გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210018002430037
N2/441-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.02.2019 წელი ქ. ზ-----------
შესავალი ნაწილი
ზ-----------ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი: სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე : ს---–--- გ-------
წარმომადგენელი : ქ------- გ-------
რ--------- ლ--–--ე
მოპასუხე : ე-–------ შ--–--------ე
წარმომადგენელი : დ-------- ბ--–-------ე
თ-----ი ჯ--–--–---–ი
დავის საგანი : ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 გაუქმდეს ს---–--- გუ-----ა და ე-–------ შ--–--------ეს შორის 2016 წლის 01 და 02 მარტს რეგისტრირებული ჩუქების ხელშეკრულება, საცხოვრებელი სახლსა და მიწის ნაკვეთებზე 1000კვ.მ . ს/კ 3-.1-.3-.0-- ; 3--- კვ. მ . ს/კ 3-.1-.3-.0-- და 1026 კვ. მ -ზე , ს/კ 3-1-.3-.03- მდებარე ზ-----------, ს------–ი ცხრაწყარო და გაჩუქებული ქონება დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
1.2 ე-–------ შ--–--------ეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 225 ლარის გადახდა.
მოსარჩელის პოზიცია:
ე-–------ შ--–--------ე არის მისი ბიძა - დედის ძმა, რომელმაც თავის მშობლებს ძალდატანებით სიცოცხლეშივე დაათმობინა საკუთრება, დაირეგისტრირა თავის საკუთრებაში უძრავი ქონება და ამით დედამისს, ქ------- შ--–--------ეს წაართვა მემკვიდრეობის უფლება. ვინაიდან ე-–------ შ--–--------ე თვითონ წასული იყო სოფლიდან და მუდმივად ცხოვრობდა შიდა ქართლში, ვერ ახერხებდა მოევლო ოჯახისთვის, დაემუშავებინა ნაკვეთები, ეპატრონა სახლ-კარისთვის, მოევლო მისი მოხუცი მშობლებისთვის. იმ მიზნით, რომ მოხუცებისათვის მას მოევლო, ე-–------ შ--–--------ემ 2014 წლის 29 ოქტომბერსა და 2014 წლის 19 ნოემბერს აჩუქა მისი ბებია-ბაბუის მ------ა და ბ------ შ--–--------ეების დანაშთი საკომლო ქონება - ყველა სადავო უძრავი ნივთი. ის უვლიდა ბებიას და ბაბუას დედის დახმარებით, მანვე დაკრძალა ისინი და მიაგო დიდი პატივი, რაშიც ეხმარებოდა მისი დედა ქ------- შ--–--------ე და მისი მთელი ოჯახი.
ბაბუის ბ------ შ--–--------ის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ ქონებაზე ე-–------ შ--–--------ემ უსაფუძვლოდ მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და 2015 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მას სარჩელს დაკმაყოფილებაზე. ამის შემდეგ მოპასუხე მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ერთი წლის განმავლობაში აშანტაჟებდა და ემუქრებოდა მოკვლით.
მოსარჩელის ბებიის დაკრძალვის დღეს, ე-–------ შ--–--------ემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გინებით და მუქარით მისგან მოითხოვა, რომ უკან ეჩუქებინა მისთვის მის მიერვე ნაჩუქარი ქონება. ე-–------ შ--–--------ე განუწყვეტლივი შეურაცხყოფით და მოკვლის მუქარით ითხოვდა მისგან ეჩუქებინა მისთვის სადავო ქონება. ახლობლების თანდასწრებით პირდებოდა, რომ 2 წელიწადში ამ ქონებას კვლავ უკან მიაჩუქებდა, ამასთან ამ ხნის განმავლობაში მას უფლება ექნებოდა ეცხოვრა ამ გაჩუქებულ უძრავ ქონებაში.
ნდობისა და ამავე დროს გარკვეული მუქარის საფუძველზე, ახლობელი ადამიანების გავლენის ქვეშ მყოფი იძულებული გახდა და უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებას 01 და 02 მარტს მოუწერა ხელი. დაპირების მიუხედავად ე-–------ შ--–--------ემ ანგარების მოტივით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოატყუა და დაეუფლა მის ქონებას. აღარ დაუბრუნა უკან დაპირების თანახმად ნაჩუქარი ქონება. მოტყუებას თან ახლდა მუქარა და შანტაჟი. აღმოჩნდა, რომ ე-–------ შ--–--------ის მიერ ჩადენილი ყველა მოქმედება მიმართული იყო იმისკენ, რომ ფსიქიკური ძალადობის გზით მიეღო ქონებრივი უფლება მისგან. იძულებული გახადეს დაეტოვებინა სადავო ქონება.
ქონების ამგვარი დაუფლების შემდეგ მან სახლში შეასახლა ლ-–- შ------–--ე და თ----- კ--–---------ე ოჯახით და სურს აღნიშნული ქონება მიჰყიდოს მათ. მიმართა სასამართლოს დარღვეული უფლების აღსადგენად, მოპასუხე კი ისევ განაგრძობს შეურაცხყოფას მის მიმართ, ემუქრება მოკვლით მის მშობლებს. 2018 წლის 07 მაისს ადმინისტრციული სახდელიც დაედო მისი მამის შეურაცხყოფისათვის. სადავო ქონების მოპასუხისათვის მიჩუქების შემდეგ გაუარესდა მისი ეკონომიური მდგომარეობა, არა აქვს სხვა საცხოვრებელი და მისი შვილები დროებით ცხოვრობენ მის მშობლებთან, თვითონ კი ცხოვრობს და მუშაობს სხვა რაიონში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ მან უძრავი ქონება, რომელიც კანონიერად ეკუთვნოდა აჩუქა თავის დისშვილს ს---–--- გ-------ს. მათ შორის მომხდარი კონფლიქტის გამო სარჩელით მიმართა სასამართლოს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების და ქონების დაბრუნების მოთხოვნით, მაგრამ უარი ეთქვა. მასსა და ს---–--- გ-------ს შორის იყო კარგი ურთიერთობა და ნებაყოფლობით დაუბრუნა უძრავი ქონება ისევ ჩუქების ხელშეკრულებით, რამაც გაანაწყენა მისი და ქ------- გ-------, მოსარჩელის დედა და წამოიწყო ეს დავა. მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია დაპირებას, რომ ორი წლის შემდეგ კვლავ უკან აჩუქებდა სადავო უძრავ ქონებას.
არანაირ მუქარას და შანტაჟს ადგილი არ ქონია მისი მხრიდან და რომ ქონოდა ასეთ ფაქტს ადგილი აუცილებლად აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ, რაც არ მომხდარა, პირიქით აღნიშნული პირები უწევდნენ პროვოცირებას, რასაც ამტკიცებს საქმეში არსებული ადმინისტრაციული-სამართალდამრღვევის მასალები.
ის გარემოება, რომ ს---–--- გუ----ას მიერ ე-–------ შ--–--------ისათვის ნაჩუქარ სახლში დღეისთვის ცხოვრობენ ლ-–- შ------–--ე და თ----- კ--–---------ე არანაირად არ ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს. იგი არის მესაკუთრე და უფლებამოსილია მისი შეხედულებისამებრ განკარგოს ქონება კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმით.
ს---–--- გ------- სადავო ქონების მისთვის ჩუქებით, არანაირ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში არ ჩავარდნილა, მოსარჩელე მუშაობს. ყოველთვის აქვს მასთან სატელეფონო კომუნიკაცია, რომელიც ყოველთვის ეუბნება, რომ აღნიშნული ქონებით არ არის დაინტერესებული, დედამისის სურვილია და წინააღმდეგობას ვერ უწევს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 ე-–------ შ--–--------ე არის ს---–--- გ-------ს ბიძა - დედის ძმა. ე-–------ შ--–--------ემ 2014 წლის 19 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებით დისშვილს ს---–--- გ-------ს საკუთრებაში გადასცა ზ-----------ს რ------ს სოფელ ც----–------–ი მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით (ს/კ3-.1-.3-.03-) და მიწის ნაკვეთები: 1000 კვ.მ ს.კ 3-.1-.3-.034; 1500 კვ.მ ს/კ 3-.1-.3-.5-; 3--- კვ.მ ს/კ 3-.1-.3-.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
ზ-----------ს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება;
მხარეთა განმარტება.
3.1. 2 ე-–------ შ--–--------ემ სარჩელით მოითხოვა 2014 წლის 20 ოქტომბრისა და 2014 წლის 19 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, რაზეც 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სასამართლომ უარი უთხრა მის სარჩელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ზ-----------ს რაიონული სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილება
- მხარეთა განმარტება.
3.1.3. მოსარჩელის ბებია და მოპასუხის დედა - მ------ა შ--–--------ე, გარდაიცვალა 2016 წლის 15 იანვარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა;
- მხარეთა განმარტება.
3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ბაბუის და ბებიის გარდაცვალების შემდეგ მოპასუხე სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას, აშანტაჟებდა და ითხოვდა მისგან ნაჩუქარი უძრავი ქონების უკან დაბრუნებას. ქონების დაუბრუნებლობის შემთხვევაში კი ემუქრებოდა მოკვლით, როგორც მისი, ასევე მისი ოჯახის წევრების მიმართ. მოპასუხემ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით, შეურაცხყოფებით მის მიმართ გამოიჩინა უმადურობა. მუქარისა და შანტაჟის შესახებ არაა არძრული სისხლის სამართლის საქმე. მოპასუხის განმარტებით პირიქით მოსარჩელის ახლობლები უწევდნენ პროვოცირებას, რასაც ამტკიცებს საქმეში არსებული ადმინისტრაციული-სამართალდამრღვევის მტკიცებულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის განმარტება;
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები.
3.2.2. მოპასუხე დაპირდა, რომ ჩუქების ხელშეკრულებით მისთვის ქონების გადაფორმების შემდეგ, მოსარჩელე კვლავ იცხოვრებდა მის სადავო ქონებაში, რადგან მისი საარსებო წყარო იყო მიწის ნაკვეთები. ხოლო ორი წლის შემდეგ ქონებას უკან დაუბრუნებდა, უკან აჩუქებდა ამ პირობის საფუძველზე მოსარჩელემ 2016 წლის 01-02 მარტს გააფორმა ჩუქების ხელშეკრულება. თუმცა ასეთი პირობა სადავო ჩუქების ხელშეკრულებაში შეტანილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის განმარტება
3.2.3. ს---–--- გ-------მ, ვინაიდან აღმოჩნდა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, 2016 წლის 02 მარტის ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრებაში გადასცა ე-–------ შ--–--------ეს, ამ უკანასკნელის მიერ მისთვის ნაჩუქარი უძრავი ქონება, ზ-----------ს რ------ს ს------– ც----–------–ი მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით (ს/კ3-.1-.3-.03-) და მიწის ნაკვეთები: 1000 კვ.მ ს.კ 3-.1-.3-.034; 1500 კვ.მ ს/კ 3-.1-.3-.5-; 3--- კვ.მ ს/კ 3-.1-.3-.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 02 მარტის ჩუქების ხელშეკრულება;
- მოსარჩელის განმარტება
- მოწმეთა ჩვენებები.
3.2.4. სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ე-–------ შ--–--------ე. მაგრამ შეთანხმებით მოსარჩელეს უფლება უნდა ჰქონოდა ეცხოვრა სადავო უძრავ ქონებაში. მაგრამ მოპასუხემ აიძულა დაეტოვებინა სადავო საცხოვრებელი სახლი. მოპასუხის ქმედებამ ჩააგდო მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაში, მოსარჩელე და მისი შვილები დატოვა საარსებო წყაროს და საცხოვრებლის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო ქონების ამონაწერები უძრავ ნივთებზე;
- მოსარჩელის განმარტება.
3.2.5. მოსარჩელეს ყავს 2 შვილი , ისინი არიან მის კმაყოფაზე, აჟამად ცხოვრობენ მის მშობლებთან ვინაიდან სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. მეუღლესთან არის გაშორებული. იგი უმუშევარია . შვილები ს--- და ქ------- გუ----ები სწავლობენ ზ-----------ს N4 საჯარო სკოლაში. თვითონ კი ვინაიდან მშობლების ოჯახში, საცხოვრებელ სახლში ვერ მოთავსდებოდა შეეხიზნა მის დეიდას - ც---- შ--–--------ეს. აღნიშნულის შემდეგ ის აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, შემოსავალი არაფერი გააჩნია, რადგან ს------– ც----–------–ი ეწეოდა სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს და ის იყო მისი და მისი შვილების საარსებო წყარო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეთა ახსნა -განმარტებები;
- დაბადების მოწმობები;
- ზ-----------ს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 02 აგვისტოს გაცემული ცნობა.
3.2.6. მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა და უნდა გაყიდოს სადავო ქონება. მოპასუხე ე-–------ შ--–--------ემ სადავო საცხოვრებელი სახლი დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მეგობარს ლ-–- შ------–--ისა და თ----- კ--–---------ის ოჯახს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ ზ-----------ს მერიის წარმომადგენლობიდან ცნობა;
- მხარეთა განმარტება.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ე-–------ შ--–--------ის მხრიდან მოსარჩელე ს---–--- გ-------ს მიმართ გამოვლენილ მძიმე შეურაცხყოფასა და დიდი უმადურობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე სსსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლოს მოსაზრებით სასარჩელო განცხადებაში დასახელებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს, კერძოდ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს დასაჩუქრებული პირის მხრიდან უმადურობის ან მძიმე შეურაცყოფის მიყენების ფაქტი, რომელთა დადასტურების პირობებში შესაძლებელია სადავო გარიგებების გაუქმება. მოსარჩელემ მოპასუხის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფისა და დიდი უმადურობის გამომხატველი და დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, აღნიშნული გარემოებები არ იქნა დადასტურებული ასევე, მოსარჩელის მიერ მოწვეული და დაკითხული მოწმეების მიერ, მოწმეები მხოლოდ ადასტურებენ მხარეთა შორის კონფლიქტურ ურთიერთობას, მათი ჩვენებით უტყუარად ვერ დადასტურდა მოპასუხის მიერ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენის ფაქტი. კერძოდ:
მოწმე თ------ გ-------ს ჩვენებით ირკვევა, რომ დაახლოებით სამი წლის წინ მისმა ცოლის ძმამ ე-–------ შ--–--------ემ, მის შვილს ს---–--- გ-------ს აჩუქა უძრავი ქონება ს------– ც----–------–ი. მისი სიმამრის დაკრძალვის დღეს ს---–--- გ-------სა და ე-–------ შ--–--------ეს შორის წარმოიშვა უსიამოვნება და კონფლიქტი, რის გამოც ე-–------ შ--–--------ემ მოითხოვა მის მიერ ნაჩუქარი ქონების უკან დაბრუნება. ს---–--- გ-------ს მიერ ქონების გაჩუქებას არ დასწრებია, მაგრამ იცის, რომ აყენებდა შეურაცხყოფას მის შვილს. ასევე მასთან მივიდა სამსახურში ე-–------ შ--–--------ე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა მოკვლით. ითხოვდა ქონებაზე დავისათვის თავი დაენებებიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩააცმევდა შავებს შვილზე და ცოლზე.
მოწმე თ------ კ-------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი თვითონ არ შესწრებია ს---–--- გ-------სა და ე-–------ შ--–--------ის კონფლიქტს. გადმოცემით იცის ს---–--- გ-------საგან, რომ ბიძამ იძულებით, ძალდატანებით დაათმობინა ნაჩუქარი ქონება. ასევე გადმოცემით იცის, რომ ე-–------ შ--–--------ეს უგინებია და შეურაცხყოფა მიუყენებია ს---–---ის მამისათვის მ----- გ-------სათვის.
მოწმე ც---- შ--–--------ე არის მოსარჩელის დეიდა და მოპასუხის და. განმარტავს რომ მის ძმას ე-–------ შ--–--------ეს სადავო უძრავი ქონება ნაჩუქარი ჰქონდა ს---–--- გ-------სათვის. მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა მისი დედის მ------ა შ--–--------ის გარდაცვალების შემდეგ, პანაშვიდის დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ს---–--- გ-------საგან გადმოცემით იცის, რომ ე-–------ შ--–--------ე მას უკან სთხოვდა ამ ნაჩუქარ ქონებას და აგრესიული იყო ს---–---ის მიმართ, ქონება როდის აჩუქა ს---–---მა ბიძამისს არ იცის, მაგრამ გადმოცემით იცის, რომ ქონების გაჩუქება ს---–---მა მოახდინა ძალდატანებით და იმ პირობით, რომ ისევ იქ უნდა ეცხოვრა და დროის გასვლის შემდეგ უკან დაუბრუნებდნენ. ამჟამად ს---–--- გ------- ცხოვრობს მასთან ოზურგეთში, ს------– ნ-------ში და არის უმუშევარი.
მოწმე და-----------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მან ქონების გაჩუქებასთან დაკავშირებით არაფერი იცის. მისთვის ს---–--- გ-------სგან არის ცნობილი, რომ უძრავ ქონებაზე სადაც ცხოვრობდა მის მეზობლად ს---–--- გ------- ს------– ც----–------–ი, ედავებოდა ბიძა ე-–------ შ--–--------ე. იძულებული გახდა დაეტოვებინა იქაურობა და როგორც იცის ცხოვრობს დეიდასთან დასავლეთში და მუშაობს იქვე. მისი შვილები კი ცხოვრობენ ს---–--- გ-------ს მშობლებთან ზესტაფონში.
მოწმე ა------ შ--–--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იცოდა ს---–--- გ-------სა და ე-–------ შ--–--------ეს შორის იყო დავა უძრავ ქონებაზე. იგი, როგორც ორივე მხარის ახლობელი, ჩაერია და შეეცადა მოერიგებინა ბიძა დისშვილი. შეახვედრა ისინი ერთმანეთს და ე-–------ შ--–--------ის წინადადებაზე, რომ მისთვის ჩუქების გზით დაებრუნებინა სადავო უძრავი ქონება ს---–---ს და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეიძლება ისევ უკან დაუბრუნებდა, აჩუქებდა ამ ქონებას, ს---–---ი გ------- დაეთანხმა და გადაწყვიტა ბიძისათვის ეჩუქებინა სადავო ქონება. მხარეებს ჰქონდათ კონფლიქტი ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით. ს---–---ის მიერ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მათი კონფლიქტის შემსწრე თვითონ არ არის.
ამდენად, სასამართლოს მიიჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებებით, უტყუარად არ დასტურდება მძიმე შეურაცხყოფის ან დიდი უმადურობის ფაქტი, რაც შეიძლება გახდეს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი. მოსარჩელემ ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენით დაედასტურებინა მოპასუხის მიერ მის მიმართ გამოხატული მძიმე შეურაცხყოფის ან დიდი უმადურობის ფაქტი. მოსარჩელემ ასევე ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ სადავო გარიგების დადებით გაუარესდა მისი მატერიალური მდგომარეობა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიიჩნია, რომ ს---–--- გ-------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
სამოქალაქო კოდექსის 524-ე, 525-ე, 529-ე მუხლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.
საქართველოს კონსტიტუცია 6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი აღიარებს საკუთრებას, როგორც ხელშეუვალ უფლებას და იძლევა გარანტიას საკუთრების უფლების დაცვისა. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ხოლო კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილია საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
მოსარჩელე უთითებს, რომ დასაჩუქრებულმა ე-–------ შ--–--------ემ დაარღვია პირობა, დათქმულ ვადაში უკან აღარ დაუბრუნა ნაჩუქარი ქონება. მის მიმართ იქცევა უმადურად, მას და მისი ოჯახის წევრებს აყენებს შეურაცხყოფას, ემუქრება, აშინებს, იჩენს უპატივცემულობას და მათ მიმართ იქცევა უმადურად. ამასთან ქონების გაჩუქების შემდეგ მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში დარჩა. აღარ აქვს საცხოვრებელი ფართი და ასევე დაკარგა სარჩო.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვთ თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით მომართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი საკუთრების უფლება, მათ შორის გაჩუქებული ნივთის გამოთხოვის უფლება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას, იქონიოს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შეს---მისი უფლება-მოვალეობებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ ჩუქება ცალმხრივი გარიგებაა და დასაჩუქრებულის ნების გამოვლენის იურიდიული შედეგია, დასაჩუქრებულის მიერ ქონების მიღება თუ ,,თანხმობა" კი მისი საპასუხო ნების გამოვლენაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 525-ე მუხლის შეს---ამისად, გათვალისწინებულია ჩუქების ხელშეკრულების დადება, საჩუქრის დაპირება. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საჩუქრის დაპირება წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას მხოლოდ მაშინ, თუ იგი წერილობითი ფორმითაა დადებული.
დადგენილია და სადავო არ არის, რომ მოსარჩელე ს---–--- გ-------მ უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცა მოპასუხეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ზესტაფონში, ს------– ც----–------–ი.
2018 წლის 01-02 მარტის ჩუქების ხელშეკრულებით ნაჩუქარი უძრავი ქონების საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში მოპასუხის მიერ შეს---მისად ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მან სადავო ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა გარკვეული პირობით, რომ ორი წლის შემდეგ მოპასუხე კვლავ უკან აჩუქებდა სადავო ქონებას, რაც ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ა------ შ--–--------ემ. ვინაიდან სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 01-02 მარტს დაიდო ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე და მასში რაიმე პირობაზე მითითება არ არის. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა მტკიცებულება, წერილობითი ფორმით დადებული ჩუქების დაპირება, რაც მოპასუხეს დაავალდებულებდა უკან დაებრუნებინა მისთვის ნაჩუქარი უძრავი ქონება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად მოწმე ა------ შ--–--------ის ჩვენება, რომ მოპასუხე დაპირდა მოსარჩელეს უძრავი ქონების უკან მიჩუქებას გარკვეული ხნის შემდეგ, არ წარმოშობს მოპასუხის ვალდებულებას დაუბრუნოს ნაჩუქარი ქონება მოსარჩელეს.
6.3 სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის მიხედვით, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“ (იხ. სუსგ №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი);
კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველია მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა ან დიდი უმადურობა. ორივე პირობა შეფასებითი კატეგორიისაა და ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებებიდან უნდა დადგინდეს მძიმე შეურაცხყოფის ან დიდი უმადურობის გამოვლენის ფაქტი. წარმოადგენს თუ არა მიყენებული შეურაცხყოფა ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს, ეს გარემოება უნდა დაადასტუროს მოსარჩელე მხარემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ ერთერთ საქმეზე განმარტა, რომ ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს, როგორადაც კანონის თანახმად მიჩნეულია „მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“. აქედან გამომდინარე უმადურობა არის დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს. ქონების ჩუქებით გადაცემა, პირდაპირ კავშირშია ზნეობრივ-მორალურ საკითხებთან. ამიტომაც ჩუქება ზნეობრივი საკითხია.
მჩუქებელისაგან ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ მიღების სანაცვლოდ დასაჩუქრებულს ეკისრება ზნეობრივად ქცევის ვალდებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ზნეობრივ ფასეულობათა დაცვა მოცემულ შემთხვევაში ხდება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, რასაც თან ახლავს სათანადო სამართლებრივი შედეგი – მჩუქებლისათვის გაჩუქებული ნივთის საკუთრებაში დაბრუნება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას და გაჩუქებული ნივთის საკუთრებაში დაბრუნებას მოითხოვს დასაჩუქრებულის ე-–------ შ--–--------ის მიერ მოსარჩელისადმი და მისი ოჯახის წევრებისადმი გამოხატული მუქარა, იძულება, შეურაცხყოფის მიყენება და ფსიქიკური ზეწოლა, ს---–--- გ-------ს მიმართ უმადურობის გამოჩენა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ მიუთითა და ვერ დაამტკიცა გარემოებები, რომელიც შეიძლება შეფასებულიყო, როგორც მოსარჩელის მძიმე შეურაცხყოფა ან მის მიმართ გამოჩენილი დიდი უმადურობა.
6.4. სასამართლო განმარტავს რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4-ე მუხლების თანახმად მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ, მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების მიმართ უმადურობის, მუქარის, იძულების, შეურაცხყოფის მიყენებისა და ფსიქიკური ზეწოლის ფაქტის მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება მოწმის ჩვენებით, პოლიციის ორგანოში დაცული მასალებით, ოჯახური კონფლიქტის ამსახველი მტკიცებუელებით, განაჩენით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალებითა ან სხვა ნებისმიერი ისეთი მტკიცებულებით, რომელშიც ასახული იქნება მოპასუხის მიერ მოსარჩელეების დაშინება, მუქარა, ფსიქიკური ზემოქმედება, შეურაცხყოფა ან სხვაგვარი უმადურობა.
6.5. მოსარჩელემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად წარმოადგინა სარჩელი, ზეპირი განმარტება, მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალებზე. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია მხარეთა განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით, რომ მხარეთა შორის არსებობს კონფლიქტური სიტუაცია. ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ ქონებრივი პრეტენზიები, რის გამოც მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს მოსარჩელისადმი შეურაცხყოფას, მაგრამ ეს არ არის ისეთი უმადურობა, რომელიც შეიძლება გახდეს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი. დაუშვებელია დასაჩუქრებულს ჰქონდეს მუდმივი შიში იმისა, რომ თუ გამჩუქებელს რაიმე არ მოეწონება, მას წაართმევს ქონებას. ქონების გაჩუქება არ წარმოადგენს დასაჩუქრებულის მუდმივ დამოკიდებულ მდგომარეობაში ყოფნას.
მოცემულ შემთხვევაში არ დადგინდა, რომ მოპასუხე მოსარჩელეს ემუქრება, ცილსწამებს, აშანტაჟებს, შეურაცხყოფას აყენებს, რომ მოახდინა იძულება, ფსიქიკური ზეწოლა მასზე და აიძულა გაეფორმებინა ჩუქების ხელშეკრულება. მართალია ასეთი რამ, რომც გამოვლენილიყო, ამ შემთხვევაშიც კი შესაფასებელი იქნებოდა რამდენად „მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობაა“ მოპასუხის ასეთი ქცევა და რამდენად სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს. თუმცა ამ შემთხვევაში ასეთი რამ არ გამოვლენილა და ამიტომაც სახეზე არაა უმადურობის გათვალისწინებით ქონების გამოთხოვის საფუძველი.
სასამართლომ გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ, მოპასუხე 2018 წლის 14 მაისსაა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე წვრილმანი ხულიგნობისათვის მოსარჩელის მამასთან მ----- გ-------სთან კონფლიქტის გამო. კონფლიქტი კი მოხდა მოსარჩელის მიერ 2018 წლის 03 მაისს სასამართლოში სარჩელის აღძვრის გამო და ვერ გახდება უმადურობის საფუძვლად და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად.
მოსარჩელემ, რომ მუქარის და ფსიქიკური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მოახდინა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება, არ დაადასტურეს მოწმეებმა. მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
6. 6 სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს.
ამავე კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.
მითითებული მუხლების მიზნებისათვის, გაჩუქებული ქონების გამოთხოვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქონება არის გამჩუქებლის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების საარსებო წყარო, ანუ ამ ქონების მეშვეობით გამჩუქებელი შემოსავალს უნდა იღებდეს და გაჩუქების შემდეგ აღარ უნდა რჩებოდეს შემოსავლის სხვა წყარო, რომელიც მისი აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.
საჩუქრის გამოთხოვისას პირველ რიგში უნდა დადგინდეს საჩუქრის გამომთხოვის მძიმე ეკონომიური მდგომარეობა კანონმა მჩუქებელს მიანიჭა უფლება უკან მოითხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე ეკონომიურ მდგმარეობაში და აღარ უნდა შეეძლოს საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირის რჩენა, ასევე საჩუქრის გამოთხოვით დასაჩუქრებული არ უნდა ჩადგეს მძიმე მდგომარეობაში.
მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეზე მოწმედ დაკითხულ პირთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილი გარემოებაა, რომ მოსარჩელე დასაქმებულია, აქვს მატერიალური შემოსავალი. აქვს საცხოვრებელი თავის მშობლების საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე რეგისტრირებული არიან და ცხოვრობენ მოსარჩელის შვილები.
6.7. ჩუქების გზით დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, შეს---მისად, იგი უფლებამოსილია სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება, მას ასევე შეუძლია, არ დაუშვას სხვა პირების მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. „სხვა პირებში“ ამ შემთხვევაში, გამჩუქებელიც შეიძლება მოიაზრებოდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი სარგებლობა ჩუქების ხელშეკრულების მხარეთა მიერ წინასწარაა შეთანხმებული. თუმცა ამგვარი გარემოება საქმის მასალებით არ დადასტურდა და საკუთრების უფლება ვერ შეიზღუდება გამჩუქებლის სურვილით მუდმივად გააგრძელოს ცხოვრება გაჩუქებულ უძრავ ქონებაში.
2018 წლის 1-2 მარტის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად მოპასუხემ შეიძინა საკუთრების უფლება ნაჩუქარ ქონებაზე და მას უფლება აქვს თავისი შეხედულებით ისარგებლოს ამ ქონებით და ან განკარგოს იგი. ამგვარად მოპასუხეს სრული უფლება ჰქონდა მოეთხოვა მოსარჩელისაგან ნაჩუქარი ქონების განთავისუფლება და მოეხდინა თავისი შეხედულებისამებრ მისი განკარგვა. მესაკუთრის ნება, რომ არ დაუშვას თავისი საკუთრების დამსაჩუქრებლის მიერ სარგებლობა, უმადურობად ან შეურაცხყოფად ვერ შეფასდება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დადასტურდა მჩუქებლისათვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტობრივი გარემოება. ასევე, არ არსებობს მოპასუხის მხრიდან მჩუქებლის მიმართ გამოვლენილი უმადურობის ფაქტი. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების უსასყიდლო ბუნებიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულს არ ეკისრება საპასუხო შესრულება მჩუქებლის მიმართ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელი მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 210 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც გასაჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს ზ-----------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1- აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე ს---–--- გ-------ს (პ/ნ 1----------) სარჩელი მოპასუხე ე-–------ შ--–--------ის (პ/ნ 3----------) მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე ს---–--- გ-------ს (პ/ნ 1----------) მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 210 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3 გაუქმდეს ზ-----------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1- აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ე-–------ შ--–--------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას შემდეგი მახასიათებლებით:
1) 1026 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობა- ნაგებებას 01/2, 02/1, 03/1, 04/1. ს/კ 3-.1-.3-.03-, მდებარეს ზ-----------ს რ------ს ს------– ც----–------–ი.
2) 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთს, ს/კ 3-.1-.3-.034, მდებარე ზ-----------ს რ------ს ს------– ც----–------–ი,3) 1500 კვ.მ მიწის კაკვეთს, ს/კ 3-.1-.3-. 0--, მდებარე ზ-----------ს რ------ს ს------– ც----–------–ი,4) 3974 კვ.მ მიწის ნაკვეთს, ს/კ 3-.1-.3-.0--, მდებარე ზ-----------ს რ------ს ს------– ც----–------–ი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზ-----------ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზ-----------ს რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ელენე ოსაძე