განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5----18
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 თებერვალი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივნები - ეკატერინა მანჯგალაძე, თამთა გაჩეჩილაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–- ქ--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ----–- კ--–--–---ი, დაბადებული 1--- წლის 2---------ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული გ----------------------------–-------–----–აში, ფაქტობრივად თბილისში, ზ--------------ში მცხოვრები.
ადვოკატი - ი--------უა
თარჯიმანი: მ------ კ--–--აძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
ვ----–- კ--–--–---ს ბრალი ედება, რომ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 ოქტომბერს, შუადღის საათებში ვ----–- კ--–--–---ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი--- ტ----–----ს და დაემუქრა, რომ დანას ჩაარტყამდა ზურგში და მოკლავდა, თუ არ დაბრუნდებოდა ვ----–- კ--–--–---თან საცხოვრებლად. აღნიშნული ქმედების შედეგად ი--- ტ----–----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი--- ტ----–----მა განმარტა, რომ ბრალდებულ ვ----–- კ--–--–---თან ერთად დაახლოებით 5 წლის მანძილზე ეწოდა თანაცხოვრებას და ჰყავთ 4 საერთო შვილი. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული სასჯელს იხდიდა პენიტენციურ დაწესებულებაში, რა დროსაც დაშორდნენ ერთმანეთს. ვ----– კ--–--–---ის პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის დროისათვის ი--- ტ----–----ი გათხოვილი იყო, თუმცა ბრალდებულმა შვილების გამო თხოვა ახლიდან შეექმნათ ოჯახი. ვ----– კ--–--–---ი შანტაჟით ცდილობდა შერიგებას. 2018 წლის 23 ოქტომბერს დაახლეობით 1200-1300 საათზე დაურეკა ი--- ტ----–----ს დეიდასთან მობილური ტელეფონის ნომერზე და დაემუქრა - თუ არ დაბრუნდებოდა მასთან დანას გაუყრიდა, მუქარა მისთვის სერიოზულად აღსაქმელი იყო, რადგან მისი ყოფილი მეუღლე მკვლელობის ჩადენისათვის იყო სასჯელმოხდილი და მისგან ყველაფრის მოლოდინი ჰქონდა. შესაბამისად შეშინებულმა დაუყონებლივ მიმართა სამართალდამცავ ორგანოს და განაცხადა მომხდარის შესახებ. გარდა ყოფილი მეუღლისა მას ამ უკანასკნელის დედაც ემუქრებოდა და ცემდა, თუმცა ამის შესახებ პროკურატურისთვის არ უთქვამს. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ბრალდებულთან ერთად თანაცხოვრება 15 წლის ასაკიდან დაიწყო, ის ტკივილს აყენებდა, მაგრამ მას ვ----–- კ--–--–---ი ზედმეტად ამაღლებული და ღმერთად წარმოდგენილი ჰყავდა. სინამდვილეში კი ის სადისტია, წლების მანძილზე ბავშვებთან ერთად შიშში ცხოვრობდა, მის მიმართ შიშის გრძნობის შესახებ ძალიან კარგად იცის თავად ბრალდებულმა. ვ----–-ს მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი, სადაც წერია, რომ წარსულში არ უძალადია ბრალდებულს მის მიმართ, აღნიშნული ჩანაწერი არ შეესაბამება სინამდვილეს, ამგვარი ჩანაწერი გააკეთა, რადგან შერცხვა სიმართლის აღიარების.
სასამართლო სხდომაზე მოწმე კ------- მ--------ემ განმარტა, რომ არის თ---–-------------------------- განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელი. განყოფილებაში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით, რის საფუძველზეც მის მიერ შედგა შემაკავებელი ორდერი, რომლის შინაარსსაც ეთანხმება და მასში ასახულია დაზარალებულის მიერ გაცხადებული მუქარის შესახებ, იქვე განმარტებულია, რომ წარსულში ბრალდებულის მიერ ძალადობას ან მუქარას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ფიქრობს, რომ აღნიშნული სავარაუდოდ ტექნიკური ხარვეზია. სცადა დაკავშირებოდა ვ----– კ--–--–---ს, თუმცა ვერ მოახერხა და შეადგინა შესაბამისი სატელეფონო აქტი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------– მ-------–---–მა განმარტა, რომ არის თ---–-------------------------- განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებელი. მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით. ვ----– კ--–--–---ი დააკავეს ადმინისტრაციულ შენობაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მშვიდ გარემოში.
საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებისა და დაცვის მხარე, შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მტკიცებულებების დარჩენილ ნაწილზე (მათ შორის: მოწმეთა ჩვენებები, ზეპირი შეტყობინება, შემაკავებელი ორდერი, დაკავების ოქმი, 2011 წლის 19 ოქტომბრის გ---------- რაიონული სასამართლოს განაჩენი, 2013 წლის 1 თებერვლის რ--------- საქალაქო სასამართლოს განჩინება, საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს N----------- გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წერილი, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, 2019 წლის 26 იანვრის ექსპერტიზის დასკვნა), როგორც უდავო მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რამაც პრეიუდიციული მნიშვნელობა შეიძინა და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან ვ----–- კ--–--–---ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2018 წლის 23 ოქტომბერს, შუადღის საათებში ვ----– კ--–--–---ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მასთან (ყოფილ) არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი--- ტ----–----ს და დაემუქრა, რომ დანას ჩაარტყამდა ზურგში და მოკლავდა მას, თუ იგი არ დაბრუნდებოდა ვ----–- კ--–--–---თან საცხოვრებლად. აღნიშნული ქმედების შედეგად ი--- ტ----–----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ადასტურებს ბრალდებულ ვ----–- კ--–--–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა - ი--- ტ----–----მა დაადასტურა ბრალდებულის მიერ მის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობისაკენ მიმართული მუქარის ფაქტი, ამასთან განმარტა, რომ იმის გამო რომ ის პატარა ასაკში გათხოვდა, მეუღლის მიმართ ჰქონდა გაზვიადებული წარმოდგენები, თუმცა ეს უკანასკნელი არის სადისტი და მკვლელობისათვის სასჯელმოხდილი, რაც აძლევდა გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ მას შეეძლო მუქარა მოეყვანა სისრულეში, სწორედ შიშის გამო დაუყონებლივ მიმართა სამართალდამცავ ორგანოს.
ასევე უდავოდ ცნობილი 2019 წლის 26 იანვრის ს-----–----------------–--------–----------------–----------------------------–----------- დასკვნის თანახმად ვ----– კ--–--–---ის ქმედებამ გამოიწვია ი--- ტ----–----ის ფსიქოლოგიური ტანჯვა. იმავე დასკვნაში ასახულ ფსიქოლოგიურ გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ ი--- ტ----–----ი სიტუაციას აფასებს როგორც საფრთხის შემცველს. ემოციურ სფეროში ვლინდება აწეული მგრძნობელობის, ემოციური ლაბილობის მახასიათებლები, აფექტური დაძაბულობის ნიშნები.
თავის მხრივ ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ აღიარებს ბრალად შერაცხულ ქმედების ჩადენას, თუმცა განმარტა, რომ ის არ აპირებდა მუქარის რეალობაში მოყვანას და მისი მხრიდან ადგილი ქონდა მხოლოდ ვერბალურ მუქარას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა, მაშინ როცა პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობით - სიცოცხლის მოსპობა, ჯანმრთელობის დაზიანება, ან/და ქონების განადგურება, ისეთი ფორმით, რომ მუქარის ადრესატს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა არ არის მხოლოდ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა არც აპირებდეს მის განხორციელებას, სწორედ დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას, რადგან აღნიშნული დანაშაული თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს სპეციფიურ მუხლს და ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით, რაც მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენებისა და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სახეზე გვაქვს.
საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. იმავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად სხვა პირებთან ერთად ითვლება: ყოფილი მეუღლე. მოცემული შემთხვევისათვის კი დადგენილია, რომ ვ----–- კ--–--–---ი არის ი--- ტ----–----ის ყოფილი მეუღლე.
2011 წლის 19 ოქტომბრის გ---------- რაიონული სასამართლოს განაჩენის თანახმად ვ----–- კ--–--–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
2013 წლის 1 თებერვლის რ--------- საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით ვ----– კ--–--–---ს ¼-ით შეუმცირდა გ---------- რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით. (,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდა განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმა - 4000 ლარზე ).
ამდენად, ვ----–- კ--–--–---ის მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულს.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ბრალდებულის შემამსუბუქებელი გარემოება მის მიერ დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში ნასამართლობა.
სასამართლო განმარტავს, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პიროვნების და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, ვ----–- კ--–--–---ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით უნდა აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება და ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ----– კ--–--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ვ----– კ--–--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება და ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
2. ვ----– კ--–--–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
3. ვ----– კ--–--–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 ოქტომბრიდან;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი