გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/12384-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდ-ვანი ნინო მეტრეველი
მოსარჩელე - ვ-–-------- გ-----ე
წარმომადგენლები - ლ--–- ქ---------ე, თ----- კ----ე
მოპასუხე - შპს „ბ----- +“
წარმომადგენლები - რ------ კ-------–----, ლ----- რ-----ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელის სასარგებლოდ 4 720 ლარის გადახდ-ს დაკისრება.
მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, ვ-–-------- გ-----ე რეგისტრირებულია გადასახადს გადამხდელად და ახდენს კომპიუტერული ტექნიკისა და მისი ნაწილების რეალიზაციას. მოსარჩელე მოპასუხეს აწვდ-და სხვადასხვა სახის საქონელს, ხოლო მყიდველი იხდ-და ნასყიდობის საფასურს ნაწილ-ნაწილ, მიწოდებიდან ერთი თვის ვადაში. მოპასუხეს გადასახდელი აქვს მიწოდებული საქონლის ღირებულება 4 720 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებ-ლში განმარტებულია, რომ მხარეები თანამშრომლობდნენ 2015 წლის მაისის ჩათვლით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით ელ-0--------- გათვალისწინებული პროდუქცია, რომელიც გამოწერილია მხარეთა შორის საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის შემდეგ, მოპასუხე მხარეს არ ჩაბარებია. დადასტურებული არ არის ანგარიშფაქტურაც. მითითებული ზედნადები და ანგარიშფაქტურა ყალბია და წარმოადგენს უსაქონლო ოპერაციას.
3. ფაქტობრივი გარემოებ-ბი
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებ-ბი
3.1.1. ვ-–-------- გ-----ესა და შპს „ბ----- +“-ს შორის არსებობდა კომპიუტერული ტექნიკისა და მისი ნაწილების ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდ-ნარე სამართლებრივი ურთიერთობა.
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 57-59).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებ-ბი
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 680 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებ-ბი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებ-ბი, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებ-ლს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებ-ბით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარმოადგინა სასაქონლო ზედნადებ-ბი №ელ-0---------, 2---------, 745 ლარის ღირებულების; №ელ-0---------, 2---------, 3743 ლარის ღირებულების; №ელ-0---------, 1---------, 680 ლარის ღირებულების, №ელ-0---------, 1---------, 650 ლარის ღირებულების, №ელ-0---------, 2---------, 1275 ლარის ღირებულების.
მოპასუხემ თავის მხრივ წარმოადგინა გადახდ-ს დამადასტურებ-ლი საგადახდო დავალებ-ბი, რომლითაც დგინდება, რომ 2--------- წლის სასაქონლო ზედნადებით №ელ-0--------- მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 745 ლარი მოპასუხეს გადახდ-ლი აქვს 2015 წლის 25 მაისს 745 ლარის ოდენობით, საგადახდო დავალება #---- დანიშნულებაში მითითებულია შესაბამისი ზედნადების ნომერი (იხ. ს.ფ. 112).
ასევე, 1--------- წლის სასაქონლო ზედნადებით №ელ-0--------- მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 650 ლარი მოპასუხეს გადახდ-ლი აქვს 2015 წლის 15 მაისს საგადახდო დავალება #---, დანიშნულებაში მითითებულია შესაბამისი ზედნადების ნომერი (იხ. ს.ფ. 112).
ასევე, 2--------- წლის სასაქონლო ზედნადებით №ელ-0--------- მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 1275 ლარი მოპასუხეს გადახდ-ლი აქვს ორ ტრანშად 600 ლარი გადახდ-ლია 2015 წლის 29 მაისს საგადახდო დავალება #1---------, დანიშნულებაში მითითებულია საქონლის ღირებულების ნაწილი (იხ. ს.ფ. 109), ხოლო 0--------- წელს გადახდ-ლია 675 ლარი საგადახდო დავალება #---, დანიშნულებაში მითითებულია შესაბამისი ზედნადების ნომერი.
შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 2--------- წლის სასაქონლო ზედნადებით №ელ-0---------, 1--------- წლის სასაქონლო ზედნადებით №ელ-0--------- და 2--------- წლის სასაქონლო ზედნადებით №ელ-0--------- მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების შესახებ დაუსაბუთებ-ლია, ვინაიდან მოპასუხეს აღნიშნული თანხები გადახდ-ლი აქვს.
რაც შეეხება 1--------- წლის სასაქონლო ზედნადებით №ელ-0--------- მიწოდებული პროდუქციის ღირებულების 680 ლარის გადახდ-ს დამადასტურებ-ლ მტკიცებულებას მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხემ აღნიშნული თანხის გადახდა ვერ დაადასტურა და ვერ მოახდ-ნა მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება.
ამასთან, მოპასუხემ სადავოდ გახადა 2--------- წლის სასაქონლო ზედნადებით №ელ-0---------, 3743 ლარის ღირებულების პროდუქციის მიღების ფაქტი. მოპასუხემ წარმოადგინა 2018 წლის 5 ნოემბრის განცხადება, რომლითაც მან მიმართა შემოსავლების სამსახურს და მიუთითა, რომ 2--------- წელს გამოწერილია სასაქონლო ზედნადები №ელ-0--------- და 2016 წლის 13 იანვარს გამოწერილია ანგარიშფაქტურა, რაც არ არის დადასტურებული მის მიერ და არც ზედნადებში აღნიშნული საქონელი არ მიუღია.
სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია სასაქონლო ზედნადები წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებას, მაგრამ სადავოობის შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ნამდვილად მოხდა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის არსებითი პირობ-ბის შეთანხმება და ამ პირობ-ბის საფუძველზე გამყიდველმა გადასცა ნასყიდობის საგანი მყიდველს, რაც მყიდველს თავის მხრივ წარმოუშობს ნასყიდობის საფასურის გადახდ-ს ვალდებულებას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ არ უარყო 2015 წლის მაისის თვეში გარკვეული პროდუქციის მიღების ფაქტი და გადახდ-ს დამადასტურებ-ლი მტკიცებულებ-ბიც წარმოადგინა, თუმცა სადავოდ გახადა 2015 წლის დეკემბ-რში რაიმე შეთანხმების არსებობა მოსარჩელესთან და რაიმე პროდუქციის მიღება.
მოსარჩელემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა სასაქონლო ზედნადები და ანგარიშის ამონაწერი, რაც ნაწარმოებია მის მიერ. მართალია ანგარიშის ამონაწერი არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას, ვინაიდან ცალმხრივადაა შედგენილი მოსარჩელის მიერ და იგი მოსარჩელის ახსნა-განმარტებად უნდა შეფასდეს, მაგრამ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, მასზედ, რომ აღნიშნული ამონაწერის 2015 წლის დეკემბრის თვის მონაცემები არ ემთხვევა 2015 წლის 29 დეკემბრის სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ მონაცემებს. კერძოდ, ანგარიშის ამონაწერში დაფიქსირებულია 2015 წლის 29 დეკემბ-რს რვა გასავლის ზედდებული სხავდასხვა თანხაზე, ხოლო 2--------- წლის სასაქონლო ზედნადებში №ელ-0--------- ასახულია ოთხი საქონლის დასახელება - A---- i--- 1-------, თანხით - 1750 ლარი, k---------- k--------- - 50 ლარი, m------ 15 ლარი, A---- M------ 1928 ლარი. არც ერთი ეს მონაცემი არ არის თანხვედრაში ანგარიშის ამონაწერთან. სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებასა და ნასყიდობის საგანსა და ფასს დაადასტურებდა წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით ვერ დაადასტურა მოპასუხისათვის 2015 წლის 29 დეკემბ-რს 3743 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების ფაქტი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებ-ლი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 327-ე, 477-ე მუხლით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით მოწესრიგებას. აღნიშნული მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდ- ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებ-ლი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი ადგენს, რომ მხარეებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებ-ბი და განსაზღვრონ მათი შინაარსი და დადონ ისეთი ხელშეკრულებ-ბი, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ შეუძლიათ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის, თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მუხლის აღნიშნული ნაწილი ადგენს ხელშეკრულების ნამდვილობის მხოლოდ ორ პირობას - მხარეთა შეთანხმებას არსებით პირობ-ბზე და მოთხოვნილი ფორმის დაცვას.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით არ დადებულა, მაგრამ სსკ 477-ე მუხლი არ ადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის სავალდებულოდ წერილობით ფორმას.
რაც შეეხება ხელშეკრულების არსებით პირობ-ბს, უპირველესად უნდა შეფასდეს, რა ითვლება ასეთად. კანონი არ განსაზღვრავს არსებითი პირობ-ბის ჩამონათვალს. არსებით პირობათა წრე ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად განისაზღვრება მხარეთა მიერ. აუცილებ-ლია, რომ ამ პირობ-ბთან დაკავშირებით მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას, სხვაგვარად ხელშეკრულება არ დაიდება. აუცილებლად, ანუ არსებითად მიჩნეულ უნდა იქნას პირობ-ბი, რომლებიც გამოხატავენ შესაბამისი ხელშეკრულების ბუნებას. საკითხთა წრე, რომელზედაც მხარეთა შეთანხმება აუცილებლადაა მიჩნეული შეიძლება იყოს ხელშეკრულების საგანი, ფასი და ხელშეკრულების ვადა. თუმცა, აღნიშნული ვერ იქნება გამოყენებული ყველა ტიპის ხელშეკრულების მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ნასყიდობის ფასის გადახდას. მოსარჩელის განმარტებით ნასყიდობის საგანს შეადგენდა კომპიუტერული ტექნიკა. ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არც მოპასუხეს გაუხდ-ა სადავოდ 2015 წლის მაისის თვეში და წარმოადგინა შესაბამისი საგადახდო დავალებ-ბი, რაც ადასტურებს მისი მხრიდან ანგარიშსწორების ფაქტს, გარდა 680 ლარისა, რომლის გადახდაც მოპასუხემ ვერ დაადასტურა.
რაც შეეხება 2015 წლის 29 დეკემბ-რს მხარეთა შორის ნასყიდობის არსებით პირობ-ბზე შეთანხმებას მოპასუხემ სადავოდ გახადა, ხოლო მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სათანადო მტკიცებულებ-ბით თუ რა პირობ-ბზე შეთანხმდნენ მხარეები და რა პროდუქცია მიაწოდა მოპასუხეს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი დასაბუთებულია მხოლოდ 680 ლარის ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდ-საგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისრება დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის 10.19 ლარი (დაკმაყოფილდა მოთხოვნის 14.4%); მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდ-ლი აქვს 141,69 ლარი, ვინაიდან საქმე მაგისტრატის განსჯად-ა მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდ-ლი სახელმწიფო ბაჟი 70.8 ლარი. მოსარჩელეს უნდა დაეკისროს მოპასუხის მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯის 161.61 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს 2018 წლის 31 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და შპს „ბ----- +“-ს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან უნდა დაუბრუნდეს 4040 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ-–-------- გ-----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ბ----- +“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 680 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟი 10.19 ლარი.
4. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდ-ლი სახელმწიფო ბაჟი 70.8 ლარი.
5. მოსარჩელე ვ-–-------- გ-----ეს დაეკისროს მოპასუხის მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯის 161.61 ლარის ანაზღაურება.
6. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და შპს „ბ----- +“-ს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს 4040 ლარი.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვად-ს ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვად-ს გაგრძელება და აღდგენა დაუშვებ-ლია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე