გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.01.2019
საქმის ნომერი
330310018002547324
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4466-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე

მოსარჩელე: ა-----------–-------------–----------ფ (AH-----------------------------, დაბ: 20.05.1---წ.);

მოსარჩელე: ნ-–--------------------------ემ (N----------------------------, დაბ: 12.10.1---წ.);

მოსარჩელეების წარმომადგენელი: ბ-----------ა;

მოპასუხე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი;

წარმომადგენელი: გი------------–---–ი;

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 25------------------------ შეტყობინება საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეებისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2--- წლის 20----------ს ე----------------ა რესპუბლიკის მოქალაქე ა-----------–-------------–----------ფმა (AH-----------------------------, დაბ: 20.05.1---წ.) საერთაშორისო დაცვის შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა მისთვის და მისი მეუღლის - ნ-–--------------------------ემისთვის (N----------------------------, დაბ: 12.10.1---წ.) საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.

 

2--- წლის 27 ნოემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ა-----------–-------------–----------ფს და მის მეუღლეს - ნ-–--------------------------ემს ჩაუტარა ანკეტირებები და ისინი დაარეგისტრირა თავშესაფრის მაძიებელ პირებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ა-----------–-------------–----------ფის 2--- წლის 2----------ის განცხადება (ს.ფ. 117-118);

-თავშესაფრის მაძიებელი პირების ანკეტები (ს.ფ. 102-116);

 

3.1.2. დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2018 წლის 1------ს ა-----------–-------------–----------ფთან და მის მეუღლესთან - ნ-–--------------------------ემთან ჩაატარა გასაუბრებები. გასაუბრებების შედეგად გამოირკვა, რომ ე----------------ა რესპუბლიკის მოქალაქე, ე------------------ი, მ----–-მი - სუნიტი, ა-----------–-------------–----------ფ დაიბადა 1--- წლის 20 მაისს ე----------------ა რესპუბლიკაში, ქ. ან--------------ში, ხოლო მისი მეუღლე - ე----------------ა რესპუბლიკის მოქალაქე, ე------------------ი, მ----–-მი - სუნიტი, ნ-–--------------------------ემი დაიბადა 1--- წლის 12 ოქტომბერს, ე----------------ა რესპუბლიკაში, ქ---------–ი. წარმოშობის ქვეყნის დატოვებამდე სამი თვით ადრე ა-----------–-------------–----------ფი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ქ. ან--------------ში, ხოლო ბოლო სამი თვე იმყოფებოდა ქ.-–------ში მეგობართან.

 

თავშესაფრის მაძიებელი, 1----–-–---------8 წლამდე, სწავლობდა ა--------------ს სამრეწველო ტექნიკუმში მექანიკოსის სპეციალობაზე.

 

განმცხადებელს 20------0 წლებში მეგობართან ერთად ჰქონდა საკუთარი კომპანია, სადაც თურქეთიდან ჩამოტანილ პ-------------------ს ნივთებს ყიდდნენ. 2011 წლიდან საქართველოში ჩამოსვლამდე (13.09.2--- წ.) თავშესაფრის მაძიებელი მუშაობდა დამოუკიდებელ ოპერატორად (გადამღებ ჯგუფთან).

 

ა-----------–-------------–----------ფის მშობლები იმყოფებიან ე-------–ი, ქ. ან--------------ში, სადაც მამა დასაქმებულია მშენებლობაზე ხელოსნად, ხოლო დედა დიასახლისია. განმცხადებელის და მუშაობს ქ. ანათეირ ხეირიაში, ჰ--–-----ს უნივერსიტეტში, ბუღალტერიის მასწავლებლად, ხოლო მისი ძმები (ორი ძმა) დაკავებულები არიან გარე რეკლამის გაკვრით. განმცხადებლის თქმით, 2008 წლიდან არის „6-------–---------------“ წევრი, სადაც უშუალოდ იყო პასუხისმგებელი აქციების ორგანიზებაში (კოორდინატორი) ქ. კ------–ი. 2013 წლიდან, ხელისუფლებამ ზემოაღნიშნული მოძრაობის წევრების დევნა დაიწყო და 2014 წელს დააპატიმრეს ა------------ი და ა------–-. თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, 2015 წლიდან, ეს მოძრაობა უფრო გამოირჩეოდა ოპოზიციური შეხედულებებით და უფრო დაუპირისპირდა ხელისუფლება. 2016 წელს, ე----------------ა რესპუბლიკამ ს----------------ს მიჰყიდა ეგვიპტის ტერიტორიაში შემავალი მიწები, რასაც მოჰყვა პროტესტი, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი, როგორც განმცხადებელი აცხადებს, იყო თავად. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, 2016 წლის 15 აპრილს შედგა დიდი აქცია ქ. კ------–ი, რის შემდეგ 2016 წლის 25 აპრილს, კიდევ ერთი აქცია გაიმართა, სადაც თავშესაფრის მაძიებელი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი. ამის შემდეგ, თავშესაფრის მაძიებლის თქმით, 2018 წლის 28 აპრილს, ქ. ან--------------ში, მის სახლში მივიდნენ სამართალდამცავები და განმცხადებლის სახლის ფანჯრები და კარი დაამტვრიეს. ამ დროს, თავშესაფრის მაძიებელი და მისი მეუღლე არ იმყოფებოდნენ სახლში და ზემოაღნიშნულის თაობაზე მათ უამბეს მეზობლებმა. ამ ფაქტის შემდეგ, განმცხადებელმა გადაწყვიტა სხვადასხვა რაიონებში ეცხოვრა. 201--–-–----------–-----ს, თავშესაფრის მაძიებელი შუ----------ს მეტრო სადგურში დააკავა პოლიციამ, შეუკრეს თვალები და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. განმცხადებლის თქმით, მას ერთი თვის განმავლობაში აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და აწამეს (ჩამოკიდეს და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას). ამ დროს, განმცხადებლის თქმით, მან დაკარგა გონება და მისი თქმით, სამართალდამცავებს ეგონათ, რომ ის გარდაიცვალა და მიტოვებულ ადგილას (კა--------–----------------ა) გადაიყვანეს და დატოვეს იქ მარტო. განმცხადებელმა, როდესაც დაუბრუნდა ცნობიერება, გააჩერა გზად მიმავალი მანქანა და მივიდა სახლში. ამის შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელი მკურნალობდა და ცხოვრობდა სხვადასხვა ადგილას (სიდედრთან, მეგობართან). ამ ფაქტის შემდეგ, განმცხადებლის მიმართ არ ჰქონია ადგილი რაიმე სახის ძალადობრივ ფაქტს, ან მუქარას, მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც თავად აცხადებს, მისი ბოლო პოლიტიკური აქტივობა გახლდათ 2016 წლის აპრილის აქციების ორგანიზება, რის შემდეგაც, პოლიტიკურ საქმიანობას აღარ ეწეოდა. აგრეთვე, თავშესაფრის მაძიებელი აღნიშნავს, რომ თავიდან იყო მოძრაობის ჩვეულებრივი წევრი, ხოლო 2012 წლის შემდეგ, ქუჩის აქციების ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას. ზემოაღნიშნულ პოზიციაზე დაინიშნა მოძრაობის შიდა არჩევნების გზით. თავშესაფრის მაძიებლის თქმით, ის სოციალურ ქსელში, დახურულ ჯგუფში ადამიანებს აძლევდა სხვადასხვა დავალებებს (ზემოაღნიშნბულ ჯგუფში იყო დაახლოებით 8000 ადამიანი). კერძოდ, მოძრაობის ოფისში ზედა ინსტანციიდან მოდიოდა დავალება, რომელსაც სოციალური ქსელის საშუალებით ახმოვანებდა. ზემოაღნიშნულ სამსახურში თავშესაფრის მაძიებელი გასამრჯელოს არ იღებდა. მან გასაუბრებაზე აღნიშნა, რომ ვინაიდან სახელმწიფო დაინტერესებული იყო მათი მოძრაობის ქმედებებით, ზემოაღნიშნული დახურული ჯგუფები გაუქმდა სოციალურ ქსელებში.

 

ა-----------–-------------–----------ფის განმარტებით, 2--- წლის ივნისის ბოლოს გაიმართა ახალგაზრდების აქცია, რა დროსაც გარკვეული ჯგუფების წევრები კედლებზე წერდნენ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს. თავშესაფრის მაძიებლის თქმით, ამ ფაქტმა განაპირობა ზოგიერთი მისი მეგობრის დაპატიმრება და მათ შორის ერთ-ერთი მეგობრის სახელად - ა------------ს, რომელიც აგრეთვე იყო „6-------–---------------“ წევრი. განმცხადებელს დაურეკა ა------------ს ადვოკატმა, რომელიც აგრეთვე თავშესაფრის მაძიებლის მეგობარიც გახლდათ და ურჩია ქვეყნის დატოვება, ვინაიდან გამოძიებამ დაადგინა, რომ ა-----------ს ბოლო სატელეფონო საუბარი ჰქონდა თავშესაფრის მაძიებელთან, სადაც ისაუბრეს მეგობრულ თემებზე და აგრეთვე, ზოგადად ქვეყნის მდგომარეობაზეც. განმცხადებლის თქმით, მისი წარსული პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, შესაძლოა მისითაც დაინტერესებულიყო ეგვიპტის სამართალდამცავი ორგანოები და აქედან გამომდინარე, მისმა მეგობარმა ადვოკატმა ურჩია ქვეყნის დატოვება (ადვოკატთან საუბრის შემდეგ, 3 დღეში დატოვა წარმოშობის ქვეყანა). განმცხადებელი ასევე აცხადებს, რომ მის მეგობარს, ორი თვის წინ მიუსაჯეს ხუთი წლით პატიმრობა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ქმედებების გამო.

 

ა-----------–-------------–----------ფმა 2--- წლის 13 სექტემბერს დატოვა წარმოშობის ქვეყანა მეუღლესთან ერთად, რადგან მისი წარსული პოლიტიკური საქმიანობებიდან გამომდინარე, შესაძლოა მის წინააღმდეგ აღეძრათ საქმე ე-------–ი და გაემგზავრა მ--–------–ი. მ--–------–ი იმყოფებოდა დაახლოებით 10 დღე, რის შემდეგაც 2--- წლის 26 ოქტომბერს გამოემგზავრა საქართველოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-თავშესაფრის მაძიებელი პირების ანკეტები (ს.ფ. 102-116);

-თავშესაფრის მაძიებელ პირებთან გასაუბრების ოქმები (ს.ფ. 74-94);

 

3.1.3. დადგენილია, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილებამ ა-----------–-------------–----------ფის და მის მეუღლის - ნ-–--------------------------ემის საქმეზე შეადგინა დასკვნა. დასკვნის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომელიც თავად თავშესაფრის მაძიებლებმა გადმოსცეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გასაუბრების დროს. დასკვნაში განმარტებულია, რომ ე----------------ა რესპუბლიკის მოქალაქე ა-----------–-------------–----------ფი (AH-----------------------------, დაბ: 20.05.1---წ.) ვერ აკმაყოფილებს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

ე----------------ა რესპუბლიკის მოქალაქე ა-----------–-------------–----------ფი (AH-----------------------------, დაბ: 20.05.1---წ.) ვერ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად.

 

ამდენად, სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ე----------------ა რესპუბლიკის მოქალაქეებს: ა-----------–-------------–----------ფს (AH-----------------------------, დაბ: 20.05.1---წ.) და ნ-–--------------------------ემს (N----------------------------, დაბ: 12.10.1---წ.) უარი ეთქვას, როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნა (ს.ფ. 63-69);

 

3.1.4. მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, „6-------–-------–-----------–-------------“ არის ეგვიპტელი აქტივისტების ჯგუფი, რომელიც შეიქმნა 2008 წლის გაზაფხულზე. ჯგუფი შეიქმნა პატარა ინდუსტრიული ქალაქის ე-–------–----–--------ს მუშების მხარდასაჭერად, რომლებიც აპირებდნენ გაფიცვას 6 აპრილს. მოძრაობა დაარსეს მ--------------–------------------, ა------------------------------ და ა------------მა (Ah---------). აქტივისტებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, ჩაეცვათ შავი მაისური და გაფიცვის დღეს დარჩენილიყვნენ სახლში - მათ გაფიცვის გაშუქებისთვის გამოიყენეს სოციალური მედია (Facebook, Twitter, Flickr). „The New York Times“-მა მოძრაობას ეგვიპტის პოლიტიკური „Facebook“ ჯგუფი უწოდა ყველაზე დინამიური დებატებით. 2009 წლის იანვრისთვის ჯგუფი აერთიანებდა 70 ათასზე მეტ წევრს, ძირითადად ახალგაზრდებს. მოძრაობამ თავის სიმბოლოდ გამოიყენა მაღლა შემართული მუშტის გამოსახულება შავ ფონზე თეთრად, როგორც ეს ჰქონდა სერბულ მოძრაობას „ო-------ი“, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში ს-–-------------–--–----ის რეჟიმის დამხობას. მოძრაობამ დიდი როლი ითამაშა ე-------–ი 2011 წლის ნოემბრის რევოლუციაში ავტოკრატი ჰ----------------ს რეჟიმის წინააღმდეგ. ეგვიპტის სასამართლომ 2014 წლის 28 აპრილს მოძრაობა კანონგარეშედ გამოაცხადა და მისი საქმიანობა აკრძალა. „Human Rights Watch“-მა აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავისუფალი და მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლებების უხეში დარღვევა უწოდა.

,,6-------–-------–-----------–-------------“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერს, რომ მოძრაობა არის სხვადასხვა ასაკის, სოციალური კლასის, გეოგრაფიული მდებარეობის და ინტელექტუალური და პოლიტიკური შეხედულებების ეგვიპტელი ახალგაზრდების ჯგუფი; ისინი გააერთიანა საერთო იდეამ - სამშობლოს სიყვარული და მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის მცდელობა. „ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების არარსებობის პირობებში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩამოგვეყალიბებინა პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა კორუმპირებულ რეჟიმს და წვლილს შეიტანდა მის დამხობაში.“- წერია ვებ-გვერდზე.

ამავე გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ჯგუფის მუშაობა დაფუძნებულია ნებაყოფლობით, მოხალისეობრივ სურვილზე. პირველი დევიზი იყო შემდეგი: „ჩვენი თაობის უფლებაა სცადოს... ან გავიმარჯვებთ, ან ჩვენი გამოცდილებით ისარგებლებენ მომავალი თაობები.“ ამ მიზნით, მოძრაობამ დაიწყო თანამედროვე საშულებების გამოყენება, როგორიცაა ინტერნეტი, სოციალური მედია, ასევე ხდებოდა ტრადიციული მეთოდების გამოყენება - დემონსტრაციები, გაფიცვები და მჯდომარე აქციები. „ყოფილი რეჟიმის მხრიდან ვაწყდებოდით ძალადობის და რეპრესიების ყველა სახის მეთოდს მანამ, სანამ ხელი არ შევუწყვეთ მის დამხობას.“- ნათქვამია ვებ-გვერდზე.

ამავე გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დაარსების დღიდან დღემდე, დაფინანსების კუთხით მოძრაობა ეყრდნობა მხოლოდ მოძრაობის წევრების მხრიდან გაღებულ ფინანსურ შემოწირულობებს და უარს ამბობს ყველა სახის გარე დაფინანსების წყაროზე. შესაბამისად, მოძრაობა არ არის რაიმე პოლიტიკური იდეოლოგიის და ინტერესების გამტარებელი და არც რომელიმე პარტიის კუთვნილება, მას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - ეს არის ქვეყნის საზოგადო სიკეთე, რომელიც დაცლილია ფარული მიზნებისა და პირადი ინტერესებისგან. მოძრაობის ხედვაა - უზრუნველყოს დემოკრატია და ქვეყნის მმართველობის გადასვლა არჩეულ სამოქალაქო ხელისუფლების მოდელზე. ჯგუფის მიზანია, ნებისმიერი სახის დიქტატორული რეჟიმის ან სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგობა და რაიმე სახის ახალი დიქტატორული რეჟიმის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ჯგუფის მიზანია, ქვეყნის შიდა საქმეებში გარე ძალების მხრიდან ჩარევის, აგრესიის ან ოკუპაციის ხელშეშლა და ერის იდენტობის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

„Human Rights Watch“ 2--- წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2016-–-–-------–-----ს პოლიციამ უპრეცედენტო რეიდი მოაწყო პრეს სინდიკატის სათაო ოფისზე, რა დროსაც 6-------–-------–-----------–-------------ს წევრობის ბრალდებით ორი ჟურნალისტი დააპატიმრა.

„Amnesty International“ 2016/2--- წლების ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ მთავრობის კრიტიკოსები და ოპონენტები აწყდებოდნენ თვითნებურ დაკავებებს და დაპატიმრებებს ისეთი ბრალდებებით, როგორიცაა „ტერორიზმი“ და აკრძალული ჯგუფების წევრობა, როგორებიცაა მაგალითად მ----–-მი საძმო და 6-------–-------–-----------–-------------.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2--- წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2016 წლის 2------------–ს ნაკლებად მძიმე დანაშაულთა სასამართლომ,აპრილის ახალგაზრდული მოძრაობის კოორდინატორს ა------–-ს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა პროტესტის პროვოცირებისა და მთავრობის ჩამოგდების მცდელობის ბრალდებით. 30 ივლისს სააპელაციო სასამართლომ სასჯელი ერთი წლით შეამცირა.

„Amnesty International“ 2--- წლის მარტში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ პოლიტიკური აქტივისტი და 6-------–-------–-----------–-------------ს ლიდერი ა------------ი პოლიციის პრობაციონერთა სიაში გადავიდა. 2013 წლის 22---------რს სასამართლომ მ-----ს პოლიტიკურ აქტივისტებთან მ--------------–--ან და აჰ-------------თან ერთად 3 წლიანი პატიმრობა, 3-წლიანი პრობაცია და 50 ათასი ეგვიპტური გირვანქის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. პატიმრობის შემდეგ, 2--- წლის 5 იანვრიდან მ-----მა პრობაციის მოხდა დაიწყო, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი ყოველ ღამე, 12 საათს ატარებს პოლიციის განყოფილებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ციხეში გატარებული 3 წლის შემდეგ, დამატებით წელიწადნახევარს საპოლიციო პატიმრობაში გაატარებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (ს.ფ. 70-73);

 

3.1.5. გასაუბრების მასალებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 2------ს მიღებული იქნა N 0------------- შეტყობინება, რომლის თანახმადაც ა-----------–-------------–----------ფს და მის მეუღლეს - ნ-–--------------------------ემს უარი ეთქვათ საქართველოში როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 2------ის N 0------------- შეტყობინება (ს.ფ. 57-58);

3.1.6. „--------–--------------- ან „6-------–-------–-----------–-------------“ (A---------------------) 2008 წელს Facebook-ის ჯგუფის შექმნით დაიწყო. ამ გზით მათ სურდათ მოეხდინათ ე-------–ი ახალგაზრდების მობილიზება, რათა სოლიდარობა გამოეცხადებინათ ტექსტილის სფეროში მოღვაწე გაფიცული მუშაკებისათვის. 2011 წელს ამ მოძრაობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა პრო დემოკრატიული მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, რის შედეგადაც ეგვიპტის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჰ-------------აქმა საკუთარი 30-წლიანი მმართველობა გადადგომით დაასრულა. 2014 წელს, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, „--------–--------------- უკანონოდ გამოცხადდა და მას საქმიანობა აეკრძალა.

Human Rights Watch-ის 2018 წლის 15 ივლისის სტატიაში საუბარია 2015 წლიდან მოყოლებული (მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ ახალი კანონი) აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გახმაურებულ შემთხვევებზე. ტექსტში აღნიშნულია, რომ ყველა საქმეში აშკარაა, რომ ბრალდება ეფუძნებოდა ამ პირების მიერ სახელისუფლებო ორგანოების მშვიდობიან კრიტიკას ან ოპოზიციურ განცხადებებს. ჟურნალისტები დამცველებთან და ოპოზიციური პარტიის წევრებთან ერთად, დაკავებულებს შორის იყვნენ 6-------–--------------- წევრებიც. ამავე სტატიაში გვხდება ბმული, სადაც იმ პირების ჩამონათვალია გაკეთებული, რომლებიც ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობის საფუძველზე იქნენ დაკავებულები. ამ ჩამონათვალში 6-------–--------------- ორი წევრიც ა---–------ჰი (A---------) და შე--------–---------ც (S--------------) შედიან. უკანასკნელი ცნობით, ქალთა უფლებათა დამცველს ა---–------ჰის, სხვა დანაშაულებთან ერთად, 6-------–--------------- წევრობაშიც ედებოდა ბრალი და 2018 წლის 29------------ს სასამართლომ მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა 10.000 ეგვიპტური გირვანქა (დაახლოებით 485 ევრო) მიუსაჯა.

არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის ცნობით 2018 წლის 6----–-სს პოლიციამ დააკავა პოლიტიკური აქტივისტი და 6-------–--------------- აქტიური წევრი მ--------------–ი (M-----------). აღნიშნულს საფუძვლად ედებოდა, ერთ-ერთი მოქალაქის მიერ შედგენილი საჩივარი, სადაც იგი მ--------------–ს ბრალს სდებდა, რომ მის მიერ საკუთარი Twitter-ის და Facebook-ის გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტი იყო ნაციონალური უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების მცდელობა. 3 წლიანი პატიმრობის შემდეგ 2--- წლის იანვარში მ--------------–ი პირობით იქნა ციხიდან გამოშვებული, თუმცა იგი მომავალი 3 წლის განმავლობაში იძულებული იქნება საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე დროის პერიოდი ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში გაატაროს.

უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში 6-------–--------------- სხვა წევრების/ყოფილი წევრების დაკავებისა და მათი დევნის შემთხვევებზე ინფორმაცია განხილულ წყაროებში არ იძებნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ საერთაშორისო წყაროებს:

-BBC, Egypt youth activist Ah--------- released from prison, 5 January 2---, https://www.bbc.com/news/world-middle-east 38517357 (ბოლოს ნანახია 06.11.2018)

-HRW - Human Rights Watch: Egypt: Intensifying Crackdown Under Counterterrorism Guise, 15 July 2018 https://www.ecoi.net/en/document/1438347.html (ბოლოს ნანახია 06.11.2018)

-HRW - Human Rights Watch: Annex A - Prosecutions of Activists and Journalists Under Egypt's Terrorism Law, July 15, 2018, https://www.hrw.org/news/2018/07/15/annex-prosecutions-activists-and-journalists-under-egypts-terrorism-law (ბოლოს ნანახია 06.11.2018)

-Al – Amnesty International: WEGEN FRIEDLICHEM AKTIVISMUS VERURTEILT, 03. Oktober 2018, https://www.amnesty.de/mitmachen/urgent-action/wegen-friedlichem-aktivismus-verurteilt (ბოლოს ნანახია 06.11.2018)

