გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2019
საქმის ნომერი
330210118002669523
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/29377-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 იანვარი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე - მე---- ბა-----ე

წარმომადგენელი - ლა–---------ე

მოპასუხე - გუ----ი ბა-----ე

წარმომადგენელი - სო---------------–-ძე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გუ----ი ბა-----ეს, მე---- ბა-----ის სასარგებლოდ დაეკისროს - 29 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოსარჩელის გადმოცემით, 2016 წლის 16 აგვისტოს მოპასუხემ, როგორც ოთ--- ბა-----ის წარმომადგენელმა გაასხვისა ოთ--- ბა-----ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი 29 000 აშშ დოლარად. გუ---- ბა-----ე, როგორც მინდობილი პირი ვალდებული იყო ნასყიდობის შედეგად მიღებული თანხა გადაეცა მიმნდობისათვის, რაც არ განახორციელა.

 

ოთ--- ბა-----ე გარდაიცვალა 2017 წლის 9 იანვარს, ისე რომ მოპასუხეს არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება.

 

მე---- ბა-----ე წარმოადგენს ოთ--- ბა-----ის მემკვიდრეს და შესაბამისად მასზე მემკვიდრეობით გადავიდა ნასყიდობის თანხის მოთხოვნის უფლებაც. სამკვიდრო მასაში შევიდა მამკვიდრებლის ყველა უფლება, მათ შორის მოთხოვნის უფლებები მესამე პირების მიმართ. დასახელებული გარემოება მოსარჩელეს აძლევს უფლებას, მოპასუხის მიმართ მოითხოვოს ნასყიდობის ღირებულების დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ იგი არ ეთანხმება იმ ფაქტობრივ გარემოებას თითქოს ოთ--- ბა-----ეს ნასყიდობის საგნის ღირებულება არ მიუღია. გუ---- ბა-----ის განმარტებით, მან ოთ--- ბა-----ის სიცოცხლეში შეასრულა ვალდებულება, რამაც გამოიწვია არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტა. ამდენად, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 13-8-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. მოსარჩელეზე ვერ გადავა ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება, ვინაიდან ასეთი უფლება მამკვიდრებელს სიცოცხლეში ჰქონდა შეწყვეტილი ვალდებულების სრულად შესრულების საფუძველზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2016 წლის 04 აგვისტოს, სანოტარო წესით დამოწმებული იქნა ოთ--- ბა-----ის მიერ გუ---- ბა-----ის სახელზე გაცემული მინდობილობა. აღნიშნული მინდობილობის მიხედვით, გუ---- ბა-----ეს მიენიჭა უფლებამოსილება გაეყიდა, გადაეფორმებინა თავის სახელზე ოთ--- ბა-----ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე - თ---–-------–----–----–------------------------ უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0-----------------------

 

2016 წლის 18 აგვისტოს გაფორმდა უძრავი ქონების, მდებარე - თ---–-------–----–----–------------------------ უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #------------------------ ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულება გუ---- ბა-----ემ, 2016 წლის 04 აგვისტოს მინდობილობის საფუძველზე, დადო საკუთ--- თავთან. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება აღირიცხა გუ---- ბა-----ის საკუთრებაში.

 

ოთ--- ბა-----ე გარდაიცვალა 2017 წლის 09 იანვარს.

 

2017 წლის 07 მარტს, ოთ--- ბა-----ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილი - მე---- ბა-----ე დაინიშნა ოთ--- ბა-----ის სამკვიდროს მმართველად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადაწყვეტილება ( ს.ფ 71-81)

 

3.1.2. 2017 წლის 27 ივლისის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მე---- ბა-----ემ როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ, საკუთრებაში სრულად მიიღო მამკვიდრებლის, 2017 წლის 9 იანვარს გარდაცვლილი ოთ--- ბა-----ის მთელი სამკვიდრო ქონება.

 

მამკვიდრებლის ქონებრივი უფლებები: სამკვიდროში შემავალი აქტივების და პასივების ერთობლიობა, რომელიც გააჩნდა მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ 20-22)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან დადგენილია შემდეგი:

მოწმე ანდ-------------–---–ის განმარტებით, ოთ--- ბა-----ემ არაერთხელ განაცხადა, რომ სურდა საცხოვრებელი ბინის გაყიდვა და აპირებდა ბინა მიეყიდა გუ---- ბა-----ისთვის. ოთ--- ბა-----ესთან ხშირად მოდიოდა გუ---- ბა-----ე, რომლისგანაც იგებდნენ ინფორმაციას ოთ--- ბა-----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

თვალზე ოპერაციის გაკეთების შემდეგ ოთ--- ბა-----ემ ანდ-------------–---–ს განუცხადა, რომ მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში გადასცა გუ---- ბა-----ეს.

 

მოწმე იზ---–--------------ის განმარტებით, ახალი წლის ღამეს ოთ--- ბა-----ემ მიმართა იზ---–--------------ის ოჯახს, რათა ისინი დაკავშირებოდნენ გუ---- ბა-----ეს და ეცნობებინათ, რომ იყო შეუძლოდ. იზ---–--------------ის შვილი დაუკავშირდა გუ---- ბა-----ეს, რომელიც მალევე მოვიდა და ოთ--- ბა-----ე წაიყვანა საავადმყოფოში.

 

მოწმის განმარტებით, გუ---- ბა-----ის გარდა ოთ--- ბა-----ესთან მისული არავინ უნახავს, მათ შორის არ იცნობს ოთ--- ბა-----ის შვილს - მე---- ბა-----ეს.

 

მოწმეთა ჩვენებების შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ოთ--- ბა-----ე მათთან გამოხატავდა უძრავი ქონების გასხვისების სურვილს, ხოლო თვალის ოპერაციის გაკეთების შემდეგ ანდ-------------–---–ს პირდაპირ განუცხადა, რომ უძრავი ქონება საკუთრებაში გადასცა გუ---- ბა-----ეს. მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ ოთ--- ბა-----ეზე ზრუნავდა გუ---- ბა-----ე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, მე---- ბა-----ის სარჩელი, გუ---- ბა-----ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ოთ--- ბა-----ე არ იცნობდა მინდობილობის შინაარსს და შესაბამისად არ ჰქონდა უძრავი ქონების გასხვისების სურვილი.

 

საქმის ირგვლივ გამოკვლეული გარემოებები ადასტურებენ, რომ აწ. გარდაცვლილი ოთ--- ბა-----ისთვის ცნობილი იყო მის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე უძრავი ქონების გუ---- ბა-----ის სახელზე აღრიცხვის შესახებ.

 

მეტიც, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, თვალზე ოპერაციის გაკეთების შემდეგ ოთ--- ბა-----ემ ანდ-------------–---–ს განუცხადა, რომ მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში გადასცა გუ---- ბა-----ეს.

 

ოთ--- ბა-----ეს ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდგომ არასდროს გაუხდია სადავოდ სარჩელის მთავარ საფუძვლად დასახელებული ფაქტობრივი გარემოება, მასზედ, რომ გუ---- ბა-----ეს ბინის საფასური არ გადაუცია.

 

ოთ--- ბა-----ეს ნასყიდობის საფასურის მისაღებად არ მიუმართავს სამართლებრივი მექანიზმებისთვის და საფასურის გადაუხდელობის თაობაზე არც გარდაცვალებამდე ურთიერთობაში მყოფ ადამიანებთან პირად საუბრებში აღუნიშნავს.

 

საყურადღებოა, რომ უძრავი ქონების გასხვისების პერიოდში ოთ--- ბა-----ეს დაჭირდა ოპერაციული მკურნალობა (ოპერაცია თავალზე) რაც სათანადო ხარჯებთანაა დაკავშირებული და ეს გარემოება სასამართლოს დამატებით უქმნის შინაგან რწმენას, რომ გამსხვისებელს ნასყიდობის ფასი, რომ არ მიეღო იგი საფასურის მისაღებად ყველანაირ ზომას მიმართავდა.

 

დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა ხშირი ურთიერთობა მამასთან (ოთ--- ბა-----ე) და ამავე მოტივიდან გამომდინარე ცხადია, ოთ--- ბა-----ემ მიიღო თუ არა ნასყიდობის საგნის ღირებულება მოსარჩელე მე---- ბა-----ისთვის ვერ გახდებოდა ცნობილი.

 

მოცემულ დავაში მოსარჩელედ გვევლინება არა უშუალოდ ნივთის გამსხვისებელი, არამედ მისი მემკვიდრე და მას გარდაცვლილ მამკვიდრებელთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში აქტიური ურთიერთობა არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, სასამართლო მტკიცების ტვირთს ანაწილებს იმგვარად, რომ ოთ--- ბა-----ისთვის თანხის გადაუხდელობის გარემოების დადასტურება სსსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით შედის მოსარჩელე მე---- ბა-----ის მტკიცების საგანში.

 

მე---- ბა-----ემ ვერ დაადასტურა, რომ ოთ--- ბა-----ემ 2016 წლის 18 აგვისტოს შედგენილი გარიგებიდან გამომდინარე 29000 აშშ დოლარი არ მიიღო და სასამართლო ამ გრემოებას დადგენილად ვერ მიიჩნევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება ( ს.ფ 71-81)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო მოთხოვნა, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ მე---- ბა-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე, 104-ე, 107-ე, 709-ე, 715-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 107-ე მუხლის მიხედვით, უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს.

მოცემულ შემთხვევაში, ოთ--- ბა-----ემ 2016 წლის 04 აგვისტოს სანოტარო აქტით ცალმხრივად გამოხატა ნება და გუ---- ბა-----ეს მიანიჭა უძრავი ქონების გასხვისების უფლება. 2016 წლსი 16 აგვისტოს გარიგებით ოთ--- ბა-----ის უძრავი ნივთი აღირიცხა გუ---- ბა-----ის სახელზე.

განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე განმარტავს, რომ გუ---- ბა-----ე, როგორც მინდობილი პირი ვალდებული იყო ნასყიდობის შედეგად მიღებული თანხა გადაეცა მიმნდობისათვის, რაც მოპასუხემ არ განახორციელა.

 

სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

 

ამავე კოდექსის 715-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით.

მოცემული ნორმის თანახმად, სარჩელის დასაბუთებისთვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები:

მხარეთა შორის უნდა არსებობდეს დავალების სამართლებრივი ურთიერთობა;

რწმუნებულს უნდა ჰქონდეს შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი მოქმედება;

მარწმუნებელს არ უნდა ჰქონდეს მისთვის განკუთვნილი შესრულება მიღებული.

2017 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2016 წლის 4 აგვისტოს სანოტარო ბიუროში ოთ--- ბა-----ე გაეცნო მინდობილობის შინარსს და მოიწონა იგი, გამოხატა ნება გაესხვისებინა უძრავი ქონება, მათ შორის გუ---- ბა-----ისთვის გადაცემის გზით. ოთ--- ბა-----ე გამოხატავდა უძრავი ქონების გასხვისების სურვილს, ხოლო თვალის ოპერაციის გაკეთების შემდეგ ანდ-------------–---–ს პირდაპირ განუცხადა, რომ უძრავი ქონება საკუთრებაში გადასცა გუ---- ბა-----ეს.

დადასტურებულია და აღნიშნულის შესახებ მოსარჩელესაც არ მიუთითებია, რომ ოთ--- ბა-----ეს და გუ---- ბა-----ეს შორის ბინის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით უთანხმოება არ ყოფილა.

მოცემულ შემთხვევაში გუ---- ბა-----ის მარწმუნებელი ოთ--- ბა-----ე გარდაცვლილია და საქმესთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის ფაქტი მე---- ბა-----ემ უნდა ადასტუროს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მე---- ბა-----ემ ვერ დაადასტურა სარჩელის საფუძვლად მითითებული მთავარი არგუმენტი მასზედ, რომ უძრავი ქონების გასხვისების შედეგად აწ. გარდაცვლილ ოთ--- ბა-----ეს ნასყიდობის საგნის ღირებულება არ მიუღია და ეს გარემოება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ და ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა არ არსებობს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც გასაჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე გუ---- ბა-----ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თ---–-------–----–----–--------------------- ს/-------------------------- გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მე---- ბა-----ის სასარჩელო მოთხოვნა გუ---- ბა-----ის მიმართ 29000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე გუ---- ბა-----ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თ---–-------–----–----–--------------------- ს/-------------------------- გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თ---იღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე