განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N---------
N0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 თებერვალი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი - ნინო მაისაია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–- ლ-----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ჯ------- ძ-----–-–---–ი - დაბადებული 1--- წლის 1---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, თ---------------------–-, კ-----------------------.
ადვოკატი - ა-------- ჭ--–---–ი
კვალიფიკაცია:
ჯ------- ძ-----–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ ჯ------- ძ-----–-–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 0----------ის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; ჯ------- ძ-----–-–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7----------ის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ჯ------- ძ-----–-–---–ი მგზავრობდა N-- ავტობუსით, რა დროსაც მგზავრობისას ქ. თბილისში, გ-–------------------------------ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას ცდილობა თ----- ფ----–--ს ხელჩანთიდან დაუფლებოდა რაიმე ღირებულ ნივთს, რაც შემჩნეული იქნა პოლიციის მუშაკების მიერ და იგი ადგილზე იქნა დაკავებული.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;
2.1. დაზარალებულმა თ----- ფ----–--მ განაცხადა, რომ 2018 წლის 29 ივნისს მგზავრობდა N-- სამარშუტო ავტობუსით, რომელშიც ავიდა უკანა კარიდან და დადგა ბარათის დასაფიქსირებელ აპარატთან. მარცხენა მხარეს გვერდზე ქონდა გადაკიდებული ზურგჩანთა. მას შემოესმა მამაკაცის ხმა ,,ჩაუდე ეხლა უკან, რაც ამოიღე“, მიიხედა და დაინახა, რომ შავებში ჩაცმულ მამაკაცს მის ჩანთაში ჩაყოფილი ჰქონდა ხელის მტევანი, ხოლო მეორე მამაკაცს კი ის ხელი ეჭირა და მოუწოდებდა ჩანთიდან ხელის ამოღებისკენ, შემდეგ ამ მამაკაცს ჩანთიდან ამოაღებინა ხელი, რომელშიც არაფერი ეჭირა. თ----- ფ----–--ს მამაკაცმა განუცხადა, რომ იყო პოლიციელი და ასევე მასთან ერთად იმყოფებოდნენ სხვა პოლიციის თანამშრომლები. შემდეგ ავტობუსიდან ჩავიდნენ თავად თ----- ფ----–--, პოლიციის თანამშრომლები და შავებში ჩაცმული პირი, რომელიც ბრალდებულის სახით დააკავეს.
2.2. მოწმე თ-------- ი----ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 29 ივნისს ჯიბის ქურდობის გამოვლენის მიზნით ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას მის თანამშრომლებთან კ---- გ--------სთან და დ--- კ-----–---თან ერთად, ავიდნენ N-- ავტობუსში. თავად თ-------- ი----ე ავტობუსის უკანა ნაწილში განთავსდა, ხოლო კ---- გ-------- და დ--- კ-----–---ი ავტობუსის წინა მხარეს იმყოფებოდნენ, ისინი იყურებოდნენ ავტობუსში მყოფი ადამიანების მიმართულებით. მგზავრობის დროს თ-------- ი----ემ მისგან ერთ ნაბიჯში შეამჩნია, რომ შავებში ჩაცმულმა პირმა (როგორც შემდგომ გაირკვა ჯ------- ძ-----–-–---–მა) ახალგაზრდა ქალის ჩანთაში ჩაყო ხელი, მან მოუწოდა მამაკაცს ამოეღო ხელი ჩანთიდან, თან წაავლო ხელი ხელში და ამოაღებინა, რა დროსაც მას ხელში არაფერი ეჭირა. ახალგაზრდა გოგომ, ჯ------- ძ-----–-–---–ს შენიშვნა მისცა, მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო. თ-------- ი----ის ხმა გაიგონეს მისმა თანამშრომლებმა კ---- გ--------მ და დ--- კ-----–---მა, რომლებიც მასთან მივიდნენ. შემდეგ გაჩერებაზე პოლიციის თანამშრომლებმა ჩაიყვანეს ჯ------- ძ-----–-–---–ი, რომელიც ბრალდებულის სახით დააკავეს.
2.3. მოწმე კ---- გ--------მ განაცხადა, რომ ჯიბის ქურდობის გამოვლენის მიზნით ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდნენ #-- ავტობუსში ის და მისი თანამშრომლები. ავტობუსში იყვნენ მგზავრები, მაგრამ მხედველობაში ხელი არ ეშლებოდათ. უკანა კართან იმყოფებოდა თ-------- ი----ე, ხოლო ის და დ--- კ-----–---ი ავიდნენ წინა კარებიდან. ავტობუსში ყოფნისას მოესმა თ-------- ი----ის ხმა, რომელიც უცნობ პირს მოუწოდებდა დაებრუნებინა რაც ამოიღო. თ-------- ი----ის ხმის გაგონებაზე კ---- გ-------- მიტრიალდა და დაინახა, რომ ამ პირს (ჯ------- ძ-----–-–---–ს), რომელიც შავებში იყო ჩაცმული, ხელი ჰქონდა ჩაყოფილი ახალგაზრდა ქალის ჩანთაში. ჯ------- ძ-----–-–---–ი ჩამოიყვანეს ავტობუსიდან და ბრალდებულის სახით დააკავეს.
2.4. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე დ--- კ-----–---მა.
2.5. მოწმეებმა დ----- ხ------–---–მა და გ------- გ---------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
2.6. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 29 ივნისს 14:01 საათზე, ქ. თბილისში, გ-–---------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ჯ------- ძ-----–-–---–ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოღებულა.
2.6.1. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა მოწმე თ-------- ი----ემ.
2.7. ბრალდებულმა ჯ------- ძ-----–-–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ სანამ ავტობუსში ავიდოდა მანამდე აედევნა მისთვის უცნობი ორი პიროვნება, ასევე ავტობუსში ასვლამდე ერთი პიროვნებაც აედევნა. სამივე პიროვნება მას აყვნენ ავტობუსში, ერთ-ერთმა მათგანი მარცხენა ხელში წვდა და განუცხადა ჩაედო რაც მოიპარა. მან იცნო აღნიშნული პიროვნება, რომელიც იყო თ---ის რაიონის პოლიციის თანამშრომელი. შემდეგ მასთან მივარდნენ სხვა პოლიციის თანამშრომლები. როდესაც ავტობუსი გაჩერდა, გაჩერებაზე ჩავიდნენ პოლიციელები, ახალგაზრდა გოგონა და თავად ჯ------- ძ-----–-–---–ი. მისი განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა გოგონას შეამოწმებინეს ზურგჩანთა, რაზედაც გოგონამ განაცხადა, რომ მისთვის არავის არაფერი არ მოუპარავს და ითხოვდა ჯ------- ძ-----–-–---–ის გათავისუფლებას. შემდეგ ჯ------- ძ-----–-–---–ი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ასევე მივიდა დაზარალებული, რომელსაც პოლიციის თანამშრომლებმა ათქმევინეს, რომ დაინახა ჯ------- ძ-----–-–---–ის ხელი მის ჩანთაში. ბრალდებულმა განმარტა, რომ ავტობუსში ეს გოგონა იდგა მის წინ, მარცხენა მხარზე გადაკიდებული ჰქონდა ზურგჩანთა, ჩანთას ელვაშესაკრავი ჰქონდა წინიდან და ვერანაირად ვერ შეძლებდა მის ჩანთაში ხელის ჩაყოფას. ჯ------- ძ-----–-–---–მა ასევე განაცხადა, რომ დაკავებამდე პოლიციის თანამშრომლები ხშირად აწუხებდნენ.
2.8. ბრალდებულის ადვოკატის პოზიციით, ბრალდებულ ჯ------- ძ-----–-–---–ს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება. ბრალდების მოწმეები არიან დაინტერესებული პირები, მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ჯ------- ძ-----–-–---–ი ანალოგიური ქმედებების გამო იყო ნასამართლევი და არაერთხელ ეცადნენ მის დაკავებას; ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები არ არის ერთანეთთან თანხვედრაში, არც დაზარალებულს და არც პოლიციის თანამშრომლებს არ ახსოვთ საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, საქმეზე არ არის ამოღებული ნივთმტკიცება - დაზარალებულის ზურგჩანთა, ასევე ჩანთაზე არ არის ჩატარებული ექსპერტიზები, რაც მიუთითებს, რომ გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად და მხოლოდ დაინტერესებულ მოწმეთა ჩვენები არ არის საკმარისი ჯ------- ძ-----–-–---–ის ბრალდების დასადასტურებლად. ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში ჯ------- ძ-----–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
2.9. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ შეაფასა რა ჯ------- ძ-----–-–---–ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს საფუძველი დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების და ჯ------- ძ-----–-–---–ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის. კერძოდ:
2.9.1. დაზარალებულ თ----- ფ----–--ს ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 29 ივნისს N-- სამარშუტო ავტობუსში ყოფნისას ჯ------- ძ-----–-–---–მა თ----- ფ----–--ს მარცხენა მხარეს გადაკიდებულ ზურგჩანთაში ჩაუყო ხელი, რომელიც ამოაღებინა იქვე მდგომმა მამაკაცმა. ფაქტობრივად, დაზარალებული თ----- ფ----–-- არის თვითმხილველი მოწმე, რომელმაც სასამართლოს საქმის არსებითად განხილვის ეტაზე დამაჯერებლად აჩვენა თუ როგორ ქონდა მის ჩანთაში ხელი ჩაყოფილი ბრალდებულ ჯ------- ძ-----–-–---–ს. დაზარალებულ თ----- ფ----–--ს მიკერძოებასა და ბრალდებულის საწინააღმდეგოდ დაინტერესებაზე სასამართლოს ეჭვის საფუძველი არ გააჩნია.
2.9.2. დაზარალებულ თ----- ფ----–--ს ჩვენება სრულ თანხვედრაშია პოლიციის თანამშრომლის თ-------- ი----ის ჩვენებასთან, რომელიც იმყოფებოდა რა #-- სამარშუტო ავტობუსში, მისგან ერთ ნაბიჯში შეამჩნია ჯ------- ძ-----–-–---–ს ახალგაზრდა ქალის ჩანთაში როგორ ქონდა ხელი ჩაყოფილი, მან მოუწოდა ამ პიროვნებას ამოეღო ხელი ჩანთიდან, თან წაავლო ხელი ხელში და ამოაღებინა, რა დროსაც ხელში არაფერი ეჭირა. თ-------- ი----ის ჩვენების სისწორეს ადასტურებს პოლიციის თანამშრომლების კ---- გ--------ს და დ--- კ-----–---ის ჩვენებები, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ #-- ავტობუსში, რა დროსაც მოესმათ თ-------- ი----ის ხმა, რომელიც უცნობ პირს მოუწოდებდა დაებრუნებინა რაც ამოიღო, თ-------- ი----ის ხმის გაგონებაზე კ---- გ-------- მიტრიალდა და დაინახა, რომ ამ პირს (ჯ------- ძ-----–-–---–ს), ხელი ჰქონდა ჩაყოფილი ახალგაზრდა ქალის ჩანთაში.
2.9.3. საკასაციო პალატამ საქმეში #424აპ-16 აღნიშნა, რომ თუ საქმეში არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ვარაუდის დონეზე მიუთითებს, რომ ბრალდების მოწმე პოლიციის თანამშრომლები არიან დაინტერესებული პირები ბრალდებულის წინააღმდეგ, რომ მათ საამისოდ გააჩნიათ რაიმე მიზეზი და საბაბი იმისათვის, რომ მიეცათ განზრახი ცრუ ჩვენება სასამართლოსთვის და დაებრალებინათ ისეთი ქმედების ჩადენა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობს დასკვნისათვის, რომ ამ შემთხვევაში მოწმე პოლიციელები არიან დაინტერესებული პირები და მათი ჩვენება არ უნდა იქნას მიღებული სარწმუნო მტკიცებულებად. იმის გათვალისწინებით, რომ სამივე პოლიციის თანამშრომლის ჩვენება სრულ თანხვედრაშია, როგორც ერთმანეთთან, ასევე დაზარალებულის ჩვენებასთან, ამასთან, არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ვარაუდის დონეზე, მიუთითებს, რომ ბრალდების მოწმე პოლიციის თანამშრომლები არიან დაინტერესებული პირები, სასამართლო ბრალდების მოწმე პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მიიჩნევს სარწმუნოდ.
2.9.4. სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს ბრალდებულ ჯ------- ძ-----–-–---–ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ დაკავებამდე პოლიციის თანამშრომლები ხშირად აწუხებდნენ, 29 ივნისს ავტობუსში ასვლამდე აედევნა თ---ის რაიონის პოლიციის თანამშრომლები, შემდეგ ისინი აყვნენ ავტობუსში, სადაც ერთ-ერთი მათგანი მარცხენა ხელში წვდა და განუცხადა ჩაედო, რაც მოიპარა, სინამდვილეში მას არ ჩაუდენია ბრალად წარდგენილი ქმედება.
2.9.5. საკასაციო პალატამ საქმეში #45-აპ17 აღნიშნა, რომ ზოგადად ბრალდებულმა შესაძლოა უარყოს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის განზრახვა ან მისი ჩვენებით არ დგინდებოდეს სუბიექტური დამოკიდებულება ბრალად შერაცხული ქმედებისადმი, მაგრამ საქმეში არსებული ყოველი ფაქტობრივი ანალიზის ერთობლივად შეფასება ქმნიდეს მტკიცებულებით სტანდარტს. სასამართლო აფასებს რა ბრალდებულის ჩვენებას, მიიჩნევს მას არადამაჯერებლად, ვინაიდან, ბრალდებულის ჩვენება წინააღმდეგობაშია როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებთან, ასევე თავად ბრალდებულის მიერ აღწერილ გარემოებებთან. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბრალდებულმა თავის ჩვენებაში დეტალურად აღწერა თუ სად იდგა დაზარალებული ავტობუსში, რა ფორმის ჩანთა როგორ ქონდა გადაკიდებული და სად ჰქონდა ჩანთას ელვა შესაკრავები, რაც ადასტურებს, რომ დაზარალებულის ხელჩანთა ბრალდებულის დაკვირვების ობიექტს წარმოადგენდა, რაც ეჭვს ბადებს ბრალდებულის ჩვენების სისწორეში, რომ იცოდა ავტობუსში აყვნენ პოლიციელები. ბუნებრივია, თუ ბრალდებულმა იცოდა, რომ მას აედევნენ პოლიციელები, იგი ვერ/არ დააკვირდებოდა მგზავრების ჩანთებს.
2.9.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ, ზოგადად, ჯიბის ქურდების გამოვლენა პოლიციის თანამშრომლების დაკვირვების შედეგად ხდება და ამგვარი ფორმით ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები არ გამოირჩევა მტკიცებულებათა სიმრავლით, ძირითადად პოლიციის თანამშრომლები არიან ბრალდების მოწმეები. კონკრეტულ შემთხვევაშიც, ჯიბის ქურდობის გამოვლენის მიზნით პოლიციის თანამშრომლები ავტობუსში იმგვარად იყვნენ განლაგებული და ქონდათ მხედველობის სივრცე, შეეძლოთ დაკვირვებოდნენ მგზავრებს, მათ დაინახეს პირმა თუ როგორ ჩაუყო ხელი გოგონას ჩანთაში, რასაც მოყვა თ-------- ი----ის მყისიერი რეაქცია და დანაშაულებრივი ქმედება იქნა აღკვეთილი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები იმდენად თანხვედრაშია ერთმანეთთან, რომ არ არსებობს მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენების საპირწონედ არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ბრალდებულ ჯ------- ძ-----–-–---–ის წინააღმდეგობრივი ჩვენება, რომელიც მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას ისახავს მიზნად.
2.9.7. სასამართლო არ იზიარებს ადვოკატის პოზიციას ავტობუსში მგზავრების ოდენობის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოწმეთა ჩვენებებში არსებულ წინააღმდეგობებზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩვენებებში არსებული განსხვავებები არარსებითი ხასიათისაა და მათ არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საქმის ფაქტობრივ გარემოებების დადგენაზე. ამასთანავე, მოწმეთა ჩვენებებს შორის წვრილმანი განსხვავება ბუნებრივია, რადგან მოწმეების მიერ ექსტრემალურ სიტუაციაში მოვლენების აღქმა, დამახსოვრება და გადმოცემა ინდივიდუალურია.
2.9.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ქურდობა, რომელიც მიეკუთვნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს და მიმართულია იმისკენ, რომ დამნაშავემ სხვისი ქონება მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად მიითვისოს და ამით მატერიალური ზიანი მიაყენოს ქონების მესაკუთრეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე, კონკრეტულ საქმეში უტყუარად დასტურდება ქურდობის შემადგენლობის ყველა ელემენტის არსებობა.
2.9.9. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, რომელსაც მიეკუთვნება ქურდობა, წარმოადგენენ შედეგიან დელიქტებს და დამთავრებულია სხვისი ნივთის დაუფლების მომენტიდან, რა დროსაც დამნაშავეს ამოძრავებს ანგარების მოტივი. კონკრეტულ საქმეში ბრალდებულმა განზრახვა ფარულად დაუფლებოდა დაზარალებულის ხელჩანთაში არსებულ ნივთებს ბოლომდე ვერ მიიყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, პოლიციის მუშაკის ჩარევის შედეგად. აღნიშნული ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ჯ------- ძ-----–-–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა.
2.9.10. საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ------- ძ-----–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ჯ------- ძ-----–-–---–ის ბრალდებას მასში, რომ 2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ჯ------- ძ-----–-–---–ი მგზავრობდა N-- ავტობუსით, რა დროსაც ცდილობდა მგზავრის - თ----- ფ----–--ს ხელჩანთიდან დაუფლებოდა რაიმე ღირებულ ნივთს, რაც შემჩნეული იქნა პოლიციის მუშაკების მიერ და იგი ადგილზე იქნა დაკავებული.
2.10. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ------- ძ-----–-–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობის მცდელობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 0----------ის განაჩენით ჯ------- ძ-----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 1 წელი და 6 თვე შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი 3 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ჯ------- ძ-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან 2007 წლის 03 მაისიდან. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა კალენდარულად, 2008 წლის 29 ოქტომბერს.
2.12. თბილისი პრობაციის ბიუროს ცნობის თანახმად, ჯ------- ძ-----––---–ს საგამოცდო ვადა დაუსრულდა 2011 წლის 29 ოქტომბერს.
2.13. 2011 წლის 2--------------ს ჯ------- ძ-----–-–---–ი დაკავებულ იქნა ცივი იარაღის უკანონოდ ტარებისათვის, ამასთან, მას ბრალი წარედგინა 2011 წლის 5------ს და 2007 წლის 3---------ს ჩადენილი ქურდობისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7----------ის განაჩენით ჯ------- ძ-----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით; ჯ------- ძ-----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით; ჯ------- ძ-----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9---------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9---------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და ჯ------- ძ-----–-–---–ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. მსჯავრდებულ ჯ------- ძ-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 2--------------ს 21:45 საათიდან.
2.14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2--------ს განაჩენით, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ქ/პ დანიშნულ სასჯელს (ამნისტიის გათვალიწინებით თ/ა 9 თვეს) ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7----------ის განაჩენით სსკ-ის 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით დანიშნული სასჯელის ნაწილი (ამნისტიით გათვალიწინებული თ/ა 3 თვე) და განესაზღვრა თ/ა 1 წელი, რასაც ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9---------ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ დანიშნული სასჯელის ნაწილი თ/ა 1 წელი და 10 თვე და განესაზღვრა 2 წელი და 10 თვე თავისუფლების აღკვეთა. 2013 წლის 2----------ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2--------ს განაჩენი.
2.15. პენიცენტიური დაწესებულების ცნობის თანახმად, ჯ------- ძ-----–-–---–ი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა 2011 წლის 2--------------დან და იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2014 წლის 26 აგვისტოს.
2.16. ჯ------- ძ-----–-–---–ის ადვოკატის პოზიციით, ჯ------- ძ-----–-–---–ის ქმედება არასწორად არის დაკვალიფიცირებული ქურდობის მცდელობად, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რადგან მას წინა ნასამართლობა ქონდა მოხსნილი.
2.17. სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის აღნიშნულ პოზიციას, რადგან წარმოდგენილი განაჩენებით დასტურდება, რომ ჯ------- ძ-----–-–---–ი 2007 წლის 0----------ის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განსაზღვრული სასჯელის მოხდის ვადა ეწურებოდა 2011 წლის 29 ოქტომბერს, მაგრამ პირობით გამოსაცდელ ვადაში კვლავ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ, 2011 წლის 2--------------ს ჯ------- ძ-----–-–---–ი დაკავებულ იქნა ცივი იარაღის უკანონოდ ტარებისათვის, ამასთან, მას ბრალი წარედგინა 2011 წლის 5------ს და 2007 წლის 3---------ს ჩადენილი ქურდობისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7----------ის განაჩენით ჯ------- ძ-----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რისთვისაც ჯ------- ძ-----–-–---–ი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა 2011 წლის 20 ოქტომბრიდან და გათავისუფლდა 2014 წლის 26 აგვისტოს.
2.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2011 წლის 7----------ის განაჩენით ჯ------- ძ-----–-–--–ი გასამართლებულ იქნა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი); სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა _ სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ; ჯ------- ძ-----–-–---–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2014 წლის 26 აგვისტოს, ხოლო ამჟამად ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა 2018 წლის 29 ივნისს, რაც მოწმობს, რომ ჯ------- ძ-----–-–---–მა ნასამართლობის გაქარწყლებამდე ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება. იმის გათვალიწინებით, რომ ჯ------- ძ-----–-–---–მა პირობით გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა მეორე დანაშაული, ხოლო მეორე ნასამართლობის გაქარწყლებამდე ჩაიდინა მესამე დანაშაულებრივი ქმედება, წარსული ნასამართლობების გამო იგი შეწყალებული არ ყოფილა, სასამართლოს მიჩნია, რომ ჯ------- ძ-----–-–---–ის ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული.
2.19. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ------- ძ-----–-–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.
3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ------- ძ-----–-–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით.
3.4. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ჯ------- ძ-----–-–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ჯ------- ძ-----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ჯ------- ძ-----–-–---–ი ა------- წლის, დაოჯახებული, წარსული ნასამართლობები არის მისი ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოება და მას სასამართლო არ მიიჩნევს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, მაგრამ წარსული დანაშაულების ხასიათიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ჯ------- ძ-----–-–---–ი მიდრეკილია ერთგვაროვანი ქმედებების ჩადენისკენ, რაც ბრალდებულის მომეტებული სოციალური საშიშროებაზე მიუთითებს.
5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ჯ------- ძ-----–-–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ჯ------- ძ-----–-–---–ის ნასამართლობას, რაც დანაშაულის რეციდივის წესით სასჯელის განსაზღვრის საფუძველს წარმოადგენს.
5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ჯ------- ძ-----–-–---–მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ჯ------- ძ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2.ჯ------- ძ-----–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
3.ჯ------- ძ-----–-–---–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4.ჯ------- ძ-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2018 წლის 29 ივნისიდან.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/