გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.03.2019
საქმის ნომერი
231210919002877209
კატეგორია
დავის ტიპი
დავალიანების გადახდის შესახებ
თარიღი
04.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

231210919002877209

საქმე N2/211-2018

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში

ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ

 

06 მარტი, 2019 წელი ქ. ხობი

ფოთის საქალაქო სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო ხობის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე: შოთა სირაძე

 

განმცხადებელი: სს „ჯ-----------–-”,წარმომადგენელი: დ---- გ----------

მოწინააღმდეგე მხარე: ი-----–- გ--–-------

 

მოთხოვნა: ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება,ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების საკითხი

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2019 წლის 04 მარტს ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ხობის მუნიციპალიტეტში გამარტივებული წარმოების წესით ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების მოთხოვნით განცხადებით მომართა სს ,,ჯ-----------–-ს“ წარმომადგენელმა დ---- გ-----------

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის 2017 წლის 08 ივლისს გაფორმდა ფინანსური ლიზინგის №16949-16991 ხელშეკრულება, ლიზინგის საგანს წარმოადგენდა ავტომობილი: მარკა, მოდელი - M------------------, გამოშვების წელი 1999, ფერი - ლურჯი 8/8, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი - P------- ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი - C--------, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------. ლიზინგის თანხას შეადგენს 3062 ლარი, ლიზინგის ვადა 18 თვე.

კლიენტს უნდა გადაეხადა ჯამში 4680.21 ლარი 08.12.2018 წლამდე, ყოველთვიურად 260.01 ლარის შემოტანით. ლიზინგის საგნის საკუთრებაში გადასაცემად მხარეს სრულად უნდა შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება 9.1 პუნქტის თანახმად.

ლიზინგის მიმღების მხრიდან ვალდებულება უნდა შესრულებულიყო პერიოდულად, თანაბარი გადახდებით, თუმცა მის მიერ ვალდებულება არ შესრულებულა 2018 წლის 08 ოქტომბრიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს მიღებულ იქნას ბრძანება ლიზინგის მიმღების ი-----–- გ--–------- მფლობელობიდან ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე.

ასევე ითხოვს, მოპასუხეს განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისროს სს ,,ჯ-----------–-ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

სს "ჯ-----------–-ს" განცხადებას თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, სს ,,ჯ-----------–-ს“ სახელზე გაფორმებული სატრანსპორტო საშუალების ტექ. პასპორტის ასლი, ლიზინგის გაცემის მიერ ლიზინგის მიმღებისათვის ლიზინგის საგნის მფლობელობაში გაცემის აქტი, შეტყობინება ვალდებულების შესრულების შესახებ, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, მინდობილობა, სახ. ბაჟის გადახდის ქვითარი.

 

სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა სს ''ჯ-----------–-ს'' განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სს ,,ჯ-----------–-ს“ განცხადება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიცავს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა სახის ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნაა წამოყენებული. განცხადებას ერთვის წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-5806-ე მუხლების საფუძველზე, განცხადება და წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ განმცხადებლის მოთხოვნას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.

''სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამცემს უფლება აქვს მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გამცემს უფლება აქვს ლიზინგის ხელშეკრულების მოშლისთანავე დაიბრუნოს ლიზინგის საგანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სახ. ბაჟის გადახდის ქვითრის მიხედვით, სს ,,ჯ-----------–-ს“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი. ი-----–- გ--–------- სს ,,ჯ-----------–-ს“ სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს სს ,,ჯ-----------–-ს“ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1. სს ,,ჯ-----------–-ს“ განცხადება, ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.

2. ლიზინგის საგნის გამცემს - სს ,--------------–-“ დაუბრუნდეს ლიზინგის მიმღების - ი-----–- გ--–------- სარგებლობაში არსებული ლიზინგის საგანი - ავტომობილი: მარკა, მოდელი - M------------------, გამოშვების წელი 1999, ფერი - ლურჯი 8/8, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი - P------- ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი - C--------, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------.

3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი ამ ბრძანების შესაბამისად.

4. ი-----–- გ--–------- სს ,,ჯ-----------–-ს“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სს ,,ჯ-----------–-ს“ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ხობის მუნიციპალიტეტში (მდებარე: ქ. ხობი, ც. დადიანისქ.№192) მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე