განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/193-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ლევან ლეჟავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა----მ მე-–--ე.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ---- კ--–-------იძე.
მამის სახელი: ნ---------.
დაბადებული: 0-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 5----------
მცხოვრები: ქ. ხ---- ჭ---------ას პ------–ი შ-------ი N--ში.
ადვოკატი - რო------ნ ხუ--–--–--ა.
სხდომის სახე - ღია
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პ------–ი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალის ფორმა (მ---- კ--–-------იძე):
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
მ---- კ--–-------იძემ 2018 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ხ---- ჭ---------ას ქუჩა პ------–ი შ-------ი N--ში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე გ------- ბ-------ეზე, კერძოდ სახის არეში დაარტყა მუშტი, ასევე ესროლა ხის ნაჭერი, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა შუბლის არეში. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შედეგად გ------- ბ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯამრთელობის მოუშლელად.
1. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ---- კ--–-------იძის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პ------–ი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეთა მიერ დაიკთხნენ მოწმეები ლ-–-------------------–---------------–--------------------------–---------------- გამოკვლეულ იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, დადგენილება სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და მიმართვა, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმი, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, შეტყობინება, შემაკავებელი ორდერი N008121, შემკავებელი ორდერის ოქმი, მიმართვა ფსიქიკური ჯამრთელობის ცენტრისადმი და პასუხი, მიმართვა პრობაციის ბიუროსადმი და პასუხი, მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი და პასუხი, მომართვა ხ----ს მაგისტრატ სასამართლოდან, გირაოს გადახდის ქვითრები. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი სხვა მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე(დაზარალებული) გ------- ბ-------ემ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - მ---- კ--–-------იძის მიმართ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მ---- კ--–-------იძემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა შ--------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ გ. ბ-------ეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა გამომძიებელ ლ. ო------ვას დადგენილების საფუძველზე და გასცა შესაბამისი დასკვნა.
მისივე განმარტებით, პირადი გასინჯვისას გ. ბ-------ე ჩივილებს ტკივილზე არ წარმოადგენდა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–ა ო------ვამ განაცხადა, რომ მუშაობს ხ----ს შს რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2018 წლის 20 ნოემბერს, იმყოფებოდა სამსახურში, სადაც გამოცხადდა გ. ბ-------ე, რომელმაც განაცხადა, რომ სცემა მეუღლემ - მ---- კ--–-------იძემ. შუბლზე ემჩნეოდა ექსკორაციები და სისხლნაჟღენთი. მან გამოკითხა მ. კ--–-------იძე, რომელმაც დაადასტურა გ. ბ-------ის ცემის ფაქტი. მან ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საგამოძიებო ექსპერიმენტი რაზეც შედგა შესაბამისი ოქმები.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს ხ----ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-–---------ე ღ-------ემ განაცხადა, რომ მითითებულ საქმეზე, ლ-–ა ო------ვასთან და გ--- შ---------ესთნ ერთად მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც გ. ბ-------ემ განმარტა, რომ მ. კ--–---------- მას ესროლა შეშია ნაპობი, რომელიც მოხვდა და განიცადა ტკივილი.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.8. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს ხ----ს შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--- შ---------ემ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ნოემბრის N0080-5618 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 20.11.2018წ. 04:02 სთ-ზე. ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე გ------- ბ-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრისა და ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში).
დაზიანებები ნაჭდევების სახით განვითარებულნი ა----ნ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანება ნაკაწრის სახით განვითარებულნი უნდა იყოს მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვირი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილბეაში მითითებულ თარიღს. (ს.ფ. 09–12).
2.10. 2018 წლის 20 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ, ხონში ჭ---------ას ქუჩა პ------–ი შ-------ი N--ში და წარმოადგენს მ---- კ--–-------იძის და გ------- ბ-------ის საცხოვრებელ სახლს. სახლის პ------– სართულს გააჩნია ღია აივანი, რომლიდანაც ხის ორფრთიანი კარით შევდივართ მისაღებ ოთახში სადაც შესასვლელ კარიდან მარჯვენა კართან დგას კარადა, ოთახის შუაში დგას მაგიდა რაზედაც დასაწყობებულია საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, შესასვლელი კარიდან მარცხნივ დგას ლითონის ღუმელი, ოთახში რაიმე ნივთი უწესრიგოდ არ არის, მ---- კ--–-------იძემ მიუთითა ლითონის ღუმელზე და თქვა, რომ აღნიშნულ ღუმელთან დაგდებულ ხის ნაჭერი ესროლა მან მის მეუღლეს, აღნიშნულის შემდეგ დათვალიერებულ იქნა საცხოვრებელი სახლის აივანი და ეზო რა დროსაც ეზოში არსებულ ბაღში ლიმონის ხის ძირში აღმოჩნდა ხის ერთი ნაჭერი რაზედაც მ---- კ--–-------იძემ განაცხადა, რომ აღნიშნული შეშის ნაჭერი ესროლა მან მის მეუღლეს. შეშის ნაჭერი ამოღებულ იქნა და დალუქული ლუქსი ბეჭდით 33/8. სხვა ნივთიერი მტკიებულება საცხოვრებელ სახლის დათვალიერებისას ამოღებული არ ყოფილა.
(ს.ფ. 33–38).
2.11. 2018 წლის 27 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე გ------- ბ-------ემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხვისას მიცემული ჩვენება და მიუთითა თავისი საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახზე და განმარტა, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს დაახლოებით 00:30 საათზე სახლში შესვლისას მისმა მეუღლემ მ---- კ--–-------იძემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა კერძოდ წყევლა, რა დროსაც იგი მას შეეპასუხა და უთხრა რას შენს მამასთან დავლიე და მოვედი სახლშიო, რაზედაც გაბრაზდა მ---- კ--–-------იძე და დაუწყო მას ხელებით და ფეხებით დარტყმა რა დროსაც გ------- ბ-------ემ იგრძნო ძლიერი ტკივილი მისი მეუღლის მ---- კ--–-------იძის ცემისაგან. ცემისაგან თავის დასაღწევად გამოვიდა საცხოვრებელ სახლის ეზოში რა დროსაც იმავე წამს მისაღები ოთახიდან მისმა მეუღლემ მ---- კ--–-------იძემ ესროლა შეშის ხის ნაჭერი რაც მოხვდა სახლის არეში, რის გამოც გაუსკდა წარბი და წამოუვიდა სისხლი წარბის არედან. გ------- ბ-------ემ მიუთითა ეზოზე სადაც სავარაუდოდ დავარდა შეშის ნაჭერი, აღნიშნულის შემდეგ გ------- ბ-------ემ მიუთითა ქუჩაზე და განაცხადა, რომ აღნიშნულ ქუჩაში დაიწყო ხმამაღლა მეზობლების საშველად მოხმობა მაგრამ არავინ გამოხედა აღნიშნულის შემდეგ წამოვიდა და გამოცხადდა ხ----ს რაიონულ სამმართველოში და ითხოვა დახმარება. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მოხდა ფოტოგადაღება რითაც საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა.
(ს.ფ. 98–106).
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება
3.1 სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ მ---- კ--–-------იძის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პ------–ი მუხლის პ------–ი ნაწილის შესაბამასიად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.
3.3. ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექისის 1261 მულხის პ------–ი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.5. მ---- კ--–-------იძეს ბრალი დაედო მასში, რომ „...ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე გ------- ბ-------ეზე, კერძოდ სახის არეში დაარტყა მუშტი, ასევე ესროლა ხის ნაჭერი, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა შუბლის არეში და მიიღო სხეულის დაზიანება ...“ .
3.6. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ძალადობრივი მოქმედება და ამ მოქმედებით გამოწვეული შედეგი - ტკივილი. ძალადობა შეიძლება განხორციელდეს დარტყმით, ან ისეთი ქმედებით რაც არ არის დაკავშირებული დარტყმასთან (თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა და ა.შ.), მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რომ მსხვერპლმა განიცადა ტკივილი.
3.7. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
3.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექისის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.
3.9. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.10. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
3.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
3.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ დაზარალებულს. 49-ე მუხლის პ------–ი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
3.13. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას დაზარალებულმა გ------- ბ-------ემ, ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - მ---- კ--–-------იძის მიმართ.
3.14. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს - ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად ასევე დაუშვებელია მათი პოზოციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
3.15. შესაბამიმისად სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებული ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
3.16. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
3.17. ამ კუთხით სასამართლო მოიშველიებს და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განაჩენზე (საქმე №141აპ.-16) სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ ... სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა შეიცავს მუხლებს, რომლით დაკვალიფიცირებისას განმსაზღვრელია დაზარალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი. მაგალითად, მუქარის დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) დასადგენად დაზარალებულმა მუქარის განხორციელება რეალურად უნდა აღიქვას, ცემის დანაშაულის შემთხვევაში (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლი), მან ტკივილი უნდა განიცადოს და ა.შ. ...“
3.18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფომაცია მასზე ფიზიკური ზემოქმედებით განიცადა თუ არა ტკივილი. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.
3.19. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გონივრულ საფუძველს. ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზეა მაშინ, თუ საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ მ. კ--–-------იძის მიერ გ. ბ-------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს.
3.20. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასვნა, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, ადასტურებს მხოლოდ დაზიანებების არსებობას, პირის მიმართ საქართველოს სისსხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გამამტყუვნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა, განიცადა თუ არა ტკივილი დაზარალებულმა და იყო თუ არა ეს ქმედება ბრალეული.
3.21. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.
3.22. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.23. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.24. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
3.25. ამდენად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ---- კ--–-------იძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, დ------------–----- ბრალეულობაში.
3.26. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული მ---- კ--–-------იძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პ------–ი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ---- კ--–-------იძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პ------–ი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
გაუქმდეს მ---- კ--–-------იძის მიმართ ხ----ს მაგისტრატი სასამართლოს მიერ 2018 წლის 30 ნოემბერს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა 1500 (ათას ხუთასი) ლარი, რომელიც შეტანილია საქართველოს ბანკში (ბანკის კოდი BAGAGE22) აღსრულების ეროვნულ ბიუროს N GE27BG0000000999999999 ანგარიშზე განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს მ---- კ--–-------იძეს (პ/ნ.5----------).
განემარტოს გამართლებულ მ---- კ--–-------იძეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
ხის ნაჭერი, რომელიც ინახება შს ხ----ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალ-–ი შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი