განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#0-0-00-18002492237
1-536/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 20-9 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილმა
ციცინო მაჭარაშვილის სხდომის მდივნობით
პროკურორი _ ა-–------------------ძე
ბრალდებული - ა----- გ-----რ
ადვოკატი - მ------–--------ე
თარჯიმანი - ი----------ა
მონაწილეობით დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N1-----------
ბრალდებული: ა----- გ-----რ
მამის სახელი: ო-----
დაბადებული: 2-.0-.1-----------–-------------------------------–-----------–------–-----------------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-138 მუხლის მე-3 ნაწილის „გ’ ქვეპუნქტი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
ა----- გ-----რმა თავისი ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, რაც გამოიხატა შემდეგში:
20-8 წლის 29 აპრილს, ღამის საათებში, ქალაქ ბათუმში, ბ----ის ქუჩა N16-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა----- გ-----რმა წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი თავისი ოჯახის წევრის, 12 წლის გერის ნ---- გ----ას მიმართ, ვისთან ერთადაც ასევე მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ძალადობით ჩაიდინა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, კერძოდ კოცნიდა მას ტუჩებში, დაარტყა სახის არეში და მოუჭირა პირზე ხელი, ასევე ხელით ეხებოდა ყელისა და გულმკერდის არეში, აპირებდა დაზარალებულისთვის შარვლისა და მაისურის გახდას და მოუჭირა ხელი კისრის არეში.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ა----- გ-----რი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რადგან მას დანაშაული არ ჩაუდენია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება დამაჯერებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით, ა----- გ-----რმა ჩაიდინა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ა----- გ-----რმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ უჩვენა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არავითარ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებას ადგილი არ ქონია. დაზარალებულის დედა მ--ა გ-----რი და თვითონ არიან ცოლ-ქმარი. ერთად ცხოვრობენ და მათთან ერთად იზრდება ასევე ნ---- გ----აც. იგი ნ----ზე ზრუნავს და უწევს მამობას. 20-8 წლის 29 აპრილს მეუღლე მ--ა გ-----რი სამეგრელოში იყო წასული რადგან მოახლოებული იყო მშობიარობის დღე და მ--ას უნდა ემშობიარა სამეგრელოში. იგი ნ----სთან ერთად იმყოფებოდა სახლში, ნ---- იყო ცუდად ქონდა სიცხე. შუადღისას გავიდა სახლიდან და დატოვა ნ---- სახლში. საღამოს ნასვამი დაბრუნდა, ნ----ს მაღალი სიცხე ქონდა, მან ცივი ტილო დაფინა შუბლზე. მას ტელეფონით კავშირი ქონდა მეუღლესთან, რომ მეუღლის კარნახით მოქცეულიყო ისე, როგორც ეტყოდა. ცოტა ხანში ნ---- ადგა და ჩავიდა ქვევით ტუალეტში მაგრამ დაიგვიანა. ა----- გ-----რმა დაურეკა ცოლს, რომლისაგანაც შეიტყო რომ ნ---- იმყოფებოდა მეზობელთან და იქ დარჩებოდა ღამეც. ჩათვალა რომ ამაში გასაკვირი არაფერი არ იყო, რადგან ადრეც დარჩენილა ნ---- მეზობელთან. დივანზე ჩაეძინა. იმავე ღამეს პოლიციელებმა გააღვიძეს და პოლიციაში წაიყვანეს. ა----- გ-----რის ჩვენების თანახმად მას ნ---- გ----ას მიმართ გარყვნილი ქმედება არ ჩაუდენია.
რაც შეეხება სხვა სადავო მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლოში დაკითხული დაზარალებულ ნ---- გ----ას ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ყავს დედა მ--ა გ-----რი და და. მ--ა გ-----რი და ა----- გ-----რი ცოლ-ქმარნი არიან და ყველანი სამი წელია ერთად ცხოვრობენ. ა-----ი ზრუნავს მასზე და უვლის, როგორც მამა. ამ ხნის განმავლობაში ა----- გ-----რის მხრიდან არ ყოფილა შემთხვევა ა----- დაეყვიროს მისთვის, სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს. 20-8 წლის 29 აპრილს დედა მ--ა გ-----რი არ იმყოფებოდა ბათუმში. თვითონ ნ---- გ----ა სახლში იმყოფებოდა. რაღაც შეჭამა და მოიწამლა. გახდა ცუდად და სიცხემ აუწია. ავადმყოფს ა-----ი უვლიდა. ა-----ი შედიოდა მის ოთახში მას ასმევდა წამლებს გაუსინჯა სიცხე. საღამოს დაძინებისას ა-----ის მოლოდინში ჩაეძინა. როცა გაიღვიძა უნდოდა ტუალეტში, ძალიან ცუდად იყო სიცხისგან კანკალებდა. ადგა და ჩავიდა ქვევით კიბით. კიბეზე წაიქცა. როგორ აღმოჩნდა მეზობელთან არ ახსოვს. მეორე დღეს აღმოჩნდა პოლიციაში, სადაც მოითხოვეს მისგან რაღაცაზე ხელი მოეწერა. მას უნდოდა დედის ნახვა ითხოვდა, რომ დედა მიეყვანათ პოლიციაში, მაგრამ არავინ მიიყვანა. ნ---- გ----ას განმარტებით გ-----რის მხრიდან მასზე რაიმე სახის ზემოქმედებას ადგილი არ ქონია. რაც შეეხება დაზიანებებს, კისერზე არსებული დაზიანება იყო ალერგიით გამოწვეული. ტუჩებზე არსებული სისხლი გამოწვეულია იმით, რომ იგი დაწოლისას იკვნეტს ტუჩებს და ეს ჩვევა ბავშობიდან აქვს.
დაზარალებული დედის მ--ა გ-----რი ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ა----- გ-----რი არის მისი მეუღლე. ყავს ასევე ორი შვილი. უფროსი ნ---- გ----ა წინა ქორწინებიდან შეეძინა. ყველანი უკვე სამი წელი ცხოვრობენ ერთად ბათუმში. ა----- გ-----რი მუშაობს და არჩენს ჯახს. 20-8 წლის 29 აპრილს იყო მეცხრე თვეში ფეხმძიმედ და სამშობიაროდ გაემგზავრა ბათუმიდან სამეგრელოში. სახლში დარჩა ა----- გ-----რი ნ----სთან ერთად. მის არ ყოფნაში ნ---- ცუდად გახდა და სიცხემ აუწია. ა-----ი მუშაობდა ამიტომ მუდმივად არ იყო სახლში, თუმცა წამლის მიღების დროს აკითხავდა ნ---- გოიას და აძლევდა წამლებს. 29 აპრილს დაურეკა მეზობელმა, აუწყა მომხდარი თაობაზედ და უთხრა, რომ ნ---- მეზობელთან იმყოფებოდა. მეზობელმა ისიც აუწყა რომ მომხდარს შეატყობინებდა პოლიციას. მ--ა გ-----რმა არ დაიჯერა მეზობლის მონაყოლი, რადგან ბოლომდე ენდობა მეუღლეს და ჯეროდა მისი სიმართლის. სთხოვა მეზობელს, რომ მის მისვლამდე არ შეეტყობინებინა პოლიციისთვის და გაერკვეოდა მაგრამ არავინ დაუჯერა. მმომხდარის შესახებ მოგვიანებით ესაუბრა შვილს. გასაუბრების შემდეგ იგი დარწმუნდა, რომ არავითარ სექსუალურ ქმედებას ადგილი არ ქონია. იმ მომენტისათვის ნ----ს ჰქონდა მაღალი სიცხე და მისი ნაამბობი არ არის დასაჯერებელი.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ მ--ა ღ--------–---–ი დაკითხვის ანალიზით ირკვევა, რომ ცხოვრობს ქ. ბათუმში, ბ---- ქუჩა N23-ში ოჯახთან ერთად. ყავს მეზობლები ა----- გ-----რი, მისი მეუღლე მ--ა გ-----რი. ა-----ი და მ--ა არიან მეუღლეები. მ--ას ყავს შვილი 12 წლის ნ---- გ----ა. 20-8 წლის 29 აპრილს, ღამით დაახლოებით 23:00 საათზე იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში დის ქმართან გ-- გ-----------სთან ერთად რა დროსაც მ--ა ღ--------–---–მა დაინახა, რომ მათ სახლში კიბეებზე არბოდა მ--ა გ-----რისა და ა----- გ-----რის შვილი ნ---- გ----ა, რომელსაც ტუჩიდან მოსდიოდა სისხლი, სახე ჰქონდა სულ წითელი და კანკალებდა, იყო ფეხშიშველი, ტანზე კი ეცვა საღამური, შარვალი და მაისური. მ--ა ღ--------–---–ისა განმარტებით მას შემდგომ, რაც ნ---- გ----ას კითხეს, რა მოხდა მან განუმარტა, რომ თავისი მამინაცვალი ა-----ი შევიდა მასთან საწოლში, რა დროსაც დაუწყო კოცნა ტუჩებში და ეუბნებოდა ხმა არ ამოიღო მეზობლებმა არ გაიგოსო, ასევე დაარტყა ხელი სახეში, რის გამოც, ნ----მ ხელზე უკბინა ა-----ს და სწორედ ასე დააღწია თავი მას და გამოვარდა სახლიდან. ნ---- გ----ა იყო აღელვებული, შეშინებული, კანკალებდა და ტიროდა. ნ---- გ----ას ფეხზე არ ეცვა არაფერი, ტანთ ეცვა მხოლოდ საღამურები, ტუჩიდან მოსდიოდა სისხლი, მკერდის არეში, ყურთან და ზურგის არეში ჰქონდა სიწითლეები.
მოწმის სახით დაკითხულ გ-- გ----------ის ჩვენების ანალიზით დადასტურდა მ--ა ღ--------–---–ის ჩვენებაში აღწერილი გარემოებები.
მოწმის სახით დაკითხულ რ----- კ----ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში. 20-8 წლის 29 აპრილს თანამშრომელთან თ------ ა--–----თან ერთად გამოცხადდა შეტყობინების ინიციატორთან მ--ა ღ--------–---–თან ქ. ბათუმში ბ----ის ქუჩა N23-ში. ბინაში იყო მ--ა ღ--------–---–ი, გ-- გ----------- და მცირეწლოვანი ნ---- გ----ა, რომელიც იყო შეშინებული, კანკალებდა და ტიროდა, ტანთ ეცვა საღამურები, მაისური და შარვალი, იყო ფეხშიშველი, ტუჩიდან მოსდიოდა სისხლი, მკერდის არეში, ყურთან და ზურგზე აღენიშნებოდა დაზიანებები, სიწითლეები. ნ---- გ----ას განმარტებით თავისი მამინაცვალი ა-----ი შევიდა მასთან საწოლში, რა დროსაც დაუწყო კოცნა ტუჩებში და ეუბნებოდა ხმა არ ამოიღო მეზობლებმა არ გაიგოსო, ასევე დაარტყა ხელი სახეში, რის გამოც, ნ----მ ხელზე უკბინა ა-----ს და სწორედ ასე დააღწია თავი მას და გამოვარდა სახლიდან. აღნიშნულის შემდგომ პოლიციის თანამშრომლები რ----- კ----ე და თ------ აბაშიძე გადავიდნენ ბ----ის ქუჩა N16-ში მდებარე ა----- გ-----რის სახლში მასთან გასაუბრების მიზნით, ადგილზე მისვლის შემდგომ ა-----ი კარს არ აღებდა, თუმცა გადაადგილდებოდა ოთახში და აშკარა იყო, რომ სახლში იყო. რამდენიმე წუთის შემდგომ ა-----მა გააღო კარი, ის იყო ჩაცმული, თან ჰქონდა პატარა ხელჩანთა, ასდიოდა ალკოჰოლური სასმელების სუნი. პოლიციის დანახვისთანავე ა-----ი გახდა აგრესიული და აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ის ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული.
მოწმის სახით დაკითხულ თ------ აბაშიძის და დ---ა კ---–--–--ის ჩვენების ანალიზით დადასტურდა რ----- კ----ის ჩვენებაში აღწერილი გარემოებები.
ნ---- გ----ას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის მიზნით 20-8 წლის 30 აპრილს, დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან 20-8 წლის 11 ივნისს გაცემული ექსპერტიზის N003965318 დასკვნის თანახმად, ნ---- გ----ას აღენიშნებოდა ნასკდომი ქვედა ტუჩის შიგნითა ზედაპირზე და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის/საგნების ზემოქმედებით, დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 20-8 წლის 29 აპრილს. ხსენებული ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში აღწერილია ის ადგილები, სადაც აღენიშნებოდა ნ---- გ----ას დაზიანებები კერძოდ: ქვედა ტუჩის არეში, მარცხენა კუთხეში, ლორწოვანზე აღენიშნებოდა ოვალური ფორმის, უსწორო კიდეების მქონე, მოთეთრო ნადებით დაფარული ფსკერის მქონე ნასკდომი 0.5-0.2 სმ, ირგვლივ მოიისფრო მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი, მარჯვენა ყვრიმალის არეში აღენიშნებოდა მოიისფრო ფერის, ოვალური ზომის სისხლნაჟღენთი. ასეთივე ხასიათის რკალოვანი ფორმის სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა მარცხენა მტევნის 1 ნების ძვლის საპროექციო მიდამოში, ზურგით ზედაპირზე. კისრისა და გულმკერდის საზღვარზე, წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა მოიისფრო მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი. მარჯვენა ყურის ნიჟარის გარეთა ზედაპირზე, შუა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი.
ამრიგად ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთ საწინააღმდეგოა, ეს მტკიცებულებები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ასეთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ იქნება დაცული. მიუხედავად ამისა ბრალდების მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, რომ სასამართლომ ეს მტკიცებულებები ჩათვალოს ერთმანეთთან შეჯერებულად, ურთიერთ თავსებადად და ბრალდებულის მამართ დაადგინოს გამამტყუნებელი განაჩენი.
ბრალდების მხარემ ერთის მხრივ წარმოადგინა დაზარალებული არასრულწლოვანი ნ---- გ----ა, რომელიც სასამართლოში დაკითხული იქნა ბრალდებულისგან განცალკევებით, ისე რომ ბრალდებულს საერთოდ არ მიუღია მონაწილება დაზარალებულის დაკითხვაში. დაკითხვისას ნ---ი გ----ამ კატეგორიულად გამორიცხა ა----- გ-----რის მხრიდან მასზე სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.
ასევე წარმოადგინა და მოწმის სახით დაკითხა დაზარალებულ ნ---- გ----ას დედა მ--ა გ-----რი. მ--ა გ-----რმაც კატეგორიულად გამორიცხა ა----- გ-----რის მხრიდან მის შვილზე ნ---- გ----აზე სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.
ხოლო მეორეს მხრივ წარმოადგინა მოწმეები, რომლებიც არ არიან დანაშაულებრივი ფაქტის უშუალო შემსწრენი და თვით მხილველები და ყველა მათგანმა სასამართლოს ცალსახად დაუდასტურა, რომ ა----- გ-----რის მხრიდან ნ---- გ----აზე სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების შესახებ მოისმინეს თვით ნ---- გ----ასგან.
ამრიგად სასამართლომ აანალიზებს რა ამ ურთიერთ გამომრიცხავ მტკიცებულებებს თვლის, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ა----- გ-----რის მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე. სასამართლო თვლის, რომ ყველა მოწმის ჩვენება მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს ირიბ ჩვენებას და ეს ჩვენებები, რაიმე თუნდაც ერთი სხვა უცილობელი (პირდაპირი) მტკიცებულებით არ არის გამყარებული.
რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ასახავს ნ---- გ----ას სხეულზე არსებულ მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ნ---- გ----ას სხეულზე არსებული დაზიანებები არ არის განვითარებული ისეთ მიდამოებში, რომელიც მეტ წილად დამახასიათებელია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის (მაგალითად შორისის მიდამოში ან ეროგენულ ზონებში). სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ამგვარი სახის დაზიანებანი დაზარალებულებში გხვდება მაშინაც, როდესაც მასზე ხორცილდება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა ოჯახში ჩადენილი ძალადობის დროს. დაზარალებულს აღენიშნება სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებანი ისეთ ადგილებში, რომელიც შესაძლებელია წარმოიშვას და განვითარდეს ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო პირობებშიც და საერთოდ არ ქონდეს კავშირი დანაშაულთან. (სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ 12 წლის დაზარალებულმა სასამართლო პროცესზე მის ტუჩზე განვითარებულ დაზიანებაზე განაცხადა, რომ ამგვარი დაზიანება ხშირად აქვს, რადგან ჩვევად აქვს ტუჩების მოკვნეტა სიმშრალის გამო და ტუჩები ახლაც დახეთქილი აქვს.)
სასამართლო განმარტავს, რომ თუკი დაზარალებული სასამართლოზე პროცესზე მისცემდა ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებას და ეს ჩვენება შესაბამისობაში იქნებოდა მის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან ასეთი მოცემულობისას სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა ბრალდებულის საწინააღმდეგოდ სხვა ძალას შეიძენდა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებულმა კატეგორიულად უარყო დანაშაულის ჩადენის ფაქტი და საერთოდ გამორიცხა რაიმე სახის ძალადობაც კი ბრალდებულის მხრიდან და იმავდროულად სახეზეა მხოლოდ ამგვარი ლოკალიზაციის მსუბუქი ხარისხის დაზიანებანი ასეთ შემთხვევაში ექპერტიზის დასკვნა ვერ ჩაითვლება დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად. ამგვარი ექსპერტიზის დასკვნა არაფერს არც უარყოფს და არც ადასტურებს.
გარდა ზემოაღნიშნული ანალიზისა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე, სასამართლო ხაზს უსვამს- მნიშვნელოვან გარემოებაზე, რაც გამოიკვეთა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. კერძოდ: ბრალდების მხარეს უტყუარ და დადგენილ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ იმ დროს, როდესაც ა----- გ-----რი არასრულწლოვან ნ---- გ----ას მიმართ ახორცილებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას ნ---- გ----ამ ხელზე უკბინა მოძალადეს და ამგვარად გაითავისუფლა თავი მოძალადისგან, რის შემდეგაც საშველად მიმართა მეზობლებს და მომხდარის შესახებ მაშინვე უამბო, როგორც მეზობლებს ისე ადგილზე მისულ პოლიციის მუშაკებს. სასამართლო აანალიზებს რა ბრალდების მხარის ამგვარ დასკვნას თვლის, რომ თუ დაზარალებულის მხრიდან ხელზე კბენა გახდა ერთადერთი საშუალება მოძალადის თავდასხმისგან თავის დაღწევის და მხოლოდ ამგვარი ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მოხერხდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამ--აცის შეჩერება, მაშინ ბუნებრივია გამოძიებას უნდა ქონოდა გონივრული მოლოდინი, რომ ამეთ გ-----რს (უახლოეს საათებში მაინც) შესაძლებელია სხეულზე ქონოდა კბენის კვალი. დაკავებისას ამეთ გ-----რს დაზინებანი არ აღენიშნებოდა. (იხ დაკავების ოქმი) მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას საქ. სსსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამეთ გ-----რის სხეულზე საქმისათვის მნიშვნელოვანი კვალის აღმოსაჩენად სრული შესაძლებლობა ქონდა დაენიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ასეთი ექსპერტიზა მაინც არ დანიშნა. (გამოძიება დაკმაყოფილდა მხოლოდ ბრალდებულის მხრიდან სამედიცინო შემოწმების შეთავაზებაზე უარის თქმით).
ამრიგად სასამართლო მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ გამოძიების წარმოების პროცესში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა და ჩატარდა მხოლოდ დაზარალებულს სხეულზე არსებული კვლების დასადგენად. მიუხედავად საკმარისი გარემოებების არსებობისა ბრალდებულის სხეულზე კვლების დასადგენად ან უარსაყოფად ექსპერტიზა არ დანიშნულა. ასეთ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მარტო დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებებს არსებობა არ არის საკმარისი სრული და ნათელ სურათის შესაქმნელად.
სასამართლო აღნიშნავს: მიუხედავ იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას არ ახდენს ცალმხრივად მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებათა შეფასებას და არ თვლის, რომ მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ანალიზი უნდა მოხდეს. არა, სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებებს და ბრალდებულის ჩვენებაში აღწერილ გარემოებებსაც იღებს მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი კრიტიკის შემდეგ და თვლის, რომ მათი სათანადო ანალიზი აუცილებელია სამართლიანი გადაწყვეტილებისათვის.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი იყო გარკვეულიყო რამ გამოიწვია, ის რომ 12 წლის გოგონა ღამის საათებში ადგა საწოლიდან, გავიდა გარეთ და ფეხშიშველი გადავიდა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მეზობელთან. თვითონ დაზარალებულმა აღნიშნული გარემოება ვერ ახსნა და განმარტა, რომ მოიწამლა ქონდა სიცხე და არ ახსოვს, როგორ აღმოჩნდა მეზობელთან და არც ის ახსოვს რა უთხრა მეზობლებს. მეორე პირი, ვინც იმყოფებოდა დაზარალებულთან ერთად ეს არის ა----- გ-----რი, მან ასევე უარყო დანაშაულებრივ ფაქტის არსებობა. დაზარალებულის დედამ, რომელიც დაიკითხა (მის შესახებ ბრალდების მხარე შესავალ სიტყვაში ამტკიცებდა, რომ წარმოადგენდა მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობით დაადასტურებდა სასამართლოში ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულში) მოწმის სახით კატეგორიულად გამორიცხა დანაშაულის არსებობა და განმარტა, რომ კარგად იცნობს მის შვილს და მეუღლეს, დანაშაულის შესახებ ესაუბრა შვილს და იცის, რომ სექსუალურ ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ადგილი არ ქონია. ნ----ს ქონდა მაღალი სიცხე და მეზობელს რაც მოუყვა არ არის დასაჯერებელი. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული მასზე დაყრდნობით დანაშაულებრივი ფაქტის უცილობელი მტკიცება ვერ მოხდება.
ამრიგად, ყველა ზემოთ წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა ცალ-ცალკე და ერთობლიობაში სასამართლოს წინაშე ვერ გასცა პასუხი დასმულ კითხვას. რაც, შეეხება სხვა მტკიცებულებებს ეს მტკიცებულებები არის ირიბი ჩვენებები და მარტო ეს მტკიცებულებები არ არი საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვამდე სახელმწიფო ბრალმდებელმა საქმის ფაქტობრივი გარემოებები სწორად დაადგინა, კერძოდ მის ხელთ არსებული მასალებით დასაბუთებული ვარაუდით დაზარალებული ამხელდა ამეთ გ-----რს დანაშაულის ჩადენაში, ასევე დაზარალებული მიერ გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაში იყო სხვა მოწმის ჩვენებაში აღწერილ გარემოებებთან და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. აქედან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების შესაბამისად მხოლოდ ირიბი ჩვენებები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კან---ით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კან---ით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან პ.44,45)
მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო პროცესზე არ წარმოადგენს ბრალდებულ ა----- გ-----რის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარის საფუძველს. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo (ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის) გათვალისწინებით, რომელიც ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კან---ით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა----- გ-----რის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ა----- გ-----რი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-138-ე მუხლის მესამე ნაწილს „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ა----- გ-----რ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-138 მუხლის მე-3 ნაწილის „გ’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ა----- გ-----რის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ ა----- გ-----რს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
განაჩენი კან---იერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი