გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23670-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
ს----------–ოს სახელით
15 იანვარი, 2019 წელი თ---–ისი
შესავალი ნაწილი
თ---–ისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი
მოსარჩელე - სს „ს----------–ოს ბ---ი“
წარმომადგენელი - დ----- ა-------–ი
მოპასუხეები - ი/მ ე-–--- ა-–---, ა----- მ-------------ი, შპს „ს--–-----–-3“, შპს „ჯ--------“, კ----- ვ----–---ა, რ----–-- ა------–-–---ი
დავის საგანი - საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ი/მ ე-–--- ა-–---ს, ა----- მ-------------ს, შპს „ს--–-----–-3“-ს, შპს „ჯ--------“-ს სს „ს----------–ოს ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 57 948.64 აშშ დოლარის გადახდა (2--- წლის 18 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე);
1.2. მოპასუხეებს ი/მ ე-–--- ა-–---ს, ა----- მ-------------ს, შპს „ს--–-----–-3“-ს, შპს „ჯ--------“-ს სს „ს----------–ოს ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 14 802,34 აშშ დოლარის გადახდა (2--- წლის 15 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე);
1.3. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს კ----- ვ----–---ას საკუთრებაში არსებული უძრავ ქონება, მდებარე თ---–ისი, დასახლება ვ--------ანი კორპუსი 1; ს.კ. 0----------------------; რ----–-- ა------–-–---ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, დ-----ი, სოფელი ქ---ო ო---------ი, ს.კ. 8-----------.
1.4. ვალდებულების დაფარვის მიზნით გადახდევინება მიექცეს ი/მ ე-–--- ა-–---ს, ა----- მ-------------ს, შპს „ს--–-----–-3“-ს, შპს „ჯ--------“-ს სხვა ნებისმიერ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბ---ის მოთხოვნას.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2--- წლის 18 სექტემბერს თ---–ისში, ერთი მხრივ, სს „პ------------- ბ---ს“ და მეორე მხრივ, სოლიდარულ მსესხებლებს ე-–--- ა-–---ს, ა----- მ-------------ს, შპს „ს--–-----–-3“-ს, შპს „ჯ--------ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება №F------, რომლის თანახმად განისაზღვრა გენერალური ხელშეკრულების ლიმიტი 150 000 აშშ დოლარი, ლიმიტის მოქმედების ვადა - 360 თვე, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი (წლიური) არაუმეტეს 36%-ისა.
2--- წლის 18 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2--- წლის 18 სექტემბერს სს „პ------------- ბ---ს“ და ე-–--- ა-–---ს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გაიცა კრედიტი 30 000 აშშ დოლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, წლიური 11.50%-ის დარიცხვით. 2--- წლის 18 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2--- წლის 15 ოქტომბერს სს „პ------------- ბ---ს“ და ა----- მ-------------ს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №2-----, რომლის ფარგლებშიც გაიცა კრედიტი 20 000 აშშ დოლარი, 48 თვის ვადით, წლიური 11.50%-ის დარიცხვით.
2--- წლის 18 სექტემბერს სს „პ------------- ბ---სა“ და შპს „ს--–-----–-3“-ს შორის და სს „პ------------- ბ---სა“ და შპს „ჯ--------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სოლიდარული ვალდებულების შესახებ, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა 2--- წლის 18 სექტემბრის №F------ გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. აღნიშნული ხელშეკრულებებით სოლიდარულმა მოვალეებმა იკისრეს პასუხისმგებლობა ბ---ის წინაშე იმავე მოცულობით რა მოცულობითაც გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით იკისრა ძირითადმა მსესხებელმა მთლიანი ვალდებულებით ბ---ის წინაშე. 2--- წლის 18 სექტემბრის №F------ გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2--- წლის 17 სექტემბერს სს „პ------------- ბ---სა“ და რ----–-- აბ-----–---ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა რ----–-- აბ-----–---ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე დ-----ი, სოფელ ქ---ო ო---------ი, საკადასტრო კოდი 8-----------. 2--- წლის 18 სექტემბრის №F------ გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2--- წლის 13 სექტემბერს სს „პ------------- ბ---სა“ და კ----- ვ----–---ას შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა კ----- ვ----–---ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თ---–ისი, დასახლება ვ--------ანი კორპუსი 1, ს.კ. 0---------------------.
2017 წლის 08 სექტემბრის მდგომარეობით 2--- წლის 18 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მესხებელს ე-–--- ა-–---ს გააჩნია დავალიანება 57 948,64 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 25 464,29 აშშ დოლარი, პროცენტი - 4 149,84 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო — 28 334,55 აშშ დოლარი; 2017 წლის 08 სექტემბრის მდგომარეობით 2--- წლის 18 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მესხებელს ა----- მ-------------ს გააჩნია დავალიანება 14 802,34 აშშ დოლარის ოდენობთ, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 13 562,70 აშშ დოლარი, კრედიტის პროცენტი - 609,53 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო — 630,11 აშშ დოლარი.
2016 წლის 12 დეკემბერს სს „ს----------–ოს ბ---სა“ და სს „პ------------- ბ---ს“ შორის გაფორებული ცესიის ხელშეკრულების საფუძველზე, სს „ს----------–ოს ბ---ი“ წარმოადგენს სს „პ------------- ბ---ის“ უფლებამონაცვლეს ამ უკანასკნელსა და ე-–--- ა-–---თან 2--- წლის 18 სექტემბერს გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ასევე სს „პ------------- ბ---ისს“ და ა----- მ-------------თან 2--- წლის 15 ოქტომბერს გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით,2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეების ე-–--- ა-–---ის, ა----- მ-------------ის, კ----- ვ----–---ას წარმომადგენლმა ცნო სასარჩელი სესხის ძირითადი თანხების ნაწილში (იხ, 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 15:09:46).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 18 სექტემბერს ერთი მხრივ, სს „პ------------- ბ---ს“ და მეორე მხრივ, სოლიდარულ მსესხებლებს ე-–--- ა-–---ს, ა----- მ-------------ს, შპს „ს--–-----–-3“-ს, შპს „ჯ--------ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება №F------, რომლის თანახმად განისაზღვრა გენერალური ხელშეკრულების ლიმიტი 150 000 აშშ დოლარი, ლიმიტის მოქმედების ვადა - 360 თვე, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი (წლიური) არაუმეტეს 36%-ისა.
პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდებოდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბ---ი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან/და არაჯეროვნად შესრულებისათვის მოითხოვდა ხელშეკრულების შეწყვეტას.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2--- წლის 18 სექტემბერს გენერალური ხელშეკრულება №F------ (ს.ფ. 17-19).
3.1.2. 2--- წლის 18 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2--- წლის 18 სექტემბერს სს „პ------------- ბ---ს“ და ე-–--- ა-–---ს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გაიცა კრედიტი 30 000 აშშ დოლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, წლიური 11.50%-ის დარიცხვით.
მხარეებმა შეათანხმეს პირგასამტეხლო - პირველი 10 დღის განმავლობაში შესაბამისი გადასახდელი თანხის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2--- წლის 18 სექტემბრის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 19-20).
3.1.3. 2--- წლის 18 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2--- წლის 15 ოქტომბერს სს „პ------------- ბ---ს“ და ა----- მ-------------ს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №2-----, რომლის ფარგლებშიც გაიცა კრედიტი 20 000 აშშ დოლარი, 48 თვის ვადით, წლიური 11.50%-ის დარიცხვით, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 2 - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2--- წლის 15 ოქტომბრის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 21-23).
3.1.4. 2--- წლის 18 სექტემბერს სს „პ------------- ბ---სა“ და შპს „ს--–-----–-3“-ს შორის და სს „პ------------- ბ---სა“ და შპს „ჯ--------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სოლიდარული ვალდებულების შესახებ (№6------------, №6------------), რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა 2--- წლის 18 სექტემბრის №F------ გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
აღნიშნულმა ხელშეკრულებებით სოლიდარულმა მოვალეებმა იკისრეს პასუხისმგებლობა ბ---ის წინაშე იმავე მოცულობით რა მოცულობითაც გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით იკისრა ძირითადმა მსესხებელმა მთლიანი ვალდებულება ბ---ის წინაშე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2--- წლის 18 სექტემბერს სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები (№6------------, №6------------) (ს.ფ. 25-26).
3.1.5. 2--- წლის 18 სექტემბრის №F------ გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2--- წლის 17 სექტემბერს სს „პ------------- ბ---სა“ და რ----–-- აბ-----–---ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა რ----–-- აბ-----–---ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე დ-----ი, სოფელ ქ---ო ო---------ი, საკადასტრო კოდი 8-----------.
იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).
იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 27-28).
საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 29-30).
3.1.6. 2--- წლის 18 სექტემბრის №F------ გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2--- წლის 13 სექტემბერს სს „პ------------- ბ---სა“ და კ----- ვ----–---ას შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა კ----- ვ----–---ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თ---–ისი, დასახლება ვ--------ანი კორპუსი 1, ს.კ. 0---------------------.
იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).
იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 31-32).
საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 33-34).
3.1.7. 2017 წლის 08 სექტემბრის მდგომარეობით 2--- წლის 18 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მესხებელს ე-–--- ა-–---ს გააჩნია კრედიტის ძირითადი თანხის სახით დავალიანება 25.464.29 აშშ დოლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).
მოპასუხეების ე-–--- ა-–---ის, ა----- მ-------------ის, კ----- ვ----–---ას წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ, 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 15:09:46).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 71).
3.1.8. 2017 წლის 08 სექტემბრის მდგომარეობით 2--- წლის 18 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მესხებელს ა----- მ-------------ს გააჩნია კრედიტის ძირითადი თანხის სახით დავალიანება 13 562,70 აშშ დოლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).
მოპასუხეების ე-–--- ა-–---ის, ა----- მ-------------ის, კ----- ვ----–---ას წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ, 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 15:09:46).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 70).
3.1.9. გენერალური ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლებოდა სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლებოდა დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდებოდა იპოთეკის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა.
იპოთეკის ხელშეკრულების 2.8 პუნქტების თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლებოდა სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლებოდა დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდებოდა იპოთეკის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).
2--- წლის 18 სექტემბერს გენერალური ხელშეკრულება №F------ (ს.ფ. 17-19).
იპოთეკის ხელშეკრულებები (ს.ფ. 27-32).
3.1.10. 2016 წლის 12 დეკემბერს სს „ს----------–ოს ბ---სა“ და სს „პ------------- ბ---ს“ შორის გაფორმდა ცესიის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სს „ს----------–ოს ბ---ი“ წარმოადგენს სს „პ------------- ბ---ის“ უფლებამონაცვლეს ამ უკანასკნელსა და ე-–--- ა-–---თან 2--- წლის 18 სექტემბერს გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ასევე სს „პ------------- ბ---ისს“ და ა----- მ-------------თან 2--- წლის 15 ოქტომბერს გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით,სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
ცესიის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-62).
3.1.11. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, იპოთეკის ხელშეკრულებების 3.2. პუნქტების შესაბამისად, სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებების 3.4. პუნქტების თანახმად, ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
იპოთეკის ხელშეკრულებები (ს.ფ. 27-32).
2--- წლის 18 სექტემბერს სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები (№6------------, №6------------) (ს.ფ. 25-26).
2--- წლის 18 სექტემბერს გენერალური ხელშეკრულება №F------ (ს.ფ. 17-19).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 08 სექტემბრის მდგომარეობით 2--- წლის 18 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მესხებელს ე-–--- ა-–---ს გააჩნია დავალიანება კრედიტის პროცენტის სახით 4.149.84 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 28.334.55 აშშ დოლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 71).
3.2.2. 2017 წლის 08 სექტემბრის მდგომარეობით 2--- წლის 18 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მესხებელს ა----- მ-------------ს გააჩნია დავალიანება კრედიტის პროცენტის სახით 609,53 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო — 630,11 აშშ დოლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 70).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 286-ე, 301-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია რომ ერთი მხრივ, სს „პ------------- ბ---ს“ და მეორე მხრივ, სოლიდარულ მსესხებლებს ე-–--- ა-–---ს, ა----- მ-------------ს, შპს „ს--–-----–-3“-ს, შპს „ჯ--------ს“ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, სს „პ------------- ბ---ს” წარმოეშვა მსესხებლებისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მსესხებლებს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად - თანხის დაბრუნების ვალდებულება. ბ---მა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და გასცა კრედიტის თანხები ე-–--- ა-–---სა (2--- წლის 19 სექტემბრის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, 30 000,00 აშშ დოლარი) და ა----- მ-------------ზე (2--- წლის 15 ოქტომბრის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, 20 000,00 აშშ დოლარი) შეთანხმებული ოდენობით, რაც აითვისეს მსესხებლებმა. ასევე დადგენილია მსესხებლების მიერ ფულადი ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–ოს ბ---ი” (ცესიის ხელშეკრულების საფუძველზე) უფლებამოსილია მოითხოვოს საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, დარჩენილი კრედიტის თანხების 25.464.29 აშშ დოლარისა და 13 562,70 აშშ დოლარის სოლიდარული მსესხებლებისათვის გადახდევინება.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეების ე-–--- ა-–---ის, ა----- მ-------------ისა და კ----- ვ----–---ას წარმომადგენელმა გამოიყენა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სს „ს----------–ოს ბ---ის“ სარჩელი კრედიტის ძირითადი თანხების 25 464,29 აშშ დოლარისა და 13 562,70 აშშ დოლარის ნაწილში.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეებმა გენერალური და შემადგენელი ხელშეკრულებებით გაითვალისწინეს წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდა. ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, კრედიტორი სს „ს----------–ოს ბ---ი” უფლებამოსილია მოითხოვოს სოლიდარული მსესხებლებისაგან 4 149,84 აშშ დოლარისა და 609,53 აშშ დოლარის გადახდა.
6.3. ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება (გენერალური და შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებები), რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მსესხებლებმა ვალდებულება არ შეასრულეს და არ გადაიხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
მსესხებლებს მოსარჩელის სასარგებლოდ საბ---ო კრედიტის 2--- წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროთ 630,11 აშშ დოლარის გადახდა.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული პირგასამტეხლო (630,11 აშშ დოლარი) არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები.
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 2--- წლის 18 სექტემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 28 334,55 აშშ დოლარი შეუსაბამოდ მაღალია და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს 5 000,00 აშშ დოლარით.
6.4. ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ერთი მხრივ, სს „პ------------- ბ---ს“ და მეორე მხრივ, სოლიდარულ მსესხებლებს ე-–--- ა-–---ს, ა----- მ-------------ს, შპს „ს--–-----–-3“-ს, შპს „ჯ--------ს“ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა გენერალური და შემდაგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა თანამსესხებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება.
ამდენად მსესხებლები ე-–--- ა-–---ი, ა----- მ-------------ი, შპს „ს--–-----–-3“ და შპს „ჯ--------“ პასუხს აგებენ სოლიდარულად.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იპოთეკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ იპოთეკის დადგენის მომენტისათვის შესაძლებელია ამ მოთხოვნის განსაზღვრა.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გენერალური და შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინება უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, მოპასუხეების კ----- ვ----–---ასა და რ----–-- აბ-----–---ის კუთვნილი უძრავი ნივთების იძულებით რეალიზაციის გზით.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11-ლი ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი (იპოთეკარი) კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები სს „პ------------- ბ---ი” და კ----- ვ----–---ა და რ----–-- აბ-----–---ი გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და იპოთეკის ხელშეკრულებებით (3.1.9. ფაქტობრივი გარემოება) შეთანხმდნენ სწორედ ასეთ განსხვავებულ წესზე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა სს „ს----------–ოს ბ---ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იძულებით აღსასრულებლად მოპასუხეების კუთვნილი ნებისმიერი ქონების მიქცევის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 18 სექტემბერს სს „პ------------- ბ---სა“ და შპს „ს--–-----–-3“-ს შორის და სს „პ------------- ბ---სა“ და შპს „ჯ--------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სოლიდარული ვალდებულების შესახებ, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა 2--- წლის 18 სექტემბრის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. აღნიშნული ხელშეკრულებებით სოლიდარულმა მოვალეებმა იკისრეს პასუხისმგებლობა ბ---ის წინაშე იმავე მოცულობით რა მოცულობითაც გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით იკისრა ძირითადმა მსესხებელმა მთლიანი ვალდებულებით ბ---ის წინაშე. შესაბამისად, თითოეული თავდების თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა მსესხებლებთან ერთად მთლიანი ვალდებულების მოცულობით.
დადგენილია, რომ მსესხებლებმა არ შეასრულეს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და ერიცხებათ დავალიანება 34 614,09 აშშ დოლარისა და 14 802,34 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, სს „ს----------–ოს ბ---ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისათვის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე აღნიშნული თანხის გადახდის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, მათ შორის, თითოეულ თავდებს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრულ ოდენობის, მსესხებლის მთლიანი ვალდებულების ფარგლებში.
6.7. ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
მხარეები გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 6.1 პუნქტით, იპოთეკის ხელშეკრულებების 3.2. პუნქტებითა და სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებების 3.4. პუნქტებით შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ამდენად, მოსარჩელის წარმომადგენლის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს, მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის (39 026,99 აშშ დოლარი) გამო, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 2682,00 ლარი (გაცვლითი კურსი 2,4630) ასევე, რამდენადაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა 23 334,55 აშშ დოლარის ნაწილში, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩაითვლება 1724,18 ლარი. მოპასუხეები მოსარჩელეს აუნაზღაურებენ 593,82 ლარს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 268-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. სს „ს----------–ოს ბ---ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს ი/მ ე-–--- ა-–---ს, ა----- მ-------------ს, შპს „ს--–-----–-3“-ს, შპს „ჯ--------ს“ სს „ს----------–ოს ბ---ის“ სასარგებლოდ 2--- წლის 18 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 34 614,09 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა 25 464,29 აშშ დოლარი, პროცენტი - 4149,80 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 5000 აშშ დოლარი.
3. მოპასუხეებს ი/მ ე-–--- ა-–---ს, ა----- მ-------------ს, შპს „ს--–-----–-3“-ს, შპს „ჯ--------ს“ სს „ს----------–ოს ბ---ის“ სასარგებლოდ 2--- წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 14 802,34 აშშ დოლარის გადახდა.
4. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული ქონებები: კ----- ვ----–---ას საკუთრებაში არსებული უძრავ ქონება, მდებარე თ---–ისი, დასახლება ვ--------ანი ს.კ. 0----------------------; რ----–-- აბ-----–---ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე დ-----ი, სოფელი ქ---ო ო---------ი, ს.კ. 8-----------.
5. იმ შემთხვევაში თუ, იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხები საკმარისი არ იქნება დავალინების დასაფარად, აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეთა სხვა უძრავ-მოძრავი ქონებიდან.
6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. დაუბრუნდეს სს „ს----------–ოს ბ---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოსარჩელის მიერ 13/09/2017 წელს, საგადახდო დავალება #---- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2682,00 ლარი.
8. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 593,82 ლარის ანაზღაურება.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–ისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–ისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–ისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე