გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/19705-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - შ-------------------------ა"
მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ------------ე
მოპასუხე - ი--------------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ი--------------------–---–ს მოსარჩელე შ-------------------------ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს საქონლის ნასყიდობის და ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 45 000 ლარის გადახდა.
(მტკიცებულება: 29.06.2018 წლის სარჩელი; 25.02.2019 წლის მოსამზადებელი სხდომის ოქმი).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 27 იანვარს შ-------------------------ა"-სა და ი--------------------–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება #3-------- რომლის თანახმად შ-------------------------ა"-მ იკისრა ვალდებულება ი--------------------–---–სათვის საკუთრებაში გადაეცა შეკვეთილი საქონელი, კერძოდ - მცენარეთა მოვლის საშუალებები, ხოლო ი--------------------–---–მა იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და წესით მიეღო და გადაეხადა საქონლის შესყიდვის საფასური. ხელშეკრულების მიხედვით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის 30 ნოემბრამდე, ხოლო გამყიდველის მიერ გაცემული საქონლის ღირებულება მყიდველს უნდა გადაეხადა ეტაპორივად, თუმცა საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2017 წლის 25 ნოემბრისა. საქონლის ღირებულების გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით აგრეთვე განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0.01%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2017 წლის 25 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა ვალის აღიარების შეთანხმება, რომლის თანამხად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალეს კრედიტორის მიმართ გააჩნდა დავალიანება - 26.601.94 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც მოვალის მხრიდან სრულად უნდა ყოფილიყო გადახდილი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, არაუგვიანეს 2017 წლის 25 ნოემბრისა.
2017 წლის 25 ივლისის შემდეგ - 2017 წლის 25 ნოემბრამდე ი--------------------–---–ის მიერ დროის გარკვეული ინტერვალების მიხედვით მოხდა 13.333.46 აშშ დოლარის ღირებულების საქონლის გატანა, ამასთანავე ამავე პერიოდში მის მიერ შესრულებულ იქნა ვალის აღიარების შეთანხმებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ, კერძოდ კი ვალი შემცირებულ იქნა 11.017.26 აშშ დოლარის ოდენობით. აგრეთვე, მყიდველის მიერ ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდგომ გადახდილ იქნა - 6 512.55 აშშ დოლარი და დაბრუნებულ იქნა 2452.79 აშშ დოლარის ოდენობის საქონელი. საბოლოოდ, 2018 წლის 29 ივნისის მდგომარეობით მიყიდველის მიერ გადასახდელი თანხის მოცულობა შეადგენს - 19 952.8 აშშ დოლარს, რომელსაც ემატება პირგასამტეხლო - 429.84 აშშ დოლარი (პირგასამტეხლო ნაანგარიშებია 2017 წლის 26 ნოემბრიდან 2018 წლის 29 ივნისის ჩათვლით, ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით - 216 დღე.
მოსარჩელის წარმომადგენელმა 2019 წლის 25 თებერვალს გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ განმარტა, რომ მოპასუხემ კვლავ გადაიხადა დავალიანება 5 000 ლარის ოდენობით და მოთხოვნა ჩამოაყალიბა შემდეგნაირად: 2017 წლის 25 ივლისის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 20 382.64 აშშ დოლარის დაკისრების ნაცვლად - მოითხოვა 2017 წლის 25 ივლისის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 45 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ი--------------------–---–მა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით და 2019 წლის 25 თებერვალს გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად.
(მტკიცებულება: 16.07.2018 წლის შესაგებელი. 25.02.2019 წლის მოსამზადებელი სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 27 იანვარს შ-------------------------ა"-სა და ი--------------------–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება #3-------- რომლის თანახმად შ-------------------------ა"-მ იკისრა ვალდებულება ი--------------------–---–სათვის საკუთრებაში გადაეცა შეკვეთილი საქონელი, კერძოდ - მცენარეთა მოვლის საშუალებები, ხოლო ი--------------------–---–მა იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და წესით მიეღო და გადაეხადა საქონლის შესყიდვის საფასური. ხელშეკრულების მიხედვით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის 30 ნოემბრამდე, ხოლო გამყიდველის მიერ გაცემული საქონლის ღირებულება მყიდველს უნდა გადაეხადა ეტაპორივად, თუმცა საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2017 წლის 25 ნოემბრისა. საქონლის ღირებულების გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით აგრეთვე განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0.01%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 27.01.2017 წლის საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება;
- ანგარიშის ბარათი;
- სასაქონლო ზედნადებები.
3.1.2. 2017 წლის 27 იანვრის საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2017 წლის 25 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა ვალის აღიარების შეთანხმება, რომლის თანამხად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალეს კრედიტორის მიმართ გააჩნდა დავალიანება - 26.601.94 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც მოვალის მხრიდან სრულად უნდა ყოფილიყო გადახდილი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, არაუგვიანეს 2017 წლის 25 ნოემბრისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 25.07.2017 წლის ვალის აღიარების შეთანხმება;
- გრაფიკი.
3.1.3. მოპასუხე ზ---------------–---–ის დავალიანება მოსარჩელე შ-------------------------ა"-ს წინაშე დღეის მდგომარეობით შეადგენს 45 000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 25.07.2017 წლის ვალის აღიარების შეთანხმება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3, 50-ე, 51-ე, 316-317-ე, 341-ე, 361-ე, 427-ე, 429-ე, 477-ე, მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სამოქალაქო კოდექსის - 317.1 მუხლი). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილს შესაბამისად, ვალის არსებობის აღიარება, ხელწერილის შინაარსიდან უნდა გამომდინარეობდეს, მისი შედგენით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. კონკრეტული ხელწერილის შედგენით მოპასუხემ აღიარა მოსარჩელე შ-------------------------ა"-ს მიმართ ფულადი ვალდებულების არსებობა. მოპასუხემ არც შესაგებლით და არც სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სადაო არ გახადა ვალის არსებობა და სარჩელი ცნო სრულად, რაც, სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანამხად სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ სცნო სარჩელი სასამართლო სხდომაზე და ასევე სადავოდ აღარ გახადა სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელე შ-------------------------ა"-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ საქმეში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც, ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში, ი--------------------–---–ის (პირადი ნომერი 1---------- საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 47219 ლარის ფარგლებში და ი--------------------–---–ის (პირადი ნომერი 1---------- საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშულებას:
· მარკა, მოდელი ,,ფორდ ტრანზით'', სახელმწიფო ნომერი A------- საიდენტიფიკაციო ნომერი W-----------------
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 243-244-ე, 248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე შ-------------------------ა"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ი--------------------–---–ს მოსარჩელე შ-------------------------ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 25 ივლისის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 45 000 ლარის გადახდა;
3. დაუბრუნდეს შ-------------------------ა"-ს სარჩელზე ნ------------ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 1 500 ლარი, რომელიც სს "თიბისი ბანკი"-ს 2--------- წლის №0 საგადახდო დავალებით ჩაირიცხა ანგარიშზე სახაზინო კოდი 300773150;
4. დაუბრუნდეს შ-------------------------ა"-ს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის განცხადებაზე ნ------------ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი -150 ლარი, რომელიც სს "თიბისი ბანკი"-ს 1--------- წლის №0 საგადახდო დავალებით ჩაირიცხა ანგარიშზე სახაზინო კოდი 300773150;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდ: თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მდ: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე