გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/25786-18 31 იანვარი 2019 წელი
ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი მარი კირვალიძე
მოსარჩელე წარმომადგენელი მოპასუხე წარმომადგენლები დ--------------ი პ------------–-- შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ი“ ტ------– ღ----–---–ი (დირექტორი) თ---------------–---–ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
დ--------------ი ითხოვს შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ს“ დაეკისროს: 1) სესხის ძირითადი თანხის 357654 ლარის გადახდა; 2) სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის (წლიური 50% პროცენტი) _ 178 827 ლარის გადახდა. მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 09 იანვარს დ--------------ს და შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, სესხის საპროცენტო სარგებელი შეადგენდა წლიურ 50%-ს. დ--------------მა იკისრა ვალდებულება, შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ისთვის“ 04 თვის ვადაში, ეტაპობრივად ესესხებინა 200 000 აშშ დოლარი. მსესხებელს თანხა დაუბრუნდებოდა სარგებლით, ძირი და სარგებელი ჯამში შეადგენდა 300000 აშშ დოლარს. ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში გააფორმებდნენ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთებოდა შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ის“ კუთვნილი ქონებიდან ბინები, საერთო ფართი 700 კვ.მ. მოსარჩელემ პირველი გადახდა განახორციელა 12 იანვარს. შემდეგი გადარიცხვა უნდა მომხდარიყო მოთხოვნის შესაბამისად. იმის გათვალისწინებით, რომ დ--------------ი ცხოვრობდა და მუშაობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, იგი თანხას აგზავნიდა და მის ნაცვლად კომპანიის ანგარიშზე თანხები შექონდათ დ--------------ის დას - ნ--------------ს და მისი ოჯახის ახლობელს - მე-------------ეს. დ--------------მა ივნისის თვეში შეწყვიტა თ---–------------------–ის ანგარიშზე თანხის შეტანა. შ.პ.ს. ,,თ---–------------------–მა“ აგვისტო-სექტემბერის თვეში მოახდინა განშლა და ბინების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, თუმცა კომპანიამ არც მაშინ შეასრულა ხელშეკრულების პირობა ქონების იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებით. დ--------------ის თანხა შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ის“ ანგარიშზე შეტანილია 317 654 ლარის ოდენობით სხვადასხვა პირების მიერ, ხოლო 40 000 ლარი მე-------------ემ ხელზე გადასცა გ---------------–---–ს და თ------------–--ეს. თ------------–--ე იყო კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელი და ეს თანხაც მოხმარდა მშენებლობას. მე-------------ე მუშაობდა შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ი“-ს ბუღალტრად და მას კომპანიის მიმართ სხვა რაიმე სახის ვალდებულება არ გააჩნდა. შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ი“ დღემდე არიდებს თავს ვალდებულების შესრულებას.
2. მოპასუხის პოზიცია შ.პ.ს. ,,თ---–------------------–მა“ სარჩელი ცნო სესხის თანხის _ 128886 ლარის მოთხოვნის ნაწილში. კერძოდ, მოპასუხე ადასტურებს, რომ კომპანიის ანგარიშზე შეტანილია შემდეგი სესხის თანხები: 2017 წლის 12 იანვარს _ 54 400 ლარი, 2017 წლის 18 იანვარს მე-------------ის მიერ _ 18601 ლარი, 2017 წლის 20 იანვარს გ---------------–---–ის მიერ _ 26 350 ლარი, 2017 წლის 25 იანვარს გ---------------–---–ის მიერ _ 29 535 ლარი, ჯამში _ 128 886 ლარი. დანარჩენი ტრანზაქციები, რომლებიც მე-------------ის, ნ--------------ის და მი----–----------ის მიერ არის შესრულებული, არ არის სესხის თანხები. მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი უნდა მიეღო მშენებლობის დასრულების შემდეგ 100 000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით, მაგრამ მოსარჩელეს სრულად არ აქვს შესრულებული მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და 200 000 ა.შ.შ. დოლარი არ ჩაურიცხავს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 დ--------------ს და შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ს“ შორის 2017 წლის 09 იანვარს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. დ--------------მა აიღო ვალდებულება 4 თვის ვადაში ეტაპობრივად მიეცა სესხი შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ისათვის“ 200 000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის საწარმოებლად. ერთი თვის ვადაში უნდა გაფორმებულიყო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით უნდა დატვირთულიყო შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ი“-ს მიერ წარმოებულ მშენებარე კომპლექსში 700 კვ.მ. ფართი (დადგენილია რომ ქონება იპოთეკით არ დაიტვირთა). სესხის ხელშეკრულების მიხედვით გამსესხებელს დაუბრუნდებოდა 300 000 ა.შ.შ. დოლარი (ტომი 1, ს.ფ. 29-30). 3.1.2 შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ი“-ს საბანკო ანგარიშის ამონაწერის მიხედვით, შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ი“-ს ანგარიშზე შეტანილია შემდეგი თანხები: 1) 12.01.17 _ 54 400 ლარი. დანიშნულება: ვალუტის გაცვლითი ოპერაცია. კურსი: 2.72 კონტრთანხა: USD 20 000 კონვერტაცია. (ს.ფ. 41); 2) 18.01.17 _ 18 601 ლარი. დანიშნულება: სესხად დ--------------ისაგან, ხ-------- მ----ა (ს.ფ. 42); 3) 20.01.17 _ 26350 ლარი. დანიშნულება: სესხი დ--------------ისგან ხელშეკრულების საფუძველზე, ს-------–---–ი გ------ (ს.ფ. 43); 4) 25.01.17 _ 29535 ლარი. დანიშნულება: სესხი დ--------------ის ხელშეკრულების საფუძველზე, ს-------–---–ი გ------ (ს.ფ. 43); 5) 21.02.17 _ 13135 ლარი. დანიშნულება: თანხის შეტანა სესხის სახით, გ-------ი ნ----- (ს.ფ. 44); 6) 22.02.17 _ 1778 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა ხელშეკრულების თანახმად, მე-------------ე (ს.ფ. 44); 7) 27.02.17 _ 3350 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა გ-------ი ნ----- (ს.ფ. 45); 8) 27.02.17 _ 1500 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა ნ--------------ი (ს.ფ. 45); 9) 28.02.17 _ 2500 ლარი. დანიშნულება: თანხის შეტანა ხელშეკრულების თანახმად, მი----–----------ე (ს.ფ. 45); 10) 06.03.17 _ 2 500 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა მე-------------ე (ს.ფ. 45); 11) 06.03.17 _ 2195 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა ნ--------------ი (ს.ფ. 46); 12) 09.03.17 _ 9 750 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა ხ-------- მ----ა (ს.ფ. 46); 13) 13.03.17 _ 9 500 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა ხ-------- მ----ა (ს.ფ. 46); 14) 30.03.17 _ 19 500 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა ხ-------- მ----ა. (ს.ფ. 47); 15) 03.04.17 _ 1657 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა გ-------ი ნ-----. (ს.ფ. 47); 16) 27.04.17 _ 4000 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა ხ-------- მ----ა. (ს.ფ. 48); 17) 02.05.17 _ 9000 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა ხ-------- მ----ა. (ს.ფ. 48); 18) 03.05.17 _ 4 875 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა გ-------ი ნ-----. (ს.ფ. 49); 19) 08.05.17 _ 9 000 ლარი. დანიშნულება: ინვესტიცია ხ-------- მ----ა (ს.ფ. 49); 20) 10.05.17 _ 37 000 ლარი. დანიშნულება: ინვესტიცია ხ-------- მ----ა (ს.ფ. 49); 21) 15.05.17 _ 950 ლარი. დანიშნულება: ინვესტიცია მე-------------ე მ----ა (ს.ფ. 50); 22) 18.05.17 _ 1000 ლარი. დანიშნულება: ინვესტიცია მე-------------ე (ს.ფ. 50); 23) 19.05.17 _ 2420 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა გ-------ი ნ----- (ს.ფ. 51); 24) 30.05.17 _ 4 800 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა გ-------ი ნ----- (ს.ფ. 51); 25) 02.06.17 _ 48 358 ლარი. დანიშნულება: მე-------------ის ინვესტიცია ღ----–---–ი ტ------–ი (ს.ფ. 52); ჯამში: 317654 ლარი, საიდანაც მოპასუხე სესხის სახით აღიარებს პირველ ოთხ შენატანს (54 400 ლარი, 18 601 ლარი, 26350 ლარი, 29 535 ლარი) _ 128886 ლარს. 3.1.3 2018 წლის 16 ივლისს დ--------------ის წარმომადგენელმა მე-------------ემ მიმართა შ.პ.ს. ,,თ---–-------------------–-“ და მოითხოვა 2017 წლის 09 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება (ტომი 1 ს.ფ. 73-77). 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 მოწმე გე-–----------–---–-ს ჩვენების მიხედვით, შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ის“ პარტნიორად რეგისტრირებული არ არის, მაგრამ მონაწილეობას იღებს კომპანიის საქმიანობაში. მე-------------ე იყო საწარმოს ბუღალტერი. მან სამუშაოდ მიიყვანა მისი მეგობრის შვილი ნ--------------ი და ეს პირები განკარგავდნენ კომპანიის თანხებს. კომპანიასა და მე-------------ეს შორის შედგა შეთანხმება, რომ მე-------------ე კომპანიაში შეიტანდა 200 000 აშშ დოლარს მშენებლობის გაგრძელების მიზნით და უკან დაუბრუნდებოდა 300 000 აშშ დოლარი მშენებლობის დამთავრების შემდეგ. მას მიჰქონდა თანხები, ნ--------------ს აგზავნიდა, არიცხინებდა ნ--------------ის სახელით კ-------------–-- ანგარიშზე და შემდეგ თანხა მშენებლობას ხმარდებოდა. თ------------–--ე მე-------------ის მიერ შეტანილ თანხებში ბოლომდე გარკვეული პირია. მას ჰქონდა ჩანაწერები მე-------------ის მიერ შეტანილ თანხებზე, რაც 100 000 ლარს მოიცავს. ყველა გადარიცხვა, რაც მშენებლობას ეხებოდა, მასალის შეძენა იყო, თუ მუშისთვის თანხის მიცემა, თ------------–--ე ეუბნებოდა მე-------------ეს და იგი მისი მითითებით რიცხავდა თანხებს. მე-------------ეს ასევე გატანილი ჰქონდა თანხები. რამდენჯერმე მათ დაუფიქსირეს და გადაურიცხეს ვალის თანხა. იგი თავის მოვალეებს ურიცხვდა კომპანიის თანხებს. მე-------------ემ ვერ შეასრულა შეთანხმება. ის თანხა რაც შეიტანა, დადებულ ხელშეკრულებასთან შედარებით ძალიან მცირე იყო. შესთავაზეს მე-------------ეს თანხების დაანგარიშება და რაც შემოტანილი ჰქონდა იმ თანხის დაბრუნებაზე უარი არ უთქვამთ. 3.2.2 მოწმე გ---------------–---–ის ჩვენების მიხედვით, იგი არის შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ის“ დამფუძნებელი. სამეწარმეო ამონაწერში პარტნიორებს შორის მითითებული არ არის, მისი მეუღლე მ---------------ე იყო რეგისტრირებული პარტნიორად. დ--------------ი პირველად მე-------------ემ გააცნო ხელშეკრულების დადების დღეს ნოტარიუსთან. დ--------------თან შეთანხმება იყო, რომ კომპანიის ანგარიშზე უნდა შეეტანა 200 000 აშშ დოლარი და მშენებლობა, რომ დამთავრდებოდა წაეღო 300 000 აშშ დოლარი. თავიდან შეიტანა 20 000 აშშ დოლარი, შემდეგ გაუჭირდა, გავიდა ერთი-ორი თვე და შეიტანა გარკვეული თანხები. ამ თანხების შემოტანაში თვითონაც დაეხმარა, ასესხებინა 20000 აშშ დოლარი. მე-------------ემ შეიტანა დაახლოებით 100000 ლარიდან 120000 ლარამდე. მეტი თანხა მას კომპანიის ანგარიშზე არ შეუტანია. თანხები დ--------------ის მაგივრად შეჰქონდა მე-------------ეს. სხვა ვალდებულება მე-------------ეს კომპანიის მიმართ არ გააჩნდა. 3.2.3 მოწმე მე-------------ის ჩვენების მიხედვით, იგი არის დ--------------ის დედის მეგობარი. გ---------------–---–ი მეუღლესთან ერთად მივიდა მასთან და უთხრა, რომ აშენებდნენ სახლს, ვინაიდან მას გარკვეული გამოცდილება ჰქონდა აღნიშნულ საკითხში, სთხოვეს დახმარება. რადგან მას დრო არ ქონდა მთელი დღის განმავლობაში კომპანიაში ყოფილიყო, პარტნირთან შეთანხმებით მიიყვანა კომპანიაში დ--------------ის და _ ნ--------------ი ბუღალტრის დამხმარედ. 2016 წლის ბოლოს გ---------------–---–მა და გ--–----------–---–მა უთხრეს, რომ დაფინანსება სჭირდებოდათ და ვინმე ხომ არ იცოდა, ვინც დაინტერესდებოდა თანხის სესხებით. იმ პერიოდში ნ--------------ის ძმა _ დ--------------ი ჩამოსული იყო მოსკოვიდან, დ--------------ი დაინტერესდა, ვინაიდან უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა. რამდენიმე შეხვედრა ჰქონდათ და ბოლოს დათანხმდა. გააფორმეს ხელშეკრულება 200000 ა.შ.შ დოლარზე და პირველ 20000 ა.შ.შ. დოლარს რომ შეიტანდნენ კომპანიაში, ბინები დატვირთული უნდა ყოფილიყო იპოთეკით, შეიტანეს 20000 ა.შ.შ დოლარი, მაგრამ ქონება იპოთეკით არ დაიტვირთა. ნდობის ფაქტორი იყო და მაინც განაგრძო თანხის შეტანა. ყველა თანხა, რაც მის (მე-------------ის) მიერ არის შეტანილი კომპანიის ანგარიშზე, არის დ--------------ის თანხა. ნ--------------ს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რის გამოც ყოველთვის ვერ ახერხებდა მისი ძმის ნაცვლად თანხის კომპანიის ანგარიშზე შეტანას. მე-------------ეს დ--------------ისგან ჰქონდა ნდობა, რომ შეეტანა მისი თანხები. თუმცა ზოგჯერ არც მას ეცალა და დ--------------ის თანხა შეტანილი აქვს მი----–----------ეს. მოწმის მითითებით, როდესაც დააგვიანდა დ--------------ს თანხის ჩარიცხვა, მან ისესხა თანხა და შეიტანა კომპანიის ანგარიშზე, მათ შორის 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში დირექტორმა ტ------– ღ----–---–მა ასესხა, რომელიც თავად დირექტორმა შეიტანა კომპანიის ანგარიშზე და მიუთითა მე-------------ის ინვესტიცია, ამ სესხთან დაკავშირებით გაკეთდა სანოტარო აქტი, იპოთეკით დაიტვირთა მე-------------ის უძრავი ქონება. თანხის სესხებამდე წინა დღეს ესაუბრა დ--------------ს და მიიღო მისგან თანხმობა. პირადად მას მოპასუხე კომპანიის მიმართ რაიმე ვალდებულება არ გააჩნდა. როდესაც ქონება იპოთეკით არ დაიტვირთა და უთხრეს, რომ ვერაფერს მიიღებდა, დ--------------მა გადაწყვიტა სამართლებრივად დაეწყო დავა. 3.2.4 მოწმე ნ--------------ის ჩვენების მიხედვით, დ--------------ი არის მისი ძმა. შპს ,,თ---–------------------–ში“ სამუშაოდ მიიყვანა მ----ა (ია) ხ--------მ. საქმიანობაში ეხმარებოდა ბუღალტერს. შენდებოდა კორპუსი, მის ძმას წილი ჰქონდა შეტანილი. მისი ძმა ჩამოდიოდა წელიწადში ორჯერ, მას უტოვებდა თანხას. კომპანიის ანგარიშზე მისი ძმის მაგივრად ყოველთვის თვითონ შეიტანა თანხები, რომლითაც ასრულებდა მისი ძმის ვალდებულებას. მ----ა (ია) ხ-------- ეუბნებოდა თუ რა თანხა სჭირდებოდა კომპანიას, თანხა მიქონდა მასთან და მე-------------ე რიცხავდა კომპანიის ანგარიშზე. პირადად მოპასუხე კომპანიის მიმართ რაიმე ვალდებულება არ ქონდა. 3.2.5 მოწმე თ------------–--ის ჩვენების მიხედვით, იგი შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ში“ მუშაობს სამუშაოთა მწარმოებლად. დ--------------თან ერთხელ არის შენახვედრი. მ----ა (ია) ხ-------- რაღაც დაფინანსებებს რომ აწარმოებდა, ზედაპირულად იცოდა ამის შესახებ, თუმცა რა თანხები იყო არ იცის. ერთხელ შეთავაზა მ----ა (ია) ხ--------ს, თუ რაიმე გადარიცხვებს აკეთებს, მასთანაც გაევლო ამას, მაგრამ არც ერთხელ საქმის კურსში არ ჩააყენა. მისთვის ხელზე თანხა მიუცია, მაგრამ ძალიან მცირე. ძირითადი თანხა რაც მასთან მიდიოდა, იყო ბანკიდან გადარიცხული თანხა. ხელზე ყველაზე ბევრი 1500 ლარი თუ მიუცია. მას მე-------------ისგან 40000 ლარი ხელზე არ მიუღია. იყო ერთი თანხა, რომელიც მე-------------ემ გადარიცხა, თუმცა მასთან ეს თანხა არ მისულა და მშენებლობას არ მოხმარებია. 3.2.6 შ.პ.ს. ,,ა--------------–---------------------“-ის 2018 წლის 17 დეკემბრის N1---- დასკვნის მიხედვით, დ--------------ის მიერ შ.პ.ს. ,,კ-------------–-“-ში 09.01.2017 წლის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში 09.01.2017 – 10.12.2018 წლის პერიოდში განხორციელდა 128886 ლარის შენატანი (ს.ფ. 215) სასამართლო არ იზიარებს შ.პ.ს. ,,ა--------------–---------------------“-ის დასკვნას იმის შესახებ, რომ დ--------------ის მიერ შ.პ.ს. ,,კ-------------–-“-ში 09.01.2017 წლის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში 09.01.2017 – 10.12.2018 წლის პერიოდში განხორციელდა მხოლოდ 128886 ლარის შენატანი, რადგან, აღნიშნული დასკვნა გაცემულია მოპასუხის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, კომპანიის საბანკო ამონაწერში იმავე დანიშნულებით ასახული სხვა თანხები (ასევე ის თანხები სადაც დანიშნულებაში პირდაპირ მითითებულია ინვესტიცია) თუ რატომ არ ჩათვალა დასკვნის ავტორმა დ--------------ისგან მიღებულ სესხად, დასკვნა არ შეიცავს დასაბუთებას. მოპასუხე ვერ მიუთითებს კონკრეტულად სხვა რა ვალდებულება ქონდა მე-------------ეს, ნ--------------ს და მი----–----------ეს კომპანიის მიმართ, რომ თანხა შეეტანა ანგარიშზე და მიეთითებინათ დანიშნულებაში ინვესტიცია ან/და ხელშეკრულება. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, კომპანიის ანგარიშზე მე-------------ის, ნ--------------ის და მი----–----------ის მიერ თანხის შეტანა განხორციელდა დ--------------ს და შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ს“ შორის 2017 წლის 09 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხეს არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ--------------ს და შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ს“ შორის 2017 წლის 09 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შ.პ.ს. ,,თ---–------------------–მა“ სესხის სახით მიიღო 317654 ლარი. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას იმის შესახებ, რომ მოპასუხისათვის კიდევ გადაცემული აქვს ხელზე 40 000 ლარი, სასამართლო არ იზიარებს, რადგან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ დ--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ს“ დ--------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის _ 317654 ლარის და სესხის საპროცენტო სარგებლის _ 158827 ლარის გადახდა. დ--------------ის სარჩელი შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ი“-ს მიმართ 40000 ლარის და აღნიშნული თანხის საპროცენტო სარგებლის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე, 365-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 626-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. 6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. დადგენილია, რომ დ--------------ს და შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ს“ შორის 2017 წლის 09 იანვარს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. დ--------------მა აიღო ვალდებულება 4 თვის ვადაში ეტაპობრივად მიეცა სესხი შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ისათვის“ 200 000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის საწარმოებლად. სესხის ხელშეკრულების მიხედვით გამსესხებელს დაუბრუნდებოდა 300 000 ა.შ.შ. დოლარი, სესხის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ სარგებლიან სესხზე, მაგრამ ხელშეკრულებაში კონკრეტულად არ არის მითითებული საპროცენტო განაკვეთი, რასაც მოპასუხე ასევე სადავოდ ხდის. სესხის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ 200000 ა.შ.შ. დოლარის სესხის მიღების შემთხვევაში მსესხებელი დააბრუნებდა 300000 ა.შ.შ დოლარს, აღნიშნული შეთანხმების და მხარეთა ნების გამოვლენის განმარტებით დგინდება, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა წლიურ 50%-ს (რასაც ასევე მიუთითებს მოსარჩელე). 6.4 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები. 6.5 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კომპანიის საბანკო ამონაწერებით დადგენილია, რომ მე-------------ის, ნ--------------ის, მი----–----------ის და გ---------------–---–ის მიერ განხორციელდა ჯამში 317654 ლარის შეტანა შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ი“-ის ანგარიშზე. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ აღნიშნული თანხა დ--------------ს და შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ს“ შორის 2017 წლის 09 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე იქნა შეტანილი კომპანიის ანგარიშზე. თანხის ნაწილს _ 128886 ლარს აღიარებს მოპასუხე სესხად, მაგრამ თანხის დარჩენილ ნაწილზე ვერ მიუთითებს კონკრეტულად სხვა რა ვალდებულება გააჩნდათ მე-------------ეს, ნ--------------ს და მი----–----------ეს კომპანიის მიმართ, რომ თანხა შეეტანა ანგარიშზე და მიეთითებინათ დანიშნულებაში ინვესტიცია ან/და ხელშეკრულება. ამდენად, დადგენილია, რომ დ--------------ს და შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ს“ შორის 2017 წლის 09 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შ.პ.ს. ,,თ---–------------------–მა“ სესხის სახით მიიღო 317654 ლარი. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას იმის შესახებ, რომ მოპასუხისათვის კიდევ გადაცემული აქვს ხელზე 40 000 ლარი, სასამართლო არ იზიარებს, რადგან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. 6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მიხედვით, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. თუ პროცენტები არ არის შეპირებული, მოვალეს შეუძლია ვალი დააბრუნოს ვადამდე. პროცენტიანი სესხის ვადამდე დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით ან გამსესხებლის თანხმობით. პროცენტები გადახდილ უნდა იქნეს ყოველი წლის გასვლის შემდეგ. თუ სესხი წინასწარ არის ვადით განსაზღვრული, მაშინ ვალიცა და პროცენტიც გადახდილ უნდა იქნეს ვადის დადგომისას. 6.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. დადგენილია, რომ 2018 წლის 16 ივლისს დ--------------ის წარმომადგენელმა მიმართა შ.პ.ს. ,,თ---–-------------------–-“ და მოითხოვა 2017 წლის 09 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მოპასუხემ სესხი არ დააბრუნა, სარჩელის აღძვრის შემდეგ მოპასუხე თანახმაა დაბრუნოს 128886 ლარი საპროცენტო სარგებლის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორის მიერ დაცულია განუსაზღვრელი ვადით დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები და დ--------------ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილეს ნაწილობრივ, კერძოდ შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ს“ დ--------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის _ 317654 ლარის და სესხის საპროცენტო სარგებლის _ 158827 ლარის გადახდა. დ--------------ის სარჩელი შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ი“-ს მიმართ 40000 ლარის და აღნიშნული თანხის საპროცენტო სარგებლის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, დ--------------ის სარჩელის დავის საგნის ფასი შეადგენდა 536481 ლარს (სესხის ძირითადი თანხის 357654 ლარის და საპროცენტო სარგებლის _ 178827 ლარის ჯამი). დ--------------ის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე _ 50 ლარი (ტომი 1 ს.ფ. 95; 128). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ 476481 ლარის ოდენობით, დ--------------ს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა აუნაზღაურდეს 2664 ლარი და 48 თეთრი (3000 ლარის 88.816%). კერძოდ, ვინაიდან მოპასუხემ მოსამზადებელ ცნო სარჩელი 128886 ლარის მოთხოვნის ნაწილში (დაკმაყოფილებული მოთხოვნის 27.049%), დ--------------ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 811 ლარი და 47 თეთრი, ხოლო მოპასუხე შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ს“ დ--------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1853 ლარის და 01 თეთრის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 335.52 ლარი არ ანაზღაურდება.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ს“ (ს/კ: 4--------) დ--------------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 09 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის _ 317654 (სამასჩვიდმეტიათასექვსასორმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა.
3. შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ს“ დ--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 09 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის საპროცენტო სარგებლის _ 158827 (ასორმოცდათვრამეტიათასრვაასოცდაშვიდი) ლარის გადახდა.
4. დ--------------ის სარჩელი შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ი“-ს მიმართ 40000 ლარის და აღნიშნული თანხის საპროცენტო სარგებლის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5. დ--------------ის გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (3000 ლარი) დაუბრუნდეს 811 ლარი და 77 თეთრი (გადახდის თარიღი: 17.08.2018; ს.ს. ,,თ-----------“; სახაზინო კოდი: 300773150).
6. შ.პ.ს. ,,თ---–------------------–ს“ დ--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1853 ლარის და 01 თეთრის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი