გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020310117002147220 (3/214-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 მარტი, 2--9 წელი ქ. ზუგდიდი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - ს----–--------–----------------
წარმომადგენელი - შო----------–--–---–ი
მოპასუხეები: შპს ,,ელ------------ი’’, შპს ,,ირ------I’’, შპს ,,მე---------9’’, პაა------------ა, ირ--------–---ია
წარმომადგენელი - გო---------ა
დავის საგანი - ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე შპს ,,ელ------------ი’’-ს, შპს ,,ირ------I’’-ის, შპს ,,მე---------9’’-ის, პაა------------ას და ირ--------–---იას ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
3.დავის ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გადასახადის გადამხდელია მოპასუხე შპს ,,ელ------------ი’’. იგი რეგისტრირებულია ქ. ზუ------–ი, გა-----------ას ქუჩა №2--–- 2--6 წლის 2------------–ს და მისი დირექტორი და ერთადერთი პარტნიორია მოპასუხე პაა------------ა.
3.1.2. შპს ,,ელ------------ის’’ საქმიანობის სახეს წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით და მსგავსი საქმიანობით არის დაკავებული მოპასუხე შპს ,,ირ------I’’ და შპს ,,მე---------9’’.
3.1.3. 2--3 წლის 09-------------ს გასვლითი საგადასახადო შემოწმების №50--- ბრძანების შედეგად, რაც მოპასუხე შპს ,,ელ------------’’ ჩაბარდა 2--3 წლის 19----------ს და რომლის ვადა მოიცავდა პერიოდს 2--3 წლის 09-------------დან 2----------ის ჩათვლით, გამოვლინდა, რომ აღნიშნულ საწარმოს ჰქონდა საგადსახადო დავალიანება 28 748,13 ლარის ოდენობით.
3.1.4. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით შპს ,,ელ------------ი’’-ს ქონებაზე 2--3 წლის 19-----------ს №02------ შეტყობინებით რეგისტრირებულია გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2--3 წლის 2------------ს. გარდა ამისა, 02.03.2--- წელს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულია ბრძანება №0----1 ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე, რასაც შპს ,,ელ------------ი’’ ასევე გაეცნო ელექტრონულად 2--- წლის 04-------ს.
3.1.5. საგადასახადო შემოწმების საფუძველზე გაიცა 2 საგადსახადო მოთხოვნა №27---- და №2-----, რაც ასევე ჩაბარდა შპს ,,ელ------------’’ 2--3 წლის 20------------------ს.
3.1.6. მოპასუხე პაა------------ა და ირ--------–---ია არიან მეუღლეები, იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
3.1.7. შპს ,,ირ------I’’ რეგისტრირებულია 18.04.2--1 წელს ქ. ზუ------–ი, რუ-------–-ს ქუჩა №8--–ი და მისი 100%-იანი წილის მფლობელი, ერთადერთი პარტნიორი და დირექტორია ირ--------–---აია, ხოლო და შპს ,,მე---------9’’-ის რეგისტრაციის თარიღია ქ. ზუ------–ი, თბი-–------------–ი 24.0-.2--9 წელი და მისი 50 % წილის მფლობელია (პარტნიორი) ასევე ირ--------–---ია;
3.1.8. შპს ,,ელ------------მა’’ 2--3 წლის 21 დ----------ან 2--4 წლის 28----------–-მდე შპს ,,ირ------I’’-ს სასაქონლო ზედნადებებით გადასცა 40----6 ლარის, ხოლო შპს ,,მე---------9’’-ს 28------8 ლარის ღირებულების ფარმაცევტული პროდუქტი.
3.1.9. დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით შპს ,,ელ------------ი’’-ს საქმიანობა შეჩერებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 25, 119);
-ამონაწერი ელექტრონული პროგრამიდან (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 36, 37);
-საგადსახადო მოთხოვნები (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 38.39);
-შედარების აქტი და ამონაწერი ელექტრონული პროგრამიდან (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 50, 131);
-სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 24);
-ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 26-28);
-ამონაწერი ელექტრონული პროგრამიდან (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 41-42, 134, 136);
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 13.02.2--9 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ შპს ,,ელ------------’’ სავაჭრო ურთიერთობები შპს ,,ირ-------I’’-თან და შპს ,,მე---------9’’-თან ჰქონდა როგორც საგადასახადო შემოწმების დასრულების - 2--3 წლის 2----------ის შემდგომ, ისე შემოწმების დაწყებამდე - 2--3 წლის 0- ო-------------ე და მიღებული აქვს ანაზღაურება.
დადგენილია ისიც, რომ შპს ,,ირ------I’’ და შპს ,,მე---------9’’ ფარმაცევტულ საქონელთან დაკავშირებით სავაჭრო ურთიერთობაში იყო შპს ,,ელ------------ი’’-ს გარდა სხვა არაერთ სამეწარმეო სუბიექტთან.
3.2.2. შპს ,,ელ------------ი’’-ს დირექტორმა პაა------------ამ ნავაჭრი ამონაგები თანხები შეიტანა მიმწოდებლების სს ,,გ----’’-ს და სს ,,ჯ-------’’-ს საბანკო ანგარიშზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ამონაწერი ელექტრონული პროგრამიდან - ბრუნვის უწყისები (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 134-142);
-საბუღალტრო ანგარიშის ბარათები (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 143-143, 150);
-საგადახდო დავალება (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 146);
-სალაროს შემოსავლის ორდერები (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 147-149, 152-155);
-28.02.2--9 წელს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი განცხადება (იხ. მეორე ტომი);
-ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 25, 119);
-ქვითრები (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 256-268);
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 13.02.2--9 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ უფლების დაცვა ადმინისტრაციულ პროცესში შესაძლებელია ისეთი სახით, როგორიცაა აღიარებითი სარჩელი, რაც რეგლამენტირებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით, რომლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
მითითებული ნორმიდან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის უნდა დადგეს რეალური სამართლებრივი შედეგი, რომლითაც აღდგება მისი კანონით დაცული ინტერესი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დაყენებული მოთხოვნა აღიარებითია, რადგან მისი მოთხოვნაა დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზანს (იურიდიული ინტერესს) წარმოადგენს ცრუმაგიერობით დაფარული ქონებით სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
იმავე კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.
საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმ გარემოების დადასტურების მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, სავალდებულოა დადასტურდეს შემდეგი: 1. გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია; 2. კონკრეტული ერთი პირი ამ სხვა პირის მხრიდან გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის, უფლებები.
გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. „ჩრდილოვანი დირექტორის“ თეორია. უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ფაქტობრივი გარემოებები ამომწურავი არ არის, შესაძლოა იყოს სხვაგვარი მოცემულობა, რომელიც დაადასტურებს, რომ გადასახადის გადამხდელის სხვა პირისაგან განსხვავება შეუძლებელია და რომ ეს პირი გამოყენებულია საგადასახდო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით.
უდავოა, რომ შპს ,,ელ------------’’ გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. აუცილებელია დადგინდეს, გადასახადის გადამხდელის - შპს ,,ელ------------ი’’-ს მიერ განკარგული ქონება (ფარმაცევტული პროდუქტი) წარმოადგენს თუ არა ცრუმაგიერი ურთიერთობის საგანს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე იურიდიული პირების ერთმანეთისაგან განსხვავება შესაძლებელია მათი ადგილსამყოფელის, ბუღალტრული აღრიცხვის, საქმიანობის ადგილის, რეგისტრაციის, სამეურნეო ოპერაციების მიხედვით. ამ კუთხით ყურადსაღებია აგრეთვე, ის დადგენილი გარემოება, რომ შპს ,,ელ------------’’ სავაჭრო ურთიერთობები შპს ,,ირ------I’’-თან და შპს ,,მე---------9’’-თან ჰქონდა როგორც საგადასახადო შემოწმების დასრულების - 2--3 წლის 2----------ის შემდგომ, ისე შემოწმების დაწყებამდე - 2--3 წლის 0- ო-------------ე და შპს ,,ირ-------I’’-გან და შპს ,,მე---------9’’-გან სადავო პერიოდში მიღებული აქვს მიწოდებული საქონლის ღირებულება (ანაზღაურება), რასაც ადასტურებს ამონაწერები ელექტრონული პროგრამიდან ანუ ბრუნვის უწყისები, შემოსავლის ორდერები და საბუღალტრო ანგარიშის ბარათები. უფრო მეტიც, მოპასუხის მიერ საქმეზე წარმოდგენილია ქვითრები, რომლითაც სასამართლოს მოსაზრებით დასტურდება მოპასუხის პოზიცია მასზედ, რომ შპს ,,ირ------I’’-თან და შპს ,,მე---------9’’-თან არსებული ურთიერთობიდან სავაჭრო ამონაგები თანხები შეტანილია შპს ,,ელ------------ი’’-ს დირექტორის მიერ პროდუქციის მიმწოდებლების საბანკო ანგარიშებზე.
აღნიშნულის გარდა, მხედველობის მიღმა ვერ დარჩება ის გარემოება, რომ ელექტრონული პროგრამიდან ამონაწერების მიხედვით, შპს ,,ირ------I’’ და შპს ,,მე---------9’’ ფარმაცევტულ საქონელთან დაკავშირებით სავაჭრო ურთიერთობაში იყო როგორც შპს ,,ელ------------თან’’ ისე, სხვა არაერთ სამეწარმეო სუბიექტთან, მაგალითად, სს ,,ჯ--------------–---------------------–-----------–------თან’’ და ა.შ.
სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სუბიექტებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა არ უნდა იყოს უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით ფორმალური და არ უნდა ატარებდეს ფიქტიურ ხასიათს, თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ გამოირიცხება ცრუმაგიერობის შემადგენლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სახეზე არ გვაქვს საგადასახადო ვალდებულების მქონე გადასახადის გადამხდელის - შპს ,,ელ------------ი’’-ს მხრიდან შპს ,,ირ-------I’’-თან და შპს ,,მე---------9’’-თან ისეთ კავშირში შესვლა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთიმეორისაგან განსხვავება, აღნიშნულ პირთა შორის სამეწარმეო ურთიერთობები არ უკავშირდება შპს ,,ელ------------ი’’-ს მიმართ საგადასახადო დავალიანების წარმოშობას და მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, რაც მიუთითებს მასზედ, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
7.საპროცესო ხარჯები
7.1. დადგენილია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საჩივარზე მოპასუხე ირ--------–---იას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე და 53-ე მუხლებისა, მოსარჩელე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდა მოპასუხე მარ--------–---იას სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.ს----–--------–----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.მოსარჩელეს მოპასუხე მარ--------–---იას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. N12) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა