განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2019
საქმის ნომერი
160100118002757358
დავის ტიპი
126 1
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160-00-18002757358

საქმე #1/13-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 თებერვალი 20-9 წელი ქ.ბო-–---ი

 

ბო-–---ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ჯემალ კოპალ--ნი

სხდომის მდივანი - ვერიკო ნინიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი-----ი ძი-------ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ილ--რ მუ----ი (და--დებული - 19---–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N:1---------- საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბო-–---ი, სოფელი ქვ--ო ბო-–---ი.

 

ადვოკატი - ბა----ი პა-------ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

დისპოზიცია:

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

 

თარჯიმანი - ნა--–ი იბ---------ა.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. 20-8 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბო-–---ის რაიონის სოფელ ქვ--ო ბო-–---ში, ნა--თ მუ----ის საცხოვრებელ სახლში, ილ--რ მუ----მა მეუღლეს ნა-----–ა მუ----ას, პირველ ქმართან დაშორების მიზეზის გარკვევის გამო მომხდარი შელაპარაკებისას სამჯერ დაარტყა მუშტი შუბლში, რის გამოც ნა-----–ა მუ----ამ სამჯერვე კედელს მიარტყა თავი. შემდეგ ყურის არეში ერთხელ, ხოლო ლოყაში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი, რის გამოც ნა-----–ა მუ----ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი

 

1.2. 20-8 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბო-–---ის რაიონის სოფელ ქვ--ო ბო-–---ში, ნა--თ მუ----ის საცხოვრებელ სახლში, ილ--რ მუ----მა იმის გამო, რომ თითქოს ილ--ს მე------ი უმალავდა არარსებულ ფაქტებს, რომ ნა-----–ა მუ----ა იყო მისი შვილი, ილ--ს მე------ს ორჯერ დაარტყა მხარში რკინის ჯოხი, რის გამოც ილ--ს მე------მა ორივე შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.3. 20-8 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბო-–---ის რაიონის სოფელ ქვ--ო ბო-–---ში, ნა--თ მუ----ის საცხოვრებელ სახლში, ილ--რ მუ----მა იმის გამო, რომ ილ--ნ მე------- შეეცადა მისთვის წაერთმია რკინის ჯოხი, რომელსაც იგი ურტყამდა ილ--ს მე------ს, ილ--ნ მე------ს, ჯერ ნიკაპში, ხოლო შემდეგ ყურსა და მხარში დაარტყა მუშტი, რა დროსაც ილ--ნ მე------მა--–იას მე------მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. იგარ მუ----ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ნა-----–ა მუ----ას, ილ--ნ მე-------ს, ილ--ს მე------ის, მოწმე სა---ა ჯა---------ს ნა--თ მუ----ის ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებს.

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ილ--რ მუ----ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები არსებით სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ და სასამართლოს სთხოვა მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.

 

2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 7 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილ--, რომ მოქალაქე ილ--ნ მე------ს (07.12.20-8წ.) ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევები თავის მიდამოში, რაც მიყენებულ-- რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 7 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილ--, რომ მოქალაქე ილ--ს მე------ს (07.12.20-8წ.) ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევები და სისხლნაჟღენთი მარცხენა მხრის მიდამოში, რაც მიყენებულ-- რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 7 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილ--, რომ მოქალაქე ნა-----–ა მუ----ას (07.12.20-8წ.) ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე კვალი არ აღენიშნება.

 

2.7. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესა--მისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესა--მისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

2.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილ--, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/0-,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელ-- იყოს მხედველობაში მიღებული“.

2.9. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/20-6) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან.

2.10. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულ--, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/20-0, პუნქტი 32).

 

2.11. სასამართლო საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებს რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.და 1.2. 1.3. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულ-- კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულ-- საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...”

 

3.2. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულ-- ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ასევე სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126 მუხლით კრიმინალიზებულ-- ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესა--მისად სასამართლოს ვალდებულებაა.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ილ--რ მუ----ის მიერ განხორციელებული ქმედების დაკვალიფიცირება ძალადობად და ცემად სამართლებრივად მართებულ--, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულების ნა-----–ა მუ----ას, ილ--ნ მე-------ს, ილ--ს მე------ის, მოწმე სა---ა ჯა---------ს, ნა--თ მუ----ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებით, ასევე ბრალდებულ ილ--რ მუ----ის აღიარებითი ჩვენებით უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ილ--რ მუ----მა ჩაიდინა ძალადობა და ცემა, კერძოდ: 20-8 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბო-–---ის რაიონის სოფელ ქვ--ო ბო-–---ში, ნა--თ მუ----ის საცხოვრებელ სახლში, ილ--რ მუ----მა მეუღლეს ნა-----–ა მუ----ას, პირველ ქმართან დაშორების მიზეზის გარკვევის გამო მომხდარი შელაპარაკებისას სამჯერ დაარტყა მუშტი შუბლში, რის გამოც ნა-----–ა მუ----ამ სამჯერვე კედელს მიარტყა თავი. შემდეგ ყურის არეში ერთხელ, ხოლო ლოყაში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი, რის გამოც ნა-----–ა მუ----ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

20-8 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბო-–---ის რაიონის სოფელ ქვ--ო ბო-–---ში, ნა--თ მუ----ის საცხოვრებელ სახლში, ილ--რ მუ----მა იმის გამო, რომ თითქოს ილ--ს მე------ი უმალავდა არარსებულ ფაქტებს, რომ ნა-----–ა მუ----ა იყო მისი შვილი, ილ--ს მე------ს ორჯერ დაარტყა მხარში რკინის ჯოხი, რის გამოც ილ--ს მე------მა ორივე შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

20-8 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბო-–---ის რაიონის სოფელ ქვ--ო ბო-–---ში, ნა--თ მუ----ის საცხოვრებელ სახლში, ილ--რ მუ----მა იმის გამო, რომ ილ--ნ მე------- შეეცადა მისთვის წაერთმია რკინის ჯოხი, რომელსაც იგი ურტყამდა ილ--ს მე------ს, ილ--ნ მე------ს, ჯერ ნიკაპში, ხოლო შემდეგ ყურსა და მხარში დაარტყა მუშტი, რა დროსაც ილ--ნ მე------მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3.5. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით, დადგენილ--, რომ დაზარალებული ნა-----–ა მუ----ა არის ბრალდებულ ილ--რ მუ----ის მეუღლე. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

3.6. ამდენად, ბრალდებული ილ--რ მუ----ი და დაზარალებული ნა-----–ა მუ----ა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად.

 

3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელ-- პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ილ--რ მუ----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გატვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლისპირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლ--ნი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლ--ნია, თუ დანიშნული სასჯელი შეესა--მება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლ--ნობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლ--ნი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლ--ნობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესა--მისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

4.5. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

4.6. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელ-- ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურ სამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.

 

4.7. მოცემულ შემთხვევაში, ილ--რ მუ----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები სასამართლო პოცესზე მტკიცებულებათა გამოკვლევისას არ დადასტურებულა, ხოლო შემამსუბუქებელ გარემოებებად სასამართლო მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში არაა ნასამართლევი.

 

4.8. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესა--მის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილ-- განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

4.9. სასამართლო ითვალისწინებს ილ--რ მუ----ის შესა--მის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ილ--რ მუ----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიოზოდი) გათვალისწინებული სასჯელი. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლ--ნობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელ-- ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესა--მის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად. მდენად, განაჩენში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ილ--რ მუ---- უნდა შეეფარდოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ილ-- მე------ის ცემის ფაქტი) თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ილ--მ მე-------ს ცემის ფაქტი) თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლ--ნობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ბრალდებულის რესოციალიზაციას.

 

4.10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესა--მისად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანა--რი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

5. ნივთმტკიცების, აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

 

ილ--რ მუ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები: ჯოხი, რომელიც ინახება ბო-–---ის შს რაიონულ სამმართველოში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, სსკ-ის 59-ე, მუხლით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ილ--რ მუ----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ილ--ს მე------ის ცემის ფაქტზე) თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ილ--მ მე-------ს ცემის ფაქტზე) თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლისმე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ილ--რ მუ----ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.

 

ილ--რ მუ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ილ--რ მუ----ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან.

 

ილ--რ მუ----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 20-8 წლის 7 დეკემბრიდან - 20-9 წლის 16 იანვრის ჩათვლით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები: ჯოხი, რომელიც ინახება ბო-–---ის შს რაიონულ სამმართველოში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბო-–---ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ჯემალ კოპალ--ნი