გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.02.2019
საქმის ნომერი
330310018002575729
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4920-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელე - შპს „ჯ----------------ი“

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - რ----------------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 02 აპრილის №E-------, №E-------, №E-------, 2018 წლის 05 აპრილის №--------, №E-------, №E-------, 2018 წლის 10 აპრილის №E-------, 2018 წლის 25 აპრილის №E-------, №E-------, №E-------, №E-------- 2018 წლის 10 მაისის №E-------, №E-------, №E-------, 2018 წლის 22 მაისის №E-------- №E-------, 2018 წლის 10 მაისის №E------- და 2018 წლის 07 მაისის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები;

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 02 აპრილის №E---------, №E---------, №E---------, 2018 წლის 05 აპრილის №E---------, №E---------- №E---------, 2018 წლის 10 აპრილის №E---------, 2018 წლის 25 აპრილის №E---------, №E---------, №E---------- №E---------, 2018 წლის 10 მაისის №E---------, №E---------, №E---------, 2018 წლის 22 მაისის №E---------, №E---------- 2018 წლის 10 მაისის №E-------- და 2018 წლის 07 მაისის №E-------- საგადასახადო მოთხოვნები;

 

1.3. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №1----, №1----- №1----, №1----, №1----- №1----, №1----, №1----, №1----- №1----, №1----- 2018 წლის 14 ივნისის №1----, №1----, №1----, №1----, №1----, №1----- №1---- ბრძანებები.

 

1.4. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებები №6----------, №6----------, №6----------, №6----------, №6----------, №62---------- №5----------- №5----------, №6----------, №5----------, №5----------- №5----------, №5----------, №5----------, №5----------, №5----------, №5----------, №5---------- საჩივრებზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2018 წლის 02 აპრილს, 2018 წლის 05 აპრილს, 2018 წლის 10 აპრილს, 2018 წლის 25 აპრილს, 2018 წლის 10 მაისს, 2018 წლის 22 მაისს და 2018 წლის 07 მაისს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შპს „ჯ----------------ის“ მიმართ შედგენილია №E-------, №E-------, №E-------, №--------, №E-------, №E-------, №E-------, №E-------, №E-------, №E-------, №E-------- №E-------, №E-------, №E-------, №E-------- №E-------, №E-------, №E-------საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.

 

№E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 30.03.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი მეთანოლი (მეთილის სპირტი) გამოცხადდა შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №3-- 31.03.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 4 870 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 2--5.4 ლარით.

 

№E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 30.03.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი მეთანოლი (მეთილის სპირტი) გამოცხადდა შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №3-- ნაწილი 31.03.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 3710 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 2122 ლარით.

 

№E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 30.03.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი მეთანოლი (მეთილის სპირტი) გამოცხადდა შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №3-- ნაწილი 31.03.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 1000 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 572 ლარით.

 

№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------- 23.03.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი პროპილენი გამოცხადდა შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტები №2--- 01.04.2018, N2-- ნაწილი 02.04.2018, N2-- ნაწილი 04.04.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 3340 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 1011 ლარით.

 

№E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 23.03.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი პროპილენი გამოცხადდა შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტები №2-- ნაწილი 02.04.2018, N2-- ნაწილი 04.04.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 410 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 124.1 ლარით.

 

№E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 23.03.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი პროპილენი გამოცხადდა შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტები №2--, 02.04.2018, N2-- ნაწილი 04.04.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 640 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 193.7 ლარით.

 

№E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 05.04.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი მეთანოლი (მეთილის სპირტი) გამოცხადდა შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტები №3--, 06.04.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 1590 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 908.5 ლარით.

 

№E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 13.04.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი პროპილენი გამოცხადდა შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტები №2-- ნაწილი 23.04.2018, 274 24.04.2018, N2-- ნაწილი 24.04.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 8830 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 2506 ლარით.

 

№E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------- 14.04.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი პროპილენი გამოცხადდა შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №2-- ნაწილი 23.04.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 640 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 181.6 ლარით.

 

№E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 14.04.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი პროპილენი გამოცხადდა შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №2-- ნაწილი 23.04.2018, აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 130 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 36.9 ლარით.

 

№E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 16.04.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი პროპილენი გამოცხადდა შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტები №2-- ნაწილი 23.04.2018, N2-- ნაწილი 24.04.2018 აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 2010 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 570.4 ლარით.

 

№E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------- 03.05.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი პროპილენი გამოცხადდა შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტები N2-- 07.05.2018წ, N2-- ნაწილი 08.05.2018, N2-- ნაწილი 09.05.2018, აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 12960 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 4095.8 ლარით.

 

№E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 04.05.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი პროპილენი გამოცხადდა შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტები №2-- ნაწილი 08.05.2018, N2-- ნაწილი 09.05.2018, აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 3310 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 1046.1 ლარით.

 

№E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 05.05.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი პროპილენი გამოცხადდა შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №2-- ნაწილი 09.05.2018, აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 20 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 6.3 ლარით.

 

№E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 19.05.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი პროპილენი გამოცხადდა შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტები №2--- 21.05.2018, №2-- ნაწილი 22.05.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 7130 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 1963.1 ლარით.

 

№E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 20.05.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი ბუტანი გამოცხადდა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალში", სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტები №2-- ნაწილი 22.05.2018, N2-- 22.05.2018, აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 2130 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 586.4 ლარით.

 

№E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, შპს „ბათუმის ნავთობტერმინალში“ გამოცხადდა ბუტანით დატვირთული ვაგონები, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 24.04.2018, C----. აზომვების შედეგად დადგინდა (აზომვის აქტი: 1-------), რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 150 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 141 ლარით.

 

№E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, შპს „ბათუმის ნავთობტერმინალში“ გამოცხადდა ბუტანით დატვირთული ვაგონები, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 23.04.2018, C----, C----. აზომვების შედეგად დადგინდა (აზომვის აქტები: 1-------, 1-----, 13------), რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 2050 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 1927 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 02 აპრილის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 29-30);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 02 აპრილის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 33-34);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 02 აპრილის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 37-38);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 05 აპრილის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 41-42);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 05 აპრილის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 45-46);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 05 აპრილის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 49-50);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 10 აპრილის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 53-54);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 25 აპრილის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 57-58);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 25 აპრილის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 61-62);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 25 აპრილის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 65-66);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 25 აპრილის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 69-70);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 10 მაისის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 73-74);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 10 მაისის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 77-78);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 10 მაისის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 81-82);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 22 მაისის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 85-86);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 22 მაისის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 89-90);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 10 მაისის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 93-94);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 07 მაისის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 97-98).

 

3.2. 2018 წლის 02 აპრილს, 2018 წლის 05 აპრილს, 2018 წლის 10 აპრილს, 2018 წლის 25 აპრილს, 2018 წლის 10 მაისს, 2018 წლის 22 მაისს და 2018 წლის 07 მაისს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შპს „ჯ----------------ის“ მიმართ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გამოცემულ იქნა №E---------, №E---------, №E---------, №E---------, №E---------- №E---------, №E---------, №E---------, №E---------, №E---------- №E---------, №E---------, №E---------, №E---------, №E---------, №E---------- №E--------, №E-------- საგადასახადო მოთხოვნები.

 

№E--------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 837.4 ლარის ოდენობით და აქციზი - 1948 ლარის ოდენობით.

 

№E--------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 638 ლარის ოდენობით და აქციზი - 1484 ლარის ოდენობით.

 

№E--------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 172 ლარის ოდენობით და აქციზი - 400 ლარის ოდენობით

 

№E--------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 1011 ლარის ოდენობით.

 

№E--------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 124.1 ლარის ოდენობით.

 

№E--------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 193.7 ლარის ოდენობით.

 

№E--------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 2--.5 ლარის ოდენობით და აქციზი - 636 ლარის ოდენობით.

 

№E--------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 2506 ლარის ოდენობით.

 

№E--------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 181.6 ლარის ოდენობით.

 

№E--------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 36.9 ლარის ოდენობით.

 

№E--------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 570.4 ლარის ოდენობით.

 

№E--------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 4095.8 ლარის ოდენობით.

 

№E--------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 1046.1 ლარის ოდენობით.

 

№E--------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 6.3 ლარის ოდენობით.

 

№E--------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 1963.1 ლარის ოდენობით.

 

№E--------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 586.4 ლარის ოდენობით.

 

№E-------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 28.62 ლარის ოდენობით და აქციზი - 18 ლარის ოდენობით.

 

№E-------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 391.14 ლარის ოდენობით და აქციზი - 246 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 02 აპრილის №E--------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 31-32);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 02 აპრილის №E--------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 35-36);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 02 აპრილის №E--------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 39-40);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 05 აპრილის №E--------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 43-44);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 05 აპრილის №E--------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 47-48);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 05 აპრილის №E--------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 51-52);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 10 აპრილის №E--------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 55-56);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 25 აპრილის №E--------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 59-60);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 25 აპრილის №E--------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 63-64);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 25 აპრილის №E--------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 67-68);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 25 აპრილის №E--------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 71-72);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 10 მაისის №E--------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 75-76);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 10 მაისის №E--------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 79-80);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 10 მაისის №E--------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 83-84);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 22 მაისის №E--------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 87-88);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 22 მაისის №E--------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 91-92);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 10 მაისის №E-------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 95-96);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 07 მაისის №E-------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 99-100).

 

3.3. 2018 წლის 01 მაისს და 2018 წლის 05 ივნისს შპს „ჯ----------------მა“ ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 02 აპრილის №E---------, №E---------, №E---------, 2018 წლის 05 აპრილის №E---------, №E---------- №E---------, 2018 წლის 10 აპრილის №E---------, 2018 წლის 25 აპრილის №E---------, №E---------, №E---------- №E---------, 2018 წლის 10 მაისის №E---------, №E---------, №E---------, 2018 წლის 22 მაისის №E---------, №E---------- 2018 წლის 10 მაისის №E-------- და 2018 წლის 07 მაისის №E-------- საგადასახადო მოთხოვნების გაუქმება მოითხოვა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №1----, №1----- №1----, №1----, №1----- №1----, №1----, №1----, №1----- №1----, №1----- 2018 წლის 14 ივნისის №1----, №1----, №1----, №1----, №1----, №1----- №1---- ბრძანებებით, საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №1----, №1----- №1----, №1----, №1----- №1----, №1----, №1----, №1----- №1----, №1----- 2018 წლის 14 ივნისის №1----, №1----, №1----, №1----, №1----, №1----- №1---- ბრძანებები (ს.ფ. 137-216).

 

3.5. შპს „ჯ----------------მა“ ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 02 აპრილის №E-------, №E-------, №E-------, 2018 წლის 05 აპრილის №--------, №E-------, №E-------, 2018 წლის 10 აპრილის №E-------, 2018 წლის 25 აპრილის №E-------, №E-------, №E-------, №E-------- 2018 წლის 10 მაისის №E-------, №E-------, №E-------, 2018 წლის 22 მაისის №E-------- №E-------, 2018 წლის 10 მაისის №E------- და 2018 წლის 07 მაისის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 02 აპრილის №E---------, №E---------, №E---------, 2018 წლის 05 აპრილის №E---------, №E---------- №E---------, 2018 წლის 10 აპრილის №E---------, 2018 წლის 25 აპრილის №E---------, №E---------, №E---------- №E---------, 2018 წლის 10 მაისის №E---------, №E---------, №E---------, 2018 წლის 22 მაისის №E---------, №E---------- 2018 წლის 10 მაისის №E-------- და 2018 წლის 07 მაისის №E-------- საგადასახადო მოთხოვნების და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №1----, №1----- №1----, №1----, №1----- №1----, №1----, №1----, №1----- №1----, №1----- 2018 წლის 14 ივნისის №1----, №1----, №1----, №1----, №1----, №1----- №1---- ბრძანებების გაუქმება მოითხოვა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებებით №6----------, №6----------, №6----------, №6----------, №6----------, №62---------- №5----------- №5----------, №6----------, №5----------, №5----------- №5----------, №5----------, №5----------, №5----------, №5----------, №5----------, №5---------- საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებები (ს.ფ. 290-415).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 43-ე, 269-ე, 289-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნები, სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანებები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები, წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობას ამოწმებს სასამართლო განსახილველი დავის ფარგლებში.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში შპს „ჯ----------------ის“ მიმართ შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის საფუძველზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის თანახმად, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწნებული საგადასახადო სამართალდარღვევა სახეზეა მხოლოდ მაშინ, თუ ადგილი აქვს სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელებას ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. ამრიგად, გადასახადის გადამხდელისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ერთმნიშვნელოვნად და ნათლად უნდა ირკვეოდეს და დგინდებოდეს პირის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შინაარსი, არსებობდეს პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების თანმხლები მართლსაწინააღმდეგო შედეგი და დასტურდებოდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის, რაც ნიშნავს, რომ რომელიმე მოცემული ელემენტის არარსებობა განაპირობებს აღნიშნული ნორმის გამოყენების უკანონობას.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შპს ,,ჯ----------------ის“ საქონლის გადამოწმებისას გამოვლინდა სხვაობა დოკუმენტურად აღრიცხულ და ფაქტობრივად არსებულ საქონელს შორის. სწორედ დანაკლისის გამოვლენა გახდა საფუძველი საწარმოს მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმების შედგენისთვის. საგულისხმოა, რომ დოკუმენტებში მითითებულ ოდენობასა და ფაქტობრივად არსებული საქონლის ოდენობას შორის სხვაობის არსებობას მოსარჩელე სადავოდ არ ხდის. მნიშვნელოვანია, რომ დანაკლისის აღმოჩენისას/გამოვლენისას სსიპ შემოსავლების სამსახური ვალდებულია, განახორციელოს აღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირება, რაც გამოიხატება საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლასა და სამართალდარღვევის გამოვლენაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, დანაკლისის აღმოჩენა არის შემდგომი მოკვლევის დაწყების და არა პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის უპირობო და საკმარისი საფუძველი. იმისათვის, რომ დადგენილად იქნას მიჩნეული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობა, უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა დადგინდეს დანაკლისი გამოწვეული იყო თუ არა შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელებით ან/და სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევით, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენის შემდგომ, - გამოიწვია თუ არა მან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დანაკლისის აღმოჩენისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა შპს „ჯ----------------ის“ მართლსაწინააღმდეგო ქმედება (შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან/და სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა) და საქონლის განადგურება/დაკარგვა/განკარგვის ფაქტი, დრო, ადგილი, ვითარება. აღნიშნული გარემოებების დადგენის გარეშე სახეზე არ გვაქვს პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის საკმარისი საფუძველი, რამეთუ მითითებული მუხლით კანონმდებელი სანქციის დაკისრებას უკავშირებს არა დანაკლისის გამოვლენას, არამედ დანაკლისის კონკრეტული ქმედებებით გამოწვევას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის განმარტებას, რომ არ განუკარგავს, დაუკარგავს ან გაუნადგურებია საქონელი, ასევე, არ განუხორციელებია აღნიშნულის გამომწვევი მოქმედება და რომ საქონლის გადმოტვირთვა მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი არის შესაძლებელი და აღნიშნულისათვის საჭიროა გარკვეული დრო, რისი განხორციელებაც და ამისთვის საკმარისი დროის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მოძრაობისას არ დასტურდება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას. განსახილველ შემთხვევაში შპს „ჯ----------------ის“ მიმართ მითითებული ნორმის საფუძველზე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილი არ არის. შესაბამისად, უნდა მივიჩნიოთ, რომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას ვაგონებზე არსებული საიდენტიფიკაციო ნიშნების (ლუქების) მთლიანობა დარღვეული/დაზიანებული არ ყოფილა, ასევე, სატრანსპორტო საშუალებებზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალებები არ იძლეოდა საიდენტიფიკაციო საშუალების დაზიანების გარეშე ვაგონებში შეღწევის შესაძლებლობას. სასამართლო განმარტავს, ადგილი რომ ჰქონოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევებს, დანაკლისის არსებობა შესაძლოა მიჩნეულიყო შპს „ჯ----------------ის“ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეულ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის დაკარგვად, თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, ხოლო საქონლის გადმოტვირთვა მხოლოდ სპეციალური პროცედურის დაცვითაა შესაძლებელი, საგადასახადო ორგანო, სათანადო წესით დალუქულ ტრანსპორტში აღმოჩენილი დანაკლისის დანაკარგად მიჩნევამდე ვალდებული იყო, დაედგინა და დაესაბუთებინა, თუ რა გზით იყო შესაძლებელი დალუქული ტრანსპორტიდან ფაქტობრივად არსებული საქონლის დაკარგვა, იძლეოდა თუ არა სატრანსპორტო საშუალება ლუქის დაუზიანებლად შეღწევის საშუალებას, ასევე, ტვირთების სახეობიდან გამომდინარე, იყო თუ არა შესაძლებელი მათი დაკარგვა, განკარგვა ან განადგურება ტრანსპორტირების პროცესში, რასაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები ვერ ასაბუთებენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილია მატარებლების მოძრაობის გრაფიკი, რომელში მოცემული მატარებლების დაყოვნების გრაფიკიც ვერ მიუთითებს საფუძვლიან ეჭვზე, რომ საქართველოს საზღვრებს შიგნით სარკინიგზო ხაზზე გადაადგილებისას მოხდა ტვირთის ამოღება.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ არსებული საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის დადგენაც. მართალია, სსიპ შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა აზომვის ზღვრული ოდენობით, თუმცა გასათვალისწინებელია საქონლის ბუნებრივი დანაკარგიც, რომლის ზღვრული ოდენობაც საგადასახადო ორგანოს მოცემული საქონლის მიმართ არ აქვს განსაზღვრული და შესაბამისად, მისი ოდენობაც გათვალისწინებული არ არის. მოსარჩელის მითითებაზე, რომ დანაკლისი შესაძლებელია გამოწვეული იყოს გამომგზავნი ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთის ცისტერნებში ჩატვირთვისა და გაზომვის დროს დაშვებული შეცდომით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს არ მოუპოვებია ისეთი მტკიცებულებები, რაც გამორიცხავს აღნიშნულ გარემოებას და საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის განკარგვა/დაკარგვა/განადგურების ვარაუდს რეალურად/ნამდვილ ფაქტებად წარმოაჩენს და დაადასტურებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახამდ, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-246-243(კ-14).

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტის არსებობის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს. კონსტიტუციური პრინცებიდან გამომდინარე კი დაუშვებელია, რომ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობა კი იმგვარად უნდა იქნას გაგებული, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე გამოცემა, ვინაიდან მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება, თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1 446 ლარი, რომლის ანაზღაურებაც სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „ჯ----------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 02 აპრილის №E-------, №E-------, №E-------, 2018 წლის 05 აპრილის №--------, №E-------, №E-------, 2018 წლის 10 აპრილის №E-------, 2018 წლის 25 აპრილის №E-------, №E-------, №E-------, №E-------- 2018 წლის 10 მაისის №E-------, №E-------, №E-------, 2018 წლის 22 მაისის №E-------- №E-------, 2018 წლის 10 მაისის №E------- და 2018 წლის 07 მაისის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები;

 

3. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 02 აპრილის №E---------, №E---------, №E---------, 2018 წლის 05 აპრილის №E---------, №E---------- №E---------, 2018 წლის 10 აპრილის №E---------, 2018 წლის 25 აპრილის №E---------, №E---------, №E---------- №E---------, 2018 წლის 10 მაისის №E---------, №E---------, №E---------, 2018 წლის 22 მაისის №E---------, №E---------- 2018 წლის 10 მაისის №E-------- და 2018 წლის 07 მაისის №E-------- საგადასახადო მოთხოვნები;

 

4. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №1----, №1----- №1----, №1----, №1----- №1----, №1----, №1----, №1----- №1----, №1----- 2018 წლის 14 ივნისის №1----, №1----, №1----, №1----, №1----, №1----- №1---- ბრძანებები;

 

5. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებები №6----------, №6----------, №6----------, №6----------, №6----------, №62---------- №5----------- №5----------, №6----------, №5----------, №5----------- №5----------, №5----------, №5----------, №5----------, №5----------, №5----------, №5---------- საჩივრებზე.

 

6. სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 163.58 (ათასასსამოცდასამი ლარი და ორმოცდათვრამეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე