გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2019
საქმის ნომერი
330310018002614761
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5639-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვა-–-, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავა-–- ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელე - ლა-–- ლე--–---–-

წარმომადგენელი - თე- ქა---------

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახა-–- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 08 ივნისის ,,ოჯახის დეკლარაცია” და მის საფუძველზე, სარეიტინგო ქულის (6----) მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი „ლა-–- ლე--–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 06 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 14 აგვისტოს N--------- ბრძანება ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ლა-–- ლე--–---–-ს ოჯახის დეკლარაციაში მონაცემთა კორექტირების თაობაზე“ და მის საფუძველზე, სარეიტინგო ქულის (5----) მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება;

 

1.4. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახა-–- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ლა-–- ლე--–---–-სთვის 3---- სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და მისთვის შესაბამისი სოციალური შემწეობის დანიშვნის თაობაზე;

 

1.5. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა-–- ლე--–---–-ს სასარგებლოდ ზიანის სახით, სოციალური შემწეობის შემცირების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შემცირების შედეგად მიღებული სხვაობის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილობითი სახით შესაგებელი საქმეზე არ წარმოუდგენია, არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა, შესაბამისად სასამართლოსთვის უცნობია მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით. ამასთან, მისთვის სასამართლო სხდომის დრო და ადგილი ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ლა-–- ლე--–---–- დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2011 წლიდან და იღებდა საარსებო შემწეობას კანონით დადგენილი წესით და ოდენობით.

 

2018 წლის 08 ივნისს ლა-–- ლე--–---–-ს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდა და შეივსო ,,ოჯახის დეკლარაცია“, რომლის საფუძველზეც, 2018 წლის 08 ივლისს მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 6---- ერთეულით.

 

2018 წლის 08 ივნისს ,,ოჯახის დეკლარაციაში“ შეტანილი მონაცემების მიხედვით, მოსარჩელე ლა-–- ლე--–---–-ს ოჯახის წევრზე ზ-------–--------- არ არის მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს. ამასთან, დეკლარაციაში სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავლების გრაფაში მითითებულია 7----- ლარი, რომელიც მოსარჩელეს და მის ოჯახის წევრებს გადასცა ააიპ საქველმოქმედო ფონდ ავერსმა მხოლოდ მედიკამენტების დასაფინანსებლად.

 

2018 წლის 6 აგვისტოს მოსარჩელე ლა-–- ლე--–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მის ოჯახში შევსებული 2018 წლის 8 ივნისის ,,ოჯახის დეკლარაციის“ და მის საფუძველზე სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 06 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლა-–- ლე--–---–-ს 2018 წლის 16 ივლისის N----- ადმინისტრაციული საჩივარი.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 14 აგვისტოს N--------- ბრძანებით განხორციელდა ბენეფიციარ ლა-–- ლე--–---–-ს ოჯახის დეკლარაციაში მონაცემთა კორექტირება, კერძოდ დეკლარაციაში ოჯახის პირველი წევრის B3 ბლოკის მე-2 პუნქტი (დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია საჭიროებს მომვლელს) იქნეს მონიშნული, ასევე განხორციელდეს კორექტირება ჩ4 პუნქტის მე-7 გრაფაში, კერძოდ 7--.9- ლარის ნაცვლად დაფიქსირდეს 00.0 ლარი. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, 2018 წლის 28 აგვისტოს ლა-–- ლე--–---–-ს ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 5---- ერთეულით.

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 11 ივლისს გაცემული N---1--/ა ცნობით ირკვევა, რომ პაციენტი ზ-------–------ საჭიროებს მუდმივ მომვლელს, უჭირს გადაადგილება.

 

საქველმოქმედო ფონდი ,,ავერსი“-ს მიერ 2018 წლის 13 ივლისს შედგენილი N--------- და N--- ცნობებით ირკვევა, რომ ლა-–- ლე--–---–ს 2017 წლის ოქტომბერში ფონდმა გადასცა 1--.6- ლარი, რომელიც 2018 წლის მარტში ხელზე არ გეცემულა და არ ჩარიცხულა ლა-–- ლე--–---–-ს პირად საბანკო ანგარიშზე, არამედ დაუფინანსდა მედიკამენტები 127.08 ლარის, ანალოგიურად, ზ-------–------ს გადაეცა 1--.3- ლარი და დაუფინანსდა მედიკამენტები 116.6- ლარის, ასევე, მალხაზ კაბულაშვილს გადაეცა 9- ლარი და დაუფინანსდა მედიკამენტები 86.25 ლარის.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 08 ივნისის ,,ოჯახის დეკლარაცია“ (ს.ფ. 27-33);

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (მომზადების თარიღი 10.08.2018წ.) (ს.ფ. 26);

- რუსუდან ნაგლიაშვილის 2018 წლის 22 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 63-64);

- „ლა-–- ლე--–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 06 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 13-16);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 14 აგვისტოს ბრძანება N--------- (ს.ფ. 98-9-);

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (მომზადების თარიღი 14.01.2019წ.) (ს.ფ. 1--);

- 2018 წლის 11 ივლისს გაცემული ცნობა N---1--/ა (ს.ფ. 19-20);

- საქველმოქმედო ფონდი ,,ავერსი“-ს 2018 წლის 13 ივლისს ცნობები N--------- და N--- (ს.ფ. 102-104);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლა-–- ლე--–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 08 ივნისის ,,ოჯახის დეკლარაცია” და მის საფუძველზე ლა-–- ლე--–---–-ს ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 14 აგვისტოს N--------- ბრძანება ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ლა-–- ლე--–---–-ს ოჯახის დეკლარაციაში მონაცემთა კორექტირების თაობაზე“ და მის საფუძველზე ლა-–- ლე--–---–-ს ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება, ასევე ,,ლა-–- ლე--–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 06 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახა-–- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რომლითაც მის ოჯახს მიენიჭება 3---- სარეიტინგო ქულა და დაენიშნება შესაბამისი საარსებო შემწეობა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი, მათ შორის შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელე ლა-–- ლე--–---–-ს მოთხოვნა მის სასარგებლოდ სოციალური შემწეობის შემცირების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრე-მბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სოციალური დახმარების მიღება კანონით გათვა-–-სწინებული პირობების არსებობისას.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფა-–- განვითარებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა იყოს მოსარჩელე ლა-–- ლე--–---–-ს მოთხოვნა ეფუძნება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი შემცირებული საარსებო შემწეობის ანაზღაურების თაობაზე გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყა-–-ბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მიხედვით, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ქმნის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას.

 

მითითებული წესის მე-12 მუხლის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა, რომელიც მყარი ერთეულია და მისი შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე ოჯახის გადამოწმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ცვლილება წევრთა რაოდენობაში (დემოგრაფიული ცვლილება), შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, დასაქმდა, მიიღო ლეგალური შემოსავა-–- ან დაკარგა სამუშაო ადგილი.

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

 

მითითებული წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ასევე მე-7 მუხლის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე: ა) საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 60 (სამოცი) ლარი; ბ) ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; დ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე – განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე. საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვა-–-სწინებულ შემთხვევაში, არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი). საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვა-–-სწინებულ შემთხვევაში, არის 100001 (ასი ათას ერთი).

 

იმავე წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვა-–-სწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ "მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობების ავტომატური გადაანგარიშება, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის - ოჯახში ვიზიტის გარეშე, მოხდება შემდეგი გარემოებების არსებობისას: ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში; ბ) ღატაკ ოჯახში ბავშვის დაბადების (შვილად აყვანის) შემთხვევაში, როცა ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) და ბოლო შეფასებიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი; გ) ორი და მეტწევრიანი ოჯახის წევრის 2018 წლის 1 ივნისის შემდეგ გარდაცვალების შემთხვევაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების (შემდგომში - „ოჯახი" ან „შინამეურნეობა") კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით; ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლა-–- ლე--–---–-ს ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2011 წლიდან და იღებდა საარსებო შემწეობას კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. ამასთან, 2018 წლის 06 ივნისს ლა-–- ლე--–---–-ს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდა და შეივსო ,,ოჯახის დეკლარაცია“, რომლის საფუძველზეც, 2018 წლის 08 ივლისს მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 6---- ერთეულით და შესაბამისად შეუმცირდათ საარსებო შემწეობის ოდენობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულის გამოთვლა პროგრამულად, შესაბამისი ფორმულების მიხედვით ხორციელდება ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 06 ივნისის ,,ოჯახის დეკლარაციაში“ შეტანილი მონაცემების მიხედვით, მოსარჩელე ლა-–- ლე--–---–-ს ოჯახის წევრზე ზ-------–--------- არ არის მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს. ამასთან, დეკლარაციაში სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავლების გრაფაში მითითებულია 7----- ლარი, რომელიც მოსარჩელეს და მის ოჯახის წევრებს გადასცა ააიპ საქველმოქმედო ფონდ ავერსმა მხოლოდ მედიკამენტების დასაფინანსებლად.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 14 აგვისტოს N--------- ბრძანებით დასტურდება, რომ განხორციელდა ბენეფიციარ ლა-–- ლე--–---–-ს ოჯახის დეკლარაციაში მონაცემთა კორექტირება, კერძოდ დეკლარაციაში ოჯახის პირველი წევრის B3 ბლოკის მე-2 პუნქტი (დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია საჭიროებს მომვლელს) იქნა მონიშნული, ასევე განხორციელდა კორექტირება ჩ4 პუნქტის მე-7 გრაფაში, კერძოდ 7--.9- ლარის ნაცვლად დაფიქსირდა 00.0 ლარი. მიუხედავად აღნიშნული ცვლილებებისა, 2018 წლის 28 აგვისტოს ლა-–- ლე--–---–-ს ოჯახის სარეიტინგო ქულად მაინც განისაზღვრა 5---- ერთეული.

 

სასამართლო მიუთითებს "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, „B3“ პუნქტის კითხვაზე – ,, ,,ფიზიკური მდგომარეობა“ მოცემულ ცხრილში ყოველ წევრზე უნდა შემოიხაზოს მხოლოდ დეკლარაციაში ჩამოთვლილი ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისი კოდები“ – შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი უნდა დარწმუნდეს (ვიზუალურად ან დოკუმენტურად), რომ ფიზიკური პირის მდგომარეობა შეესაბამება დეკლარირებულს. ამ კითხვის შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად უნდა გაითვა-–-სწინოს პირებს, რომელთაც რაიმე ავადმყოფობის გამო დროებით შეზღუდული აქვთ გადაადგილება (მოტეხილობის, კეთილსაიმედო ავადმყოფობის ან სხვა) არ მიეკუთვნებიან კატეგორიებს: „სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი“ და/ან „დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და საჭიროებს მომვლელს“. ამავე წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად დეკლარაციის „ჩ4“ პუნქტში მიეთითება „რამდენი იყო ოჯახის ჯამური ფულადი შემოსავლები ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან გასულ 12 თვეში“, ფიქსირდება ოჯახის მიერ დეკლარაციის შევსების მომენტიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული ფულადი შემოსავლები, მათ შორის მე-4 გრაფაში ქონების გაყიდვასა და ყიდვას შორის არსებული სხვაობა ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი გაყიდვის-ყიდვის დოკუმენტაციის საფუძველზე. ამ პუნქტში არ გაითვა-–-სწინება ოჯახის წევრ(ებ)ის მიერ ბანკიდან, ლომბარდიდან აღებული კრედიტი/სესხი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შე-გროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვა-–-სწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შე-ფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 11 ივლისს გაცემული N---1--/ა ცნობით ირკვევა, რომ პაციენტი ზ-------–------ საჭიროებს მუდმივ მომვლელს, უჭირს გადაადგილება. ასევე, საქმეში წარმოდგენილი საქველმოქმედო ფონდი ,,ავერსი“-ს მიერ 2018 წლის 13 ივლისს შედგენილი N--------- და N--- ცნობებით ირკვევა, რომ ლა-–- ლე--–---–ს 2017 წლის ოქტომბერში ფონდმა გადასცა 1--.6- ლარი, რომელიც 2018 წლის მარტში ხელზე არ გაცემულა და არ ჩარიცხულა ლა-–- ლე--–---–-ს პირად საბანკო ანგარიშზე, არამედ დაუფინანსდა მედიკამენტები 127.08 ლარის, ანალოგიურად, ზ-------–------ს გადაეცა 1--.3- ლარი და დაუფინანსდა მედიკამენტები 116.6- ლარის, ასევე, მალხაზ კაბულაშვილს გადაეცა 9- ლარი და დაუფინანსდა მედიკამენტები 86.25 ლარის. დასახელებული გარემოებები ადასტურებს იმას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 96-ე მუხლის მოთხოვნები, რამეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრული გამოკვლევის გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, მან ვერ დაადასტურა სადავო ,,ოჯახის დეკლარაციაში“ შეტანილი ზემოთ აღნიშნული მონაცემის უტყუარობა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ამასთან, დადგენილია, რომ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ლა-–- ლე--–---–-ს ოჯახის დეკლარაციაში მონაცემთა კორექტირების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 14 აგვისტოს N--------- ბრძანებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადასტურა მის მიერ, ოჯახის დეკლარაციაში დაშვებული, ზემოთ მითითებული შეცდომები და დააკორექტირა მონაცემები, თუმცა მას ქულათა ოდენობაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დასაბუთებულა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შე-რჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვა-–-სწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის ბოლო წინადადება ადგენს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვა-–-სწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი, სასამართლოს მოსაზრებით, აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არის ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლება, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით. ერთი მხრივ, ეს ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს უშუალოდ სამართლებრივ აქტში ასახოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რასაც დაეყრდნო მიღებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის მითითებული არცერთ გარემოებაზე, რაც მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს გახდიდა ცხადს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება აღქმული არ იქნეს თვითნებობად, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შე-ფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, არსებითი ხასიათის შეცდომებით შე-ვსო მოსარჩელე ლა-–- ლე--–---–-ს სადავო ოჯახის დეკლარაცია, რამაც განაპირობა სადავო ქულის მინიჭება და საარსებო შემწეობის მინიჭება, ხოლო დეკლარაციის დაკორექტირების შემდგომ, კანონით გათვა-–-სწინებული დასაბუთების გარეშე, არსებითად არ შეიცვალა მოსარჩელის ქულათა და საარსებო შემწეობის ოდენობა.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვა-–-სწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ამასთან, მითითებული კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი აქვს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებით დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 08 ივნისის ,,ოჯახის დეკლარაცია” და მის საფუძველზე, სარეიტინგო ქულის (6----) მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ,,ლა-–- ლე--–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 06 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება.

 

მხარის მოთხოვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 14 აგვისტოს N--------- ბრძანების ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ლა-–- ლე--–---–-ს ოჯახის დეკლარაციაში მონაცემთა კორექტირების თაობაზე“ და მის საფუძველზე, სარეიტინგო ქულის (5----) მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე საფუძვლიანად იქნა მიჩნეული, რადგან მოპასუხის მიერ სრულად არ იქნა აღმოფხვრილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 08 ივნისის ,,ოჯახის დეკლარაციის” შედგენისას დაშვებული ხარვეზები, რადგან მონაცემთა ცვლილების მიუხედავად სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებაში ასახვა ვერ ჰპოვა შეცვლილმა მონაცემებმა. აღნიშნულის გათვა-–-სწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახა-–- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ლა-–- ლე--–---–-სთვის 3---- სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და მისთვის შესაბამისი სოციალური შემწეობის დანიშვნის თაობაზე.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ან მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის ნომერი: 2/3/630), სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარა-–-ს სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარა-–-ს ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარა-–-, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარა-–-ს სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რე-ლურად მიყენებული ზარა-–-ს სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 9-2-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ, პირისათვის მართლსაწინააღმდეგოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უპირობო ვალდებულება დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით და მითითებული ნორმატიული აქტებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ სასამართლო ბათილად ცნო მოსარჩელე ლა-–- ლე--–---–-ს ოჯახის დეკლარაცი და მასში მონაცემთა კორექტირების თაობაზე სადავო ბრძანება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა ახა-–- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლა-–- ლე--–---–-სთვის 3---- სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და მისთვის შესაბამისი სოციალური შემწეობის დანიშვნის თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნა ზიანის სახით, მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 3--ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლა-–- ლე--–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 08 ივნისის „ოჯახის დეკლარაცია“ და მის საფუძველზე, სარეიტინგო ქულის (6----) მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 14 აგვისტოს N--------- ბრძანება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ლა-–- ლე--–---–-ს ოჯახის დეკლარაციაში მონაცემთა კორექტირების თაობაზე“ და მის საფუძველზე, სარეიტინგო ქულის (5----) მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, „ლა-–- ლე--–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 06 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება;

 

3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახა-–- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ლა-–- ლე--–---–-სთვის 3---- სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და მისთვის შესაბამისი სოციალური შემწეობის დანიშვნის თაობაზე;

 

4. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე ლა-–- ლე--–---–-ს სასარგებლოდ, ზიანის სახით, სოციალური შემწეობის შემცირების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შემცირების შედეგად მიღებული სხვაობის ანაზღაურება.

 

5. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დავით წერეთელი