გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2019
საქმის ნომერი
330310118002786751
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/8098-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ილე ბ ა

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი - ციალა გახელაძე

მოსარჩელე - შპს ,,ი-----------------ი’’

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენელი - გ----------–---–---–---–-

მესამე პირი - შპს ,,გ----------------------------

წარმომადგენელი-------–--------

დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 03 დეკემბრის N---- განკარგულება ,,შპს ,,ი-----------------ის’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ”(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-20).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 25 მარტს შპს ,,გ-------------------------მა’’ გამოაცხადა N--------- ელექტრონული ტენდერი საქალაქთაშორისო ავტობუსების შესყიდვის მიზნით. ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,ი-----------------ი’’ და მიწვეული იქნა ხელშეკრულების გასაფორმებლად. მხარეთა შორის 2015 წლის 24აპრილს გაფორმდა N------------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მისი გაფორმებიდან 4------- ვადაში, ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 8---- ლარი, ხოლო მოქმედების ვადად- 2015 წლის 8 ივლისი. მხარეთა შორის 2015 წლის 30 ივნისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად მიმწოდებელმა შემსყიდველ ორგანიზაციას მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, მოგვიანებით შესყიდველი ორგანიზაციის წერილებით მიმწოდებელს ეცნობა ავტობუსის ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ და ეთხოვა მათი გამოსწორება, ხოლო 2018 წლის 15 ოქტომბერს და 2018 წლის 29 ოქტომბერს შპს,,გ-------------------------მა’’ დაზუსტებული წერილობით შეტყობინებით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და აცნობა შპს ,,ი-----------------ის’’ მიერ ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2015 წლის 24 აპრილის N------------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თოაბაზე, რის შემდგომაც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 03 დეკემბრის N---- განკარგულებით შპს,,ი-----------------ი’’ დარეგისტრირდა შავ სიაში.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განკარგულება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 03 დეკემბრის N---- განკარგულება ,,შპს ,,ი-----------------ის’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ”.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, წერილობითი ფორმით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის არცერთი საფუძველი, რადგან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 03 დეკემბრის N---- განკარგულება შპს ,,ი-----------------ის’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’ გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი ყველა მოთხოვნის სრული დაცვით.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირს- შპს ,,გ-------------------------ს’’, წერილობითი ფორმით შესაგებელი შპს,,ი-----------------ის’’ მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ N------------ ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2015წლის 24 აპრილს, ერთის მხრივ შპს ,,გ-------------------------ს’’(შემდგომში ,,შემსყიდველი“) და მეორეს მხრივ, შპს,,ი-----------------ს’’(შემდგომში ,,მიმწოდებელი“) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №------------, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საქალაქთაშორისო ავტობუსის მიწოდება. ,,საქონლის’’ დასახელება, მახასიათებლები მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართებში, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, ,,მიმწოდებელი’’ ვალდებულია საქონლის მიწოდება განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 45 დღის ვადაში შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, შემსყიდველის მიერ მითითებული ტერიტორია. ,,მიმწოდებელი’’ მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით. ამავე მუხლის 3.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს უხარისხო საქონლის მიღებაზე.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტის თანახმად, ,,მიმწოდებელი’’ იღებს ვალდებულებას, რომ საქონლის ხარისხი შეესაბამება ხელშეკრულებით შეთანხმებულ ხარისხს. S----------- ტენდერის შესაბამისი დანართების ტექნიკურ მაჩვენებელს და დადგენილ სტანდარტებს.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მთლიანი ღირებულება შეადგენს 8----(ო------–-----------------------–--------) ლარს დღგ-ს ჩათვლით და მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს საქონლის განბაჟებასთან, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, მათ შორის საქონლის შემსყიდველის სახელზე გადაფორმების ხარჯებს.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის თანახმად, ,,მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ მიწოდებულ საქონელს არ გააჩნია ან საგარანტიო პერიოდში არ აღმოაჩნდება ნაკლი. საგარანტიო პირობები მიიღება თანახმად დანართისა ,,საგარანტიო მომსახურების პირობები’’. ამავე მუხლის 6.1.1.ქვეპუნქტის თანახმად, საგარანტიო პერიოდში ყოველი გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება ,,მიმწოდებელს’’. უფასო საგარანტიო მომსახურება ხდება იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არაა დაზიანებული ,,შემსყიდველის’’ დაუდევრობით ან ფიზიკური ზემოქმედებით. ამავე მუხლის 6.1.2.ქვეპუნქტის თანახმად, ნაკლის არსებობის შემთხვევაში შეტყობინებიდან 2(ორი) სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელი ახდენს რეაგირებას. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის დაზიანებული ნაწილი არის ადგილზე, მიმწოდებელი მის შეკეთება/დაბრუნებას ახდენს რეაგირებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქონლის დაზიანებული ნაწილი ექვემდებარება შეკვეთას, მიმწოდებელი მის შეკეთება/დაბრუნებას ახდენს რეაგირებიდან 30(ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. საგარანტიო მომსახურება გულისხმობს გარანტიის მოქმედების პერიოდში საქონლის დაზიანებული ნაწილის შეკეთებას ან 30(ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში საქონლის დაზიანებული ნაწილის ჩანაცვლებას ახლით, თუ აღნიშნული არ ექვემდებარება შეკეთებას. ამავე მუხლის 6.3 პუნქტის თანახმად, ნაკლიანი ,,საქონლის’’ მიწოდების შედეგად ,,შემსყიდველისათვის’’, ან მესამე მხარისათვის მიყენებული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურება ეკისრება ,,მიმწოდებელს’’. ამავე მუხლის 6.5 პუნქტის თანახმად, ,,საქონლის’’ მოწოდების დაყოვნების შემთხვევაში ,,მიმწოდებელი’’ ვალდებულია გადაუხადოს ,,შემსყიდველს’’ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე ,,საქონლის’’ საერთო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. შემსყიდველი უფლებამოსილია ანგარისწორებისას მიმწოდებელს გამოუქვითოს პირგასამტეხლოს სახით მასზე დარიცხული თანხა.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის თანახმად, მხარეები არ აგებენ პასუხს ვალდებულებათა სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით(მიწისძვრა, წყალდიდობა, სახელმწიფო გადატრიალება და სხვა გარემოები, რომლებიც არ არიან დამოკიდებული მხარეებზე და ითვლებიან მაჟორულ გარემოებებად). ამავე მუხლის 8.2 პუნქტის თანახმად, მხარემ, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება დაუყოვლებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი გარემოების და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულების პირობების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან. ამავე მუხლის 8.3 პუნქტის თანახმად, წერილობით შეტყობინებაში მითითებული ფაქტები დადასტურებელი უნდა იქნას კომპეტენტური ორგანოს მიერ. დადასტურება არ არის საჭირო, თუ აღნიშნული ფაქტები ცნობილია საზოგადოდ.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2015 წლის 8 ივლისის ჩათვლით ან ვალდებულების სრულ ამოწურვამდე.

 

საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 30 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ერთის მხრივ შემსყიდველი-შპს ,,გ----------------------------და მეორეს მხრივ მიმწოდებელი-შპს ,,ი-----------------ი’’ ადასტურებენ, რომ თანახმად N------------ ხელშეკრულების პირობებისა, მიმწოდებელმა მიაწოდა, ხოლო შემსყიდველმა ჩაიბარა მიწოდებული საქონელი(საქალაქო/საქალაქთაშორისო ავტობუსი P-------), რომლის ღირებულებამ შეადგინა 8---- ლარი დღგ-ს ჩათვლით. ამავე მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად ვინაიდან მიმწოდებელმა დააგვიანა საქონლის მიწოდება 22კალენდარული დღით, თანახმად ხელშეკრულებოს 6.5 პუნქტისა, მის მიმართა გამოყენებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 2------------ X8----,00 ლარი =1--------------------–--------------–---–-------–--------------------). აღნიშნული თანხა გამოიქვითა გადასახდელი თანხიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 24 აპრილის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №------------ ხელშეკრულება (ს.ფ. 98-114)

-2015 წლის 30 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი(ს.ფ. 135)

 

3.1.2. შპს ,,გ-------------------------მა’’ 2015 წლის 23 ივლისის N----------------- წერილით, შპს ,,ი-----------------ს’’ აცნობა, რომ 2015 წლის 24 აპრილს დადებული N------------ ხელშეკრულებით მათ მიერ შეძენილი P------- ავტობუსის ექსპლუატაციის პროცესში აღმოჩნდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რის გამოც შეუძლებელია მისი გამოყენება დანიშნულებისამებრ. ამავე წერილით, შპს ,,ი-----------------ს’’ თანახმად ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობებისა, კერძოდ მე-6 მუხლისა და დანართი N- ,,საგარანტიო პირობებისა’’ ეთხოვა, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყო საგარანტიო შეკეთების სამუშაოების ჩატარება, რათა შესაძლებელი გახდეს ავტობუსის უსაფრთხო ექსპლუატაცია.

 

შპს ,,გ-------------------------მა’’ 2015 წლის 27 ივლისის N----------------- წერილით, შპს ,,ი-----------------ს’’ აცნობა, რომ 2015 წლის 24 აპრილს დადებული N------------ ხელშეკრულებით მათ მიერ შეძენილი P------- ავტობუსის ექსპლუატაციის პროცესში ისევ აღმოჩნდა იგივე სახის ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რის გამოც შეუძლებელია მისი გამოყენება დანიშნულებისამებრ. ამავე წერილით, შპს ,,ი-----------------ს’’ თანახმად ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობებისა, კერძოდ მე-6 მუხლისა და დანართი N- ,,საგარანტიო პირობებისა’’, კიდევ ერთხელ ეთხოვა დაუყოვნებლივ უზრუნველყო საგარანტიო შეკეთების სამუშაოების ჩატარება, რათა შესაძლებელი გახდეს ავტობუსის უსაფრთხო ექსპლუატაცია.

 

შპს ,,გ-------------------------მა’’ 2015 წლის 28 ივლისის N----------------- წერილით, შპს ,,ი-----------------ს’’ აცნობა, რომ 2015 წლის 24 აპრილს დადებული N------------ ხელშეკრულებით მათ მიერ შეძენილი P------- ავტობუსის ექსპლუატაციის პროცესში დღეს ისევ აღმოჩნდა ტექნიკური ხარვეზები, სავარაუდოდ დაკავშირებული ავტობუსის ელექტოობასთან, რის გამოც მოუწიათ გზაზე გაჩერება და მათ ორგანიზაციის ტექნიკური გამოძახება. აღნიშნულ პირობებში შეუძლებელია ავტობუსის გამოყენება დანიშნულებისამებრ. ბოლო დროს არაერთხელ აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზები ატარებენ სისტემატურ ხასიათს, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმის თანამშრომლებს თავის მოვალეობის დროულად შესრულებაში და საბოლოო ჯამში თბოსადგურის ფუნქციონირებას. ამავე წერილით, შპს ,,ი-----------------ს’’, თანახმად ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობებისა, კერძოდ მე-6 მუხლისა და დანართი N- ,,საგარანტიო პირობებისა’’, კიდევ ერთხელ ეთხოვა დაუყოვნებლივ უზრუნველყო საგარანტიო შეკეთების სამუშაოების ჩატარება, რათა შესაძლებელი გახდეს ავტობუსის უსაფრთხო ექსპლუატაცია.

 

შპს ,,გ-------------------------მა’’ 2015 წლის 29 ივლისის N----------------- წერილით, შპს ,,ი-----------------ს’’ აცნობა, რომ 2015 წლის 24 აპრილს დადებული N------------ ხელშეკრულებით მათ მიერ შეძენილი P------- ავტობუსის ექსპლუატაციის პროცესში დღეს ისევ აღმოჩნდა ტექნიკური ხარვეზები, სავარაუდოდ დაკავშირებული ავტობუსის ელექტროობასთან, რის გამოც მოუწიათ გზაზე გაჩერება. აღნიშნულ პირობებში შეუძლებელია ავტობუსის გამოყენება დანიშნულებისამებრ. ამავე წერილით, შპს ,,ი-----------------ს’’ თანახმად ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობებისა, კერძოდ მე-6 მუხლისა და დანართი N- ,,საგარანტიო პირობებისა’’, კიდევ ერთხელ ეთხოვა დაუყოვნებლივ უზრუნველყო საგარანტიო შეკეთების სამუშაოების ჩატარება, რათა შესაძლებელი გახდეს ავტობუსის უსაფრთხო ექსპლუატაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,გ-------------------------ის’’ 2015 წლის 23 ივლისის N----------------- წერილი(ს.ფ. 136)

- შპს ,,გ-------------------------ის’’ 2015 წლის 27 ივლისის N----------------- წერილი(ს.ფ. 137)

- შპს ,,გ-------------------------ის’’ 2015 წლის 28 ივლისის N----------------- წერილი(ს.ფ. 138)

- შპს ,,გ-------------------------ის’’ 2015 წლის 29 ივლისის N----------------- წერილი(ს.ფ. 139)

 

3.1.3. შპს ,,ი-----------------მა’’ 2015 წლის 04 აგვისტოს N----------------- წერილით, შპს ,,გ-------------------------ს’’ აცნობა, რომ მათ მიერ მიმდინარე წლის ივლისის თვეში გამოგზავნილია წერილები N-----------------, N-----------------, N-----------------, N-----------------, N--------------- სადაც აცნობეს, რომ მათ მიერ მოწოდებულ ავტობუსზე მოდელი-P------- დაფიქსირებული იყო ელექტროობის და კონდეციონერის ღვედის ტექნიკური გაუმართაობა, მათ მიერ გამოგზავნილი ტექნიკური დახმარების ჯგუფის მიერ დადგინდა, რომ დაზიანება იყო ერთი და იგივე ხასაითის და პასუხად ეცნობათ, რომ N------------ ხელშეკრულების დანართი N- ,,საგარანტიო პირობების’’ შესაბამისად ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილი იქნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ი-----------------ის’’ 2015 წლის 04 აგვისტოს N----------------- წერილი(ს.ფ. 140)

 

3.1.4. შპს ,,გ-------------------------მა’’ 2015 წლის 30 სექტემბრის N---------------- წერილით, შპს ,,ი-----------------ს’’ აცნობა, რომ 2015 წლის 24 აპრილს დადებული N------------ ხელშეკრულების პირობების თანახმად დაუყოვნებლივ შეეცვალათ გვაროვნული ნივთი P--------ის ძრავმა ზეთი დაიკლო და მანქანა სისტემატურად ქვრება გაურკვეველი მიზეზებიდან გამომდინარე, რაც იწვევს შპს ,,გ-------------------------ის’’ სამუშაო პროცესის შეფერხებას. ამავე წერილით, შპს ,,ი-----------------ს’’ ეცნობა, რომ მიეღო შესაბამისი ზომები საკითხის გადასაჭრელად და ეცნობებინათ ხარვეზის მიზეზი.

 

შპს ,,გ-------------------------მა’’ 2016 წლის 13 იანვრის N----------------- წერილით, შპს ,,ი-----------------ს’’, 2015 წლის 24 აპრილს დადებული N------------ ხელშეკრულების პირობებით და სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის თანახმად სთხოვა დაუყოვნებლივ შეეცვალა მოწოდებული გვაროვნული ნივთი-ავტომანქანა P------- და მოეხდინათ სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულების განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით ანაზღაურება ზოგადი წესების მიხედვით. მოთხოვნის საფუძველია ხელშეკრულების მე-6 მუხლის პირობის დარღვევა და ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მანქანას სისტემატიურად ესაჭიროება სარემონტო სამუშაოები(რაზეც მიღებული აქვთ არაერთი რეაგირების მოთხოვნა), რაც იწვევს შპს ,,გ-------------------------ის’’ სამუშაო პროცესის შეფერხებას და ზემდეტ ხარჯს. ამავე წერილით, შპს ,,ი-----------------’’ ეცნობა, რომ დაუყოვლებლივ მიეღოთ ზემოაღნიშნული გვაროვნული ნივთის შეცვლა გონივრულ ვადაში(არაუმეტეს 45 კალენდარული დღისა), წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავდნენ საქართველოს სამოქალაქო პალატას დავის გადაწყვეტისათვის.

 

შპს ,,გ-------------------------მა’’ 2016 წლის 18 იანვრის N----------------- წერილით, შპს ,,ი-----------------ს’’ აცნობა, რომ 2015 წლის 24 აპრილს დადებული N------------ ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიისაგან შესყიდული იქნა ავტომანქანა P-------, რომელსაც დაზიანებული აქვს გათბობის სისტემა გაურკვეველი მიზეზებიდან გამომდინარე. ამავე წერილით, შპს ,,ი-----------------ს’’ ეცნობა, რომ შპს ,,გ-------------------------ის’’ N----------------- წერილით აქვთ ვადა 2016 წლის 27 თებერვლამდე განახორციელონ ავტომანქანა P------- ჩანაცვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავენ საქართველოს სამოქალაქო პალატას დავის გადაწყვეტისათვის.

 

შპს ,,გ-------------------------მა’’ 2016 წლის 03 თებერვლის N----------------- წერილით, შპს ,,ი-----------------ს’’ აცნობა, რომ 2015 წლის 24 აპრილს დადებული N------------ ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიისაგან შესყიდული იქნა ავტომანქანა P-------, რომელის კვლავ დაზიანდა ამა წლის 3 თებერვალს გაურკვეველი მიზეზებიდან გამომდინარე. ამავე წერილით, შპს ,,ი-----------------ს’’ ეცნობა, რომ შპს,,გ-------------------------ის’’ N----------------- წერილით აქვთ ვადა 2016 წლის 27თებერვლამდე განახორციელონ ავტომანქანა P------- ჩანაცვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავენ საქართველოს სამოქალაქო პალატას დავის გადაწყვეტისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,გ-------------------------ის’’ 2015 წლის 30 სექტემბრის N---------------- წერილი(ს.ფ. 141)

- შპს ,,გ-------------------------ის’’ 2016 წლის 13 იანვრის N----------------- წერილი(ს.ფ. 142)

- შპს ,,გ-------------------------ის’’ 2016 წლის 18 იანვრის N----------------- წერილი(ს.ფ. 143)

- შპს ,,გ-------------------------ის’’ 2016 წლის 03 თებერვლის NGAR-0302-16-04 წერილი(ს.ფ. 144)

 

3.1.5. შპს ,,ი-----------------მა’’ 2016 წლის 22 თებერვალს N---------------- წერილით, შპს ,,გ-------------------------ს’’ აცნობა, რომ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების(N------------) თანახმად ჩაუტარდა საგარანტიო მომსახურეობა ამავე ხელშეკრულების 6.12 პუნქტის შესაბამისად, ასევე აუცილებელი გახდა სათადარიგო ნაწილების შეკეთება, რაც მოიცავს 30 დღემდე პერიოდს. დაზიანებები სრულად აღმოიფხვრა და ავტობუსი მოდელი: P------- მზად არის ექსპლუატაციაში გასაშვებად. ამავე წერილით ეთხოვათ მოეხდინათ ორგანიზება აღნიშნული ავტობუსის მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებით.

 

საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 23 თებერვლის წერილით ირკვევა, რომ ერთის მხრივ შპს ,,ი-----------------ს’’(შემდგომში ,,გადამცემი’’) და მეორეს მხრივ შპს,,გ-------------------------ს’’(შემდგომში ,,მიმღები’’) შორის დადებული იქნა მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ გადამცემა გადასცა, ხოლო მიმღებმა მიიღო მიმღების საკუთრებაში მყოფი ავტომანქანა P-------, გარბენით 292085კმ, ხელშეკრულების 6.1მუხლის საფუძველზე ჩატარებული საგარანტიო სარემონტო სამუშაოების შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ი-----------------ის’’ 2016 წლის 22 თებერვლის N---------------- წერილი(ს.ფ. 145)

-2016 წლის 23 თებერვლის წერილი(ს.ფ. 146)

 

3.1.6. შპს ,,გ-------------------------მა’’ 2016 წლის 25 თებერვლის N---------------- წერილით, შპს ,,ი-----------------ს’’ აცნობა, რომ 2015 წლის 24 აპრილს დადებული N------------ ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიისაგან შესყიდული იქნა ავტომანქანა P-------, რომელიც კვლავ დაზიანდა ამა წლის 25 თებერვალს. გაურკვეველი მიზეზებიდან გამომდინარე გათბობის სისტემა არ ფუნქციონირებს, შუშის დაორთქვლის საწინააღმდეგო სისტემა არ მუშაობს და მანქანა ქრება, აგრეთვე არის გაურკვეველი ხმაური ძრავთან. ამავე წერილით, შპს ,,ი-----------------ს’’ ეცნობა, რომ შპს,,გ-------------------------ის’’ N----------------- წერილით აქვთ ვადა 2016 წლის 27თებერვლამდე განახორციელონ ავტომანქანა P------- ჩანაცვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავენ საქართველოს სამოქალაქო პალატას დავის გადაწყვეტისათვის.

 

შპს ,,გ-------------------------მა’’ 2016 წლის 29 თებერვლის N---------------- წერილით, შპს ,,ი-----------------ს’’ აცნობა, რომ 2015 წლის 24 აპრილს დადებული N------------ ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიისაგან შესყიდული იქნა საქალაქთაშორისო ავტობუსი P-------. ავტობუსის გადმოცემის პირველივე დღეებიდან გამოიკვეთა არაერთი სხვადასხვა სახის ტექნიკური გაუმართაობა, რის გამოც ხელშეკრულების პირობების შესაბამისად არაერთხელ მიმართეს რეაგირებისათვის. სამწუხაროდ ავტობუსის ტექნიკური გაუმართაობა კვლავ ვლინდება სისტემატიურად(დაახლოებით კვირაში ორჯერ). ამავე დროს ტექნიკური გაუმართაობა იმგვარია, რომ შეუძლებელი ხდება ავტობუსის დანიშნულებისამებრ გამოყენება. პერიოდულად გამოვლენილი ტექნიკური გაუმართაობის გამო სარემონტო სამუშაოების წარმოება მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს, რომლის განმავლობაშიც მოკლებული არიან შესაძლებლობას ისარგებლონ ავტობუსით. ამავე წერილით შპს ,,ი-----------------ს’’ ეცნობა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის საფუძველზე, შპს ,,გ---------------------------- უარს ამბობდა საქალაქთაშორისო ავტობუსის P------- ნასყიდობასთან დაკავშირებით მათ შორის 2015 წლის 24 აპრილს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N----------1 ხელშეკრულების და სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის და 494-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ეთხოვა არაუგვიანეს 2016 წლის 6 მარტისა, სრულად დაებრუნებინათ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი ნასყიდობის საფასური-8---- ლარის ოდენობით, ასევე აენაზღაურებინათ მიყენებული ზიანი-1--------–----ს ოდენობით. ასევე ეცნობა, რომ ხელშეკრულების მოშლის გამო მათ მიერ ნასყიდობის საგნით(ავტობუსი) სარგებლობა შეწყვეტილია 2016 წლის 29თებერვლიდან, ავტობუსი ამჟამად განთავსებულია მათ ავტოსადგომზე, მდებარე გ----------------–----–-----------------–------–-------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,გ-------------------------ის’’ 2016 წლის 25 თებერვლის N---------------- წერილი(ს.ფ. 147)

- შპს ,,გ-------------------------ის’’ 2016 წლის 29 თებერვლის N---------------- წერილი(ს.ფ. 152-154)

 

3.1.7. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ,,ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2017 წლის 09 აგვისტოს დასკვნა N---------, რომლითაც დასტურდება, რომ შპს ,,გ-------------------------სა’’ და შპს ,,ი-----------------ს’’ შორის 2015 წლის 24 აპრილს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N----------1 ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული საქალაქთაშორისო ავტობუსი- P-------,-იყო ხარვეზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ,,ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2017 წლის 09 აგვისტოს დასკვნა N---------(ს.ფ. 155-161)

 

3.1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11ივნისის გადაწყვეტილებით(----------------) შპს ,,გ-------------------------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ- მოპასუხე შპს ,,ი-----------------ს’’ დაეკისრა შპს ,,გ-------------------------ის’’ სასარგებლოდ 8---- ლარის გადახდა, მოპასუხეს-შპს ,,ი-----------------ს’’, მოსარჩელე- შპს ,,გ-------------------------ის’’ სასარგებლოდ ასევე დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 4-----–----- ოდენობით, ხოლო ზიანის სახით 6--------–----- ანაზღაურებაზე კი შპს ,,გ-------------------------ს’’ ეთქვა უარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11ივნისის გადაწყვეტილება, ს--------------- (ს.ფ. 119-133)

 

3.1.9. შპს ,,გ-------------------------მა’’ 2018 წლის 15 ოქტომბრის N---------------- და 2018 წლის 29 ოქტომბრის N--------------- წერილობით შეტყობინებებით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს ,,ი-----------------ის’’ მიერ N------------ ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2015წლის 24 აპრილს N------------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე და მოითხოვა შპს ,,ი-----------------ის’’ შავ სიაში დარეგისტრირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,გ-------------------------ის’’ 2018 წლის 15 ოქტომბრის N---------------- წერილობითი შეტყობინება(ს.ფ. 118)

- შპს ,,გ-------------------------ის’’ 2018 წლის 29 ოქტომბრის N--------------- წერილობითი შეტყობინება(ს.ფ. 134)

 

3.1.10. სსიპ სახელწიფო შესყიდვების სააგენტომ, შპს ,,ი-----------------ს’’ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მის პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის- ---------------------- მეშვეობით, 2018 წლის 01 ნოემბერს N---- შეტყობინებით აცნობა სააგენტოში შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინების წარმოდგენის თაობაზე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების” მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სთხოვა ხსენებულ საქმეზე წერილობითი განმარტების წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 01 ნოემბრის N---- შეტყობინება(ს.ფ. 162)

 

3.1.11. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 03დეკემბრის N---- განკარგულების საფუძველზე დადგინდა, რომ შპს ,,ი-----------------ი’----------------) 2018 წლის 4 დეკემბერს დარეგისტრირდეს შავ სიაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018წლის 03 დეკემბრის N---- განკარგულება ,,შპს ,,ი-----------------ის’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’(ს.ფ. 45-48)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, შპს ,,ი-----------------ის’’ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 03 დეკემბრის N---- განკარგულება ,,შპს ,,ი-----------------ის’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.

 

მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ N------------ ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2015 წლის 24 აპრილს, ერთის მხრივ შპს ,,გ-------------------------ს’’(შემდგომში ,,შემსყიდველი“) და მეორეს მხრივ, შპს,,ი-----------------ს’’(შემდგომში ,,მიმწოდებელი“) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №------------, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საქალაქთაშორისო ავტობუსის მიწოდება. ,,საქონლის’’ დასახელება, მახასიათებლები მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართებში, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, ,,მიმწოდებელი’’ ვალდებულია საქონლის მიწოდება განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 45 დღის ვადაში შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, შემსყიდველის მიერ მითითებული ტერიტორია. ,,მიმწოდებელი’’ მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით. ამავე მუხლის 3.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს უხარისხო საქონლის მიღებაზე; დასახელებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტის თანახმად, ,,მიმწოდებელი’’ იღებს ვალდებულებას, რომ საქონლის ხარისხი შეესაბამება ხელშეკრულებით შეთანხმებულ ხარისხს. S----------- ტენდერის შესაბამისი დანართების ტექნიკურ მაჩვენებელს და დადგენილ სტანდარტებს; დასახელებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მთლიანი ღირებულება შეადგენს 8----(ო------–-----------------------–--------) ლარს დღგ-ს ჩათვლით და მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს საქონლის განბაჟებასთან, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, მათ შორის საქონლის შემსყიდველის სახელზე გადაფორმების ხარჯებს; დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის თანახმად, ,,მიმწოდებელი’’ იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ მიწოდებულ საქონელს არ გააჩნია ან საგარანტიო პერიოდში არ აღმოაჩნდება ნაკლი. საგარანტიო პირობები მიიღება თანახმად დანართისა ,,საგარანტიო მომსახურების პირობები’’, ამავე მუხლის 6.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, საგარანტიო პერიოდში ყოველი გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება ,,მიმწოდებელს’’. უფასო საგარანტიო მომსახურება ხდება იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არაა დაზიანებული ,,შემსყიდველის’’ დაუდევრობით ან ფიზიკური ზემოქმედებით, ამავე მუხლის 6.1.2.ქვეპუნქტის თანახმად, ნაკლის არსებობის შემთხვევაში შეტყობინებიდან 2(ორი) სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელი ახდენს რეაგირებას. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის დაზიანებული ნაწილი არის ადგილზე, მიმწოდებელი მის შეკეთება/დაბრუნებას ახდენს რეაგირებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქონლის დაზიანებული ნაწილი ექვემდებარება შეკვეთას, მიმწოდებელი მის შეკეთება/დაბრუნებას ახდენს რეაგირებიდან 30(ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. საგარანტიო მომსახურება გულისხმობს გარანტიის მოქმედების პერიოდში საქონლის დაზიანებული ნაწილის შეკეთებას ან 30(ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში საქონლის დაზიანებული ნაწილის ჩანაცვლებას ახლით, თუ აღნიშნული არ ექვემდებარება შეკეთებას. ამავე მუხლის 6.3 პუნქტის თანახმად, ნაკლიანი,,საქონლის’’ მიწოდების შედეგად ,,შემსყიდველისათვის’’, ან მესამე მხარისათვის მიყენებული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურება ეკისრება ,,მიმწოდებელს’’. ამავე მუხლის 6.5 პუნქტის თანახმად, ,,საქონლის’’ მოწოდების დაყოვნების შემთხვევაში ,,მიმწოდებელი’’ ვალდებულია გადაუხადოს ,,შემსყიდველს’’ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე ,,საქონლის’’ საერთო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. შემსყიდველი უფლებამოსილია ანგარისწორებისას მიმწოდებელს გამოუქვითოს პირგასამტეხლოს სახით მასზე დარიცხული თანხა; დასახელებული ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის თანახმად, მხარეები არ აგებენ პასუხს ვალდებულებათა სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით(მიწისძვრა, წყალდიდობა, სახელმწიფო გადატრიალება და სხვა გარემოები, რომლებიც არ არიან დამოკიდებული მხარეებზე და ითვლებიან მაჟორულ გარემოებებად). ამავე მუხლის 8.2 პუნქტის თანახმად, მხარემ, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება დაუყოვლებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი გარემოების და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულების პირობების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, ამავე მუხლის 8.3 პუნქტის თანახმად, წერილობით შეტყობინებაში მითითებული ფაქტები დადასტურებელი უნდა იქნას კომპეტენტური ორგანოს მიერ. დადასტურება არ არის საჭირო, თუ აღნიშნული ფაქტები ცნობილია საზოგადოდ; დასახელებული ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2015 წლის 8 ივლისის ჩათვლით ან ვალდებულების სრულ ამოწურვამდე.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 30 ივნისს გაფორმებული იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ერთის მხრივ შემსყიდველი-შპს ,,გ----------------------------და მეორეს მხრივ მიმწოდებელი-შპს ,,ი-----------------ი’’ ადასტურებენ, რომ თანახმად N------------ ხელშეკრულების პირობებისა, მიმწოდებელმა მიაწოდა, ხოლო შემსყიდველმა ჩაიბარა მიწოდებული საქონელი(საქალაქო/საქალაქთაშორისო ავტობუსი P-------), რომლის ღირებულებამ შეადგინა 8---- ლარი დღგ-ს ჩათვლით. ამავე მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად ვინაიდან მიმწოდებელმა დააგვიანა საქონლის მიწოდება 22 კალენდარული დღით, თანახმად ხელშეკრულებოს 6.5 პუნქტისა, მის მიმართა გამოყენებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 2-----------------------------–---- =1--------------------–--------------–---–-------–--------------------). აღნიშნული თანხა გამოიქვითა გადასახდელი თანხიდან.

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი(შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით(შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული იქნა შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის(შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში(შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში(შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა)ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ)მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას(დოკუმენტაციას): ა)შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ)ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ)შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს – CPV კოდს; დ)შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ)კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ)კონსოლიდირებულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; თ)ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი იქნა შპს ,,გ-------------------------ს’’ 2018 წლის 15 ოქტომბრის N---------------- და 2018 წლის 29 ოქტომბრის N--------------- წერილობით შეტყობინებები, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს ,,ი-----------------ის’’ მიერ N------------ ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2015 წლის 24 აპრილს N------------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე და მოითხოვა შპს ,,ი-----------------ის’’ შავ სიაში დარეგისტრირება.

 

6.3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 5.12მუხლის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი შეტყობინების წარმოდგენიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია დამატებითი დრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა, სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით. მე-5 პუნქტის თანახმად, წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. განმარტებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა პრეტენდენტი/მიმწოდებელი წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ)თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს – კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იგი აფუძნებს საკუთარ მსჯელობას. მე-6 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. მე-9 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 7.1 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მე-4 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ)შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ შპს ,,გ-------------------------ის’’ მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015წლის 29 ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს ,,ი-----------------ის’’ მიერ N------------ ელექტრონული ტენდერის შედეგად 2015 წლის 24 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------------ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს. დასახელებული გარემოებები საბოლოო ჯამში მოწმობს იმას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რის გამოც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,ი-----------------ის’’ მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება. ამდენად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 03დეკემბრის N---- განკარგულება ,,შპს ,,ი-----------------ის’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ” მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო აქვე დამატებით განმარტავს შემდეგს: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების წესი. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში გაასაჩივრებს მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც წარმოიშვა ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული გარემოებები და სასამართლო, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუზღუდავს სააგენტოს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება გაგრძელდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემდეგ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების(განჩინების) სააგენტოსთვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებისთანავე.

 

მოცემულ შემთხვევაში როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, მოსარჩელეს ერთის მხრივ, შპს ,,გ-------------------------ს’’ და და მეორეს მხრივ შპს ,,ი-----------------’’ შორის N------------ ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2015 წლის 24აპრილს N------------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების საკითხი, სადავო განკარგულების გამოცემის დროისათვის სადავოდ არ ჰქონდა გამხდარი სასამართლოს წესით, კერძოდ- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში არ გაუსაჩივრებია მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც წარმოიშვა ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული გარემოებები და სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოსათვის არ შეუზღუდავს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება(----------------), რომლითაც დასტურდება, რომ შპს ,,გ-------------------------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ,- მოპასუხე შოპს,,ი-----------------ს’’ დაეკისრა შპს ,,გ-------------------------ის’’ სასარგებლოდ 8----ლარის გადახდა, მოპასუხეს-შპს ,,ი-----------------ს’’, მოსარჩელე- შპს ,,გ-------------------------ის’’ სასარგებლოდ ასევე დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 4-----–----- ოდენობით, ხოლო ზიანის სახით 6--------–----- ანაზღაურებაზე კი შპს ,,გ-------------------------ს’’ ეთქვა უარი. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მუხლის ნორმის საფუძველზე არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს შეეჩერებინა ადმინისტრაციული წარმოება შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ი-----------------ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს შპს ,,ი-----------------ის’’ მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, შპს ,,ი-----------------ის’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე მოთხოვნით წარმოდგენილ შუამდგომლობაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოქმედი საპოროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ,,ი-----------------ს’’ უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ი-----------------ის’’ სარჩელი მოპასუხე- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მესამე პირის- შპს ,,გ-------------------------ის’’ მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. შპს ,,ი-----------------ს’’(საიდენტიფიკაციო კოდი: 2------------კან დაუბრუნდეს, ლ-----–-----–------------------------------------ მიერ 2018 წლის 27 დეკემბერს №0 საგადასახადო დავალებით სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით(მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები(თვითმმართველი ქალაქი თბილისი); მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300773150; მიმღების ბანკი/ხაზინა- ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22; გადახდის დანიშნულება- სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე; დამატებითი ინფორმაცია- შპს ,,ი-----------------ის’’ სარჩელის უზრუნველყოფაზე ბაჟი).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი