გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1217-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: სს „ს----------–--------ი“
წარმომადგენელი: გ----------------ე
მოპასუხე: ბ----------–-–---–ი
წარმომადგენელი: ნ---------------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება; იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბ----------–-–---–ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 06 აპრილის და მისი შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 52 648.37 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 49 284.87 აშშ დოლარი, სარგებელი - 2 292.89 აშშ დოლარი, ჯარიმა - 993.74 აშშ დოლარი და საკომისიო 76.87 აშშ დოლარი.
1.2. ბ----------–-–---–ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 20 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 145.96 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 101.57 აშშ დოლარი, სარგებელი - 8.98 აშშ დოლარი და ჯარიმა - 35.41 აშშ დოლარი.
1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ბ----------–-–---–ის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, კ--–-----------------------------------–------------------–----, ს/კ 0------------------------1. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, სარეალიზაციოდ მიექცეს ბ----------–-–---–ის კუთვნილი სხვა ქონება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 06 აპრილს სს ს----------–--------სა“ და ბ----------–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი - 150 000.00 აშშ დოლარის ოდენობით, 300 თვის ვადით, სარგებლის, წლიური 0-48%-ის დარიცხვით.
2015 წლის 07 ოქტომბერს მსესხებელთან გაფორმდა საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვით, წლიური 10.5%-ის დარიცხვით. მითითებულ ხელშეკრულებაში 2015 წლის 07 ოქტომბერს შევიდა ცვლილებები და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2034 წლის 10 ივნისი.
2015 წლის 06 აპრილს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ზემოთ ხსენებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უზრუნველყოფილ იქნა ბ----------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე: ქ. თბილისი, კ--–-----------------------------------–------------------–----, ს/კ 0------------------------1. ამასთან, საბანკო მომსახურების შესახებ საკრედიტო ხელშეკრულების 14.4. პუნქტით განისაზღვრა, რომ ბანკი უფლებამოსილია ვალდებულების დაფარვის მიზნით, გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე.
2015 წლის 20 ივლისს სს „ს----------–--------სა“ და ბ----------–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი №2------, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტის მაქსიმალური ოდენობა - 642.5 აშშ დოლარი, 300 თვის ვადით, წლიური18 %-ის დარიცხვით.
მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა მომხდარიყო საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და მასზე თანდართული გრაფიკების შესაბამისად. თუმცა, კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატებოდა ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში.
ამდენად, 2017 წლის 13 მარტის მდგომარეობით, 2015 წლის 06 აპრილის და მისი შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელს ერიცხება შემდეგი დავალიანება: ძირი თანხა - 49 284.87 აშშ დოლარი, სარგებელი - 2 292.89 აშშ დოლარი, ჯარიმა - 993.74 აშშ დოლარი და საკომისიო 76.87 აშშ დოლარი, სულ - 52 648.37 აშშ დოლარი. ხოლო, 2015 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კი მსესხებელს ერიცხება შემდეგი დავალიანება: ძირი თანხა - 101.57 აშშ დოლარი, სარგებელი - 8.98 აშშ დოლარი და ჯარიმა - 35.41 აშშ დოლარი, სულ - 145.96 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა აღნიშნული დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი სარჩელი ცნო.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2019 წლის 01 მარტს გამოცხადებულმა მოპასუხემ ცნო სარჩელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი, შესაბამისად სს „ს----------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია.
4. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეების მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ ცნო სარჩელი, შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ბ----------–-–---–ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 06 აპრილის და მისი შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 52 648.37 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 49 284.87 აშშ დოლარი, სარგებელი - 2 292.89 აშშ დოლარი, ჯარიმა - 993.74 აშშ დოლარი და საკომისიო 76.87 აშშ დოლარი.
1.2. ბ----------–-–---–ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 20 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 145.96 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 101.57 აშშ დოლარი, სარგებელი - 8.98 აშშ დოლარი და ჯარიმა - 35.41 აშშ დოლარი.
1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ბ----------–-–---–ის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, კ--–-----------------------------------–------------------–----, ს/კ 0------------------------1. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, სარეალიზაციოდ მიექცეს ბ----------–-–---–ის კუთვნილი სხვა ქონება.
2. სს „ს----------–--------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 10-03-2017 წელს გადახდილი 3 992.67 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სს „ს----------–--------ი“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150, საგადახდო დავალება N2066.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა მარტიაშვილი
საქმე №2/1217-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
01 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი მაგდა ბერუაშვილი