გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2019
საქმის ნომერი
330310019002797569
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/94-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2-19 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი - ციალა გახელაძე

 

მოსარჩელე - ი----------------ე

წარმომადგენლები - დ---------------------–-------------------

მოპასუხე - 1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ნ---------------–---–-

2.ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

წარმომადგენელი - გ---------------

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2--- წლის 11 აგვისტოს დადგენილება N------ ,,სამშენებლო სამართალდარღვვევის საქმეზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-16).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2-1- წლის 29ნოემბრის N--- ბრძანება ,,ი----------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ.სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-16).

 

მოსარჩელის განმარტებით, 1992 წლიდან ფლობს 2--კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ს------–-–------–-. 90-იან წლებში აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გადაწყვიტა სავაჭრო ჯიხურის ჩადგმა, რასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემის თხოვნით მიმართა იმდროინდელ ტ-------–-------------–--------------. განცხადების რეაგირების მიზნით ტ-------–------------- მიმართა გ-------------------- მიწის მართვის სამმართველოს, მიწის მართვის სამმართველოდან დადებითი პასუხი მოუვიდა, ნება დაერთო სავაჭრო ჯიხურის მშენებლობაზე. შემდგომ ოფიციალური ორგანოს მიერ დამტკიცებული ნახაზის მიხედვით, მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ააშენა სავაჭრო ჯიხური. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2--- წლის 24მაისს N------ მითითების ჩაბარებით განუცხადა, რომ სავაჭრო ჯიხური ნებართვის გარეშე ჰქონდა აშენებული და აღნიშნული დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა შვიდი კალენდარული დღის ვადაში გაეკეთებინა ჯიხურის დემონტაჟი, ან წარედგინა სანებართვო დოკუმენტაცია ჯიხურის მშენებლობაზე. მოსარჩელე განმარტავს, რომ მან წარადგინა მთელი დოკუმენტაცია, რაც ჯიხურის ჩადგმის ნებართვასთან დაკავშირებით გააჩნდა, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2---წლის 11 აგვისტოს N------ დადგენილებით დააჯარიმეს 1----ლარით. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2-1- წლის 29 ნოემბრის N--- ბრძანებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი გ-------------------- მიწის მართვის სამმართველოს 1997წლის 09 სექტემბრის N--- წერილით ირკვევა, რომ ტ------–-------------–--- გამგებელს და ს------–-–------–- მცხოვრებ ა--------------ეს გ-------------------- მიწის მართვის სამმართველოდან ეცნობა, რომ რაიონის სამმართველოში მიღებული მოქალაქე ა--------------ის განცხადებით დაყენებული იყო საკითხი თბილისი, ს------–-–------–-, მ----–---- გზის მარჯვენა მხარეს, გზის ღერძიდან 5 მეტრის დაშორებით გადასატანი სავაჭრო ჯიხურის მოსაწყობად. ტ-------–-------------–-- თავისი 1999 წლის 19 აგვისტოს N-- დადგენილებით თანახმაა გამოიყოს გადასატანი სავაჭრო ჯიხურის მოსაწყობად 2-------–--------------------ე, რაზედაც რაიონის მიწის მართვის სამმართველო თანახმაა, მხოლოდ უნდა მოხდეს შეთანხმება რაიონის არქიტექტურასთან, ამავე დროს გაიგზავნა შესაბამისი წერილი რაიონის საგადასახადო ინსპექციაში აღნიშნული ფართის მიწის ქირის გადასახადი თანხის ჩვენებით, რომლის წლიური გადასახადი ერთ კვ.მეტრზე შეადგენს 0.0-- თეთრს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გ-------------------- მიწის მართვის სამმართველოს 1997 წლის 09სექტემბრის N--- წერილი(ს.ფ. 34)

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილი ტ-------–-------------–-- გამგეობის სხდომის 1999წლის 19 აგვისტოს N- ოქმით დადგენილია, რომ ს------–-–------–- მცხოვრებმა ა--------------ემ განცხადებით მიმართა საკრებულოს გამგეობას და ითხოვა სავაჭრო ჯიხურის ჩასადგამად ნებართვა. გამგეობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მოსაცდელის მიმდებარე ტერიტორიაზე აქვს 2- კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, სადაც სურვილი აქვს ჩადგას სავაჭრო ჯიხური. საკრებულოს გამგეობა თანახმაა ა--------------ემ შერჩეულ ნაკვეთში ჩადგას სავაჭრო ჯიხური. გამგეობის სხდომის ოქმით დადგენილ იქნა, რომ დაკმაყოფილდეს ა--------------ის მცხოვრები ს------–-–------–- მოთხოვნა და მოსაცდელის მიმდებარედ ტერიტორიაზე გამოყოფილი იქნეს ო–- კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი სავაჭრო ჯიხურის ჩასადგამად. ამავე დადგენილების თანახმად დადგინდა, რომ ასევე აღეძრას შუამდგომლობა გ-------------------- საგადასახადო ინსპექციის წინაშე თანხმობის გასაცემად ჯიხურის ჩასადგამად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ა--------------ის 1999 წლის 09 სექტემბრის განცხადება(ს.ფ.32)

- ტ-------–-------------–--- გამგეობის 1999 წლის 19 აგვისტოს N- ოქმი(ს.ფ. 31)

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–--–------ი, დაზუსტებული ფართობი:2----.მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--.0-.1-.0--- 2---წლის 08 აგვისტოდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 2---------წ(ს.ფ. 119-1--)

 

3.1.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ი----------------ის მიმართ 2--- წლის 24 მაისს შედგენილი იქნა მითითება №------, რომლითაც დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ს------–-–------–-, ნ---------–---–----------- ბეტონის საძირკველზე ლითონის ფურცლებისაგან მოწყობილია ნაწილობრივ შემინული ლითონის კონსტრუქცია(ე.წ. ჯიხური). ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა მითითების გაცემის მომენტისთვის არსებული სანებართვო დოკუმენტაცია ან განეხორციელებინა აღნიშნული ობიექტის(ბეტონის საძირკველი ე.წ. ჯიხური) დემონტაჟი. ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 07(შვიდი) კალენდარული დღე. ამავე მითითებაში მშენებლობის ეტაპი მითითებულია-,,დასრულებული’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2--- წლის 24 მაისის მითითება №------(ს.ფ.103-104)

 

3.1.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2--- წლის 13 ივნისს შედგა შემოწმების აქტი N------, რომლითაც დადგინდა ი----------------ის მიერ არ იქნა შესრულებული 2--- წლის 24 მაისის №------ მითითების პირობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2--- წლის 13 ივნისის შემოწმების აქტი №------(ს.ფ.101-10-)

 

3.1.6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2--- წლის 11 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება N------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ი----------------ე დაჯარიმდა 1-----(ათიათასი) ლარით, ქ. თბილისში, ს------–-–------–-, საკადასტრო კოდი N--.0-.1-.0-- სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ ბეტონის საძირკველზე ლითონის ფურცლებისაგან მოწყობილი, ნაწილობრივ შემინული კონსტრუქციის ე.წ. ჯიხურის განთავსებისათვის და ი----------------ეს დაევალა ქ.თბილისში, შ------–-, საკადასტრო კოდით N--.0-.1-.0-- სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განთავსებული ბეტონის საძირკველზე ლითონის ფურცლებისაგან მოწყობილი, ნაწილობრივ შემინული კონსტრუქციის ე.წ. ჯიხურის დემონტაჟი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2---წლის 11 აგვისტოს დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’( ს.ფ. 28-30)

 

3.1.7. 2---წლის 22 აგვისტოს, ი----------------ემ №----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2--- წლის 11 აგვისტოს №------ დადგენილების ბათილად ცნობა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2-1- წლის 29 ნოემბრის №--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ი----------------ის 2--- წლის 22 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2--- წლის 11 აგვისტოს N------ დადგენილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2-1- წლის 29 ნოემბრის N--- ბრძანება ,,ი----------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(ს.ფ. 1--25)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2---წლის 11 აგვისტოს №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2-1- წლის 29 ნოემბრის №--- ბრძანება ი----------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’,- ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24 მარტის №-- დადგენილება, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2--- წლის 11აგვისტოს №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2-1- წლის 29 ნოემბრის №--- ბრძანება ,,ი----------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური(ამჟამად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,– დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:

ა) მითითება შესრულდა;

ბ) მითითება არ შესრულდა;

გ) მითითება არადროულად სრულდება;

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი----------------ის მიმართ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2--- წლის 24მაისს შედგენილი იქნა მითითება №------, რომლითაც დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ს------–-–------–-, ნ---------–---–----------- ბეტონის საძირკველზე ლითონის ფურცლებისაგან მოწყობილია ნაწილობრივ შემინული ლითონის კონსტრუქცია(ე.წ. ჯიხური). ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა მითითების გაცემის მომენტისთვის არსებული სანებართვო დოკუმენტაცია ან განეხორციელებინა აღნიშნული ობიექტის(ბეტონის საძირკველი ე.წ. ჯიხური) დემონტაჟი. ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 07(შვიდი) კალენდარული დღე. ამავე მითითებაში მშენებლობის ეტაპი მითითებულია-,,დასრულებული’’.

 

დადგენილია ასევე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2--- წლის 13 ივნისს შედგა შემოწმების აქტი N------, რომლითაც დადგინდა ი----------------ის მიერ არ იქნა შესრულებული 2--- წლის 24 მაისის №------ მითითების პირობები.

 

6.3. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლით განსაზღვრულია უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 1----- ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8---- ლარით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია −გამოიწვევს დაჯარიმებას 4---ლარით.

 

მითითებული მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევადაა მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. იმავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები(მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელადაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2--- წლის 11 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება N------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ი----------------ე დაჯარიმდა 1-----(ათიათასი) ლარით, ქ.თბილისში, ს------–-–------–-, საკადასტრო კოდი N--.0-.1-.0-- სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ ბეტონის საძირკველზე ლითონის ფურცლებისაგან მოწყობილი, ნაწილობრივ შემინული კონსტრუქციის ე.წ. ჯიხურის განთავსებისათვის და ი----------------ეს დაევალა ქ.თბილიში, შ------–-, საკადასტრო კოდით N--.0-.1-.0-- სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განთავსებული ბეტონის საძირკველზე ლითონის ფურცლებისაგან მოწყობილი, ნაწილობრივ შემინული კონსტრუქციის ე.წ. ჯიხურის დემონტაჟი.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ დღეს მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24მარტის №-- დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია:

ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);

ბ) რეკონსტრუქცია;

გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა(არ საჭიროებს ნებართვას);

დ) დემონტაჟი;

ე) ლანდშაფტური მშენებლობა;

ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება;

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ქ.თბილისი, ს------–-–------–- მდებარე 2-- კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც განთავსებული აქვს სავაჭრო ჯიხური, ფლობს ჯერ კიდევ 1992 წლიდან, ხოლო ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2---წლის 24მარტის №-- დადგენილების საფუძველზე კი ი----------------ის მიერ ნაწარმოები მშენებლობა დღეის მდგომარეობით განეკუთვნება პირველი კლასის შენობა-ნაგებობას, რომელსაც ამავე დადგენილების 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ზემოაღნიშნული დადგენილებით I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა მშენებლობა დასაშვებია ნებართვის გარეშე, მაგრამ ამავე დადგენილებას გააჩნია დათქმა იმის შესახებ, რომ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24 მარტის №-- დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურა, რაც ნიშნავს იმას, რომ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელმა პირმა უნდა მიმართოს ნებართვის გამცემ ორგანოს და აცნობოს მის მიერ განზრახული I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ, რომელზეც ნებართვის გამცემი ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაგეგმილი მშენებლობის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობის თაობაზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს(ამჟამად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) უნდა ეხელმძღვანელა სამართალდარღვევის გამოვლენის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით და განეხორციელებინა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ გათვალისწინებული ღონისძიებები, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ ი----------------ის მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოები(ბეტონის საძირკველზე ლითონის ფურცლებისაგან მოწყობილი ნაწილობრივ შემინული კონსტრუქციის ე.წ. ჯიხური) არ არის ნაწარმოები არა დღეის მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობის, არამედ სწორედ იმ პერიოდისათვის მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობის შესაბამისი უნდა ყოფილიყო.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ– დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმების საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 24.15 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით(53-ე მუხლი) დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მოსაზრებით კანონის აღნიშნული დანაწესი ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაცული არ არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის(ამჟამად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმის გარემოებები სამართალდარღვევის ფაქტის დადგენისა და მისი სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნით. კერძოდ,- გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა სამართლებრივი შეფასება მიეცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გ-------------------- მიწის მართვის სამმართველოს 1997წლის 09 სექტემბრის N--- წერილს, რომლითაც ირკვევა, რომ ტ------–-------------–--- გამგებელს და ს------–-–------–- მცხოვრებ ა--------------ეს გ-------------------- მიწის მართვის სამმართველოდან ეცნობა, რომ რაიონის სამმართველოში მიღებული მოქალაქე ა--------------ის განცხადებით დაყენებული იყო საკითხი თბილისი, ს------–-–------–-, მ----–---- გზის მარჯვენა მხარეს, გზის ღერძიდან 5მეტრის დაშორებით გადასატანი სავაჭრო ჯიხურის მოსაწყობად. ტ-------–-------------–-- თავისი 1999 წლის 19 აგვისტოს N-- დადგენილებით თანახმაა გამოიყოს გადასატანი სავაჭრო ჯიხურის მოსაწყობად 2-------–--------------------ე/, რაზედაც რაიონის მიწის მართვის სამმართველო თანახმაა, მხოლოდ უნდა მოხდეს შეთანხმება რაიონის არქიტექტურასთან, ამავე დროს გაიგზავნა შესაბამისი წერილი რაიონის საგადასახადო ინსპექციაში აღნიშნული ფართის მიწის ქირის გადასახადი თანხის ჩვენებით, რომლის წლიური გადასახადი ერთ კვ.მეტრზე შეადგენს 0.0-- თეთრს; საქმეში წარმოდგენილი ტამახმელას საკრებულოს გამგეობის სხდომის 1999 წლის 19აგვისტოს N- ოქმს, რომლითაც დადგენილია, რომ ს------–-–------–- მცხოვრებმა ა--------------ემ განცხადებით მიმართა საკრებულოს გამგეობას და ითხოვა სავაჭრო ჯიხურის ჩასადგამად ნებართვა. გამგეობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მოსაცდელის მიმდებარე ტერიტორიაზე აქვს 2- კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, სადაც სურვილი აქვს ჩადგას სავაჭრო ჯიხური. საკრებულოს გამგეობა თანახმაა ა--------------ემ შერჩეულ ნაკვეთში ჩადგას სავაჭრო ჯიხური. გამგეობის სხდომის ოქმით დადგენილ იქნა, რომ დაკმაყოფილდეს ა---------------- მცხოვრები. ს------–-–------–-, მოთხოვნა და მოსაცდელის მიმდებარედ ტერიტორიაზე გამოყოფილი იქნეს ო–- კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი სავაჭრო ჯიხურის ჩასადგამად; ასევე შეფასება არ მიეცა იმ გარემოებას, რომ დასახელებული დოკუმენტების მიმართ მხარეს გააჩნდა თუ არა კანონიერი ნდობა და აღნიშნული დოკუმენტები იმ დროისათვის მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობის საფუძველზე წარმოადგენდა თუ არა იმის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას, რომ ი----------------ეს შესაბამისი ნებართვა გააჩნდა მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსებისათვის, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი სათანადო მსჯელობის შედეგად ადმინისტრაციული ორგანო მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ იმ პერიოდისათვის მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობის ნორმათა თანახმად აღნიშნული დოკუმენტაცია არ წარმოადგენდა საკმარის მტკიცებულებას მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განსათავსებად,- ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია სამშენებლო სამართალდარღვევის თაობაზე რომელი კონკრეტული კანონმდებლობა და რომელი კონკრეტული ნორმები იქნა დარღვეული ი----------------ის მიერ, აღნიშნულის გამოკვლევას კი არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა მიზანშეწონილობის საკითხი. ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს, არამედ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმებითაც. სამართლებრივი აქტი უნდა პასუხობდეს მიზანშეწონილობისა და კანონიერების მოთხოვნებს. მიზანშეწონილობა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება.

 

სასამართლო ასევე დამატებით მიუთითებს საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. თავის მხრივ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ასევე შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სამშენებელო სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსთან’’ მიმართებაში ასევე ხელმძღვანელობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმებით იმ გარემოებებთან(მაგ: პასუხისმგებლობის ასაკი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დენადი სამართლადარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახდელის დადების ვადა და სხვა) მიმართებაში, რასაც კონკრეტულად არ ადგენს ზემოაღნიშნული კანონი.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან. თავის მხრივ საქართველოს კანონის ,,პროდუქტოს უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის 13-ე პუნქტით განსაზღვრულია, რომ შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. . .

 

მოცემულ შემთხვევაში იმ პირობებში, როდესაც ქ.თბილისში, ს------–-–------–- მდებარე 2-- კვ.მეტრი დაზუსტებული ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტო კოდი: N--.0-.1-.0--- 2--- წლის 08 აგვისტოდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე, ამასთან, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ჯერ კიდევ 1992 წლიდან განთავსებულია სავაჭრო ჯიხური,-გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ არის კონკრეტული დასაბუთება იმისა, რომ ი----------------ის მიერ შესაძლო სამშენებელო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი არ იყო გამოვლენილი 2--- წლის 24 მაისამდე(მითითების შედგენის დრო), აღნიშნულის გამოკვლევას კი არსებითი მნიშვნელობა გააჩნია სამშენებლო სამართალდარღვევის თაობაზე სახდელის დაკისრების ვადასთან მიმართებაში.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც აღინიშნა ადმინისტრაციულმა ორგანომ-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა(ამჟამად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ მტკიცებულებებზე და გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა- ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, ი----------------ის მიერ ჩადენილი(სავარაუდოდ ჩადენილი) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შემოწმებისას, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2--- წლის 11აგვისტოს დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი----------------ის მიმართ, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

6.7. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2-1- წლის 29 ნოემბრის №--- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ი----------------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2-1-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2--- წლის 11 აგვისტოს №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, შესაბამისად გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2-1- წლის 29 ნოემბრის №--- ბრძანების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ი----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეებს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას, მოსარჩელე- ი----------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100(ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-1-, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი----------------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2-1- წლის 29ნოემბრის №--- ბრძანება ,,ი----------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’.

 

3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2--- წლის 11აგვისტოს №------- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’.

 

4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი----------------ის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

5. მოპასუხეებს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მოსარჩელე- ი----------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-1- კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი