განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2019
საქმის ნომერი
330100118002760903
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №---------

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

19 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივნები - ფატიმა გოგიშვილი, თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - გ------- კ------–---–ი, ლ-–----------–--ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა-–----- დ-------ის ძე ი------–---–ი (დაბადებული: 1----–-–----- ა--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ს-----------------–------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ს-----------------–------------------------------ში).

 

ადვოკატი - ქ------–--- ვ-–----ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2014 წლის 25 მარტს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ.თბილისში, კ----------------–--–---------ში, მ--------------რ ,,ს---------“ ზ--------------–--–ის მიმდებარედ განთავსებულ ს----–-------------–--–--–----------------–---------ში, ა-–----- ი------–---–ი თავს დაესხა აღნიშნული ლ----------------------–-------------–--–--–ი პუნქტის მესაკუთრეს - ტ------– ლ---–----ეს და დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა თანხა 1200 ლარის ოდენობით.

 

1.2. 2014 წლის 5 მარტს, ტ------– ლ---–----ეზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შემდგომ, რაც დარწმუნდა, რომ ეს უკანასკნელი პოლიციაში მომხდარის თაობაზე განცხადებას არ აპირებდა, ა-–----- ი------–---–მა გადაწყვიტა, ტ------– ლ---–----ისათვის გამოეძალა თანხა. ამ მიზნით მივიდა მის სახლთან, კერძოდ: ქ. თბილისი, გ---------–---–------------------------ს სადარბაზოსთან, სადაც შეხვდა ტ------– ლ---–----ეს და დანის მუქარით დაუწყო თანხის გამოძალვა. როდესაც შეიტყო, რომ თანხას ტ------– ლ----–----ე ინახავდა ვ--–-------------–--–--– პუნქტში, სადაც ასევე განთავსებული აქვს ლ---------ი, მოსთხოვა, რომ წასულიყვნენ და მიეცა თანხა. მუქარით შეშინებული ტ------– ლ---–----ე, ა-–----- ი------–---–თან ერთად, გაემართა ქ. თბილისი, კ----------------–--–---------ში, მ--------------რ ,,ს---------“ ზ--------------–--–ის მიმდებარედ განთავსებულ, ს----–-------------–--–--– პუნქტში, სადაც ასევე განთავსებულია მისი ლ---------ი და გადასცა თანხა 900 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდგომ, ა-–----- ი------–---–მა გადაწყვიტა, რომ სისტემატურად გამოეძალა თანხები ტ------– ლ---–----ისთვის, ამ მიზნით, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და ნივთის განადგურების მუქარით დაუწესა ყოველდღიური გადასახადი 15 ლარის ოდენობით, აგრეთვე სძალავდა ბინის ქირის თანხას, ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, აგრეთვე აიძულებდა გადაეხადა კომუნალური გადასახადები და გარდა ამისა, სძალავდა სხვადასხვა რაოდენობით თანხებს, სხვადასხვა საჭიროებებისათვის. აღნიშნული ქმედებები გაგრძელდა 2018 წლის 9 ნოემბრამდე, რა პერიოდშიც, ა-–----- ი------–---–მა დაზარალებულს გამოსძალა დიდი ოდენობით ქონება, კერძოდ, 180 000 ლარის ოდენობით თანხა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ა-–----- ი------–---–მა გადაწყვიტა, ტ------– ლ---–----ისათვის გამოეძალა თანხა. ამ მიზნით მივიდა მის სახლთან, კერძოდ: ქ. თბილისი, გ---------–---–------------------------ს სადარბაზოსთან, სადაც შეხვდა ტ------– ლ---–----ეს და დანის მუქარით დაუწყო თანხის გამოძალვა. როდესაც შეიტყო, რომ თანხას ტ------– ლ----–----ე ინახავდა ვ--–-------------–--–--– პუნქტში, სადაც ასევე განთავსებული აქვს ლ---------ი, მოსთხოვა, რომ წასულიყვნენ და მიეცა თანხა. მუქარით შეშინებული ტ------– ლ---–----ე, ა-–----- ი------–---–თან ერთად, გაემართა ქ. თბილისი, კ----------------–--–---------ში, მ--------------რ ,,ს---------“ ზ--------------–--–ის მიმდებარედ განთავსებულ, ს----–-------------–--–--– პუნქტში, სადაც ასევე განთავსებულია მისი ლ---------ი და გადასცა თანხა 900 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდგომ, ა-–----- ი------–---–მა გადაწყვიტა, რომ სისტემატურად გამოეძალა თანხები ტ------– ლ---–----ისთვის, ამ მიზნით დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და ნივთის განადგურების მუქარით დაუწესა ყოველდღიური გადასახადი 15 ლარის ოდენობით, აგრეთვე სძალავდა ბინის ქირის თანხას, ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, აგრეთვე აიძულებდა გადაეხადა კომუნალური გადასახადები და გარდა ამისა, სძალავდა სხვადასხვა რაოდენობით თანხებს, სხვადასხვა საჭიროებებისათვის. აღნიშნული ქმედებები გაგრძელდა 2018 წლის 9 ნოემბრამდე, რა პერიოდშიც, ა-–----- ი------–---–მა დაზარალებულს გამოსძალა დიდი ოდენობით ქონება, კერძოდ, 180 000 ლარის ოდენობით თანხა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით

 

3.1. დაზარალებულ ტ------– ლ---–----ის ჩვენების თანახმად, იგი ა-–----- ი------–---–ს იცნობს დაახლოებით 1--- წლიდან. ისინი შორეული ნათესავები არიან და 2013 წლამდე ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა. მეგობრობდნენ თავადაც და მათი მეუღლეებიც. 2013 წელს, დაზარალებულის მეუღლე შვილთან ერთად წავიდა საზღვარგარეთ, რის შემდეგაც ბრალდებულმა გამოართვა ტ------– ლ---–----ეს 2000 აშშ დოლარი სესხად და შეჰპირდა, რომ ვალს ნაწილობრივ დაუბრუნებდა, თუმცა მხოლოდ ერთი თვე გადაუხადა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა, ტ------– ლ---–----ეს თავისი მეუღლის მკურნალობისთვის მოსთხოვა 1300 აშშ დოლარი, რაზედაც უარი განუცხადა დაზარალებულმა, თუმცა ბრალდებულმა მას აგრესიულად და მუქარის ტონით მოსთხოვა თანხის გადაცემა, რის შემდეგაც დაზარალებულმა გადასცა თანხა. 2014 წლის 5 მარტს დაზარალებულს დაუკავშირდა ა-–----- ი------–---–ი და სთხოვა შეხვედრა. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ დაზარალებულის სამუშაო ადგილას, სადაც შენობაში შესვლის შემდეგ, ა-–----- ი------–---–მა ტ------– ლ---–----ეს მიადო დანა ყელზე და უთხრა „თუ ფულს არ მომცემ, ჩემი მშობლებიც რომ გაცოცხლდნენ მაინც მოგკლავ“. დაზარალებულმა სამსახურის სეიფიდან ამოიღო 1200 ლარი და გადასცა ა-–----- ი------–---–ს. ბრალდებული აღელდა და შეჰპირდა რომ დაუბრუნებდა, თუმცა არ დაუბრუნებია.

 

3.2. ბრალდებულმა ა-–----- ი------–---–მა წარდგენილი ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ მას ტ------– ლ---–----ის მიმართ ყაჩაღობა არ ჩაუდენია, მას დანა თან არასდროს უტარებია.

 

გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით

 

3.3. დაზარალებულ ტ------– ლ---–----ის ჩვენების თანახმად, მას შემდეგ რაც ა-–----- ი------–---–ი უმუშევარი იყო იგი, იგი მას 10-15 ლარს აძლევდა ყოველდღურად. ამას აკეთებდა ბრალდებულის მიმართ შიშის გამო. თუ ფულს არ მისცემდა, ბრალდებული ემუქრებოდა ტექსტით: „დაგჭრი, ნაწლავებს დაგაყრევინებ, არავის გაგიხარებ გარშემო“. 2014 წლიდან ბრალდებული სისტემატურად ართმევდა დაზარალებულს ფულს სხვადასხვა ოდენობით ხან 20, ხან 30, ხან - 300 ლარს. ა-–----- ი------–---–ი დაზარალებულს ფულს ძირითადად წაგებული თანხის გადასახდელად ართმევდა. ტ------– ლ---–----ე ბრალდებულს კომუნალურ გადასახადებსაც უხდიდა და ბინის ქირასაც. 2014 წლიდან თვეში მინიმუმ 3000 ლარს ართმევდა ა-–----- ი------–---–ი დაზარალებულს. ბრალდებული გატაცებული იყო აზარტული თამაშებით და ამაში ხარჯავდა ფულს. ხშირად ჰქონდა სხვადასხვა ადამიანის ვალი და ეს თანხა უნდა ეშოვნა და მიეტანა დაზარალებულს მისთვის, ვინაიდან უარის თქმის შემთხვევაში, ბრალდებული მას აგინებდა და ემუქრებოდა - „აგჩეხავ, აგკუწავ“. ბრალდებულმა იცოდა, რომ დაზარალებულს მისი ეშინოდა და ამიტომ ემუქრებოდა. 2018 წლის 24 ივნისს, დილით, დაზარალებული გამოვიდა სახლიდან, რა დროსაც დაინახა, რომ ბრალდებული მისი კორპუსის კუთხეში იყო ჩაცუცქული. კითხვაზე, თუ იქ რა უნდოდა, ბრალდებული დაემუქრა მას, ამოიღო დანა საქამრიდან და მოსთხოვა 900 ლარის გადაცემა. დაზარალებულმა ბრალდებულს უთხრა, რომ სამსახურამდე გაყოლოდა და მისცემდა. ა-–----- ი------–---–ი გაყვა მას სამსახურთან. გზად ბრალდებულმა მოსთხოვა, რომ დაზარალებულს ყოველდღიურად გადაეხადა მისთვის 15 ლარი, ასევე გადაეხადა ბინის ქირა და კომუნალურ გადასახადების თანხა. როდესაც დაზარალებულის სამსახურში მივიდნენ, ამ უკანასკნელმა ჯიხურის ღიობიდან მიაწოდა ფული ბრალდებულს, ვინაიდან თანხის არგადაცემის შემთხვევაში ბრალდებული მას დაემუქრა ლ---------ში დასაქმებული ოპერატორის სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულმა განმარტა, რომ იგი ა-–----- ი------–---–ს ბინის ქირას უხდიდა 2018 წლის 24 ივნისამდე, დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში. ბინის მეპატრონე პირდაპირ ტ------– ლ---–----ესთან მიდიოდა ქირის თანხის მისაღებად. მესაკუთრეს ტ------– ლ---–----ე თავიდან 350 ლარს უხდიდა, ხოლო შემდეგ სთხოვა დაკლება 300 ლარამდე, რაზედაც ისინი შეთანხმდნენ. 2018 წლის 19 ა--------ს, ა-–----- ი------–---–ი ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის გამო დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ შეუფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გირაოს თანხა გადაიხადა ტ------– ლ---–----ემ, ვინაიდან ბრალდებულის სახელით მასთან მივიდნენ და დაემუქრნენ - თუ არ გადაიხდიდა ამ თანხას ყველაფერს დაკარგავდა. ამის შემდეგ ბრალდებული დაზარალებულის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გახდა. 2018 წლის 10 ოქტომბერს, იგი ტ------– ლ---–----ეს მიუვარდა სამსახურში, უყვიროდა შორიდან, აგინებდა, ხელს ურტყამდა ლ---------ის მინას და სთხოვდა ფულს, რაზედაც დაზარალებულმა უთხრა, რომ აღარ ჰქონდა ფული, თუმცა შემდეგ გადასცა 150 ლარი, ვინაიდან ბრალდებული ემუქრებოდა რომ მოკლავდა. 2018 წლის 25 ოქტომბერს, ბრალდებულმა კვლავ მოსთხოვა ტ------– ლ---–----ეს თანხა და დაემუქრა. დაზარალებულმა გადასცა მას 130 ლარი და ყოველდღიურად დაწესებული 15 ლარი. ამის შემდეგ დაზარალებულმა მიმართა სამართალდამცავებს და ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა ფარულ საგამოძიებო ღონისძიებებში. 2018 წლის 26 ოქტომბერს, ბრალდებული კვლავ მივიდა მასთან და დაზარალებულმა გადასცა 125 ლარი. ასევე 2018 წლის 27 ოქტომბერს, დაზარალებულმა გადასცა ბრალდებულს ფულადი თანხა, რაც აღბეჭდილია ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებშიც. 2018 წლის 8 ნოემბერს, დაზარალებულმა გამომძიებლისგან მიიღო ოპერატიული მიზნებისთვის გამოყოფილი 15 ლარი. 2018 წლის 9 ნოემბერს, დილით, კვლავ მივიდა მასთან სამსახურში ბრალდებული და მოსთხოვა ფული, რაზედაც დაზარალებულმა უთხრა, რომ ვერ მისცემდა, რადგან არ ჰქონდა და ბინის მეპატრონეს ქირა ვერ გადაუხადა, თუმცა მოგვიანებით გადაუხდიდა. ამის შემდეგ ბრალდებული გახდა აგრესიული მის მიმართ, აგინებდა და ეუბნებოდა - „აგაფეთქებ...“ „ლიმონკას ჩაგიგდებ...“ „არ გაცოცხლებ...“ „შენს გამო ციხეში წავალ...“. ამ დღეს დაზარალებულმა ბრალდებულს გადასცა ყოველდღიურად დაწესებული 15 ლარი. დაზარალებულის განმარტებით, წლების განმავლობაში მას საერთო ჯამში ა-–----- ი------–---–ისათვის დაახლოებით 180 000 ლარი აქვს მიცემული. ბრალდებული ტ------– ლ---–----ეს საშუალოდ ყოველთვიურად 3000 ლარს ართმევდა.

 

3.4. მოწმე ნ-----–- ს-------ის 2018 წლის 5 დეკემბრის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2016 წლის თებერვლის თვეში მასთან მივიდა ა-–----- (-–----- ი------–---–ი, რომელმაც გამოთქვა სურვილი ექირავებინა მისი ბინა. მოწმემ მას გააცნო პირობები და უთხრა, რომ ბინას აქირავებდი 300 ლარად. დამქირავებელს აღნიშნული თანხა უნდა გადაეხადა ყოველი თვის 3-დან 7 რიცხვამდე; ასევ უნდა გადაეხადა კომუნალური გადასახადებიც. ამის შემდეგ ა-–----- ი------–---–მა მას მისცა ტ------– ლ---–----ის მობილური ტელეფონის ნომერი 5----------- და უთხრა, რომ ბინის ქირის გადასახადზე დაკავშირებოდა ტ------– ლ---–----ეს, რომელიც გადაიხდიდა აღნიშნულ ბინის ქირას. 2016 წლის თებერვლიდან 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით, მას ბინის ქირას უხდიდა ტ------– ლ---–----ე, რომელთანაც, რიგ შემთხვევებში მიდიოდა მის ლ---------ში, მდებარე ქ. თბილისში, კ----------------–--–---------ში, მ--------------რ ,,ს---------“ ზ--------------–--–თან, რიგ შემთხვევებში კი ერთმანეთს ხვდებოდნენ სხვა ადგილას და ტ------– ლ---–----ე მას გადასცემდა ბინის ქირას. არანაირი პრობლემა ქირის გადახდასთან დაკავშირებით არ შექმნილა, ვინაიდან ტ------– ლ---–----ე ყოველთვის დროულად იხდიდა ა-–----- ი------–---–ის ბინის ქირას.

 

3.5. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 07 ნოემბერს, ქ. თბილისში, კ----------------–--–---------ში მდებარე ტ------– ლ---–----ის ლ---------იდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. გამოძიების ეტაპზე, 2018 წლის 11 დეკემბერს, დათვალიერდა აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება და დათვალიერების ოქმის თანახმად, ჩანაწერში ასახულია ტ------– ლ---–----ის კუთვნილი ლ---------ის წინა ხედი, საიდანაც არის ლ---------ში მოქალაქეთა მისასვლელი. ჩანაწერი დათარიღებულია 2018 წლის 10 ოქტომბრით. 0---- საათზე ლ---------თან მიდის პიროვნება, სუსტი აღნაგობის, ჭაღარათმიანი, რომელიც ესაუბრება ლ---------ის შიგნით მყოფ პირს; რამდენიმე წუთში გარედან მყოფი პირი ემოციურად ესაუბრება შიგნით მყოფ პირს და იწყებს ხელებით კამათს შიგნით მყოფ პირთან. აღნიშნული გრძელდება 0---- საათამდე. იმავე დღეს, 1---- საათზე, ზემოაღწერილი პირი მიდის ლ---------თან, ემოციურად ესაუბრება შიგნით მყოფ პირს, რამდენიმეჯერ ხელს ურტყამს ლ---------ის შუშას და 2---- საათზე ტოვებს ტერიტორიას.

 

3.6. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული, 2018 წლის 29 ოქტომბრის და 9 ნოემბრის ვიდეო-აუდიოჩანაწერებითა და მათი კრებსითი ამონაწერებით დადგენილია, რომ ა-–----- ი------–---–ის მხრიდან ცალსახად ჰქონდა ადგილი ტ------– ლ---–----ისათვის ფულადი თანხების გამოძალვის ფაქტს, ხოლო თანხის გადაცემაზე უარის შემთხვევაში, ი------–---–ი ტ------– ლ---–----ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემურებოდა ფიზიკური ძალადობის გამოყენებითა და ნივთის განადგურებით; კერძოდ, ხსენებული მტკიცებულებების შესწავლით იკვეთება შემდეგი ფაქტები: ტ------– ლ---–----ე აჩვენებს ა-–----- ი------–---–ს თაბახის ფურცელზე აღრიცხულ მისთვის მიცემულ თანხებს, რასაც ა-–----- ი------–---–იც ადასტურებს - „რათ მინდა, მე არ ვიცი რომ მაქვს აღებული?“. ამასთან, ტ------– ლ---–----ის ბინის ქირის გადაუხდელობით გაღიზიანებული ა-–----- ი------–---–ი ემუქრება დაზარალებულს შემდეგი სიტყვებით - „... მკიდია მილიცია, პოლიცია, ყველას....აი შენ თუ ნაწლავები არ დაგაყრევინო, თუ დანა არ ამოგცხო... ციხეში ისე არ წავალ უშენოდ. შენი გულიზა წავალ“...” ტ------– ლ---–----ის კითხვაზე, თუ რაში ეკუთვნის ფული, ა-–----- ი------–---–ი პასუხობს: „თუ არ მეკუთვნის ნახავ, თუ არ აგთალო“... „მეკუთვნის, მე შენ გაჩვენებ. თუ არ მეკუთვნის, მაშინ შენი ნაწლავები მეკუთვნის და აქ უნდა დავყარო... არ დამყრელის...“. ტ------– ლ---–----ის თხოვნაზე - თავი დაანებოს და წავიდეს, ა-–----- ი------–---–ი პასუხობს, რომ თავს არ დაანებებს: „შენ ნახე აქ რაები გავაკეთო, თუ არ აგაფეთქო“. ბრალდებული ემუქრება დაზარალებულს, რომ ვერ გამოვა ლ---------იდან და თუ გამოვა, ნახავს - „თუ ხანჯალი არ გატაკო მუცელში“. ამავე კრებსით ჩანაწერებში ფიქსირდება, რომ ა-–----- ი------–---–ი თავადაც ადასტურებს წარსულში ტ------– ლ---–----ისათვის ფულადი თანხების გამოძალვის ფაქტს, კერძოდ, იგი აცხადებს: - „15 ლარზე დაიწყო, რომ აღარ მოვდივარ 500 ლარი და 300 ლარი მომეცი, ლარს რომ არ ვითხოვ ზედმეტს... უკვე 15 ლარზე დაიწყო აქა და ბინის ქირაზე. კარგი არაუშავს. მე მივხვდი, მე ვიცი. შენ უნდა, კაროჩე როგორ იცი? კაროჩე იარაღით უნდა გსდიოს კაცმა რა და მაშინ 500 - ებს აძლევ“... „უნდა დავიწყო მოსვლა ისევ 500 ლარებზე და 300 ლარებზე... მერე მეტყვი რატომ აკეთებო“.

 

3.7. ფულადი თანხის გადაცემა-ჩაბარების შესახებ 2018 წლის 8 ნოემბრის ოქმის თანახმად (რაც მხარეთა მიერ ასევე უდავოდ არის ცნობილი), შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ-----------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელმა - ი---------–-–---–მა შეადგინა აღნიშნული ოქმი მასზედ, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, ტ------– ლ---–----ეს, მასზე განხორციელებული გამოძალვის ფაქტზე, ა-–----- ი------–---–ისთვის გადასაცემად გადაეცა ფულადი თანხა - 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით, კერძოდ: 3 (სამი) ცალი ხუთლარიანი კუპიურა შემდეგი ნომრებით - C--------; A---------; A---------;

 

3.8. ტ------– ლ---–----ისთვის ა-–----- ი------–---–ის მიერ ფულის გამოძალვის ფაქტი, დასტურდება იმითაც, რომ 2018 წლის 9 ნოემბერს, ბრალდებულ ა-–----- ი------–---–ის პირადი ჩხრეკისას, მის პირად ნივთებთან და სხვა ფულად თანხასთან ერთად, ამოღებული იქნა ზემოხსენებული 3 (სამი) ცალი ხუთლარიანი კუპიურა შემდეგი ნომრებით - C--------; A---------; A---------;

 

3.9. ბრალდებულმა ა-–----- ი------–---–მა დაადასტურა დაზარალებულისაგან ფულის მიღებისა და სხვა მატერიალური სარგებლის (ბინის ქირა, კომუნალური გადასახადები) მიღების ფაქტი, ასევე დაადასტურა, რომ 2018 წელს, დაზარალებულმა მას მართლაც გადაუხადა გირაოს თანხა 5000 ლარის ოდენობით. ბრალდებულმა განმარტა, რომ დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, დაზარალებულს მისვთის გადახდილი ექნება დაახლოებით 30 000 ლარი. ამასთან, განაცხადა, რომ არასდროს დამუქრებია დაზარალებულს, პირიქით, მასთან აკავშირებდა ახლო მეგობრული ურთიერთობა და ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში ასახული ფაქტი, სადაც იგი აგრესიულად მიმართავს დაზარალებულს, გამოწვეულია მისი ფეთქებადი ხასიათით და იგი არ ისახავდა მიზნად დაზარალებულის დაშინებას.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე, მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ა-–----- ი------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულ ტ------– ლ---–----ის ჩვენებისა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

4.2. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

4.4. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.5. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.6. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1--- წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1---, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.7. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ა-–----- ი------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, მხარეებმა სადავოდ არ გახადეს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ, ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ამ (სადავო და უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა; ამდენად, უნდა შეფასდეს ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების შინაარსობრივი მხარე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება თითოეული მათგანით და ერთობლივად რა ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ისინი.

 

4.8. სასამართლო, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.9. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება; ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

4.10. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.

 

4.11. განსახილველ შემთხვევაში, 2014 წლის 5 მარტის ეპიზოდთან მიმართებაში სისხლის სამართლის საქმეში არსებობს ორი ურთიერთსაპირისპირო ჩვენების ავტორი, რომელთაგან ერთი - დაზარალებული ტ------– ლ---–----ე აცხადებს მის მიმართ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტზე, ხოლო მეორე - ბრალდებული ა-–----- ი------–---–ი კატეგორიულად გამორიცხავს მის მიერ ყაჩაღობის ჩადენას. მაშინ როდესაც საქმე გვაქვს ორ თანაბარმნიშვნელოვან მტკიცებულებასთან, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდიან სასამართლოს, საჭიროა მინიმუმ კიდევ ერთი - მესამე ობიექტური მტკიცებულების არსებობა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ერთი ან მეორე ვერსიის სინამდვილეში. განსახილველ შემთხვევაში, ყაჩაღობის ფაქტის დასადასტურებლად მხოლოდ ერთი, დაზარალებულ ტ------– ლ---–----ის ჩვენება, ვერ გახდება საკმარისი მტკიცებულება ა-–----- ი------–---–ის მიმართ ამ კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

4.12. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1------ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------------ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

4.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ყაჩაღობის ნაწილში, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ა-–----- ი------–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4.14. სასამართლომ, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებული იქნა ა-–----- ი------–---–ის მიერ გამოძალვის ჩადენა.

 

4.15. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და ნივთის განადგურების მუქარა. განსახილველი დანაშაულის ძირითად ობიექტს წარმოადგენს საკუთრებითი ურთიერთობები, მისი დამატებითი ობიექტი შეიძლება იყოს როგორც ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე მისი პატივი და ღირსება. განსახილველ შემთხვევაში გამოძალვის საგანს წარმოადგენდა ქონება. ობიექტური მხრივ, სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება გამოიხატა ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ნივთის გადაცემის მოთხოვნაში. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, დაზარალებულის იძულება გამოიხატა ძალადობის გამოყენებისა და ნივთის განადგურების მუქარაში. გამოძალვის დროს ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული მუქარის შინაარსი დაზარალებულის მიერ ერთმნიშვნელოვნად უნდა იქნეს აღქმული. მოცემულ შემთხვევაში, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, გამომძალველი აპირებდა თუ არა მუქარის რეალურად განხორციელებას, მთავარია, დაზარალებულის მიერ ეს მუქარა რეალურად აღიქმებოდეს. გამოძალვა ფორმალურ დანაშაულთა შემადგენლობას განეკუთვნება და იგი დამთავრებულია ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულისათვის მოთხოვნის გაცხადების დროიდან. განსახილველი დანაშაულის სუბიექტური მხარე გამოიხატება პირველი ხარისხის პირდაპირ, კონკრეტიზებულ განზრახვაში; ბრალდებულმა იცოდა, რომ უკანონოდ მოითხოვდა სხვის ნივთს და სურდა ამ ნივთის მიღება. იგი მოქმედებდა ანგარების მოტივით.

 

4.16. სასამართლო, მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად ხელმძღვანელობს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით. მოცემულ შემთვევაში, მუქარის გამოხატვის გარეგნული ფორმა იყო სიტყვიერი. იგი ხორციელდებოდა აგრესიული ფორმითა და რიგ შემთხვევაში - ცივი იარაღის დემონსტრირებით. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარის განხორციელებისას, პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით ან ქონების განადგურებით, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა, ვინაიდან ბრალდებულ ა-–----- ი------–---–ის მიერ ტ------– ლ---–----ისადმი გაჟღერებული მუქარის ტექსტები - „...აი შენ თუ ნაწლავები არ დაგაყრევინო, თუ დანა არ ამოგცხო... ციხეში ისე არ წავალ უშენოდ. შენი გულიზა წავალ“...” „თუ არ მეკუთვნის ნახავ, თუ არ აგთალო“... „მეკუთვნის, მე შენ გაჩვენებ. თუ არ მეკუთვნის, მაშინ შენი ნაწლავები მეკუთვნის და აქ უნდა დავყარო... არ დამყრელის...“. „შენ ნახე აქ რაები გავაკეთო, თუ არ აგაფეთქო“, „თუ ხანჯალი არ გატაკო მუცელში“... - კონკრეტული შინაარსისაა და მათში გამოიხატება სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების და ქონების განადგურების მუქარა. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარის განხორციელების შედეგად, დაზარალებული განიცდის შიშს და შფოთვას, ვინაიდან ყოველ წუთს ელოდება მუქარის განხორციელებას დამმუქრებლის მიერ. შიშის საფუძვლიანობის შეფასებისას, განმსაზღვრელია დაზარალებულის პიროვნება (რამდენად ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე ადამიანია ის), დამმუქრებლის პიროვნება (არის თუ არა აგრესიული, წარსულში ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის), ურთიერთდამოკიდებულება დაზარალებულსა და დამმუქრებელს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, მუქარის არაერთგზისობა და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, ტ------– ლ---–----ე წარმოადგენს ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე ადამიანს; საქმეში არ მოიპოვება რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ იგი მშიშარაა ან ზედმეტად ემოციურია; ბრალდებული ა-–----- ი------–---–ი არის წარსულში ნასამართლევი. ამასთან, დაზარალებულის ჩვენებაში გაჟღერებული, ა-–----- ი------–---–ის მხრიდან განხროციელებული მუქარის ფაქტები დასტურდება სხვა მტკიცებულებებითაც. მსხვერპლის მიერ მუქარის რეალურად აღქმის ფაქტს ის გარემოებაც ადასტურებს, რომ იგი ბრალდებულს წლების განმავლობაში გადასცემდა ფულად თანხას და უნაზღაურებდა სხვადასხვა ხარჯებსაც.

 

4.17. რაც შეეხება 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ ნიშანს, იგი დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით: კერძოდ, დაზარალებულ ტ------– ლ---–----ის ჩვენების თანახმად, მას ა-–----- ი------–---–ისათვის, საერთო ჯამში, გამოძალვის შედეგად, გადაცემული აქვს დაახლოებით 180 000 ლარი, ხოლო ბრალდებულ ა-–----- ი------–---–ის განმარტებით, მას დაზარალებულისაგან მიღებული აქვს დაახლოებით 30 000 ლარი. ყველა შემთხვევაში, მსხვერპლისათვის მიყენებული ზიანი ბევრად აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ დიდი ოდენობისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 10 000 ლარს და სახეზეა ქმედების დამამძიმებელი გარემოება - დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნის არსებობა.

 

4.18. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებასა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (EL-MASRI V. THE FORMER YUGOSLAV REPUBLIK OF MACEDONIA, ECtHR, (GC), 13/12/2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (HASSAN V. THE UK, ECtHR, (GC), 16/09/2014).

 

4.19. ა-–----- ი------–---–მა, ძალადობის გამოყენებისა და ნივთის განადგურების მუქარით, ტ------– ლ---–----ეს, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოსძალა ფულადი თანხა, კერძოდ, რითიც მან ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

4.20. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

4.21. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

4.22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–----- ი------–---–მა ჩაიდინა - გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-–----- ი------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში ნასამართლობა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

6.4. ა-–----- ი------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

6.5. სასჯელის ზომის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის რეციდივს. დანაშაულის რეციდივი განმარტებულია საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვით დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ ა-–----- ი------–---–ი ქმედების ჩადენის მომენტისთვის იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულისთვის. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

6.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–----------------ის განაჩენით, ა-–----- ი------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი) ათასი ლარის ოდენობით.

 

6.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განსახილველ შემთხვევაში, ა-–----- ი------–---–ი იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, შესაბამისად, მან ჩაიდინა რა ახალი განზრახი დანაშაული, მის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

6.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-–----- ი------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივ ქცევაში მისი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევის გათვალისწინებით, ა-–----- ი------–---–ის მიმართ, დანაშაულის რეციდივითა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელთა სრულად შთანთქმა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაზარალებულ ტ------– ლ---–----ის ლ---------იდან და ს----–----------------დან ამოღებული ვიდეოკამერების ჩანაწერების ჩამწერი მოწყობილობა - „დივიარი“; ა-–----- ი------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 01 (ერთი) ცალი ასლარიანი კუპიურა, 05 (ხუთი) ცალი ათლარიანი კუპიურა და 03 (სამი) ცალი ხუთლარიანი კუპიურა, დალუქულ მდგომარეობაში; ა-–----- ი------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, ცხვირსახოცი, გასაღები და პირადობის მოწმობა, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

7.2 დაზარალებულ ტ------– ლ---–----ის ლ---------იდან გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერები ჩაწერილი 09 (ცხრა) ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში და ფარული საგამოძიებო მოქმედების - ვიდეო, აუდიოჩაწერის შედეგად მოპოვებული კამერის ჩანაწერები 03 (სამი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 270-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დაადგინა:

 

1. ა-–----- ი------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;

 

2. ა-–----- ი------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–----- ი------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

4. ა-–----- ი------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 09 ნოემბრის 09:21 საათიდან.

 

5. მსჯავრდებულ ა-–----- ი------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- დაზარალებულ ტ------– ლ---–----ის ლ---------იდან და ს----–----------------დან ამოღებული ვიდეოკამერების ჩანაწერების ჩამწერი მოწყობილობა - „დივიარი“; ა-–----- ი------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 01 (ერთი) ცალი ასლარიანი კუპიურა, 05 (ხუთი) ცალი ათლარიანი კუპიურა და 03 (სამი) ცალი ხუთლარიანი კუპიურა, დალუქულ მდგომარეობაში; ა-–----- ი------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, ცხვირსახოცი, გასაღები და პირადობის მოწმობა, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- დაზარალებულ ტ------– ლ---–----ის ლ---------იდან გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერები ჩაწერილი 09 (ცხრა) ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში და ფარული საგამოძიებო მოქმედების - ვიდეო, აუდიოჩაწერის შედეგად მოპოვებული კამერის ჩანაწერები 03 (სამი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე