განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2019
საქმის ნომერი
330100118002629932
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №---------

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

12 თ--------–ი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანები - თეა ვარდოშვილი, თეონა აბულაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ-------- ტ----–--ე

 

სტაჟიორ-პროკურორი - თ------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ლ-----------–ის ძე გ-------–---–ი, დაბადებული - 1----–-–----- თ--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ტექნიკური სპეციალური განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. თბილისი, ლ--–-----------–--------- კ--------–ი, კ-----------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ლ--–-----------–------------–----------------------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

 

ადვოკატი - ნ---- მ-----–-–---–ი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, ჭ---------–ის ქ---------ში მდებარე შპს „ს----------–------–-----------–--------აში“ ლ---- გ-------–---–ი გამოძიებისათვის ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ერთ ცალ დივიარს, ერთ ცალ მოშავო ფერის იუპიესს, ერთ ცალ პერსონალური კომპიუტერის კლავიატურას, ხუთ ცალ პერსონალური კომპიუტერის პროცესორს, ერთ ცალ „e-------“-ის ფირმის ტელევიზორს, ერთ ცალ „c-----ის“ ფირმის პრინტერს, ერთ ცალ გამათბობელ რადიატორს, ორ ცალ რედუქტორს, ერთ ცალ ელექტროძრავისა და ერთ ცალ ზეთის ნასოსს, ოთხ ცალ პერსონალური კომპიუტერის მონიტორსა და მაღალი ძაბვის ორ ცალ ელექტროჩამრთველს. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს „ს----------–------–-----------–--------ას“ შესაძლოა მიდგომოდა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

 

2.1. საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის უბნის უფროსი ინსპექტორ - გამომძიებლის - ი----- ჯ------–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 27 ივლისს, თანამშრომელმა - ს----- ე-----–--ემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია -ლ---- გ-------–---–ის მიერ დაუდგენელ პირთან ერთად, ქ. თბილისში, ჭ---------–ის №---–ი მდებარე ობიექტზე ქურდობის ჩადენის თაობაზე. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება და შედგა შესაბამისი საგამოძიებო ჯგუფი თავად მოწმის, ჯ-----------–---–ისა და მ------ ა---–--–-–---–ის მონაწილეობით. ისინი ერთად წავიდნენ მისამართზე, სადაც დაინახეს, რომ ფანჯარა იყო ღია და ორ მამაკაცს, რომელთაგან ერთი იყო ლ---- გ-------–---–ი, გადმოჰქონდათ შენობიდან „დივიარი“ და კომპიუტერის პროცესორი. პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნულ მამაკაცებს მოსთხოვეს შეჩერება, თუმცა ორივე მათგანი არ დაემორჩილა მათ და გაიქცა. ლ---- გ-------–---–ი გაიქცა ბუჩქებისკენ, რომელსაც დაედევნენ ჯ-----------–---–ი და მ------ ა--–--–-–---–ი. თავად მოწმე დარჩა ადგილზე შემთხვევის ადგილის დასაცავად.

 

2.2. საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა - მ------ ა---–--–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ 2018 წლის 27 ივლისს, მათი განყოფილების თანამშრომელმა -ს----- ე-----–--ემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისში, ლ--–-----------–--ა, ჭ---------–ის ქ---------ში მდებარე საწარმოში ლ---- გ-------–---–ი და დაუდგენელი პირი ახორციელებდნენ ქურდობას. მოწმე, ჯ-----------–---–თან და ი----- ჯ------–თან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაინახეს, რომ მთავარი კარის გვერდით ფანჯარა იყო ღია და ფარნის მინათების გზით დაინახეს, რომ ორ პირს გადმოჰქონდა შენობიდან ნივთები. ერთი მათგანი იყო ლ---- გ-------–---–ი, მეორე პირი კი დაუდგენელია. პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე გასვლამდე იცოდნენ, რომ იქ უნდა ყოფილიყო ლ---- გ-------–---–ი. მათ მოუწოდეს ბრალდებულს და მის თანხლებ მამაკაცს, რომ შეჩერებულიყვნენ, თუმცა ორივე მათგანი გაიქცა. ერთ-ერთს გაეკიდნენ თავად მოწმე და ჯ-----------–---–ი. ბრალდებული გაიქცა მიმდებარედ, ბუჩქნარისკენ. საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა დააკავეს გაქცეული პირი და ნახეს, რომ იგი იყო ლ----ი გ-------–---–ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

2.3. საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელმა - ჯ-----------–---–მა დაადასტურა 2018 წლის 27 ივლისს, ღამის დაახლოებით 23:00 საათისთვის ბრალდებულ ლ---- გ-------–---–ის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილეობის ფაქტი.

 

2.4. დაზარალებული კომპანიის წარმომადგენელის - ი--------------ის ჩვენების თანახმად, იგი არის შპს „ს----------–------–------------–--------ის“ დირექტორი და დამფუძნებელი. შპს დაარსდა 2----–--–-----------–-–------–--ის თვეში შეწყვიტა ფუნქციონირება. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ე------------------–------–---------------------------–ის დამზადება. კომპანიის ოფისი და საწარმო მდებარეობს ქ. თბილისში, ლ--–-----------–--ა, ჭ---------–ის ქ--------. საწარმო დავალიანების გამო იყო ა--------–---------------–----------ს მიერ დალუქული, ხოლო მისი ქონება - დ-------------–ი. საწარმოს აქვს ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და საამქრო შენობა, დაახლოებით 1200 კვ.მ. ფართობის, რომელიც მიბმულია ადმინისტრაციის შენობას. 2018 წლის 27 ივლისს, დილის საათებში, ი--------------ე იმყოფებოდა საწარმოში, თუმცა იქ რაიმე საეჭვო არ შეუნიშნავს. იმავე დღეს, გვიან საღამოს, მას დაუკავშირდნენ პოლიციიდან და აცნობეს, რომ საწარმოში მოხდა ქურდობის მცდელობის ფაქტი და საჭირო იყო შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად მისი ნებართვა. ი--------------ემ აღმასრულებელს აცნობა, რომ დ-------------–ი ქონების ქურდობის მცდელობას ჰქონდა ადგილი და მისგან აიღო ნებართვა შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად. დაზარალებულის წარმომადგენელმა ხსენებულ საგამოძიებო მოქმედებაში თავად მიიღო მონაწილეობა და ნახა, რომ საამქრო შენობის რკინის კონსტრუქციის ფანჯარა, რომელიც იღებოდა ქვევიდან ზევით, იყო შეღებული, ფანჯარასთან ახლოს ხის სკამზე ელაგა კომპიუტერის მონიტორი და დივიარი; ასევე, შენობის შიგნით გახსნილი იყო ა----------–---–ის მიერ დალუქული კარი; ამასთან, სამუშაო ოთახებიდან გამოტანილი იყო კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრონივთები ჩამოტანილი იყო ადმინისტრაციის შენობის პირველ სართულზე; პირველ სართულზე არსებული ოთახიდან კი გამოტანილი იყო სხვადასხვა ნივთები.

 

2.5. მოწმე ე------------------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 27 ივლისის მდგომარეობით იგი მუშაობდა თბილისის ს----------–-------------–-------------–---–ის პოზიციაზე. დაზარალებული კომპანია იყო მასზე რიცხულ ს----------–---- საქმეში მოვალე და მისი ქონება იყო დ-------------–ი. ე------------------–---–ს უშუალოდ კომპანიის წარმომადგენელმა აცნობა საწარმოს შენობაში ქურდობის მცდელობის ფაქტზე. ქურდობის საგნების მესაკუთრე იყო შპს „ს----------–------–------------–--------ა,“ შესბამისად, ზიანიც შესაძლოა მიდგომოდა მხოლოდ მას. განსახილველ შემთხვევაში, ა--------–---------------–---------ს რაიმე მატერიალური ზიანი არ მიდგომია.

 

2.6. 2----–-–-----------------ის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები ჩხირებზე 2 (ორი) ნიმუშად...“ მოთავსებულ კონტეინერში, წარწერით: ,,...ანაწმენდი 2 (ორი) ც. სტერილურ ჩხირზე, აღებული პირველ სართულზე, იატაკზე არსებული ტელევიზორის ზედაპირიდან“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე, არსებული ბიომასალის (ობ. №2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- გ-------–---–ს (ობ. №4; პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში აღებული ბრალდებული ლ-----------–ის ძე გ-------–---–ის (დაბ. 1---------–) პირის ღრუს მიდამოდან...“. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ნ-----------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2.7. 20---–-–----------------ის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ჭ---------–ის ქ---------ში მდებარე შპს „ს----------–------–------------–--------ის“ კუთვნილი პ---–------–--ის საწარმოს ქურდობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი სუნის კვლის ნიმუშები ვარგისია შემდგომი იდენტიფიკაციისათვის და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ლ---- გ-------–---–ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშისა. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა მ----------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2.8. 2018 წლის 17 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დათვალიერდა ქ. თბილისი, ჭ---------–ის ქ-------- -ში შპს „ს----------–------–------------–--------ა“. აღნიშნული ოქმის თანახმად: ორსართულიანი საწარმოს პირველ სართულზე არსებული ჭიშკარის გვერდით მდებარე ფანჯარა იყო ღია, ხოლო ფანჯრის მიმდებარედ ხის გრძელ სკამზე იდო მონიტორი და ვიდეოკამერების ჩამწერი ე.წ. დივეარი. დიდ საამქრო დარბაზში იდგა სხვადასხვა სახის მაქანა-დანადგარები. აღნიშნული საწარმოს ბოლოში, ღია მდგომარეობაში იყო კარი, რომელიც გადის პირველ სართულზე, ფოიეში. იატაკზე დალაგებული იყო პერსონალური კომპიუტერის მონიტორები (Samsung და h- ფირმების), მოშავო ფერის იუპიესი, კლავიატურა , 5 ცალი პროცესორი, 1 ცალი ,,e-------"-ის ფირმის ტელევიზორი , „c----”-ის ფირმის პრინტერი, გამათბობელი რადიატორი, მოზრდილი მომწვანო ფერის და მცირე ზომის მოლურჯო ფერის რედუქტორი, ელექტროძრავა და ზეთის ნასოსი და ასევე ორი ელექტროჩამრთველი, რომელზეც ი--------------ემ განმარტა, რომ ეს ნივთები იქ არ უნდა დებულიყო, ვინაიდან დალაგებული იყო სხვადასხვა ოთახში. საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, კინოლოგიის ექსპერტის მიერ აღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუშები მეორე სართულზე მდებარე ოთახებიდან. ასევე ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დამუშავდა შემთხვევის ადგილზე არსებული ნივთები, ამოღებულ იქნა თითის კვლები ფანჯრიდან, მონიტორებიდან და დივიარიდან, აღებულ იქნა ანაწმენდები ჩხირებზე; ასევე ექსპერტების მიერ პირველ სართულზე არსებული ნივთების მიმდებარედ, იატაკზე ნანახი და ამოღებული იქნა ადამიანის თმისმაგვარი ღერი. ასევე ამოღებული იქნა ზემოაღნიშნული ნივთები, რომლებიც დაილუქა დაზარალებულის მონაწილეობით. საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ამოღებული იქნა, „ს--------“-ს ფირმის მონიტორი, 1 (ერთი) ცალი დივიარი, „h-” ფირმის მონიტორი, 2 (ორი) ცალი მონიტორი, მოშავო ფერის იუპიესი და კლავიატურა მონიტორი, 2 (ორი) ცალი პროცესორი (ქეისი), 3 (სამი) ცალი პროცესორი (ქეისი), ტელევიზორი „e-------”, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად, „c----”-ის ფირმის პრინტერი, გამათბობელი რადიატორი; მოლურჯო და მომწვანო ფერის რედუქტორი, მაღალი წნევის ნასოსი და ელ. ძრავი, 2 (ორი) ელექტროჩამრთველი.

 

ქურდობის მცდელობა, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია

 

2.9. დაზარალებული კომპანიის წარმომადგენელის - ი--------------ის ჩვენების თანახმად, შპს „ს----------–------–-----------–--------ას“ ქურდობის შედეგად, შესაძლოა მიდგომოდა 2500 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

2.10. მოწმე რ-------------------–---–ის ჩვენების თანახმად, მან გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, თავის კოლეგასთან - მ------------–--–თან ერთად ჩაატარა სასაქონლო ექსპერტიზა, რა დროსაც გამოძიების მიერ წარდგენილი, 13 ფუთად დალუქული ნივთები გაიხსნა და მათში აღმოჩნდა სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტროტექნიკა. საექსპერტო კვლევის შედეგად დადგინდა აღნიშნული ნივთების მხოლოდ ნაწილის ღირებულება, რამაც შეადგინა 1425 ლარი; მოხდა ყველა ნივთის მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში შემოწმება, თუმცა გარკვეული ღირებულების ნივთების შემოწმება ვერ მოხერხდა, მათ დაშლილ მდგომარეობაში ყოფნის გამო.

 

2.11. 2----–-–-------------ოს სასაქონლო ექსპერტიზის №------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, შეფასებული საქონლის საბაზრო ღირებულებათა ჯამი შეადგენს - 1425 (ერთიათას ოთხასოცდახუთი) ლარს; ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონლის ნაწილი იყო დაუკომპლექტებელი და ვერ დადგინდა მათი მუშა მდგომარეობა, ხოლო ნაწილის შემოწმების სპეციფიკურობიდან ვერ მოხერხდა შემოწმება და შესაბამისად, მათი საბაზრო ღირებულება ვერ განისაზღვრა.

 

ქურდობის მცდელობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით

 

2.12. დაზარალებული კომპანიის წარმომადგენელის - ი--------------ის ჩვენების თანახმად, შპს „ს----------–------–------------–--------ის“ ოფისი და საწარმო მდებარეობს ქ. თბილისში, ლ--–-----------–--ა, ჭ---------–ის ქ--------. საწარმო დავალიანების გამო იყო ა--------–---------------–----------ს მიერ დალუქული, ხოლო ქონება - დ-------------–ი. 2018 წლის 27 ივლისს, დილის საათებში, იგი იმყოფებოდა საწარმოში, თუმცა იქ რაიმე საეჭვო არ შეუნიშნავს. იმავე დღეს, გვიან საღამოს, ი--------------ეს აცნობეს, რომ მის საწარმოში მოხდა ქურდობის მცდელობის ფაქტი. მან შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში თავად მიიღო მონაწილეობა და ნახა, რომ საამქროს შენობის რკინის კონსტრუქციის ფანჯარა, რომელიც იღებოდა ქვევიდან ზევით, იყო შეღებული; ფანჯარასთან ახლოს ხის სკამზე ელაგა კომპიუტერის მონიტორი და დივიარი; ასევე შენობის შიგნით გახსნილი იყო ა----------–---–ის მიერ დალუქული კარი.

 

2.13. მოწმე ე------------------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 27 ივლისის მდგომარეობით იგი მუშაობდა თბილისის ს----------–-------------–-------------–---–ის პოზიციაზე და დაზარალებული კომპანიის - შპს „ს----------–------–------------–--------ის“ ქონება დ-------------–ი იყო მის მიერ, ს----------–---- მოქმედებების ფარგლებში.

 

2.14. 2018 წლის 17 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, ჭ---------–ის ქ---------ში, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დათვალიერდა შპს „ს----------–------–------------–--------ის“ შენობა, სადაც ორსართულიანი საწარმოს პირველ სართულზე არსებული ჭიშკარის გვერდით მდებარე ფანჯარა იყო ღია.

 

2.15. საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის - ი----- ჯ------–ის და საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - მ------ ა---–--–-–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ქ. თბილისი, ჭ---------–ის ქ---------ში, შპს „ს----------–------–------------–--------ის“ ტერიტორიაზე მისვლისას დაინახეს, რომ შენობის ფანჯარა იყო ღია და ორ მამაკაცს, რომელთაგან ერთი იყო ლ---- გ-------–---–ი, შენობიდან გადმოქონდათ ნივთები.

 

ქურდობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

2.16. საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის უბნის უფროსი ინსპექტორ - გამომძიებლის - ი----- ჯ------–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 27 ივლისს, თანამშრომელმა - ს----- ე-----–--ემ, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, ლ---- გ-------–---–ის მიერ დაუდგენელ პირთან ერთად, ქ. თბილისში, ჭ---------–ის №---–ი მდებარე ობიექტზე ქურდობის ჩადენის თაობაზე. ჯ-----------–---–ი, მ------ ა---–--–-–---–ი და ი----- ჯ------–ი ერთად გავიდნენ ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე, სადაც დაინახეს, რომ ფანჯარა იყო ღია და ორ მამაკაცს, რომელთაგან ერთი იყო ლ---- გ-------–---–ი, შენობიდან გადმოქონდათ „დივიარი“ და კომპიუტერის პროცესორი. პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნულ მამაკაცებს მოსთხოვეს შეჩერება, თუმცა ორივე მათგანი გაიქცა.

 

2.17. საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა - მ------ ა---–--–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ 2018 წლის 27 ივლისს, მათი განყოფილების თანამშრომელმა - ს----- ე-----–--ემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია - თბილისში, ლ--–-----------–--ა, ჭ---------–ის ქ---------ში მდებარე საწარმოში, ლ---- გ-------–---–ისა და დაუდგენელი პირის მიერ ქურდობის განხორციელების ფაქტზე. მოწმე, ჯ-----------–---–თან და ი----- ჯ------–თან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაინახეს, რომ შენობის მთავარი კარის გვერდით ფანჯარა იყო ღია და ფანრის მინათების გზით დაინახეს, რომ ორ პირს გადმოჰქონდა შენობიდან ნივთები. ერთი მათგანი იყო ლ---- გ-------–---–ი, მეორე პირი კი დაუდგენელია.

 

2.18. ბრალდებულმა ლ---- გ-------–---–მა აღიარა ქურდობის მცდელობის ჩადენა, თუმცა განაცხადა, რომ მას აღნიშნული ქმედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად არ ჩაუდენია. ლ---- გ-------–---–ის განმარტებით, 2018 წლის 27 ივლისს იგი აღმოჩნდა რთულ სიტუაციაში მატერიალური კუთხით: გადასახდელი ჰქონდა ბინის ქირა და დედა ახალი გამოყვანილი ჰყავდა საავადმყოფოდან. ბრალდებულმა კატეგორიულად გამორიცხა თანაამსრულებლის მონაწილეობა განსახილველ დანაშაულში; ასევე გამორიცხა მის გარდა სხვა პირის ყოფნა ხსენებული საწარმოს მიტოვებულ შენობაში და განაცხადა, რომ ყველა ნივთი მხოლოდ მან გამოიტანა საწარმოდან, რა დროსაც იგი დააკავეს სამართალდამცავებმა.

 

2.19. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის გამომძიებელი - ა-–--------------------ე, საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი - ს----- ე-----–--ე, საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის გამომძიებელი - დ----- ქ-----–---–ი, ექსპერტ-კრიმინალისტები: ზ------ ბ-------–---–ი, მ-----– მ---------–ი, გ------- გ----------ი, გ------- კ--–------ე, დ-------- ნ-------, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად წარმართვის თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულ ლ---- გ-------–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში, საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ნაწილში 2.13. და 2.17. პუნქტად მითითებული მოწმეების - ლ---–- გ-----–--ს და მ-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ასევე საქმეზე დართული ნივთების გრაფაში მითითებული: ლ----ი გ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნ-----“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, მოშავო ფერის სანთებელა და წამლის ფირფიტა; ლ----ი გ-------–---–ისგან ამოღებული შარვალი ე.წ. ბრიჯები, მუქი მონაცრისფრო მოკლემკლავიანი მაისური, სპორტული სტილის ფეხსაცმელი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული „ს--------“-ს ფირმის მონიტორი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1 (ერთი) ცალი დივეარი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული „h-” ფირმის მონიტორი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 (ორი) ცალი მონიტორი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოშავო ფერის იუპიესი და კლავიატურა მონიტორი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 (ორი) ცალი პროცესორი (ქეისი),შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 3 (სამი) ცალი პროცესორი (ქეისი), შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტელევიზორი „e-------”, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული „c----”-ის ფირმის პრინტერი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული გამათბობელი რადიატორი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოლურჯო და მომწვანო ფერის რედუქტორი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მაღალი წნევის ნასოსი და ელ. ძრავი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 (ორი) ელექტროჩამრთველი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თმისმაგვარი ღერი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოგრძო ფორმის ლითონის საგანი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები 3 (სამი) ქილაში და ლ----ი გ-------–---–ის სუნის კვალის ნიმუში, - მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

3.3. საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ

 

3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ლ---- გ-------–---–ის მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობის ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ლ---- გ-------–---–მა, სხვა პირთან ერთად, 2018 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, შეაღწია ქ. თბილისში, ჭ---------–ის ქ---------ში მდებარე შპს „ს----------–------–------------–--------ის“ შენობაში და ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა, ერთ ცალ დივიარს, ერთ ცალ მოშავო ფერის იუპიესს, ერთ ცალ პერსონალური კომპიუტერის კლავიატურას, ხუთ ცალ პერსონალური კომპიუტერის პროცესორს, ერთ ცალ „e-------“-ის ფირმის ტელევიზორს, ერთ ცალ „c-----ის“ ფირმის პრინტერს, ერთ ცალ გამათბობელ რადიატორს, ორ ცალ რედუქტორს, ერთ ცალ ელექტროძრავისა და ერთ ცალ ზეთის ნასოსს, ოთხ ცალ პერსონალური კომპიუტერის მონიტორსა და მაღალი ძაბვის ორ ცალ ელექტროჩამრთველს. თანამზრახველთა მიერ დანაშაულებრივი განზრახვა ვერ იქნა სისრულეში მოყვანილი, ვინაიდან მათ დანაშაულზე წაასწრეს სამართალდამცავებმა, რის გამოც ლ---- გ-------–---–მა და მისმა თანაამსრულებელმა სცადეს მიმალულიყვნენ შემთხვევის ადგილიდან, თუმცა ლ---- გ-------–---–ი დაკავებული იქნა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, სამართალდამცავთა მიერ.

 

3.8. ზემოხსენებული დასკვნის მიღებამდე, სასამართლომ მიმოიხილა დაცვის მხარის არგუმენტაცია და არ გაიზიარა მისი პოზიცია ლ---- გ-------–---–ის წარდგენილი კვალიფიკაციით ბრალდებაში უდანაშაულობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

- დაცვის მხარის ვერსია, ლ---- გ-------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების დამოუკიდებლად, თანაამსრულებელთა მონაწილეობის გარეშე ჩადენის თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს და მხოლოდ ბრალდებულისათვის პასუხისმგებლობის შემსუბუქებასა და თანამზრახველის პიროვნების გაუმჟღავნებლობას ემსახურება მიზნად, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით; კერძოდ, თვითმხილველ მოწმე სამართალდამცავებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს პროცესზე, რომ შემთხვევის ადგილზე მათ შენიშნეს ორი პირი, რომლებიც ცდილობდნენ საწარმოს შენობიდან ნივთების დაუფლებას. ისინი არ დაემორჩილნენ სამართალდამცავთა მოთხოვნას შეჩერების თაობაზე და გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. მათგან ერთ-ერთი იყო ლ---- გ-------–---–ი. ამასთან არ არსებობს რაიმე გონივრული საფუძველი იმისა, რომ თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებების სანდოობაში სასამართლომ ეჭვი შეიტანოს ვინაიდან, ისინი სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნენ მხარეთა უშუალო მონაწილეობით, ამასთან, მოწმეთა ჩვენებები იყო სრულყოფილი და კონკრეტული, მათ არ აურიდებიათ თავი შეკითხვებზე პასუხისაგან. ასევე არ არსებობს რაიმე დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ კონკრეტულ პირებს აქვთ დაინტერესება ლ---- გ-------–---–ის ცრუ ბრალდებით მსჯავრდების მიმართ. მნიშნელოვანია ის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ნივთები, რომელთა დაუფლებასაც ცდილობდა ლ---- გ-------–---–ი, არის საკმაოდ დიდი მოცულობის და რაოდენობის იმისათვის, რომ მათი დაუფლება შეძლოს ერთმა ადამიანმა, დამოუკიდებლად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი აცხადებს, რომ თანაამსრულებლის მონაწილეობის გარეშე ჩადიოდა დანაშაულს, არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“

 

3.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულმა სხვა პირთან ერთად შეაღწია რა სხვის საკუთრებაში არსებულ საცავში, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, კერძოდ, სამართალდამცავთა ჩარევის შედეგად, ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა; შესაბამისად ლ---- გ-------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისათვის.

 

3.11. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 19,177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედების (ნივთის ფარული დაუფლების) მცდელობა; 3) პირის მიერ განხორციელებული ქმედება აშკარად უნდა უქმნიდეს საფრთხეს ნივთის მესაკუთრის უფლებას.

 

3.12. რაც შეეხება ლ---- გ-------–---–ის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, მათ სასამართლო მიმოიხილავს დეტალურად:

 

· ლ---- გ-------–---–ის მიერ ჩადენილ ქმედებას შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვარს ბევრად აღემატება ის ზიანი, რაც შესაძლოა გამოეწვია ლ---- გ-------–---–ის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებული კომპანიის წარმომადგენლის ჩვენებით დადგენილია, რომ იმ ნივთების საერთო ღირებულება, რომელთა ფარულად დაუფლებასაც ცდილობდა ლ---- გ-------–---–ი, დაახლოებით შეადგენს 2500 ლარს, ხოლო სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ხსენებული ნივთების მხოლოდ ნაწილის ღირებულება, რაც წარმოადგენს 1425 ლარს (დარჩენილი ნივთების ღირებულების დადგენა ვერ მოხერხდა).

 

· რაც შეეხება ქურდობის მცდელობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას, ეს არის ქურდობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად; ჯგუფური დანაშაულის განმარტება მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლში, რომლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქმედების ჩადენასთან. ბრალდებულებს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა დასტურდება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებით, რომ ჯგუფის წევრებმა წინასწარ დაგეგმილად, ღამის საათებში შეაღწიეს საწარმოს საცავში, რომელიც იყო დაკეტილი. ამასთან, თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ დაზარალებული შპს-ს კუთვნილი ნივთების ფარულად დაუფლებას სწორედ ორი პირი ცდილობდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ორივე პირმა განახორციელა ერთი და იგივე უმართლობა, შესაბამისად, ლ---- გ-------–---–ი გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად წარმოადგენს ერთიანი უმართლობის თანაამსრულებლს;

 

· რაც შეეხება კიდევ ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას - ქმედების ჩადენას საცავში უკანონო შეღწევით, აღნიშნულ ნაწილში დაზარალებულ შპს-ს წარმომადგენლის და მოწმე -ე------------------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ საწარმოს შენობა იყო დაკეტილი და დალუქული ა----------–---–ის მიერ. ასვე თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ სწორედ შენობის ფანჯრიდან ცდილობდა ლ---- გ-------–---–ი თანაამსრულებელთან ერთად ნივთების გადმოტანას. საცავში შეღწევის ფაქტს ადასტურებს თავად ბრალდებულიც.

3.13. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს, კონკრეტული მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია თუ არა, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

3.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ---- გ-------–---–მა ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ---- გ-------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ოთხიდან შვიდ წლამდე. ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი“. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლ---- გ-------–---–მა და მისმა თანაამსრულებელმა ბოლომდე ვერ მიიყვანეს მათ მიერ წინასწარ განზრახული ქმედება მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცავები და მათ მოუწოდეს, შეჩერებულიყვნენ; აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ლ---- გ-------–---–ი ქმედების ჩადენის მომენტში არ ყოფილა ნასამართლევი; სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ყველა ნივთი, რომლის დაუფლებასაც ცდილობდა ბრალდებული თანამზრახველთან ერთად, სამართალდამცავების მიერ ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად და სასამართლოს მიერ საბოლოო, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას დაუბრუნდება დაზარალებულს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები.

 

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---- გ-------–---–ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ლ----ი გ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნ-----“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, მოშავო ფერის სანთებელა და წამლის ფირფიტა; ლ----ი გ-------–---–ისგან ამოღებული შარვალი ე.წ. ბრიჯები, მუქი მონაცრისფრო მოკლემკლავიანი მაისური, სპორტული სტილის ფეხსაცმელი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული „ს--------“-ს ფირმის მონიტორი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1 (ერთი) ცალი დივეარი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული „h-” ფირმის მონიტორი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 (ორი) ცალი მონიტორი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოშავო ფერის იუპიესი და კლავიატურა მონიტორი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 (ორი) ცალი პროცესორი (ქეისი), დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 3 (სამი) ცალი პროცესორი (ქეისი), დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტელევიზორი „e-------”, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული „c----”-ის ფირმის პრინტერი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული გამათბობელი რადიატორი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოლურჯო და მომწვანო ფერის რედუქტორი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მაღალი წნევის ნასოსი და ელ. ძრავი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 (ორი) ელექტროჩამრთველი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს მ--------------–--აში - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თმისმაგვარი ღერი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები, დაქტილოფირებზე, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოგრძო ფორმის ლითონის საგანი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები 3 (სამი) ქილაში და ლ----ი გ-------–---–ის სუნის კვალის ნიმუში, დალუქულ მდგომარეობაში - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ----ი გ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

2. ლ----ი გ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 ივლისის 22:55 საათიდან.

 

3. მსჯავრდებულ ლ----ი გ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი

გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- ლ----ი გ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნ-----“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, მოშავო ფერის სანთებელა და წამლის ფირფიტა; ლ----ი გ-------–---–ისგან ამოღებული შარვალი ე.წ. ბრიჯები, მუქი მონაცრისფრო მოკლემკლავიანი მაისური, სპორტული სტილის ფეხსაცმელი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული „ს--------“-ს ფირმის მონიტორი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1 (ერთი) ცალი დივეარი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული „h-” ფირმის მონიტორი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 (ორი) ცალი მონიტორი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოშავო ფერის იუპიესი და კლავიატურა მონიტორი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 (ორი) ცალი პროცესორი (ქეისი), დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 3 (სამი) ცალი პროცესორი (ქეისი), დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტელევიზორი „e-------”, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული „c----”-ის ფირმის პრინტერი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული გამათბობელი რადიატორი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოლურჯო და მომწვანო ფერის რედუქტორი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მაღალი წნევის ნასოსი და ელ. ძრავი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 (ორი) ელექტროჩამრთველი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს მ--------------–--აში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თმისმაგვარი ღერი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები, დაქტილოფირებზე, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოგრძო ფორმის ლითონის საგანი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები 3 (სამი) ქილაში და ლ----ი გ-------–---–ის სუნის კვალის ნიმუში, დალუქულ მდგომარეობაში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე