გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2019
საქმის ნომერი
330210018002657073
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/28538-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 იანვარი 20-9 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი“

წარმომადგენელი - გ-----------------

მოპასუხეები - ნ---------–--ე, გ------------–---–ი

წარმომადგებელი - ც---------------ე

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ---------–--ეს და გ------------–---–ს, სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 109 107.97 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 94 534.41 აშშ დოლარი, პროცენტი - 11 542.43 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2 912.28 აშშ დოლარი და საკომისიო 118.85 აშშ დოლარი;

1.2. ნ---------–--ეს და გ------------–---–ს, სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის აღძვრიდან (02.10.20-8) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 27.19 აშშ დოლარის გადახდა. (ძირ თანხაზე დასარიცხი სარგებელი წლიური 10.5 %);

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთული ნ---------–--ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ვ-–----–----–-----------ი N7- ბ, ბ N5-, საკადასტრო კოდით N 0-.1-.0-.0--.0--.0-.0---

1.4. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ნ---------–--ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ - მოძრავი ქონება;

1.5. მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღასრულებლად;

1.6. მოპასუხეებს ნ---------–--ეს და გ--- ქვ-----–--ლს სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 5 000 ლარის გადახდა.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

20-5 წლის 3 აგვისტოს, სს „ს----------–--------ს“, ნ---------–--ეს და გ------------–---–ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნულის თანახმად, საკრედიტო ლიმიტმა შეადგინა 150 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 300 თვით. აღნიშნული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ს----------–--------ს“ ნ---------–--ეს და გ------------–---–ს შორის 20-6 წლის 19 მაისს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ---------–--ის და გ------------–---–ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 97 200 აშშ დოლარის ოდენობით, 180 თვის ვადით, წლიური 10.5 % სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5 % - ის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა საკომისიო კრედიტის თანხის 1 %, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა.

 

20-5 წლის 0- აგვისტოს გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ს----------–--------ს“ და ნ---------–--ეს შორის, დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ნ---------–--ის კუთვნილი უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, ვა–------–----–------------ N 7- ბ, ბინა N5-, ფართი:104.39 კვ.მ, საკადასტრო კოდი N0------------------------

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ სს „ს----------–--------ი“-ს მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად - მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. მსესხებლის მიერ 20-8 წლის 08 მაისის შემდეგ არ განხორციელებულა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა და მანამდეც სისტემატიურად ხდებოდა გრაფიკის დარღვევა. მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაფარვა. საკრედიტო დავალიანების შესახებ მოპასუხეებს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნათ და მიეცათ ორი კვირის ვადა არსებული დავალიანების დასაფარად. მიუხედავად აღნიშნულისა, ვალდებულება არ შესრულებულა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. შესაგებელში აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის 20-5 წლის 0- აგვისტოს დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების თანახმად, სესხის სახით გადაეცათ თანხა არა 97 200 აშშ დოლარი, არამედ 95 000 აშშ დოლარი, 180 თვის ვადით წლიური საპროცენტო განაკვეთი 9 %. აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი 20-6 წლის 19 მაისის ხელშეკრულებაში ბანკმა გაზარდა 10.5 %-მდე. სესხის გადახდის უზრუნველყოფა ძირითადად დამოკიდებული იყო ნ---------–--ის შემოსავლებზე, მას შემდეგ რაც იგი მოულოდნელად გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან ბანკის ლიკვიდაციის დაწყების გამო, მოსარჩელესთან შეთანხმებით 20-6 წლის 22 დეკემბერს მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია, რამაც სესხი გააძვირა - 400 აშშ დოლარით. მოპასუხეთა განმარტებით, არ მიუღიათ გაფრთხილება მოსარჩელის მხრიდან.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20-5 წლის 3 აგვისტოს, სს „ს----------–--------ს“, ნ---------–--ეს და გ------------–---–ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნულის თანახმად, საკრედიტო ლიმიტმა შეადგინა 150 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 300 თვით. აღნიშნული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ს----------–--------ს“, ნ---------–--ეს და გ------------–---–ს შორის, 20-6 წლის 19 მაისს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ---------–--ის და გ------------–---–ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 97 200 აშშ დოლარის ოდენობით, 180 თვის ვადით, წლიური 10.5 % სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5 % - ის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა საკომისიო კრედიტის თანხის 1 %, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 20-5 წლის 0- აგვისტოს საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 16 - 21);

- 20-6 წლის 19 მაისის საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 23 - 25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 20-6 წლის 19 მაისს 20-5 წლის 0- აგვისტოს საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ს----------–--------ს“ და ნ---------–--ეს შორის, დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ნ---------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ვა–------–----–------------ N 7- ბ, ბინა N5-, ფართი:104.39 კვ.მ, საკადასტრო კოდი N0------------------------

 

იპოთეკის ხელშეკრულების 1-.2 პუნქტის თანახმად, ბანკს უფლება ჰქონდა განეხორციელებინა იპოთეკის საგნის გადახდევინებისთვის მიქცევა, მიუხედავად იმისა თუ ვის მფლობელობაში, სარგებლობაში ან საკუთრებაში იქნებოდა იპოთეკის საგანი.

 

იპოთეკის ხელშეკრულების 1-.4 პუნქტის თანახმად კი, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ 22 - 23);

- იპოთეკა (ს.ფ. 29 -33);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 38 – 39)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.3. მოპასუხეებმა დაარღვიეს სს ,,ს----------–--------თან“ დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გაცემული სესხის და საპროცენტო სარგებლის, ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად, ეტაპობრივად შესრულების თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხეების მიერ ბანკის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება შეადგენს: 109 107.97 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 94 534.41 აშშ დოლარი, პროცენტი - 11 542.43 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2 912.28 აშშ დოლარი და საკომისიო 118.85 აშშ დოლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- კრედიტის დაფარვის გრაფიკები (ს.ფ. 24-26);

- ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 40 - 51);

- ინფორმაცია დავალიანების შესახებ (ს.ფ. 52-53);

- შეტყობინება, საფოსტო კორესპონდენცია (ს.ფ. 54-60);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–---------ი“-ს სარჩელი ნ---------–--ისა და გ------------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30--ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 394-ე, 411-412-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ -ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------ს” და მოპასუხეებს შორის, არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება - მოვალეობათა განსაზღვრა. მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოხდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებების (სესხის ძირითადი თანხა, საპროცენტო სარგებელი) ცნობა, შესაბამისად, სადავოს არ წარმოადგენს ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის და აღნიშნულის გამო კრედიტორის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სს ,,ს----------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, სესხის ძირი თანხის 94 534.41 აშშ დოლარის და საპროცენტო სარგებლის 11 542.43 აშშ დოლარის ნაწილში. აქედან გამომდინარე, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება -მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო 0.5 %-ის ოდენობით არის მაღალი და უნდა შემცირდეს 10-ჯერ. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ოდენობიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო 10-ჯერ შემცირების შედეგად, უნდა განისაზღვროს 291.2 აშშ დოლარით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა მოვლენები მართლზომიერების ფარგლებში რომ მოთავსებულიყო.სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს. ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. შესაბამისად, მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით, უნდა დაეკისროს სესხის ძირ თანხაზე გადასახდელი სარგებელი წლიური 10.5 % გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

ამავე კოდექსის 30--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, მოსარჩელე (იპოთეკარი) სს ,,ს----------–---------ი” უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. სასამართლო მიუთითებს, რომ იპოთეკის არსებობა და ზემოაღნიშნულ ნორმათა დანაწესი ცალსახად ადგენს იმ შესაძლებლობებსა და უპირატესობებს, რაც კრედიტორის ფულადი ვალდებულების დაკმაყოფილების დროს აქვს. შესაბამისად, მოპასუხე მხარის პოზიცია იპოთეკის საგნის სარეალიზაციოდ მიქცევასთან დაკავშირებით სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება

 

ვინაიდან, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ კერძოდ, 106 07-.84 აშშ დოლარის ნაწილში, რაც წარმოადგენს მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის 7- %-ს, შესაბამისი პროპორციით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3800 ლარის ნახევარი 1900 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახაზინო ანგარიშიდან, ხოლო ნახევარი 1900 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარჩელის დაკმაყოფილებული დარჩენილი ნაწილის (21%) შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1050 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი (სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის ფარგლებში 3%) 150 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები. ამავე კოდექსის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაჩიო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ რამ განაპირობა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღასრულებლად მიქცევა, რამაც შემდგომში შესაძლოა გააძნელოს მისი აღსრულება, ზოგადად ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კრედიტორისათვის ზიანის მოტანას, თუმცა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემისათვის ეს მნიშვნელოვანი ზიანი უნდა იყოს, სადაც მხედველობაში მიიღება გადაწყვეტილებით დადგენილი შესასრულებელი ვალდებულების შინაარსი და ხასიათი. მით უფრო როცა მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სხვა რაიმე უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-ე, მე-8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 25--ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ს----------–--------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნ---------–--ეს და გ------------–---–ს, სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 106 486.89 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 94 534.41 აშშ დოლარი, პროცენტი - 11 542.43 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 291.2 აშშ დოლარი, საკომისიო - 118.85 აშშ დოლარი;

3. ნ---------–--ეს და გ------------–---–ს, სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის აღძვრიდან 02.10.20-8 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხის ძირ თანხაზე, 94 534.41 აშშ დოლარზე, სარგებლის წლიური 10.5 %-ის გადახდა.

4. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ნ---------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, გ-----------–------–----–-, N 7- ბ, სადარბაზო 1, სართული 17, ბინა N5-, საკადასტრო კოდით N0-.1-.0-.0--.0--.0-.0---

5. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით აღსრულება მიექცეს მოპასუხე ნ---------–--ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.

6. არ დაკმაყოფილდეს სს ,,ს----------–---------ი“-ს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე;

7. ნ---------–--ეს და გ------------–---–ს, სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2950 ლარის ანაზღაურება;

8. სს ,,ს----------–--------ს“ დაუბრუნდეს 02.10.20-8 წელს სს „ს----------–--------ი“-ს N1-- საგადახდო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარიდან 1900 ლარი;

 

9. სს ,,ს----------–--------ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 150 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტში მითითებული წესების დაცვით;

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე