გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.02.2019
საქმის ნომერი
080210016001436315
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/1432-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 თებერვალი 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი - ია დვალიშვილი

შესავალი ნაწილი

მოსარჩელე - სს ”თიბისი ბანკი“;

წარმომადგენელი -იამზე წულაია;

მოპასუხე - რ-–--ენ ზ------ძე, თ---------- ღ-------ძე, მ----- თ-------იშვილი (არ გამოცხადდა), მ--- ღ-------ძე (არ გამოცხადდა);

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია, უფლებამონაცვლის მესაკუთრედ ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს რ-–--ენ ზ------ძეს, მ----- თ-------იშვილსა და თ---------- ღ-------ძეს N-151663-2656793 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 33 534,62 (ოცდაცამეტი ათას ხუთას ოცდათოთხმეტი და სამოცდაორი) აშშ დოლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეებს რ-–--ენ ზ------ძეს, მ----- თ-------იშვილსა და თ---------- ღ-------ძეს სოლიდარულად დაეკისროთ N151663-2656793 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 31 396,64 (ოცდათერთმეტი ათას სამას ოთხმოცდათექვსმეტი და სამოცდაოთხი) აშშ დოლარზე სარჩელის შეტანის დღიდან, დავალიანების სრულად დაფარვამდე, წლიური სარგებლის 15,5% დარიცხვა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 405.54 აშშ დოლარს.

1.3. თ---------- ღ-------ძე პ/ნ 0---------- და მ--- ღ-------ძე (პ.ნ. 0----------- ცნობილი იქნან მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი გ---- ღ-------ძის პ/ნ 0---------- საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბაღდათი, რუსთაველის ქ. N126; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N------------ და აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხოს მემკვიდრეების თ---------- ღ-------ძის პ/ნ 0---------- და მ--- ღ-------ძის (პ.ნ. 0----------- სახელზე.

1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული თ---------- ღ-------ძის და მ--- ღ-------ძის უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა - ბაღდათი 30, სექტორი - ქ--------------------------–----------------------------------------------------------------–----------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 2200.00 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი: 30.11.01.327; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1; შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 84.50 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N------------;

1.5. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მ----- თ-------იშვილის უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა - ბაღდათი 30, სექტორი - ქ. ბაღდათი 11, კვარტალი - 33, ნაკვეთი - 159; მისამართი - ქ------------------------------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 1100.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1; შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 106.70 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N-------------

1.6. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული რ-–--ენ ზ------ძის უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა - ბაღდათი 30, სექტორი - ქ. ბაღდათი 11, კვარტალი - 33, ნაკვეთი - 149; მისამართი - ქ-------------------------–---------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 1151.00 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი: 30.11.07.118; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N01/2; შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 207.77 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N-------------

1.7. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

1.8. თუ უზრუნველყოფის საგანი საკმარისი არ აღმოჩნდება უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს რ-–--ენ ზ------ძის, მ----- თ-------იშვილისა და თ---------- ღ-------ძის მთელი კუთვნილი ქონება.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2010 წლის 17 ივნისს სს „თიბისი ბანკსა“ და რ-–--ენ ზ------ძეს (პ/ნ 0---------3) შორის გაფორმდა N37763 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც 2013 წლის 12 მარტს შევიდა ცვლილება და მის ფარგლებში 2014 წლის 21 აგვისტოს სს „თიბისი ბანკსა“ და რაჯდენ ზ------ძეს (პ/ნ 0---------3) შორის გაფორმდა N161663-2656793 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

 

საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N-37763 ხელშეკრულების და N-161663-2656793 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა შესაძლებელია, თუ „მსესხებელი დაარღვევს ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახდის ვადას“. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები და მათი დავალიანება N161663-2656793 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 33 534,62 აშშ დოლარს, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 31 396,64 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 1 546,62 აშშ დოლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე 488,04 აშშ დოლარი, დაზღვევის პრემია 103.32 აშშ დოლარი. მათ გაეგზავნათ შეტყობინებები დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, თუმცა ნაკისრი ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.

მითითებული ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 2010 წლის 17 ივნისს სს „თიბისი ბანკსა“ და გ---- ღ-------ძეს (პ/ნ 0----------) შორის გაფორმდა N37763-1 იპოთეკის ხელშეკრულება, 2010 წლის 17 ივნისს სს „თიბისი ბანკსა“ და მ----- თ-------იშვილს (პ/ნ 0----------- შორის გაფორმდა N37763-2 იპოთეკის ხელშეკრულება და

2014 წლის 12 აგვისტოს სს „თიბისი ბანკსა“ და რ-–--ენ ზ------ძეს (პ/ნ 0---------3) შორის გაფორმდა N37763-1 იპოთეკის ხელშეკრულება. მას შემდეგ რაც გ---- ღ-------ძე გარდაიცვალა, შვილებმა მ--- ღ-------ძემ და თ---------- ღ-------ძემ სამკვიდრო მიიღეს ფაქტობრივად დაუფლების გზით, თუმცა მისი კანონით გათვალიწინებული წესით აღრიცხვა არ განუხორციელებიათ, რის გამოც ბანკი ვერ ახდენს თავისი უფლებების რეალიზაციას.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ, დაეთანხმნენ პირველ სასარჩელო მოთხოვნას, იმ პირობით, თუ მოხდებოდა შეთანხმება ახალ გრაფიკზე, მეორე სასარჩელო მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნეს. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხეებმა რ-–--ენ ზ------ძემ და თ---------- ღ-------ძემ სარჩელი ცნეს 33 534,62 აშშ დოლარის ფარგლებში.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2010 წლის 17 ივნისს სს „თიბისი ბანკსა“ და რ-–--ენ ზ------ძეს (პ/ნ 0---------3) შორის გაფორმდა N37763 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც 2013 წლის 12 მარტს შევიდა ცვლილება და რომლის საფუძველზეც მსესხებელს კრედიტის სახით ასათვისებლად გამოეყო ფინანსური რესურსები. გასაცემი კრედიტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 300.000 (სამასი ათასი) აშშ დოლარით ან მისი ექვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 40 წელი, სარგებლის მაქსიმალური ოდენობა - 48 %, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა 0.5 %.

მტკიცებულება:

-2010 წლის 17 ივნისის სს N37763 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, (ს.ფ 17-32).

3.1.2. 2014 წლის 21 აგვისტოს სს „თიბისი ბანკსა“ და რ-–--ენ ზ------ძეს (პ/ნ 0---------3) შორის გაფორმდა N151663-2656793 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა მსესხებელზე გასცა კრედიტი 34.000 (ოცდათოთხმეტი ათასი) აშშ დოლარი, კრედიტის ვადა 3652 დღე, წლიური სარგებელი - 15,5 %, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის - 0.5%;

მტკიცებულება:

-2014 წლის 21 აგვისტოს N151663-2656793 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ.33-45)

3.1.3. N37763 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული N151663-2656793 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა შემდეგი ხელშეკრულებები:

 

2010 წლის 17 ივნისს სს „თიბისი ბანკსა“ და გ---- ღ-------ძეს (პ/ნ 0----------) შორის გაფორმდა N37763-1 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც იპოთეკით დაიტვირთა გ---- ღ-------ძის (პ/ნ 0----------) კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა - ბაღდათი 30, სექტორი - ქ--------------------------–----------------------------------------------------------------–----------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 2200.00 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი: 30.11.01.327; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1; შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 84.50 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N------------;

 

2010 წლის 17 ივნისს სს „თიბისი ბანკსა“ და მ----- თ-------იშვილს (პ/ნ 0----------- შორის გაფორმდა N37763-2 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად იპოთეკით დაიტვირთა მ----- თ-------იშვილის (პ/ნ 0----------- კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა - ბაღდათი 30, სექტორი - ქ. ბაღდათი 11, კვარტალი - 33, ნაკვეთი - 159; მისამართი - ქ------------------------------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 1100.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1; შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 106.70 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N-------------

 

2014 წლის 12 აგვისტოს სს „თიბისი ბანკსა“ და რ-–--ენ ზ------ძეს (პ/ნ 0---------3) შორის გაფორმდა N37763-1 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც იპოთეკით დაიტვირთა გ---- ღ-------ძის (პ/ნ 0---------3) კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა - ბაღდათი 30, სექტორი - ქ. ბაღდათი 11, კვარტალი - 33, ნაკვეთი - 149; მისამართი - ქ-------------------------–---------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 1151.00 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი: 30.11.07.118; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N01/2; შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 207.77 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N-------------

მტკიცებულება:

- იპოთეკის ხელშეკრულებები (ს.ფ 46-56); (ს.ფ 57-67); (ს.ფ 68-74).

3.1.4. 2014 წლის 21 აგვისტოს სს „თიბისი ბანკსა“ და მ----- თ-------იშვილს (პ/ნ 0----------- შორის გაფორმდა N123123459786 თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა მ----- თ-------იშვილმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებელ რ-–--ენ ზ------ძის (პ/ნ 0---------3) მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2010 წლის 17 ივნისს გაფორმებული N37763 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

2014 წლის 21 აგვისტოს სს „თიბისი ბანკსა“ და თ---------- ღ-------ძეს (პ/ნ 0----------) შორის გაფორმდა N123123466742 თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა თ---------- ღ-------ძემ იკისრა სოლიდარულ პასუხისმგებლობა მსესხებელ რ-–--ენ ზ------ძის (პ/ნ 0---------3) მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2010 წლის 17 ივნისს გაფორმებული N37763 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

მტკიცებულება:

- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ 75-77), (ს.ფ 78-81).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხეების რ-–--ენ ზ------ძის, მ----- თ-------იშვილისა და თ---------- ღ-------ძის დავალიანება სს „თიბისი ბანკის“ მიმართ N161663-2656793 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 33 534,62 (ოცდაცამეტი ათას ხუთას ოცდათოთხმეტი და სამოცდაორი) აშშ დოლარს, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 31 396,64 (ოცდათერთმეტი ათას სამას ოთხმოცდათექვსმეტი და სამოცდაოთხი) აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 1 546,62 (ათას ხუთას ორმოცდაექვსი და სამოცდაორი) აშშ დოლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე 488,04 (ოთხას ოთხმოცდარვა და ოთხი) აშშ დოლარი, დაზღვევის პრემია 103,32 (ას სამი და ოცდათორმეტი) აშშ დოლარი.

მტკიცებულებები:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ.85);

3.2.2. ერთ-ერთი იპოთეკის საგანი წარმოადგენს გ---- ღ-------ძის საკუთრებას, გ---- ღ-------ძე გარდაიცვალა 2010 წლის 15 ნოემბერს, მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები მ--- ღ-------ძე და თ---------- ღ-------ძე, რომლებიც მამის სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ და დღესაც ცხოვრობენ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაში.

მტკიცებულება:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ 86);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

- ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის წერილობითი პასუხი;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

მოპასუხეებმა ვერ შეასრულეს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 316-317-ე, 411-412-ე, 417-ე, 463-464-ე, 799-ე, 867-868-ე, 1320-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლები;

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2010 წლის 17 ივნისს სს „თიბისი ბანკსა“ და რ-–--ენ ზ------ძეს (პ/ნ 0---------3) შორის გაფორმდა N37763 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც 2013 წლის 12 მარტს შევიდა ცვლილება და რომლის საფუძველზეც მსესხებელს კრედიტის სახით ასათვისებლად გამოეყო ფინანსური რესურსები. გასაცემი კრედიტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 300.000 (სამასი ათასი) აშშ დოლარით ან მისი ექვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 40 წელი, სარგებლის მაქსიმალური ოდენობა - 48 %, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა 0.5 %. 2014 წლის 21 აგვისტოს სს „თიბისი ბანკსა“ და რ-–--ენ ზ------ძეს (პ/ნ 0---------3) შორის გაფორმდა N151663-2656793 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა მსესხებელზე გასცა კრედიტი 34.000 (ოცდათოთხმეტი ათასი) აშშ დოლარი, კრედიტის ვადა - 3652 დღე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 15,5 %, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0.5%;

ბანკის მიერ გაცემული დავალიანების ცნობით N161663-2656793 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 33 534,62 აშშ დოლარს, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 31 396,64 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 1 546,62 აშშ დოლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე 488,04 აშშ დოლარი, დაზღვევის პრემია 103,32 აშშ დოლარი. მოპასუხეებმა რ-–--ენ ზ------ძემ და თ---------- ღ-------ძემ სარჩელი ცნეს მითითებულ ნაწილში, მოპასუხე მ----- თ-------იშვილი კი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით. ამავე კოდექსის 891–ე მუხლით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. 2. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

 

ამავე კოდექსის 895–ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ამავე კოდექსის 896–ე მუხლით, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

განსახილველ შემთხვევაში, 2014 წლის 21 აგვისტოს სს „თიბისი ბანკსა“ და მ----- თ-------იშვილს (პ/ნ 0----------- შორის გაფორმდა N123123459786 თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდები - მ----- თ-------იშვილი კისრულობდა სოლიდარულ პასუხისმგებლობას მსესხებელ რ-–--ენ ზ------ძის (პ/ნ 0---------3) მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2010 წლის 17 ივნისს გაფორმებული N37763 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ასევე 2014 წლის 21 აგვისტოს სს „თიბისი ბანკსა“ და თ---------- ღ-------ძეს (პ/ნ 0----------) შორის გაფორმდა N123123466742 თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდები - თ---------- ღ-------ძე კისრულობდა სოლიდარულ პასუხისმგებლობას მსესხებელ რ-–--ენ ზ------ძეს (პ/ნ 0---------3) მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2010 წლის 17 ივნისს გაფორმებული N37763 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებთა პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 300000 აშშ დოლარით, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სოლიდარული მოვალეებზე საკრედიტო ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი დავალიანებების დაკისრების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, თავდებთა პასუხისმგებლობის ფარგლებში.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო მოსარჩელეს ადგება ზიანი, რაც მის მიერ სესხის სახით გაცემული ფულადი თანხიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობის დაკარგვაში გამოიხატება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით (საქმე №ას-681-652-2016) „საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“.

განსახილველ შემთხვევაშიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა მოპასუხეზე მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით”. ამავე კოდექსის 1319-ე მუხლით სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ხოლო 1320-ე მუხლით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

 

დადგენილია, რომ გ---- ღ-------ძე გარდაიცვალა 2010 წლის 15 ნოემბერს, მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები მ--- ღ-------ძე და თ---------- ღ-------ძე, რომლებიც მამის სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ და დღესაც ცხოვრობენ იპოთეკით დატვირთულ სახლში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილით `სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე”. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი პუნქტით ,,კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები)”.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგინდა, რომ გ---- ღ-------ძის გარდაცვალების შემდეგ, კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში პირველი რიგის მემკვიდრეებს ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ და სამკვიდრო მოწმობა არ მიუღიათ. მიუხედავად ამისა ისინი ფაქტობრივი მფლობელობის გზით დაეუფლენ მამკვიდრებლის ქონებას. მართალია საქმეში არ არის ქონების დაუფლების მტკიცებულება წარმოდგენილი, მაგრამ პირველი რიგის მემკვიდრეები იმ ფაქტს, რომ დაეუფლნენ მამის ქონებას, სადაოდ არ ხდიან, თ---------- ღ-------ძეს აღნიშნულის თაობაზე შესაგებელში არაფერი მიუთითებია, ხოლო მ--- ღ-------ძეს სასამართლოში არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. ამდენად, დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული პირველი რიგის მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღება. იმისათვის, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისას დაცული იყოს მათი სამკვიდრო უფლება, აუცილებელია მემკვიდრები ამ ქონების მესაკუთრეებად აღირიცხონ საჯარო რეესტრში, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, N37763 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული N151663-2656793 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა შემდეგი ხელშეკრულებები:

 

2010 წლის 17 ივნისს სს „თიბისი ბანკსა“ და გ---- ღ-------ძეს (პ/ნ 0----------) შორის გაფორმდა N37763-1 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც იპოთეკით დაიტვირთა გ---- ღ-------ძის (პ/ნ 0----------) კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა - ბაღდათი 30, სექტორი - ქ--------------------------–----------------------------------------------------------------–----------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 2200.00 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი: 30.11.01.327; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1; შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 84.50 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N------------;

 

2010 წლის 17 ივნისს სს „თიბისი ბანკსა“ და მ----- თ-------იშვილს (პ/ნ 0----------- შორის გაფორმდა N37763-2 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად იპოთეკით დაიტვირთა მ----- თ-------იშვილის (პ/ნ 0----------- კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა - ბაღდათი 30, სექტორი - ქ. ბაღდათი 11, კვარტალი - 33, ნაკვეთი - 159; მისამართი - ქ------------------------------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 1100.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1; შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 106.70 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N-------------

 

2014 წლის 12 აგვისტოს სს „თიბისი ბანკსა“ და რ-–--ენ ზ------ძეს (პ/ნ 0---------3) შორის გაფორმდა N37763-1 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც იპოთეკით დაიტვირთა გ---- ღ-------ძის (პ/ნ 0---------3) კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა - ბაღდათი 30, სექტორი - ქ. ბაღდათი 11, კვარტალი - 33, ნაკვეთი - 149; მისამართი - ქ-------------------------–---------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 1151.00 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი: 30.11.07.118; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N01/2; შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 207.77 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N-------------

ვინაიდან მსესხებლებმა ვერ შეასრულეს ვალდებულებები, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაფორმებული იყო იპოთეკის ხელშეკრულებები, სასარჩელო მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის და ამ გზით დავალიანების დაფარვის თაობაზე საფუძვლიანია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

6.6. აღსრულების წესის განსაზღვრა - მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 9.4 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის ხელშეკრულებების საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, კლიენტს დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა ნებისმიერ ნაშთზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა აღსრულების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც, განსახილველ შემთხვევაში საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 16.11 პუნქტით, მისი ცვლილებების შესახებ ხელშეკრულების 13.14 პუნქტით და იპოთეკის ხელშეკრულებების 8.10 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიქცეულიყო დაუყონებლივ აღსასრულებლად. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 4473.26 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამასთან მოპასუხე რ-–--ენ ზ------ძემ და თ---------- ღ-------ძემ სარჩელი ცნეს 33534.62 აშშ დოლარის ნაწილში, მართალია მ----- თ-------იშვილი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ვინაიდან მოპასუხეები არიან სოლიდარული მოვალეები, საქართველოს სამოაქალქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული თანხის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2364.19 ლარი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დარჩენილი 2109.07 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ კი სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს რ-–--ენ ზ------ძეს, თ---------- ღ-------ძეს და მ----- თ-------იშვილს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „თიბისი ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

1.1. მოპასუხეებს რ-–--ენ ზ------ძეს, მ----- თ-------იშვილსა და თ---------- ღ-------ძეს N151663-2656793 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 33 534,62 (ოცდაცამეტი ათას ხუთას ოცდათოთხმეტი და სამოცდაორი) აშშ დოლარის გადახდა.

1.2. მოპასუხეებს რ-–--ენ ზ------ძეს, მ----- თ-------იშვილსა და თ---------- ღ-------ძეს სოლიდარულად დაეკისროთ N151663-2656793 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 31 396,64 (ოცდათერთმეტი ათას სამას ოთხმოცდათექვსმეტი და სამოცდაოთხი) აშშ დოლარზე სარჩელის შეტანის დღიდან, დავალიანების სრულად დაფარვამდე, წლიური სარგებლის 15,5% დარიცხვა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 405.54 აშშ დოლარს. თავდები პირების მ----- თ-------იშვილის და თ---------- ღ-------ძის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 300000 აშშ დოლარის ფარგლებში.

1.3. თ---------- ღ-------ძე პ/ნ 0---------- და მ--- ღ-------ძე (პ.ნ. 0----------- ცნობილი იქნან მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი გ---- ღ-------ძის პ/ნ 0---------- საკუთრებაში რიცხულ უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ბაღდათი, რუსთაველის ქ. N126; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N------------ და აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხოს მემკვიდრეების თ---------- ღ-------ძის პ/ნ 0---------- და მ--- ღ-------ძის (პ.ნ. 0----------- სახელზე.

1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული თ---------- ღ-------ძის და მ--- ღ-------ძის უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა - ბაღდათი 30, სექტორი - ქ--------------------------–----------------------------------------------------------------–----------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 2200.00 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი: 30.11.01.327; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1; შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 84.50 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N------------;

დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მ----- თ-------იშვილის უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა - ბაღდათი 30, სექტორი - ქ. ბაღდათი 11, კვარტალი - 33, ნაკვეთი - 159; მისამართი - ქ------------------------------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 1100.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1; შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 106.70 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N-------------

დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული რ-–--ენ ზ------ძის უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა - ბაღდათი 30, სექტორი - ქ. ბაღდათი 11, კვარტალი - 33, ნაკვეთი - 149; მისამართი - ქ-------------------------–---------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 1151.00 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი: 30.11.07.118; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N01/2; შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 207.77 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N-------------

1.5. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

1.6. თუ უზრუნველყოფის საგანი საკმარისი არ აღმოჩნდება უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს რ-–--ენ ზ------ძის, მ----- თ-------იშვილისა და თ---------- ღ-------ძის მთელი კუთვნილი ქონებები.

2. დაუბრუნდეს „თიბისი ბანკს“ 2015 წლის 11 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2364.19 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში MIBGGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;

3. მოპასუხეებს რ-–--ენ ზ------ძეს, მ----- თ-------იშვილსა და თ---------- ღ-------ძეს სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 2109.07 ლარი.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე