განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2019
საქმის ნომერი
020100118002575398
დავის ტიპი
120 , 108
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002575398

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/411-18 11 თებერვალი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი დ----------------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული კ---–-----------------------–-----------------–-------–-–-----------------------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------–--------------–------------------–---------------------------------------------–-------------

 

2.1.1 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი

ქმედების შემადგენლობა: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია

 

2.1.2 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 108 მუხლი

ქმედების შემადგენლობა: განზრახ მკვლელობა.

 

2.2. ადვოკატ თ----------------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

I. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2018 წლის 2-------, ღამის საათებში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-----–ში, მდინარე ,,ტ-----–-------’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე კ---–------------–--სა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ლ-–---------–---სა და კ----------–---ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. კონფლიქტის დროს კ---–------------–--მა დანის გამოყენებით კ----------–---ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2018 წლის 2-------, ღამის საათებში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-----–ში, მდინარე ,,ტ-----–-------’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კ----------–---მა კ---–------------–--ს მოსთხოვა ავტომანქანის გაჩერება, გადმოსვლა და პასუხის გაცემა, რატომ ატყუებდა და მისგან რატომ მალავდა ავტომანქანაში ე-- ვიბლიანს. კ---–------------–--ი უხსნიდა, რომ არავის მალავდა და მას არ ატყუებდა, რის შემდეგაც კ----------–---მა ხელი დაარტყა კ---–------------–--ს, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. ფიზიკური დაპირისპირების დროს კ---–------------–--მა მიიღო არაერთი დაზიანება სახის არეში, რა დროსაც, საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დანით ქნევით სცადა კ----------–---ის მოშორება და მიაყენა მას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია

 

მოწმე გ---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ შეესწრო ჩხუბს. 3 კაცი ჩხუბობდა, მათ შორის ბრალდებული. მოჩხუბრები გააშველა. ბრალდებული და კ----------–---ი ნაცემები იყვნენ. წვიმდა. 23:00 საათი იქნებოდა. ლ--------------- იყო მასთან. ლ-----–იდან რომ გადიხარ, ,,ტ-----–-------’’-ს ნაკადულთან იყო ჩხუბი. გაშველების მერე მოჩხუბრები ფეხზე იდგნენ. ქუჩა განათებული არ იყო. ბრალდებული გაშველების მერე წავიდა. ბრალდებული და კ----------–---ი იყვნენ გასისხლიანებულები. კ----------–---ს ლოყა გაჭრილი ჰქონდა.

მოწმე გ----–-----–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ როგორც კ----------–---ისგან გაიგო, კ----------–---ი და ბრალდებული წაჩხუბებულან. მისი შვილი ლ-–---------–---ი ძიუდოში ვარჯიშობდა. ფიზიკურად სუსტი, მაგრამ ძლიერი ბავშვი იყო.

მოწმე ნ-------------–----ს ჩვენებით დასტურდება, რომ საღამოს მივიდა ე-------–---- მასთან. ცოტა ხანში მივიდა ბრალდებული. სანამ ფული აიღო სახლიდან და გარეთ გავიდა, ისინი უკვე არ ივყნენ. ე--ს დაურე--. ე--მ უთხრა, მალე მოვალო, მეორე ჯერზეც უპასუხა. მესამეჯერ ე--მ უკვე არ უპასუხა. პირველი საათი სრულდებოდა, როცა ე-- დაბრუნდა, აღელვებული იყო, უთხრა, კ----------–---მა, ლ-–---------–---მა და ბრალდებულმა იჩხუბესო ძალიან მაგრა.

მოწმე გ---–---------–----ს ჩვენების თანახმად, შეტყობინება მიიღეს, ჩხუბიაო ლ-----–თან. წვიმიანი ამინდი იყო და სიარული ჭირდა. კ----------–---ს სახე სისხლიანი ჰქონდა. ავტომანქანაში თქვა კ----------–---მა, ბრალდებულმა გამოიყენაო დანა, მეც ჩამარტყაო, მაგრამ მას არ ეტყობოდა.

მოწმე ლ---------------ს ჩვენების მიხედვით, გ---------------ს მარშუტკით მივიდა შემთხვევის ადგილზე გ--------------თან ერთად. 23-24 საათი იქნებოდა. ნახეს, რომ ბრალდებული, კ----------–---ი და ლ-–---------–---ი ჩხუბობდნენ. გაშველების მერე ბრალდებული გადავიდა გზის მეორე მხარეს. ის 2 პირი ბრალდებულს აგინებდა. თავსხმა წვიმა და ღამე იყო. ის ორი პირი სისხლიანი იყო ხელებზე. ტანსაცმელი ყველას სველი ჰქონდა. 1 წუთში სულ დასველდნენ.

მოწმე ლ--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 23-24 საათზე 112-დან შევიდა შეტყობინება, რაც გადასცა მორიგემ. იყო ჩხუბი ლ-----–ში მისვლამდე, მდინარე ,,ტ-----–------’’-თან, წვიმდა. თ---–---- კ---- დაჭრილი იყო, სისხლიანი იყო. საავადმყოფოში გაიგო, რომ ბრალდებულსა და მათ შორის შელაპარაკება მოხდა და ბრალდებულმა დანა გამოიყენა, რის გამოც გარდაიცვალა დაიჭრა კ----------–---ი. ბურუსი, ნისლიც იყო.

მოწმე გ------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იმ ღამეს წვიმდა. კ----------–---მა თქვა, რომ ბრალდებულმა დანა გამოიყენა ჩხუბის დროს. კ----------–---ს ზურგზე სისხლი ჰქონდა. ბრალდებულს სახეზე ნაკაწრები ეტყობოდა და სილურჯე.

მოწმე თ--------------–----ს ჩვენებით დასტურდება, რომ ნახა მიკროავტობუსი. შიგ არავინ იჯდა. მერე მანქანა გაინძრა, ბრალდებული უკანა სკამიდან გადმოვიდა წინ, უთხრა, რომ პატრულს გამოექცა, მართვის უფლება ჩამორთმეული მაქვსო და აქ მოვედიო. ლ-–---------–---მა უთხრა ბრალდებულს, რომ მთვრალ კაცს ეძებდნენ. ყველა ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდნენ მოსაძებნად. უკანა კარი ვერ გააღეს. ბრალდებულმა თქვა, წინ ჩასხედით, როგორმე დაეტევით, სალონის კარები არ იღებაო. ლ-–---------–---ი უკან იჯდა. ის ფხიზელი იყო. თვითონ და კ----------–---ი იყვნენ ნასვამები. იქ ერთმანეთისადმი უკმაყოფილება არ ყოფილა. თავიდან კ----------–---მა უთხრა მხოლოდ, თუ პატრულს ემალები, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას რატომ დადექიო. მეტი არაფერი თქმულა იქ.

მოწმეების: ბ-------------ს და შ--------------ს ჩვენებების თანახმად, ბრალდებულს დაკავების დროს თვალი ჰქონდა ჩალურჯებული, დაკაწრული იყო, სხეულზე ჰქონდა დაზიანებები, რაზეც მიუგო, რომ ჩხუბის დროს მიიღო.

მოწმე ე---------------–----ს ჩვენების მიხედვით, 2------- საღამოს ნ-------------–--ნთან იყო. ბრალდებულს უნდა მიეტანა ცემენტი. ბრალდებულმა დაურე-- და ნ-----ს ნომერი თხოვა. მასთან ვარო უთხრა და დამირეკეო უთხრა. როცა ბრალდებული მივიდა, ნ----- ფულზე შებრუნდა. თვითონ დაჯდა მარშუტკაში უკან. ჩამოიარა ნასვამმა, მერე კიდევ რამდენიმემ, ვიღაცას ეძებდნენ. ბრალდებულმა თქვა, ნასვამები არიან, შარს მომდებენო და გადმოჯდა უკან. ბრალდებულს ჰკითხეს, რატომ იმალებიო, რაზეც უპასუხა, რომ არ იმალებოდა. თემურ სტეფლიანმა კითხა, რამე ხო არ გინახავსო. თან წყალი სთხოვეს. ბრალდებულმა წაიყვანა ისინი. ნ-------------–----ს სახლამდე რომ მივიდნენ, თ--------------–---- გადავიდა. ბრალდებულმა დანარჩენ ორსაც გადასვლა სთხოვა. თვითონ მარშუტკაში უკანა სავარძელზე იჯდა. სიგარეტის საყიდლად წაგვიყვანეო უთხრეს ბრალდებულს, თუმცა მაღაზიასთან არ გააჩერეს და წაიყვანეს მდინარისკენ, მოსთხოვეს ბრალდებულს გადმოსვლა, ჰკითხეს, ვის გვიმალავო მანქანაში. ლ-–---------–---მა ჰკითხა, არ გრცხვენიაო? კ----------–---ს უკვე დაწყებული ჰქონდა ჩხუბი ბრალდებულთან. ლ-–---------–---მა ხელი ჰკრა, კ----------–---ი მოეხმარა. ორივე ბრალდებულს ურტყამდა, უმოწყალოდ ცემეს, მერე დაიძახა, დანაო. ბრალდებულს ხელში დანა ეჭირა. მათაც ნახეს ეს, მაგრამ განაგრძეს ბრალდებულის ცემა, ქვეშ მოიყოლეს. ამასობაში ერთმა მიიღო დანის დარტყმა. გამოიარა მანქანამ, ალბათ ეგონათ პატრული. გაჩერდა მანქანა, რის შემდეგაც ბრალდებული წავიდა. თვითონ ქუჩაში იყო და მათ აშველებდა. დაშლისას სამივე მოჩხუბარი ფეხზე იდგა. თვითონ სახლში წავიდა გამვლელი მანქანით, რადგან კარგად ვართო უთხრეს. წვიმდა, ნისლი იყო. 10 წუთი იყო ჩხუბი. ბრალდებულს სახე ჰქონდა დასისხლიანებული. კ----------–---მა დაიწყო ჩხუბი. მან ბრალდებულს არ აცალა მის მეუღლესთან დარეკვა. მარშუტკას არ გაუშველებია ისინი. უკვე გაშველებულები იყვნენ. არ ეტყობოდათ, რომ დაჭრილები იყვნენ. ბრალდებულს თავპირიდან სდიოდა სისხლი, აკანკალებდა, აღებინებდა. მანქანამ რომ მიანათა, თავისით მოეშვნენ ერთმანეთს მოჩხუბრები და საპირისპირო მხარეს წავიდნენ. თავიდან ნ----- მიესალმა ბრალდებულს, მოიკითხა და დაბრუნდა ფულზე. მისი გასვლიდან 1 წუთში მივიდნენ ნასვამები. ლ-–---------–---ი უკან ჩაჯდა ავტომანქანაში. ჩხუბის დაწყებამდე კ----------–---მა ბრალდებულს ხელიდან ტელეფონი გააგდებინა და ჩხუბი დაიწყო. მანამდე 5 წუთი საუბრობდნენ გარეთ იმაზე, თუ ვის მალავდა, რომ არავის მალავდა, რომ ნათესავები იყვნენ და ა.შ. ლ-–---------–---ი და კ----------–---ი ბრალდებულს ურტყამდნენ. ბრალდებული თავიდან წაიქცა, მერე ადგა, მერე ისევ წაიქცა. ადგომის დროს დაიძახეს, დანა აქვსო. ბრალდებული იდგა, დანა ეჭირა და ამბობდა, არ მომე--როთო. ისევ გაიწიეს ბრალდებულისკენ, ისევ წააქციეს. მერე ერთმა თქვა, მგონი დამჭრაო, მაგრამ სერიოზული არ არისო. ავტომანქანის მინათების მერე ადგა ბრალდებული. ბრალდებული დანიან ხელს იქნევდა, იმათმა მაინც შებოჭეს.

მოწმე გ-------–-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილის მოშორებით ნახა სისხლიანი დანა ყავისფერი ლაქებით, დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა ბრალდებულის დაზიანებების გამო.

მოწმე ჯ---------–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ შეტყობინება შემოვიდა, რომ ჩხუბი იყო. კ----------–---ი მანქანაში ამბობდა, ეს რა გვიქნა ბრალდებულმაო.

მოწმე შოთა თ------ის ჩვენებითა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ კ----------–---მა საავადმყოფოს მიმართა 03.06.2018 წელს, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს დიაგნოზით ქვედა ყბის არეში ნაფლეთოვანი ჭრილობა, წელის არეში ნაკვეთი ჭრილობა. მას ასევე აღენიშნება ნაჩხვლეტი ჭრილობები შუბლისა და იღლიის უკანა ხაზზე მარცხნივ ნეკნთან რკალის კიდესთან. ქვედა ყბის არეში მარცხნივ არსებული ჭრილობა განვითარებულია რამე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო წელის არეში მარცხნივ წელის გამმართველი კუნთის ზედა მესამედის დონეზე არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

მოწმე კ----------–---ის ჩვენების თანახმად, დღისით დალია, მთვრალი იყო. ღამით ლ-–---------–---ი და თემური, ეძებდა სიძეს. ნახეს თეთრი მარშუტკა. თემური მივიდა, წინ არავინ იჯდა. უკნიდან გადმოვიდა ბრალდებული, მარტო ვარო. წაიყვანეს ბრალდებული ავტომანქანით სიძის საძებნელად. თემური და თვითონ წინ დასხდნენ, ლ-–---------–---ი - უკან. იპოვეს მალხაზი და ამოვიდნენ. ლ-–---------–---მა სთხოვა ბრალდებულს, სიგარეტზე გაგვიყვანეო, მას კი უთხრა, ე-- უზისო მანქანაში. ბრალდებულს ავტომანქანა გააჩერებინეს. ლ-–---------–---მა ჰკითხა, ვინ გიზისო ავტომანქანაში? პასუხად მიიღო, რომ ნათესავი ეჯდა. მერე რატომ გვატყუებო და დაარტყა ხელი. დაიწყო ჩხუბი. ლ-–---------–---მა თქვა, დანა აქვს და ფრთხილად იყავიო, წართმევას შეეცადნენ, დაუტრიალა ბრალდებულს ხელი, მაგრამ არ იცის, გააგდებინა თუ არა. ავტომანქანის შუქზე დაიშალნენ. ლ-–-მ მოკიდა ხელი ბრალდებულს ხელზე. რაღაცის დავარდნის ხმა გაიგეს, როცა ლ-–-მ ხელი გადაუტრიალა ბრალდებულს. ეხურა კეპი, თვითონაც წაიქცა, ბრალდებულიც. ხან ფეხზე იდგნენ, ხან წაიქცეოდნენ. დანა არ უნახავს, ბნელოდა. არაყი დალია ბევრი თავიდან. იმის მერე კიდევ დალია ბიძაშვილთან. ბრალდებულმა თქვა უკანა კარი გაფუჭებული არისო, მაგრამ ლ-–-მ გააღო და უკან ჩაჯდა.

მოწმე გ----------------–-–---–-ს ჩვენების და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ე---------------–----ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნება დაზიანებები ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რამე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. კ---–------------–--ის სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობების, ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

მოწმე თ------–--–-----–---–-ს ჩვენებით და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ კ----------–---ის სპორტულ ქურთუკზე უკან ზედაპირზე მარცხნივ, არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით და გასმით.

2018 წლის 3 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მესტიის რაიონის სოფელ ლ-----–ში, ცენტრალური საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს ამოღებულ იქნა 2 ცალი ქუდი და მოწითალო ფერის ლაქებით დასვრილი დანა.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2 ადამიანი ფიზიკური დაუპირისპირდა ბრალდებულს, რა დროსაც ბრალდებული დანას იქნევდა დაზარალებულების მისამართით. მოქნეული დანა მოხვდა კ----------–---ს სხვადასხვა ადგილას. ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ კ----------–---მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

იმისათვის, რომ სსკ-ის 120-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობის არსებობა დადგინდეს, აუცილებელია კ---–------------–--ის მიერ დანის დარტყმასა და კ----------–---ის ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. ამ კუთხით მნიშვნელოვანია და საინტერესოა თვითმხილველი მოწმეების: ე-------–----ს და კ----------–---ის ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დაზარალებულები და ბრალდებული ჩხუბობდნენ, ასევე იმ ფაქტს, რომ ამ ჩხუბის დროს ბრალდებულს ხელში ეჭირა დანა, რომელსაც იქნევდა, ხოლო ჩხუბის დასრულების შემდეგ კ----------–---ს აღენიშნებოდა ნაფლეთი ჭრილობები. ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის ჩხუბს და ჩხუბის დასრულების შემდეგ კ----------–---ის სხეულზე არსებულ ჭრილობებს ასევე ადასტურებენ ჩხუბის შემსწრე მოწმეები: გ--------------- და ლ---------------, რომელთა ჩვენების თანახმადაც მათ ნახეს, როგორ ჩხუბობდა 3 კაცი ერთმანეთში, როგორ აგინებდნენ დაზარალებულები ბრალდებულს, ხოლო ჩხუბის დასრულების შემდეგ კ----------–---ს აღენიშნებოდა ჭრილობები. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება, რომლის თანახმადაც კ----------–---ს აღენიშნებოდა ნაფლეთი ჭრილობები, რომელიც მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად. ამდენად დადგენილია, რომ კ---–------------–--ის მიერ დანის მოქნევა მიზეზობრივ კავშირშია კ----------–---ის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით მის მსუბუქ დაზიანებასთან.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა დაზარალებულ კ----------–---ს დანა დაარტყა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და მისი ხანმოკლე მოშლა.

 

3.2. განზრახვა

 

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობა გულისხმობს განზრახვას. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს.

ბრალდებულის განზრახვის დადგენის კუთხით მნიშვნელოვანია ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, კერძოდ: დაზარალებულ კ----------–---ის ჩვენებით ირკვევა, რომ მან პირველმა დაარტყა ხელი ბრალდებულს, ჩხუბის მიმდინარეობისას რამდენჯერმე წაიქცა ბრალდებული, ბრალდებულმა ამოიღო დანა, ლ-–---------–---თან ერთად შეეცადა ბრალდებულისთვის დანის წართმევას, რა დროსაც კვლავ წაიქცნენ, ავტომანქანის შუქის დანახვისთანავე დაიშალნენ.

მოწმე ე-------–----ს ჩვენების თანახმად, კ----------–---მა დაარტყა ბრალდებულს, რის შემდეგაც ლ-–---------–---ი და კ----------–---ი უმოწყალოდ ცემდნენ მას, ბრალდებული დაეცა და მას ურტყამდნენ. კ---–------------–--მა დანა ამოიღო და იქნევდა უმისამართოდ, თან ყვიროდა, არ მომე--როთო, რის შემდეგაც კ----------–---ი და ლ-–---------–---ი კვლავ ეცნენ ბრალდებულს.

ამდენად, დადგენილია, რომ ბრალდებული აცნობიერებდა საკუთარ ქმედებას - დანის ქნევას, ითვალისწინებდა შედეგის - კ----------–---ის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების - შესაძლებლობას და არ სურდა ეს, თუმცა შეგნებულად უშვებდა ამ შედეგს საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. აქვე უნდა ითქვას, რომ სსკ-ის მე-9 მუხლის მიხედვით, ზემოაღნიშნულთან ერთად ქმედების მართლწინააღმდეგობის შეგნებაც აუცილებელია განზრახვის ყველა კომპონენტის არსებობისთვის, თუმცა ვინაიდან ქმედების სუბიექტური შემადგენლობის დადგენის დროს განზრახვა დგინდება მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების ცოდნისა და ნებელობის სახით, ხოლო ქმედების მართლწინააღმდეგობის შეგნება უკავშირდება თავად ქმედების მართლწინააღმდეგობის საკითხის გარკვევას, ამდენად, განზრახვის ამ კომპონენტის არსებობა-არარსებობა უნდა გაირკვეს არა ქმედების შემადგენლობის ეტაპზე, არამედ ქმედების მართლწინააღმდეგობის საკითხის გარკვევის შემდეგ - ბრალის ეტაპზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლს დასჯად ქმედებად აცხადებს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ობიექტური მხრივ, ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას, ხოლო სუბიექტური მხრივ - განზრახვას.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და დადგენილია, რომ კ---–------------–--მა დაზარალებულ კ----------–---ს არაპირდაპირი განზრახვით მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

იმის შესაფასებლად, ქმედების შემადგენლობის დადგენილი გარემოებები იძლევა თუ არა საშუალებას, ისინი შეფასდეს მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, აუცილებელია გაირკვეს, ხომ არ მოქმედებდა ბრალდებული მართლწინააღდეგობის გამომრიცხველი გარემოების პირობებში.

 

4.1. მართლწინააღმდეგობა

 

მართლწინააღმდეგობა არის ობიექტური კატეგორია - ქმედების გასაკიცხაობის შესახებ სამართლებრივი შეფასება, რომელიც პირს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს შეცნობილი.

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს დანაშაულებრივი ხასიათის გამომრიცხველ გარემოებებს, რომელიც განმარტებულია სისხლის სამართლის კოდექსი მე-8 თავში ,,მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები’’. მოცემულ შემთხვევაში საქმის გამოკვლევისას გამოვლინდა გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც მოქმედება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მართლწესრიგის ხელყოფად.

დადგენილია, რომ კ----------–---ის ინიციატივით ის და ლ-–---------–---ი დაუპირისპირდნენ კ---–------------–--ს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, რის შემდეგაც კ---–------------–--მა გამოიყენა დანა. ამდენად, აუცილებელია დადგინდეს, ხომ არ იმყოფებოდა ბრალდებული აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

 

4.1.1. აუცილებელი მოგერიება

 

საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. აუცილებელი მოგერიების სტრუქტურა შესაძლებელია ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმით: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. აქედან პირველი ორი ნიშანი არის ობიექტური კატეგორიის, ხოლო მესამე - სუბიექტური. აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა უნდა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიში და ამასთან, მომგერიებელს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. ობიექტური და სუბიექტური მომენტების ერთობლიობა განსაზღვრავს მართლსაწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებათა შინაარსს.

 

4.1.1.1. აუცილებელი მოგერიების ობიექტური წინაპირობები

 

უკიდურესი მდგომარეობა სამი კომპონენტისგან შედგება: სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, ხელყოფის იმწუთიერება და ხელყოფის მართლწინააღმდეგობა. ამასთან მნიშვნელოვანია, ყველა ეს კომპონენტი არსებობდეს კუმულაციურად. ერთის გამორიცხვაც კი იწვევს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის გამორიცხვას.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ კ----------–---ის და ე-------–----ს ჩვენებების შინაარსზე, ვინაიდან უშუალო ფაქტის თვითმხილველი და შემსწრე მხოლოდ ეს ორი მოწმეა.

ე---------------–----ს ჩვენების თანხმად, დაჯდა მარშრუტკაში უკან. ჩამოიარა ნასვამმა, მერე კიდევ რამდენიმემ, ვიღაცას ეძებდნენ. ბრალდებულმა თქვა, ნასვამები არიან და შარს მომდებენო და გადმოჯდა უკან. ბრალდებულს ჰკითხეს, რატომ იმალებიო. ბრალდებულმა წაიყვანა ისინი ავტომანქანით. ლ-–---------–---მა და კ----------–---მა მოსთხოვეს ბრალდებულს გადმოსვლა, ჰკითხეს ვის გვიმალავო მანქანაში. ლ-–---------–---მა კითხა, არ გრცხვენიაო? კ----------–---ს უკვე დაწყებული ჰქონდა ჩხუბი ბრალდებულთან. ლ-–-მ ხელი კრა, კ---- მოეხმარა. ორივე ბრალდებულს ურტყამდა, უმოწყალოდ ცემეს. მერე თქვეს დანაო. ბრალდებულს ხელში დანა ეჭირა. მათაც ნახეს, მაგრამ განაგრძეს ბრალდებულის ცემა, ქვეშ მოიყოლეს. ამასობაში ერთმა მიღო დანის დარტყმა. გამოიარა მანქანამ, ალბათ ეგონათ პატრული. გაჩერდა მანქანა. ბრალდებული წავიდა. თვითონ ქუჩაში იყო და აშველებდა. დაშლისას სამივე ფეხზე იდგა. კარგად ვარო უთხრეს. წვიმდა, ნისლი იყო. 10 წუთი მიმდინარეობდა ჩხუბი. ბრალდებულს სახე ჰქონდა დასისხლიანებული. კ----------–---მა ბრალდებულს არ აცალა მის მეუღლესთან დარეკვა. მარშრუტკა რომ გაჩერდა, მოჩხუბრები უკვე გაშველებულები იყვნენ. ბრალდებულს თავპირიდან სდიოდა სისხლი, აკანკალებდა, აღებინებდა. მანქანამ რომ მიანათა, თავისით მოეშვნენ ერთმანეთს და საპირისპირო მხარეს წავიდნენ. კ----------–---მა ბრალდებულს ხელიდან ტელეფონი გააგდებინა და ჩხუბი დაიწყო. 5 წუთი საუბრობდნენ გარეთ, ვის გაუგიაო, ეუბნებოდნენ ბრალდებულს, ნათესავები ვართო, პასუხობდა ბრალდებული. თავიდან წაიქცა ბრალდებული. მერე ადგა, მერე ისევ წაიქცა. ადგომისას დაიძახეს, დანა აქვსო. ბრალდებული იდგა, დანა ეჭირა და ამბობდა, არ მომე--როთო. ისევ გაიწიეს ბრალდებულისკენ, ორივე წაიქცა. მერე ერთმა თქვა, მგონი დამჭრაო, მაგრამ სერიოზული არ არისო. მანქანის მონათების მერე ადგა ბრალდებული. ბრალდებული დანიან ხელს იქნევდა, იმათ მაინც შებოჭეს.

კ----------–---ის ჩვენების თანახმად, მთვრალი იყო. ნახეს თეთრი მარშრუტკა. წინ არავინ იჯდა. უკნიდან გადმოვიდა ბრალდებული, მარტო ვარო. წაიყვანეს თემურის სიძის საძებნელად. თემური და თვითონ წინ დასხდნენ. ლ-–- - უკან. მანქანაში უთხრა, ე-- უზისო მანქანაში. გააჩერებინეს ავტომანქანა. ლ-–-მ ჰკითხა, ვინ გიზისო, ბრალდებულმა უპასუხა, ნათესავიო. მერე რატომ გვატყუებო და დაარტყა ხელი. დაიწყო ჩხუბი. ლ-–-მ თქვა, დანა აქვს და ფრთხილად იყავიო, წართმევას შეეცადნენ, დაუტრიალა ხელი, მაგრამ არ იცის, გააგდო თუ არა. მანქანის შუქზე დაიშალნენ. ლ-–-მ მოკიდა ხელი ბრალდებულს ხელზე. რაღაცის დავარდნის ხმა გაიგეს, როცა ლ-–-მ ხელი გადაუტრიალა ბრალდებულს. თვითონაც წაიქცა, ბრალდებულიც. ხან ფეხზე იდგნენ, ხან წაიქცეოდნენ. ბნელოდა.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავდასხმის იმწუთიერებაზე. დაზარალებულმა განმარტა, რომ პირველი მან დაარტყა ხელი ბრალდებულს, რის შემდეგაც უწყვეტად ჩხუბი გაგრძელდა. ჩხუბის დროს მოჩხუბრები უსწორდებოდნენ კ---–------------–--ს, კერძოდ რამდეჯერმე დაანარცხეს მიწაზე, რის შემდეგაც ბრალდებული კვლავ ცდილობდა ადგომას. კ----------–---ი და ლ-–---------–---ი არ ეშვებოდნენ კ---–------------–--ს და კვლავ განაგრძობდნენ მის ცემას. კ---–------------–--მა ამოიღო დანა ჩხუბის მიმდინარეობისას, თუმცა კ----------–---ი და ლ-–---------–---ი არ შეეშვნენ ბრალდებულს და სცადეს დანის წართმევა. მიუხედავად იმისა, რომ კ---–------------–--ი ყვიროდა, არ მომე--როთო, კვალავ განაგრძეს მისი ცემა, რა დროსაც კვალავ წააქციეს, ხოლო ადგომის შემდეგ ბრალდებული იქნევდა დანას უმისამართოდ და ცდილობდა მოეგერიებინა, რა დროსაც რამდენიმე ჭრილობა მიიღო დაზარალებულმა კ----------–---მა. ამდენად ირკვევა, რომ ბრალდებული, მაშინ, როცა დაზარალებულ კ----------–---ის ჯანმრთელობა დააზიანა, ის ჯერ კიდევ იმყოფებოდა მასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში, ე.ი. მისი რექცია იყო მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით იმწუთიერი.

თავდასხმის იმწუთიერების დადგენის შემდეგ მნიშვნელოვანია, გაირკვეს არსებობდა თუ არა აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშანი - უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულს ეჩხუბებოდნენ კ----------–---ი და ლ-–---------–---ი, ისინი არ ეშვებოდნენ ბრალდებულს მიუხედავად იმისა, რომ ის რამდენჯერმე წაიქცა. ბრალდებულს პირსახიდან სისხლი სდიოდა, გული ერეოდა, კანკალებდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ლ-–---------–---ი იყო ძიუდოისტი და უფრო ძლიერი, ვიდრე ბრალდებული, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კ---–------------–--ს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობების, ნაჭდევებისა და სისხლაჟღენთების სახით, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამდენად ირკვევა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული დანით არ დაიცავდა თავს, შესაძლებელი იყო მიეღო ჯანმრთელობის უფრო მძიმე დაზიანება. დადგენილია, რომ შიშველი ხელებით ბრალდებული ვერ ახერხებდა თავის დაცვას და მას აყენებდნენ ჯანმრთელობის დაზიანებას. ამდენად, ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულის მოქმედება იყო გამოწვეული უკიდურესობით.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი პირს აუცილებელი მოგერიების უფლებას არ უსპობს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შეუძლია გაიქცევით ან სხვა მისი პიროვნული ღირსების დამამცირებელი ქცევით თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. კანონი არ ავალდებულებს მართლზომიერ მოქმედ პირს, რომ დაუთმოს მართლწესრიგის ხელმყოფს.

აქვე უნდა ითქვას, რომ აუცილებელი მოგერიებისთვის აუცილებელია ასევე, თავდასხმა იყოს მართლსაწინააღმდეგო. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ კ----------–---ი განმარტებებს სთხოვდა ბრალდებულს, ხოლო მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო დამარწმუნებელი პასუხები, გადავიდა ფიზიკურ დაპირისპირებაზე. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებული გარკვეულ მორალურ ვალდებულებებზე მიუთითებს, თუმცა ნათესავისა და ბრალდებულის ურთერთობის გარკვევა არ აძლევდა კ----------–---ს უფლებას, შეელახა ბრალდებულის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, ეცემა ის და მიეყენებინა მისთვის ჯანმრთელობის დაზიანება. მორალური ვალდებულებების დარღვევა მხოლოდ მორალურ პასუხისმგებლობას უნდა იწვევდეს და არა ახალ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კ----------–---ი მიიჩნევდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია რაიმე მორალური ვალდებულება, ეს მას არ აძლევდა უფლებას, ემოქმედა მართლსაწინააღმდეგოდ და თავად დაერღვია სამართლის ნორმით დადგენილი აკრძალვა, ეძალადა ბრალდებულზე. შესაბამისად, კ----------–---ის თავდასხმა ბრალდებულზე უნდა შეფასდეს, როგორც მართლსაწინააღმდეგო.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კ---–------------–--ის ქმედება იყო უკიდურესი მდგომარეობით გამოწვეული, მის წინააღმდეგ მიმართული მართლსაწინააღმდეგო ქმედების იმწუთიერი რეაქცია, მიმართული თავდამსხმელის წინააღმდეგ. ე.ი. ბრალდებული მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

 

4.1.1.2. აუცილებელი მოგერიების არსებობის სუბიექტური წინაპირობა

 

აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის დასადგენად, ობიექტურის გარდა, მნიშვნელობა ენიჭება სუბიექტურ ფაქტორსაც. სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია ქმედების ჩამდენი პირის სუბიექტური განწყობის (მიზნის) დადგენა. კერძოდ, მნიშვნელოვანია, რომ პირს ასეთ დროს ამოძრავებდეს სამართლებრივი სიკეთის გადარჩენის სურვილი.

ქმედების თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით ირკვევა, რომ ჩხუბის დაწყების შემდეგ დაიწყო ბრალდებულმა დანის ქნევა, ის რამდენჯერმე წააქციეს და ადგა, ასევე დადგენილია, რომ კ---–------------–--ი დანის ამოღების შემდეგ იძახდა, არ მომე--როთო და იქნევდა დანას. დადგენილია, რომ ჩხუბში სცადეს ბრალდებულისთვის დანის წართმევა, მიუხედავად დანის დანახვისა, მაინც მისკენ მიიწევდნენ. საყურადღებოა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ბრალდებულს აღენიშნება დაზიანებები. აღნიშნულს ადასტურებენ მოწმეებიც. ბრალდებულს 2 პირი, აქედან ერთი ნასვამი, მეორე კი ფხიზელი სპორტსმენი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, მიაყენეს დაზიანებები, რამდენჯერმე წაიქცა ჩხუბისას, ვერ ახერხებდა მათგან თავის დაღწევას, მიუხედავად დანის ამოღებისა, ისინი მაინც იწევდნენ მისკენ.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოტივი, მიზანი და სუბიექტური შემადგენლობის სხვა ნიშნები მხოლოდ ობიექტური გამოვლინების შედეგად დგინდება. სხვაგვარად შეუძლებელია ადამიანის გონებაში მიმდინარე პროცესების დადგენა, თუ ის არ გამოვლინდა ობიექტურად აღქმად გარკვეულ გარემოებებში. აქვე უნდა ითქვას, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სულ 4 ადამიანი, რომელთაგან ორისგან ინფორმაციის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა. ამდენად, მხოლოდ 2 თვითმხილველი მოწმე აღწერს განვითარებულ მოვლენებს, რომელთაგან ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა, ხოლო მეორე - უშუალოდ დაპირისპირების წამომწყები და მასში მონაწილე. ამდენად, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ამ პირების მიერ გადმოცემული ინფორმაციის გადამოწმება სხვა მტკიცებულებებით. ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია ექპსერტიზის დასკვნები დაზარალებულისა და ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლებიც ადასტურებენ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს. ბრალდებულისა და დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანებებზე საუბრობენ სხვა მოწმეებიც. მხედველობაშია მისაღები ასევე ის წინაპირობა, რასაც მოჰყვა ჩხუბი - დაზარალებულისთვის მიუღებელი დამოკიდებულება ბრალდებულისა და მოწმისა. მართალია, გარკვეული ობიექტური და, მით უმეტეს, სუბიექტური გარემოებების შესახებ მტკიცებულებების სიუხვით აღნიშნული საქმე არ გამოირჩევა, თუმცა, არსებული გარემოებები ადასტურებენ ბრალდებულის ჯანმრთელობისათვის საფრთხის არსებობას, მის სურვილს, არ მიკარებოდნენ მას, ჩხუბის დაწყებას სხვა პირების მიერ, მათი გაჩერებისთანავე მათგან მოშორებას და ა.შ., რაც მიუთითებს, რომ ბრალდებულს ამოძრავებდა საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა და როგორც კი იგრძნო, რომ უკვე საფრთხე აღარ ემუქრებოდა, დატოვა იქაურობა. ამ საკითხებთან დაკავშირებით, მტკიცებულებათა სიმცირის ფონზე აქტუალურია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის და სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ბრალდების მტკიცების მოვალეობა აკისრია ბრალდების მხარეს. ამდენად, სწორედ ბრალდების მხარეს აკისრია ვალდებულება, ამტკიცოს ყველა გარემოება, მათ შორის მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების არარსებობა იმ შემთხვევებში, როცა ასეთი გარემოებების არსებობის გონივრული ეჭვი არსებობს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არარსებობას, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ბრალდებული მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რაც გამორიცხავს მისი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ე.ი. მის დანაშაულებრიობას. ამდენად, წარდგენილ ბრალდებაში კ---–------------–--ი უნდა გამართლდეს.

II. განზრახ მკვლელობა

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2018 წლის 2-------, ღამის საათებში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-----–ში, მდინარე ,,ტ-----–-------’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე კ---–------------–--სა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ლ-–---------–---სა და კ----------–---ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. კონფლიქტის დროს კ---–------------–--მა დანის გამოყენებით ჩაიდინა ლ-–---------–---ის განზრახ მკვლელობა.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2018 წლის 2-------, ღამის საათებში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-----–ში, მდინარე ,,ტ-----–-------’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ლ-–---------–---მა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კ----------–---მა კ---–------------–--ს მოსთხოვეს ავტომანქანის გაჩერება, გადმოსვლა და პასუხის გაცემა, რატომ ატყუებდა მათ და მათგან რატომ მალავდა ავტომანქანაში ე-- ვიბლიანს. კ---–------------–--ი უხსნიდა, რომ არავის მალავდა და მათ არ ატყუებდა, რის შემდეგაც კ----------–---მა ხელი დაარტყა კ---–------------–--ს, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. ჩხუბში ჩაერთო ლ-–---------–---იც. ფიზიკური დაპირისპირების დროს კ---–------------–--მა მიიღო არაერთი დაზიანება სახის არეში, რამდენჯერმე წაიქცა და წამოდგა, რა დროსაც, საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დანის ქნევით სცადა კ----------–---ის და ლ-–---------–---ის მოშორება და მიაყენა ლ-–---------–---ს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. მკვლელობა

 

მოწმე გ---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ შეესწრო ჩხუბს. 3 კაცი ჩხუბობდა, მათ შორის ბრალდებული. გააშველეს ისინი. ბრალდებული ნაცემი იყო. წვიმდა. 23 საათი იქნებოდა. ლ-----–იდან, რომ გადიხარ, ,,ტ-----–-------’’-ს ნაკადულთან იყო ჩხუბი. როცა დატოვა მოჩხუბრები, ლ-–---------–---ი და კ----------–---ი ფეხზე იდგნენ. ბრალდებული გაშველების მერე წავიდა. ბრალდებული გასისხლიანებული იყო.

მოწმე გ----–-----–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ ლ-–---------–---ი სპორტსმენი იყო, იმ დღეს ნასვამი არ ყოფილა. ბრალდებულის მანქანაში უკან ე-------–---- ყოფილა დამალული. ლ-–-ს უთქვამს, რა გინდოდაო ამ მანაქანაში შუა ღამით და რატომ იმალებოდიო, სკამის უკან ყოფილა გადაწოლილი. მისი შვილი ძიუდოში ვარჯიშობდა. ფიზიკურად სუსტი, მაგრამ ძლიერი ბავშვი იყო.

მოწმე ნ-------------–----ს ჩვენებით დასტურდება, რომ მასთან საღამოს მივიდა ე-------–----. ცოტა ხანში მივიდა ბრალდებულიც. სანამ ფული აიღო, ისინი უკვე არ იყვნენ. ე--ს დაურე-- და მიიღო პასუხი, მალე მოვალო. მეორეჯერაც დაურე--. მესამეჯერ უკვე ე--მ არ უპასუხა. პირველი საათი სრულდებოდა როცა მივიდა, აღელვებული იყო, კ----------–---მა, ლ-–---------–---მა და ბრალდებულმა იჩხუბესო ძალიან მაგრა.

მოწმე გ---–---------–----ს ჩვენების თანახმად, შეტყობინება მიიღეს, ჩხუბიაო ლ-----–თან. წვიმიანი ამინდი იყო და სიარული ჭირდა. გზის პირას ჩაცუცქული ადამიანი ნახა, რომლიც შველას ითხოვდა. მეორე ეხმარებოდა. ერთი წამოიყვანეს, მეორეს უკვე პულსი არ ჰქონდა. მაიკა რომ აუწიეს, მკერდში ნაჩხვლეტი ჰქონდა. მანქანაში ახსენა კ----------–---მა კ---–------------–--ი, მაგან ჩაარტყაო დანა, მეც ჩამარტყაო, მაგრამ თვითონ არ ეტყობოდა.

მოწმე ლ---------------ს ჩვენების მიხედვით, გ---------------ს მარშუტკით მივიდა გოჩასთან ერთად. 23-24 საათი იქნებოდა, წვიმდა. ნახეს, ბრალდებული, კ----------–---ი და ლ-–---------–---ი ჩხუბობდნენ. ისინი ფეხზე იდგნენ და სისხლიანები იყვნენ. ბრალდებული გადავიდა გზის მეორე მხარეს. ის 2 ბრალდებულს აგინებდა. გააშველეს და წავიდნენ. თავსხმა წვიმა იყო იმ ღამეს.

მოწმე ლ--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 23-24 საათზე 112-დან შევიდა შეტყობინება, რაც გადასცა მორიგემ, იყო ჩხუბი ლ-----–ში მისვლამდე, მდინარე ,,ტ-----–------’’-თან. წვიმდა. ლ-–---------–---ი იყო გარდაცვლილი, ეხმარებოდა თ---–---- კ----, რომელიც ასევე დაჭრილი იყო. საავადმყოფოში გაიგო, რომ ბრალდებულსა და მათ შორის შელაპარაკება მოხდა და ბრალდებულმა დანა გამოიყენა, რის გამოც გარდაიცვალა ლ-–-. ბურუსი, ნისლიც იყო.

მოწმე გ------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ძირს იწვა ს------–----. თ---–---- ცდილობდა დახმარებას და იგინებოდა. წვიმდა. კ----------–---მა თქვა, ბრალდებულმა დანა გამოიყენაო ჩხუბის დროს. ლ-–---------–---ი გარდაცვლილი იყო, პულსი არ ჰქონდა, მკერდში იყო დაჭრილი. ბრალდებულს სახეზე ნაკაწრები და სილურჯე ეტყობოდა.

მოწმე თ--------------–----ს ჩვენებით დასტურდება, რომ ნახა მიკროავტობუსი. შიგ არავინ იჯდა. მერე მანქანა გაინძრა, ვიღაცა უკანა სკამიდან გადმოვიდა წინ. როგორც გაიგო, ბრალდებული იყო . პატრულს გამოვექეციო, მართვის მოწმობა ჩამორთმეული მაქვს და აქ მოვედიო. ყველანი ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ მთვრალი ახლობლის მოსაძებნად. უკანა კარი ვერ გააღეს. ბრალდებულმა თქვა, წინ ჩასხედითო, წინ არ ვეტევითო, უპასუხა. როგორმე დაეტევითო, მიუგო ბრალდებულმა. იპოვეს ვისაც ეძებდნენ. ბრალდებულმა უთხრა, სალონის კარები არ იღება და წინ დასხედითო. ლ-–---------–---ი უკან დაჯდა. ის ფხიზელი იყო. იქ ერთმანეთისადმი უკმაყოფილება არ ყოფილა. თავიდან კ----------–---მა უთხრა მხოლოდ, თუ პატრულს ემალები, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას რატომ დადექიო. მეტი არაფერი თქმულა იქ. შემდეგ ავტომანქანიდან ჩამოვიდა და მეორე დღეს გაიგო, რომ ლ-–---------–---ი გარდაცვლილა.

მოწმეების: შ--------------ს და ბ-------------ს ჩვენებების თანახმად, ბრალდებულს დაკავებისას თვალი ჰქონდა ჩალურჯებული, დაკაწრული იყო, სხეულზე ჰქონდა დაზიანებები, რაზეც უთხრა, ჩხუბის დროს მივიღეო.

მოწმე ე---------------–----ს ჩვენების მიხედვით, 2------- საღამოს ნ-------------–--ნთან იყო. ბრალდებულს უნდა მიეტანა ცემენტი. ბრალდებულმა დაურე-- და ნ-------------–----ს ნომერი სთხოვა. უთხრა, რომ ნ-------------–--ნთან იმყოფებოდა და როცა მივიდოდა, დაერე-- მისთვის. ბრალდებულმა დარე--, ნ-------------–---- ფულზე შებრუნდა. თვითონ დაჯდა მარშუტკაში უკან. ჩამოიარა ნასვამმა პირმა, მერე კიდევ რამდენიმემ, ვიღაცას ეძებდნენ. ბრალდებულმა თქვა, ნასვამები არიან და შარს მომდებენო და გადმოჯდა უკან. ბრალდებულს ჰკითხეს, რატომ იმალებიო. მან უპასუხა, რომ არ იმალებოდა. ბრალდებულმა წაიყვანა ისინი. ნ-------------–----ს სახლამდე რომ მივიდნენ, თ--------------–---- გადავიდა. ბრალდებულმა დანარჩენ 2 საც გადასვლა სთხოვა. სიგარეტის საყიდლად წაგვიყვანეო, სთხოვეს ბრალდებულს, თუმცა მაღაზიასთან არ გააჩერეს და წაიყვანეს მდინარისკენ, მოსთხოვეს ბრალდებულს გადმოსვლა, ჰკითხეს, ვის გვიმალავო მანქანაში. ლ-–---------–---მა ჰკითხა, არ გრცხვენიაო? კ----------–---ს უკვე დაწყებული ჰქონდა ჩხუბი ბრალდებულთან. ლ-–-მ ხელი ჰკრა, კ---- მოეხმარა. ორივე ბრალდებულს ურტყამდა, უმოწყალოდ ცემეს. მერე თქვეს, დანაო. ბრალდებულს ხელში დანა ეჭირა. მათაც ნახეს, მაგრამ განაგრძეს ბრალდებულის ცემა, ქვეშ მოიყოლეს. ამასობაში ერთმა მიიღო დანის დარტყმა. გამოიარა მანქანამ. ალბათ ეგონათ პატრული. გაჩერდა მანქანა. ბრალდებული წავიდა. სამივე დაიშალნენ. სამივე ფეხზე იდგა. წვიმდა, ნისლი იყო. 10 წუთი იყო ჩხუბი. ბრალდებულს სახე ჰქონდა დასისხლიანებული. კ----------–---მა დაიწყო ჩხუბი. მან ბრალდებულს არ აცალა მის მეუღლესთან დარეკვა. ბრალდებულს თავპირიდან სდიოდა სისხლი, აკანკალებდა, აღებინებდა. მანქანამ, რომ მიანათა, თავისით მოეშვნენ ერთმანეთს, საპირისპირო მხარეს წავიდნენ. ჩხუბამდე 5 წუთი საუბრობდნენ გარეთ. ბრალდებულს ეუბნებოდნენ, ვის გაუგიაო... ბრალდებული უხსნიდა, ნათესავები ვართო. ლ-–- და კ---- ბრალდებულს ურტყამდნენ თავიდან წაიქცა ბრალდებული. მერე ადგა, მერე ისევ წაიქცა. ადგომისას დაიძახეს, დანა აქვსო. ბრალდებული იდგა, დანა ეჭირა და ამბობდა, არ მომე--როთო. ისევ გაიწიეს ბრალდებულისკენ, ორივე წააქციეს. მერე ერთმა თქვა, მგონი დამჭრაო, მაგრამ სერიოზული არ არისო. მანქანის მონათების მერე ადგა ბრალდებული. ბრალდებული დანიან ხელს იქნევდა, მათ მაინც შებოჭეს.

მოწმე გ-------–-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მოშორებით ნახა სისხლიანი დანა ყავისფერი ლაქებით. დანიშნა ბრალდებულის სამედიცინო ექსპერტიზა დაზიანებების გამო.

მოწმე ჯ---------–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ შეტყობინება შემოვიდა, რომ ჩხუბი იყო. მივიდნენ. ლ-–---------–---ი წაქცეული იყო და ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდა კ----------–---ი. კ----------–---ი მანქანაში ამბობდა, ეს რა გვიქნა კ---–------------–--მაო.

მოწმე კ----------–---ის ჩვენებით დასტურდება, რომ ნახეს თეთრი მარშუტკა. წინ არავინ იჯდა. უკნიდან გადმოვიდა ბრალდებული, მარტო ვარო. ის წაიყვანეს სიძის საძებნელად. თემური და თვითონ წინ დასხდნენ, ლ-–---------–---ი - უკან. იპოვეს მალხაზი და ამოვიდნენ. ლ-–---------–---მა თქვა, სიგარეტზე გაგვიყვანეო. მანქანაშივე უთხრა, ე-- უზისო მანქანაში. გააჩერებინეს ავტომანქანა. ლ-–---------–---მა ჰკითხა, ვინ გიზისო ავტომანქანაში. ნათესავიო, უპასუხა ბრალდებულმა. მერე რატომ გვატყუებო და დაარტყა ხელი. დაიწყო ჩხუბი. ლ-–---------–---მა თქვა, დანა აქვს და ფრთხილად იყავიო, წართმევას შეეცადნენ, გადაუტრიალეს ხელი. მანქანის შუქზე დაიშალნენ მოჩხუბრები. ლ-–---------–---მა თქვა, დაჭრილი ვარო მგონი. გზიდან გადაიყვანა და ჩაიკეცა. ტელეფონის შუქით მიანათა, ჭრილობა ნახა გულთან გვერდით როცა აუწია ტანსაცმელი. ლ-–-სტეფლიანმა მოკიდა ხელი ბრალდებულს ხელზე. რაღაცის დავარდნის ხმა გაიგეს, როცა ლ-–-მ ხელი გადაუტრიალა ბრალდებულს. თვითონაც წაიქცა, ბრალდებულიც. ხან ფეხზე იდგნენ, ხან წაიქცეოდნენ.

მოწმე შოთა თ------ის ჩვენების და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ-–---------–---ის გვამზე ერთი ჭრილობა არხის მიმართულებით წინიდან უკან, მცირედ ზემოდან ქვემოთ, მცირედ მარცხნიდან მარჯვნივ. ჭრილობის არხი არის სიღრმით 8,3 სმ. ჭრილობის ზედა ბოლო მახვილია, ხოლო ქვედა ბოლო - ბლაგვი. მეორე ჭრილობა არხის მიმართულებით წინიდან უკან, ქვემოდან ზემოთ, მცირედ მარცხნიდან მარჯვნივ. ჭრილობის არხი არის სიღრმით 13,4 სმ. ჭრილობის ზედა ბოლო ბლაგვია, ხოლო ქვედა ბოლო - მახვილი, განვითარებულია, რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. მესამე ჭრილობის არხი არის სიღრმით 4,7 სმ. არხის მიმართულებით მარჯვნიდან მარცხნივ, მცირედ ზემოდან ქვემოთ. ჭრილობის ზედა ბოლო ბლაგვია, ხოლო ქვედა ბოლო - მახვილი. ის განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან. ლ-–---------–---ის გვამზე ასევე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე შუა მესამედში, ტერფის ძირიდან 65 სმ-ის დაშორებით - კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების დაზიანებით, მიმდებარე თბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით, განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან. ასევე აღენიშნება დაზიანებები: ნაჭდევები მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე და მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე, განვითარებულია რამე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან.

2018 წლის 3 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს მესტიის რაიონის სოფელ ლ-----–ში, ცენტრალური საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა 2 ცალი ქუდი და მოწითალო ფერის ლაქებით დასვრილი დანა.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ კ---–------------–--ს, ლ-–---------–---ს და კ----------–---ს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც კ----------–---ი და ლ-–---------–---ი ფიზიკურად უსწორდებოდნენ კ---–------------–--ს, ხოლო კ---–------------–--ი დანის გამოყენებით ცდილობდა თავის დაცვას, იქნევდა დანას დაზარალებულების მისამართით, რა დროსაც კ---–------------–--მა რამდენჯერმე ჩაარტყა დანა ლ-–---------–---ს. ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლ-–---------–---მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო 2 დაზიანება, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

სასამართლო აფასებს გამოკვლეულ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა პირდაპირი მტკიცებულებები: მოწმეების - ე---------------–----ს და კ----------–---ის ჩვენებები, რომლებიც მიუთითებენ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ჩხუბზე და ბრალდების მიერ დაზარალებულისთვის დანის დარტყმაზე.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი დაიწყო დაზარალებულმა, რომელიც დაზარალებულისვე მხრიდან გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მოწმეები ადასტურებენ, რომ ბრალდებულს ხელში ეჭირა დანა, ხოლო კ----------–---ის ჩვენებით დგინდება, რომ დაზარალებულ ლ-–---------–---ს მოხვდა კ---–------------–--ის მიერ მოქნეული დანა.

საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

გამოკვლეული ყველა მტკიცებულების, განსაკუთრებით კი მოწმე კ----------–---ის და ე-------–----ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის ჩვენებით სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება - დანით ლ-–---------–---ისთვის ჭრილობის მიყენება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ლ-–---------–---ის სიკვდილთან, ვინაიდან ცივი იარაღის დარტყმა წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც სიკვდილი ამჯერად ამ სახით არ დადგებოდა.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კ---–------------–--ის მიერ მკვლელობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება.

 

3.2. განზრახვა

 

საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

ბრალდებულის განზრახვის დადგენის კუთხით მნიშვნელოვანია ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, კერძოდ: კ----------–---ის ჩვენებით ირკვევა, რომ მან პირველმა დაარტყა ხელი ბრალდებულს, ჩხუბის მიმდინარეობისას რამდენჯერმე წაიქცა ბრალდებული, რის შემდეგაც ბრალდებულმა ამოიღო დანა. ლ-–---------–---თან ერთად შეეცადა ბრალდებულისთვის დანის წართმევას, რის შემდეგაც წაიქცნენ. ისინი ავტომანქანის შუქის დანახვისთანავე დაიშალნენ.

მოწმე ე-------–----ს ჩვენების თანახმად, კ----------–---მა დაარტყა ბრალდებულს, რის შემდეგაც ლ-–---------–---ი და კ----------–---ი უმოწყალოდ ცემდნენ მას, ბრალდებული დაეცა და მას ურტყამდნენ. კ---–------------–--მა დანა ამოიღო და იქნევდა დანას უმისამართოდ, თან ყვიროდა, არ მომე--როთო, რის შემდეგაც კ----------–---ი და ლ-–---------–---ი კვლავ ეცნენ ბრალდებულს.

მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებული აცნობიერებდა, რომ იქნევდა დანას, ითვალისწინებდა, რომ დაზარალებულისათვის დანის ჩარტყმებს შეიძლებოდა მოჰყოლოდა მისი სიცოცხლის მოსპობა და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა მის დადგომას.

ამდენად უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ კ---–------------–--ი მოქმედებდა არაპირდაპირი განზრახვით. აქვე უნდა ითქვას, რომ სსკ-ის მე-9 მუხლის მიხედვით, ზემოაღნიშნულთან ერთად ქმედების მართლწინააღმდეგობის შეგნებაც აუცილებელია განზრახვის ყველა კომპონენტის არსებობისთვის, თუმცა ვინაიდან ქმედების სუბიექტური შემადგენლობის დადგენის დროს განზრახვა დგინდება მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების ცოდნისა და ნებელობის სახით, ხოლო ქმედების მართლწინააღმდეგობის შეგნება უკავშირდება თავად ქმედების მართლწინააღმდეგობის საკითხის გარკვევას, ამდენად, განზრახვის ამ კომპონენტის არსებობა-არარსებობა უნდა გაირკვეს არა ქმედების შემადგენლობის ეტაპზე, არამედ ქმედების მართლწინააღმდეგობის საკითხის გარკვევის შემდეგ - ბრალის ეტაპზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საერთაშორისო აქტებით, მათ შორის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით დაცულია სიცოცხლის უფლება. სამართლის მიერ სიცოცხლის უფლების დაცვა ხდება სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით. მათ შორის ერთ-ერთია სიცოცხლის მოსპობის დასჯად ქმედებად გამოცხადება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ისჯება განზრახ მკვლელობა. მართალია, აღნიშნული მუხლი საკანონმდებლო კონსტრუქციის თვალსაზრისით ე.წ. მარტივი შემადგენლობის სახითაა წარმოდგენილი, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის მუხლების მოშველიებით შესაძლებელია ამ დანაშაულის ნიშნების გამოვლენა. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის უნდა არსებობდეს სუბიექტური მხრივ, სხვისი სიცოცხლის მოსპობის (ნებისმიერი ფორმის) განზრახვა, ობიექტური მხრივ - აღნიშნულისკენ მიმართული (ნებისმიერი სახის) ქმედება, სასიკვდილო შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და სიკვდილს შორის. სსკ-ის 108-ე მუხლის ობიექტია სხვა ადამიანის სიცოცხლე. მისი ხელყოფა გამოიხატება თავის ტვინის ნერვული ელექტრონული აქტივობის უკუუბრუნებელ შეწყვეტაში. მკვლელობის ობიექტური შემადგენლობა მოიცავს როგორც მოქმედებას, ასევე უმოქმედობას. სსკ-ის 108-ე მუხლი მიეკუთვნება მატერიალურ დანაშაულებს, რის გამოც მისი დამთავრებულად ცნობისთვის აუცილებელია შედეგი. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ქმედებასა და შედეგს შორის.

სუბიექტური მხრივ სსკ-ის 108-ე მუხლი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განზრახ. ამასთან, ის შეიძლება განხორციელდეს როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი (ევენტუალური) განზრახვით. მკვლელობისთვის დამახასიათებელია როგორც წინასწარ მოფიქრებული, ასევე უეცრად წარმოშობილი განზრახვა. ამასთან, მნიშვნელოვანია უშუალოდ ქმედების ჩადენის დროს არსებული განზრახვა და არა წინმსწრები ან ქმედების შემდგომი სუბიექტური მდგომარეობა ქმედების სუბიექტისა.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული დაზარალებულ ლ-–---------–---ის სიცოცხლის მოსპობისას მოქმედებდა არაპირდაპირი განზრახვით.

აღნიშნულთან ერთად განზრახ მკვლელობის დადგენა მოითხოვს, არ არსებობდეს მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხველი გარემოებები. ამდენად, უნდა გაირკვეს, ხომ არ იმყოფებოდა ბრალდებული მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებებში.

 

4.1. მართლწინააღმდეგობა

 

მართლწინააღმდეგობა არის ობიექტური კატეგორია - ქმედების გასაკიცხაობის შესახებ სამართლებრივი შეფასება, რომელიც პირს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს შეცნობილი.

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს დანაშაულებრივი ხასიათის გამომრიცხველ გარემოებებს, რომელიც განმარტებულია სისხლის სამართლის კოდექსი მე-8 თავში ,,მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები’’. მოცემულ შემთხვევაში საქმის გამოკვლევისას გამოვლინდა გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც მოქმედება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მართლწესრიგის ხელყოფად.

 

4.1.1. აუცილებელი მოგერიება

 

საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან. აუცილებელი მოგერიების სტრუქტურა შესაძლებელია ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმით: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. აქედან პირველი ორი ნიშანი არის ობიექტური კატეგორიის, ხოლო მესამე - სუბიექტური. აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა უნდა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიშ და ამასთან, მომგერიებელს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. ობიექტური და სუბიექტური მომენტების ერთობლიობა განსაზღვრავს მართლსაწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებათა შინაარსს.

 

4.1.1.1. აუცილებელი მოგერიების არსებობის ობიექტური წინაპირობები

 

უკიდურესი მდგომარეობა სამი კომპონენტისგან შედგება: სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, ხელყოფის იმწუთიერება და ხელყოფის მართლწინააღმდეგობა. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს კომპონენტი არსებობდეს კუმულაციურად, ერთის გამორიცხვაც კი იწვევს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის უარყოფას.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ კ----------–---ის და მოწმე ე-------–----ს ჩვენებების შინაარსზე, ვინაიდან უშუალო ფაქტის თვითმხილველი და შემსწრე მხოლოდ ეს ორი პირია.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ ჩვენებებში თავდასხმის იმწუთიერობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულს ჩხუბი დაუწყეს დაზარალებულებმა. ჩხუბის დროს ლ-–---------–---ი ფიზიკურად უსწორდებოდა კ---–------------–--ს, რა დროსაც მან და კ----------–---მა რამდენჯერმე წააქციეს ბრალდებული. კ----------–---ი და ლ-–---------–---ი არ ეშვებოდნენ კ---–------------–--ს და კვლავ განაგრძობდნენ მის ცემას. კ---–------------–--მა ამოიღო დანა ჩხუბის მიმდინარეობისას, თუმცა კ----------–---ი და ლ-–---------–---ი არ შეეშვნენ ბრალდებულს, სცადეს დანის წართმევა და აგრძელებდნენ ჩხუბს. მიუხედავად იმისა, რომ კ---–------------–--ი ყვიროდა, არ მომე--როთო, კვალავ განაგრძეს მისი ცემა, ბრალდებული იქნევდა დანას და ცდილობდა მოეგერიებინა დაზარალებულები, რა დროსაც რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ლ-–---------–---ს. ამდენად ირკვევა, რომ ლ-–---------–---ისათვის ჭრილობების მიყენება იყო საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებაზე ბრალდებულის იმწუთიერი რეაქცია.

თავდასხმის იმწუთიერების დადგენის შემდეგ, მნიშვნელოვანია გაირკვეს, არსებობდა თუ არა აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშანი - უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება, რაც გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულს 2 პირი ეჩხუბებოდა. ასევე დადგენილია, რომ ჩხუბი არ დაუწყია ბრალდებულს. კ----------–---ი და ლ-–---------–---ი არ ეშვებოდნენ ბრალდებულს მიუხედავად იმისა, რომ ის რამდენჯერმე წაიქცა. ბრალდებულს პირსახიდან სისხლი სდიოდა, გული ერეოდა ცემის შემდეგ, კანკალებდა. ჩხუბის დროს ბრალდებულმა მიიღო სხეულის დაზიანებები - უსწოროკიდეებიანი ჭრილობები, ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები, თვალი ჰქონდა ჩალურჯებული და ა.შ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ლ-–---------–---ი იყო ძიუდოისტი და უფრო ძლიერი, ვიდრე ბრალდებული. ირკვევა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული დანით არ დაიცავდა თავს, შესაძლებელი იყო მიეღო ჯანმრთელობის უფრო მძიმე დაზიანება. დადგენილია, რომ შიშველი ხელებით ბრალდებული ვერ ახერხებდა თავის დაცვას და მას აყენებდნენ ჯანმრთელობის დაზიანებას. ამდენად, ბრალდებულის მოქმედება - დანის ქნევა და ჩარტყმა რომ უკიდურესობით გამოწვეული ქმედება იყო, საქმის მასალებით დადასტურებულია. უკიდურესობით გამოწვეულ ქმედებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია იმის გახსენებაც, რომ სსკ-ის 28-ე მუხლი უკიდურეს მდგომარეობად მიიჩნევს ისეთ ვითარებასაც, როცა არსებობს გაქცევის საშუალება, თუმცა პირი ირჩევს თავდაცვის სხვა საშუალებას. ამდენად, ბრალდებულის მოქმედება გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხის გამო უკიდურესობის მდგომაროებით.

ამდენად, დადგენილია, რომ ორმა პირმა ჩხუბი დაუწყო ბრალდებულს, ის გადმოიყვანეს ავტომანქანიდან, პასუხი მოსთხოვეს. ამ ჩხუბში ბრალდებული რამდენჯერმე წაიქცა და ადგა. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა ჩხუბის შედეგად სახის არეში. მოჩხუბრებიდან ერთი მთვრალი იყო, ხოლო მეორე - ფხიზელი სპორტსმენი. ამ ვითარებაში ბრალდებულმა დანა ამოიღო, რადგან ვერ ახერხებდა დაზარალებულების მოგერიებას, ყვიროდა, არ მომე--როთო. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩხუბის დაწყებამდე ბრალდებული თავდაცვის პოზიციაში იყო. დაზარალებულები მას პასუხს სთხოვდნენ გარკვეულ საკითხზე და ბრალდებული ცდილობდა, აეხსნა, თუმცა არ დააცალეს და დაიწყო მის წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირება. ანალოგიურ თავდაცვით ვითარებაში იყო ის ჩხუბის დროსაც. ამაზე მიუთითებს ასევე ისიც, თუ როგორ დასრულდა ჩხუბი. კერძოდ, ავტომანქანის გაჩერებისთანავე, როგორც კი მოჩხუბრები გაჩერდნენ, ბრალდებულმა გზა გადაკვეთა და მოშორდა სხვებს. უაღრესად მნიშვნელოვანია ასევე ჭრილობების ტრაექტორიაც. კერძოდ, ლ-–---------–---ს აღენიშნება ტანის არეში სამი ჭრილობა. აქედან ერთი არის ბეჭის მიდამოში, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიძლება ჰგავდეს უკნიდან მიყენებულ ჭრილობას, თუმცა, ჭრილობის ადგილმდებარეობა მიუთითებს, რომ ეს ჭრილობა შესაძლებელი იყო მიყენებულიყო მოქნეულ ხელზე წინიდან. კერძოდ, ლ-–---------–---ის მოქნეული მარცხენა ხელის შემთხვევაში მარცხენა ბეჭი სრულიად შესაძლებელია მოხვედრილიყო ბრალდებულის წინ და შესაძლებელი იყო მოქნეული ხელის მიმართულებით მოქნეული დანა მოხვედროდა დაზარალებულს უკვე მოქნეულ ბეჭზე. ამასთან, ეს დაზიანება სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის, თუმცა ის არ ეწინააღმდეგება მოწმეთა მიერ აღწერილ ჩხუბის ვითარებას, როცა მოჩხუბრები ერთმანეთს ხელებს უქნევდნენ. ასევე ბრალდებულის სასარგებლოდ შეიძლება მეტყველებდეს ფეხზე მიყენებული ჭრილობაც, ვინაიდან ამ ჭრილობის არსებობა მიუთითებს, რომ ბრალდებული შეეცადა, ფეხზეც მიეყენებინა ჭრილობა დაზარალებულისთვის და თუ ეს საკმარისი აღმოჩნდებოდა ჩხუბის შესაწყვეტად, ეს ჭრილობაც გამართლებული იქნებოდა, თუმცა არც აღნიშნული ჭრილობა არის სიცოცხლისათვის სახიფათო. ყველაზე მნიშვნელოვანი არის 2 ჭრილობა. ეს ჭრილობები საინტერესოა იმ კუთხით, რომ ისინი სხვადასხვა მხარეს არის მიყენებული. კერძოდ, ერთი მიყენებულია მარჯვნივ, მეორე - მარცხნივ. ეს მიუთითებს, რომ ეს ჭრილობები ერთმანეთის მიმდევრობით არ არის მიყენებული და მათ შორის გარკვეული ინტერვალი იყო. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ერთი ჭრილობა მიყენებულია დანის მჭრელი პირით ქვევით, ხოლო მეორე - პირიქით, მჭრელი პირით ზევით. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ორი დაზიანება სხვადასხვა ვითარებაშია მიყენებული. ამ დაზიანებების მიყენების დროს დანა ბრალდებულს ხელში სხვადასხვა მდგომარეობაში ეჭირა. შესაძლოა ეს დაზიანებები მიყენებული იყოს ასევე ბრალდებულისა და დაზარალებულის სხვადასხვა პოზაში ყოფნის დროს. მით უმეტეს, რომ მოჩხუბრები ზოგჯერ ეცემოდნენ. ამასთან, როგორც ჩანს, დაზარალებულები აქცევდნენ ბრალდებულს და ეცემოდნენ თვითონაც. სამწუხაროდ არც ერთ მოწმეს არ უნახავს უშუალოდ რომელ მომენტში რომელი დაზიანება იქნა მიყენებული, თუმცა დაზიანებების ადგილმდებარეობა და ტრაექტორია, დანის მდგომარეობა ჭრილობის მიყენებისას მიუთითებს იმაზე, რომ ისინი სხვადასხვა დროს სხვადასხვა მდგომარეობაშია მიყენებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს დაზიანებები შესაძლოა მიყენებული ყოფილიყო თავდაცვის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მოსალოდნელი იყო ერთდროული რამდენიმე დარტყმის მიყენება ერთ პოზიციაში მყოფი პირის მიერ დანის ერთი და იმავე მიმართულებით და ა.შ., რაც განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება.

აქვე უნდა ითქვას, რომ აუცილებელი მოგერიებისთვის აუცილებელია ასევე, თავდასხმა იყოს მართლსაწინააღმდეგო. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ ლ-–---------–---ი და კ----------–---ი განმარტებებს სთხოვდნენ ბრალდებულს, ხოლო მას შემდეგ, რაც ვერ მიიღეს დამარწმუნებელი პასუხები, გადავიდნენ ფიზიკურ დაპირისპირებაზე. დაზარალებული გარკვეულ მორალურ ვალდებულებებზე აპელირებდა, თუმცა ნათესავისა და ბრალდებულის ურთერთობის გარკვევა არ აძლევდა მას უფლებას, შეელახა ბრალდებულის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, ეცემა ის და მიეყენებინა მისთვის ჯანმრთელობის დაზიანება. მორალური ვალდებულებების დარღვევა მხოლოდ მორალურ პასუხისმგებლობას უნდა იწვევდეს და არა ახალ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლ-–---------–---ი მიიჩნევდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია რაიმე მორალური ვალდებულება, ეს მას არ აძლევდა უფლებას, ემოქმედა მართლსაწინააღმდეგოდ და თავად დაერღვია სამართლის ნორმით დადგენილი აკრძალვა, ეძალადა ბრალდებულზე. შესაბამისად, ლ-–---------–---ის თავდასხმა ბრალდებულზე უნდა შეფასდეს, როგორც მართლსაწინააღმდეგო.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კ---–------------–--ის ქმედება იყო უკიდურესი მდგომარეობით გამოწვეული, მის წინააღმდეგ მიმართული მართლსაწინააღმდეგო ქმედების იმწუთიერი რეაქცია, მიმართული თავდამსხმელის წინააღმდეგ. ე.ი. ბრალდებული მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ვითარებაში.

 

4.1.1.2. აუცილებელი მოგერიების არსებობის სუბიექტური წინაპირობა

 

აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის დასადგენად, ობიექტურის გარდა, მნიშვნელობა ენიჭება სუბიექტურ ფაქტორსაც. სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია ქმედების ჩამდენი პირის სუბიექტური განწყობის (მიზნის) დადგენა. კერძოდ, მნიშვნელოვანია, რომ პირს ასეთ დროს ამოძრავებდეს სამართლებრივი სიკეთის გადარჩენის სურვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იარსებებს აუცილებელი მოგერიება.

ქმედების თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით ირკვევა, რომ ჩხუბის დაწყების შემდეგ ამოიღო ბრალდებულმა დანა. ასევე დადგენილია, რომ კ---–------------–--ი დანის ამოღების შემდეგ იძახდა, არ მომე--როთო და იქნევდა დანას. საყურადღებოა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მიუთითებს დაზიანებების ადგილმდებარეობასა და ტრაექტორიაზე, დანის მდგომარეობაზე ჭრილობის მიყენებისას.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოტივი, მიზანი და სუბიექტური შემადგენლობის სხვა ნიშნები მხოლოდ ობიექტური გამოვლინების შედეგად დგინდება. სხვაგვარად შეუძლებელია ადამიანის გონებაში მიმდინარე პროცესების დადგენა, თუ ის არ გამოვლინდა ობიექტურად აღქმად გარკვეულ გარემოებებში. აქვე უნდა ითქვას, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სულ 4 ადამიანი, რომელთაგან ორისგან ინფორმაციის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა. ამდენად, მხოლოდ 2 თვითმხილველი მოწმე აღწერს განვითარებულ მოვლენებს, რომელთაგან ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა, ხოლო მეორე - უშუალოდ დაპირისპირების წამომწყები და მასში მონაწილე. ამდენად, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ამ პირების მიერ გადმოცემული ინფორმაციის გადამოწმება სხვა მტკიცებულებებით. ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია ექპსერტიზის დასკვნები დაზარალებულისა და ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლებიც ადასტურებენ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს. ბრალდებულისა და დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანებებზე საუბრობენ სხვა მოწმეებიც. მხედველობაშია მისაღები ასევე ის წინაპირობა, რასაც მოჰყვა ჩხუბი - დაზარალებულისთვის მიუღებელი დამოკიდებულება ბრალდებულისა და მოწმისა. მართალია, გარკვეული ობიექტური და, მით უმეტეს, სუბიექტური გარემოებების შესახებ მტკიცებულებების სიუხვით აღნიშნული საქმე არ გამოირჩევა, თუმცა, არსებული გარემოებები ადასტურებენ ბრალდებულის ჯანმრთელობისათვის საფრთხის არსებობას, მის სურვილს, არ მიკარებოდნენ მას, ჩხუბის დაწყებას სხვა პირების მიერ, მათი გაჩერებისთანავე მათგან მოშორებას და ა.შ., რაც მიუთითებს, რომ ბრალდებულს ამოძრავებდა საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა და როგორც კი იგრძნო, რომ უკვე საფრთხე აღარ ემუქრებოდა, დატოვა იქაურობა. ამ საკითხებთან დაკავშირებით, მტკიცებულებათა სიმცირის ფონზე აქტუალურია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის და სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ბრალდების მტკიცების მოვალეობა აკისრია ბრალდების მხარეს. ამდენად, სწორედ ბრალდების მხარეს აკისრია ვალდებულება, ამტკიცოს ყველა გარემოება, მათ შორის მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების არარსებობა იმ შემთხვევებში, როცა ასეთი გარემოებების არსებობის გონივრული ეჭვი არსებობს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არარსებობას, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ბრალდებული მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ვითარებაში. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუცილებელი მოგერიების ვითარებაში მყოფ პირს ენიჭება უფლება, იმოქმედოს ამ ვითარების ფარგლებში, ხოლო ამ ფარგლების გადაცილება კანონით ისჯება. ამდენად, გარკვევას საჭიროებს, ხომ არ გადააცილა ბრალდებულმა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.

4.1.2. აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება

 

აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფი პირი უფლებამოსილია, თავად აირჩიოს თავდაცვის საშუალება, თუმცა ეს საშუალება უნდა იყოს თავდასხმისა და ასაცილებელი საფრთხის პროპორციული. პროპორციულობის წესის დაცვა საფრთხეში მყოფი პირისთვის სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გასცდება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს. თუ მომგერიებელი ხელყოფისგან თავდაცვის დროს თანაბრად ეფექტური საშუალებებიდან აირჩევს არა შედარებით მსუბუქ, არამედ შეგნებულად საშიშ საშუალებას, ეს შემთხვევა ცნობილია აუცილებელი მოგერიების ე.წ. „ინტენსიური ექსცესის“ სახელწოდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირმა მოახდინა აუცილებელი მოგერიების „ინტენსივირება“, ე.ი. მისი ფარგლების გადაცილება. იგულისხმება შიშით, დაბნეულობით ან სხვა მსგავს გაურკვეველ ვითარებაში მოქმედება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობას ადგებოდა ზიანი, რაც საჭიროებდა დაცვას, ვინაიდან არსებობდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების საფრთხე, რისი თავიდან აცილების უფლებაც ბრალდებულს გააჩნდა. ამის მისაღწევად ბრალდებულმა აირჩია დანის გამოყენება და დაიწყო მისი ქნევა, რაც უშედეგო აღმოჩნდა. აღნიშნულის შემდეგ, ჩხუბის პირობებში, ნაცემმა ბრალდებულმა მიიღო გადაწყვეტილება, მისთვის ზიანის მიმყენებელი პირისათვის ჩაერტყა დანა. მან რამდენიმე დარტყმა მიაყენა ლ-–---------–---ს სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროს სხვადასხვა მდგომარეობიდან, თუმცა ამანაც არ გამოიღო შედეგი და ჩხუბი გრძელდებოდა მის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე რეალური იყო, ბნელოდა, წვიმდა, მხედველობა შეზღუდული იყო, ხოლო მას ურტყამდა 2 ადამიანი, ეს ადამიანები შეიარაღებულები არ იყვნენ. მართალია, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ბრალდებულს არ გააჩნდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი გადაწყვეტილება, რომ ლ-–---------–---ისთვის მიეყენებინა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო უკიდურესი მდგომარეობით, შიშით, დაბნეულობით, მოვლენების სწრაფად განვითარებით და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის სურვილით, არ იყო თავდასხმისა და იმ საფრთხის პროპორციული, რაც შეიქმნა შემთხვევის ადგილზე. ბრალდებულს, რომელსაც დანა ეჭირა ხელში, შეეძლო ლ-–---------–---ისთვის მიეყენებინა დაზიანებები, რომლებიც არ იქნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო, იქნებოდა მტკივნეული, გამოიწვევდა ნაკლებ ზიანს ან შეუზღუდავდა თავდამსხმელს კიდურების მოძრაობას და ამით გაენეიტრალებინა თავდამსხმელი. ასეთ ვითარებაში ლ-–---------–---ი გაცილებით ადრე იგრძნობდა, რომ ის დაჭრილია და უფრო ადრე შეჩერდებოდა, უფრო ადრე მოხდებოდა სასწრაფო დახმარების გამოძახება და შესაძლებელი იყო არ დამდგარიყო სასიკვდილო შედეგი. მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულის სიცოცხლეს, როგორც ირკვევა, დიდი ალბათობით საფრთხე არ ემუქრებოდა, ვინაიდან თავდამსხმელებს არ ჰქონდათ თან რაიმე საგანი, რითაც სიცოცხლეს მოუსპობდნენ ბრალდებულს. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ბრალდებულის საქციელის გამო და სურდათ საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულების ფიზიკური ძალადობით გამოხატვა, რაც შეიძლებოდა დასრულებულიყო ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, თუმცა იმ ეტაპზე საქმე აქამდე მისული ჯერ არ იყო. შეუძლებელია წინასწარ იმის განჭვრეტა, თუ როდის გაჩერდებოდნენ თავდამსხმელები - დასჯერდებოდნენ ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, მიაყენებდნენ მძიმე დაზიანებას თუ მოისურვებდნენ ცემით მოკვლას, თუმცა იმ ეტაპზე, როცა ყველა ფეხზე იდგა და სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება ჯერ არავის ჰქონდა მიღებული, ბრალდებულის სიკვდილის საშიშროება ჯერ არ არსებობდა. შესაბამისად, ბრალდებული ვერ იმოქმედებდა საკუთარი სიცოცხლის დაცვის სურვილით, რადგან სიცოცხლეს იმ დროს ჯერ საფრთხე არ ემუქრებოდა. მას შეეძლო ეფიქრა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვაზე, რომელსაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა. ჯანმრთელობის დაცვის მიზნით კი ისეთი დარტყმების მიყენება, რომელსაც შეიძლებოდა სიკვდილი გამოეწვია, უნდა შეფასდეს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებად.

სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, ბრალდებულის ჯანმრთელობას დაზარალებულის მოქმედებით ადგებოდა ზიანი, თუმცა ნათელია აუცილებელი მომგერიებლის მიერ დაცვის აშკარა შეუსაბამობა ხელყოფის ხასიათსა და საშიშორეობასთან. ბრალდებული მოქმედებდა შიშით, დაბნეულობით, რამაც გამოიწვია აუცილებელი მოგერიების ინტენსიური ექცესი. ლ-–---------–---ი იყო შეუიარაღებელი და, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული უფრო ადეკვატურად იმოქმედებდა, მას შეეძლო საკუთარი თავის დაცვა დაზარალებულისთვის უფრო ნაკლები დაზიანების მიყენებით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ ბრალდებულმა გადააჭარბა აუცილებელი მოგერიებით მინიჭებულ უფლებამოსილებას, მის მიერ გამოყენებული თავდაცვის საშუალება არ იყო თავდასხმის და საფრთხის პროპორციული, რის გამოც ბრალდებულის ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება.

სასამართლო სხდომაზე გამოკლვეული მტკიცებულებებით, მართალია, არ დადგინდა ბრალდებულის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა, თუმცა, როგორც გამოკვლეული მტკიცებულბებით ირკვევა, იკვეთება ბრალდებულის მიერ სხვა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ნიშნები. ქმედების გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები.

ამდენად, ბრალდებულის ქმედება სსკ-ის 108-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 113-ე მუხლზე.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

კ---–------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

კ---–------------–--ის პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (თავდაცვის სურვილი), მიზანს (საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად, სხვისი სიცოცხლის ხელყოფა), ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (დაბნეულობა, შიში, ძალების არაპროპორციულად განსაზღვრა, დანის რამდენჯერმე დარტყმა თავდამსხმელზე) ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (დანის ტანის მიდამოში რამდენჯერმე დარტყმა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (სიცოცხლის მოსპობა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულების პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის ქმედების ხასიათის და წინაპირობების, ბრალდებულის ქმედებისადმი დამოკიდებულების, გამოწვეული შედეგის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბრალდებულს განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია გარდაცვლილის, ასევე სხვა პირის კუთვნილი ნივთები, რომლებიც, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დაუბრუნდეთ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს და მესაკუთრეებს. რაც შეეხება საქმეზე დართულ, რაიმე ღირებულების არმქონე ნივთებს, ისინი, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა განადგურდეს, ხოლო დისკები უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კ---–------------–--ი საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

კ---–------------–--ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლზე.

კ---–------------–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

კ---–------------–--ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 3 ივნისიდან.

საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: ლ-–---------–---ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს; სისხლის, თმის ნერწყვის ნიმუშები, ფრჩხილის ანაჭრელები, ანაწმენდები, დანა განადგურდეს; კ----------–---ისა და კ---–------------–--ის ტანსაცმელი, კეპიანი ქუდი, ნაჭრის ქუდი დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს; დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია