საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება მოხდეს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტების საფუძველზე. ამასთან, მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან მოხდეს მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა უზრუნველყოს სათანადო სამსახურის ჩამოყალიბება, საჯარო რეესტრის ფორმულარების მომზადება და ყველა იმ ორგანიზაციული საკითხის მოგვარება, რომლებიც დაკავშირებულია სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან წარმოშობილი უძრავი ნივთების მესაკუთრეების რეგისტრაციასთა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1514. უძრავი ნივთების რეგისტრაცია გარდამავალ პერიოდში
რედაქციის ისტორია
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ბს-825(კ-22)
…აღინიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ვრცელდება ასევე იმ დროს მოქმედი ტექინვენტარიზაციის ბიუროში არსებული ჩანაწერების მიმართ ( საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლი)“ (უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პრობლემატიკა გარდამავალ პერიოდში, ისტორიული გენეზისი, რევაზ მიქაბერიძე,…
- საქმე №ბს-167(3კ-20)
…რომ უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთარი სახსრებით არის აგებული. სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე ამ სამსახურის ფუნქციებს ასრულებდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო. ამავე კოდექსის 1514-ე მუხლის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთის გასხვისება ხდებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში ან…
- საქმე №ას-1012-2019
…1995 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ამ ქონების ნაწილი საკუთრების უფლებით ბ.ი–ს გამოეყო, თუმცა, როგორც იმ დროს მოქმედი, 1964 წლის რედაქციით საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის, ისე სსკ-ის 1507.3., 183-ე და 1514-ე მუხლების თანახმად, ამ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში მისი რეგისტრაცია იყო აუცილებელი. უდავოა, რომ ბ.ი–ი ტექნიკური…
- საქმე №ბს-184(2კ-19)
…საჯარო რეესტრი ამოქმედდა 1998 წლის 10 იანვრიდან. აღნიშნული პერიოდის შემდეგ მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციას „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის თანახმად ახდენდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. სსკ-ის 1514-ე მუხლის მიხედვით საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება უნდა მომხდარიყო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი…
- საქმე №ბს-957(კ-19)
…მოითხოვდა ამჟამინდელი კანონმდებლობაც. ამასთან, სასამართლოს მითითებით, ერთმანეთისაგან უნდა გამიჯნულიყო საჯარო რეესტრსა და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში უძრავი ნივთის რეგისტრაციის პროცესი. ამ კუთხით, მხედველობაში იყო მისაღები სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება მოხდეს ტექნიკური ინვენტარიზაციის…
- საქმე №ბს-236(კ-19)
- საქმე №ბს-302(კ-20)
- საქმე №ას-1521-2018
- საქმე №ბს-1111(კ-18)
- საქმე №ბს-299-299(კ-18)
- საქმე №ას-556-527-2015
- საქმე №ას-463-439-2012
- საქმე №ას-150-140-2014
- საქმე №ას-453-429-2013
- საქმე №ას-623-586-2012
- საქმე №ბს-52-47(კ-13)
- საქმე №ბს-680-666(კ-12)
- საქმე №ას-1406-1421-2011
- საქმე №ბს-1477-1459(2კ-11)
- საქმე №ას-1228-1248-2011
- საქმე №ას-919-958-2011
- საქმე №ას-308-292-2011
- საქმე №ას-681-637-2010
- საქმე №ას-857-806-2010
- საქმე №ას-442-414-2010
- საქმე №ას-220-209-2010
- საქმე №ბს-170-164(კ-10)
- საქმე №ბს-1145-1092(2კ-09)
- საქმე №ბს-615-583(კ-09)
- საქმე №ბს-792-761(2კ-08)
- საქმე №ას-845-1059-08
- საქმე №ბს-1088-1050(კ-08)
- საქმე №ბს-593-565(2კ-07)
- საქმე №ბს-1428-1003(კ-05)
- საქმე №ბს-1052-1005(კ-07)
- საქმე №ას-691-1021-07
- საქმე №ბს-405-384(2კ-07)
- საქმე №ბს-682-650(კ-07)
- საქმე №ბს-238-226(კ-07)
- საქმე №ბს-605-572(კს-06)
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1509. კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები
- მუხლი 15091. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესი
- მუხლი 15092. მოქმედი სისხლის დაწესებულების (სისხლის გადასხმის დაწესებულების/სისხლის ბანკის) არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის წესი
- მუხლი 1512. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები
- მუხლი 1513. საკუთრება საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 15131. კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდროს გახსნა
- მუხლი 1515. რეგისტრაციის მონაცემების საჯაროობის უზრუნველყოფა
- მუხლი 1516. სამოქალაქო კოდექსის სწავლება
- მუხლი 1517. საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა დანერგვის უზრუნველყოფა
- მუხლი 1518. კომუნალური მომსახურების ხელშეკრულებათა დადება
- მუხლი 1520. სამოქალაქო კოდექსის დანერგვის ორგანიზაციული საკითხები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1514, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1514/