გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2019
საქმის ნომერი
330210018002369298
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/9118-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 თებერვალი, 2019 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

მოსარჩელე - იუ------------–-

წარმომადგენელი - მა---------------ე

მოპასუხე - ლ-----–---–------

წარმომადგენელი - მ--–--------–-----ი

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელე იუ------------–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან გამოთხოვილი იქნეს მოპასუხე ლ-----–---–------ს კუთვნილი მოძრავი ნივთები და უძრავი ქონება ნივთებიდან გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მოსარჩელეს, კერძოდ: 1. მაგიდა 3 სკამით - წითელი ფერის; 2. მაცივარი - ძველი, თეთრი ფერის; 3. ტელევიზორი - პანასონიკის; 4. სარეცხი მანქანა - ძველი, პატარა, თეთრი ფერის; 5. მაგნიტოფონი - ძველი, რასიის ფირმის; 6. ხალიჩა 2 ცალი - სხვადასხვა ზომის; 7. კომოდი - 2 კარით; 8. ყუთი 3 ცალი - სხვადასხვა ზომის; 9. ბავშვის საწოლი - დაშლილ მდგომარეობაში; 10. მაგიდა - დაშლილ მდგომარეობაში; 11. თერმოსი; 12. ბლენდერი; 13. სალიარის გამათბობელი - წითელი ფერის; 14. გაზის გამათბობელი - ძველი; 15. დენის გამათბობელი - ძველი; 16. სკამი 1 ცალი; 17. მტვერსასრუტი - რუსული წარმოების; 18. ჩაშენებული კარადა - ბანკებით დაახლოებით 100 ცალი, ლეიბი 2 ცალი, ჯამები/ქვაბები; 19. წყლის გამათბობელი - კემზანის ფირმის; 20. ხის პლინტუსი; 21. ტახტი - ლურჯი ფერის; 22. ჭურჭლის კარადა - 2 კარით, 5 უჯრით; 23. ჟურნალების მაგიდა; 24. სავარძელი 2 ცალი - ყავისფერი; 25. სავარძელი 1 ცალი - წითელი ფერის; 26. ჟურნალების მაგიდა - მინის; 27. სკამი 2 ცალი; 28. პიანინო - ბელორუსიის, ჭაღი - 12 ნათურიანი; 29. დენის გამათბობელი - ნიკაის ფირმის; 30. დასაკეცი მაგიდა; 31. გაზქურა; 32. სამზარეულოს კარადა - ლურჯი ფერის; 33. ბავშვის კალიასკა; 34. საწოლი - დაშლილ მდგომარეობაში; 35. ტელევიზორის მაგიდა; 36. ტანსაცმლის კარადა; 37. ხალიჩა 2 ცალი - სხვადასხვა ზომის; 38. კედლის სარკე; 39. ჭაღი - 3 ნათურიანი; 40. კომოდი; 41. წიგნების თარო 2 ცალი; 42. კარადა - თეთრი ფერის, 5 კარით და სარკით; 43. ტელეფონის სადგამი - ნათურით; 44. მუყაოს ყუთი 6 ცალი - შეფუთული.

(იხ. ს.ფ. 158-159).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, ვა-------------------------------------------–------------------------------–-------------- ფართი: 71.67 კვ.მ, საკადასტრო კოდი N---17.0--0---0---0--0-- - რეგისტრირებულია იუ------------–-ს საკუთრებად.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 15-16)

 

3.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით იუ------------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ-----–---–------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ვა---------------------------------------------–-----------------ში მდებარე ბინა N-- (ს/კ 0--17.0--0---0---0--0--) და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ი--------------–ს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად 2017 წლის 27 ივლისს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

 

(მტკიცებულება: დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცელი, ს.ფ. 17-21)

 

3.2.3. 2017 წლის 05 დეკემბერს შედგენილი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმის მიხედვით, 2017 წლის 05 დეკემბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ქ. თბილისის განყოფილების მიერ, აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა იუ------------–-ს კუთვნილი უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ. თბილისი, ვაზ----------------------------------–----------------------------ში (ს/კ N---17.0--0---0---0--0--) განთავსებული მოვალის მოძრავი ქონების აღწერა და კრედიტორისათვის ჩაბარება. კერძოდ, 1. მაგიდა 3 სკამით წითელი ფერის; 2. მაცივარი ძველი, თეთრი ფერის; 3. ტელევიზორი პანასონიკის; 4. სარეცხი მანქანა ძველი, პატარა, თეთრი ფერის; 5. მაგნიტოფონი ძველი, რასიის ფირმის; 6. ხალიჩა 2 ცალი სხვადასხვა ზომის; 7. კომოდი 2 კარით; 8. სხვადასხვა ზომის ყუთი 3 ცალი; 9. ბავშვის საწოლი დაშლილ მდგომარეობაში; 10. მაგიდა დაშლილ მდგომარეობაში; 11. თერმოსი; 12. ბლენდერი; 13. სალიარის გამათბობელი წითელი ფერის; 14. გაზის გამათბობელი ძველი; 15. დენის გამათბობელი ძველი; 16. სკამი 1 ცალი; 17. მტვერსასრუტი რუსული წარმოების; 18. ჩაშენებული კარადა ბანკებით დაახლოებით 100 ცალი, ლეიბი 2 ცალი, ჯამები/ქვაბები; 19. წყლის გამათბობელი კემზანის ფირმის; 20. ხის პლინტუსი; 21. ტახტი ლურჯი ფერის; 22. ჭურჭლის კარადა 2 კარით, 5 უჯრით; 23. ჟურნალების მაგიდა; 24. 2 ცალი სავარძელი ყავისფერი; 25. 1 ცალი სავარძელი წითელი ფერის; 26. ჟურნალების მაგიდა მინის; 27. სკამი 2 ცალი; 28. პიანინო ბელორუსიის, ჭაღი 12 ნათურით; 29. დენის გამათბობელი ნიკაის ფირმის; 30. დასაკეცი მაგიდა; 31. გაზქურა; 32. სამზარეულოს კარადა ლურჯი ფერის; 33. ბავშვის კალიასკა; 34. საწოლი დაშლილ მდგომარეობაში; 35. ტელევიზორის მაგიდა; 36. ტანსაცმლის კარადა; 37. ხალიჩა 2 ცალი სხვადასხვა ზომის; 38. კედლის სარკე; 39. ჭაღი 3 ნათურიანი; 40. კომოდი; 41. წიგნების თარო 2 ცალი; 42. კარადა თეთრი ფერის, 5 კარით და სარკით; 43. ტელეფონის სადგამი ნათურით; 44. 6 ცალი მუყაოს ყუთი შეფუთული.

 

(მტკიცებულება: სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმი, ს.ფ. 25-27)

 

3.2.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 მარტის წერილით მოსარჩელის წარმომადგენელს ეცნობა, რომ 2017 წლის 05 დეკემბერს განხორციელდა მოვალის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა (გამოსახლება). მიუხედავად იმისა, რომ მოვალისათვის ცნობილი იყო გამოსახლების თარიღი, აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს საცხოვრებელი სახლი დახვდათ დაკეტილ მდგომარეობაში, რის გამოც ორგანიზებულ იქნა გამგეობის თანამშრომლის დასწრება სააღსრულებო მოქმედების განხორციელებაში. მოხდა ქონებაში განთავსებული ნივთების აღწერა და შედგა შესაბამისი ოქმი. აღწერილი ნივთები ჩაბარდა კრედიტორს შესანახად ან მოვალისათვის გადაცემის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულის გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით სააღსრულებო წარმოება დასრულებულია.

(მტკიცებულება: წერილი, ს.ფ. 28-29)

 

სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში განთავსებულია მოპასუხის კუთვნილი მოძრავი ნივთები და არ ხდება ნივთებისგან ქონების გათავისუფლება, რის გამოც მოსარჩელეს არ ეძლევა შესაძლებლობა თავისუფლად ისაგებლოს თავისი საკუთრების უფლებით. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4 შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა კუთვნილი უძრავი ქონებიდან მოპასუხის კუთვნილი მოძრავი ნივთების გამოთხოვისა და უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს. დაუშვებელია პირს ფორმალურად ჰქონდეს საკუთრების უფლება და ფაქტობრივად ვერ სარგებლობდეს მისით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრული სარჩელი წარმოადგენს ვინდიკაციურ სარჩელს, რომლის საფუძველზეც მესაკუთრე უფლებამოსილია სხვისი უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს საკუთრება. ვინდიკაციური სარჩელის აღძვრა დასაშვებია იმ მოცემულობაში, როდესაც ილახება მესაკუთრის ნივთზე მფლობელობითი უფლება, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის სარგებლობაშია. მითითებული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მას არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მითითებულ პირობათაგან რომელიმეს არარსებობა (დაუდასტურებლობა) გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა კი გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მას ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა წარმოადგენს საკუთრების საწინააღმდეგოდ მესაკუთრის საკუთრების უფლებაში ჩარევას. იმავდროულად ხელშეშლა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ხელშემშლელს არ უნდა გააჩნდეს ამის უფლებამოსილება რაიმე საფუძვლით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე, მომთხოვნი მხარის მიერ უნდა დადასტურდეს მისი ინტერესი და მოწინააღმდეგე მხარის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც ხელყოფს და აზიანებს მესაკუთრის საკუთრების ნებისმიერი ფორმით რეალიზაციის უფლებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადასტურდება, საჯარო რეესტრის ჩანაწერი მიიჩნევა ნამდვილად. ამასთან დადგენილია, რომ უძრავ ნივთში მოპასუხეს განთავსებული აქვს თავისი მოძრავი ნივთები და არ ახდენს ქონების გამოთავისუფლებას. მოპასუხე ვერ მიუთითებს სადავო ქონებით სარგებლობის რაიმე დამადასტურებელ მტკიცებულებაზე. ამდენად, სახეზეა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლა, რის გათვალისწინებითაც მხარის მოთხოვნა უძრავი ქონებიდან მოპასუხის მოძრავი ნივთების გამოთხოვისა და უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ სამართლებრივად დასაბუთებულია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან იუ------------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. იუ------------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. მოსარჩელე იუ------------–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან გამოთხოვილი იქნეს მოპასუხე ლ-----–---–------ს კუთვნილი მოძრავი ნივთები და უძრავი ქონება ნივთებიდან გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მოსარჩელეს, კერძოდ: 1. მაგიდა 3 სკამით - წითელი ფერის; 2. მაცივარი - ძველი, თეთრი ფერის; 3. ტელევიზორი - პანასონიკის; 4. სარეცხი მანქანა - ძველი, პატარა, თეთრი ფერის; 5. მაგნიტოფონი - ძველი, რასიის ფირმის; 6. ხალიჩა 2 ცალი - სხვადასხვა ზომის; 7. კომოდი - 2 კარით; 8. ყუთი 3 ცალი - სხვადასხვა ზომის; 9. ბავშვის საწოლი - დაშლილ მდგომარეობაში; 10. მაგიდა - დაშლილ მდგომარეობაში; 11. თერმოსი; 12. ბლენდერი; 13. სალიარის გამათბობელი - წითელი ფერის; 14. გაზის გამათბობელი - ძველი; 15. დენის გამათბობელი - ძველი; 16. სკამი 1 ცალი; 17. მტვერსასრუტი - რუსული წარმოების; 18. ჩაშენებული კარადა - ბანკებით დაახლოებით 100 ცალი, ლეიბი 2 ცალი, ჯამები/ქვაბები; 19. წყლის გამათბობელი - კემზანის ფირმის; 20. ხის პლინტუსი; 21. ტახტი - ლურჯი ფერის; 22. ჭურჭლის კარადა - 2 კარით, 5 უჯრით; 23. ჟურნალების მაგიდა; 24. სავარძელი 2 ცალი - ყავისფერი; 25. სავარძელი 1 ცალი - წითელი ფერის; 26. ჟურნალების მაგიდა - მინის; 27. სკამი 2 ცალი; 28. პიანინო - ბელორუსიის, ჭაღი - 12 ნათურიანი; 29. დენის გამათბობელი - ნიკაის ფირმის; 30. დასაკეცი მაგიდა; 31. გაზქურა; 32. სამზარეულოს კარადა - ლურჯი ფერის; 33. ბავშვის კალიასკა; 34. საწოლი - დაშლილ მდგომარეობაში; 35. ტელევიზორის მაგიდა; 36. ტანსაცმლის კარადა; 37. ხალიჩა 2 ცალი - სხვადასხვა ზომის; 38. კედლის სარკე; 39. ჭაღი - 3 ნათურიანი; 40. კომოდი; 41. წიგნების თარო 2 ცალი; 42. კარადა - თეთრი ფერის, 5 კარით და სარკით; 43. ტელეფონის სადგამი - ნათურით; 44. მუყაოს ყუთი 6 ცალი - შეფუთული.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ლ-----–---–------ მოსარჩელე იუ------------–-ს სასარგებლოდ სახ. ბაჟი 120 (ას ოცი) ლარი.

 

3. დაეკისროს მოპასუხე ლ-----–---–------ მოსარჩელე იუ------------–-ს სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯი 160 (ას სამოცი) ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი