განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2019
საქმის ნომერი
010100117002171669
დავის ტიპი
185 2 გ , 180 2 ბ
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002171669

საქმე N1-1005/17წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31.01.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხ----ა დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ფრ-----------–---ძე

 

ბრალდებული: ხა------------–-ძე

მამის სახელი: თე------

დაბადებული: 1--10.1986 წელი

პირადი ნომერი: 6---------7

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

მისამართი: ქ. თბილისი, სა-–--------

 

ადვოკატი - გვ--–------------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი; საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N170080917001

 

1 აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა

 

1.1. 2017 წლის ივლისის დასაწყისში ხა------------–-ძისთვის ცნობილი გახდა, რომ ნო------------–----ლი აქირავებდა თავისი მეუღლის შო------–----–-ძის საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, ალ. პუ–----ს ქ----დ-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას და მოტყუების გზით მითითებულ ბინაში უსასყიდლოდ ცხოვრება განიზრახა. ამ მიზნით, ხა------------–-ძე 2017 წლის 06 ივლისს დაუკავშირდა და შეხვდა ნო------------–----ლს, რომელიც ცრუ დაპირებით დაარწმუნა, რომ ყოველთვიურად 350 აშშ დოლარის გადახდის პირობით ზემოაღნიშნულ ბინას ერთი წლით იქირავებდა, ხოლო ქირავნობის თანხას ერთი თვის შემდეგ სრულად გადაუხდიდა. ამ გზით ხა------------–-ძემ 2017 წლის 06 ივლისიდან, 2017 წლის 31 აგვისტომდე იცხოვრა შო------–----–-ძის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, ისე რომ ქირავნობის თანხა არ გადაიხადა და მიიმალა, რითაც შო------–----–-ძეს მიაყენა 700 აშშ დოლარის ექვივალენტი 1699,18 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.2. 2017 წლის ივლისის ბოლოს ხა------------–-ძისთვის ცნობილი გახდა, რომ მა---------ას სურვილი ჰქონდა ექირავებია საცხოვრებელი ბინა და განიზრახა მისგან მოტყუებით თანხის დაუფლება. ამ მიზნით ხა------------–-ძემ მა---------ა მოატყუა და დაარწმუნა, რომ ქ. ბათუმში, ალ. პუ–----ს ქ----დ-ში მდებარე, შო------–----–-ძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა N-- ნაგირავები ჰქონდა 20 000 აშშ დოლარად და შეუთანხმდა, რომ ბინის ერთერთ ოთახს ყოველთვიურად 215 ლარის გადახდის შემთხვევაში მიაქირავებდა. მოტყუებულმა მა---------ამ, 2017 წლის 24 აგვისტოს, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინის ერთერთი ოთახის სექტემბრის თვეში ქირავნობის 215 ლარი ხა------------–-ძეს წინასწარ გადაუხადა, რაც ამ უკნასკნელმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნულიდან რამოდენიმე დღეში, 2017 წლის 01 სექტემბერს, მა---------ა ბინის მესაკუთრის მოთხოვნით საცხოვრებლად სხვა მისამართზე გადავიდა, რითაც მა---------ას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.3. თე------------ძე, რომელიც მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ქუთაისში საპარლამენტო კორესპოდენტად, დროებით საცხოვრებლად ქ. ბათუმში გადმოვიდა და მუშაობა გააგრძელა ქ. ბათუმში, მ. აბ-–----------ში მდებარე აჭარის ტელერადიომაუწყებლობის ცენტრალურ ოფისში. ვინაიდან, თე------------ძეს ქ. ბათუმში არ გააჩნდა საცხოვრებელი ბინა, ამიტომ ქირავნობის მიზნით სასურველი ბინის მოძებნაში დახმარებისთვის მიმართა თავის მეგობარ ნა----–---------ეს. ამ უკანასკნელმა თე------------ძეზე დახმარების აღმოსაჩენად სოციალურ ქსელში არსებულ ,,ყიდვა გაყიდვა ბათუმის’’ ვებგვერდზე გააკეთა განაცხადი იმის შესახებ, რომ თვეში 350 ლარის გადახდის პირობით იქირავებდა ბინას. ამის შემდეგ ნა----–---------ეს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ხა------------–-ძე, რომელმაც განიზრახა თაღლოთობის გზით თანხის დაუფლება და ამ მიზნით მოატყუა, რომ მას საკუთრებაში გააჩნდა ქ. ბათუმში, პუ–----ს ქუჩა N---ში მდებარე ბინა, თვეში 350 ლარად მიაქირავებდა. ამის შემდეგ ბინის დასათვალიერების და საბოლოო პირობებზე შეთანხმების მიზნით თე------------ძე, ნა----–---------ესთან ერთად 2017 წლის 28 აგვისტოს მივიდა ქ. ბათუმში, ალ. პუ–----ს ქ----ში მდებარე ბინა N---ში და ხა------------–-ძეს შეხვდნენ. ბინის დათვალიერების შემდეგ შეთანხდნენ, რომ თე------------ძე ბინას სამი თვით იქირავებდა, ორი თვის ქირის თანხის 700 ლარის წინასწარ გადახდის პირობით. ნა----–---------ის თანდასწრებით, ხა------------–-ძის სიმართლეში დარწმუნებულმა თე------------ძემ, იმავე დღეს 200 ლარი ხა------------–-ძეს ხელზე გადასცა, ხოლო დარჩენილი 500 ლარი 2017 წლის 29 აგვისტოს სს ,,თიბისი ბანკის’’ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით ხა------------–-ძის მითითებით მის პირად ანგარიშზე ჩარიცხა. ამის შემდეგ, 2017 წლის 02 სექტემბერს, თე------------ძე მივიდა მის მიერ ნაქირავებ ზემოთხსენებულ ბინაში საცხოვრებლად, მაგრამ ვერ შეძლო, ვინაიდან ბინა რეალურად სხვის საკუთრებას წარმოადგენდა. ამ გზით ხა------------–-ძემ მართლსაწინააღდეგოდ მიისაკუთრა თე------------ძის კუთვნილი 700 ლარი, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები

 

დაზარალებულმა მა---------ამ საქმის განხილვისას განაცხადა, რომ ცხოვრობს ქუთაისში; მისი შვილი სო------------ში ჩაირიცხა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე; ვინაიდან სწავლის გაგრძელება მოუწევდა ბათუმში, დაიწყო ბინის მოძიება; მისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე ეძებდა დაბალი ფასით ბინას, 2017 წლის ივლისის ბოლო რიცხვები იყო გორგილაძის ქუჩაზე მდებარე კაფე ბარ „ო---------------ში“ მოიკითხა და იქ მყოფმა მამაკაცმა უთხრა რომ მეუღლეს დაეკითხებოდა და შეეძლო გაექირავებინა ბინა; გამოართვა მისი მეუღლის ტელეფონის ნომერი , დაუკავშირდა, ქალბატონმა შეთავაზა, რომ მისულიყო ადგილზე და გაარკვევდნენ ამ საკითხს; ახალგაზრდა ქალი გაეცნო სახელით ხ----ა; მისი მითითებით ავიდნენ მეექვსე სართულზე; ხ----ამ უთხრა, რომ ბინა უკვე დაგირავებული ჰქონდა მეოთხე წელი 20 000 აშშ დოლარად, ბინის მესაკუთრე იყო ესპანეთში და ჯერ ჩამოსვლას არ აპირებდა და მიაქირავებდა ერთ ოთახს 215 ლარად; მხოლოდ მოითხოვა თანხის წინასწარ გადახდა; იმ პირობით მიაქირავა, რომ თავადაც იცხოვრებდა ბინაში; იმ დღესვე მოითხოვა ბეს სახით 50 ლარი; 28 ივლისს უნდა მისულიყო შვილთან ერთად ბინაში; გადასცა ხ----ამ ბინის გასაღები, ქუთაისიდან დაბრუნდა 2017 წლის 29 ივლისს და პირდაპირ მივიდა ამ მისამართზე; ბინაში დახვდა ხ----ა მეუღლესთან ერთად; შეთანხმებულ ოთახში შეუტანა თავისი ნივთები და დააწყო; მისვლიდან მეორე დღეს ხ----ამ უთხრა, რომ მისთვის უნდა გადაეხადა დარჩენილი 165 ლარი, ვინაიდან შვილი სწავლობდა ფასიან სასწავლებელში თავადაც მოძებნა ერთ-ერთ რესტორანში; მზარეულად მუშაობს; ბინაში მიდიოდა გვიან ღამით და ხ----ასთან არც საუბრის და არც ურთიერთობის დრო და საშუალება ჰქონდა; 24 აგვისტოს უთხრეს რომ დასასვენებლად საირმეში მიდიოდნენ და სექტემბრის ქირაც წინასწარ უნდა გადაეხადა; მისცა სექტემბრის თვის ქირის თანხაც 215 ლარი; მის შემდეგ ხ----ა არ გამოჩენილა; 31 აგვისტოს მივიდა უცხო მამაკაცი , რომელმაც თავი წარუდგინა როგორც ბინის მეპატრონე და უთხრა რომ ბინა სასწრაფოდ დაეცალა მიუხედავად თხოვნისა, მას დააცლევინა ბინა და დარჩა ქუჩაში; მან არ იცოდა თუ ხ----ას ბინის გაქირავების უფლება არ ჰქონდა მან მოატყუა და სხვისი ბინა მიაქრიავა , თან წინასწარ გამოართვა ქირის თანხა; მასთან დაკავშირებას ვერ ახრეხებდა, დღედე აუნაზღაურებელი აქვს ზიანი ; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 21.06.2018წ);

 

მოწმის სახით დაკითხულმა სო------------შიმ განაცხადა, რომ 2017 წელს დაამთავრა უ-----–--- მუსიკალური სასწავლებელი, რის შემდეგაც ჩაირიცხა ქალაქ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მაგისტრატურის ფაკულტეტზე, ვინაიდან სასწავლებლად ბათუმში გადმოვიდა გადაწყვიტა, რომ დაექირავებინა დედასთან ერთად ბინა ბათუმში. პუ–----ს ქუჩაზე #---ში დაიქირავეს 215 ლარად ერთი ოთახი ბინიდან სადაც ივლისის თვის ბოლოდან ცხოვრობდნენ ბინის მეპატრონესთან ხ----ასთან ერთად. აგვისტოს თვის ქირის თანხა წინასწარ გადაუხადა დედამ - მა---------ამ -- 215 ლარი. -შეთანხმებული იყვნენ, რომ ყოველი თვის 28 - რიცხვში გადაუხდიდა მომდევნო თვის ქირის თანხას. მიუხედავად ამისა 24 აგვისტოს ხ----ამ მოითხოვა წინასწარ სექტემბრის თვის ქირის თანხაც, რაც გადაუხადეს; რამოდენიმე დღეში ხ----ა ოჯახთან ერტად წავიდა ბინიდან. ისინი კი დარჩნენ ბინაში და მას შემდეგ ხ----ა საერთოდ აღარ გამოჩენილა. იმავე წლის 31 აგვისტოს ღამით როდესაც მარტო იმყოფებოდნენ , მათთან ბინაში მივიდა მათვის უცნობი მამაკაცი, რომელიც მათ წარუდგა, როგორც ბინის მესაკუთრე და მოიკითხა ხ----ა; აუხსნეს, რომ ხ----ა არ იყო მათთვის ცნობილი თუ სად იყო, თავად კი ხ----ას ნებართვით ცხოვრობდნენ ამ ბინაში და სექტემბრის თვის ქირის თანხაც უკვე ჰქონდათ გადახდილი; თხოვეს, რომ დაეტოვებინა ისინი ბინაში, თუმცა თხოვნის მიუხედავად გაბრაზებულმა მოითხოვა სასწრაფოდ რომ ბინა დაეცალათ. მათ არაფერი თავიდან არ იცოდნენ, ისინი ხ----ამ მოატყუა და სხვა ბინა მიაქირავა რაშიც წინასწარ გამოართვა სექტემბრის თვის ქირის თანხა ისე რომ არც კი უცხოვრიათ ბინაში, მათ იცხოვრეს ივლისის თვის 30 რიცხვიდან 01 სექტემბრის ჩათვლით და ყოველდღე ხვდებოდნენ ხ----ას და ტა-----–ს, რომელიც ხ----ას თქმით იყო მისი მეუღლე იყო. ხ----ას ტელეფონი გამორთული ჰქონდა და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ; ხ----ამ მათ მოტყუებიტ გამოართვა 215 ლარი; ამ დრომდე არ აუნაზღაურებია; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 21.06.2018წ)

 

მოწმის სახით დაკითხვისას ნა----–---------ემ განაცხადა, რომ არის პროფესიით ჟურნალისტი თე------------ძეს იცნობს, ისიც ჟურნალისტია; ის იმ პერიოდისათვის იყო აჭარის ტელევიზიის საპარლამენტო ჟურნალისტი ქუთაისის ტელევიზიაში; 2017 წლის ზაფხულში, საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით სამუშაოდ უნდა ჩამოსულიყო ბათუმში; თხოვა მოეძებნა მისთვის ბინა 350 ლარის ფარგლებში; სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა განაცხადი, რაზედაც გამოეხმაურა ხა------------–-ძე 2017 წლის აგვისტოს თვის ბოლო რიცხვები იყო შეთანხმდნენ, რომ ბინას აიღებდა თე------------ძე; შეთანხმებიდან მეორე დღეს მივიდა თე------------ძესთან ერთად ხსენებულ ბინაში, ბათუმში პუ–----ს ქ. # 35-ში მეექვსე სართულზე; ბინა იყო ოთხოთახიანი, იქ დახვდა მათ ხა------------–-ძე, რომელმაც როგორც მესაკუთრე, ასე წარუდგინა თავი; თ-----ს მოეწონა ბინის განლაგებაც და ფასიც; გადაწყვიტა, რომ ბინას იქირავებდა სამი თვით, ხოლო შემდეგ შესაძლებელია გაეგრძელებინა ერთი წლით; ყოველთვიურად კი თვის ბოლოს 30 რიცხვში ხ----ას, როგორც ბინის მესაკუთრეს გადაუხდიდა ქირის თანხას; ამ დროს ხ----ასთან ერთად ბინაში იმყოფებოდა ვიღაც მამაკაცი და ბავშვი; ხ----ას წინასწარ უნდოდა ორი თვის ქირის თანხა 700 ლარი, თ-----მ მას გადასცა 200 ლარი, ხოლო დარჩენილი 500 ლარი შეთანხმდნენ, რომ უნდა ჩაერიცხა ხა------------–-ძის მიერ გადაცემული რეკვიზიტების მიხედვით (მისი მონაცემების) მიხედვით თიბისი ბანკში გახსნილ ანგარიშზე; მან იმავე დღეს გადასცა ერთი გასაღები ბინის, ხოლო მეორე გასაღებს დაპირდა რომ დაუტოვებდა მეზობელთან, როცა ის დატოვებდა ბინას, რადგან აპირებდა ქალაქიდან გასვლას; იმავე წლის სექტემბრის თვის დასაწყისში მას დაუკავშირდა თე------------ძე, აღელვებული და აცნობა, რომ ბინაში ვერ ახერხებდა შესვლას მის ხელთ არსებული გასაღები არ ერგებოდა შესასვლელ კარს; იქ მისულმა გაიგო იქვე მეზობლად მცხოვრები პირისაგან, რომ ხა------------–-ძე არ იყო ბინის მესაკუთრე და ეს ბინა ეკუთვნოდა ნო------------–----ლს; მას კი მიქირავებული ჰქონდა ხა------------–-ძეზე; შეეცადნენ დაკავშირებას და დაძებნას, მაგრამ ვერ მოახერხეს; თე------------ძეს უკვე გადახდილი ჰქონდა სრულად 700 ლარი, დარჩენილი 500 ლარი მან გადაურიცხა ფეი ბოქსის აპარატიდან; რამდენიმე ხნის შემდეგ სოციალური ქსელით მოახერხა კონტაქტი; ამჟამად როგორც მისთვის ცნობილია თე------------ძეს ხა------------–-ძემ დაუბრუნა მის მიერ ქირის სახით გადახდილი თანხა სრულად; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 03.08.2018წ);

 

დაზარალებულმა თე------------ძემ განაცხადა, რომ 2017 წლის აგვისტოს თვეში ნა----–---------ის დახმარებით მოძებნა ბინა, რომლის მესაკუთრედ პუ–----ს ქ. #---შ ბინა #50 ში გაეცნო ხა------------–-ძე, მას მოეწონა ბინა ნახვისას თან უთხრა, რომ ერთ ოთახში იქნებოდა მისი ნივთები და არ შეხებოდა, მას სრულად აკმაყოფილებდა პირობებიც და ფართიც და დათანხმდა; შეთანხმდნენ 350 ლარის ოდენობით ყოველთვიურ ქირაზე; წინასწარ მოითხოვა ხა------------–-ძემ ქირის თანხა; 200 ლარი იმ დღესვე გადასცა, ხოლო 500 ლარი ჩაურიცხა მის მიერ მოწოდებულ მის მაინდენტიფიცირებელი მონაცემების მიხედვით, მან მიაწოდა ინფორმაცია პირადი ნომერსა და დაბადების თარიღზე, სახელსა და გვარზე; როცა ბინას მიაკითხა 2017 წლის 02 სექტემბერს, ვერ მოახერხა ბინაში შესვლა, იქედან გამომდინარე, რომ ბინის მესაკუთრეს, რომელსაც სულ სხვა პირი წარმოადგენდა, შეუცვლია გასაღები და მას ჰქონია გაქირავებული ეს ბინა ხა------------–-ძეზე, თავად ხ----ა კი ბინის მესაკუთრე არ იყო; ის თავიდანვე არც დაინტერესებულა ამ საკითხით, რადგან მისთვის ცნობილია, რომ შესაძლებელია ბინა არ ჰქონდეს პირს საკუთრებაში , მაგრამ იყოს მის მფლობელი და შეეძლოს გაქირავება, ამიტომ ოფიციალურად რაიმე სახის დოკუმენტი ნამდვილად არ მოუთხოვია; ამის შემდეგ ცდილობდა საკმაო პერიოდის განმავლობაში ხ----ასთან დაკავშირებას, როგორც იქნა დაუკავშირდა სოციალური ქსელის მეშვეობით, ასევე მოძებნა საერთო ნაცნობი, მაგრამ ის ითხოვდა თანხის დაბრუნებას, სხვა ინტერესი მას არ ჰქონდა; დღეის მდგომარეობით მას ის თანხა რაც გადაუხადა ხ----ას დაბრუნებული აქვს; შესაბამისად რაიმე სახის პრეტენზია აღარ აქვს; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 31.01.2019წ);

 

მოწმის სახით დაკითხვისას ნო------------–----ლმა განაცხადა, რომ ქ. ბათუმში პუ–----ს ქ. #---ში მეექვსე სართულზე საკუთრებაში აქვს ოთხოთახიანი ბინა #50; ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა მისთვის უცნობი ქალბატონი, რომელსაც უნდოდა ბინის ნახვა, გაეცნო ხ----ას სახელით მოვიდა მეუღლესთან ტა-----–თან ერთად დაათვალიერეს ბინა მოეწონათ, შეთანხმდნენ ქირაზე, მაგრამ უთხრა რომ წინასწარ ვერ გადაუხდიდა და ბინაში შესვლიდან ერთ თვეში მოახერხებდა გადახდას; დაეთანხმა; ბინა მიაქირავა პირადად ხა------------–-ძეს და უთხრა რომ ის იქნებოდა პასუხისმგებელი; მისთვის ბინის შემდგომი გაქირავების უფლება მას არ მიუცია; გავიდა ივლისის თვე ბინის თანხა არ გადაიხადა ხ----ამ და დაუწყო დაძებნა, სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა; აგვისტოს თვეში გაუგზავნა ესემეს შეტყობინება და პასუხი გასცა მისმა მეუღლემ , რომ თითქოს ხ----ა იყო შეუძლოდ ჰქონდა ტვინის შერყევა და მოგვიანებით დაუკავშირდებოდა; აგვისტოს თვეშივე ის ტა-----–ს შეხვდა ბულვარში გვარიცა არ უთქვამს მისთვის იცოდა მხოლოდ სახელი; მოიკითხა თუ რა ხდებოდა და ისევ დაუწყო ახსნა, რომ ხ----ა იყო ცუდად, რომ რამდენიმე დღის წინა ხ----ამ თიბისი ბანკიდან აიღოს თანხა და დააყაჩაღეს; რომ ცოტა დრო მიეცათ და გადაუხდიდნენ; აგვისტოს ბოლომდე დაელოდა, 2017 წლის 31 აგვისტო იყო როცა მივიდა ბინაში, მაგრამ იქ ხ----ა არ დახვდა , იქ დახვდა ვიღაც უცხო ქალბატონი და გაიგო, რომ მისი კუთვნილი ბინა ხ----ას მიუქირავებია ამ ქალბატონზე თვეში 215 ლარად; ორი თვის ვადით; ქალბატონის გადმოცემით ხ----ას მისთვის უთქვამს, რომ ბინის მეპატრონე იყო საზღვარგარეთ და რაიმე პრობლემა ბინის სარგებლობაში არ შეექმნებოდათ; მან მოითხოვა სასწრაფოდ ბინის დაცლა, შეცვალა კარის საკეტი გულა; მეორე დღეს მეზობელი დაუკავშირდა და აცნობა, რომ კიდევ სხვა პირზეც იყო მიქირავებული მის ბინა ერთი წლის ვადით; თვეში 350 აშშ დოლარით; ის მოითხოვდა და მოითხოვს ხა------------–-ძემ გადაუხადოს ორი თვის ქირის თანხა 700 აშშ დოლარი; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 20.06.2018წ)

 

მოწმის სახით დაკითხულმა შო------–----–-ძემ განაცხადა რომ რეგისტრირებული არის ქალაქ ბათუმში აღ--–-----–-------------------- -ში, ხოლო ქ. ბათუმში ალ. პუ–----ს ქ. 35-დ, ბინა 50-ში საკუთრებაში გააჩნია ოთხოთახიანი ბინა მეექვსე სართულზე, ამ დროისათვის ოჯახთან ერთად ცხოვრობს გირაოთი ქ. ბათუმში ოს-------------------ში. არის უმუშევარი. მის საკუთრებაში არსებულ ბინა აქირავებდნენ და გაქირავების შედეგად შემოსული თანხით ირჩენდნენ თავს. მისთვის კარგად ცნობილია რომ მისმა მეუღლემ ნო------------–----ლმა 2017 წლის ივლისის თვის დასაწყისში მისი კუთვნილი ბინა მდებარე ქ. ბათუმში ალ. პუ–----ს ქუჩა 35-დ ბინა 50-ში გაქირავა ვინმე ხა------------–-ძეს თვეში 350 აშშ დოლარად. მას ბინის ქირის თანხა 350 აშშ დოლარი წინასწარ არ გადაუხდია. მისი მეუღლის თქმით თვის ბოლოს უნდა გადაეხადა როცა ხელფასს აიღებდა. გავიდა ივლისის თვე მაგრამ ბინის ქირის თანხა მაინც არ გადაუხდია. მისმა მეუღლემ სცადა ხ----ასთან დაკავშირება მაგრამ უშედეგოდ, ის ტელეფონზე არ პასუხობდა. ხ----ას ნაცვლად მის მეუღლეს უკავშირდებოდა, ტა-----–ს, რომელიც სხვადასხვა მიზეზებს იშველიებდა, თუმცა პირდებოდა თანხის გადახდას; სხვა გზა არ ქონდათ და ელოდებოდნენ აგვისტოს თვის ბოლომდე და ორი თვის ქირას ერთად გადაახდევინებდა. შემდგომ პერიოდში საერთოდ აღარ პასუხობდა ნო------ს ტელეფონზე და აგვისტოს ბოლოს როცა ნო------ მივიდა ბინაში დახვდა სხვა პირები და ცნობილი გახდა, რომ ხ----ას მათი ბინა გაუქირავებია სხვაზე, რისი უფლებაც მისთვის არ მიუციათ; როგორც იცის დედა-შვილი ცხოვრობდა ბინაში; მათ მოთხოვეს ბინის გამოთავისუფლება; თავად არ იცნობს ხა------------–-ძეს ვინაიდან მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, არც იმ დედა-შვილს იცნობს ისინი არასოდეს უნახავს. მისი მეუღლისგან იცის აღნიშნული; განმარტავს, რომ არც მის მეუღლეს და რაც მას ხა------------–-ძისათვის არ მიუცია ბინის გაქირავების უფლება. ვინაიდან ისინი კლიენტს თავად არჩევდნენ და უშვებდნენ ბინაში რომ იქ არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები არ დაზიანებულიყო. მისი მეუღლის გადმოცემით იცის რომ ხა------------–-ძეს ერთი წლის ვადით თვეში 350 აშშ დოლარად ჰქონდა ქირით აღებული მათი კუთვნილი ბინა, ხა------------–-ძეს გადასახდელი აქვს ორი თვის ქირის თანხა - 700 აშშ დოლარი, რაცა მ დრომდე არ აუნაზღაურებია; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 20.06.2018წ) ;

 

მოწმის სახით დაკითხვისას ან------------------ძემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და კანონიერება; (იხ ოქმი 20.06.2018წ )

 

ბრალდებულმა ხა------------–-ძემ სხდომაზე თავი ცნო დამნაშავედ; განმარტა, რომ ის თვლიდა, რომ ქირით აღებული ბინის გაქირავება შეეძლო, მას არ ჰქონია განზრახვა მოეტყულებინა ვინმე; ბინის მეპატრონესთან მან ქირის თანხა გააგზავნა გაატანა მეუღლეს და მას უნდა გადაეცა მისთვის; თე------------ძეს კი აუნაზღაურა ზიანი, და აპირებს ზიანი აუნაზღაუროს ასევე მა---------ას; ის ბათუმში ცხოვრების პერიოდში ქირაობდა დიდ ბინებს, რომლებსაც ზაფხულის სეზონზე აქირავებდა დამსვენებლებზე დღიურად და ასევე ცალკეულ ოთახებს აქირავებდა თვიურადაც ამისათვის მას ჰქონდა განთავსებული სოციალურ ქსელში საიტზე-„ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება“. და თავის ვინაობასაც არ მალავდა, პირიქით დამქირავებლებს აძლევდა მის მონაცემებს; რომ ცოდნოდა, რომ მისი საქმიანობა კანონსაწინააღმდეგო იყო, თავის ვინაობას დამალავდა; ის შეუთანხმდა ნო------------–----ლს , ბინა იქირავა; შეთანხმდნენ რომ ბინის ქირას გადაიხდიდა ყოველი თვის 7 რიცხვში, რადგან ხელფასები გაიცემოდა ყოველი თვის დასაწყისში 5-6 რიცხვში. შეთანხმების შემდეგ მას გადასცეს ბინის გასაღები; რაიმე წერილობითი ხელშეკრულება არ დაუდიათ, შეთანხმდნენ ზეპირსიტყვიერად. ის და მისი მეუღლე მოთავსდნენ ერთ ოთახში. ორი ოთახი თავისუფალი იყო და გადაწყვიტეს მისი გაქირავება რის შესახებაც განათავსეს სოციალურ ქსელში. და ასე მოახდინა ოთახების გაქირავება;

 

თე------------ძეს მიაწოდა მისი პირადი მონაცემები, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი და ასევე საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც შეთანხმებისა ა/წლის 29 აგვისტოს ჩაურიცხა თანხა 500 ლარი- თიბისი ბანკში; თანხა გამოიყენა პირადი სარგებლობისთვის. ის დროებით წასული იყო სამკურნალოდ და აპირებდა ნოემბრის თვეში ბათუმში დაბრუნებას და ბინაში მისვლას, სადაც დატოვებული ჰქონდა მისი პირადი ნივთები. თბილისში ჩასვლის შემდეგ დაიწყო ექიმთან მკურნალობა ჰქონდა მძიმე ორსულობა და წოლითი რეჟიმი და მათთან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარეც კავშირი არ ჰქონია. ის აპირებდა ბათუმში ჩასვლას და ნო------------–----ლის ნახვას. მათი მოტყუება არც უფიქრია. ასევე განმარტავს რომ ბინის გაქირავების შესახებ შეთანხმება მფლობელთან ნო------------–----ლთან არ ჰქონია, ამ თემაზე უბრალოდ ყურადღება არ გაუმახვილებია. არ ჩათვალა საჭიროდ დამატებით ბინის გამოყენების თაობაზე საუბარი , რადგანაც ბათუმში სეზონურად მიღებული პრაქტიკაა ბინების თვიურად ქირაობა და შემდგომ დღიურად გაქირავება , ეს ერთ - ერთი შემოსავლის წყაროა და ასე მუშაობდა ისიც.

არ უფიქრია რომ ნო------------–----ლი მას პრობლემას შეუქმნიდა ან მათზე ცუდს იფიქრებდა იმიტომ რომ მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, იგი მისი მეუღლის უფროსის ახლობელი იყო მან იცოდა რომ თბილისში უხდებოდა დროთა განმავლობაში წასვლა და რადგანაც ბინა ჰქონდათ ხანგრძლივი პერიოდით აღებული ყველა თანხას ბოლოს გადაუხდიდა. ის აპირებს ზიანის ანაზღაურებას, ნაწილი კი ანაზღაურებული აქვს; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

სს ,,თიბისი ბანკის’’ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან გადარიცხვის ქვითარით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 29 აგვისტოს, ხა------------–-ძის პირადი ნომერი 6---------7, დაბადებული: 11/10/1986 წ. გადარიცხულია 500 ლარი. (ს.ფ. 6);

 

2017 წლის 12 ოქტომბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის გურამ ფუტკარაძის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა ქ. თბილისში, მდებარე სს ,,თიბისი ბანკის’’ სათაო ოფისის ადმინისტრაციული შენობიდან, სს ,,თიბისი ბანკის’’ წარმომადგენლის თ----- ოსეფაიშვილის მიერ წარმოდგენილი ხა------------–-ძის ამონაწერი ანგარიშიდან ერთი თაბახის ფურცელზე, რომელზეც მითითებულია ხა------------–-ძის საბანკო ანგარიშის ნომერი; პერიოდი: 28/08/2017-04/10/2017. ამონაწერში დაფიქსირებულია 29/08/2017 წ. ხა------------–-ძის ანგარიშზე 500 (ხუთასი) ლარის ჩარიცხვისა და იმავე დღეს 500 ლარის გატანის შესახებ ინფორმაცია. ასევე მითითებულია ინფორმაცია, რომ ტრანზაქციები განხორციელებულია ბანკის ბანკომატის მეშვეობით. გადაღებული იქნა წარმოდგენილი ამონაწერის ქსეროასლები, რაც დაერთო ოქმს, ხოლო წარმოდგენილი დოკუმენტის დედანი ერთ თაბახის ფურცელზე მოთავსდა ქაღალდის კონვერტში, რომელზეც გაკეთდა სათანადო წარწერა და დაილუქა. დალუქვის შემდეგ გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები. (ს.ფ.70-76);

 

2016 წლის 03 ოქტომბრის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, პუ–----ს ქ----დ-ში მდებარე, ბინა N--, რეგისტრირებული აქვს და საკუთრებაში გააჩნია შო------–----–-ძეს. (იხ. ს/ფ 86)

 

მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი მოწმეების მარინე წულუკიძის, თინათინ გოგიტიძის , მადონა რუხაძის ჩვენებები, გაომძებლის გურამ ფუტკარაძის იერ ჩატარებული საგმოძიებო მქომედებების ამსახველი ოქმები;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა ზ/აღნიშნული მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სადავო მტკიცებულებების მხარეთა მონაწილეობით გამოკვლევით და განხილვით კი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებენ ხა------------–-ძის მიერ მასზე შერაცხული ბრალდების ჩადენას, სასამართლო სრულად იზიარებს, ვინაიდან მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, მათი ჩვენებები არსებით საკითხებში თანხვედრილია როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ხა------------–-ძემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, მასზედ, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული თითოეული მოწმე და დაზარალებული ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ იმ დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომლებიც ბრალდებულის მიერ წინასწარ იყო განზრახული. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული განმარტავს, რომ მისთვის არ იყო ცნობილი, ასეთი სახის ქმედებების მართლწინააღმდეგობის შესახებ, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან ბინის გასაქირავებლად ზემოთმითითებულ პირებთან შეხვედრისას ის აცხადებდა, რომ ბინა მას ჰქონდა დაგირავებული, მისი მესაკუთრე კი იმყოფებოდა საზღვარგარეთ და არცერთ მათგანს არ ექნებოდა პრობლემა, მაშინ როცა ის იყო ჩვეულებრივი დამქირავებელი და ბინის მესაკუთრისათვის მისი ასეთი სახის ქმედებების შესახებ ცნობილი არ იყო;

 

ასევე დადასტურებულია ბრალდება ქონებრივი დაზიანების ნაწილშიც - მოტყუებით, რადგან ბინის მესაკუთრის შო------–----–-ძის და მის მეუღლის ნო------------–----ლის განმარტებით მათ ბინა გააქირავეს ხა------------–-ძეზე და მას ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 350 აშშ დოლარი; მან ბინით ისარგებლა ორი თვე და 700 აშშ დოლარი ან მისი ექვივალენტი ლარი ჰქონდა რა გადასახდელი, - არ გადაუხდია; სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის მტკიცებას, რომ მან თანხა გაატანა მესაკუთრეზე გადასაცემად მის მეუღლეს და დარწმუნებულია, რომ გადასცა, რადგან, ის არცერთი სახის გამოკვლეული მტკიცებულებით არ დასტურდება, ხოლო ბინის მესაკუთრეს არანაირი ინტერესი ხა------------–-ძის მიმართ არ გააჩნია, მისი განმარტება სანდო და სარწმუნოა, როცა მიუთითებს, რომ ხა------------–-ძეს არ გადაუხდია ქირის თანხა ორი თლის; ის ახერხებდა მის მეუღლესთან დაკავშირებას, რომელიც პირდებოდა , რომ ამ თანხას აუცილებლად გადაიხდიდა ხ----ა;

 

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებები ადასტურებენ ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას; ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულია არა მხოლოდ დაზარალებულის, არამედ მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით; მათი ერთობლიობით შეფასება თანმიმდევრულად და უტყუარად უდგენს სასამართლოს, რომ ხა------------–-ძემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედებები;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მოცემულ, კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ხა------------–-ძის მიმართ წარდგენილი ბრალდებები დაფუძნებულია ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

ყველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ განიხილა და ერთმანეთთან შეაჯერა სისხლის სამართლის საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა, რის გამოც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე გამოკვლეული მტკიცებულებები არის ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი და უტყუარი, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულ ხა------------–-ძის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი, დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზარალებულის კუთვნილ ქონებაზე. ადამიანი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას ნებაყოფლობით, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ხელშეკრულებაც, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობა დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.

 

დადასტურებულია, რომ ხა------------–-ძე ბინის გაქირავებისას მოქმედებდა კლიენტებთან როგორც უძრავ ქონებაზე - ბინაზე - უფლებამოსილი პირი, რომელსაც დამქირავებლები აქედან გამომდინარე გადასცემდნენ ქირის თანხას , არამარტო დროულად, არამედ მისივე მოთხოვნით წინასწარაც;

 

თაღლითობა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; აღნიშნული სახით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა ენიჭება ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებით მიყენებულ ზიანს, რომელიც ამ სახით კვალიფიკაციისათვის საჭიროებს ზიანის არსებობდეს 150 ლარს ზევით; მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ეს დადასტურებულია, დაზარალებულებზე მა---------აზე, თე------------ძეზე მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად ცდება 150 ლარიან ნიშნულს;

 

ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ხა------------–-ძემ - მის მიერ განხორციელებული ქმედებებით - ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი გათვალისწინებული დანაშაული (ორი ეპიზოდი) , რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქონებრივი დაზიანებისთვის მოტყუებით. აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. დაზარალებული მესაკუთრის გარდა შეიძლება იყოს ქონების ყველა კანონიერი მფლობელი. ეს უფლებამოსილება პირს მინიჭებული უნდა ჰქონდეს კანონით ან ხელშეკრულებით. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ან ქონების სხვა მფლობელს ქონებრივი ზიანი მიადგა. ამასთან, დამნაშავის ქმედებაში არ უნდა იყოს თაღლითობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, განსახილველი დანაშაულის ობიექტურ მხარე მსგავსია თაღლითობის გზით სხვისი ქონების დაუფლებასთან. ორივე შემთხვევაში გამოიყენება დანაშაულის ჩადენის ერთი და იგივე ხერხი - მოტყუება. სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული პირდაპირი განზრახვითა და ანგარების მიზნით არის ჩადენილი. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს მისთვის ცრუ ცნობების მიწოდებით ან რეალურად არსებული ფაქტების შეუტყობინებლობით, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიადგება და სურს მისთვის ამ ზიანის მიყენება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ხა------------–-ძემ ნოდარ ამარლობელთან სიტყვიერი შეტანხმებით დაიქირავა ოთხოთახიანი ბინა მდებარე ბათუმი პუ–----ს ქ. #---ში მეექვსე სართულზე; შეთანხმდნენ, რომ ყოველთვიურად ხა------------–-ძე გადაიხდიდა 350 აშშ დოლარს (ან მის ექვივალენტს ლარებში) მან ბინა მიაქირავა ორ სხვადასხვა პირს და წავიდა ბათუმიდან; მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა ვერც დამქირავებლები და ვერც ბინის მესაკუთრე ; ბინა დაიქირავა ივლისის თვეში და აგვისტოს თვის ბოლოს აღმოაჩინა ბინის მესაკუთრემ, რომ ბინას ფლობდა სხვა პირები, ხოლო მასთან შეთანხმებული პირი ქირის გადახდაზე, ხ----ა არ ცხოვრობდა ბინაში და ვერც მისი მოძიება მოახერხა; მან ბინით სარგებლობისთვის შეთანხმებული ფულადი თანხა არ გადაიხადა, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი (მიყენებული ზიანი აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილი მნიშვნელოვანი ზიანის 150 ლარიან ზღვარს). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება - მნიშვნელოვანი ზიანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ხა------------–-ძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რისთვისაც ხა------------–-ძე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბადრი ბოლქვაძის მიმართ მკვეთრად გამოხატული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლი მეორე ნაწილი და ასევე საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლი მეორე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს როგორც ჯარიმას, ისე თავისუფლების აღკვეთას;

 

სასამართლო ხა------------–-ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას; მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზნით; ხა------------–-ძე წარსულში არ არის ნასამართლევი, ამიტომ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის, შინაარსის ქმედების ჩადენის დროის მხედველობაში მიღებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ სასჯელი განსაზღვრული უნდა იქნეს თითოეული ქმედებისთვის - ჯარიმის სახით.

 

რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მიყენებული ზიანი და ქმედების შინაარსი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამდენად, ხა------------–-ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ სასჯელის სახით მას უნდა დაენიშნოს ჯარიმა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი ბრალდებულისათვის მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: სს თიბისი ბანკიდან ხა------------–-ძის ანგარიშის ამონაწერი ერთ ფურცელზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად ზ/ნივთმტკიცებების განკარგვა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 158-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 274-277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული ხა------------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ნო------------–----ლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ბრალდებული ხა------------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (მა---------ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ბრალდებული ხა------------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (თე------------ძის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ხა------------–-ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ხ----ა გაცეჩილაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - სს თიბისი ბანკიდან ხა------------–-ძის ანგარიშის ამონაწერი ერთ ფურცელზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე