გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.02.2019
საქმის ნომერი
040310018002775394
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 040310018002775394

საქმე № 3/18-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი2019 წელი ქ. ცაგერი

 

ცაგერის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე-ნანა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი-ხატია მეშველიანი

 

მოსარჩელე - ს----------–--- თ-----–--- ს------------

წარმომადგენელი - ლ-- მ------–-–---–-

 

მოპასუხე - ვ------ ჯ---------

 

დავის საგანი- თანხის დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - ვ------ ჯ---------- ს----------–--- თ-----–--- ს------------ს (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაეკისროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ ს----------–--- შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 1-.0-.2--- წლის N 4--- ბრძანებით, რ------ ვ------ ვ--–----- ძე ჯ---------, გაწვეული იქნა ს----------–--- შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და დაინიშნა ს----------–--- შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ---- ფ------- სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრისა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსების რეკრუტად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება,,რ------“ და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2--- წლის 1- ივნისიდან. 2--- წლის 1- ივნისს, ვ------ ჯ----------ა და ს----------–--- თ-----–--- ს------------ს შორის გაფორმდა ს----------–--- თ-----–--- მინისტრის 0-.1-.2--- წლის N--- ბრძანებით დამტკიცებული N----/1- კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ს----------–--- შეიარაღებული შტაბის უფროსის 2-.0-.2--- წლის N---- ბრძანებით, რ------ ვ------ ჯ--------- დაინიშნა ს----------–--- შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირველი მსუბუქი ქვეითი ასეულის მესამე მსუბუქი ქვეითი ოცეულის იარაღის სექციის მეტყვიამფრქვევედ 2--- წლის 25 აგვისტოდან. ს----------–--- შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 0-.0-.2--- წლის N---- ბრძანებით, სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერებული, დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირველი მსუბუქი ქვეითი ასეულის მესამე მსუბუქი ქვეითი ოცეულის იარაღის სექციის მეტყვიამფრქვევე- ვ------ ჯ--------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევა) პუნქტით.

 

კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან, სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს „ს------------ს“ ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარი. ვ------ ჯ--------- ს----------–--- შეიარაღებული ძალებში გაწვეულ იქნა 1-.0-.2--- წელს და იგი დათხოვნილია 0-.0-.2--- წლის N 5300 ბრძანებით, შესაბამისად, მისი ნამსახურობის პერიოდი შეადგენს ერთ წელს, ორ თვეს და 16 დღეს და 1-.0-.2--- წლის N----/1- კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, მას წარმოეშვა კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა.

აღნიშნული თანხა , ვ------ ჯ---------- მიერ დღემდე გადახდილი არაა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხეს წერილობითი ფორმით შესაგებელი ს----------–--- თ-----–--- ს------------ს სარჩელზე არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ს----------–--- შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 1-.0-.2--- წლის N 4--- ბრძანებით, რ------ ვ------ ვ--–----- ძე ჯ---------, გაწვეული იქნა ს----------–--- შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და დაინიშნა ს----------–--- შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ---- ფ------- სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრისა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსების რეკრუტად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება,,რ------“ და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2--- წლის 1- ივნისიდან. 2--- წლის 1- ივნისს, ვ------ ჯ----------ა და ს----------–--- თ-----–--- ს------------ს შორის გაფორმდა ს----------–--- თ-----–--- მინისტრის 0-.1-.2--- წლის N--- ბრძანებით დამტკიცებული N----/1- კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ს----------–--- შეიარაღებული შტაბის უფროსის 2-.0-.2--- წლის N---- ბრძანებით, რ------ ვ------ ჯ--------- დაინიშნა ს----------–--- შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირველი მსუბუქი ქვეითი ასეულის მესამე მსუბუქი ქვეითი ოცეულის იარაღის სექციის მეტყვიამფრქვევედ 2--- წლის 25 აგვისტოდან. ს----------–--- შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 0-.0-.2--- წლის N---- ბრძანებით, სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერებული, დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირველი მსუბუქი ქვეითი ასეულის მესამე მსუბუქი ქვეითი ოცეულის იარაღის სექციის მეტყვიამფრქვევე- ვ------ ჯ--------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ ს----------–--- კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევა) პუნქტით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ს----------–--- შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის

- 2--- წლის 1- ივნისის N 2-39/1- კონტრაქტი

-სარჩელი

 

3.2. კონტრაქტის 1.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში. ამავე კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად, კონტრაქტის პირველ ეტაპზე მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე, კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელდებოდა 4 წლამდე ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2--- წლის 1- ივნისის N----/1- კონტრაქტი

3.3. კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან, სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, ს----------–--- კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2--- წლის 1- ივნისის N----/1- კონტრაქტი

 

3.4. ს----------–--- შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 0-.0-.2--- წლის N---- ბრძანებით, სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერებული, დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირველი მსუბუქი ქვეითი ასეულის მესამე მსუბუქი ქვეითი ოცეულის იარაღის სექციის მეტყვიამფრქვევე ვ------ ჯ--------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქარტთელოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევა) პუნქტით.

 

- ს----------–--- შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 0-.0-.2--- წლის N---- ბრძანება

 

3.5. ვ------ ჯ--------- ს----------–--- შეიარაღებულ ძალებში გაწვეულ იქნა 1-.0-.2--- წელს და იგი დათხოვნილია 0-.0-.2--- წლის N---- ბრძანებით, შესაბამისად მისი ნამსახურობის პერიოდი შეადგენს ერთ წელს, ორ თვეს და 16 დღეს,შესაბამისად მას წარმოეშვა კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა. დადგენილია, რომ აღნიშნული თანხა ვ------ ჯ---------- მიერ დღემდე გადახდილი არაა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ს----------–--- შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 0-.0-.2--- წლის N---- ბრძანება

- 1-.0-.2--- წლის N----/1- კონტრაქტი

-ფინანსების მართვის დეპარტამენტის 0-.12.2--- წლის N------- წერილი

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს----------–--- თ-----–--- ს------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

ს----------–--- თ-----–--- ს------------ წარმომადგენელმა-ლ-- მ------–-–---–-- 201- წლის 0- თებერვალს, შუამდგომლობით მომართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის განხილვა ს------------ წარმომადგენლის დასწრების გარეშე, მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა მისი სრულად დაკმაყოფილება.

მოპასუხე მხარე-ვ------ ჯ--------- სხდომაზე არ გამოცხადდა, თუმცა გზავნილი, სასამართლო უწყება 201- წლის 21 თებერვალს ჩაბარდა მამას- ვ--–---- ჯ----------( გზავნილის კოდი-A------------).

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

ს----------–--- პრეზიდენტის 200- წლის 0- აპრილის N1-- ბრძანებულებით დამტკიცებული „ს----------–--- თ-----–--- ს------------ს დებულების“ თანახმად, თ-----–--- ს------------ს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ს----------–--- შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.

 

’’სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ ს----------–--- კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს ს----------–--- თ-----–--- უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.

 

ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ს----------–--- შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს ს----------–--- თ-----–--- ს------------ს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თ-----–--- ს------------ ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ თ-----–--- ს------------ს და მეორეს მხრივ მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თ-----–--- ს------------ს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.

 

1-.0-.2--- წლის კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, "სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული "სამხედრო მოსამსახურე", უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე სამსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს.

 

კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული "სამხედრო მოსამსახურე" მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, "სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს "ს------------ს" ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

დადგენილი,რომ მოპასუხის მიერ ჯარიმის თანხა დღემდე გადახდილი არაა;

 

დადგენილია, რომ ს----------–--- შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 0-.0-.2--- წლის N---- ბრძანებით, სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერებული, დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირველი მსუბუქი ქვეითი ასეულის მესამე მსუბუქი ქვეითი ოცეულის იარაღის სექციის მეტყვიამფრქვევე ვ------ ჯ--------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქარტთელოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევა) პუნქტით.

 

’’სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე- 21 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.

სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში: სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის; კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე;

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს ს----------–--- თ-----–--- ს------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ს------------ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს----------–--- თ-----–--- ს------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე - ვ------ ჯ---------- (პ/ნ-----------) ს----------–--- თ-----–--- ს------------ს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის თანხის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

 

3. მოპასუხე - ვ------ ჯ---------- (პ/ნ-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი ნიუპორტის ქ.32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.ცაგერი,ლ.ასათიანის ქ. #14).

 

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი