გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2019
საქმის ნომერი
150210018002748527
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

150210--8002748527

საქმე № 2/235-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 თებერვალი, 2019 წელი ქ.ახალქალაქი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს

 

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი ეთერ მაღრაძე

 

მოსარჩელე - ს- “თ-----------”

წარმომადგენელი - რ--------–-------

მოპასუხეები - 1. ნუ-------------ძე

2. მა-----------ე

3. გი---–------------ე

 

დავის საგანი: ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებული თანხის გადასახდელად დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):

1.1. მოპასუხეებს - ნუ-------------ძეს, მა-----------ეს და გ----–---------ს ს- „თ-----------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 12 984, 51 (თორმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდა ოთხი ლარი და 51 თეთრი) ლარი, საიდანაც 10 798,76 (ათი ათას შვიდას ოთხმოცდა თვრამეტი ლარი და 76 თეთრი) ლარი არის ძირითადი თანხა, 1 657, 67 (ათას ექვსას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და 67 თეთრი ) ლარი არის დარიცხული პროცენტი, 28, 08 (ოცდარვა ლარი და 08 თეთრი) ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 500 ლარის არის დარიცხული ჯარიმა.

 

მოპასუხეებს ნუ-------------ძეს, მა-----------ეს და გი---–------------ეს ს- ,,თ-----------ს" სასარგებლოდ N4-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროთ დავალიანების თანხის 18 173,99 (თვრამეტი ათას ას სამოცდაცამეტი ლარი და 99 თეთრი) ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 10 798,76 ლარი, სესხის პროცენტი შეადგენს 1 657,67 ლარს, დასაფარი ჯარიმა 5 689,48 ლარია, ხოლო დაზღვევის პრემია შეადგენს 28,08 ლარს) სოლიდარულად გადახდა.

 

მოსარჩელე ს- “თ-----------” -ს წარმომადგენელმა რ--------–-------მ სასამართლო სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ჯარიმის ნაწილში და მოითხოვა მოპასუხეებს ჯარიმის სახით დაეკისროთ 500 ლარი. ასევე უარი თქვა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლის აღსრულებაზე.

 

(იხ. სარჩელი, 2019 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: 2016 წლის 29 ნოემბერს ს- ,,თ----------სა" და ნუ-------------ძეს შორის დაიდო N0---.4------.0-- ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, რომლითაც ბანკი და მსესხებელი შეთანხმდნენ საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წეს-ა და პირობებზე.

 

2016 წლის 01 დეკემბერს ს- „თ----------სა“ და ნუ-------------ძეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N4--------------, რომლითაც ნუ-------------ძეზე ბანკმა სესხის სახით გასცა 16000 ლარი, წლიურად 25% სარგებლის გადახდევინებით, სესხის ვადად განისაზღვრა 28 თვე.

 

2015 წლის 01 დეკემბერს სადაზღვევო კომპანია ჯ-----------–----გში დაზღვეულ იქნა მსესხებლის ნუ-------------ძის სიცოცხლე, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პრემია შეადგენდა მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიურ 1%-ს, რომლის გადახდის ვალდებულებაც ნუ-------------ძეს ეკისრებოდა.

 

2015 წლის 01 დეკემბერს ს- ,,თ----------სა“ და მა-----------ეს შორის დაიდო N1------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მა-----------ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა N4-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ მსესხებლის ნუ-------------ძის ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, თავდებობის ზღვრულ თანხად განისაზღვრა 20 800 ლარი.

 

2015 წლის 01 დეკემბერს ს- ,,თ----------სა“ და გი---–------------ეს შორის დაიდო N1------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც გი---–------------ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა N4-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ მსესხებლის ნუ-------------ძის ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, თავდებობის ზღვრულ თანხად განისაზღვრა 20800 ლარი.

მსესხებელს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა გადახდის გრაფიკით დადგენილი პერიოდულობით თანხის დაფარვის გზით, თუმცა მსესხებელმა არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებათა პირობები, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის არაერთხელ დარღვევაში და წარმოშობილი დავალიანების დაუფარებლობაში, მას დაუგროვდა დავალიანება და იგი ვერ ახერხებს ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რის გამოც მოპასუხეებს არაერთხელ ეცნობა, ასევე 2018 წლის 14 სექტემბერს მოპასუხეებს მათივე განცხადების საფუძველზე გახსნილ ელ. ფოსტაზე გაეგზავნათ შეტყობინება (გამაფრთხილებელი წერილი), რომლითაც ეცნობათ მოსალოდნელი შედეგების შესახებ, თუმცა უშედეგოდ, დავალიანება არ დაფარულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხეებმა ნუ-------------ძემ, მა-----------ემ და გ----–---------მ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს .

 

მოპასუხე ნუ-------------ძემ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად და

მხარი დაუჭირა მოსარჩელის დაზუსტებულ მოთხოვნას.

 

მოპასუხეები მა-----------ემ და გ----–---------მ სასამარლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2016 წლის 29 ნოემბერს ს- ,,თ----------სა" და ნუ-------------ძეს შორის დაიდო N0---.4------.0-- ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, რომლითაც ბანკი და მსესხებელი შეთანხმდნენ საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წეს-ა და პირობებზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N0---.4------.0-- ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ;

3.1.2. 2016 წლის 01 დეკემბერს ს- „თ----------სა „ და ნუ-------------ძეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N4--------------, რომლითაც ნუ-------------ძეზე ბანკმა სესხის სახით გასცა 16000 ლარი, წლიურად 25% სარგებლის გადახდევინებით, სესხის ვადად განისაზღვრა 28 თვე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N4--------------;

- კრედიტის გაცემისა და დაფარვის გრაფიკი;

 

3.1.3. 2015 წლის 01 დეკემბერს სადაზღვევო კომპანია „ჯ----------–-----–- „ დაზღვეულ იქნა მსესხებლის ნუ-------------ძის სიცოცხლე, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პრემია შეადგენდა მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიურ 1%-ს, რომლის გადახდის ვალდებულებაც ნუ-------------ძეს ეკისრებოდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაზღვევის პოლისი N4--------------;

3.1.4. 2015 წლის 01 დეკემბერს ს- ,,თ----------სა“ და მა-----------ეს შორის დაიდო N1------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მა-----------ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა N4-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ მსესხებლის ნუ-------------ძის ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, თავდებობის ზღვრულ თანხად განისაზღვრა 20 800 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N1------------ თავდებობის ხელშეკრულება;

3.1.5. 2015 წლის 01 დეკემბერს ს- ,,თ----------სა „ და გი---–------------ეს შორის დაიდო N1------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც გი---–------------ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა N4-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ მსესხებლის ნუ-------------ძის ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, თავდებობის ზღვრულ თანხად განისაზღვრა 20 800 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-N1------------ თავდებობის ხელშეკრულება;

 

3.1.6. მსესხებელს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა გადახდის გრაფიკით დადგენილი პერიოდულობით თანხის გადახდის გზით, თუმცა მსესხებელმა არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულების პირობები, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის არაერთხელ დარღვევაში და წარმოშობილი დავალიანების დაუფარაობაში, მას დაუგროვდა ვადამოსული დავალიანება ს- ,,თ-----------ს მიმართ, რაც სარჩელის აღძვრის მომენტისთვის შეადგენს: 18 173,99 (თვრამეტი ათას ას სამოცდაცამეტი ლარი და 99 თეთრი) ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 10 798,76 ლარი, სესხის პროცენტი შეადგენს 1 657,67 ლარს, დასაფარი ჯარიმა 5 689,48 ლარია, ხოლო დაზღვევის პრემია შეადგენს 28,08 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია;

- საბანკო პროგრამიდან ამოღებული ინფორმაცია დავალიანების შესახებ;

 

3.1.7. ნუ-------------ძემ არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის შედეგადაც მას დაუგროვდა დავალიანება, რის თაობაზეც არაერთხელ ეცნობა პირადად, აგრეთვე 2018 წლის 14 სექტემბერს მოპასუხეებს მათ ელ. ფოსტაზე გაეგზავნათ შეტყობინება (გამაფრთხილებელი წერილი), რომლითაც ეცნობათ, რომ დარღვეული იყო სესხის ხელშეკრულებით მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები და განემარტათ მოსალოდნელი შედეგების შესახებ, თუმცა უშედეგოდ, დავალიანება არ დაფარულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-განაცხადები ელ. ფოსტის გახსნა-მომსახურებაზე;

-შეტყობინება და მისი ჩაბარების დასტურები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე-873-ე, 891-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საფუძველია მხარეთა შორის არსებული საბანკო კრედიტის, სესხის ურთიერთობა. დადგენილია, რომ მხარეებს ს- ,,თ----------სა'' და ნუ-------------ძეს, მა-----------ესა და გი---–------------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. ნუ-------------ძემ, მა-----------ემ და გი---–------------ემ მოსარჩელე ს- ”თ----------თან” გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მიიღეს სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინათ შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მათ არაჯეროვნად შეასრულეს ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე ს- ,,თ-----------'', ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს- ,,თ-----------'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის 10 798,76 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე 12 984, 51 (თორმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდა ოთხი ლარი და 51 თეთრი ნაწილში) გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 545.22 ლარი. ვინაიდან საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი 12 984, 51 ლარის ნაწილში, ს- „თ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის პროპორციული ბაჟის თანხა - 545.22 (ხუთას ორმოცდახუთი ლარი და 22 თეთრი) ლარი.

 

მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საფოსტო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს- „თ-----------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს შემდეგი სახით:

1.1. მოპასუხეებს - ნუ-------------ძეს, მა-----------ეს და გ----–---------ს ს- „თ-----------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 12 984, 51 (თორმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდა ოთხი ლარი და 51 თეთრი) ლარი, საიდანაც 10 798,76 (ათი ათას შვიდას ოთხმოცდა თვრამეტი ლარი და 76 თეთრი) ლარი არის ძირითადი თანხა, 1 657, 67 (ათას ექვსას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და 67 თეთრი ) ლარი არის დარიცხული პროცენტი, 28, 08 (ოცდარვა ლარი და 08 თეთრი) ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 500 ლარის არის დარიცხული ჯარიმა.

 

3.მოსარჩელე - ს- „თ----------ს“ სრულად დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 545.22 (ხუთას ორმოცდახუთი ლარი და 22 თეთრი) ლარი;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან