განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002727545
საქმეN1-1014/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21.02.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ვლ-------------------ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: გი------ თხ--–--–---–ი
მამის სახელი: თე-----ი
დაბადებული: 1--0-.1--- წელს
პირადი №6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: სა–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბათუმი, მ. აბ-–------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ზ. გო-----–-----------------------
ადვოკატის - რო------–-ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111; 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტი;
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №170260918001
აღწერილობით სამოტივაციო ნაწილი
1.1.პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
გი------ თხ--–--–---–ისათვის ცნობილი გახდა რა ის გარემოება, რომ მისი მშვილებელი - თე----- თხ--–--–---–ი დაბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ამ უკანასკნელს გააჩნდა ფულადი სახსრები, გაუჩნდა ამ უკანასკნელის კუთვნილი ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, ანგარებით განზრახ მოკვლის სურვილი. თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2018 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, დანით შეიარაღებული გი------ თხ--–--–---–ი მივიდა ქ. ბათუმში, შ. ხი-–--–---–-ს ქ. N------------თან, თე----- თხ--–--–---–ის საცხოვრებელ ბინის შესასვლელ კართან. გი------ თხ--–--–---–მა დააკაკუნა კარზე და სთხოვა მშვილებელს შეეშვა ის ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში. კარის გაღებისთანავე, გი------ თხ--–--–---–მა თანნაქონი დანის გამოყენებით, ანგარებით, განზრახ მოკვლის მიზნით, თე----- თხ--–--–---–ს მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში შემავალი ჭრილობის სახით, რის შემდეგაც თანნაქონი დანის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თე----- თხ--–--–---–ს გამოსძალა თანხა 1000 ლარის ოდენობით. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, დაჭრილი თე----- თხ--–--–---–ი გადაურჩა სიკვდილს.
1.2. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, დანით შეიარაღებული გი------ თხ--–--–---–ი მივიდა ქ. ბათუმში, შ. ხი-–--–---–-ს ქ. N------------თან, მშვილებელის - თე----- თხ--–--–---–ის საცხოვრებელ ბინის შესასვლელ კართან. გი------ თხ--–--–---–მა დააკაკუნა კარზე და თხოვა მშვილებელს შეეშვა ის ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში. კარის გაღებისთანავე, გი------ თხ--–--–---–მა თანნაქონი დანის გამოყენებით, ანგარებით, სხეულის განზრახ მძიმე - მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში შემავალი ჭრილობის სახით - სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა თე----- თხ--–--–---–ს, რის შემდეგაც თანნაქონი დანის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თე----- თხ--–--–---–ს გამოსძალა თანხა 1000 ლარის ოდენობით. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, დაჭრილი თე----- თხ--–--–---–ი გადაურჩა სიკვდილს.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა გი------ თხ--–--–---–ის მიერ თე-----ი თხ--–--–---–ის მიმართ მკვლელობის მცდელობის ფაქტი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.2. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.
2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს გი------ თხ--–--–---–ის მიერ თე-----ი თხ--–--–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულის თე-----ი თხ--–--–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების ზუ-------------ას, ჟუ–---- ბე–----ის, ჯუ----------–----ის, ავ--------– თხ--–--–---–ის და გი------ ნაკაშიძის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, გი------ თხ--–--–---–ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, დაკავების ოქმი, ცნობა ნასამართლობის შესახებ; ექსპერტიზის დასკვნები;
სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით დადასტურებულია შემდეგ გარემოებები:
2.4. დაზარალებულმა თე-----ი თხ--–--–---–მა განაცხადა, რომ 10 წელია ცხოვრობს ამერიკაში, არის ამერიკის მოქალაქე, ბოლო სამი წელია არ ჩამოსულა საქართველოში; ქ. ბათუში, ხი-–--–---–-ს ქუჩაზე აქვს ბინა, ყავს მეუღლე და სამი შვილი; ბრალდებული გი------ თხ--–--–---–ი პირადად მისი შვილი არ არის, მაგრამ მისი ოჯახის წევრია, აქვს მისი გვარი, ის ცხოვრობდა ბაბუასთან ჯინჭარაძის ქუჩაზე და იქ იზრდებოდა; მასთან არ ცხოვრობდა, მაგრამ მასზე მუდმივად ზრუნავდა, ყოველთვის პატივს ცემდა და ასე მოექცა;
საქართველოში ჩამოვიდა სექტემბრის თვეში; შეხვდა გი------ თხ--–--–---–ი, მას ყავს მეუღლე, იყვნენ მასთან ოჯახში, ბინა იყო მოსაწესრიგებელი ქალბატონი დაეხმარა, 300 აშშ დოლარი აჩუქა მათ, თითოეულს 100 100 დოლარი; რამდენიმე დღის შემდეგ ბინის შემოსასვლელში იჯდა; კაკუნი მოესმა, კარები შეაღო და შეხედა გი------ს ძალიან ცუდი გამომეტყველება ჰქონდა სახეზე, კარები გააჩერა, მაგრამ მოაწვა კარებს და დანა ჩაარტყა; დავარდა ძირს იატაკზე და დაადგა თავზე დანით, ითხოვდა მიეცა , რაც ჰქონდა თუ არა მოკლავდა, ამ დროს კარი გაიღო და მოხუცი ქალი, მეზობელი შემოვიდა; გი------მ რომ დაინახა, გაბრაზდა, ამას აქ რაღა უნდაო; დააპირა წამოდგომა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცა; ამ ბრძოლაში როგორც იქნა წამოდგა; ემუქრებოდა რომ ფული მიეცა, თორემ მოკლავდა, წავიდა ძლივს ოთახისკენ; თავად არ გაყვა, დერეფანში გაჩერდა შეეშინდა, რომ ქალი არ გაქცეულიყო, თანხა მოუტანა დათვალა 1000 ლარი იყო და ამაზეც განაწყენდა, თუ რატომ მეტი არ ჰქონდა; გაიქცა კიბეებზე და მეორე სართულზე იქნებოდა ჩასული, მიაძახა, რომ საავადმყოფოში მაინცა წაეყვანა, მობრუნდა და ჩაიყვანა, ჩასვა მანქანაში; ამერიკიდან ყველა მესამე დღეს უგზავნიდა დოლარს და ასე გაიმეტა;
იმ დღეს, როცა ეს მოხდა იყო 2018 წლის 26 სექტემბერი; დამლაგებელი ქალი ყავდა მოყვანილი დაალაგა და ის ახალი წასული იყო, დაახლოებით ნახევარი საათი იქნებოდა გასული; მარტო იყო სახლში;
მისი ბინის კარი იღება შიგნითა მიმართულებით; სრულად არ გაუღია და ბოლომდე რომ გაეღო შეიძლება სხვა ადგილზე მოხვდებოდა დანა; დანა იყო შავი ფერის დიდი, დაახლოებით 15-20 სმ პურის საჭრელი დანა; ეჭირა როგორც ასხოვს მარცხენა ხელში, კარები რომ გააღო მარჯვენა ხელი კარებზე ჰქონდა მოყოლილი და მარცხენა ხელში ეჭირა დანა; სახე რომ არ მოეწონა, კარები არ გააღებინა ბოლომდე; შემდეგ ისიც უთხრა, რომ კარები რომ არ გაეღო კუთვნილ მანქანას დაუმტვრევდა; დანა ერთხელ დაარტყა ხელი კრა და გადავარდა; ზურგით დაეცა; ის პირდაპირ წამოვიდა დაადგა თავზე მოხრილი და ემუქრებოდა თანხა ჩქარაო, ბოლო გაფრთხილებააო, რამდენჯერმე უთხრა; შეშინდა, იფიქრა, რომ ნამდვილად ჩაარტყამდა, დანა ხელში ეკავა, წინ იქნევდა ზემოდან; დანა მან პირდაპირ დაატყა არც არაფერი უთქვამს; ჟუ–---- ასაკის ქალბატონია, მის გვერდით ცხოვრობს; გი------ს შემოსვლიდან დაადგა თავზე და ის ქალბატონიც შემოვიდა; ქალმა იყვირა ეს რომ დაინახა; გი------მ ქალისკენ გაიწია, ეძახდა, რომ გასულიყო ბინიდან; ერთი პერიოდი ქალბატონმა გასვლაც დააპირა, მაგრამ მისი შეშინებული თვალები რომ დაინახა, ალბათ შეეცოდა და არ გავიდა; გი------ს მხრიდან მუქარის დროს ეს ქალბატონი მასთან იყო და ესმოდა;
ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაახლოებით 10-15 წუთი, სხვა მეზობლები კარებში იდგნენ შიგნით ვერ შემოდიოდნენ; ადგილი, სადაც თანხას ინახავდა, გი------მ იცოდა კედელში აქვს სეიფი, სეიფამდე არ მიყვა, ვინაიდან ბინაში მყოფ ქალბატონს იცავდა, რომ არ წასულიყო; თანხა აიღო სეიფიდან , გამოსვლისას შემოხვდა თანხა დათვალა მეტი არ გაქვსო კითხა და წავიდა; თან უთხრა, რომ იცოდა და იმედი ჰქონდა, რომ არ დააბეზღებდა; მანქანაში კიდე ემუქრებოდა შვილებზე, რომ მათ მოკლავდა, თუკი განაცხადებდა, არ იცის ეს რატომ მოხდა; მიუხედავად იმისა, რომ ეხმარებოდნენ თავადაც და მისი შვილებიც, მაინც აგრესიული იყო და ასეთად დარჩა; ჟუ–----საც ემუქრებოდა, გარეთ გამოსულმაც იქ მყოფებს დაემუქრა, რომ არ გაებედათ და პოლიციის განყოფილებაში არ დაესმინათ, თორემ მათაც მიხედავდა; კიბეზე რომ დაეშვა მან მიაძახა, რომ არ დაეტოვებინა და წაეყვანა , მობრუნდა და წაიყვანა; დანა არ იცის სად წაიღო; მისივე მანქანით გი------ს შვილი იყო ეზოში და წაიყვანეს; მანქანაში გი------ წინ ჩაჯდა, თავად უკან;
ამერიკიდან აგზავნიდა მისი ცოლის დის სახელზე ამანათებს; რომ ჩამოვიდა თხოვა გი------ს, რომ დახმარებოდა გადატანაში ბინაში, მაგრამ ნახა, რომ ყველა ყუთი გახსნილი იყო ყუთებში ნივთები აღარ იყო; სანამდე დაჭრიდა რამდენიმე დღით ამასთან დაკავშირებითაც შელაპარაკება მოუვიდათ; უსაყვედურა, თუ სად წაიღო ეს ნივთები; ფიზიკურად დაჭრის დროს და არც შემდეგ არ შეხებია, უბრალოდ დანით ემუქრებოდა; ამის შემდეგ არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, ბოდიშიც არ მოუხდია; არც საავადმყოფოში მოუკითხავს, საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში პალატაში, რაც არის ჩანაწერები, ადასტურებს, რომ მისი საუბრებია;
თლის, რომ იმიტომ შემოვიდა, უნდოდა მისი მოკვლა; სხვაგვარად ვერც ფიქრობს; თუ მოწმე ეყოლებოდა მაშინ რა თქმა უნდა მისი ინტერესი ეს აღარ იყო, მას მოწმე არ ჭირდებოდა რაიმეში, რადგან ეს ქალი გამოჩნდა, ფიქრობს, რომ ამან გადაარჩინა; ასევე აღნიშნავს, რომ როცა დაარტყა, დავარდა და დაადგა თავზე სურათი ეკავა ხელში ინსტიქტურად სურათი დავარდა გატყდა და დაცვივდა ძირში; ამაზეც უფრო გაბრაზდა; ამ დროს გავიდა ის ქალიც შემოვიდა, ამანაც გადაარჩინა ის დედაშვილურად ეხვეწებოდა რომ თავი დაენებებინა; სახლის გასაღები ჯიბეში ჰქონდა შეშინდა რომ ქალი არ გასულიყო გარეთ იმ ქალს იცავდა და ვერ გაყვა სეიფისკენ;
კიდე დამატებით განმარტავს, რომ სურათი ეკავა ხელში ჩარჩოთი და დანა მოხვდა დავარდა ძირს და სურათიც დავარდა ჩარჩო გატყდა, დაიმსხვრა და ამაზე შეწუხდა ეს რა დამემართაო და ამანაც გადაარჩინა ამ დროის განმავლობაში შემოვიდა უკვე ეს ქალი;
ფიქრობს რომ გი------ ფიქრობდა მარტო იყო ჩამოსული, მოკლავდა და ბინასაც მანქანასაც მიისაკუთრებდა; (იხ ოქმი 05.12.2018წ 13:56:55სთ-14:26:12სთ);
2.5. მოწმის სახით დაკითხვისას ჟუ–---- ბე–-----მ განაცხადა, რომ საერთოდ სახლში იმყოფება; იმ დღეს 2018 წლის 24 სექტემბერს შვილიშვილი მოვიდა სკოლიდან და უმზადებდა სუფრას მოულოდნელად გავარდა ხმამაღალი საუბარი, ბავშვი შემოვარდა ოთახში და უთხრა, რომ მეზობლად მცხოვრებ თე-----ის აყაჩაღებდნენ ; სწრაფად გამოვიდა კარები მოხურული იყო მაგრამ არ იყო ჩაკეტილი, შეაღო კარები რადგან ხმა გამოდიოდა, ესმოდა სიტყვები „მომეცი ჩქარა“, როცა შევიდა იქ მყოფს გაუკვირდა რომ კარები ჩაუკეტავი ჰქონდა; თე-----ი ჩამჯდარი იყო სისხლი მოდიოდა და იჩერებდა ხელით; მისთვის უცნობი მამაკაცი თავზე ადგა წაქცეულ თე-----ის; ხელში ეჭირა დანა, თე-----ი ეუბნებოდა, რომ სახლში არაფერი არ ჰქონდა და რა უნდა მიეცა; თავად მიმართა ამ კაცს, რომ ახალგაზრდა კაცი იყო და რატომ ემუქრებოდა, ამ დროსაც მასაც დაემუქრა, კერძოდ, რომ მასაც „მოხვდებოდა“; იმ დროს მაინც არ მოეშვა, თუმცა კარები რომ ჩაკეტა, შეეშინდა; თე-----ი კოჭლობით წავიდა, რაც ჰქონდა ალბათ გამოუტანა; ეს მამაკაცი გზაში მიეგება, თე-----იმ რა ჩაუდო ჯიბეში არ იცის; ამის შემდეგ გამოვიდა ბინიდან კიბეებზე ჩადიოდა, რა დროსაც თე-----იმ მიაძახა, თუ რატომ ტოვებდა ასეთ დღეში მიეხედა მაინც და საავადმყოფოში წაეყვანა; კიბეებზე ჩასვლისას მოტრიალდა, მისის შვილიშვილიც კარებში იდგა და მათ დაემუქრა, რომ არ გაებედათ და პოლიცია არ გამოეძახებინათ, თორემ ნახავდათ რა დღე დაადგებოდა მათ; თე-----ის დაძახებაზე ეს მამაკაცი მობრუნდა ჩაიყვანა კიბეებზე და ჩაისვა მანქანაში, თავად უკვე არ იცის ვინ იყო და როგორ წაიყვანეს;
ამ ამბის შესახებ შვილიშვილმა უთხრა ეს, სადარბაზოში იმ სართულზე ორი ცხოვრობს ფაქტიურად; როცა გავიდა კარები ღია არ იყო, მოკეტილი იყო, მაგრამ არა ჩაკეტილი; რადგან ხმა გამოდიოდა, კარები შეაღო, ესმოდა, რომ მამაკაცი ეუბნებოდა მიეცა მისთვის , მაგრამ რა არ იცის; მას ეს პირი საერთოდ არ ყავდა ნანახი მისი შვილი თუ იყო, ისიც არ იცოდა; მამაკაცი იქმნებოდა 45-50 წლამდე; დანა იყო პურის საჭრელი, ალბათ 20 სმ; დანას ყავისფერი ტარი ჰქონდა; დანა ეჭირა მარჯვენა ხელში და კიდე ემუქრებოდა, რომ ჩქარა მიეცა თუ არა ჩაარტყამდა კიდე დანას და მოკლავდა; მისი იქ ყოფნის დროსაც არაერთხელ უთხრა; ხვდებოდა რომ თანხას ითხოვდა თე-----ი რამდენიმე დღის ჩამოსული იყო ამერიკიდან; შესვლისას დაინახა, რომ თე-----ი შესასვლელში იყო წაქცეული და ძირს იატაკზე სისხლი დაინახა; მამაკაცი ადგა წაქცეულს თავზე და ეძახდა, ჩქარა მიეცა თუ არა მოკლავდა; შემდეგ შუაშიც ჩაუდგა; ამ მამაკაცმა რომ შევიდა ბინაში, კარები ჩაკეტა; მიმართა, რომ არ გასულიყო და დალოდებოდა; მასაც მართალია დაემუქრა, მაგრამ ისე ესაუბრა, რომ შეატყო მასაც თავად მოერიდა უკვე; არ შეშინებულა ისე ელაპარაკებოდა, მის საქციელზე ესაუბრებოდა და მოუწოდებდა რომ შეეწყვიტა ასეთი მოქმედება; ესა ყველაფერი 8-10 წუთი გაგრძელდა; ადასტურებს, რომ შესული მამაკაცი უმეორებდა ერთი და იგივეს, რომ დროზე მიეცა თორემ მოკლავდა; როცა თე-----ი წავიდა ერთი წუთში დაახლოებით თვითონაც გაყვა შეეგება ; კარები რომ ჩაკეტა მისი მისვლის შემდეგ გასაღები თავად ჰქონდა ჯიბეში; ვერც გავიდოდა; კიბეებზე გასული მოტრიალდა და მათ დაემუქრა, რომ პოლიციის გამოძახების შემთხვევაში მათაც მიაყოლებდა; თე-----იმ მიაძახა, რომ ექიმთან მაინც წაეყვანა და მობრუნდა; (იხ ოქმი 24.12.2018წ 15: 14:39სთ-15:37:51სთ);
2.6. ავ--------– თხ--–--–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს მის მამა გი------ თხ--–--–---–ი ნამდვილად მივიდა მის მამასთან თე-----ი თხ--–--–---–თან, რომელიც რამდენიმე დღის ჩამოსული იყო ამერიკიდან და მათ სულ ეხმარებოდათ; გი------მ უთხრა, რომ არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს და მისულიყვნენ ბინაში; თე-----ის ავტომანქანა იყო, თუმცა თავად სარგებლობდნენ, მათ დაუტოვა; გი------ ავიდა ზევით, თავად დარჩა ეზოში მანქანაში, საჭესთანაც თავად იჯდა; გი------ იმ დღეს არ იყო ნასვამი; მანქანაში ელოდებოდა დაახლოებით 20-30 წუთი; გი------ს ხელში არაფერი არ ეჭირა; როცა ჩამოვიდა, ჩამოიყვანა ბაბუა დაჭრილი , ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში; თე-----ი მანქანაში უკან ჩასვეს გი------ წინ დაჯდა, მაქსიმალურად სწრაფად იარა და დაახლოებით სამ წუთში საავადმყოფოში მივიდნენ; გზაში გი------ იძახდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად წასულიყო, სხვა საუბარი მათ შორის არ ყოფილა; შემდეგ გაიგო რომ კონფლიქტი მომხდარა მათ შორის; მამასთან ამ საკითხზე არ უსაუბრია; მისი მამა პატიოსანი ადამიანია, ანგარების მიზნით თვლის რომ არ ჩაუდენია დანაშაული, ბრალდებული მისი მამაა , ხოლო დაჭრილი იყო მისი ბაბუა; გი------ს შემოსავლები თე-----ისგან ჰქონდა ფაქტიურად ის არჩენდა; (იხ ოქმი 24.01.2019წ15:12:09სთ-15:20:02სთ) ;
2.7. ბრალდებულმა გი------ თხ--–--–---–მა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მივიდა სახლში, ჩაის სვამდა ყავა აადუღა ცოლის სურათი ჰქონდა, თე-----იმ ამ სურათს ხელი კრა და სურათი გაუტეხა, ფეხი დაარტყა და დაუფშვნა სურათი, ამაზე მოხდა კამათი, უცემ იქვე დადებული ე.წ „ატვიორკა“ მოიქნია და მოხვდა; ამ დროს ქალიც შემოვიდა, საავადმყოფოში თავად წაიყვანა; ამ საცხოვრებელ ბინას თავად პატრონობდა, თე-----ის ეს ბინა ჰქონდა დატოვებული, ყოველთვის თანხას უგზავნიდნენ, ასე, რომ ჰქონოდა სურვილი, მას ჰქონდა მისი ქონება; ისედაც ის ეუფლებოდა ქონებას და ისედაც თავისად თვლიდა; ხმამაღლა ესაუბრებოდა, მასზედ, თუ რა იკადრა; მან ჟუ–----ს თავად გაუღო კარები, არც კიბეებიდან მობრუნებულა , ატვიორკა რომ მოიქნია დავარდა იქვე, რატომ იძლევიან სხვაგვარ ჩვენებებს, არ იცის; ატვიორკა იქვე იყო მას თან არ ჰქონია; წინა დღეებში ბანკში შეხვდნენ ერთმანეთს მისი დედისაგან ამერიკიდან იყო გზავნილები; ბანკში გაარკვიეს და მინდობილობა თავად თე-----იზე იყო ; უნდა მისულიყვნენ რამდენიმე დღეში, თუმცა ამ თანხაზე უთანხმოეა არ ჰქონიათ; ეს ისედაც იცოდა და ერთად იყვნენ; საავადმყოფოშიც არ წაიყვანა ჟუ–----, შეთავაზა, მაგრამ თავად თე-----იმ უთხრა, რომ არ იყო საჭირო, რომ უკვე მიყავდა გი------ს; იმ დღეს თანხა არ გადაუცია არანაირი; მას თანხას ისედაც უგზავნიდნენ და წასართმევი არაფერი არ ჰქონდა, მართალია არ საქმიანობდა და შემოსავალი არ ჰქონდა, მაგრამ უგზავნიდნენ; ასევე მანქანაც მის სარგებლობაში იყო; თე-----ის მიმართ უყურადღებობა არ გამოუჩენია; იმწუთიერად აღელდა, რადგან მისი გარდაცვლილი ცოლის სურათი გატეხა; მას მის გარდაცვლილ მეუღლესთან ჰქონდა უთანხმოება და ზოგადად მძიმე ხასიათის კაცი იყო; (იხ 24.01.2019წ 15:26:0-სთ -15:36:25სთ);
2.8 2018 წლის 26 სექტემბრის ფოტოსურათის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის ზუ-----–---–--ლის მიერ, ჟუ–---- ბე–----ის მონაწილეობით ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა. კომპიუტერის მონიტორზე გამოსახული ოთხი პიროვნებიდან ჟუ–---- ბე–----ის მიერ ამოცნობილი იქნა N- ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება. აღნიშნული პირი, მან ნახა 2018 წლის 26 სექტემბერს, როდესაც შევიდა მის მეზობლად მცხოვრებ თე-----ი თხ--–--–---–ის ბინაში, საიდანაც ისმოდა ჩხუბის ხმა და თე-----ი თხ--–--–---–ის ბინის ფოლში დაინახა აღნიშნული პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა დანა და ეუბნებოდა თე----- თხ--–--–---–ს, რომ ჩქარა მიეცა ფული, თორემ კიდევ დაარტყამდა დანას და იქნევდა თე----- თხ--–--–---–ის მიმართულებით. მის მიერ N- ფოტოსურათზე მოთავსებული პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: თვალწარბის, სახის და ცხვირის მოყვანილობით, თმებით და სახის საერთო იერით. (იხ ს/ფ 48 -50);
2.9. მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებლებმა უჩ----------------------–---–--ლმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და კანონიერება; (იხ სხდომის ოქმი 24.12.2018წ ,15:40:12-15:47:22სთ);
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, შემდეგი გარემოებები:
2.10. 2018 წლის 26 სექტემბრის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გ.მ.ს. განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის გუ--------------ის მიერ, ქ. ბათუმში შ. ხი-–--–---–-ს ქ. N-----------ში, დეტექტივ-გამომძიებელ რო-----------------------------------–--------–-ძის, გი------ ნ-–-------, ავ--------– თხ--–--–---–ის მონაწილეობით ჩატარდა საცხოვრებელი ბინის დათვალიერება.
დათვალიერება მიმდინარეობდა ავ--------– თხ--–--–---–ის თანდასწრებით პ.ნ. 6---------- რომელიც მისივე განმარტებით არის თე----- თხ--–--–---–ის მშვილებელი. მას გაეცნო შესაბამისი დადგენილება დათვალიერების წარმოების შესახებ, რის შემდეგაც დაიწყო დათვალიერების პროცესი. შემთხვევის ადგილი მდებარეობს მისამართზე ქ. ბათუმი, შ. ხი-–--–---–-ს ქ. N---. იგი წარმოადგენს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს. ბინა განთავსებულია პირველ სადარბაზოში და მდებარეობს მეოთხე სართულზე, სადაც ასვლა ხდება კიბის მეშვეობით, რომელიც მოპირკეთებულია მოწითალო მეტლახით, შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, როგორც კიბეზე ისე მეოთხე სართულის სადარბაზოში, რასაც ფოტოგადაღების დროს მიუთითეს პირობითი ნომერი და აღმოჩენილი მოწითალო ფერის ლაქა ამოღებული იქნა ბიოლოგიურ ჩხირზე, რაც მოთავსდა მუყაოს კონვერტში და კონვერტს მიენიჭა პირობითი ნომერი ერთი. უშუალოდ ბინაში შევდივართ ლითონის კარის მეშვეობით და ვხვდებით ბინის ფოიეში, სადაც იატაკზე შეინიშნება უწესრიგო და დაყრილი ნივთები, ფოიეში იატაკზე შეინიშნება ასევე მეტლახზე მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები სხვადასხვა ადგილას, რასაც ფოტოგადაღების დროს მიენიჭა პირობითი ნომერი ორი და აღმოჩენილი მოწითალო ფერის ლაქა ამოღებული იქნა ერთ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, რაც მოთავსდა მუყაოს კონვერტში და კონვერტს მიენიჭა პირობითი ნომერი ორი. იქვე ფოიეში იატაკზე, შუაში - ასევე აღმოჩენილი იქნა სამი ცალი თეთრი ფერის დოლბანდი, რომლებზედაც ასევე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, მათ მიენიჭათ ასევე პირობითი ნომერი ორი, დათვალიერების ფარგლებში დასურათდა და სამივე მათგანი ამოღებულ იქნა, რის შემდეგაც ისინი მოთავსდა სათითაოდ თეთრი ფერის ქაღალდში და ერთად მოთავსებული იქნა თეთრი ფერის მუყაოს კონვერტში, კონვერტს მიენიჭა პირობითი ნომერი ორი, ფოიეში განთავსებულია მაცივარი. კარადა, კედელზე კიდია სარკე, დევს პუფი და მაგიდა, ასევე სტატუეტკა. იატაკზე აგდია სურათის ჩარჩო და მის ირგვლივ დაყრილია მცირე ზომის შუშის ნატეხები. ფოიეს გავლით ხდება შესვლა საძინებელ ოთახში, სადაც განთავსებულია შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ ხის უჯრები - სარკით, ხოლო ამავე კარიდან ხელმარცხნივ საფა საწოლი, კედელზე შეკიდულია პლაზმური ტელევიზორი. იატაკზე საძინებელ ოთახში შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, უშუალოდ საწოლის გასწვრივ შეინიშნება მოწითალო ფერის გუბე , ხოლო ამავე გუბის გვერდით დაახლოებით ერთ მეტრში იატაკზე აგდია თეთრი ფერის ორი ცალი დოლბანდი, ორივე მათგანზე შეინიშნება სისხლის მაგვარი ლაქები. დათვალიერების ფარგლებში მოხდა დასურათება, ორ ცალ დოლბანდს მიენიჭა პირობითი ნომერი სამი. აღმოჩენილ მოწითალო ფერის გუბეს მიენიჭა პირობითი ნომერი ოთხი, ამავე გუბიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე ანაწმენდი, რაც მოთავსდა მუყაოს კონვერთში და მიენიჭა კონვერტს ნომერი ოთხი. საძინებელი ოთახიდან გასვლა ხდება აივანზე, სადაც რაიმე არეულობა-დაზიანება არ შეინიშნება. ასევე რაიმე დაზიანება არ შეინიშნება სამზარეულოში. სამზარეულოს უჯრებში, რაც განთავსებულია გაზქურის გვერდით, ძირიდან მესამე უჯრიდან- უჯრაში აღმოჩენილი იქნა ხუთი ცალი სამზარეულო დანა, კერძოდ დანა ყავისფერი ხის ტარით წარწერით „ T--------- “ - ხერხიანი. პირით, დანა შავი ფერის პლასტმასის ტარით, ხერხის პირი წარწერით- „ ST------------------- “ ; დანა შავი პლასტმასის ტარით პირზე წარწერით ,, M----- “, დანა მწვანე ტარით ხერხიანი პირით, დანა წითელი და თეთრი შეფერილობის ტარით, პირზე კარადის გამოსახულებით. ამავე სამზარეულოს ზედაპირიდან ამოღებული იქნა დანების კრებული ხუთ ცალად თავისივე სათავსით, მათ თითოეულს გააჩნია წარწერა ,, Bass S--------------. ყველა ზემოთ აღწერილი დანა მოთავსდა მუყაოს ყუთში, დანების კრებული ჯერ შეიფუთა გარედან ცალკე და ისე მოთავსდა მუყაოს ყუთში, რის შედეგადაც მუყაოს ყუთი მოთავსებული იქნა შსს სპეციალური კუთვნილების პაკეტში კოდური წარწერით FCI4----- და დაილუქა. (პაკეტი N1) ზემოთ აღწერილ დანებში რაიმე ლაქები სისხლისმაგვარი ვიზუალურად არ შეინიშნება შეუიარაღებელი თვალით. ფოიედან შევდივართ ასევე სამყოფ ოთახში, სადაც დგას ტყავის დივან-კრესლო სამეული. ოთახში შესასვლელში იატაკზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რომელსაც მიენიჭა პირობითი ნომერი ექვსი და ამოღებული იქნა ერთ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, რაც მოთავსდა მუყაოს კონვერტში და კონვერტს მიენიჭა ნომერი ექვსი. სამყოფ ოთახში განთავსებულია შესასვლელი კარიდან გასწვრივ კედელზე პლაზმური ტელევიზორი, დგას თაროების კედლის უჯრები, სადაც დალაგებულია სხვადასხვა დასახელების სასმელები. კედელზე კიდია სურათები. ოთახის ცენტრში დგას მაგიდა და მასზე ალაგია ვაზები. ოთახში დაზიანება-მტვრევის ნიშნები არ შეინიშნება. ამ ოთახიდან გავდივართ აივანზე, სადაც რაიმე დაზიანება არ აღინიშნება. ფოიედან ასევე შევდივართ სააბაზანო ოთახში, სადაც რაიმე აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ყველა ობიექტის ანაწმენდი სპეციალურ ბიოლოგიურ ჩხირზე, ასევე დოლბანდები, რაც აღნიშნულია ოქმში. ერთად მოთავსდა შსს სპეციალურ პოლიეთილენის პარკში, კოდური წარწერა პარკზე FCI4------და დაილუქა. საცხოვრებელი ბინის სადარბაზოდან შემოსასვლელ ცენტრალური კარის თავზე ასევე ბინის ფოიეში ჭერზე აყენია ვიდეოსამეთვალყურეო კამერები. დათვალიერების შემდეგ საცხოვრებელი ბინა დაიკეტა გასაღებით, ხოლო თავად გასაღებები ოთხ ცალად- ასხმა მოთავსდა მსს სპეციალურ პაკეტში, კოდური წარწერა პაკეტზე FCI 5-----. საცხოვრებელი ბინის დათვალიერების დასრულების შემდეგ გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები. (იხ. ს/ფ 7-30);
2.11 2018 წლის 26 სექტემბრის ფოტოსურათის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის უჩ-------ის მიერ, ზუ-------------ას მონაწილეობით ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა. კომპიუტერის მონიტორზე გამოსახული ოთხი პიროვნებიდან ზუ-------------ას მიერ ამოცნობილი იქნა N- ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება. აღნიშნული პირი, მან ნახა 2018 წლის 26 სექტემბერს, როდესაც მისი მეზობლად მცხოვრები თე-----ი თხ--–--–---–ი შეაგდო ბინაში, საიდანაც ისმოდა მუქარის ხმა, კერძოდ ემუქრებოდა დაჩეხვით თუ არ მისცემდა ფულს, რომელიც შემდეგ გამოვიდა ბინიდან, რა დროსაც ხელში ეჭირა დანა. ის N- ფოტოსურათზე გამოსახული პირის ამოცნობაში 100 პროცენტით არის დარწმუნებული. მის მიერ N- ფოტოსურათზე მოთავსებული პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: თვალწარბის, სახის და ცხვირის მოყვანილობით, თმის ფერით და სახის საერთო მოყვანილობით. (იხ ს/ფ 42 -44);
2.12. საქმეში არსებული 2018 წლის 26 სექტემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ, 2018 წლის 26 სექტემბერს, ქ. ბათუმში, აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის N--- სამუშაო ოთახში, გი------ თხ--–--–---–ისაგან ამოღებული იქნა ერთი ცალი შავი ფერის გრძელკლავებიანი მაისური, რომელსაც საყელოს უკანა ნაწილში შიგნითა მხარეს გააჩნია საქარხნო ეტიკეტი წარწერით ,,O-------’. მაისურს წინა მხარეს და მარცხენა მკლავის არეში აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. დათვალიერებული და ამოღების მაისური მოთავსებული იქნა თეთრი ფერის მუყაოს პარკეტში, რომელსაც გაუკეთდა შესაბამისი ჩანაწერები, დაილუქა ლუქით, გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები. (იხ. ს/ფ 55-58).
2.13. საქმეში არსებული 2018 წლის 26 სექტემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ, ქ. ბათუმში, ტ. აბ-----–---ს ქN--ში მდებარე შპს რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებიდან, მოწმე ჯუ----------–----ისგან ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის, მშვიდ ვითარებაში ამოღებული იქნა თეთრი ფერის ბოტასი ერთი წყვილი, რომელიც დასვრილია მოწითალო ფერის ლაქებით, ბოტასს გააჩნია წარწერა ,, A---------’’. შავი ფერის სპორტული შარვალი და სპორტული ზედა თეთრი ზოლებით, რომელსაც აქვს მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რუხი ფერის ტრუსი, სამარკო წარწერით ,,R-----’’, რომელსაც გააჩნია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ერთი წყვილი შავი ფერი წინდა, გასაღებების შესანახი ელვაშესაკრავით, მოწითალო ფერის წარწერით CA-----------------’’, რომელსაც გააჩნია გამოსაბმელი მრგვალი მოყვითალო ფერის რგოლი. გასაღებები ოთხი ცალი. ერთი ცალი ყელსაბამი ვერცხლისფერი, მაჯის საათიმოვერცხილსფრო მოყვითალო ფერებში ,,EM-------------ის ფირმის წარწერით. ამოღებული ნივთები ექსპერტების მიერ იქნა დასურათებული, მოთავსებული იქნა სპეციალურ პარკეტებში, რომელსაც გაუკეთდა შესაბამისი ჩანაწერები, დაილუქა ლუქით, გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები. (იხ. ს/ფ 67-77).
2.14 2018 წლის 26 სექტემბრის შემაკავებელი ორდერის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის უჩ-------ის მიერ, გი------ თხ--–--–---–ს აეკრძალა თე----- თხ--–--–---–თან მიახლოება; (იხ. ს/ფ 132-136);.
2.15. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით 04.10.2018 წ დადგენილია, რომ თე----- თხ--–--–---–ის განცხადების საფუძველზე გახსნილი და დათვალიერებული იქნა შპს ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოდან ამოღებული, მოწმე თე----- თხ--–--–---–ის კუთვნილი სპორტული ფეხსაცმელები.
2018 წლის 04 ოქტომბერს 17:18 საათიდან 17:35 საათამდე პერიოდში;
საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის უჩ-------ის მიერ, გახსნილი იქნა ერთი პაკეტი NFCI------, რომლის მთლიანობა დარღვეული არ არის. სპეც, პაკეტზე დატანილია ინფორმაციული წარწერა და მონაწილე პირთა ხელმოწერები. სპეც.პაკეტში მოთავსებული ფეხსაცმელი არის სპორტული სტილი, თეთრი ფერის, ,,რიბოკის’’ ფირმის ემბლემით. ფეხსაცმელებზე შეინიშნება მოყავისფრო ფერის ლაქები. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების დროს აღნიშნული ფეხსაცმელებიდან, კერძოდ მარჯვენა ქვედა კიდურისთვის განკუთვნილი სპორტული ფეხსაცმლიდან, განმცხადებელზე დაბრუნების მიზნით ამოღებული იქნა თე----- თხ--–--–---–ის მიერ მოთხოვნილი ნივთი, ე.წ საფენი პროტეზი.
დათვალიერების შემდეგ თე----- თხ--–--–---–ის თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელები, თავდაპირველ სპეც. პაკეტებთან ერთად დაილუქა პოლიეთილენის სპეც პაკეტში. (იხ ს.ფ.140)
2.16. 2018 წლის 07 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავებისა ოქმით დადგენილია, რომ გი------ თხ--–--–---–ის დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო: 2018 წლის 07 ოქტომბერს, 15:05 საათზე და დასრულდა 15:34 საათზე. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო - 2018 წლის 07 ოქტომბერს, 15:02 საათი. დაკავება განხორციელდა ქ. ბათუმში, ფალიაშვილის ქ.N7, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ბრალდებულის დაკავების ოქმი შეადგინა საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ზუ-----–---–--ლმა.
2.17.სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #0--------, 02.11.2018 დასკვნით დადგენილია, რომ სამედიცინო საბუთის მონაცემების თანახმად 26.09.2018წ,) თე----- თხ--–--–---–ი მიღებულ ტრავმებთან დაკავშირებით მიყვანილი იქნა შპს ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში და აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ღვიძლის დაზიანებით, ჰემოპერიტონიუმი. არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ჭრილობის სიღრმე და მიმართულება არ არის მითითებული წარმოდგენილ სამედიცინო საბუთში; (იხ. ს.ფ. 211-214)
2.18. 2018 წლის 19 ოქტომბრის სისხლის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად - ქ. საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის უჩ-------ის მიერ, შპს ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, მედდა მაგული აგირბას მონაწილეობით, ქიმიური კვლევის ჩატარების მიზნით აღებული იქნა თე----- თხ--–--–---–ის სისხლის ნიმუში, რომელიც მოთავსებული იქნა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში, დაილუქა და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები. (იხ ს.ფ.224-227);
2.19. 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინების 1-------- საფუძველზე, ქ. ბათუმში, ტბელ აბ-----–---ს ქუჩა N--ში მდებარე შპს რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილების N-- პალატაში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედება კერძოდ _ თე----- თხ--–--–---–თან მოსანახულებლად მისული პირების შეხვედრის დროს განხორციელებული საუბრების ვიდეო-აუდიო ჩაწერა;
2.20. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის უჩ-------ის მიერ, გახსნილი და დათვალიერებული იქნა ქ. ბათუმში, ტბელ აბ-----–---ს ქუჩა N--ში მდებარე შპს რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილების N-- პალატაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი აუდიო ჩანაწერის კ/დისკები. დათვალიერება დაიწყო 2018 წლის 29 ოქტომბერს, 09:15 საათზე და დასრულდა 2018 წლის 31 ოქტომბერს, 13:45 საათზე. (იხ. ს/ფ 242-245);
2.21. ქ. ბათუმში, ტბელ აბ-----–---ს ქუჩა N--ში მდებარე შპს რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილების N-- პალატაში თე----- თხ--–--–---–თან მოსანახულებლად მისული პირების შეხვედრის დროს განხორციელებული საუბრების ფარული აუდიო ჩაწერის კრებსები; (იხ. ს/ფ 248-278);
2.22. 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინების 1-------- საფუძველზე, განხორციელებული იქნა - ფარული საგამოძიებო მოქმედება კერძოდ _ გი------ თხ--–--–---–ის, ავ--------– თხ--–--–---–ის და თე----- თხ--–--–---–ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრებზე სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; (იხ. ს/ფ 298-301);
2.23. 2018 წლის 16 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის უჩ-------ის მიერ, 2018 წლის 14:20 საათიდან 14:40 საათამდე, გახსნილი და დათვალიერებული იქნა სსიპ 112-დან გამოთხოვილი ინფორმაცია, კერძოდ ზუ-------------ას მიერ გაკეთებული შეტყობინების ამსახველი კ/დისკი; (იხ. ს/ფ 304-305);
2.24. სასამართლო ზემოთმითითებული მტკიცებულებების ანალიზით და შესწავლით ყურადღებას შეაჩერებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი რელევანტური მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გი------ თხ--–--–---–მა თე-----ი თხ--–--–---–ს მიაყენა სხეულის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება;
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თე-----ი თხ--–--–---–ს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ღვიძლის დაზიანებით, ჰემოპერიტონიუმი. არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
დაზარალებული თე-----ი თხ--–--–---–ი და თვითმხილველი მოწმე ჟუ–---- ბე–----- ერთმნიშვნელოვნად განმარტავენ, რომ გი------ თხ--–--–---–ს ხელში ეჭირა დანა და დაზიანება დანითაა მიყენებული, ბრალდებული კი განმარტავს, რომ დაზიანება მიაყენა იქვე არსებული ე.წ. „ატვიორკით“ და დანა მას ხელთ არ ჰქონია; სასამართლო ამ ნაწილში სადავო მტკიცებულებების შეფასებით და ანალიზით თვლის, რომ გი------ თხ--–--–---–ს ხელში დანა ეჭირა (მოწმეები მის ზომას, ფერს და სახეობასაც მიუთითებენ) და სწორედ დანითაა მიყენებული მისი მხრიდან თე-----ი თხ--–--–---–ზე დაზიანება; დაზარალებულის და თვითმხილველი მოწმის ჩვენებებში სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს; ისინი განვითარებულ მოვლენებს დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერენ ;
ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ამოცნობის ოქმით დადგენილ გარემოებას, რაც ასევე სადავოდ გახადა დაცვის მხარემ; ამოცნობის ოქმი შედგენილია კანონს მოთხოვნათა დაცვით; მოწმის ჟუ–---- ბე–----ის მიერ ამოცნობილია გი------ თხ--–--–---–ი, რომელსაც ის მანამდე არც იცნობდა და პირველად შემთხვევის დღეს ნახა; იმ დღეს, რომ თე-----ი თხ--–--–---–ის ბინაში იმყოფებოდა და დაზიანება მიაყენა , ამას თავად ბრალდებულიც არ უარყოფს;
2.25. მოცემულ შემთხვევაში სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით მნიშვნელოვანია ფაქტების შეფასება განხორციელდეს სამართლებრივად სწორად;
დაზარალებულის ჩვენების თანახმად, გი------ თხ--–--–---–მა კარების გაღებისთანავე დანა მოუქნია და დაარტყა მუცლის არეში, რის შედეგადაც წაიქცა ძირს; დაზარალებულისვე ჩვენებით გი------ მას თავზე ადგა დანით ემუქრებოდა და თხოვდა თანხის გადაცემას; ამ ხმაურზე შემოვიდა მეზობლის ქალი და დაზარალებულის მოსაზრებით მან გადაარჩინა სხვა შემთხვევაში შესაძლებელია მოეკლა; მოწმე ჟუ–---- ბე–----- განმარტავს, რომ თე-----ი თხ--–--–---–ს თავზე ადგა მისთვის უცხო პირი და თხოვდა გადაეცა მისთვის, ფიქრობდა რომ თანხას ითხოვდა; სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ამ დროს გი------ თხილაიშილის მოქმედებას ჟუ–---- ბე–----ის შესვლამდე და შესვლის შემდეგ; როგორც თვითმხილველი მოწმე მიუთითებს, გი------ თხ--–--–---–ი თე-----ი თხ--–--–---–ს ადგა თავზე და დანით ემუქრებოდა; უკვე მეზობლის შესვლამდე გი------ თხ--–--–---–ს შეეძლო მოკვლის განზრახვის შემთხვევაში ეს განეხორციელებია; ის ემუქრებოდა მანამდეც და ემუქრებოდა შემდეგაც;
2.26. სასამართლო იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, უნდა შეფასდეს: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
ü მოცემულ შემთხვევაში მოწმის და დაზარალებულის ჩვენებები არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; თავად ბრალდებულის ჩვენება გამოყენებულ საგანთან მიმართებით ნაკლებად სარწმუნო და დამაჯერებელია; იმ შემთხვევაში, როცა დაზარალებული და მოწმე განმარტავს, რომ ბრალდებულს ხელში ეჭირა დაახლოებით 20 სმ სიგრძის პურის საჭრელი დანა ყავისფერი ტარით; ბრალდებულის ჩვენება კი იმ სახით რომ მან იქვე დადებული „ატვიორკით“ მიაყენა ზიანი, - სასამართლოს შეფასებით ემსახურება ერთადერთი მიზანს, რომ ბრალდებულმა თავიდანვე არსებული განზრახვა გამორიცხოს, რადგან ის სხდომაზე აცხადებს, რომ ისინი ჩვეულებრივად საუბრობდნენ, თე-----ი თხ--–--–---–მა ის მომენტალურად გააბრაზა მისი აწ გარდაცვლილი ცოლის სურათის დამსხვრევით და მის ხელთ არსებული დანა ამ დროს რა მიზნით უნდა ჰქონოდა, ახსნა შეუძლებელი იყო, ის ბრალდებულის ხელში ვერც თე-----ი თხ--–--–---–ის საცხოვრებელი ბინის სამზარეულოდან მოხვდებოდა, რადგან უტყუარად დადასტურებულია, რომ დაზარალებულის სხეულის დაზიანება მისი მხრიდან კარების გაღებისთანავე ხდება; გამოკვლეულ მტკიცებულებებს დაჭრის ფაქტის დასადასტურებლად სანდოობას და დამაჯერებლობას ვერ უკარგავს ბრალდებულის ჩვენება და პოზიცია;
ü ქმედების გაგრძელება: ოთახში თე-----ი თხ--–--–---–ის თავზე მდგომი ბრალდებულის მუქარა გრძელდებოდა მოთხოვნით, რომ მისთვის გადაეცა თანხა, რაც მიიღო კიდეც; ამის შემდეგ ოთახიდან გამოსული თე-----ი თხ--–--–---–ის მოწოდებაზე ბრუნდება უკან და გადაყავს საავადმყოფოში; ავტომანქანაში არის მათთან ერთად გი------ თხ--–--–---–ის შვილი, რომელიც საქმის განხილვისას აჩვენებს, რომ მამამისი გი------ ეძახდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მისულიყო საავადმყოფოში;
2.27.სასამართლო სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ იმ საკითხზე, ჩნდება თუ არა პრობლემა, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულება არ დასტურდება საქმის სხვა მასალებით, უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება სავსებით დამაჯერებელია და არ არსებობს საფრთხე, რომ იგი არასანდოა, გამამყარებელი მტკიცებულებების საჭიროება, შესაბამისად ნაკლებია. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bykov v. Russia, №4378/02; 10/0-/2009; § 90) და განმარტავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, სწორედ ასეთ წონად მტკიცებულებად მიაჩნია მოწმე ჟუ–---- ბე–----ის ჩვენება, რომელთანაც აბსოლუტურ თანხვედრაშია დაზარალებულის ჩვენება;
ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს თე-----ი თხ--–--–---–ს გი------ თხ--–--–---–მა მიაყენა მჭრელი საგნის გამოყენებით ჭრილობა
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით თე-----ი თხ--–--–---–ი მიღებულ ტრავმებთან დაკავშირებით მიყვანილი იქნა შპს ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში და აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ღვიძლის დაზიანებით, ჰემოპერიტონიუმი. არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ზემოთმითითებულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად - ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი.
სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განსაკუთრებულ მიდგომას სიცოცხლის უფლებისადმი, კერძოდ, კონვენციის მე-2 მუხლში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე HAÁSZ AND SZABÓ v. HUNGARY №1327/14 და №11613/14; 13.10.2015; §49). სიცოცხლის უფლება არის კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიულ საზოგადოებაში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე McCann and others v. the United Kingdom).
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ განხორციელებული განზრახი მკვლელობის მცდელობისათვის, ჩადენილი ანგარებით; ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, ის უნდა იყოს ჩადენილი ანგარებით;
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ვინაიდან მკვლელობა შედეგიანი დელიქტია, მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია საზიანო შედეგის დადგომა. ამდენად, თუ დამნაშავემ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო, მაგალითად გააშველეს, ხელი შეუშალეს, დაზარალებულს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და სხვა, ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა, ადგილი ექნება არა დამთავრებულ მკვლელობას, არამედ მკვლელობის მცდელობას.
3.5. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება. (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13).
3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68). შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, №24086/04; 08/04/2010; § 32).
3.7. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით), კერძოდ: პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. შესაძლებელია დამნაშავეს არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას. ამდენად, სასამართლო საქმის განხილვით ადგენს რამდენად მოიცავდა გი------ თხ--–--–---–ის განზრახვა თე-----ი თხ--–--–---–ის სიცოცხლის მოსპობას, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს დანაშაულის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა და რის გამო არ დადგა სასიკვდილო შედეგი.
3.8. ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის სასამართლო ითვალისწინებს, დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას, სხეულის დაზიანებათა/ჭრილობათა რაოდენობას, ხასიათსა და ლოკალიზაციას, დანაშაულის ჩადენამდე და მის შემდეგ ბრალდებულის, დაზარალებულის ქცევასა და მათ ურთიერთობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად იქნა დადასტურებული გი------ თხ--–--–---–ის მიერ თე-----ი თხ--–--–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს გი------ თხ--–--–---–ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენს განზრახ მკვლელობის მცდელობას თუ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.
3.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 განაჩენში განმარტა, რომ პრაქტიკაში ხშირად ძალიან რთულია ამ ორი დანაშაულის გამიჯვნა, რის გამოც პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქმის ყველა დეტალს. ლ. მ-ს საქმეზე (იხ. სუსგ №227აპ-16) პალატამ აღნიშნა, რომ ამ ორი სამართლებრივი მოცემულობის (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას, შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გაანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ. სწორედ ყველა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ - ჩადენილი უმართლობა გამოწვეული იყო თუ არა პირის მოკვლის სურვილით. ზემოაღნიშნული საქმეზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ 2011 წლის 25 ივლისის 252აპ-11 და 2016 წლის 29 სექტემბრის #227აპ-16 განაჩენებში, რომელიც შეეხება მოცემული საქმის მსგავს ფაქტობრივ გარემოებებს, მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლიდან გადააკვალიფიცირა 117-ე მუხლზე.
3.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად ვერ დგინდება, რომ გი------ თხ--–--–---–ის ჰქონდა თე-----ი თხ--–--–---–ის მოკვლის განზრახვა, კერძოდ: დადგენილია, რომ თე-----ი თხ--–--–---–ი იყო მშვილებელი ის მუდმივ მზრუნველობას უწევდა გი------ თხიალიშვილს, ეხმარებოდა მატერიალურად როგორც თავად , ისე მისი ოჯახის წევრები;
სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით დაზარალებულის და მოწმის ჩვენება ნათლად ასახავს ბრალდებულის ქმედებას, ავლენს მის განზრახვას ქცევის მიხედვით; მუქარა სხეულის დაზიანება განპირობებული იყო ბრალდებულის სურვილით მიეღო თე-----ი თხ--–--–---–ისაგან ის , რასაც ითხოვდა; მისი მოკვლის განზრახვის შემთხვევაში, მისი სისრულეში მოყვანის შეაძლებლობა გი------ თხ--–--–---–ს ჰქონდა, როგორც ბინაში ყოფნისას, სანამ მეზობელი შემოვიდოდა და მის შემდეგაც, როცა მან თავის შვილთან ერთად თე-----ი თხ--–--–---–ი გადაიყვანა საავადმყოფოში; ამდენად, ბრალდებულის მოქმედება სრულიად საპირისპიროა, მის მიერ დაზიანების მიყენების შემდეგ, დაზარალებულის დაძახილზე ის ბრუნდება უკან და სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით თავისივე სურვილით გადაყავს საავადმყოფოში;
მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში გი------ თხ--–--–---–ს ვინაიდან ის მარტო იყო ბინაში, ობიექტურად შეეძლო განეხორციელებინა დანით არაერთი დარტყმა, თე-----ი თხ--–--–---–ისათვის მიეყენებინა მრავლობითი დაზიანებები (მათ შორის სიცოცხლისათვის სახიფათო ან მსუბუქი ხარისხის), რაც დაადასტურებდა მის აშკარა მისწრაფებასა და სურვილს მოკვლის განზრახვა მოეყვანა სისრულეში. საწინააღმდეგოდ სახეზე გვაქვს ერთი შემავალი ჭრილობა, რომელიც მართალია ხარისხობრივად მიაკუთვნება მძიმე ხარისხს, მაგრამ მისი ლოკალიზაციიდან და ზომიდან და ფორმიდან გამომდინარე, როცა თან არ არის გამორკვეული მისი სიღრმე (იხ დასკვნა) , არ იძლევა მკვლელობის განზრახვის შემადგენლობის ვარაუდის საფუძველს
3.10. ამდენად გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად არ მიუთითებს გი------ თხ--–--–---–ის განზრახვაზე მოეკლა თე-----ი თხ--–--–---–ი, მით უფრო, რომ ისინი ამერიკიდან ჩამოსვლის დღესვე რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ ერთმანეთს ისაუბრეს და თანხაც აჩუქა;
სასამართლო გი------ თხ--–--–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების შეფასებით, ქმედების შემდგომი ქცევით, დაზარალებულთან ურთიერთობის შეფასებით მიდის იმ დასკვნამდე, რომ გი------ თხ--–--–---–ს იმ დღეს განვითარებული მოვლების აღწერით ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, სისრულეში მოეყვანა მკვლელობის განზრახვა ასეთის არსებობის შემთხვევაში და არაერთხელ დაერტყა დანა თე-----ი თხ--–--–---–ისათვის, რაც ფაქტობრივად მას არ განუხორციელებია.
3.11. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. აღნიშნული განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს წარმოადგენს, რომლისგანაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და სავალდებულოდ უნდა დადგინდეს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომლის გარეშეც ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირება გამოირიცხება.
3.12. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია სხეულის განზრახ მძიმე დაიზანებისათვის ჩადენილი ანგარებით;
ანგარების ცნებაში კანონმდებელი გულისხმობს დამნაშავის მისწრაფებას, ლტოლვას, დაეუფლოს სხვის კუთვნილ ქონებას; დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება დაზარალებულის მიმართ უსულგულო დამოკიდებულება; დანაშაულებრივი ქმედება ანგარებით სახეზეა მაშინ, თუკი მიზანი ქონების დაუფლებაა; ამ დროს მიზანი არის ქონების დაუფლება, ხოლო მოქმედება ამ მიზნის მისაღწევად ისაა, რომ წინააღმდეგობა იქნეს დაძლეული, რაც არის სხვადახვა სახის;
კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულის მიზანს რომ წარმოადგენდა თანხის მისთვის გადაცემა და დაუფლება, დადასტურებულია მტკიცებულებების გამოკვლევით, მოწმის და დაზარალებულის ჩვენებებით; დაზარალებულის განმარტებით მას მხოლოდ 1000 ლარი ჰქონდა სახლში და გადასცა, რადგან იძულებული გახადა გი------ თხილაიშილმა დაჭრილ მდგომარეობაში მისულიყო იმ ადგილამდე, სადაც თანხას ინახავდა; ის რომ რაღაც გადასცა, თანხა თუ რა და რა ოდენობით, ადასტურებს ასევე მოწმე ჟუ–---- ბე–-----, თვითმხილველი; ის ადასტურებს ასევე იმ გარემოებას, რომ მანამდე მოითხოვდა გი------ თანხას და მან აიძულა თე-----ი ეს გაეკეთებინა; მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული უარყოფს მისთვის რაიმეს გადაცემას, ნაკლებად სარწმუნოა, რადგან ის შეხვდა თუ არა ოთახიდან თანხოს მოსატანად მომავალ თე-----ი თხ--–--–---–ს, მაშინვე დატოვა საცხოვრებელი ბინა და გავიდა ბინიდან; მოცემულ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია გი------ თხ--–--–---–ის მიერ ჩადენილი მქედების კვალიფიცირებისათვის მათი დამოკიდებულება, გი------ თხ--–--–---–ის უზრუნველყოფა თე-----ი თხ--–--–---–ის მხრიდან როგორც ფულადი თანხით, ისე ნივთებით და საგნებით; მთავარია შეფასება მიეცეს იმ დღეს გი------ თხილაიშილის მისვლის მიზეზს , მიზანს და მოქმედებებს; თე-----ი თხ--–--–---–ის განმარტებით, მას არ მოეწონა გი------ თხ--–--–---–ის სახე და ამიტომ დააპირა ის არ შემოეშვა ბინაში, რაც ვერ მოახერხა; გი------ თხ--–--–---–ის მოთხოვნა კი ერთადერთი იმ დღეს იყო თანხის მითვის გადაცემა; სხვაგვარად როგორც ბრალდებული, ისე დაზარალებული აჩვენებდა, რომ მას ეს დახმარება რეგულარულად და საკმარისი ჰქონდა, თუმცა იმ დღეს , რომ მის განზრახვას წარმოადგენდა თანხის მიღება, რის გამოც წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდა თე-----ი თხ--–--–---–ზე დანის დარტყმით ჯანმრთელობის დაზიანებით, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებებით;
3.12 სსკ-ის 111 მუხლით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის
ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზრალებული თე-----ი თხ--–--–---–ი არის მშვილებელი; ხოლო გი------ თხ--–--–---–ის ნაშვილები;
3.13. ამდენად გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს ქ. ბათუმში, ხი-–--–---–-ს ქ. N------------თან, თე----- თხ--–--–---–ის საცხოვრებელ ბინის შესასვლელ კართან გი------ თხ--–--–---–ის მიერ ანგარებით, დანის ერთხელ დარტყმით, რომლითაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა თე-----ი თხ--–--–---–ს, - სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა (გი------ თხ--–--–---–ის მიერ დაზარალებულისთვის დანის დარტყმა) და დამდგარ შედეგს (თე-----ი თხ--–--–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) შორის ჩადენილი ანგარებით (გორგი თხ--–--–---–მა მიიღო თანხა). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------ თხ--–--–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდება დაკვალიფიცირებული 111 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქ/პუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილზე და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს გი------ თხ--–--–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ცხრიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
5.4. სასჯელის სახის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღება მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გი------ თხ--–--–---–ი წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი, მათ შორის საკუთრების წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქედებებისათვის და ის არაერთხელ წარსულში სასჯელს სახედ იხდიდა თავისუფლების აღკვეთის სახით; დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მომენტისათვის ის ითვლებოდა ნასამართლევ პირად;
5.5. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს (დანაშაული ჩადენილია ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დანაშაული ჩადენილია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით), ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას - აღნიშნული დანაშაული (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება) წარმოადგენს ერთ-ერთი მძიმე ძალადობრივი ხასიათის დანაშაულს, ასევე გი------ თხ--–--–---–ის ქმედებაში გამოვლენილ საშიშ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობის მიყენება, რასაც შედეგად მოყვა დაზარალებულისთვის ოპერაციის ჩატარება; სასამართლო ასევე ითვალისწინებს სასჯელის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის მიზნებს და მიიჩნევს, რომ ამ მიზნებისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ერთი მხრივ უნდა იყოს ადეკვატური ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნებისა, ხოლო მეორე მხრივ არ უნდა იყოს წამახალისებელი როგორც ბრალდებულისთვის, ასევე სხვა პირთათვის და უნდა უზრუნველყოს კერძო/ზოგადი პრევენციის მიზნები. საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ადასტურებს გი------ თხ--–--–---–ის საზოგადოებისგან იზოლაციის აუცილებლობას, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------ თხ--–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს გი------ თხ--–--–---–ის რესოციალიზაციას.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გი------ თხ--–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 111 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტზე.
ბრალდებული გი------ თხ--–--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გი------ თხ--–--–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ გი------ თხ--–--–---–ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 07 ოქტომბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქების სპეციალურ ბიოლოგიურ ჩხირებზე აღებული ანაწმენდები, ერთ პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გადაგზავნილია კომპლექსურ ექსპერტიზაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამორებული სამზარეულოს დანები ერთ პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გადაგზავნილია კომპლექსურ ექსპერტიზაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული 05 (ხუთი) ცალი თეთრი ფერის დოლბანდი სისხლისმაგვარი ლაქებით ერთ პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გადაგზავნილია კომპლექსურ ექსპერტიზაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - გი------ თხ--–--–---–ისაგან ამოღებული გრძელსახელოებიანი მაისური ერთ პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გადაგზავნილია კომპლექსურ ექსპერტიზაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ჯუ----------–----ისგან ამოღებული თე----- თხ--–--–---–ის კუთვნილი თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი ერთ პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გადაგზავნილია კომპლექსურ ექსპერტიზაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ჯუ----------–----ისგან ამოღებული თე----- თხ--–--–---–ის კუთვნილი სპორტული შარვალი, ზედატანი, ტრუსი და წინდები დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გადაგზავნილია კომპლექსურ ექსპერტიზაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - თე----- თხ--–--–---–ის სისხლის ნიმუში ერთ პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გადაგზავნილია კომპლექსურ ექსპერტიზაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ფარული საგამოძიებო მოქმედების - ფარული აუდიო ჩაწერის ამსახველი აუდიო ჩანაწერი 0- (სამ) ცალ DVD-R დიკსზე ერთ პაკეტად, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - შსს სსიპ ,,112’’-დან გამოთხოვილი N23----- შეტყობინების აუდიოჩანაწერი ერთ პაკეტად, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე