გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.02.2019
საქმის ნომერი
110210017002217724
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 1102100-7002217724

№ 2/946-2--- წელი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 თებერვალი 20-9 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე _ სს ,, კ-------------'';

წარმომადგენელი_ ლ------------------;

მოპასუხეები _ თ-------------, თ--------------, ლ------ ა------, თ----- ა------; წარმომადგნელი- დ---------------

დავის საგანი_ თანხის დაკისრება, იპითეკის საგნის რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეებს თ-------------ს, თ--------------ს, ლ------ ა------ს, თ----- ა------ს სს ,,კ-------------ს'' სასარგებლოდ 2--- წ-–-ს 2------------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 13949.16 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 10 189.54 აშშ დოლარი, პროცენტი- 3 63--11 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 12--51 აშშ დოლარი.

 

დავალიანების გადახდევინების მიზნით პირველ რიგში სარეალიზაციოდ მიქცეულ იქნას მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული თ--------------, ლ------ ა-------, თ------ ა------- და თ----- ა------- თანასაკუთრებაში არსებული ზესტაფონის რაიონის სოფელ ზ------------–- მდებარე 3--0-.3-.2-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება. თუ ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკ--რისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარავად, დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს სოლიდარული მოვალეების თ----- ა----–--, ლ------ ა-------, თ------ ა-------ა და თ----- ა------- საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ/ მოძრავი ქონებებიდან.

 

მოპასუხეებს თ-------------ს, თ--------------ს, ლ------ ა------ს, თ----- ა------ს სს ,,კ-------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი ბაჟის 1196.99 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების 11 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე მიუთითებს: 2--- წ-–-ს 2------------ შპს ,,მ-----------------------------–-------------'' და მოპასუხე თ-------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნვეყოფილია 2--- წ-–-ს 2------------ იპოთეკის ხელშეკრულებით. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე თ-------------მ ისესხა 15 000 აშშ დოლარი, 50 თვით, 0.76 % თვიური საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს უნდა გადაეხა სიცოცხლის დაზღვევის თანხა. ხელშეკრულებითვე, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვრა ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდეგ ყოველვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%, არაუმეტეს 150 დღისა. სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იპოთეკის ხელშეკრულებით და 2--- წ-–-ს 2------------ თავდებობის ხელშეკრულებით, რომლითაც თავდებებმა თ--------------მ, ლ----- ა------მ და თ----- ა------მ იკისრეს ვალდებულება სესხის თანხის დაფარვაზე.

 

2--- წ-–-ს 3- მარტს თ-------------მ მიმართა სს ,,კ-------------'' სესხის რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით, მოთხოვნა დაკ--ყოფილდა, შედგა გადახდის ახალი გრაფიკი, სესხის ვადა გაიზარდა და ყოველთვიური შესატანის ოდენობა შემცირდა.

 

მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები და სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

საბოლოოდ, საქმის განხივის ეტაპზე მოსარჩელეთა დავალიანებამ შეადგინა 13949.16 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 10 189.54 აშშ დოლარი, პროცენტი- 3 63--11 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 12--51 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხეების პოზიცია.

მოპასუხებმა სარჩელი ცნეს მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში, ხოლო პროცენტისა და სიცოცხლის დაზღვევის თანხების დაკისრების მოთხოვნა არ ცნეს, როგორც უსაფუძვლო, უსამართლო და დაუსაბუთებელი.

 

3.საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. 2--- წ-–-ს 2------------ შპს "მ-----------------------------–-------------" და მოპასუხე თ-------------ს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილია 2--- წ-–-ს 2------------ #2------------- იპოთეკის ხელშეკრულებით, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის #8----------- (დამოწმებული საჯარო რეესტრის მიერ 2--0-.2---–), რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა თ--------------, ლ------ ა-------, თ------ ა------- და თ----- ა------- თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შპს "მ-----------------------------–------------" სასარგებლოდ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხაზით მომსახურების, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებს.

 

3.2. სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და ფარგლებში, 2--- წ-–-ს 2------------ გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თ-------------მ ისესხა 15000.00 (თხუთმეტიათასი) აშშ დოლარი 50 თვით, 0.76 % თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე–5 მუხლის თანახმად, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. ხელშეკრულების 3.9–პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27 % არაუმეტეს, 150 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

სესხის ხაზით მომსახურების, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებს (გრაფიკთან ერთად).

 

3.3. სესხის ხელშეკრულებაც უზრუნველყოფილია იპოთეკის ხელშეკრულებით, რომლითაც სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ--------------, ლ------ ა-------, თ------ ა------- და თ----- ა------- თანასაკუთრებაში არსებული, ზესტაფონის რაიონის სოფელ ზ------------–- მდებარე 3-----3-.2-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

სესხის ხაზით მომსახურების, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებს.

 

3.4.2--- წ-–-ს 2------------ გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით, თავდებებმა თ------ი ა------მ, ლ------ ა------მ და თ----- ა------მ იკისრეს კრედიტორის წინაშე სოლიდარული ვალდებულება დაფარონ მსესხებლის დავალიანება, თუ მსესხებელი ვერ გადაიხდის და/ან დაარღვევს გრაფიკით დადგენილი გადასახადების გადახდას, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

სესხის ხაზით მომსახურების, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებს, თავდებობის ხელშეკრულებებს.

 

3.5. 2--- წ-–-ს 3- მარტს მსესხებელმა თ-------------მ მიმართა ბანკს სესხის რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით, მოთხოვნა დაკ--ყოფილდა, შედგა გადახდის ახალი გრაფიკი, გაიზარდა სესხის ვადა და შემცირდა ყოველთვიური შესატანის ოდენობა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

თ-------------- 3-.0-.2--- წ-–-ს განაცხადს და სესხის დაფარვის ახალ გრაფიკს.

 

3.6. მოპასუხეებმა სესხის გადახდის გრაფიკი დაარღვეს 2--- წ-–-ს ა--------- და სექტემბრის თვეში და არ გადაიხადეს სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახადი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმატებებს, სესხის გადასხდის გრაფიკს.

 

3.7. მოპასუხემ 2--- წ-–-ს 1--------------- გადაიხადა წინა ორი თვის დავალიანება, თუმცა არასრულად. ამავე თვეში, 2--- წ-–-ს 3- ო-----------, მოპასუხემ გადაიხადა ოქტომბრის თვის თანხა, თუმცა წინა დავალიანების გამო სრულად ვერ დაფარა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმატებებს, სესხის გადასხდის გრაფიკს.

 

3.8. 2--- წ-–-ს ნოემბერში მოპასუხემ კვლავ დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი, დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას,- დავალიანების შესახებ გადახდის ისტორიას,- გაფრთხილების წერილებს.

 

3.9. 2--- წ-–-ს 24 ნოემბერს მოპასუხეებს გაფრთხილების წერილებით ეცნობათ დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ და დაუყოვნებლივ ეთხოვათ თავალიანების თანხის დაფარვა. ამასთან, განემარტათ ყველა ის შედეგი, რაც მოჰყვებოდა თანხის დროულად არგადახდას. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეების მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა. მოპასუხეებს ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები და მათ დავალიანება არ გადაიხადეს. ორკვირიანი ვადის გასვლის შემდგომ სს ,,კ--------------'' მოპასუხეებთან შეწყვიტა ხელშეკრულება და 2--- წ-–-ს 15 დეკემბერს სარჩელით მომართა ს-------------- და მოითხოცვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების მოპასუხეებზე დაკისრება.

 

3.10 ხელშეკრულების შეწყვეტის და მოსარჩელის მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდგომ, მოპასუხეებმა 2--- წ-–-ს 3- დეკემბერს დავალიანების დაფარვის მიზნით, გადაიხადეს 3-2 აშშ დოლარი და 75 ცენტი. 2--- წ-–-ს 3- დეკემბრის შემდგომ მოპასუხეებს რაიმე თანხა აღარ გადაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ შპს ,,მ----------------------------–-----------ს’’ სარჩელი უნდა დაკ--ყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 2---ე, მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-6-ე,3-7-ე, 361-ე, 463-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-6-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 3-7-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

_ სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2--- წ-–-ს 2------------ შპს "მ-----------------------------–-------------" და მოპასუხე თ-------------ს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილია 2--- წ-–-ს 2------------ #2------------- იპოთეკის ხელშეკრულებით, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის #8----------- (დამოწმებული საჯარო რეესტრის მიერ 2--0-.2---–), რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა თ--------------, ლ------ ა-------, თ------ ა------- და თ----- ა------- თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შპს "მ-----------------------------–------------" სასარგებლოდ.

დადგენილია, რომ სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და ფარგლებში, 2--- წ-–-ს 2------------ გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თ-------------მ ისესხა 15000.00 (თხუთმეტიათასი) აშშ დოლარი 50 თვით, 0.76 % თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე–5 მუხლის თანახმად, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. ხელშეკრულების 3.9–პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27 % არაუმეტეს, 150 დღის განმავლობაში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2---ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკ--ყოფილების შესახებ.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირი თანხის ნაწილში. შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკ--ყოფილდეს.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მხარეებს შორის 2--- წ-–-ს 2-------- გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნას თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას, გამოსახულია ლარით.

 

ხელშეკრულების 7.1. .7.4 პუნქტების თანახმად, ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით განსაღვრული თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა. მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით, ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

 

ამავე ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, გამსესხებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება, თუ მსესხებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას. ამავე ხელშეკრულების 8.2 პუქტის თანახმად, გამსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულების თანადართული გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის დარიცხული ჯარიმა.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილია,რომ მოპასუხეებმა სესხის გადახდის გრაფიკი დაარღვიეს ზედიზედ ორჯერ: 2--- წ-–-ს ა--------- და სექტემბრის თვეში და არ გადაიხადეს სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახადი.

 

დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხემ მოპასუხემ 2--- წ-–-ს 1--------------- გადაიხადა წინა ორი თვის დავალიანება, თუმცა არასრულად. ამავე თვეში, 2--- წ-–-ს 3- ო-----------, მოპასუხემ გადაიხადა ოქტომბრის თვის თანხა, თუმცა წინა დავალიანების გამო სრულად ვერ დაფარა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა.

 

დადგენილია, რომ 2--- წ-–-ს ნოემბერში მოპასუხე მხარემ დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი, დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ.

 

2--- წ-–-ს 24 ნოემბერს მოპასუხეებს გაფრთხილების წერილებით ეცნობათ დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ და დაუყოვნებლივ ეთხოვათ თავალიანების თანხის დაფარვა. ამასთან, განემარტათ ყველა ის შედეგი, რაც მოჰყვებოდა თანხის დროულად არგადახდას. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეების მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა. მოპასუხეებს ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები და მათ დავალიანება არ გადაიხადეს. ორკვირიანი ვადის გასვლის შემდგომ, ხელშეკრულების თანახმად, სს ,,კ--------------'' მოპასუხეებთან შეწყვიტა ხელშეკრულება და 2--- წ-–-ს 15 დეკემბერს სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

ამდენად, დადგენილია, რომ მსეხებელმა ზედიზედ ორჯერ და მეტჯერ დაარღვია გადახდის გრაფიკი. კანონის თანახმად, მას მიეცა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, რაც არ შეასრულა და მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების ფარგლებში შეწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა მათ შორის გაფორმებული სესხის ვადამდე დაფარვა.

 

6.4. მოსარჩელე თანხის დაკისრებას თ-------------სთან ერთად სოლიდარულად ითხოვს თ--------------ს, ლ------ ა------სა და თ----- ა------ზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლი ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კრედიტის უზრუნველსაყოფად, 2--- წ-–-ს 2------------ გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით, თავდებებმა თ------ი ა------მ, ლ------ ა------მ და თ----- ა------მ იკისრეს კრედიტორის წინაშე სოლიდარული ვალდებულება დაფარონ მსესხებლის დავალიანება, თუ მსესხებელი ვერ გადაიხდის და/ან დაარღვევს გრაფიკით დადგენილი გადასახადების გადახდას, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.

 

დადგენილია ასევე, რომ მოვალემ დაარღვია აღნიშნული ვალდებულება. შესაბამისად თავდებებზე სოლიდარულად თანხის დაკისრება საფუძვლიანია და კანონშესაბამისი.

 

6.5 მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნას თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით, მასში აღნიშნული საპროცენტო განაკვეთით. გრაფიკის მიხედვით ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვა 0.76%-ით.

 

ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, ,,გამსესხებლის’’ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელი დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულებას თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პარიოდისათვის დარიცხული ჯარიმა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის საბანკო კრედიტის პროცენტზე შეთანხმება მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის 3.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად.

 

ამდენად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკ--ყოფილდეს.

 

6.6. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად ,,გამსესხებლის’’ და ,,მსესხებლის’’ რისკების შემცირების მიზნით მსესხებელი ვალდებულია წინამდებრე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებული სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყო გამსესხებელი. 5.2. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია დროულად და სრულად განახორციელოს სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად.

 

მხარეებს შორის 2--- წ-–-ს 2------------ გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნას თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას, გამოსახულია აშშ დოლარში.

 

ამდენად, სიცოცხლის დაზღვევის თანხაზე შეთანხმება მოხდა ხელშეკრულებით და მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იყოს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკ--ყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკ--ყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკ--ყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუკი კრედიტორი (იპოთეკარი) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ მარეგისტრირებელ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკ--ყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 30--ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, თუ მოვალე არ დააკ--ყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

2--- წ-–-ს 2------------ იპოთეკის ხელშეკრულების 2.1. მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხების გადახდა უზრუნველყოფილია მსესხებლის თ--------------, გარანტორის თ------ ა-------, ლ------ ა-------, თ----- ა------- საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებით (იპოთეკის საგანი).

 

ამავე ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკ--ყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი გადაეცემა კრედიტორს (იპოთეკარს) საკუთრებაში (მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მოთხოვნათა დაცვით იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკ--ყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.

 

სასამართლოს უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,, კ-------------’’, როგორც უძრავი ქონების იპოთეკით უზრუნველყოფილი კრედიტორი, უფლებამოსილია მსესხებლების მიმართ წარმოშობილი მოთხოვნის დაკ--ყოფილება მოახდინოს მოპასუხეების კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით, რამდენადაც შესაბამისი ხელშეკრულებებით ამისგან განსხვავებული წესი გათვალისწინებული არ არის.

 

ამდენად, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკ--ყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკ--ყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკ--ყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა ძირი თანხის დაკისრების ნაწილში მოპასუხეებმა ცნეს, ასევე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე. შესაბამისად, გადახდილი ბაჟიდან მოსარჩელეს ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ძირი თანხისა და შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი ბაჟი, ჯამში 892.22 ლარი, ხოლო გადახდილი ბაჟის ნაწილის - 304.62 ლარის გადახდა მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ. ასევე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი 11 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,კ-------------ს'' (ს/ნ 2--------- სარჩელი დაკ--ყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს თ-------------ს (პ/ნ 1------------ თ--------------ს (პ/ნ 1------------ ლ------ ა------ს (პ/ნ 1----------- და თ----- ა------ს (პ/ნ 1----------- სს ,,კ-------------ს'' (ს/ნ 2--------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 10 189 (ათი ათას ასოთხმოცდაცხრა) აშშ დოლარისა და 54 (ორმოცდათოთხმეტი) ცენტის, პროცენტის 3 63- (სამი ათას ექვსას ოცდათორმეტი) აშშ დოლარისა და 11 (თერთმეტი) ცენტის, სიცოცხლის დაზღვევის 127 (ას ოცდაშვიდი ) აშშ დოლარისა და 51 (ორმოცდათერთმეტი) ცენტის, ჯამში 13 949 (სამეტი ათას ცხრაას ორმოცდაცხრა) აშშ დოლარისა და 16 (თექვსმეტი) ცენტის გადახდა.

 

3. დავალიანების გადახდევინების მიზნით პირველ რიგში სარეალიზაციოდ მიქცეულ იქნას მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული თ-------------- (პ/ნ 1------------ თ------ ა------- (პ/ნ 1------------ ლ------ ა-------ა (პ/ნ 1----------- და თ----- ა------- (პ/ნ 1----------- თანასაკუთრებაში არსებული ზესტაფონის რაიონის სოფელ ზ------------–- მდებარე 3-----3-.2-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება. თუ ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკ--რისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარავად, დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს სოლიდარული მოვალეების თ-------------- (პ/ნ 1------------ თ------ ა------- (პ/ნ 1------------ ლ------ ა-------ა (პ/ნ 1----------- და თ----- ა------- (პ/ნ 1----------- საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ/ მოძრავი ქონებებიდან.

 

4.მოპასუხეებს თ-------------ს (პ/ნ 1------------ თ--------------ს (პ/ნ 1------------ ლ------ ა------ს (პ/ნ 1----------- და თ----- ა------ს (პ/ნ 1----------- სს ,,კ-------------ს'' (ს/ნ 2--------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ბაჟის 304 (სამას ოთხი ლარისა და 62 (სამოცდაორი) თეთრის და საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი 11 (თერთმეტი) ლარის ანაზღაურება.

 

5.სს ,,კ-------------'' (ს/ნ 2--------- ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ბაჟის ნაწილი 892 (რვაას ოთხმოცდათორმეტი) ლარი და 22 (ოცდაორი) თეთრი- საგადახდო დავალება N o 43996, თარიღი 0-.12.2---, კოდი 300-93-50.

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

8.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე