გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2019
საქმის ნომერი
190310018002712718
კატეგორია
დავის ტიპი
აღიარებით სარჩელთან დაკავშირებით
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 3-348-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.02.2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნინო ონიანი

სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი

მოსარჩელე - ვ--–---------------–---–ი

წარმომადგენელი - დ------------იძე

მოპასუხე - სსიპ პროფესიული კოლეჯი მოდუსი

წარმომადგენელი - და-----------–---–ი

მესამე პირი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

წარმომადგენელი - ნან---------ძე

მესამე პირი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

დავის საგანი: საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

2018 წლის 07 ნოემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა ვ--–---------------–---–ის წარმომადგენელმა დ------------იძემ და მოითხოვა: აღიარებული იქნეს ვ--–---------------–---–ის მიერ გარდაბნის რაიონის სოფელ მ--------------------------–----–---–ებელში 1999 წელს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2018 წლის 12 ნოემბერს სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ 1999 წელს დაამთავრა გარდაბნის რაიონის ს------–------------ის პროფესიული სასწავლებელი და გაიცა საშუალო განათლების ატესტატი N0-----. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2005 წლის 04 მაისის N215 ბრძანებით მ-----------ს პროფესიული სასწავლბელი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. ხოლო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის N30 ბრძანებით სსიპ მ--------------------------–----–---–ბელს ეწოდა რუსთავის პროფესიული სასწავლებლის ცენტრი. ამის შემდგომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 სექტემბრის N 86/ნ ბრძანების მიხედვით, განხორციელდა სსიპ - რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია და სსიპ - რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საარქივო მასალების დაცვა-შენახვაზე უფლებამონაცლედ განისაზღვრა სსიპ - რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრი ,,მოდუსი’’ (ამჟამად სსიპ - პროფესიული კოლეჯი ,,მოდუსი’’).

 

მოსარჩელემ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემა, მათ თავისმხრივ სსიპ პროფესიული კოლეჯი ,,მოდუსი’’-დან გამოითხოვეს ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საიდანაც მიიღეს მხოლოდ ,,ვც’’ კატეგორიის მძღოლის მოსამზადებელი ჯგუფის მოსწავლეების კურსდამთავრებულად ჩათვლის შესახებ ბრძანებისა და პროფესიული სასწავლო დაწესებულების მოსწავლეთა კონტიგენტის აღრიცხვის სახელობითი ჟურნალის ასლები, სადაც ფიქსირდება მოქალაქ ვალერი სამჭკუაშვილი და მიიჩნიეს, რომ ვერ ხერხდებოდა მოსარჩელის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანთლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

საქმეში არსებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 27 აგვისტოს N0--------/გ გადაწყვეტილებით ვ--–---------------–---–ს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.

 

საქმეში არსებული 2018 წლის 23 აგვისტოს №MES 2 18 0------- მიმართვის დანართში, კერძოდ პროფესიული სასწავლო დაწესებულების მოსწავლეთა კონტინგენტის აღრიცხვის სახელობითი ჟურნალი N1-ში მეცამეტე ნომრად ასახულია სა------–---–-----–------------ის ძე.

 

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ მ-----------ს პროფესიული სასწავლებლის მიერ 2002 წელს ვ--–---------------–---–ის სახელზე გაცემული, დაწყებითი პროფესიული განათლების ნ-------- ატესტატი დადასტურებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (2018 წლის 04 ივნისი, №MES 1------------).

 

საქმეში არსებული ნ-------- ატესტატით დგინდება, რომ ვ--–---------------–---–მა 1999 წელს დაამთავრა გარდაბნის რაიონის ს------–------------ის პროფესიული სასწავლებელი. საქმეში მოიპოვება საბოლოო შეფასების უწყისიც.

 

საქმეში მოიპოვება არასრული საშუალო განათლების მოწმობაც, რითიც დგინდება, რომ ვა-–----------------------------–-ილმა 1996 წელს დაამთავრა მ-----------ს პირველი საშუალო სკოლის ცხრა კლასი, საქმეში მოიპოვება ასევე საბოლოო შეფასების უწყისიც.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე სსიპ პროფესიული კოლეჯი - მოდუსის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დოკუმენტაცია გადაგზავნილია არქივში და მათ მიერ ვერ განხორციელდებოდა რაიმე სახის მტკიცებულების წარდგენა, რომელიც დაადასტურებდა ვ--–---------------–---–ის მიერ ზოგადი განათლების მიღების ფაქტს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

3.1. მესამე პირმა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ - ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არ არის დაცული რაიმე სახის დოკუმენტაცია საკითხთან მიმართებით, ვინაიდან მ-----------ს პროფესიული სასწავლებლის, შემდგომში როგორც რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შემდგომ, მის საარქივო მასალებზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“.

 

3.2. მესამე პირმა - სსიპ განათლებისა და მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 27 ივლისს თბილისის იუსტიციის სახლს განცხადებით მიმართა მოქალაქე ვ--–---------------–---–მა და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა. ვ--–---------------–---–ის განცხადებით, მან 2002 წელს დაასრულა გარდაბნის რაიონის ს------–------------ის პროფესიული სასწავლებლის სრული კურსი.

 

,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის 113/ნ ბრძანებით დამტკიცებული 1 დანართის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან და სკოლიდან გამოითხოვა მოსარჩელის კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია.

 

სასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიების მიზნით, მართვის სისტემამ 2018 წლის 30 ივლისს N961286 წერილით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

 

რესურსცენტრის 2018 წლის 01 აგვისტოს N968493 წერილის თანახმად, 2003 წლის ჩათვლით დოკუმენტაცია გადაეცა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიულ ორგანოს - გარდაბნის არქივს, თუმცა გადაცემული დოკუმენტების ნუსხაში სასწავლებლის შესახებ დოკუმენტაცია არ არის.

 

არქივის 2018 წლის 09 აგვისტოს N15/110191 წერილის თანახმად სასწავლებლის 2002 წლის დოკუმენტაცია არქივში ცენტრალიზებულ დაცვაზე არ შესულა.

 

ხოლო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2018 წლის 08 აგვისტოს N992993 კორესპონდენციით წარდგენილ იქნა სასწავლებლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, კერძოდ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2005 წლის 4 მაისის N215 ბრძანებით მ-----------ს პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის N30 ბრძანებით სსიპ მ--------------------------–----–---–ებელს ეწოდა - რუსთავის რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 სექტემბრის N86/ნ ბრძანების მიხედვით კი, განხორციელდა სსიპ რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრი „მოდუსი“ (ამჟამად სსიპ - რუსთავის პროფესიული კოლეჯი მოდუსი).

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. მოსარჩელე ვ--–---------------–---–მა 1999 წელს დაასრულა გარდაბნის რაიონის ს------–------------ის პროფესიული სასწავლებელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ-------- ატესტატი (ს.ფ 15-16)

 

4.1.2. მ-----------ს პროფესიული სასწავლებლის მიერ 2002 წელს ვ--–---------------–---–ის სახელზე გაცემული, დაწყებითი პროფესიული განათლების ნ-------- ატესტატი დადასტურებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 04 ივნისი, №MES 1------------ დადასტურება (ს.ფ 17-18).

 

4.1.2. ვ--–---------------–---–მა 2018 წლის 27 ივლისს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით, რაზედაც ეთქვა უარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 აგვისტოს N0--------/გ გადაწყვეტილება ( გვ. 13-14)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ვ--–---------------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის. ამდენად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს უფლებისა და სამართალურთიერთობის აღიარება, კერძოდ დადგენილ იქნეს მოსარჩელის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლის ფაქტი. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ვ--–---------------–---–ი ნამდვილად სწავლობდა სოფელ მ--------------------------–----–---–ებელში. 1999 წლის სასწავლო წელს დაასრულა აღნიშნული სასწავლებელი და მიიღო ატესტატი ნ--------.

 

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ვ--–---------------–---–მა 2018 წლის 27 ივლისს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სრული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე. 2018 წლის 27 აგვისტოს N0--------/გ გადაწყვეტილებით მოქალაქე ვ--–---------------–---–ს უარი ეთქვა ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ვერ მოხერხდა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

საქმეში არსებული 2018 წლის 23 აგვისტოს №MES 2 18 0------- მიმართვის დანართში, კერძოდ პროფესიული სასწავლო დაწესებულების მოსწავლეთა კონტინგენტის აღრიცხვის სახელობითი ჟურნალი N1-ში მეცამეტე ნომრად ასახულია სა------–---–-----–------------ის ძე.

 

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ მ-----------ს პროფესიული სასწავლებლის მიერ 2002 წელს ვ--–---------------–---–ის სახელზე გაცემული, დაწყებითი პროფესიული განათლების ნ-------- ატესტატი დადასტურებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (2018 წლის 04 ივნისი, №MES 1------------).

 

საქმეში არსებული ნ-------- ატესტატით დგინდება, რომ ვ--–---------------–---–მა 1999 წელს დაამთავრა გარდაბნის რაიონის ს------–------------ის პროფესიული სასწავლებელი. საქმეში მოიპოვება საბოლოო შეფასების უწყისიც.

 

საქმეში მოიპოვება არასრული საშუალო განათლების მოწმობაც, რითიც დგინდება, რომ ვა-–----------------------------–-ილმა 1996 წელს დაამთავრა მ-----------ს პირველი საშუალო სკოლის ცხრა კლასი, საქმეში მოიპოვება ასევე საბოლოო შეფასების უწყისიც.

 

7.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მუხლი მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი’’. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საბაზო განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განთლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე.

 

7.3. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ვ--–---------------–---–ის (პ/ნ 1----------) მიერ ს------–------------ის პროფესიული სასწავლებლის 1999 წელს დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამის სრული კურსის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, შესაბამისად მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე ვ--–---------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. აღიარებული იქნეს ვ--–---------------–---–ის მიერ ს------–------------ის პროფესიული სასწავლებლის 1999 წელს დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამის სრული კურსის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.

 

3. მოსარჩელე ვ--–---------------–---–ს (პ/ნ 1----------) დაუბრუნდეს (გადამხდელი დ------------იძე პ/ნ: 0----------) სს „ლიბერთი ბანკი“-ს მეშვეობით, საგადახდო დავალება N1--------ით, 2018 წლის 07 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია სახაზინო 300063150, ბანკის კოდზე TRESGE22, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილევის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე რუსთავი, ბოსტან-ქალაქის N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ონიანი