გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
330210017002179097
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3302100-7002179097

საქმე №2/32098-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 20-9 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

 

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე სს „ე-----------------------ა“

წარმომადგენელი შ--–------------ე

 

მოპასუხე ს--- „ს----–-–-------------------------–----------ო“

წარმომადგენელი მ--------–--–-–---–ი

 

მესამე პირი სს „ს----------–-------------ა“

წარმომადგენლები ნ-----------ე, თ---------------ე, მ-----------ა

 

დავის საგანი ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ს--- „ს-–-----------------ის ს----------“ 1--04.2---–---------- ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც სს „ს----------–-------------ის“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა სს „ე-----------------------ას“ ქონება (ს/კ 3-----------), კერძოდ 38 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 21 კვ.მ. ფართი, რომელზეც განთავსებული შენობა-ნაგებობა და აღნიშნული ქონების მესაკუთრედ ცნობილი იქნეს სს ,,ე-----------------------ა’’.

 

(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა, იხ, 10.0-.20-9წ. სხდომის ოქმი 12:56:05-13:0-:00)

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ს--- „ს-–-----------------ის ს----------“ 1--04.2---–---------- ბრძანების საფუძველზე, შპს „ს----------–-------------ას“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა საზოგადოების კუთვნილებაში არსებული შენობა-ნაგებობებსა და ელექტრომოწყობილობებზე დამაგრებული მიწის ფართი, რომლის ჩამონათვალი, მდებარეობა (მისამართი), ფართობი და ღირებულება აღრიცხული და შეფასებული იქნა შპს ა----------------------–---–---------------–-- „ი----------------- 25.02.2---წ. N-------- დასკვნით. მათ შორის იყო ქ. ტ------–ში, ტ--------–ის ქუჩაზე არსებული 38 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული 24 კვ.მ სატრანსფორმატორო პუნქტით, რომელზეც შპს (დღეის მდგომარეობით სააქციო საზოგადოება) „ს----------–-------------ას“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოხდა 02.04.2---–- და მიენიჭა შემდეგი საკადასტრო კოდი - 3------------

 

2----–-–------------ სს „-----------–-------------------–----------------–იო ე---------------ასთან“ დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს „ე-----------------------ას“ სხვა ქონებასთან ერთად, საკუთრებაში გადაეცა ქ. ტ------–ში, ტ--------–ის ქუჩაზე არსებული 21 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული სატრანსფორმატორო პუნქტის ორსართულიანი შენობით N0--, საერთო ფართით 42 კვ.მ და შიგნით არსებული ძალოვანი ტრანსფორმატორით N0--, ს/კ 3-----------.

 

სს „ს----------–-------------ას“ საკუთრებაში სს „ე-----------------------ას“ კუთვნილი უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ ე---------------ისთვის ცნობილი გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული ს---------- 20-7 წლის 24 ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილებით, რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, „8-------------- სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.

 

უდავოა, რომ ს--- „ს-–-----------------ის სააგენტომ“ იცოდა, რომ სს „ს----------–-------------ას“ გადასცა იგივე ქონება, რომელიც ჯერ კიდევ 2----–-–------------ შეძენილი ჰქონდა სს „ე-----------------------ას“, ხოლო მანამდე იგივე ს--- „ს-–-----------------ის ს----------“ 1---------–---------- ბრძანებით შეტანილი იყო სს „-----------–-------------------–----------------–იო ე---------------ის“ საწესდებო კაპიტალში, რომლისგანაც შეიძინა კიდევაც ეს ქონება სს „ე-----------------------ამ“. თუნდაც, თეორიულად დასაშვები იყოს ის ფაქტი, რომ მათთვის ცნობილი არ იყო არსებული ვითარების შესახებ, მას, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მიღებამდე ევალებოდა მოეთხოვა და შეესწავლა არსებული ფაქტობრივი გარემოებები და საჭიროების შემთხვევაში განხილვაში ჩაება სს „ე-----------------------ა“, რომლის საკუთრების უფლების შეზღუდვის საფრთხეც არსებობდა ქონების რეგისტრაციისა და სს „ს----------–-------------ას“ საწესდებო კაპიტალში შეტანის მომენტში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ს---------–-–-------------------------–-------------- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ს----–-–------, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მესაკუთრეს უფლება აქვს საკუთარი ქონება, კანონით დადგენილი წესით შეიტანოს საწარმოს კაპიტალში. სს „ს----------–-------------ა“ წარმოადგენს ს----–-–------ 100% წილით დაფუძნებულ საწარმოს, შესაბამისად ს--- ს-–-----------------ის სააგენტო უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება სადავო ქონების საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება შეესაბამება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლს. სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის შპს „ს----------–-------------ის“ 100% წილის ერთადერთი მესაკუთრე იყო სახელმწიფო. ამის შესაბამისად, მას შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება საწარმოს კაპიტალის ცვლილების შესახებ და ეს გადაწყვეტილება იყო კრების გადაწყვეტილების ტოლფასი. შესაბამისად, გასაჩივრებული ბრძანებით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა.

 

ს--- ს-–-----------------ის ს---------- მხრიდან ქონების განკარგვისას უფლების ბოროტად გამოყენებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად სადავო ბრძანება არ არის ბათილი კანონით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

 

მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელის მოთხოვნა 2----–-–------------–-- N------- ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა უფლება სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არ ფიქსირდება, შესაბამისად არ დასტურდება მისი იურიდიული ინტერესის არსებობა გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირმა - სს „ს----------–-------------ამ“ წარმოდგენილი პოზიციით განმარტა, რომ ტ------–ში, ტ--------–ის ქუჩაზე, რ--------- სატვირთო სადგურის ტერიტორიაზე განთავსებული იყო რ--------- ბალანსზე რიცხული სატრანსფორმატორო ქვესადგური, 180 კვა სიმძლავრის ტრანსფორმატორით. ამავე ქვესადგურში ასევე, განთავსებული იყო მოსარჩელის ტრანსფორმატორი 400 კვა სიმძლავრის, რომელიც 2006 წლის ნოემბერში დაიწვა და რ------------- შეუთანხმებლად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, მოსარჩელის მომხმარებლები გადართეს (ელ. ენერგიის მიეწოდება) რ--------- კუთვნილ 180 კვა. სიმძლავრის ტრანსფორმატორზე. ტ------–ის რ--------- სატვირთო სადგურის ტერიტორიაზე განთავსებული 180 კვა სიმძლავრის ტრანსფორმატორზე რ--------- საკუთრება აღიარებულია, ასევე, მოსარჩელის 2--- წლის 1- ოქტომბრის წერილით.

 

ტ------–ის, ტ--------–ის ქუჩაზე, რ--------- სატვირთო სადგურის ტერიტორიაზე განთავსებული 180 კვა სიმძლავრის ტრანსფორმატორის გარდა, 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით „ს----------–-------------ის“ საკუთრებას წარმოადგენდა დასავლეთის ელ. მომარაგების ბალანსზე რიცხული, ამავე მისამართზე მდებარე, 1966 წელს აშენებული, სატრანსფორმატორო პუნქტის 24 კვ.მ შენობაც.

 

ს--- ს-–-----------------ის ს---------- 2--- წლის სადავო N------- ბრძანებით „ს----------–-------------ის“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა დასავლეთის ელ. მომარაგების ბალანსზე რიცხული, ზემოაღნიშნული სატრანსფორმატორო პუნქტის შენობაზე დამაგრებული 38 კვ.მ მიწა და არა შენობა.

 

მესამე პირის მითითებით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ნასყიდობის საგნის იდენტიფიცირება და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იმ გარემოების დადგენა, რომ სს „ს----------–-------------ას“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი სადავო უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა თუ არა მოსარჩელეს სს „-----------–-------------------–----------------–იო კომპანიისაგან“. ყურადსაღებია ს--- „ს-–-----------------ის ს----------“ 2----–-–------------- 1------ ბრძანება და შ--------------- 2----–-–------------- დასკვნა N1-, სს „-----------–-------------------–----------------–იო ე------------------- საწესდებო კაპიტალის ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, კომპანიას ტ------–ში გადაეცა 177 ობიექტი, საერთო ფართით 5521 კვ.მ, ღირებულებით 8 038.25 ლარი, მაგრამ კონკრეტული ჩამონათვალი ამ ობიექტებისა, რომ გადაცემულ ქონებაში ნამდვილად შედიოდა სადავო ქონებაც, წარმოდგენილი არ არის და ვერც იქნება, რადგან ტ------–ში, ტ--------–ის ქუჩაზე, რ--------- სატვირთო სადგურის ტერიტორიაზე განთავსებული სატრანსფორმატორო პუნქტის შენობა წარმოადგენდა სს ,,ს----------–-------------ის’’ საკუთრებას, კერძოდ დასავლეთის ელ. მომარაგების სამმართველოს ბალანსზე რიცხულ ქონებას.

 

მესამე პირის განმარტებით, სს „ე-----------------------ას“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ გარდა იმისა, რომ იგი არის უსაფუძვლო, ამავდროულად სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. სს „ს----------–-------------ის“ საკუთრებაშია უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. ტ------–ი, ს/კ 3-----------, რომელიც მოიცავს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 38 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1-ით (საერთო ფართი 24 კვ.მ).

 

4.1.2. სს „ს----------–-------------ის“ საკუთრება კონკრეტულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია 20-4 წლის 2 აპრილიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19-20).

 

4.1.3. 2----–-–------------ მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ქ. ტ------–ში, ტ--------–ის ქუჩაზე (სარეგისტრაციო ზონა - 3-; სექტორი - 0-; კვარტალი - 0-; ნაკვეთი - 0--) არსებული 21 კვ.მ ირიცხებოდა სს „ე-----------------------ა“ საკუთრებაში. ამავე ამონაწერის შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე განთავსებული ორსართულიანი შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 42 კვ.მ.

 

4.1.4. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლად მითითებულია 2007 წლის 2--------- ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 29.----007წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 3--41);

 

4.1.5. სს „ს----------–-------------ის“ საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით - 3----------- და სს „ე-----------------------ას“ საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდით - 3-----------) შორის დადგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული ს---------- ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული ს---------- 24.10.2---–. გადაწყვეტილება N--------------- (ს.ფ. 24-25).

 

4.1.6. ს--- „ს-–-----------------ის სააგენტომ“ 2----–-–------------ გამოსცა ბრძანება N1------, რომლის საფუძველზეც სს „-----------–-------------------–----------------–იო ე---------------ის“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა საზოგადოებაზე დამაგრებული 76 342 კვ.მ. მიწის ფართი, რომლის ღირებულება, აუდიტორული ფირმა შპს „აუდიტორ-ექსერტის“ 2----–-–------------- N1- საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, შეადგენდა 249 156 ლარს. შესაბამისად, სს „-----------–-------------------–----------------–იო ე---------------ის“ საწესდებო კაპიტალი, ნაცვლად 97 0-6 220 ლარისა, განისაზღვრა - 97 265 380 ლარის ოდენობით, დამფუძნებლების შემდეგი წილობრივი მონაწილეობით: ს--- „ს-–-----------------ის სააგენტო“ 99, 972519% და ყოფილი სს „რ--–--ის“ შრომითი კოლექტივი 0.027481% - 26 660 ლარი.

 

4.1.7. სს „-----------–-------------------–----------------–იო ე---------------ას“ დამფუძნებელსა და აქციონერს წარმოადგენდა სახელმწიფო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1------006წ. ს--- საწარმოთა მაართვის ს---------- ბრძანება (ს.ფ. 47-50);

- 1-.12.2006წ. აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 47-50);

 

4.1.8. 2----–-–------------ სს „-----------–-------------------–----------------–იო ე---------------- და სს „ე-----------------------ას“ შორის დაიდო უძრავი აქტივების (ქონების) ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც სს „-----------–-------------------–----------------–იო ე---------------ა“ მოსარჩელეზე გაასხვისა კუთვნილი აქტივები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 29.----007წ. ხელშეკრულება (ს.ფ. 119-133);

 

4.1.9. 2--- წლის 25 თებერვალს აუ--------------------–---–---------------–-- „ი----------------- აუდიტორმა მოამზადა შპს „ს----------–-------------ის“ საწესდებო კაპიტალში განხორციელებული ცვლილებების დასკვნა, რომლის თანახმადაც შპს „ს----------–-------------ას“ კაპიტალიდან ამოღებას ექვემდებარება 13 ერთეული ვაგონი, საიდანაც შპს „ს----------–-------------ას“ დირექტორთა საბჭოს 2--- წლის 26 სექტემბრის N---- და 2--- წლის 3 ოქტომბრის N---- დადგენილებებით 11 ერთეული ვაგონი უნდა გადაეცეს ა---------------------------------–---- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო 2--- წლის 30 იანვრის 1-- დადგენილებით 3 ერთეული ვაგონი უნდა გადაეცეს დ---- ი-–---–----–-----------–--------–-------------------------- მშენებლობის ფონდს. საიდანაც კაპიტალიდან ამოღებას ექვემდებარება 2 ერთეული ვაგონი. აღნიშნული ვაგონები შპს „ს----------–-------------ას“ კაპიტალში შეტანილია ს--- „ს-–-----------------ის ს----------“ 2006 წლის 8 დეკემბრის N------- ბრძანებით. შპს „ს----------–-------------ას“ კაპიტალიდან ამოსაღები 13 ერთეული ვაგონის ღირებულება 2--- წლის 1 იანვრის მდგომარეობით ამორტიზაციის გათვალისწინებით შეადგენს 25 298 ლარს.

 

3.1.10. ამავე აუდიტორული დასკვნის თანახმად, შპს „ს----------–-------------ას“ კაპიტალში შეტანას ექვემდებარება ს--- ს-–-----------------ის ს---------- 2007 წლის 1- აგვისტოს N1------ ბრძანებით კაპიტალიდან ამოღებული ქონება სულ 18 ერთეული. კაპიტალში შესატანი ქონების ღირებულება შეადგენს 157 778 ლარს. შპს „ს----------–-------------ას“ კაპიტალში შეტანას ასევე ექვემდებარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე მიწის ნაკვეთები, საერთო ფართობით 3 231 885.45 კვ.მ, ღირებულებით 8 493 683 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „ს----------–-------------ის“ საწესდებო დამრგვალებით განისაზღვრა 969 473 402 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 28.02.2---წ. აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 26-27);

 

4.1.11. ს--- ს-–-----------------ის ს---------- 2----–-–------------–-- ბრძანების შესაბამისად, შპს „ს----------–-------------ის“ კაპიტალში შეტანილი იქნა ს--- ს-–-----------------ის ს---------- 2007 წლის 1- აგვისტოს N1------ ბრძანებით ამოღებული შპს აუდიტურ-საკონსულტაციო კორპორაცია „ი----------------- 2--- წლის 25 თებერვლის N-------- აუდიტორული დასკვნის N- დანართში მითითებული 18 ობიექტი, რომელთა ღირებულება შეადგენს 157 778 ლარს.

 

4.1.12. ამავე ბრძანებით, შპს „ს----------–-------------ის“ კაპიტალში შეტანილი იქნა საქართველოს სხვადასხვა რაიონში მდებარე შპს აუდიტურ-საკონსულტაციო კორპორაცია „ი----------------- 2--- წლის 25 თებერვლის N-------- აუდიტორული დასკვნის დანართში მითითებული 3 231 885,45 კვ.მ მიწის ნაკვეთები ღირებულებით 8 493 683 ლარი.

 

4.1.1-- 1--04.2---წ. ბრძანებით შპს „ს----------–-------------ის“ კაპიტალიდან ამოღებული იქნა 25 298 ლარის ღირებულების 13 ერთეული ვაგონი ს----–-–------ათვის უსასყიდლო გადაცემის მიზნით, მათ შორის:

- 2 ერთეული ვაგონის დ---- ი-–---–----–-----------–--------–-------------------------- მშენებლობის ფონდისათვის უსასრულოდ (ჩუქების ფორმით) გადასაცემად;

- 3 ერთეული ვაგონ-ბაქნის ძირის და ერთი ერთეული ვაგონ-ცისტერნის ქვაბი ა---------------------------------–---- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის გადასაცემად;

- 7 ერთეული ვაგონ-ბაქნის ძარების ა---------------------------------–---- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ჩუქების ფორმით გადასაცემად;

 

აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, შპს „ს----------–-------------ის“ კაპიტალის სიდიდემ, ნაცვლად ს--- „ს-–-----------------ის ს----------“ 2--- წლის 10 თებერვლის N------ ბრძანებით განსაზღვრული 960 847 23- ლარისა, შეადგინა 969 473 402 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1--04.2---წ. ბრძანება (ს.ფ. 24-25).

 

4.1.14. ს--- ს-–-----------------ის ს---------- უფლებამონაცვლეა მოპასუხე ს--- „ს----–-–-------------------------–----------ო“.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. ქ. ტ------–ში, ტ--------–ის ქუჩაზე მდებარე N3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მოსარჩელე სს „ე-----------------------ამ“ შეიძინა 2----–-–------------ სს „-----------–-------------------–----------------–იო ე-----------------ნ“ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ სს „-----------–-------------------–----------------–იო ე---------------ას“ საკუთრებაში ჰქონდა გადაცემული ს--- „ს-–-----------------ის ს----------“ 2----–-–---------------------- ბრძანების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1------006წ. ს--- საწარმოთა მაართვის ს---------- ბრძანება (ს.ფ. 47-50);

- 29.----007წ. ხელშეკრულება (ს.ფ. 119-133);

- 29.----007წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 3--41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

4.2.2. სს „ს----------–-------------ას“ N3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი (მდებარე - ქ. ტ------–ი, ტ--------–ის ქუჩა) საკუთრებაში გადაეცა ს--- ს-–-----------------ის ს---------- 2----–-–------------–-- ბრძანების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1--04.2---წ. ბრძანება (ს.ფ. 24-25).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19-20);

 

4.2.3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით 3----------- და სს „ს----------–-------------ის“ საკუთრებაში არსებული 3----------- უძრავი ნივთი მოიცავს ერთსა და იმავე ტერიტორიას, კერძოდ მესამე პირის საკუთრებაში არსებული ქონება მოიცავს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ 21 კვ.მ ფართს, რომელზეც განთავსებულია 2 სართულიანი შენობა-ნაგებობა.

 

ს--- ს-–-----------------ის ს---------- მიერ ორჯერ განხორციელდა ს----–-–------ საკუთრებაში არსებული ერთი და იმავე უძრავი ნივთის განკარგვა, კერძოდ, ქ. ტ------–ში, ტ--------–ის ქუჩაზე მდებარე ქონება თავდაპირველად სააგენტოს 2----–-–------------- ბრძანების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა სს „-----------–-------------------–----------------–იო ე---------------ას“, რის შემდგომაც ამ უკანასკნელმა 2----–-–------------ ნასყიდობის ხელშკრულების საფუძველზე სხვა აქტივებთან ერთად საკუთრებაში გადასცა სს „ე-----------------------ას“, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულების დედნის ერთიანი სახის გაცნობის საფუძველზე. მითითებული ქონება სხვა ქონებებთან ერთად ს--- ს-–-----------------ის სააგენტომ 2----–-–------------–-- ბრძანების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა მესამე პირს - სს „ს----------–-------------ას“, ამდენად მოხმობილი ბრძანებით სააგენტომ განკარგა უკვე სხვის საკუთრებაში არსებული ქონება, შესაბამისად იგი ვერ განიხილება უფლებამოსილ სუბიექტად გაესხვისებინა უკვე სს „ე-----------------------ას“ საკუთრებაში გადაცემული ქონება, რის გამოც 2----–-–------------–-- ბრძანება მითითებულ ნაწილში ვერ მიიჩნევა სამართლერივი ძალის მქონედ, რამეთუ მისი მეშვეობით განიკარგა სხვის საკუთრებაში არსებული ნივთი, რაც ეწინააღმდეგება კანონსა და საჯარო წესრიგს.

 

საგულისხმოა, რომ როგორც სს „-----------–-------------------–----------------–იო ე---------------ის“, ასევე სს „ს----------–-------------ის“ აქციონერი და დამფუძნებელია სახელმწიფო, შესაბამისად ს--- ს-–-----------------ის ს---------- მიერ ს----–-–------ საკუთრებაში არსებული აქტივის გადაცემა განხორციელდა მის მიერ დაფუძნებულ საწარმოებში, თუმცა, რამდენადაც სს „-----------–-------------------–----------------–იო ე---------------ამ“ გაასხვისა მიღებული აქტივი, იგი ს----–-–------ მიერ, როგორც სს „-----------–-------------------–----------------–იო ე---------------ის“ აქციონერის გადაწყვეტილებით ვეღარ განიკარგებოდა, შესაბამისად დაუსაბუთებელია მოპასუხე ს--- „ს----–-–-------------------------–----------ოს“ შედავება მის უფლებასთან მიმართებით განეკარგა ს----–-–------ საკუთრებაში არსებული აქტივი და იგი გადაეცა მის მიერ დაფუძნებულ სს „ს----------–-------------ისათვის“, რამეთუ ბრძანების გამოცემის ეტაპისათვის კონკრეტული სადავო ქონების მესაკუთრე იყო სს „ე-----------------------ა“, რომელსაც თავის მხრივ კანონიერი გზით, ნამდვილი მესაკუთრისაგან აქვს შეძენილი არსებული სადავო ნივთი, რაც განვითარებული მსჯელობის შესაბამისად წარმოშობს სადავო ბრძანების შესაბამის ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველს.

 

სასამართლო სადავო შემთხვევაში ვერ გაიზიარებს მესამე პირის შედავებას, რომ კონკრეტულ ქონება მის ბალანსზე იყო, ჯერ კიდევ 1966 წლიდან, მანამ საერთოდ სს „ე-----------------------ა“ და სს „-----------–-------------------–----------------–იო ე---------------ა“ დაარსდებოდა, შესაბამისად იგი არის კონკრეტული ქონების ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე, რის დასტურადაც მხარემ წარმოადგინა 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით მის ბალანსზე რიცხული ქონების შესაბამისი ცხრილი. სასამართლო კონკრეტულ პოზიციასთან და მტკიცებულებასთან მიმართებით განმარტავს, რომ აღნიშნული ვერ გამოდგება სასარჩელო მოთხოვნის გამაბათილებლად, რამდენადაც სს „ს----------–-------------ის“ მიერ წარმოდგენილია 2006 წლის 1 იანვარს არსებული მონაცემი, ხოლო ე---------------- სადავო ქონება გადაეცა 2----–-–------------- ბრძანების საფუძველზე, რაც აბათილებს კონკრეტული მტკიცებულების გაზიარების შესაძლებლობას, რამეთუ სახელმწიფომ მოგვიანებით 2----–-–------------ განკარგა სადავო ქონება. ასევე, სასამართლო სს „ს----------–-------------ის“ საკუთრების უფლებას ვერ ადგენს ვერც მის მიერ წარმოდგენილი 07.10.2--- წლის წერილითა და 1-.10.2--- წლის წერილის პასუხით, სადაც საუბარია, ტ------–ის რ--------- სატვირთო სადგურზე განთავსებულ, როგორც სს „ს----------–-------------ის“, ასევე სს „ე-----------------------ას“ ბალანსზე რიცხულ ტრანსფორმატორებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული ს---------- 24.10.2---–. გადაწყვეტილება N--------------- (ს.ფ. 24-25);

- 1------006წ. ს--- საწარმოთა მაართვის ს---------- ბრძანება (ს.ფ. 47-50);

- 29.----007წ. ხელშეკრულება (ს.ფ. 119-133);

- 29.----007წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 3--41);

- 1--04.2---წ. ბრძანება (ს.ფ. 24-25).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19-20);

- 07.10.2---წ. წერილი (ს.ფ. 95);

- 1-.10.2---წ. წერილის პასუხი (ს.ფ. 95);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

4.2.4. სს „ე-----------------------ას“ მოთხოვნა ს--- ს-–-----------------ის ს---------- 1--04.2--- წლის ბრძანების ნაწილობროვ ბათილად ცნობასთან მიმართებით არ არის ხანდაზმული და ამ საფუძვლით არ არსებობს მოთხოვნის რეალიზების შემაფერხებელი ფაქტორი.

 

უპირველესად, ხანდაზმულობის საკითხის შეფასებისას, ყურადღება უნდა გამახვილდეს გარემოებაზე, რომ სადავოა მოსარჩელის საკუთრების უფლება, რომელთან მიმართებთაც დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად არ ვრცელდება ხანდაზმულობა. გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებითა და გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოსარჩელისათვის თავისი უფლების დარღვევის თაობაზე ცნობილი გახდა 20-7 წელს, რამეთუ ამ დრომდე მას რეგისტრირებული ჰქონდა საკუთრება სხვა საკადასტრო კოდით და შესაბამისად არ ჰქონდა საფუძველი ევარაუდა მისი საკუთრების უფლების შელახვის თაობაზე. ამდენად, ამ მხრივაც, არ არსებობს ხანდაზმულობის საფუძვლით მოთხოვნაზე უარის წინაპირობა, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე მუხლების საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ვერ გაიზიარებს მესამე პირის მტკიცებას და კონკრეტულ შემთხვევაზე ვერ გაავრცელებს სკ-ს 129-ე მუხლის დანაწესს, რომელიც თავის მხრივ აწესრიგებს სპეციალურად ხელშეკრულებასთან მიმართებით არსებულ წესს, კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია ბრძანების (გარიგების) ბათილობაზე, მისი კანონთან შეუსაბამობის გამო, ამდენად მოთხოვნა ეფუძნება უცილოდ ბათილი გარიგების არსებობის პირობებში სს „ე-----------------------ას“, როგორც მესაკუთრის დარღვეული უფლების აღდგენას, რასთან მიმართებითაც გაუმართლებელია სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადის მოხმობა, რამეთუ გარიგების ბათილობა გარიგებას იურიდიული ძალის არმქონედ, არარად აქცევს, შესაბამისად უსაფუძვლოა ხანდაზმულობის საკითხის სახელშეკრულებო ურთიერთობასთან დაკავშირება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სადავოა პირის საკუთრების უფლება, რომელზეც, როგორც აბსოლიტურ უფლებაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული ს---------- 24.10.2---–. გადაწყვეტილება N--------------- (ს.ფ. 24-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს „ე-----------------------ას“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 102-ე, 312-ე, 170-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. სს „ე-----------------------ა“ წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში ითხოვს ს--- ს-–-----------------ის ს---------- 2----–-–------------–-- ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას, რომლითაც სს „ს----------–-------------ის“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა სს „ე-----------------------ას“ ქონება 38 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 21 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე მდგარი შენობა-ნაგებობასთან ერთად (ს/კ 3-----------). რამდენადაც, სახეზეა აღიარებითი სარჩელი, მოთხოვნის სპეციფიკიდან გამომდინარე სასამართლოს უპირველესად მიზანშეწონილად მიაჩნია შეაფასოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დასაბუთებულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. იურიდიული ინტერესი არის სამართლებრივი სიკეთე, რაც მხარემ შეიძლება მიიღოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ბუნებრივია, აღნიშნული არ გულისხმობს მხოლოდ ქონების გადაცემას. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. ამასთან, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ მხარე დაადასტურებს, რომ ეს აღიარება სასამართლო წესით უნდა მოხდეს, უფრო ზუსტად კი, სასამართლო წესით უფლების აღიარების აუცილებლობა უნდა გამოირკვეს და ამ აღიარებას უნდა მოჰყვებოდეს სამართლებრივი შედეგი. აღნიშნული პირობა ობიექტური გარემოებაა და არ აქვს მნიშვნელობა, თავად მხარე რა სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას. აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად მხარისათვის სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. საყურადღებოა, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობაზე არსებით გავლენას, იურიდიული ინტერესის ნამდვილობის თვალსაზრისით, ახდენს ის ფაქტი, რომ სხვა სახის სარჩელის (მაგ: მიკუთვნებითი სარჩელის) აღძვრის გზით გადაწყვეტა არ უნდა იყოს შესაძლებელი.

 

აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.

 

აღიარებითი მოთხოვნის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად ნამდვილი ინტერესი გააჩნია ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს და თუნდაც მის მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა თუ არა იურიდიული ინტერესი - დარღვეული უფლების ეფექტური დაცვა, ანუ აღიარებითი სარჩელის წარმატებულობა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლისა.

 

აღიარებითი სარჩელის სამართლებრივი ბუნების შესახებ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დ---- პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-20-6, 02.03.2---–; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: Nას-1089-1009-20-7, 05.12.2---–; Nას-437-409-17 , 29.09.2---–; Nას-91--857-17 12.09.2---–; Nას-302-285-17, 1-.----0-7წ; Nას-244-232-17 19.05.20-7; Nას-937-887-20-5, 10.11.20-5წ.; Nას- 17-14-20-5, 0-.07.20-5წ.; Nას-1069-1008-20-5, 1-.12.20-5წ.; Nას-869-819-20-5,11.12.20-5წ.; Nას- 773-730-20-5, 08.09.205წ.; Nას-181-174-20-6, 06.05.20-6წ.; #ას-1025-967-20-5, 23.12.20-5წ.; Nას- 323-308, 20-6, 03.----0-6წ.; Nას-407-3-0-20-6, 10.6.20-6წ; Nას-375-359-20-6, 17.----0-6წ; საქმე Nას-595-554-20-7, 15.12.2---–.).

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე სს „ე-----------------------ა“ ითხოვს ს--- ს-–-----------------ის ს---------- ბრძანების იმ ნაწილში ბათილად ცნობას, რითაც განხორციელდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის განკარგვა, რაც გამოიწვევს მესაკუთრის დარღვეული უფლების აღდგენას და მისი საკუთრების რეგისტრაციას სადავო ქონებასთან მიმართებით, შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებულია მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა კონკრეტულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით.

 

7.2. მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დადგენის შემდგომ სასამართლოს შეფასების საგანია ს--- ს-–-----------------ის ს---------- 1--04.2---წ. ბრძანების სადავო ნაწილის ბათილობის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების კვლევა.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. უნდა განიმარტოს, რომ გარიგების საფუძველი - ნება, როგორც სუბიექტური კატეგორია, გარიგების აუცილებელი ელემენტია. სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ნამდვილია ნების გამოვლენა, თუ დაცულია მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობები (მატერიალური და ფორმალური). ნების გამოვლენის მიზანი უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომა, რომელიც გამოიხატება სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაში, შეცვლასა და შეწყვეტაში.

 

ს--- ს-–-----------------ის ს---------- ბრძანება, რომლითაც განხორციელდა სს „ს----------–-------------ისათვის“ განსაზღვრული ქონების საკუთრებაში გადაცემ წარმოადგენს ორმხრივ გარიგებას, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ორი სუბიექტის ნების გამოვლენა ქონების გადაცემასა და მიღებასთან მიმართებით.

 

სკ-ს 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

სკ-ს 312.1 მუხლის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს „ს----------–-------------ის“ საკუთრებაშია რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. ტ------–ი, ს/კ 3-----------, რომელიც მოიცავს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 38 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1-ით (საერთო ფართი 24 კვ.მ). ხოლო, 2----–-–------------ მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ქ. ტ------–ში, ტ--------–ის ქუჩაზე (სარეგისტრაციო ზონა - 3-; სექტორი - 0-; კვარტალი - 0-; ნაკვეთი - 0--) არსებული 21 კვ.მ ირიცხებოდა სს „ე-----------------------ა“ საკუთრებაში. ამავე ამონაწერის შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე განთავსებული ორსართულიანი შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 42 კვ.მ.

 

სს „ს----------–-------------ის“ საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით - 3----------- და სს „ე-----------------------ას“ საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდით - 3-----------) შორის დადგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული ს---------- ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურდა, რომ ქ. ტ------–ში, ტ--------–ის ქუჩაზე მდებარე N3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მოსარჩელე სს „ე-----------------------ამ“ შეიძინა 2----–-–------------ სს „-----------–-------------------–----------------–იო ე------------------“ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ სს „-----------–-------------------–----------------–იო ენერკომპანიას“ საკუთრებაში ჰქონდა გადაცემული ს--- „ს-–-----------------ის ს----------“ 2----–-–---------------------- ბრძანების საფუძველზე.

 

სს „ს----------–-------------ას“ N3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი (მდებარე - ქ. ტ------–ი, ტ--------–ის ქუჩა) საკუთრებაში გადაეცა ს--- ს-–-----------------ის ს---------- 2----–-–------------–-- ბრძანების საფუძველზე. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით 3----------- და სს „ს----------–-------------ის“ საკუთრებაში არსებული 3----------- უძრავი ნივთი მოიცავს ერთსა და იმავე ტერიტორიას, კერძოდ მესამე პირის საკუთრებაში არსებული ქონება მოიცავს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ 21 კვ.მ ფართს, რომელზეც განთავსებულია 2 სართულიანი შენობა-ნაგებობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 19.1 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. სკ-ს 170.1 მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სადავო შემთხვევაში, ს--- ს-–-----------------ის ს---------- 2----–-–------------–-- ბრძანებით განიკარგა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება, რისი უფლებაც ს---------- არ ჰქონდა, რამეთუ ნივთის განკარგვის უფლებისათვის სავალდებულოა მესაკუთრის ნება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. აღნიშნულთან მიმართებით ს----–-–------ა და სს ,,ს----------–-------------ის’’ შედავება არ პასუხობს მოცემულობას, რომელიც გარიგებას ბათილობას ითხოვს არაუფლებამოსილი პირის ქონების განკარგვის საფუძვლით.

 

სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განკარგვა ხდება ნამდვილი, თუ უფლებამოსილი პირი მას მოიწონებს. მოცემულ შემთხვევაში, ბრძანების გამოცემის პერიოდისათვის ქონებაზე უფლებამოსილ პირს - მესაკუთრეს წარმოადგენდა სს ,,ე-----------------------ა’’, რომელიც სადავოდ ხდის მისი ნებართვის გარეშე ქონების განკარგვას.

 

კონკრეტული გარიგება ბათილია იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი განეკარგა სხვის საკუთრებაში არსებული ქონება, რასთან მიმართებითაც მოპასუხის შედავება მისი, როგორც ს----–-–------ უფლებამოსილებაზე კუთვნილ საწარმოებში განეხორციელებინა აქტივის შეტანა არარელევანტურია და არ პასუხობს სარჩელით სადავოდ გამხდარ გარემოებებს. ს--- ს----–-–-------------------------–----------ოს მიერ არ არის წარმოდგენილი კვალიფიციური შესაგებელი და იგი ეფუძნება მხოლოდ მის უფლებაზე განეკარგა ქონება, მაშინ როდესაც სარჩელით სადავოდ არის გამხდარი სწორედ ქონებაზე ს----–-–------ მესაკუთრეობის საკითხი. სასამართლოს საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულების დედნის გაცნობის შემდგომ შეექმნა რწმენა, კონკრეტული სადავო ქონების მიმართ მოსარჩელის კანონიერი საკუთრების უფლების არსებობასთან დაკავშირებით, რისი გაქარწყლებაც მოპასუხემ და მესამე პირმა ვერ უზრუნველყვეს. მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას ვერ გააქარწყლებს, ვერც ტრანსფორმატორის ფიზიკური ვარგისიანობით, რაზეც ახდენდა აპელირებას მესამე პირი, რამეთუ კონკრეტული დავის საგანია უძრავი ნივთი და არა მასში მდებარე ტრანსფორმატორი.

7.3. რაც შეეხება, შედავებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით, უნდა განიმარტოს, რომ ხანდაზმულობა იწვევს არა მოთხოვნის უფლების გაუქმებას, არამედ ანიჭებს მოვალეს მყარ უფლებას, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სს ..ე-----------------------ასათვის’’ თავისი უფლების დარღვევის თაობაზე ცნობილი გახდა 24.10.2---–. საჯარო რეესტრის ეროვნული ს---------- გადაწყვეტილებით, შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის ათვლა კონკრეტულ სუბიექტთან მიმართებით დაიწყო სწორედ ამ დროიდან. გარდა აღნიშნულისა, საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, მესაკუთრის უფლებაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრის უფლება განიცდის კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, უფლების დაცვის თვალსაზრისით კანონმდებელი არ ზღუდავს მესაკუთრეს თავისი უფლების დასაცავად და ნებას რთავს, შეუზღუდავად იდავოს მაშინ, როცა იგი თავის უფლებას დარღვეულად მიიჩნევს. ხანდაზმულობა მხოლოდ მოთხოვნებზე ვრცელდება, ხოლო აბსოლუტური უფლებების დაცვა ხანდაზმულობის საფუძვლით უარყოფილი ვერ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ნორმა არ უთითებს საკუთრების უფლების უვადო დაცვაზე, სასამართლო პრაქტიკა ამ უფლების ვინდიკაციური და ნეგატორული სარჩელებით დაცვაზე ხანდაზმულობას, საკუთრების უფლების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარე, არ ავრცელებს. სასამართლო პრაქტიკით, ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი უფლება და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება, ამდენად არსებულ შედავებასთან მიმართებით სასამართლო დამატებით მსჯელობის განვითარებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს, რადგანაც კონკრეტული სადავო საგანი არ ექვემდებარება მისი აბსოლიტური ბუნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადას და აღნიშნული შედავება არ იწვევს მოთხოვნის განხორციელების შეფერხებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. (სუსგ, საქმე Nას-589-589-20-8, 06.07.20-8წ.) კონკრეტულ შემთხვევაში, სს ,,ე-----------------------ამ’’ უზრუნველყო დაედასტურებინა მისი მოთხოვნის მართებულება, რაც განაპირობებს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 ლარი (ს.ფ. 66).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი კმაყოფილდება სრულად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟს ანაზღაურების ვალდებულება.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „ე-----------------------ა“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ნაწილობრვ ბათილად იქნეს ცნობილი ს-–-----------------ის სააგენტის 2----–-–------------–-- ბრძანება N-------, სს ,,ს----------–-------------ის’’ კაპიტალში სს „ე-----------------------ას“ კუთვნილი უძრავი ქონების - ს.კ. 3----------- (სარეგისტრაციო ზონა - ტ------–ი (კოდი 3-), სექტორი - ქ. ტ------–ი (კოდი 0-), კვარტალი - N 0-; ნაკვეთის N0--, ფართობი - 21 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, მისამართი - ტ------–ი, ტ--------–ის ქუჩა), შეტანის ნაწილში და აღნიშნული ქონების მესაკუთრედ ცნობილი იქნეს სს ,,ე-----------------------ა’’.

 

3. სსიპ „-----–-–-------------------------– ს----------“ სს „ე-----------------------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარი, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე