განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030100119002870910
№1/58-2019
განაჩენი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ე---–---- ბ------,დაცვის მხარე:
ადვოკატი: დ----- გ------,ბრალდებული: რ-----– მ-----------,მამის სახელი: მ-–----,დაბადებული: 1-----1--- წელი,დაბადების ადგილი: საქართველო, გარდაბანი;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ტ----------,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებელი,პირადი ნომერი: 1----------
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე,მცხოვრები: გარდაბანი, სოფელი თ----------
თარჯიმანი: ჯ---–----- ც-----–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სასამართლომ ბრალდებულის პირევლი წარდგენის ღია სხდომაზე განიხილა ფ-----ს რ--------–- პ-----------------ს პროკურორის ე---–---- ბ------ს შუამდგომლობა ბრალდებულ რ-----– მ-----------ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდებულ რ-----– მ-----------ს სისხლის სამართლის №045260219002 საქმეზე ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალი ედება ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
რ-----– მ-----------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 25 თებერვალს 02 საათსა და 40 წუთზე რ-----– მ----------- ქ. ფოთში, 9-------–-ს ხ------ N30/51-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ა--------- ბ---–---ს კუთვნილ 140 ლარად რირებულ „აიფონის“ ფირმის მობილურ ტელეფონს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ-----– მ----------- წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2019 წლის 27 თებერვალს ფოთის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფ-----ს რ--------–- პ-----------------ს პროკურორმა ე---–---- ბ------მ ბრალდებულ რ-----– მ-----------ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რასაც 2019 წლის 27 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროკურორმა ე---–---- ბ------მ, ბრალდებულმა რ-----– მ----------მა და ბრალდებულის ადვოკატმა დ----- გ------მ.
შუამდგომლობაში მითითებულია, რომ ბრალდებული გაფრთხილებულია საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განემარტა საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის 12-ე ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები.
ბრალდებულ რ-----– მ-----------ს მიერ თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ზემდგომ პროკურორთან ფ--–--- ჯ--–--------სთან შეთანხმებით, დ----- გ------ს მონაწილეობითა და ბრალდებულ რ-----– მ-----------ს ნებაყოფლობითი თანხმობით (იხ. შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულისა და მისი ადვოკატის განცხადება), 2019 წლის 27 თებერვალს შედგა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ე---–---- ბ------სა და ბრალდებულ რ-----– მ----------- შორის, რომლის თანახმად ბრალდებული რ-----– მ----------- აღიარებს დანაშაულს.
ბრალდების მხარემ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროება და მისი პიროვნული მახასიათებლები, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული რ-----– მ----------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების დაცვით, პროკურორმა ე---–---- ბ------მ ზემდგომი პროკურორის თანხმობით, 2019 წლის 27 თებერვალს ბრალდებულ რ-----– მ----------თან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პირობებით:
რ-----– მ----------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
ამოღებული “აიფონი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ფ-----ს საქალაქო სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ა--------- ბ---–---.
დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება მასში მითითებული პირობებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ასაბუთებენ ბრალდებულ რ-----– მ-----------სათვის წარდგენილ ბრალდებას. შესაბამისად, საქმეში არსებობს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საკმარისი მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად და მათ მსჯავრი უნდა დაედოს ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, მოტყუებას, მუქარას, იძულებას, ძალადობას, დაშინებას და ბრალდებულ რ-----– მ----------- არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, იგი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, ასევე მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ” და „ი“ ქ/პუნქტებით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.
რ-----– მ-----------ს მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია მოწმეების: დაზარალებულ ა--------- ბ---–---ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ზ----- გ---–---ს, ი--- მ-----–-–---–-ს, რ-----– მ-----------ს გამოკითხვის ოქმებით, რ-----– მ-----------ს პირადი ჩხრეკის ოქმით, რ-----– მ-----------ს ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით და საქმეზე ამოღებული „აიფონი“-ს ფირმის მობილური ტელეფონით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ გაკეთებულია სწორად, მასში მითითებული სასჯელი სამართლიანია და იგი უნდა შეეფარდოს ბრალდებულ რ-----– მ-----------.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-213-ე, 215-ე, 258-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ-----ს რ--------–- პ-----------------ს პროკურორ ე---–---- ბ------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ფ-----ს რ--------–- პ-----------------ს პროკურორ ე---–---- ბ------ს და ბრალდებულ რ-----– მ----------- შორის ზემდგომი პროკურორის ფ--–--- ჯ--–--------ს თანხმობით 2019 წლის 27 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. რ-----– მ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვოს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
4. რ-----– მ----------- გათავისუფლდეს დაკავებიდან სხდომის დარბაზში 2019 წლის 27 თებერვალს 15:56 საათზე. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე დაკავების ვადა - 2019 წლის 25 თებერვლის 13:50 საათიდან, ამავე წლის 27 თებერვლის ჩათვლით, 3 (სამი) დღე და საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. რ-----– მ-----------ს მიერ ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
6. ფ-----ს რ--------–- პ-----------------ს პროკურორ ე---–---- ბ------ს შუამდგომლობა რ-----– მ-----------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ დარჩეს განუხილველი.
7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება - „აიფონი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ფ-----ს საქალაქო სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ა--------- ბ---–---;
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მსჯავრდებულისათვის განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო პროკურორისათვის მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე შოთა სირაძე