გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.03.2019
საქმის ნომერი
330210016001248476
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3204-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 იანვარი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ნინო მეტრეველი

მოსარჩელე - დ-------ი ო-------–--ე

წარმომადგენელი - ბ--- გ---–-----ი

მოპასუხე - ზ----------–--ე, თ-------------–--ე

წარმომადგენელი - კ--- მ-------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაეკისროთ სოლიდარულად ზ----------–--ეს და თ-------------–--ეს 63 000 აშშ დოლარის გადახდა დ-------ი ო-------–--ის სასარგებლოდ.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2013 წელს დ-------ი ო-------–--ემ თავის მეგობარს, ზ----------–--ეს, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ასესხა 63 000 აშშ დოლარი, რაც მსესხებელს უნდა დაებრუნებინა 3 თვეში. მიუხედავად მსესხებლის მიერ არაერთი მოთხოვნისა, ზ----------–--ეს თანხა არ დაუბრუნებია.

 

2015 წლის ივლისში დ-------ი ო-------–--ე დაიბარეს თბილისის შს მთავარი სამმართველოს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს, პოლიციის მ--- განყოფილებაში, სადაც იგი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ო----- შ-----–იას მიერ გაფრთხილებული იქნა, რადგან არ მოეხდინა ფსიქოლოგიური ზეწოლა ზ----------–--ეზე, რომელსაც აქვს დ-------ი ო-------–--ის ვალი 63000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ვალდებულება ზ----------–--ემ კიდევ ერთხელ აღიარა ზემოაღნიშნულ პოლიციის განყოფილებაში განცხადებით მიმართვისა და მასთან პოლიციის თანამშრომლის მიერ გასაუბრებისას, რაზედაც შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი. ეს თანხა ზ----------–--ეს მიღებული აქვს 2013 წლის იანვრის თვეში, დ-------ი ო-------–--ის დედის, მ------ ნ-----–--–---–ის მიერ, მისი კუთვნილი ბინის (რომელიც მდებარეობს მისამართზე: თბილისი, თ------–---–ის 11, ბინა 6-. საკადასტრო კოდი 0----------------------) იპოთეკით დატვირთვის შედეგად.

 

ზ----------–--ემ ზემოაღნიშნული თანხა მიიღო და გამოიყენა პირადი მიზნებისათვის, თ-------------–--ესთან ქორწინების განმავლობაში (ისინი 2013 წელს იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში).

 

სესხის გასტუმრების უზრუნველსაყოფად, მ------ ნ-----–--–---–ი (დ. ო-------–--ის დედა), დ-------ი ო-------–--ე და მისი მეუღლე ე-–--- ა---–------ი, იძულებულნი შეიქმნენ ბინის გამოსყიდვის მიზნით აეღოთ სესხი სს „თ----- ბ---იდან“. აღნიშნული სესხის გასასტუმრებლად, მოსარჩელის ოჯახი ყოველთვიურად ბ---ში იხდის 670 აშშ დოლარს, სიდანაც პროცენტი შეადგენს 507 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხა სესხის დასაფარად მიემართება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ზ----------–--ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ 2013 წელს ზ----------–--ეს არ უსესხებია თანხა დ-------ი ო-------–--ისაგან, არამედ შპს „L-” იყო გარკვეულ სამართლებრივ ურთიერთობაში მოსარჩელესთან. ზ----------–--ეს თანხა არ მიუღია და არ მოუხმარია საკუთარი მიზნებისათვის. აღნიშნულ კომპანიასა და დ-------ი ო-------–--ეს შორის არსებობდა გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობა. ზ---- ჯ---–ძე კომპანიის დირექტორია და შესაბამისად, როგორც შპს „L-”-ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი მონაწილეობდა მოლაპარაკებებში. ზ----------–--ეს არ მიუღია სესხი საკუთარი ინტერესებისათვის. კომპანიასა და მოსარჩელეს შორის შეთანხმების თანახმად, ეს უკანასკნელი ყოველთვიურად იღებდა სარგებელს 1000 აშშ დოლარს შპს „L-”-ისაგან.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ზ----------–--ე წარმოადგენს შპს „L-”-ის დირექტორს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

2013 წლის 09 აგვისტოსა და 2010 წლის 09 აგვოსტოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. არ დგინდება მოსარჩელე დ-------ი ო-------–--ის მიერ და მოპასუხე ზ----------–--ისათვის, როგორც ფიზიკური პირისათვის ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის იანვრის თვეში 63000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი.

 

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს გარემოებაზე, რომ სესხის სახით თანხა გადასცა ზ----------–--ეს, როგორც თავად მსესხებელ ფიზიკურ პირს. მოსარჩელე განმარტავს, რომ სესხის შეთანხმება ზ----------–--ესთან გაფორმდა ზეპირად. მოპასუხე ზ----------–--ე აღიარებს სესხის სახით - 57000 აშშ დოლარის მიღებას, თუმცა განმარტავს, რომ მან თანხა მიიღო, როგორც კომპანიის დირექტორმა, კომპანიის მიერ სესხის აღების გამო და არა როგორც თავად მან მსესხებელმა ფიზიკურმა პირმა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეებს დ-------ი ო-------–--ესა და ზ----------–--ეს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, რომელიც მოსარჩელის განმარტებით გამომდინარეობს სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან, ამიტომ შეფასებას საჭიროებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა სასესხო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის (სკ-ის 623-ე მუხ.) შემადგენლობასთან.

 

მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის კვალიფიკაციის მიზნებისათვის პირველ რიგში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე მოთხოვნა ეფუძნება სესხის ზეპირ ხელშეკრულებას, რომლის არსებობას მოპასუხე სადავოდ ხდის.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა - ,,სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებლი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ სადავოდ ქცეული სასესხო ურთიერთობის დადგენისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც ზეპირი ასევე, წერილობითი მტკიცებულებების ესა თუ ის სახე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერ დოკუმენტი თუ, მოწმის სტატუსით დაკითხულ პირთა ნებისმიერი შინაარსის ჩვენება დაედოს საფუძვლად საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას. ამ თვალსაზრით, სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას თანხის გადარიცხვისათვის სესხის სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების ნაწილში და განმარტავს, რომ სამართალწარმოების პროცესში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი“ (იხ. სუსგ №-------------, 25 მაისი, 2016 წელი).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი მატერიალური ნორმით (სსკ-ის 624-ე მუხლის მე-2 წინადადება), დადგენილია ქცევის იმგვარი წესი, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია (გამსესხებელს), ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი კი, მსესხებელს. იმავე საპროცესო ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს სსსკ-ის 102-ე მუხლიც, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს, რომელსაც მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა მტკიცების ტვირთის განსხვავებულ განაწილებას არ გვთავაზობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მატერიალური და საპროცესო ნორმები თანხვედრაშია, რადგან განსახილველ დავაში ისინი მტკიცების ტვირთის განაწილების განსხვავებულ წესს არ გვიდგენენ, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელე, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის (ზეპირი ხელშეკრულების პირობებში) არსებობაზე, ვალდებულია მიუთითოს (მტკიცების საგანი) და წარმოადგინოს ამ ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მტკიცებულებებიც (მტკიცების ტვირთი).

 

სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა, როგორც მსესხებელმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის დასადასტურებლად მიუთითებს მოწმეთა ჩვენებაზე და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს მ--- განყოფილების მიერ წარმოებულ საქმის მასალებზე, სადაც მოსარჩელის განმარტებით ზ----------–--ემ აღიარა ვალის არსებობა.

 

საქმეზე დაიკითხა სამი მოწმე - ვ-–-------- ბ------ია, ნ---- მ---ა და თ------ი დ----ე (იხ. 2018 წლის 10 ივლისის, 9 ოქტომბრის და 20 ნოემბრის სხდომის ოქმები). სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ვ-–-------- ბ------იამ განმარტა, რომ დ-------ი ო-------–--ის მიერ ზ----------–--ისათვის თანხის გადაცემას უშუალოდ არ ესწრებოდა. მისთვის ცნობილი იყო, რომ ზ----------–--ეს სჭირდებოდა ბიზნესისთვის თანხა და მან დააკავშირა დ-------ი ო-------–--ესთან. მოწმემ განმარტა, რომ ზუსტად არ ახსოვდა თანხის გადაცემის თარიღი და მიუთითა სავარაუდო თარიღზე 2013 წელზე. მოწმე თ------ი დ----ემ, განმარტა, რომ ზ----------–--ესთან ერთად ჰქონდათ ყავის ბიზნესი და თანხა ჭირდებოდათ, ეს თანხა იშოვნა ზ----მ და უნდა გასტუმრებულიყო ბიზნესიდან მიღებული ფულით.

 

საქმეში წარმოდგენილია ასევე ზ----------–--ის 2015 წლის 18 ივლისის განცხადება საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების მიმართ. განცხადების თანახმად, ზ----------–--ე განმარტავს, რომ მას აქვს ვალი დ--- ო-------–--ისა და ი-----–- დ---–ისა, შესაბამისად, 6- 000 აშშ დოლარისა და 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც დაახლოებით სამი წლის წლის აიღო მან და მისმა ორმა ბიზნეს პარტნიორმა კომპანიისათვის.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

სასამართლომ, სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, შეაფასა რა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და იმ გარემოების დამტკიცება, რომ 2013 წელს ზ----------–--ეს, როგორც ფიზიკურ პირს ისე გადასცა სესხის სახით თანხა 63 000,00 აშშ დოლარი და ზ----------–--ემ, როგორც მსესხებელმა იკისრა თანხის დაბრუნების ვალდებულება. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს სესხის სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას დ-------ი ო-------–--ესა და ზ----------–--ეს შორის.

 

რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას, მასზედ, რომ ზ----------–--ემ, როგორც შპს „L-”-ის დირექტორმა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ისე აიღო სესხი 57000 აშშ დოლარი დ-------ი ო-------–--ისაგან 2012 წლის 28 აპრილს, სასამართლო აღნიშნულს დადასტურებულად მიიჩნევს, როგორც ზ----------–--ის აღიარების, ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქმეში წარმოდგენილია შპს „L-”-ის როგორც სალარე ანგარიშიდან, ასევე უცხოური ვალუტის ანგარიშიდან ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ 2012 წლის 30 აპრილს ზ----------–--ემ კომპანიის ანგარიშზე შეიტანა 34510 აშშ დოლარი, სესხის დაფარვის მიზნით 7780 აშშ დოლარი და უცხოური ვალუტის გადასარიცხად 26730 აშშ დოლარი (იხ. ს.ფ. 152). ასევე, 2012 წლის 30 აპრილს ზ----------–--ემ კომპანიის სალარე ანგარიშზე შეიტანა 28900 ლარი (იხ. ს.ფ. 148). კომპანიის საქმიანობის მიზნებისთვის დ-------ი ო-------–--ისგან სესხის სახით თანხის მიღებას ადასტურებს ასევე მოწმე თ------ი დ----ე.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სესხის თანხა ზ----------–--ეს მიღებული აქვს როგორც შპს „L-”-ის დირექტორს 2012 წლის აპრილში.

 

ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლო არ გაიზიარებდა მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ სესხის თანხა ზ----------–--ეს მიღებული აქვს როგორც შპს „L-”-ის დირექტორს, ამ შემთხვევაში სარჩელი მაინც არ დაკმაყოფილდებოდა ხანდაზმულობის საფუძვლით, ვინაიდან მოპასუხემ მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე. კერძოდ, მოსარჩელე უთითებს, რომ სესხის თანხა გადასცა მოპასუხეს 2013 წლის იანვრის თვეში და უნდა დაებრუნებინა 3 თვეში. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელეს რელევანტური მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს. მოპასუხე აღიარებს სესხის მიღებას, როგორც შპს „L-”-ის დირექტორი 2012 წლის 28 აპრილს. შესაბამისად, თუ მოპასუხის აღიარების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ----------–--ეა ანგარიშვალდებული დ-------ი ო-------–--ესთან, ამ შემთხვევაში აღიარების საფუძველზე თარიღი გაზიარებული უნდა იქნეს 2012 წლის 28 აპრილი, ვინაიდან არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება სესხის გაცემა 2013 წლის იანვარში. სარჩელი მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს 2016 წლის 15 თებერვალს - სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველო სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

სკ-ის 623-ე მუხლის დანაწესში, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სასამართლო განმარტავს, რომ ნორმის სამართლებრივი აღწერილობა თავადვე მიუთითებს, თუ რომელი კომპონენტების არსებობის შემთხვევაშია სახეზე სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და ამ დანაწესით გამორიცხავს სამართლებრივ კვალიფიკაციაში ცდომილების ალბათობასაც, სახელდობრ, კანონმდებელი ზეპირი ფორმით დადებული სასესხო ვალდებულების ნამდვილობისათვის საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს მოწმეთა ჩვენებებს. თუმცა არც გამორიცხავს ამგვარი მტკიცებულების არსებობასაც, არამედ სავალდებულოდ ადგენს მოწმეთა ჩვენებებთან ერთად სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებას, რომელიც მოწმეთა ჩვენებასთან ერთობლივად, მაღალი ალბათობით დაადასტურებდა სადავო ფაქტს სასესხო ურთიერთობის შესახებ (მტკიცების საგანი).

 

განსახილველ შემთხვევაში მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით დგინდება, რომ სესხის თანხა ზ----------–--ეს მიღებული აქვს როგორც შპს „L-”-ის დირექტორს, თუმცა მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს გარემოებას, რომ მან ზ----------–--ეს, როგორც ფიზიკურ პირს ისე გადასცა სესხად თანხა.

 

სკ-ის 624-ე მუხლის დანაწესი სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის ითვალისწინებს როგორც ზეპირ, ასევე, წერილობით ფორმის დაცვას, რომლის არჩევა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მითითებული მუხლის მეორე წინადადების თანახმად, ყურადღებაა გამახვილებული იმ რისკებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სესხის ზეპირ ხელშეკრულებას. ამგვარად, განხილული ნორმით განსაზღვრულია მტკიცების საგანი ანუ, იმ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სადავო ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის უნდა არსებობდეს და თავის მხრივ, წარმოგვიდგება, როგორც სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის პირველი ეტაპი, რა დროსაც მხარეები იზღუდებიან არა თავად გარიგების ფორმის, არამედ მტკიცებითი საშუალებების არჩევანში.

 

რაც შეეხება სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის მომდევნო ეტაპს, აღნიშნული მდგომარეობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაში. მოდავე მხარეთა შორის ამ საპროცესო ვალდებულების გამიჯვნის მიზნით, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო მიუთითებს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ როგორც მატერიალურ ისე, საპროცესო სამართლებრივ ნორმაზე, სკ-ის 624-ე და სსსკ-ის 102-ე მუხლი.

 

მხარეთა შორის ამ საპროცესო ვალდებულებების სწორი განაწილება წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის მონაწილეთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და მართლწესრიგის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის წინაპირობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელე დ-------ი ო-------–--ე რომელიც პრეტენზიას აცხადებს მოპასუხე ზ----------–--ესთან, როგორც მსესხებელ ფიზიკურ პირთან სასესხო ურთიერთობის (ზეპირი ხელშეკრულების პირობებში) არსებობაზე, ვალდებული იყო მიეთითებინა (მტკიცების საგანი) და წარმოედგინა მხარეებს შორის არსებული სესხის ურთიერთობის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მტკიცებულებები (მტკიცების ტვირთი). როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დამტკიცება, იმ ფაქტისა, მან სესხის სახით თანხა ზ----------–--ეს გადასცა არა როგორც შპს „L-”-ის დირექტორს, არამედ როგორც ფიზიკურ პირს და და რომ ზ----------–--ემ, როგორც მსესხებელმა ფიზიკურმა პირმა იკისრა თანხის დაბრუნების ვალდებულება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის თანხა ზ----------–--ეს მიღებული აქვს როგორც შპს „L-”-ის დირექტორს. რამდენადაც, მოსარჩელე არ დაეთანხმა ამ გარემოებას და სათანადო მოპასუხედ შპს „L-”-ის ჩართვას საქმეში, შესაბამისად მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების ზ----------–--ისა და თ-------------–--ის მიმართ დაუსაბუთებელია, მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვლება სახელწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ-------ი ო-------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე