გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/2-------
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი
მოსარჩელე - სსიპ შე-------–---------------ი.
წარმომადგენელი - გი-------------–--–---–ი.
მოპასუხე - ზ-----------.
წარმომადგენელი - და-------------–ი.
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. ზ-----------ს დაეკისროს 350 672 (სამას ორმოცდაათი ათას ექვსას სამოცდათორმეტი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ენ--------------ის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება 20-- წლის 10 სე---------ს მდგომარეობით შეადგენდა 350 672 ლარს. შპს ,,ენ--------------“-ის დირექტორმა და 100% წილის მფლობელმა ზ-----------მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა შპს ,,ენ--------------“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით შპს ,,ენ--------------“-ის ქონებაზე 20-- წლის 1- ო----------ს №0-------- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 20-- წლის 18 ო----------ს. 20-- წლის 7 ნ--------ს შპს ,,ენ--------------“-ის მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება, რაც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 20-- წლის 8 ნ--------ს. ყადაღა დაედო შპს ,,ენ--------------“-ის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებას, რომლის აუქციონზე რეალიზების შედეგად ამონაგებმა თანხამ შეადგინა 157 ლარი.
შპს ,,ენ--------------“-ის საგადასახდო დავალიანება წარმოშობილია 20-- წლის 9 აგ-------ს დაზუსტებული 20-- წლის აგ-------ს, სე---------ს და ოქ---------ს თვის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო დეკლარაციის და 20-- წლის 13 ო----------ს დაზუსტებული 20-- წლის ივლისის, აგ-------ს თვის საანგარიშო პერიოდის და სე---------ს პირველადი დღგ-ს დეკლარაციების საფუძველზე, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელმა დაირიცხა ჯამში 352 054 ლარის ოდენობის თანხა, რომელიც არ არის გადახდილი. ამასთან კომპანიამ 20-- წლის ოქ---------ს თვიდან შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა. ვინაიდან კომპანიას დაუგროვდა ე.წ. ,,გაუნაშთავი საქონელი“, რომლის რეალიზაციას ახდენდა ხსენებულ პერიოდში, იღებდა შემოსავალს და არ იხდიდა ბიუჯეტის მიმართ კუთვნილ გადასახადებს, საგადასახადო ვალდებულებისაგან თავიდან არიდების მიზნით საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა ზ-----------მ მოახდინა ,,გაუნაშთავი საქონლის“ ერთიანი მიწოდება, კერძოდ, 20-- წლის 13 ო----------ს დააზუსტა წინა პერიოდის დღგ-ს დეკლარაციები, რითაც საწარმოს დამატებით დაერიცხა 1-2 819 ლარი. ზემოაღნიშნული ოპერაციის ფიქტიურ ხასიათზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ხსენებულ პერიოდში არ ფიქსირდება შესაბამისი თანხის გაწერა და არც სალაროში შესაბამისი თანხის შემოსვლა.
ზემოაღნიშნული ,,მიწოდების’’ შემდგომ ვინაიდან საწარმოს დოკუმენტალურად (და არა ფაქტიურად) გაუჩნდა სალაროში ფული, საწარმოს დირექტორმა სალაროში ფულის განაშთვის მიზნით მოახდინა წინა პერიოდის საშემოსავლო დეკლარაციების დაზუსტება და მიუთითა, რომ თითქოს ხელფასის სახით გასცა 474 500 ლარი, თუმცა არ წარადგინა საანგარიშო წლის მიხედვით გაცემული თანხების და გადასახადების დაკავების შესახებ ინფორმაცია, ვინაიდან თანხის მიმღები რეალური ფიზიკური პირები არ არსებობდნენ, ხოლო ზემოაღნიშნული ფორმის ჩაუბარებლობის გამო სანქცია მხოლოდ 100 ლარია.
გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების და საკონტროლო სალაროს აპარატის რეგისტრაციის თანახმად ზ----------- შპს ,,ენ-----------ა №-“-ის მეშვეობით ახორციელებს იმავე სახის სამეწარმეო საქმიანობას იგივე მისამართზე, სადაც შპს ,,ენ--------------“-ი ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. ხოლო რამდენიმე პირი, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას შპს ,,ენ--------------’’-ში, აგრძელებენ მუშაობას შპს ,,ენ-----------ა №-“-ში და შრომითი საქმიანობისთვის იღებენ ხელფასს. შე-------–---------------ის ელექტრონული გვერდით სარგებლობისას ასევე იყენებს ანალოგიურ IP მისამართს. ამით გამოკვეთილია კომპანიის ხელმძღვანელების სხვა კომპანიის საუკეთესო დაგეგმვა და საგადასახადო ვალდებული კომპანიის შეზღუდული პასუხისმგებლობის სტატუსის ბოროტად გამოყენება.
მოსარჩელე განმარტავს, რომ ვინაიდან შპს ,,ენ--------------’’-ს ერიცხება საგადასახადო დავალიანება 350 672 ლარის ოდენობით, საწარმოს არ შესწევს აღნიშნული ვალდებულების გადახდის უნარი და ანაზღაურება აუცილებელია სახელმწიფოს ინტერესის დასაკმაყოფილებლად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზ----------- არის საწარმოს ერთადერთი პარტნიორი, ასევე იგი წარმოადგენს საწარმოს დირექტორს, გამჭოლი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მან პასუხი უნდა აგოს კრედიტორის (შე-------–---------------ი) წინაშე კომპანიის ვალდებულებებზე. მან როგორც პარტნიორმა ბოროტად გამოიყენა კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმა და ამიტომ გამჭოლი პასუხისმგებლობის წესით უნდა აანაზღაუროს კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულება.
მოსარჩელე განმარტავს, რომ საზოგადოების ერთპიროვნული დირექტორი ზ-----------, კომპანიას მართავდა ფიდუციური ვალდებულების დარღვევით და მისი ქმედებები მიმართული იყო გადასახადებისაგან თავის არიდებისაკენ. კომპანიის ერთადერთი დამფუძნებელი/პარტნიორის ზა---------ის მიერ ბოროტად იქნა გამოყენებული შეზღუდული პასუხისმგებლობის სტატუსი და სახეზეა კომპანიის ქონების გამოყენება პარტნიორის პირადი მიზნებისათვის, კერძოდ, საწარმოს 100% წილის მფლობელს და დირექტორს ზ-----------ს საგადასახადო დავალიანების დაფარვის ნაცვლად საწარმოს სალაროდან დანიშნულების გარეშე, მხოლოდ 20-- წლის 31 მ------დან 20-- წლის 15 ო----------მდე პერიოდში, ჯამში გატანილი აქვს 459341 ლარის ოდენობის თანხა. აღნიშნულმა მოქმედებებმა კომპანია მიიყვანა გადახდისუუნარობამდე. მოცემული შედეგი არ დადგებოდა საწარმოს ერთადერთი პარტნიორის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისა და დროული გადახდების პირობებში. შპს ,,ენ--------------’’-ს და ზ-----------ს შორის გამიჯნული პასუხისმგებლობა არ არსებობს და კომპანია გამოყენებულია ,,ინსტრუმენტად’’, პარტნიორის ,,ალტერ ეგოდ’’, ,,ფიქციად’’.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ზა---------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას სსიპ შე-------–---------------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
მოპასუხე განმარტავს, რომ 20-- წლის 10 სე---------ს მდგომარეობით შპს ,,ენ--------------ის“ საგადასახადო დავალიანება შეადგენს 350 672 ლარს, რაც წარმოადგენს უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ ნებაყოფლობით დეკლარირებულ დავალიანებას. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე განხორციელდა წინა პერიოდებში შეცდომით წარდგენილი ანგარიშგების დაზუსტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 20-- წლის 9 აგ-------ს შპს ,,ენ--------------ის“ მიერ დაზუსტებული იქნა 20-- წლის ოქ---------ს თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, აღნიშნული დაზუსტება მიზნად ისახავდა საგადასახადო ორგანოში წინა პერიოდში წარდგენილ დეკლარაციებში აღმოჩენილი შეცდომების გასწორებას. ანუ დავალიანება წარმოშობილია კეთილსინდისიერი გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე და არ წარმოადგენს საგადასახადო კონტროლის შედეგად გამოვლენილ/წარმოშობილ დავალიანებას. ამასთან გადამხდელის მიერ იმ დეკლარაციების წარდგენამდე, რომლითაც წარმოეშვა დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, კომპანიას გააჩნდა სალდირებული ზედმეტობა, რომელიც დავალიანების ასახვისთანავე ჩამოიჭრა.
შპს ,,ენ--------------ი'' საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორცილებდა საგადასახდო ვალდებულებების შესრულებას, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ საზოგადოება სისტემატურად კეთილსინდისიერად ახდენდა ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებას და 20-- წელს განხორციელებული საგადასახადო შემოწმების შედეგად 2008-20-- წლების საანგარიშო პერიოდზე, როდესაც კომპანიას გააჩნდა სოლიდური შემოსავლები, დამატებით გადასახდელად დაერიცხა მხოლოდ 7 566 ლარი, რაც კანონით დადგენილ ვადებში საზოგადოების მიერ სრულად იქნა გადახდილი. 20---20-- წლებში შპს ,,ენ--------------ს'' ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი აქვს დაახლოებით 220 000 ლარი, მათ შორის 20-- წლის იანვრიდან ვალდებულების წარმოშობამდე გადახდილი აქვს დაახლოებით 37 000 ლარი.
მოპასუხე განმარტავს, რომ შპს "ენ-----------ა N-" გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 201- წლის 1- სექტემბერს და წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის დამოუკიდებელ სუბიექტს, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებდა დამოუკიდებლად და საქმიანობის განხორციელების პროცესში იყენებდა თავისუფალი შერჩევის შედეგად დაქირავებული პირების შრომას. ბუღალტერი (რომელიც არ არის შეზღუდული რამდენიმე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე თითოეულს გაუწიოს მომსახურება) ორივე საწარმოს დეკლარაციებსა და მონაცემებს ერთი და იმავე კომპიუტერის გამოყენებით ამუშავებს, რაც თავისთავად გულისხმობს IP-ის ერთიანობას. რაც შეეხება დაქირავებულ პირებს, ამ შემთხვევაშიც მათი მხრიდან სამუშაოები სრულდებოდა ორივე საწარმოსთვის (არ ეკრძალებათ რამდენიმე დამქირავებლისათვის მომსახურების გაწევა) დამოუკიდებლად და შესაბამისი ანაზღაურებაც გამიჯნული იყო გაცემის წყაროს მიხედვით, ხოლო საშემოსავლო გადასახადი გადახდილი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მოპასუხის წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის მითითებას, რომ ზა---------ის მიერ საწარმოს სალაროდან დანიშნულების გარეშე ხდებოდა თანხების გატანა და მიუთითა, რომ სალაროდან გატანილი თანხები იმავე პერიოდში დაბრუნებული იქნა კომპანიაში. თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (შპს ,,ენ--------------ის’’ 01.01.20-- – 01.11.20-- წლებში ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი სალაროს ამონაწერები და საბანკო ანგარიშების შესახებ დოკუმენტაცია) დასტურდება, რომ დირექტორის მიერ სალაროდან ნაღდი ფულის სახით გატანილი თანხა წარმოადგენს საქვეანგარიშოდ გატანილს, რომელიც ბრუნდება კომპანიის საბანკო ანგარიშზე. 20-- წლის 31 მ------დან 20-- წლის ნოემბრამდე პერიოდში ჩარიცხული თანხები ორჯერ აღემატება სალაროდან გატანილ თანხას.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით არსებული ფაქტობრივი გარემოებები ნათლად მიუთითებს, რომ საწარმოს მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები არ იყო განპირობებული არადეკლარირებული შემოსავლის გენერირებისაკენ, შესაბამისად ზა---------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენებას. იმ პირობებში როდესაც საგადასახო ორგანოს მხრიდან არ განხორციელებულა საგადასახადო კონტროლი, არ შემოწმებულა საწარმოს ბუღალტრული მონაცემები და შესაბამისი დოკუმენტაცია, საფუძველს მოკლებულია შე-------–---------------ის მითითება განხორციელებულ ოპერაციათა საგადასახადო ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებაზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ იძლევა დირექტორის მიერ განხორციელებული ქმედებების მართლსაწინააღმდეგოდ შეფასების საფუძველს და ყველა მათგანი კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას ისახავდა მიზნად. მოსარჩელის მითითება, მხოლოდ სუბიექტური შეფასების კატეგორიაა და არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. შპს ,,ე---------------’’ დირექტორის და პარტნიორის მიერ ადგილი არ ჰქონია არც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის და არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას, რაც გამჭოლი პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელ და სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს. ზ----------- მოქმედებდა დირექტორის მოვალეობიდან გამომდინარე და ერთის მხრივ ნებაყოფლობით კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში დაადეკლარირა ბიუჯეტის მიმართ გადასახადები, ამასთან როდესაც მიხვდა, რომ ორგანიზაცია იდგა გაკოტრების წინაშე, მიმართა სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ შპს ,,ენ--------------“-ი რეგისტრირებულია 2006 წლის 11 ნ--------ს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი და დირექტორი არის ზ-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 62-63);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 11 ოქ---------ს №4----- მიმართვა (ს.ფ. 250);
3.1.2. დადგენილია, რომ 20-- წლის 9 სე---------ს მდგომარეობით შპს ,,ენ--------------’’-ის საგადასახადო დავალიანება შეადგენს 350522,32 ლარს, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 29--00,1 ლარი, ჯარიმა 400 ლარი, საურავი 50922,22 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შედარების აქტი (ტომი I, ს.ფ. 231);
3.1.3. დადგენილია, რომ შპს ,,ენ--------------ის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება 350 672 ლარის ოდენობით წარმოშობილია 20-- წლის 9 აგ-------ს დაზუსტებული 20-- წლის აგ-------ს, სე---------ს და ოქ---------ს თვის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო დეკლარაციის და 20-- წლის 13 ო----------ს დაზუსტებული 20-- წლის ივლისის, აგ-------ს თვის საანგარიშო პერიოდის და სე---------ს პირველადი დღგ-ს დეკლარაციების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20-- წლის 13 ო----------ს დაზუსტებული 20-- წლის აგ-------ს თვის დეკლარაცია (ტ.1. ს.ფ. 34-41);
- 20-- წლის 13 ო----------ს დაზუსტებული 20-- წლის ივლისის თვის დეკლარაცია (ტ.1. ს.ფ. 42-51);
- 20-- წლის 13 ო----------ს წარდგენილი 20-- წლის სე---------ს პირველადი დღგ-ს დეკლარაცია (ტ.1. ს.ფ. 52-59);
- 20-- წლის 9 აგ-------ს დაზუსტებული 20-- წლის ოქ---------ს თვის დეკლარაცია (ტ.1. ს.ფ. 76-80);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. დადგენილია, რომ 20-- წლის 10 აგ-------ს შპს ,,ენ--------------’’-ს სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა დირექტორმა ზ-----------მ და კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 16 აგ-------ს განჩინებით შპს ,,ენ--------------ს ’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ენ--------------ის’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 16 აგ-------ს განჩინება (ტომი I, ს.ფ. 220-222);
3.1.5. დადგენილია, რომ შპს ,,ენ-----------ა №-“-ი რეგისტრირებულია 201- წლის 1- სექტემბერს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი არის ზ-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 60-61);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 11 ოქ---------ს №4----- მიმართვა (ს.ფ. 250);
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას, რომ ზ-----------ს საწარმოს სალაროდან დანიშნულების გარეშე აქვს გატანილი თანხები, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი. ხოლო ამავე კოდექსის 267-ე მუხლის შესაბამისად საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. თუ შემოწმება ექსპერტის დასკვნას დაეყრდნო, აქტში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი; ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლითაც იხელმძღვანელეს შემმოწმებლებმა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას; გ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის ზუსტი თარიღები (თუ მათი დადგენა შესაძლებელია), გადასახადისა და ჯარიმის გაანგარიშება, ჯამურად გადასახდელი ან მისაღები თანხა, იმ დოკუმენტების რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში – ასლები), რომლებითაც დასტურდება ამ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობა, ასევე საგადასახადო შემოწმების აქტის დანართების შინაარსი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების დარღვევა და გადასახადებისაგან თავის არიდება, მათ შორის სალაროდან თანხების არამიზნობრივად გატანა, შესაძლებელია დადგინდეს საგადასახადო შემოწმების ჩატარების გზით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე სალაროდან თანხის გატანა არ წარმოადგენს უპირობოდ საწარმოსათვის ზიანის მიყენების მცდელობას და ასეთი ოპერაცია შესაძლებელია საწარმოს მიზნებს ემსახურებოდეს. საქართველოს საგადასახდო კოდექსი საქვეანგარიშოდ გატანილ თანხებს არ განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევად ისეთ შემთხვევაშიც კი თუ საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა ჩამოწერილია ისე, რომ პირს წარმოდგენილი არ აქვს საქონელზე თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამასთან, საწარმოსთვის აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების ფაქტი არ დასტურდება. ასეთ შემთხვევებში ხდება სხვა რიგი გარემოებების გამოკვლევა და მხოლოდ შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება საგადასახადო სანქციის გამოყენების შესახებ (იხ. 201- წლის 3 სე---------სთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით დამტკიცებული მანუალი 0908). საგადასახადო სფეროში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების გამოყენების გონივრული ვადის გასვლის შემდეგ ჩამოუწერავი (მიზნობრივად გამოუყენებელი) ან/და სალაროში დაუბრუნებელი თანხები მიიჩნევა უპროცენტო სესხად იმ შემთხვევაშიც, როცა ანგარიშვალდებული პირის მიერ ყოველი თვის ბოლოს ხდება საქვეანგარიშოდ გატანილი თანხის სალაროში დაბრუნება და მომდევნო თვის დასაწყისში მისი ახლიდან გატანა (ბუნებრივია აღნიშული შემთხვევაც დამოკიდებულია სხვადსხვა ფაქტობრივ გარემოებებზე და თითოეულ შემთხვევაში საჭიროებს დამოუკიდებელ კვლევას). ზემოაღნიშნული გარემოებები სასამართლომ მოიხმო იმის საილუსტრაციოდ, რომ შესაბამისი საგადასახადო კონტროლის ფარგლებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გარეშე, საწარმოს სალაროდან თანხების გატანის მიჩნევა საწარმოსთვის ზიანის მიყენებად შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული იმ სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ზა---------ის მიერ შპს ,,ენ--------------ის’’ სალაროდან თანხების გატანა ხდებოდა დანიშნულების გარეშე.
მართალია საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ენ--------------ის’’ 20-- წლის 1 იანვრიდან 20-- წლის 1 ნოემბრის პერიოდში ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია (ტ.1. ს.ფ. 86-111), რომლის თანახმად ზა---------ის მიერ კომპანიის სალაროდან ჯამში გატანილია 459341 ლარი, მაგრამ საქმეში ასევე წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ 20-- წლის 18 თ-------–-დან 20-- წლის 7 აგ-------ს ჩათვლით ზა---------ის მიერ კომპანიაში შეტანილია ჯამში 570503 ლარის ოდენობით თანხა (ტ.1. ს. ფ. 104, 109, 150-155, 193, 194, 156-159, 196, 207, 208, 209, 210, 21-, 214, 215, 256, 257, 258, 259, 260, 261). აღნიშნული მტკიცებულებების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი კანონის დაგენილი წესით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ზა---------ის მიერ კომპანიის ანგარიშიდან თანხების გატანა მოხდა დანიშნულების გარეშე, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ ზა---------ის მიერ კომპანიიდან თანხის გატანა ხდებოდა კომპანიის ინტერესების საზიანოდ.
ზა---------ის მიერ შპს ,,ენ--------------ის’’ ინტერესების საზიანოდ მოქმედებას ასევე არ ადასტურებს ის გარემოება, რომ ზ----------- წარმოადგენს შპს ,,ენ-----------ა №-“-ის 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს, სადაც ხორციელდება იმავე სახის საქმიანობა, რომელსაც ეწეოდა შპს ,,ენ--------------“-ი, კერძოდ: საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ენ-----------ა №-“-ი რეგისტრირებულია 201- წლის 1- სექტემბერს. ამასთან მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შპს ,,ენ-----------ა №-“-ის დაფუძნებას არ გამოუწვევია შპს ,,ენ--------------ის’’ საქმიანობის შეწყვეტა. მოსარჩელის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომ ზა---------ის მიერ შპს ,,ენ-----------ა №-“-ის სასარგებლოდ მიღებული იქნა, რაიმე ისეთი სახის გადაწყვეტილება, რამაც ზიანი მოუტანა შპს ,,ენ--------------“-ს. მოსარჩელე მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლა და შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ შპს ,,ენ--------------“-ის შემოსავლებსა და მოგებაზე რაიმე სახის გავლენა იქონია ზა---------ის მიერ დაფუძნებულმა შპს ,,ენ-----------ა №-“-მა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მეწარმეთა სესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ას-1307-1-45-20-- საქმეზე განმარტა შემდეგი ,,პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის აღნიშნული წესი გამომდინარეობს იმ დოქტრინიდან, რომელსაც სამეწარმეო სამართლში „კორპორატიული საფარველის გაჭოლვის“ ან სხვაგვარად „გამჭოლი პასუხისმგებლობის“ დოქტრინა ეწოდება. „გამჭოლი პასუხისმგებლობის“ გამოყენების საჭიროება, როგორც წესი, წარმოიშობა იმ შემთხვევაში, როცა ვალდებულება წარმოეშვა კომპანიას, მაგრამ იგი არ არის გადახდისუნარიანი. კრედიტორი, გადახდისუნარიანი პირის ძიებაში, უჩივის კომპანიის პარტნიორს და მიუთითებს, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო, ის პირადად აგებს პასუხს კომპანიის სახელით წარმოშობილი ვალდებულებებისათვის. ასეთ შემთხვევაში, როდესაც კომპანია გადახდისუუნაროა და კრედიტორი ითხოვს გადახდას პარტნიორისაგან, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ვალდებულების შეუსრულებლობით წარმოშობილი დანაკარგი მესამე პირს თუ პატნიორს დააკისროს. ყოველ ასეთ შემთხვევაში შეზღუდული პასუხისმგებლობის პრინციპის უპირობო გამოყენება გამოიწვევდა შედეგს, რომელიც ყოველთვის კრედიტორს აზარალებს’’
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შპს ,,ენ--------------ის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება 350 672 ლარის ოდენობით წარმოშობილია 20-- წლის 9 აგ-------ს დაზუსტებული 20-- წლის აგ-------ს, სე---------ს და ოქ---------ს თვის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო დეკლარაციის და 20-- წლის 13 ო----------ს დაზუსტებული 20-- წლის ივლისის, აგ-------ს თვის საანგარიშო პერიოდის და სე---------ს პირველადი დღგ-ს დეკლარაციების საფუძველზე.
ასევე დადგენილია, რომ 20-- წლის 10 აგ-------ს შპს ,,ენ--------------’’-ს სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა დირექტორმა ზ-----------მ და კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 16 აგ-------ს განჩინებით შპს ,,ენ--------------ს ’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის საკითხი კრედიტორების წინაშე წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. რაც გულისხმობს პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადების სამართლებრივი ფორმის გამოყენებას სხვისი ინტერესების საზიანოდ, რა დროსაც კომპანია გამოყენებულია იმ მიზნით, რომ მოხდეს თავად პარტნიორის ეკონომიკური რისკებისა და დანაკარგის დაკისრება კომპანიისათვის, რომელიც გადახდისუუნაროა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ას-1307-1-45-20-- საქმეზე განმარტა შემდეგი ,,პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენება სახეზეა, როცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი საზოგადოებაში უშუალოდ ხელმძღვანელობს და ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს გადასახადებისაგან თავის არიდებას, ანუ როცა საზოგადოება პარტნიორის მიერ გამოიყენება არადეკლარირებული შემოსავლის მაგენერირებელი წყაროს დანიშნულებით. კომპანიის პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს’’.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ენ--------------“-ის 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი და დირექტორი არის ზ-----------, ანუ იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა კომპანიას, მაგრამ მხოლოდ აღნიშნული გარემოება არ არის საკმარისი, რომ მას დაეკისროს პასუხისმგებლობა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებისათვის. საქმეზე არ არის წარმოდგენილი არანაირი სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ზ-----------მ ბოროტად გამოიყენა შპს ,,ენ--------------“-ის პასუხისმგებლობის შეზღუდული სამართლებრივი ფორმა და მისი, როგორც საზოგადოების პარტნიორის მოქმედებები მიმართული იყო მიზნისკენ განზრახ აერიდებინა თავი საგადასახადო ვალდებულებებისათვის.
6.2. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ას-1307-1-45-20-- საქმეზე განმარტა შემდეგი ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). აღნიშნული მოვალეობა ხშირ შემთხვევაში განმტკიცებულია როგორც კანონით, ისე კომპანიის წესდებით’’.
სასამართლო განმარტავს, რომ დირექტორი სამეწარმეო საზოგადოების მართვის აუცილებელი ორგანოა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების საქმიანობის სწორად წარმართვაში და მის მიერ მიღებული ბიზნეს-გადაწყვეტილებები, უნდა იყოს საზოგადოების ინტერესებში. დირექტორს კომპანიის წინაშე აქვს ვალდებულება განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობები კეთილსინდისიერად, იმ რწმენით რომ მისი მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია კომპანიისათვის და იმგვარი ზრუნვით, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი გულისხმიერი ადამიანი. დირექტორის მიერ მიღებული სამეწარმეო გადაწყვეტილებები და შესაბამისად გარიგებები დაცულია სამართლებრივი თვალსაზრისით თუ დირექტორი არ არის დაინტერესებული სამეწარმეო გადაწყვეტილების საგნით და გარიგება შეესაბამება კომპანიის საუკეთესო ინტერესებს. ამასთან დირექტორი „დაინტერესებულ პირად“ ჩაითვლება სამეწარმეო გადაწყვეტილების საგნით, თუ აღნიშნული მასზე პირადად ახდენს გავლენას, მათ შორის, როგორც კომპანიასთან დასადები გარიგების მეორე მხარეზე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ას-1144-1076-2015 საქმეზე განმარტა შემდეგი ,,საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი არა მხოლოდ მატერიალურ-სამართლებრივი, არამედ, საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისითაცაა მნიშვნელოვანი და პასუხს იძლევა კითხვაზე - როგორ უნდა განაწილდეს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. საზოგადოების წინაშე დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხის განხილვისას საზოგადოების მიერ სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლების ვალდებულება ეკისრება დირექტორს, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ მას არ მიუძღვის საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის დადგომაში ბრალი და რომ ის მოქმედებდა გულმოდგინე ხელმძღვანელის კეთილსინდისიერებით. მტკიცების თვალსაზრისით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს ზიანის არსებობის ფაქტის დამტკიცება, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია გააქარწყლოს ეს გარემოება იმგვარად, რომ იგი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და თუნდაც მატერიალური დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეს მდგომაროება არ არის დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგი (იხ. სუსგ №ას-245-230-20--, 23 ო----------ი, 2015 წელი.)’’.
განსახილველ შემთხვევში მოსარჩელე ზა---------ის, როგორც დირექტორის მიერ ფიდუციური მოვალეობების დარღვევის დამადასტურებლად უთითებს იმ გარემოებებზე, რომ ზ-----------ს კომპანიიდან გაჰქონდა თანხა და მის მიერ მოხდა იმავე პროფილის მქონე სხვა საწარმოს - შპს ,,ენ-----------ა №-“-ის დაარსება. ამასთან საქმეში არ არის წარმოდგენილი კანონის დადგენილი წესით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ზა---------ის მიერ კომპანიის ანგარიშიდან თანხების გატანა ხდებოდა კომპანიის ინტერესების საზიანოდ.
ზა---------ის მიერ შპს ,,ენ--------------ის’’ ინტერესების საზიანოდ მოქმედებას ასევე არ ადასტურებს ის გარემოება, რომ ზ----------- წარმოადგენს შპს ,,ენ-----------ა №-“-ის 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს, სადაც ხორციელდება იმავე სახის საქმიანობა, რომელსაც ეწეოდა შპს ,,ენ--------------“-ი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შპს ,,ენ-----------ა №-“-ის დაფუძნებამ გამოიწვია შპს ,,ენ--------------ის’’ საქმიანობის შეწყვეტა. მოსარჩელის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომ ზა---------ის მიერ შპს ,,ენ-----------ა №-“-ის სასარგებლოდ მიღებული იქნა, რაიმე ისეთი სახის გადაწყვეტილება, რამაც ზიანი მოუტანა შპს ,,ენ--------------“-ს. მოსარჩელე მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლა და შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ შპს ,,ენ--------------“-ის შემოსავლებსა და მოგებაზე რაიმე სახის გავლენა იქონია ზა---------ის მიერ დაფუძნებულმა შპს ,,ენ-----------ა №-“-მა.
შესაბამისად ზა---------ის მიერ ახალი კომპანიის შპს ,,ენ-----------ა N-“ დაფუძნება ვერ მიიჩნევა საკმარის საფუძველად, რომ დირექტორის გადაწყვეტილება მიჩნეულ იქნეს პირადი დაინტერესებით, კომპანიის საზიანოდ მიღებულ გადაწყვეტილებად და საფუძვლად დაედოს დირექტორისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. სხვა მტკიცებულებები კი, რომელთა ერთობლობაში შეფასებით სასამართლო მივიდოდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე ზ-----------, როგორც საზოგადოების დირექტორი ამ საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებდა, წარმოდგენილი არ არის.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ დაეკისრება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 16 ოქ---------ს განჩინებით სსიპ შე-------–---------------ის შუამდგომლობა (იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ შე-------–---------------ი ითხოვს ყადაღა დაედოს მოპასუხე ზა---------ის კუთვნილ ავტომობილებს, საბანკო ანგარიშებს და წილებს კომპანიებში) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: ა) დავის საბოლოო დასრულებამდე ყადაღა დაედო ავტომანქანას HY----I S------, გამოშვების წელი 20--, სახ. ნომრით O-----; ბ) დავის საბოლოო დასრულებამდე ყადაღა დაედო ავტომანქანას OP-L V----- 1.7 D, გამოშვების წელი 19--; სახ. ნომრით A-----. გ) დავის საბოლოო დასრულებამდე ყადაღა დაედო შპს ,,ენ-----------ა №-’’-ის (საიდენტიფიკაციო კოდი 40------4) კაპიტალში ზა---------ის (პ/ნ 0---------9) 100%-იან წილს; დ) დავის საბოლოო დასრულებამდე ყადაღა დაედო შპს ენ--------------“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 20------2) კაპიტალში ზა---------ის (პ/ნ 0---------9) 100 % წილს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 25 ოქ---------ს განჩინებით სსიპ შე-------–---------------ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა - ა) ყადაღა დაედო უძრავი ქონებას მდებარე თბილისი, სარა---–---–-ს გამზირის მიმდებარედ, ხე-------ს ტერიტორიაზე, საკადასტრო კოდი 01.11.1-.0-0.1--, დაზუსტებული ფართობი 566 კვ. მეტრი, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზა---------ის სახელზე. ბ) ყადაღა დაედო უძრავი ქონებას ქ. თბილისი, მეტრო ი-------, ყოფილი ავტ-----–-------ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი 01.1-.1-.---.0-6, დაზუსტებული ფართობი 11 კვ. მეტრი, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზა---------ის სახელზე. გ) ყადაღა დაედო უძრავი ქონებას მდებარე ქ. თბილისი, მეტრო სადგურ ი-------, ყოფილი ავტ-----–-------ის მიმდებარედ, არასაცხოვრებელი ფართი, სართული 1, ფართით 48.60 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 01.1-.1-.---.03-.01.5--, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზა---------ის სახელზე. დ) ყადაღა დაედოს უძრავი ქონებას მდებარე ქ. თბილისი, მეტრო სადგურ ი-------, ყოფილ ავტ-----–-------ის მიმდებარედ, სართული 1, ფართი 48.60 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 01.1-.1-.---.03-.01.5--, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზა---------ის სახელზე. ე) ყადაღა დაედო უძრავი ქონებას მდებარე ქ. თბილისი, გამზირი ა-----–--------–-, №71, ფართი 25 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 01.13.06.005.0---------, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზა---------ის სახელზე. ვ) ყადაღა დაედო უძრავი ქონებას მდებარე ქ. თბილისი, ყ-----–-- ქუჩა №-0, საკადასტრო კოდი 01.1-.0--0---0--, დაზუსტებული ფართობი 345 კვ. მეტრი, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზა---------ის სახელზე. ზ) ყადაღა დაედო უძრავი ქონებას საკადასტრო კოდით 01.1-.1-.---.03-, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზა---------ის სახელზე. თ) ყადაღა დაედო უძრავი ქონებას საკადასტრო კოდით 01.1-.1-.---.035.01.51-, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზა---------ის სახელზე. ი) ყადაღა დაედო უძრავი ქონებას საკადასტრო კოდით 01.1-.1-.---.015.01.51-, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზა---------ის სახელზე. კ) ყადაღა დაედო უძრავი ქონებას საკადასტრო კოდით 01.1-.1-.---.015.01.51-, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზა---------ის სახელზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 16 ნოემბრის განჩინებით ზა---------ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: 1.1. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 25 ოქ---------ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო უძრავი ქონებას მდებარე თბილისი, სარა---–---–-ს გამზირის მიმდებარედ, ხე-------ს ტერიტორიაზე, საკადასტრო კოდი 01.11.1-.0-0.1--, დაზუსტებული ფართობი 566 კვ. მეტრი. 1.2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 25 ოქ---------ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო უძრავი ქონებას მდებარე ქ. თბილისი, გამზირი ა-----–--------–-, №71, ფართი 25 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 01.13.06.005.0---------. 1.3. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 25 ოქ---------ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო უძრავი ქონებას მდებარე ქ. თბილისი, ყ-----–-- ქუჩა №-0, საკადასტრო კოდი 01.1-.0--0---0--, დაზუსტებული ფართობი 345 კვ. მეტრი. 1.4. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 25 ოქ---------ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო უძრავი ქონებას საკადასტრო კოდით 01.1-.1-.---.03-.1.5. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 25 ოქ---------ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო უძრავი ქონებას საკადასტრო კოდით 01.1-.1-.---.035.01.51-. 1.6. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 25 ოქ---------ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო უძრავი ქონებას საკადასტრო კოდით 01.1-.1-.---.015.01.51-.
1.7. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 25 ოქ---------ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო უძრავი ქონებას საკადასტრო კოდით 01.1-.1-.---.015.01.51-.
ვინაიდან სსიპ შე-------–-----------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 16 ოქ---------ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რომლითაც: ა) დავის საბოლოო დასრულებამდე ყადაღა დაედო ავტომანქანას HY----I S------, გამოშვების წელი 20--, სახ. ნომრით O-----; ბ) დავის საბოლოო დასრულებამდე ყადაღა დაედო ავტომანქანას OP-L V----- 1.7 D, გამოშვების წელი 19--; სახ. ნომრით A-----. გ) დავის საბოლოო დასრულებამდე ყადაღა დაედო შპს ,,ენ-----------ა №-’’-ის (საიდენტიფიკაციო კოდი 40------4) კაპიტალში ზა---------ის (პ/ნ 0---------9) 100%-იან წილს; დ) დავის საბოლოო დასრულებამდე ყადაღა დაედო შპს ენ--------------“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 20------2) კაპიტალში ზა---------ის (პ/ნ 0---------9) 100 % წილს.
ასევე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 25 ოქ---------ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც: ა) ყადაღა დაედო უძრავი ქონებას ქ. თბილისი, მეტრო ი-------, ყოფილი ავტ-----–-------ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი 01.1-.1-.---.0-6, დაზუსტებული ფართობი 11 კვ. მეტრი, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზა---------ის სახელზე. ბ) ყადაღა დაედო უძრავი ქონებას მდებარე ქ. თბილისი, მეტრო სადგურ ი-------, ყოფილი ავტ-----–-------ის მიმდებარედ, არასაცხოვრებელი ფართი, სართული 1, ფართით 48.60 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 01.1-.1-.---.03-.01.5--, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზა---------ის სახელზე. გ) ყადაღა დაედო უძრავი ქონებას მდებარე ქ. თბილისი, მეტრო სადგურ ი-------, ყოფილ ავტ-----–-------ის მიმდებარედ, სართული 1, ფართი 48.60 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 01.1-.1-.---.03-.01.5--, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზა---------ის სახელზე.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სსიპ შე-------–-----------------ს სარჩელი მოპასუხე ზა---------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 16 ოქ---------ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რომლითაც: ა) დავის საბოლოო დასრულებამდე ყადაღა დაედო ავტომანქანას HY----I S------, გამოშვების წელი 20--, სახ. ნომრით O-----; ბ) დავის საბოლოო დასრულებამდე ყადაღა დაედო ავტომანქანას OP-L V----- 1.7 D, გამოშვების წელი 19--; სახ. ნომრით A-----. გ) დავის საბოლოო დასრულებამდე ყადაღა დაედო შპს ,,ენ-----------ა №-’’-ის (საიდენტიფიკაციო კოდი 40------4) კაპიტალში ზა---------ის (პ/ნ 0---------9) 100%-იან წილს; დ) დავის საბოლოო დასრულებამდე ყადაღა დაედო შპს ენ--------------“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 20------2) კაპიტალში ზა---------ის (პ/ნ 0---------9) 100 % წილს.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 25 ოქ---------ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც: ა) ყადაღა დაედო უძრავი ქონებას ქ. თბილისი, მეტრო ი-------, ყოფილი ავტ-----–-------ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი 01.1-.1-.---.0-6, დაზუსტებული ფართობი 11 კვ. მეტრი, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზა---------ის სახელზე. ბ) ყადაღა დაედო უძრავი ქონებას მდებარე ქ. თბილისი, მეტრო სადგურ ი-------, ყოფილი ავტ-----–-------ის მიმდებარედ, არასაცხოვრებელი ფართი, სართული 1, ფართით 48.60 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 01.1-.1-.---.03-.01.5--, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზა---------ის სახელზე. გ) ყადაღა დაედო უძრავი ქონებას მდებარე ქ. თბილისი, მეტრო სადგურ ი-------, ყოფილ ავტ-----–-------ის მიმდებარედ, სართული 1, ფართი 48.60 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 01.1-.1-.---.03-.01.5--, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზა---------ის სახელზე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გენადი მაკარიძე