გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210018002328939
N2-829/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4 იანვარი 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - და--თ ჭა--------ე
წ---------------–-----------მ---ე
მოპასუხე - ნი-ო ი---–---–ი
წარმომადგენელი - ვა-----გ ლო---ა, თე---ზ კო-–--–--ე
დავის საგანი - სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სამკვიდრო ქონების ნაწილის მესაკუთრედ ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული 11/04/2018წ.)
1.1. გაგრძელებული იქნეს და--თ ჭა--------ის მიერ გაშვებული სამკვიდროს მიღების ვადა ბე----ე ი---–---–ის სამკვიდრო ქონებაზე;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 16 მაისის N1-------- სამკვიდრო მოწმობა ნაწილობრივ, კერძოდ, 1---კვმ მიწის ნაკვეთზე და 36 კვმ შენობა ნაგებობაზე, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1----–-–------------------------- გადაწყვეტილების მიხედვით და აღირიცხოს აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში და--თ ჭა--------ის საკუთრებად;
1.3. გამოთხოვილი იქნეს ნი-ო ი---–---–ის უკანონო მფლობელობიდან ქო----–-------------–----------–-------–-------------------------------ნ (ს/კ 2-.---0--0--) 1--- კვმ მიწის ნაკვეთი და 36 კვმ შენობა ნაგებობა და ჩაბარდეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში და--თ ჭა--------ეს.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელის დეიდას ბე----ე ი---–---–ს, ქო----–-----------------------–-------–ი, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1----–-–------------------------- გადაწყვეტილებით, საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება, რომელიც სო----–-------ს აგროსამრეწველო კომბინატის 1----–-–----------- აქტით და შესაბამისი ნახაზით რეალურად გამოეყო სა--------------ს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს. ბე----ე ი---–---–მა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, 1----–-–--------–---, შედგენილი ანდერძით უანდერძა დის შვილს-და--თ ჭა--------ეს.
მოსარჩელემ ანდერძის შესახებ გაიგო სარჩელის აღძვრამდე რამდენიმე დღით ადრე. მიმართა ნოტარიუს მა---------ს, რომელმაც 2----–-–----------------–ს გამოაქვეყნა ბე----ე ი---–---–ის მიერ, 1----–-–--------–---, შედგენილი ანდერძი. ანდერძის გამოქვეყნების შედეგად მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ მას დეიდამ, ბე----ე ი---–---–მა, უანდერძა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ სამკვიდრო მოწმობით ნაანდერძევი ქონება, თავდაპირველად, საკუთრების უფლებით უკანონოდ დაირეგისტრირა ნ---- ი---–---–ის დედამ - სა----ე ი---–---–მა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე - ნი-ო ი---–---–მა, რომელიც დღეის მდგომარეობით დაუფლებულია მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1----–-–------------------------- გადაწყვეტილებით გამოყოფილი ქონება, რომელიც წარმოადგენდა ბე----ე ი---–---–ის საკუთრებას და მან უანდერძა დისშვილს, და--თ ჭა--------ეს, უკანონოდ დაირეგისტრირა სა----ე ი---–---–მა, ხოლო შემდეგ ნი-ო ი---–---–მა. ამდენად, ითხოვს აღდგენილი იქნეს სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადა, ვინაიდან, ანდერძის შესახებ და--თ ჭა--------ემ შეიტყო მას შემდეგ, რაც მიწის ნაკვეთიდან დაიწყეს ხეების გატანა, ბათილად იქნეს ცნობილი სამკვიდრო მოწმობა გასაჩივრებულ ნაწილში და აღდგეს და--თ ჭა--------ის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე.
მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხემ წარმოადგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. იგი მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და შესაბამისად, მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში სადავო ქონება არ შესულა. სა----ე ი---–---–მა ქონება დაირეგისტრირა კანონით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც მოსარჩელის მიერ არ არის შეცილებული. ამასთან, როგორც სასამართლო გადაწყვეტილება, ისე, ანდერძი ხანდაზმულია. მოპასუხის მიერ გაშვებულია სამკვიდროს მიღების ვადა. მოპასუხე მიიჩნევს, რომ სამკვიდრო მიღებული აქვს კანონის დაცვით, დედისგან. მოსარჩელისათვის აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო, ვინაიდან, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია.
ამდენად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი, ამავე დროს ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივიგარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელის დეიდა ბე----ე ი---–---–ი გარდაიცვალა 1----–-–---------------ს. დადგენილია, რომ და--თ ჭა--------ე ბე----ე ი---–---–ის სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია.
ანდერძის გამოქვეყნების ოქმის თანახმად (გამოქვეყნების თარიღი: 2----–-–----------------–ი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------), 1----–-–--------–--- შედგენილი ანდერძით, ბე----ე ი---–---–მა დისშვილს, და--თ ჭა--------ეს, უანდერძა მთელი მისი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი მდებარე ქო----–----------------------–-------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ანდერძის გამოქვეყნების ოქმი (ს.ფ. 16)
-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 21)
3.1.2. 2----–-–----------------–ს, ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებით, და--თ ჭა--------ეს უარი ეთქვა 1----–-–---------------ს გარდაცვლილი ბე----ე ი---–---–ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ნათესაური კავშირის დამდგენი საბუთის არქონის და სამკვიდრო მოწმობის მიღების 6 თვიანი ვადის გაშვების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დადგენილება ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ.70)
3.1.3. 20---–-–----- იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქო----–-----------------------–-------–ი მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 2-----------–---------------------------, რეგისტრირებულია სა----ე ი---–---–ის საკუთრებად (ს/კ 2-.---0--0--). საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტია საკუთრების უფლების მოწმობა N5---, დამოწმების თარიღი 1---------–-
2----–-–----- მაისიდან, მითითებული უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ნი-ო ი---–---–ის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენი დოკუმენტია სამკვიდრო მოწმობა N1--------, დამოწმების თარიღი 1---------წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 14)
-სამკვიდრო მოწმობა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 24-26)
3.2.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1----–-–------------------ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ბე----ე ი---–---–ის სარჩელი მოპასუხე სა----ე ი---–---–ის (ფ------) მიმართ. ბე----ე ი---–---–ს საკუთრების უფლებით გამოეყო ქო----–-----------------------–-------–ი მოპასუხე სა----ე ი---–---–ის სახელზე არსებულ სახლში, სახლის მეორე სართულზე ოთახები N----------------------- ხოლო სახლის პირველ სართულზე, ამავე ოთახების ქვემოთ არსებული სარდაფის ტიპის ოთახები, დამხმარე სათავსოთი, დარჩა საერთო სარგებლობაში. 19---–-–---------ს, სო----–-------ს აგროსამრეწველო კომბინატის აქტით, სულადობის გათვალისწინებით, ბე----ე მურადის ასულ ი---–---–ს გამოეყო 1---კვმ მიწის ნაკვეთი. დავის საგანს წარმოადგენს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მითითებული ანდერძის მიხედვით, მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაში შედიოდა ის უძრავი ქონება, რომელიც გამოყოფილი იქნა ბე----ე ი---–---–ისათვის ქობულეთი რაიონული სასამართლოს 1----–-–------------------ გადაწყვეტილებით და სო----–-------ს აგროსამრეწველო კომბინატის 1995 წლის 5 მაისის აქტით.
მოპასუხე სადავოდ ხდის აღნიშნული ქონების ბე----ე ი-აისვილის სამკვიდრო მასაში შესვლის ფაქტს და მიიჩნევს, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, ისევე როგორც, არ აღსრულებულა 19---–-–---------ს, სო----–-------ს აგროსამრეწველო კომბინატის აქტით ბე----ე ი---–---–ისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა.
ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, პირველ რიგში, სასამართლომ უნდა დაადგინოს შედიოდა თუა არა ბე----ე ი---–---–ის სამკვიდრო მასაში სადავო უძრავი ქონება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმიდან გარკვეულ გამონაკლისს ადგენს ამავე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1----–-–------------------ გადაწყვეტილების აღსრულების და ბე----ე ი---–---–ის სახელზე აღნიშნული უძრავი ქონების რეგისტრაციის ფაქტი.
სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა უძრავ ქონებაზე, კერძოდ, სახლის ნაწილზე, ბე----ე ი---–---–ის საკუთრების უფლება. აღნიშნული პერიოდისათვის ანუ 19---–-–------------------ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე, უძრავი ქონების საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში რეგისტრაციის ფაქტი უნდა დადასტურებულიყო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს შესაბამისი ი-ვენტარიზაციის აქტით. იგივე რეჟიმით უნდა მომხდარიყო სასოფლო-სამეურნეო მიწის მართლზომიერ მფლობელად რეგისტრაციაც.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია ქობულეთის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებით ბე----ე ი---–---–ი ცნობილია საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ, ხოლო 19---–-–---------ს სო----–-------ს აგროსამრეწველო კომბინატის აქტით, მას გამოყოფილი აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, თუმცა, არცერთი ეს უფლებადამდგენი დოკუმენტი არ არის სათანადო წესით რეგისტრირებული და უძრავი ქონება ცალკე უფლების ობიექტი არ გამხდარა.
საქმეში წარმოდგენილია 19------6 წ. სო----–-------ს საკომლო წიგნი, რომლითაც დასტურდება, რომ ბე----ე ი---–---–ი ირიცხება სა----ე ი---–---–ის (ფ------) კომლში, ხოლო ამავე კომლში ირიცხებიან სხვა წევრებიც მათ შორის ნი-ო ი---–---–ი, ავ-------ლ ი---–---–ი. აქტს ხელს არ აწერს კომლის უფროსი სა-------------- (ი---–---–ი) და წევრი ავ-------ლ ი---–---–ი.
სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული აქტით მოხდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეხებოდა მხოლოდ საცხოვრებელი სახლის ნაწილის გამოყოფას და ექვემდებარებოდა აღსრულებას რეგისტრაციის გზით იმ პერიოდში მოქმედი კანონის შესაბამისად, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. შესაბამისად, სასამართლო ვერ მიიჩნევს მოცემულ გადაწყვეტილებას აღსრულებულად. 1----–-–----------- აქტი შეეხება მიწის ნაკვეთის გამოყოფას საკარმიდამო ნაკვეთიდან, რაც რეალურად არ განხორციელებულა. საქმეში წარმოდგენილი არ არის ბე----ე ი---–---–ზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სააღრიცხვო ბარათი, რომლითაც დადასტურდებოდა მის სახელზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის ფაქტი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრირებული არ არის. სასამართლო კვლავ უთითებს ქობულეთის ადგილობრივი არქივის მიერ 2----–-–--------------–-----–------------ ცნობაზე, რომლის თანახმად ბე----ე ი---–---–ი გარდაცვალებამდე ირიცხებოდა სა----ე ი---–---–ის (ფ------ს) ოჯახის წევრად.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მითითებული სასამართლო გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, ხოლო მიწის ნაკვეთის გამოყოფის აქტი კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბე----ე ი---–---–ის სამკვიდრო ქონებაში არ შესულა ქო----–-----------------------–-------–ი ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1----–-–----- სექტემბრით გამოყოფილი სახლი ნაწილი და 1----–-–----------- სო----–-------ს აგროსამრეწველო კომბინატის აქტით გამოყოფილი 1--- კვმ მიწის ნაკვეთი (ამჟამინდელი საკადასტრო კოდის 2-.---0--0-- ნაწილი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სასამართლო გადაწყვეტილება (ს.ფ.18)
-1----–-–----------- აქტი (ს.ფ. 19-20)
-საარქივო ცნობა (ს.ფ. 23)
3.2.2. მოსარჩელე განმარტავს, რომ დეიდის მიერ დატოვებული ანდერძის შესახებ გაიგო სარჩელის აღძვრამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა მეზობელმა, რომელიც ნ---- ი---–---–ის საკუთრებიდან ხეების გატანას ესწრებოდა, უთხრა მას, რომ აღნიშნული მიწა ანდერძით დაუტოვა დეიდამ. შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მოსარჩელე მიიჩნევს 2018 წლის თებერვალს. აღნიშნულს სადავოდ ხდის მოპასუხე.
სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევისა და გაგრძელების შესახებ.
პირველ რიგში, სასამართლო აღნიშნავს თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებაში მითითებულ გარემოებას, რომ ბე----ე ი---–---–ი გარდაცვალებამდე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ავადმყოფობდა და და--თ ჭა--------ემ იგი მოსავლელად თავის სახლში გადაიყვანა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. იგივე დაადასტურა საქმეზე მოწმედ დაკითხულმა მოსარჩელის დამ, მა---- ჭა--------ემ. ამდენად, სასამართლო სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მან არ იცოდა ანდერძის შესახებ, მით უფრო იმ პირობებში, როცა, მოსარჩელის აზრით, გაცემული ანდერძის შესახებ ინფორმაციას ფლობდა მეზობელი.
სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების მოთხოვნაზე, საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო სამართლებრივად იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება
-მოწმის ჩვენება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესოკოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილით გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე კოდექსი 1307-ე მუხლის ბ. ქვეპუნქტით მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის. 1319-ე მუხლით სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად, ხოლო 1320-ე მუხლით თანახმად სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლით განსაზღვრულია ქონება, რომელიც შედის სამკვიდროში და მოიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება. 1344-ე მუხლით ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს,როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.
მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნისათვის, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენდა იმ გარემოების დადგენა, შედიოდა თუ არა მამკვიდრებლის ბე----ე ი---–---–ის სამკვიდრო ქონებაში ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1----–-–------------------ გადაწყვეტილებით სახლის გამოყოფილი ნაწილი და 19---–-–---------ს სო----–-------ს აგროსამრეწველო კომბინატის აქტით ბე----ე ი---–---–ისათვის გამოყოფილი 1--- კვმ მიწის ნაკვეთი. ასევე, სამართლებრივად უნდა შეფასდეს და--თ ჭა--------ის მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვება და აღნიშნული ვადის გაგრძელების შესაძლებლობა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1----–-–------------------ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ბე----ე ი---–---–ის სარჩელი. ბე----ე ი---–---–ს საკუთრების უფლებით გამოეყო ქო----–-----------------------–-------–ი მოპასუხე სა----ე ი---–---–ის სახელზე არსებულ სახლში, სახლის მეორე სართულზე ოთახები N----------------------- ხოლო სახლის პირველ სართულზე ამავე ოთახების ქვემოთ არსებული სარდაფის ტიპის ოთახები დამხმარე სათავსოთი დარჩა საერთო სარგებლობაში. ბე----ე ი---–---–ი გარდაიცვალა 1----–-–---------------ს. გარდაცვალებამდე ბე----ე ი---–---–მა შეადგინა სანოტარო წესით გაფორმებული ანდერძი, რომლის თანახმად დისშვილს მოსარჩელე და--თ ჭა--------ეს უანდერძა მთელი მისი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი მდებარე ქო----–----------------------–-------აში. სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არც ბე----ე ი---–---–ის სიცოცხლეში არც მას შემდეგ არ მომხდარა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 435-ე მუხლით სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს. სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლით საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება ხდებოდა ტექნიკური ინვენტარიიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტების საფუძველზე, ხოლო 1996 წლის 14 ნოემბრიდან კი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, 2006 წლის 6 მარტამდე, ანუ „უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამდენად, მითითებული გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მომხდარიყო ზემოაღნიშნული ნიორმატიული აქტების საფუძველზე უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა და--თ ჭა--------ემ ანდერძის არსებობის შესახებ, ეს არ შეცვლის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხანაზმულობის ვადის გასვლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ მოცემულობას. 1----–-–------------------ სასამრთლო გადაწყვეტილებით მოპოვებული უფლება შესაძლებელია შევიდა ბ------ ი---–---–ის სამკვიდრო მასაში, მაგრამ ამ უფლების რეალიზაცია დაკავშირებული იყო, სწორედ, გადაწყვეტილების აღსრულებასთან, რაც, როგორც სასამართლომ დაადგინა, არ მომხდარა. შესაბამისად, ვერც სადავო ქონება შევიდოდა ბე----ე ი---–---–ის სამკვიდრო ქონებაში და არც მის ანდერძისმიერ მემკვიდრეს შეიძლება გააჩნდეს მოთხოვნის უფლება ამ ქონების მიმართ.
სასამართლო უთითებს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ხოლო 142-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, რომელიც შეადგენს ათ წელს, მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ არა მარტო ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ მითითებული გადაწყვეტილება აღსრულდა, არამედ ვერც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის გამაბათილებელი გარემოება წარმოუდგინა სასამართლოს, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
6.2. ასევე, ვერ გაიზიარებს სასამართლო მოსარჩელის არგუმენტს 19---–-–---------ს სო----–-------ს აგროსამრეწველო კომბინატის აქტით ბე----ე ი---–---–ისათვის გამოყოფილი 1---კვმ მიწის ნაკვეთის სამკვიდრო ქონებაში შესვლის შესახებ.
პირველ რიგში, სასამართლო კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა 1----–-–----- მაისის სასამართლო გადაწყვეტილების საგანს. აქტის შინაარსიდან ირკვევა, რომ ამ აქტით მოხდა სა----ე ი---–---–ის საკარმიდამო ნაკვეთიდან ბე----ე ი---–---–ისთვის 1--- კვმ მიწის ნაკვეთის გამოყოფა. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ აქტს ხელს არ აწერს სა----ე ი---–---–ი - კომლის უფროსი და ასევე, კომლის წევრად რეგისტრირებული ავ-------ლ იანიშვილი, რაც ამ აქტის მართლზომიერებას ეჭვის ქვეშ აყენებს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინების გარეშეც, ისევე, როგორც სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში, ბ------ ი---–---–ის საკუთრების უფლებას მითითებულ უძრავ ქონებაზე წარმოშობდა მხოლოდ უძრავი ქონების დადგენილი წესით რეგისტრაცია.
მოსარჩელე მხარემ, ამ შემთხვევაშიც ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო ქონება 20---–-–----- იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერით რეგისტრირებულია სა----ე ი---–---–ის საკუთრებად (ს/კ 2-.---0--0--). საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტია საკუთრების უფლების მოწმობა N5---, დამოწმების თარიღი 1---------–-
სა----ე ი---–---–ის გარდაცვალების შემდეგ, 2----–-–----- მაისიდან, მითითებული უძრავი ქონებაზე რეგისტრირებულია ნი-ო ი---–---–ის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენი დოკუმენტია სამკვიდრო მოწმობა N1--------, დამოწმების თარიღი 1---------წ.
მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ვერც ფაქტობრივი და ვერც სამართლებრივი დასაბუთება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაციის ფაქტს და გააბათილებდა მითითებულ უძრავ ქონებაზე ჯერ სა----ე ი---–---–ის ხოლო შემდეგ ნი-ო ი---–---–ის საკუთრების უფლებას.
6.3. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სამართლებრივად უნდა შეაფასოს და--თ ჭა--------ის მოთხოვნა ბე----ე ი---–---–ის სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. აღნიშნული ნორმა ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. მხოლოდ საპატიო მიზეზების არსებობისას სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს სამკვიდროს მიღების ვადა. კერძოდ, სსკ-ის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარად დადგინდება ვადის გაშვების საპატიოობა. გაშვებული ვადის საპატიოდ ან არასაპატიოდ მიჩნევა სასამართლოს შეხედულებით წყდება და იგი უნდა ემყარებოდეს საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც სარწმუნოს ხდიან, რომ მემკვიდრეს, ობიექტური მიზეზების გამო, არ შეეძლო ფაქტობრივად დაუფლებოდა სამკვიდრო ქონებას ან მიემართა სანოტარო ორგანოსთვის. ამ უკანასკნელის განსაზღვრის კრიტერიუმები ყოველი შემთხვევის თავისებურებითა და საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით უნდადა დგინდეს.
„საპატიოობას ორი მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გააჩნდეს: ა) თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება ცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე და ბ) თუ მემკვიდრემ ვადა გაუშვა ისეთი გარემოების გამო, რომელიც მას ობიექტურად არ აძლევდა საშუალებას, მიეღო სამკვიდრო დადგენილ ვადაში და მხოლოდ ამ დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრის შემდეგ შეძლო მან სასამართლოსათვის მიმართვა (იხ. სუსგ №ას-655-621-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ და--თ ჭა--------ემ იცოდა სამკვიდროს გახსნის შესახებ. იგი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია. ამასთან, არ წარმოუდგენია რაიმე ობიექტური გარემოება, რომელიც არ აძლევდა მას საშუალებას მიეღო სამკვიდრო დადგენილ ვადაში. შესაბამისად, და--თ ჭა--------ის მიერ გაშვებული იქნა სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ემუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებული არიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. ამავე კოდექსის 55-ე მუხლით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ცნობით (N0-------------------------წ) დასტურდება, რომ და--თ ჭა--------ე არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და იღებს სოციალურ პაკეტს, რაც მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. და--თ ჭა--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე