა და დაზიანება არ მიუღია. დაზარალებულმა განაცხადა, რომ აღნიშნულის შემდეგ დაიწყო ჩხუბი მათ შორის, რა დროსაც გ------- ქ--------–---–მა ამოიღო დანისმაგვარი, გასახსნელი ბასრი საგანი (დანაც არ იყო), რომლითაც მიაყენა მრავლობითი ჭრილობები (დაახლოებით თხუთმეტამდე) სხეულის სხვადასხვა მიდამოში, მათ შორის, კისრის, წელისა და ფეხის არეში. ნ-------–------მ დაადასტურა, რომ გ------- ქ--------–---–ს მის წინააღმდეგ ძალადობაში, ფიზიკურ შეურაცხყოფაში ეხმარებოდა ნ-----–---- ჯ----ც, თუმცა მას ჭრილობა არ მიუყენებია. დაზარალებულის ჩვენებით, ლ---- კ--–------ ცდილობდა გაშველებას, რა დროსაც ნ-----–---- ჯ----მ ზურგიდან მოქაჩა პიჯაკზე, წააქცია და ძირს დაცემულს ფეხებით ცემდა. აღნიშნულის შემდეგ ნ-----–---- ჯ---- დაეხმარა გ------- ქ--------–---–ს, წააქციეს ნ-------–------, ხელებით და ფეხებით მიაყენეს დარტყმები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დაზარალებულის განმარტებით, გ------- ქ--------–---–ი დანისმაგვარი საგნით კვლავ აყენებდა მას დაზიანებებს, „ბასრი საგნით სერავდა“ სწორედ იმ დროს, რ-----საც ნ-----–---- ჯ---- მამამისს უსწორდებოდა ფიზიკურად. ნ-------–------ს ჩვენებით, ბრალდებულებთან ერთად მყოფი მესამე პირი - ენდი ბ-----ე ცდილობდა მხოლოდ გაშველებას, ჩხუბში არ ჩარეულა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ, რ-----საც ნახეს, რომ დაჭრილი იყო. ნ---მ მამას უთხრა, რომ დაჭრილი იყო, ლ---- კ--–------ს მძიმე რეაქცია ჰქონდა ისეთი, როგორიც მამას, რომლის თვალწინაც მისი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტეს. ნ-------–------მ განაცხადა, რომ მოქალაქეების მიერ გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა კლინ---ში. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ გამოძიების ეტაპზე ამოიცნო ორივე ბრალდებული - გ------- ქ--------–---–ი და ნ-----–---- ჯ----.

 

დაზარალებულ ლ---- კ--–------ს ჩვენებით, 2--- წლის 11 იანვარს, ღამის საათებში, შვილთან ნ-------–------სთან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით საშუალო სიჩქარით მოძრაობდა ყოფილი ს----------–ოს ქუჩიდან ს-----ის მოედნის მიმართულებით. ავტომანქანის საჭესთან ნ--- იჯდა. ყოფილ ს----------–ოს ქუჩაზე, შეამჩნია ტროტუარზე მდგომი სამი ახალგაზრდა, რომლებმაც მათი მისამართით შეიგინეს. ნ---მ მოატრიალა ავტომანქანა, მივიდა მათთან და გ------- ქ--------–---–ს ჰკითხა გინების მიზეზი. ნ---მ კ--–------ს სიტყვებს ბრალდებულების მხრიდან აგრესია მოჰყვა, იყო უცენზურო სიტყვები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გ------- ქ--------–---–სა და ნ-------–------ს შორის ჩხუბში გადაიზარდა. გასაშველებლად მისულ ლ---- კ--–------ს, მოულოდნელად ნ-----–---- ჯ---- ზურგიდან მიუახლოვდა, ტროტუარზე დააგდო და ფეხებით სცემა. გაუსწორდა რა ფიზიკურად ნ-----–---- ჯ---- მას, გ------- ქ--------–---–ისკენ გაიქცა. რ-----საც ძირს დაგდებული ლ---- კ--–------ წამოდგა, ჩხუბი თითქმის დასრულებული იყო, გ-------ს სისხლი სდიოდა, მოგვიანებით შენიშნა, რომ სისხლი სდიოდა დაჭრილ ნ-------–------საც. დაზარალებულის განმარტებით, ნ-----–---- ჯ---- უშუალოდ მას აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა მას ხელში დანა არ ჰქონია. ლ---- კ--–------ს ჩვენებით, ნ--- და გ------- განცალკევებით ჩხუბობდნენ და დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა ფიქრობს, რომ გ-------ს ჰქონდა ცივი იარაღი, ვინაიდან ნ---ს მიაყენა მრავლობითი ჭრილობები და ამ უკანასკნელს დანა არ ჰქონია. ლ---- კ--–------მ დაადასტურა, რომ ნ-------–------ს სისხლის დანახვაზე ბრალდებულები გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. მალევე მივიდა ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელიც მოქალაქეებმა გამოიძახეს. ლ---- კ--–------მ პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს სისხლი სდიოდა და მის კვალს გაყოლოდნენ. ბრალდებულებთან მყოფი მესამე პირი ჩხუბში არ ჩარეულა. დაზარალებულმა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული გ----------–---–ისა და ნ-------ს ამოცნობის ოქმების სისწორე.

 

მოწმე ე---- ბ-----ის ჩვენებით, 2--- წლის 11 იანვარს, დაახლოებით 22-23 საათზე მისი საცხოვრებელი ბინიდან სიგარეტისა და პროდუქტების შესაძენად მაღაზიაში ჩავიდა გ------- ქ--------–---–თან და ნ-----–---- ჯ----სთან ერთად. გზაზე გადასვლამდე გაჩერდნენ ბორდიურთან, სადაც დიდი სისწრაფით ჩაიქროლა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანამ, ლამის დაეჯახა მათ (ქუჩაში ხმაური იყო და ა/მანქანის მისამართით გინება არ გაუგია, შესაძლოა იყო შეძახილი). დაახლოებით 20-25 წამში მობრუნდა ზ/აღნიშნული ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა საჭესთან მჯდომი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც გ------- ქ--------–---–ს შეაგინა და ხელი დაარტყა. გ------- მიწაზე დავარდა, თუმცა მალევე წამოდგა, ახალგაზრდა მამაკაცს ჰკითხა დარტყმის მიზეზი და თავადაც დაარტყა ხელი ნ-------–------ს, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი. მოწმის ჩვენებით, გ------- ქ--------–---–ი და ნ-------–------ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ფიზიკურად, ნ-----–---- ჯ---- და ლ---- კ--–------ კი განცალკევებით ჩხუბობდნენ. მოწმემ განმარტა, რომ ცდილობდა გ-------სა და ნ---ს გაშველებას, მაგრამ ვერ შეძლო ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე და უკან დაიხია. რაღაც მომენტში როგორც მახსოვს გ-------ს ნ-----–---- ჯ----ც დაეხმარა ნ-------–------სთან ჩხუბში. მოწმემ დაადასტურა, რომ ჩხუბი რამდენიმე წუთით შეჩერდა, მაგრამ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კვლავ განახლდა. მოწმის ჩვენებით, გ-------ს სახე სისხლიანი ჰქონდა.

 

ნ-----–---- ჯ----ს ჩვენებით, 2--- წლის 11 იანვარს, ღამის საათებში იმყოფებოდნენ ე---- ბ-----ის საცხოვრებელ ბინაში. პროდუქტისა და სიგარეტის შეძენის მიზნით გამოვიდნენ ქუჩაში. ბორდიურთან მყოფთ, რ-----საც ცდილობდნენ გზაზე გადასვლას, ძალიან მაღალი სიჩქარით ჩაუქროლათ ა/მანქანამ, ლამის დაეჯახა მათ, თუმცა მათი მხრიდან გინებას ადგილი არ ჰქონია. ნ-------–------მ მოაბრუნა ა/მანქანა, გააჩერა და გადმოსვლისთანავე ხელი დაარტყა გ------- ქ--------–---–ს, რომელიც მიწაზე დავარდა. ნ-------–------ ზემოდან მოექცა მას და უმოწყალოდ ურტყამდა. წაქცეულ გ------- ქ--------–---–ს ასევე წიხლებს ურტყამდა ლ---- კ--–------ც. ბრალდებულის განმარტებით, ამ დროს თვითონაც ჩაერთო ჩხუბში და ხელი დაარტყა ლ---- კ--–------ს, რომელთან ჩხუბიც დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა, მას ცივი იარაღი არ გამოუყენებია, დანა არც ლ---- კ--–------ს ჰქონია. ასაკიანი მამაკაცი ჩხუბში მალე დაჯაბნა, თავი დაანება მას და დაეხმარა ძირს დავარდნილ გ-------ს, რომელსაც ნ--- გამეტებით ურტყამდა. სწორედ ამ მომენტში დაარტყა თავადაც ნ-------–------ს ხელი (რამდენჯერ დაარტყა არ ახსოვს). რ-----საც ოდნავ დაწყნარდა სიტუაცია, ლ---- კ--–------ს სთხოვდა წაეყვანა მისი შვილი და წასულიყვნენ. ბოდიშიც კი მოუხადა და სთხოვა საუბარი სხვა დროს გაეგრძელებინათ. მიუხედავად კონფლიქტის განეიტრალებისა, ავტომანქანასთან მდგომი ნ-------–------ კვლავ აგრძელებდა გინებას მათი მისამართით, რის გამოც გ------- ქ--------–---–ი ისევ მიბრუნდა მასთან საჩხუბრად. ბრალდებულმა განაცხადა, რომ ნ-------–------ს დაჭრის მომენტი არ დაუნახავს, ვინაიდან თავად ლ---- კ--–------ს უსწორდებოდა ფიზიკურად, არც სისხლი შეუნიშნავს ნ-------–------ს სხეულზე. ბრალდებულის ჩვენებით, ჩხუბის დასრულების შემდეგ, გ------- ქ--------–---–ი საკუთარ სახლში წაიყვანა, ტანსაცმელი დამოუცვალა და დაბანა, მაგრამ ვინაიდან სისხლი ვერ შეუჩერეს, გადაწყვიტეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. დაახლოებით 10-15 წუთში მის სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს.

 

მოწმე თ------ ბ----------ის ჩვენებით, 2--- წლის 11 იანვარს, ღამის საათებში, ცოლის ძმასთან ზ---------სთან ერთად, ყოფილ ს----------–ოს ქუჩაზე მოძრაობისას შემოესმათ ხმაური და დაინახეს დაახლეობით ორი-სამი პირი ეჩხუბებოდა ხანდაზმულ მამაკაცს. მიახლოვებისას შენიშნეს წელს ზევით შიშველი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მუცელში და კისერზე იყო დაჭრილი და სისხლი მოსდიოდა, ტანსაცმელი კი შემოხეული ჰქონდა. მოწმემ გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელსაც შემთხვევის ადგილზე მოყვა საპატრულო პოლიციაც. მოწმის განმარტებით, ხანდაზმული მამაკაცი იყო დაჭრილი ახალგარდას მამა. მოწმემ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფი არცერთი პირის ხელში დანა არ დაუნახავს, არც დაჭრის ფაქტს შესწრებია და არც კონფლიქტში მონაწილე პირების გარეგნული აღწერილობა ახსოვს.

 

მოწმე ლ---- ლ---------–---ის ჩვენებით, ცხოვრობს ქ. თბილისში, ც--–---------------ში, მე-3 სართულზე. 2--- წლის 11 იანვარს, სახლში იმყოფებოდა და ეძინა. დაახლოებით 23:00 საათზე გააღვიძა ჩოჩქოლისა და გინების ხმამ. გადაიხედა აივნიდან და დაინახა, რომ სამი ახალგაზრდა ურტყამდა ხანდაზმულ პიროვნებას და მასთან ერთად მყოფ ბიჭს. შევიდა სახლში, აიღო მობილური ტელეფონი და დარეკა 112-ში. აივანზე უკან გამოსულს სამი ახალგაზრდა ადგილზე აღარ დახვდა. შეამჩნია, რომ ერთი მათგანი გარბოდა ს-----ის მოედნის მხარეს სკვერისკენ. მოწმის განმარტებით, ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ განხორციელდა უფრო მძიმე ხარისხის ძალადობა, ვიდრე ასაკოვანის მიმართ. მოწმემ განაცხადა, რომ გარე განათება იძლეოდა საშუალებას დაენახა ვინ ვის ურტყამდა, თუმცა ვინმეს ხელში ცივი იარაღი ან ჯოხი არ დაუნახავს. თავდამსხმელების გაქცევის შემდეგ, დაზარალებულები „მერსედესის“ მარკის ა/მანქანასთან იდგნენ, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცმა გაიხადა მაისური, მუცელზე მიიდო და ბორდიურზე ჩამოჯდა, რამაც აფიქრებინა, რომ დაჭრილი იყო და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა 112-ის ოპერატორსაც. შემთხვევის ადგილზე სწრაფად მივიდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება, დაჭრილი მამაკაცი კი საკაცეზე დააწვინეს და კლინ---ში წაიყვანეს.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთ უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული ქ.თბილისში, ჭ--------ის ქუჩა №7-ში მდებარე მ---- „კ-------სის“ ვიდეოჩანაწერით დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· კონფლიქტი იწყება 23:05:27 საათზე, რ-----საც ა/მანქანიდან გადმოსული ნ-------–------ აგრესიულად ხელს კრავს გ------- ქ--------–---–ს მკერდის არეში ისე, რომ გ------- ოდნავ იხევს უკან, თუმცა ძირს არ ეცემა და არც დაზიანებას იღებს, უფრო მეტიც, საპასუხოდ თავადაც ხელს კრავს ნ-------–------ს და იწყება გაწევ-გამოწევა, რა დროსაც ნ-----–---- ჯ---- ცდილობს შუაში ჩადგომით განაცალკევოს დაპირისპირებული მხარეები, გაშველებას ცდილობენ ასევე ა/მანქანიდან გადმოსული ლ---- კ--–------ და ე---- ბ-----ეც. ამ დროს, 23:05:35 საათზე გ------- ქ--------–---–ს მარჯვენა ხელი მიაქვს შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბესთან და იმავე ხელით (შეკრული და არა გაშლილი ხელით) ქვემოდან ზემოთ მიმართულებით ურტყამს პირისპირ მდგომ ნ-------–------ს, რაც გრძელდება რამდენიმე წამის განმავლობაში. აღნიშნულის შემდეგ, ისევ იწყება გაწევ-გამოწევა შემთხვევის ადგილზე მყოფ ყველა პირს შორის, 23:05:55 საათიდან კი ჩხუბი მიმდინარეობს ორ ადგილზე: სავალი გზის შუა ნაწილში ასფალტზე დაგდებულ ლ---- კ--–------ს რამდენიმე წამის განმავლობაში გამატებით ურტყამს ხელებსა და ფეხებს ნ-----–---- ჯ---- ისე, რომ წაქცეული წამოდგომასაც კი ვერ ახერხებს; მათგან მოშორებით კი ორმხრივი ფიზიკური დაპირისპირება მიმდინარეობს ნ-------–------სა და გ------- ქ--------–---–ს შორის, ორივე მათგანი ურტყამს ერთმანეთს, მათ შორის ფეხს, რა დროსაც გ------- ეცემა ძირს. 23:05:57 საათზე ე---- ბ-----ე ამაოდ ცდილობს გ-------სა და ნ---ს გაშველებას, ექაჩება ორივე მათგანს, რა დროსაც ნ--- და გ------- ეცემიან ძირს ერთმანეთისაგან მოშორებით და 23:06:00 საათზე უკვე განცალკევებულები არიან, რა დროსაც ე---- ბ-----ე იმყოფება ძირს დაცემული ნ-------–------ს სიახლოვეს. გ------- ქ--------–---–ი უახლოვდება მათ, ხელის კვრით იშორებს ე---- ბ-----ეს და 23:06:04 საათიდან რამდენიმე წამის განმავლობაში ზევიდან ექცევა ძირს დაცემულ ნ-------–------ზე და ურტყამს ისე, რომ არ აძლევს წამოდგომის საშუალებას. ნ-------–------ ერთ მომენტში ახერხებს წამოდგომას, თუმცა გ------- ქ--------–---–ი ხელს კიდებს და მძლავრად მოქნევით კვლავ ბორდიურზე ანარცხებს, ამ დროს მათთან მიდის ნ-----–---- ჯ----ც და ეხმარება გ------- ქ--------–---–ს ნ-------–------ს მიმართ ფიზიკურ ძალადობაში. აღნიშნულის შემდეგ კონფლიქტი ისევ განეიტრალდა, თუმცა 23:06:33 საათზე გ------- ქ--------–---–ი იხრება, ასფალტის ზედაპირიდან იღებს რაღაც საგანს და კვლავ მიიწევს ნ-------–------ს მიმართულებით, 23:06:42 საათზე კვლავ იწყება გაწევ-გამოწევა და ჩხუბი, 23:07:15 საათზე კი ისევ ნ-------–------ ეცემა ძირს დარტყმის შედეგად. 23:07:26 საათზე დაპირისპირებული მხარეები განცალკევებულები არიან, რა დროსაც ნ-----–---- ჯ---- ასფალტის ზედაპირიდან იღებს რაღაც საგანს და ისვრის ნ-------–------ს მიმართულებით, 23:07:44 საათზე გ------- ქ--------–---–ი ისევ ბრუნდება ნ-------–------სთან და ისევ ფიზიკურად უპირისპირდებიან ერთამენთს. 23:08:33 საათზე კადრში ჩანს თუ როგორ ძალით მიყავთ ე---- ბ-----ესა და ნ-----–---- ჯ----ს გ------- ქ--------–---–ი შემთხვევის ადგილიდან სწრაფი ნაბიჯებით, როგორ ექაჩებიან ორივე მხრიდან, თუმცა გ------- მაინც უწევს წინააღმდეგობას, უკან-უკან იხედება იმ მხარეს, სადაც დგანან კ--–----იები და აგრესიულად ცდილობს მათთან დაბრუნებას.

· გარდა ნ-----–---- ჯ----ს მიერ ლ---- კ--–------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა, ასევე ფიქსირდება თუ როგორ ურტყამს ამ უკანასკნელს გ------- ქ--------–---–იც, მაგ: 23:06:51 საათზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელია პირის განზრახი ქმედება, შედეგი (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხანმოკლე მოშლით) და მიზეზობივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით - დაზარალებულების: ლ---- და ნ--- კ--–----იების, აგრეთვე მოწმე ე---- ბ-----ისა და ბრალდებულ ნ-----–---- ჯ----ს ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2--- წლის 11 იანვარს მომხდარი კონფლიქტის დროს, გ------- ქ--------–---–მა მჭრელი თვისებების მქონე საგნის გამოყენებით, სხეულის მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა ნ-------–------ს, რაც სამედიცინო დასკვნის თანახმად შეფასდა როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. შესაბამისად, სახეზეა გ------- ქ--------–---–ის განზრახი ქმედება (მჭრელი თვისებების მქონე საგნის არაერთჯერადი დარტყმა) და შედეგი (ნ-------–------მ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხანმოკლე მოშლით) და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთის მხრივ, დაზარალებულები: ლ---- კ--–------ და ნ-------–------ და მეორე მხრივ, ბრალდებულები: ნ-----–---- ჯ---- და გ------- ქ--------–---–ი, აგრეთვე მათი მეგობარი - თვითმხილველი მოწმე ე---- ბ-----ე არიან დაპირისპირებული მხარეები და ლოგიკურია, რომ ორივე მხარე მეტ-ნაკლებად შეეცადა 2--- წლის 11 იანვარს განვითარებული მოვლენები აღეწერათ მათთვის სასურველი ინტერპრეტაციით (მაგ: კ--–----იების მცდელობა წარმოეჩინათ, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეაგინეს მათ ბრალდებულებმა ან ნ-------სა და ე.ბ-----ის მცდელობა მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად პასიურად წარმოეჩინათ გ------- ქ--------–---–ის როლი კონფლიქტში, თუმცა განვითარებული მოვლენები სრულად მაინც ვერ უარყვეს), თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ უფრო გულწრფელი, სანდო და თანმიმდევრული აღმოჩნდა ნ--- და ლ---- კ--–----იების მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია, ვინაიდან სრულ შესაბამ----ბაშია ობიექტური რეალობის ამსახველ, პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებასთან - მ---- „კ-------სის“ ვიდეოჩანაწერთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულების უტყუარობის კონტექსტში მოწმის ჩვენების სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს მოწმის არაგულწრფელობის, მიკერძოების, მის მიერ შეუსაბამო განცხადებების გაკეთების, მოწმის მიერ ფაქტის აღქმის, დამახსოვრების ან/და გადმოცემის უნარის ნაკლებობის დემონსტრირების, აგრეთვე სხვა ფაქტებთან წინააღმდეგობის გამო. სასამართლო აღნიშნავს, რომ სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების ჩვენებებში არცერთი ზ/აღნიშნული გარემოება არ დაფიქსირებულა, მათი ჩვენებები არის სანდო და გულწრფელი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით - თანმიმდევრული, უფრო მეტიც, 2--- წლის 11 იანვარს განვითარებული მოვლენების მათ მიერ აღწერილი ვერსიის საიმედოობა გამყარებულია ობიექტური მტკიცებულებებით - ვიდეოჩანაწერითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, შესაბამისად, არ არსებობს ნ--- და ლ---- კ--–----იების ჩვენებებში ეჭვის შეტანის სამართლებრივი საფუძველი.

 

ბრალდებულმა გ------- ქ--------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, თუმცა სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას და დაცვის მხარის დასკვნით სიტყვაში აპელირება იყო ორ ურთიერთგამომრიცხავ გარემოებაზე და სასამართლო ორივე მათგანთან დაკავშირებით გააკეთებს შეფასებას:

 

1. გ------- ქ--------–---–ს კანონსაწინააღმდეგო ქმედება საერთოდ არ ჩაუდენია

 

ვიდეოჩანაწერითა და სხდომაზე დაკითხული პირების: ლ.კ--–------ს, ნ-------სა და ე.ბ-----ის ჩვენებებით დგინდება, რომ ორ ახალგაზრდას: ნ-------–------სა და გ------- ქ--------–---–ს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას (ყურადსაღებია, რომ მათ კონფლიქტში სხვა პირი, მით უფრო, რაიმე ბასრი საგნით შეიარაღებული არ ჩარეულა) შედეგად მოყვა ნ-------–------ს სხეულზე მჭრელი თვისებების მქონე საგნით მიყენებული მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, თუ როგორ იღებს გ------- ქ--------–---–ი ჯიბიდან რაღაც საგანს (აღსანიშნავია, რომ გ------- ქ--------–---–მა დაადასტურა, რომ ჯიბიდან მართლაც იღებს საგანს - სს საქმეზე მტკიცებულად დართულ ბრელოკს და არა დანას) და ურტყამს ნ-------–------ს სხეულის სწორედ იმ მიდამოებში, სადაც მას სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაუდგინდა ნაკვეთი ჭრილობების არსებობა. ამდენად, სრულიად ალოგიკურია დაცვის მხარის ვერსია გ------- ქ--------–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან ზ/აღნიშნული ვერსიის დაშვება ავტომატურად ნიშნავს იმ ვარაუდის დაშვებას, რომ „აგრესიულმა თავდამსხმელმა“ ნ-------–------მ თავად მიიყენა მრავლობითი დაზიანებები მუცლისა და კისრის არეში.

 

2. გ------- ქ--------–---–ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში

 

დაცვის მხარის ვერსიით, აგრესიულმა თავდამსხმელმა ნ-------–------მ პირველივე დარტყმით ცხვირი გაუტეხა გ------- ქ--------–---–ს, რომელიც ძირს დაეცა და უკვე წაქცეულს უმოწყალოდ ცემდნენ ნ--- და ლ---- კ--–----იები, რამაც გ------- ქ--------–---–ი ჩააგდო აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ/აღნიშნული ვერსია მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ და მტკიცებულებით საფუძველს შემდეგ გარემოებათა გამო:

· სინამდვილეს არ შეესაბამება დაცვის მხარის აპელირება, რომ ნ-------–------ს პირველი ხელის კვრით გ------- ქ--------–---–ი ძირს დაეცა და მამა-შვილმა კ--–----იებმა დაუწყეს უმოწყალო ცემა - რეალურად ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია, რომ ნ-------–------მ მკერდის არეში კრა ხელი გ------- ქ--------–---–ს, რა დროსაც გ------- არ დაცემულა, პირიქით, თავადაც ხელის კვრით უპასუხა ნ---ს;

· ალოგიკურია დაცვის მხარის აპელირება, რომ ნ-------–------ს პირველი ხელის კვრით მკერდის არეში გ------- ქ--------–---–ს მიეღო დაზიანება სახის, კერძოდ, კი ცხვირის არეში (გატეხოდა ცხვირი) მით უფრო იმ პირობებში, რ-----საც არც კი დაცემულა;

· იმ პირობებში, რ-----საც ნ-------–------ს მიერ მკერდის არეში ხელის კვრას არ მოჰყოლია არც გ------- ქ--------–---–ის წაქცევა და არც ცხვირის გატეხვა, არც მამა-შვილი კ--–----იების მხრიდან წაქცეული გ-------ს უმოწყალო ცემას ადგილი არ ჰქონია, საფუძველს მოკლებულია ბრალდებულის ვერსია, რომ სწორედ აღნიშნულმა ქმედებებმა და მისი სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნამ ჩააგდო იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში;

· აუცილებელი მოგერიების არსებობას კატეგორიულად გამორიცხავს თავად გ------- ქ--------–---–ის განმარტებაც დასკვნით სიტყვაში, რომ თავად დანა არ ჰქონია, ნ-------–------ს წაართვა ჩხუბის დროს და შემდეგ თვითონაც არ იცის რა ვითარებაში მიაყენა დაზიანებები ან მიაყენა თუ არა საერთოდ (ის, რომ ნ-------–------ს დაზიანებები აქვს უტყუარად არის დადასტურებული სამედიცინო დასკვნით). იმ პირობებშიც კი, თუკი სასამართლო გაიზიარებს ბრალდებულის ვერსიას, რომ დანა ჰქონდა ნ-------–------ს და გ------- ქ--------–---–მა მას წაართვა, წართმევის მომენტიდან ანუ მომენტიდან, რ-----საც ნ-------–------ აღარ იყო შეიარაღებული ცივი იარაღით, მისგან რეალური თავდასხმისა და სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის საშიშროება აღარ არსებობდა და ასეთ პირობებში გ----------–---–ის მიერ ნ-------–------სათვის დაზიანებების მიყენება არათუ აუცილებელი მოგერიების, არამედ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების პირობებსაც კი არ აკმაყოფილებას.

· სასამართლოს ალოგიკურად მიაჩნია გ------- ქ--------–---–ის განმარტება, რომ ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება მის მიერ შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან არა დანის (ან რაიმე ბასრი საგნის), არამედ ბრელოკის ამოღების ფაქტი მხოლოდ „თავდაცვისა და ნ-------–------ს შეშინების მიზნით“, თუმცა სასამართლომ ვერ მოისმინა ბრალდებულისაგან ახსნა იმისა, თუ როგორ უნდა დაეცვა თავი გ------- ქ--------–---–ს დაახლოებით 5-6 სმ სიგრძის ბრელოკით ან როგორ უნდა შეეშინებინა აგრესიული თავდამსხმელი ნ-------–------, რომელიც თითქოსდა შეიარაღებული იყო დანით. მით უფრო, რ-----საც საუბარია გასაღებების საკიდ, ქამარზე გასაკეთებელ ბრელოკზე, რომელსაც არ გააჩნია ბასრი, მჭრელი ან მჩხვლეტავი მხარე ან ნაწილი.

· მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი დაიწყო ნ-------–------ს ხელის კვრით, ფიზიკურ დაპირისპირებაში აქტიური და აგრესიული ფუნქციის მატარებელი არის სწორედ გ------- ქ--------–---–ი, კერძოდ:

 

საწყის ეტაპზე, ნ-------–------სა და გ------- ქ--------–---–ს შორის ორმხრივი ხელის კვრის შემდეგ, მათ შორის ჩამდგარი ნ-----–---- ჯ----ს, აგრეთვე გაშველებაში ე---- ბ-----ისა და ლ---- კ--–------ს ჩართვის მიუხედავად, მაშინ, რ-----საც სახეზე არ არის ნ-------–------ს მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა და ბრალდებულს აქვს შესაძლებლობა გაერიდოს დაზარალებულს, გ------- ქ--------–---–ი იღებს ჯიბიდან საგანს, რომლითაც დაზიანებებს აყენებს ნ-------–------ს. გარდა ამისა, მთელი კონფლიქტის მანძილზე გ------- ქ--------–---–ი გამოირჩევა აგრესიულობისა და აქტიურობის იმ ხარისხით, რომ 2-3-ჯერ მოჩხუბართა განცალკევების მიუხედავად, მორიგი დაპირისპირება იწყება სწორედ გ------- ქ--------–---–ის აქტიური ქმედებებით. ასევე აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის არცერთ ეპიზოდში ძირს დავარდნილ გ------- ქ--------–---–ს კ--–----იები არ ურტყამენ, პირიქით, ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება მომენტი, რ-----საც თავად არის მოქცეული ზემოდან ნ-------–------ზე და ურტყამს გამეტებით ისე, რომ ე---- ბ-----ე ვერ აკავებს, ასევე ფიქსირდება ხელის მოკიდებითა და ერთი მძლავრი მოქნევით როგორ ანარცხებს გ------- ქ--------–---–ი ბორდიურზე ნ-------–------ს. ვიდეოჩანაწერის ბოლო კადრებიც ნათლად ასახავს გ------- ქ--------–---–ის აგრესიას, თუ როგორ ცდილობენ ნ------- და ე.ბ-----ე მის წაყვანას შემთხვევის ადგილიდან, ის კი წინააღმდეგობას უწევს მეგობრებს ნ-------–------სთან კონფლიქტის განსაახლებლად დაბრუნების მიზნით.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად ადასტურებს გ------- ქ--------–---–ის აქტიურ, აგრესიულ ქმედებებს ნ-------–------ს მიმართ და არსებითად განსხვავდება დაცვის მხარის მიერ შემოთავაზებული ვერსიისაგან, რომ გ------- ქ--------–---–ი წარმოჩენილი იქნას მსხვერპლის როლში, თითქოსდა ჩხუბის დროს იყო სრულიად პასიური და სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფს, მიწაზე დავარდნილს გამეტებით ურტყამდა ორი ადამიანი.

 

· მიუხედავად იმისა, რომ გ----------–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარეს კანონით დადგენილი წესით გამოსაკვლევად არ წარმოუდგენია, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გ------- ქ--------–---–ისათვის მიყენებულ დაზიანებებსაც - ტვინის შერყევა, გატეხილი ცხვირი და გაჭრილი ხელი. ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული კონფლიქტის განვითარების მექანიზმიდან გამომდინარე, ორმხრივი ჩხუბის დროს, რ-----საც ნ-------–------ც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა გ------- ქ--------–---–ს, სრულიად ბუნებრივია ბრალდებულსაც მიეღო დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს არ ყოფილა ნაკვეთი, ნაჩხვლეტი ან შემავალი ჭრილობები. თავად დაცვის მხარის განმარტებით, ერთადერთი ნაკვეთი ჭრილობა გ------- ქ--------–---–ს აღენიშნებოდა მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელ თითებზე, დაზიანების ლოკალიზაციიდან გამომდინარე კი უფრო ლოგიკურია მისი მიღება ბასრი საგნის ხელში დაჭერისა და გამოყენების პირობებში (ისე როგორც დაფიქსირებულის ვიდეოჩანაწერში) ვიდრე ვარაუდი იმისა, რომ თითქოსდა დანით შეიარაღებულმა ნ-------–------მ დაზიანება მიაყენა ბრალდებულს სწორედ ხსენებულ ადგილზე და არსად სხვაგან.

 

საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

 

აუცილებელი მოგერიება გარდა იმისა, რომ უნდა აკმაყოფილებდეს ხელყოფისა და დაცვის მართლზომიერების პირობებს (ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რეალურობა, იმწუთიერობა და რელ----ტურობა), ხელყოფის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფისას გამოყენებული იარაღი და საშუალება, თავდამსხმელის პიროვნება, ხელყოფის ხანგრძლივობა, თავდამსხმელთა რაოდენობა და კონკრეტული ვითარება, კერძოდ: დრო, ადგილი და ა.შ, რა დროსაც განხორციელდა ხელყოფა. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება კი ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ორმხრივი ხელის კვრის შემდეგ, გ------- ქ--------–---–ისა და ნ-------–------ს განცალკევების მიუხედავად (შუაში ჩაუდგათ ნ-----–---- ჯ----), ჩხუბის განახლება ხდება გ------- ქ--------–---–ის აქტიური ქმედებით, რ-----საც ჯიბიდან ამოღებულ მჭრელი თვისებების მქონე საგანს არაერთგზის ურტყამს ნ-------–------ს, რომელიც თავის მხრივ, ფიზიკური ძალის გამოყენებით იგერიებს ბრალდებულს. იმ პირობებში, რ-----საც შეუიარაღებელი ნ-------–------ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია რეალურ თავდასხმას და არც სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის საშიშროება არსებობდა, სახეზე არაა არც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა და არც ამ მდგომარეობის ფარგლების გადაცილება. სასამართლო ასევე გამორიცხავს ნ-------–------ს მხრიდან ხელის კვრისა და თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფის - გინების პირობებში, გ------- ქ--------–---–ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ჩაყენებას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება დაცული აუცილებელი მოგერიების ერთ-ერთი მთავარი პირობა - უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება, რაც გულისხმობს, რომ მომგერიებლის მოქმედება უნდა იყოს თანაზომიერი, აუცილებლობით განპირობებული თავდაცვითი მოქმედება და არ უნდა წარმოადგენდეს პირის დასჯას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი შეურაცხყოფილი გ------- ქ--------–---–ის მხრიდან. სასამართლო განმარტავს, რომ კონფლიქტის ეტაპობრივი განვითარება და გ------- ქ--------–---–ის აქტიური როლი ამ პროცესში, დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა და ლოკალიზაცია, აგრეთვე ბრალდებულის ქცევა (დაჭრილ დაზარალებულსაც არ ანებებს თავს და აქტიურ წინააღმდეგობას უწევს მეგობრებს, რომელთაც სურთ მისი შეკავება და ცდილობს კონფლიქტის გაგრძელებას) ნათლად მიუთითებს გ------- ქ--------–---–ის განზრახვაზე ჯანმრთელობის დაზიანება მიეყენებინა ნ-------–------სათვის.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „i№ dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------- ქ--------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2--- წლის 11 იანვარს მოქმედი რედაქცია).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- ქ--------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია;

4.2. გ------- ქ--------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა - ზოგადად, არ არსებობს სამართლიანობის დეფინიცია, განმარტება, კანონით რეგლამენტირებული ცნება, თუმცა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან გამომდინარე, სამართლიანობა წარმოადგენს როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართლის შეფარდების უპირობო მიზანს და შეფასებადია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა და დაცვის ხარისხით.

 

კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაკისრების გზით სამართლიანობის აღდგენის პრაქტიკული შინაარსი დაკავშირებულია შემდეგი მოლოდინების დაკმაყოფილების აუცილებლობასთან, კერძოდ:

· მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის, იმავდროულად, სწორედ ამ მიზეზით ზღვარდადებულია საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებით (ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით). ვინაიდან თავისუფლება ყველასათვის ერთნაირი სიკეთეა და გულისხმობს საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარ შესაძლებლობას, შანსს განვითარებასა და თვითრეალიზაციაზე, ყველა, ვინც ამ თავისუფლებით ბოროტად ისარგებლებს, ზღვარს გადააბიჯებს, სხვის თავისუფლებას (ამა თუ იმ უფლებას) ხელყოფს, სამართლიანობა მოითხოვს, აღდგეს თავდაპირველი წონასწორობა და სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ არ იდგეს ყველას ერთნაირი უფლება თავისუფლებაზე. ასეთი წონასწორობის, ბალანსის დასაცავად ხელისუფლება სხვადასხვა ზომებს მიმართავს და საჭიროების შემთხვევაში იძულებითი ღონისძიების უმკაცრეს ზომასაც (სასჯელს). მაშასადამე, სასჯელით სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს სწორედ მართლწესრიგში ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას.

· სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და მშვიდი, ჰარმონიული თანაცხოვრების სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებასა და დაცვასთან დაკავშირებით საზოგადოების მოლოდინების დაკმაყოფილებას. წესრიგი, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრება საზოგადოების იმანენტური მოთხოვნილებაა, ამიტომ, ლოგიკური და საფუძვლიანია საზოგადოების მოლოდინი, რომ ნებისმიერი ქმედება/ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის წესრიგს, შეთანხმებულს საზოგადოების წევრებს შორის, აღკვეთილი, თავიდან აცილებული და რეაგირებული იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ამ წესრიგის გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურ დაცულობას.

· სასჯელის დაწესებით სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებისთვის მის მიერ გამოწვევადი საფრთხეების, სიმძიმის გათვალისწინებით, ადეკვატური, შესაბამისი, თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს კონკრეტული პირისგან (მისი ქმედებიდან) მომდინარე პოტენციური საფრთხეების განეიტრალება. სასჯელი უნდა იყოს საკმარისი ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა იმავდროულად, უკიდურესად აუცილებელი, რათა ობიექტურ პირს შეექმნას წარმოდგენა, რომ, თუ არა სწორედ ასეთი სასჯელი, საფრთხეების სხვაგვარად განეიტრალება შეუძლებელი იქნებოდა. სამართლიანი სასჯელი გულისხმობს სახელმწიფოს რაციონალურ და მიზანშეწონილ, თანაზომიერ პასუხს სახელმწიფოს და, მაშასადამე, საზოგადოების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ აღიარებულ ქმედებაზე, რაც ხელს შეუწყობს ზოგადად კრიმინალთან ბრძოლის ფუნქციის წარმატებით შესრულებას, საზოგადოების ჰარმონიული და მშვიდი თანაცხოვრებისა და განვითარებისთვის საზოგადოების მიერვე ნაკარნახებ და ხელისუფლების მიერ მიღებული სათანადო წესების დაცვას.

· სასჯელის გამოყენებით სამართლიანობის აღდგენის მიზანი ბოჭავს როგორც კანონმდებელს, ისე სამართალშემფარდებელს, სასჯელის გამოყენება ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმდებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინა პირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებების გათვალისწინების აუცილებლობას. ერთი მხრივ, კანონმდებელმა უნდა შეძლოს სამართალშემფარდებელი აღჭურვოს საკმარისი შესაძლებლობებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირს შეუფარდოს თანაზომიერი სასჯელი ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მოსამართლე უნდა იყოს მზად, ყველა რელ----ტური საფუძვლისა და წინა პირობის დეტალური გამოკვლევის გზით, შეუფარდოს პირს ისეთი იძულების ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალიზაციას.

 

მაშასადამე, სამართლიანობის აღდგენის ფუნქცია რეალიზებადია მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის გამოყენებისას და სწორედ ამ გზით ემსახურება სასჯელის სხვა მიზნების რეალიზების შესაძლებლობას.

 

დამნაშავის რესოციალიზაცია - რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის და ამ მიზნით სასჯელის გამართლებისთვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ყოველ ჯერზე, როგორც სასჯელის სახეობის, მისი სამართლიანად შეფარდების, ასევე მსჯავრდებულის იმ სამართლებრივ თუ საყოფაცხოვრებო პირობებში მოთავსების თვალსაზრისით (პირველ რიგში იგულისხმება საპატიმროში საამ----დ შესაბამისი გარემოს შექმნა), რამაც საბოლოო ჯამში ობიექტურად შესაძლებელი უნდა გახადოს სასჯელით მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნის უზრუნველყოფა.

 

ახალი დანაშაულის თავიდან აცილება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით“. შესაბამისად, სასჯელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია დანაშაულის როგორც სპეციალური, ისე ზოგადი პრევენცია.

 

სპეციალური პრევენცია რეციდივის წინააღმდეგ არის მიმართული, გულისხმობს დამნაშავისათვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას. ლოგიკა შემდეგ დაშვებას ეფუძნება: ა) რ-----საც დამნაშავე ისეთი მაღალი საფრთხის შემცველია, რომ საზოგადოების დაცვის მიზნით მიზანშეწონილია მისი თავისუფლების აღკვეთა, საზოგადოებისგან მისი იზოლირება კანონზომიერად ამცირებს საზოგადოებისთვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს; ბ) ამასთან, პირი პირადად განიცდის რა საკუთარ თავზე დანაშაულის ჩადენის სამართლებრივ შედეგებს, სახელმწიფოს იძულებითი ღონისძიების ნეგატიურ ეფექტებს, ეს გარემოება გამაფრთხილებელ ზეგავლ---ს მოახდენს მის მომავალ ქცევაზე. თუმცა, ცხადია, სასჯელი არ არის პირის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის გამორიცხვის აბსოლუტური გარანტია, სასჯელს მხოლოდ ასეთი რისკების მინიმალიზების ზოგადი პოტენციალი აქვს, რომელიც ყოველ ჯერზე მიიღწევა ან არა.

 

ამდენად, სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმალიზების მცდელობას, რაც პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის რესოციალიზაციით. ამ მხრივ, დანაშაულის სპეციალური პრევენციისა და რესოციალიზაციის მიზნები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

 

მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯა არის დემონსტრირება, დეკლარირება იმისა, რომ ყველას, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ემუქრება იგივე სასჯელი (ზოგადი პრევეცია), შედეგად, მას აქვს ერთგვარი წინაღობის ძალა დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ. მაშასადამე, ამა თუ იმ ქმედებისთვის დაწესებულ/კონკრეტულ შემთხვევაში შეფარდებულ სასჯელს აქვს უნარი, შეამციროს როგორც იგივე, ისე სხვა პირების მიერ ამ დანაშაულის ჩადენა. სასჯელმა უნდა უზრუნველყოს როგორც დამნაშავის მიერ საკუთარი ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შეცვლა (მომავალში დანაშაულებრივ საქმიანობაზე უარის თქმა), ისე საზოგადოების დაცვა დამნაშავეთა აგრესიისგან.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელ----ტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსითა და ფორმით, ობიექტურად შეუწყობს ხელს ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, დანაშაულის შემცირებას და დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ კი, შეუწყობს ხელს სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, კი უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების, დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხის, რაოდენობისა და ლოკალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნების შესასრულებლად, გ------- ქ--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და არააადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ არ წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი. ამასთან აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარის პოზიციამ ბრალდებულის უდანაშაულობის თაობაზე ავტომატურად გამორიცხა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, გ------- ქ--------–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების შესაძლებლობა.

 

ნ-----–---- ჯ----ს ეპიზოდი

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

შუამდგომლობის მიხედვით, ნ-----–---- ჯ----ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ნ-----–---- ჯ----ს დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2--- წლის 11 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ჭ--------ის (ყოფილი ს----------–ოს) ქ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- ქ--------–---–ს და ნ-----–---- ჯ----ს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ ნ-------–------სა და ლ---- კ--–------სთან. ნ-----–---- ჯ----მ, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმების მეშვეობით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ნ-------–------ს, რომელმაც მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ნ-----–---- ჯ----მ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე მყოფ ნ-------–------ს მამას - ლ---- კ--–------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

ნ-----–---- ჯ---- ზ/აღნიშნული ქმედებისათვის ცნობილი იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ნ-----–---- ჯ----ს მიერ ზ/აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულების, მოწმეთა და თავად ბრალდებულის ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ვიდეოჩანაწერი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

2019 წლის 15 თებერვალს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ ნ-----–---- ჯ----ს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით) და ქ.თბილისის პროკურატურის ს----------ო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორ გ------ კ------–---–ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე, რომლის მიხედვითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნ-----–---- ჯ---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

2019 წლის 15 თებერვალს, საქმის არსებითად განხილვისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა ს----------ო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მომართა ქ.თბილისის პროკურატურის ს----------ო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორმა გ------ კ------–---–მა ბრალდებულ ნ-----–---- ჯ----სთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, რომ სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა გ-------------ემ, ბრალდებულმა ნ-----–---- ჯ----მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ------------ემ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

სასამართლომ გამოიკვლია, რომ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულებთან გაიარა კონსულტაცია და შეატყობინა მათ საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ.თბილისის პროკურატურის ს----------ო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორ გ------ კ------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 225-ე, 258-260, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის პროკურატურის ს----------ო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორ გ------ კ------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს სტაჟიორ-პროკურორ გ------ კ------–---–სა და ბრალდებულ ნ-----–---- ჯ----ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ნ-----–---- ჯ---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

ნ-----–---- ჯ----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2--- წლის 12 იანვრიდან 2--- წლის 19 თებერვლის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ნ-----–---- ჯ----ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გ------- ქ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

გ------- ქ--------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და აყვანილ იქნეს პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გ------- ქ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2--- წლის 12 იანვრიდან 2--- წლის 17 თებერვლის ჩათვლით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი 1 ცალ DVD დისკზე, ნ-----–---- ჯ----ს ბინის ჩხრეკის დროს გადაღებული სურათები 1 ცალ DVD დისკზე და 1 ცალი კომპაქტ-დისკი მასზე არსებული ვიდეო-ჩანაწერით შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

· ლ--- ნ----–------ის მიერ წარმოდგენილი გასაღების საკიდი, შავი ფერის ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით, ლითონის სამაჯური, წარწერით - „უფალო შეგვიწყალენ“, მუქი ფერის პერანგი მოწითალო ფერის ლაქებით, ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით, ნ-------–------ს, ლ---- კ--–------სა და გ------- ქ--------–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, ამოტეხილი მოასფალტებული ზედაპირები მოწითალო ფერის ლაქებით, ამოტეხილი ბეტონის ზედაპირები მოწითალო ფერის ლაქებით; ლამინატის იატაკის ზედაპირიდან ამოტეხილი ლამინატის პარკეტის ზედაპირი მოწითალო ფერის ლაქებით, კედელზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებიდან ამოტეხილი კედლის ფრაგმენტი მოწითალო ფერის ლაქებით, კიბის მოაჯირის სახელურის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშთან ერთად, ანაწმენდები სპეციალურ სტერილურ ჩხირზე, ერთი ცალი დანა, ნ-------–------ს, ლ---- კ--–------ს, ნ-----–---- ჯ----ს, გ------- ქ--------–---–ისა და ე---- ბ-----ის სისხლის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მსჯავრდებულ გ------- ქ--------–---–ის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა ს----------ო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

განაჩენი მსჯავრდებულ ნ-----–---- ჯ----ს მიმართ ექვემდებარება გასაჩივრებას საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე ნ---- ნ-----ია