-Al - Amnesty International: Egypt: An open-air prison for critics (MDE 12/9107/2018], 20 September 2018, https://www.ecoi.net/en/file/local/1443759/1226_1537424194_mde1291072018english.pdf (ბოლოს ნანახია 06.11.2018)

-USDOS - US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2--- - Egypt, 20 April 2018 https://www.ecoi.net/en/document/1430305.html (ბოლოს ნანახია 06.11.2018).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი დასკვნა

სასამართლო გაეცნო სასარჩელო განცხადებას, მოისმინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

”ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ - ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს. კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ - ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, სადავო აქტის გამოცემის დროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს ორგანიზაციული გაგებით, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირების: ა-----------–-------------–----------ფის და ნ-–--------------------------ემის უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 25------------------------ შეტყობინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან - ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციასთან, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმსა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონთან.

 

,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა; გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.

 

მოცემული კანონის მე-15 მუხლი ადგენს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს. ანუ სახეზე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პირობა, როგორიცაა საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

სასამართლო მითითებული მუხლის დეფინიციის განმარტებისათვის ასევე მოიხმობს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის პირველი მუხლს, რომლის თანახმად ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, 1951 წლის კონვენციისეული ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში; დევნა, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით; მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.

 

დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს.

 

შიშის სუბიექტური ხასიათის გამო, კონვენციისეული განმარტება მოიცავს თავშესაფრის მაძიებელი პირის სუბიექტურ ელემენტს. შიშის ელემენტს - განწყობა და სუბიექტური მდგომარეობა - ემატება კვალიფიკაცია „საფუძვლიანი“. ეს ნიშნავს, რომ პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს არა მხოლოდ შესაბამისი პირის განწყობა, არამედ ისიც, რომ მისი განწყობა გამყარებულია ობიექტური გარემოებებით. ამდენად, ტერმინი ,,საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისგან და საფუძვლიანი შიშის არსებობის განსაზღვრისას აუცილებელია ორივე ელემენტის გათვალისწინება.

 

გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, იმ მნიშვნელობის გამო, რომელსაც განმარტება ანიჭებს სუბიექტურ ელემენტს - შიშს, აუცილებელია, შეფასდეს, რამდენად სარწმუნოა თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, განსაკუთრებით თუ წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე საქმეში არსებული ფაქტები არ არის საკმარისად მკაფიო, აუცილებელი იქნება თავშესაფრის მაძიებლის პირადი და ოჯახური ვითარების, მისი კონკრეტული რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფისადმი კუთვნილების, სიტუაციის მისეული განმარტების და მისი პირადი გამოცდილების გათვალისწინება - ანუ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ აღნიშული პირის განცხადების ძირითადი მოტივი შიშია. შიში უნდა იყოს გონივრული. თუმცა გადაჭარბებული შიშიც შეიძლება იყოს საფუძვლიანი იმ შემთხვევაში, თუ საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია ამგვარი განწყობის დასაბუთება და გამართლება.

 

მანამ, სანამ სასამართლო დაადგენს შიშის ობიექტურს საფუძველს, სასამართლო განმარტავს, რომ ლტოლვილის ცნებიდან გამომდინარე, ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირს არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი წარმოშობის ქვეყანა. იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. შესაბამისად ზემოთხსენებულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებასთან - საფუძვლიან შიშთან ერთად სახეზე უნდა იყოს დევნა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ ა-----------–-------------–----------ფი არის ,,6-------–---------------“ წევრი, რის გამოც წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა მისი და მისი მეუღლის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.

სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში მოსარჩელეთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, „Human Rights Watch“ 2--- წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2016 წლის 1 მაისს პოლიციამ უპრეცედენტო რეიდი მოაწყო პრეს სინდიკატის სათაო ოფისზე, რა დროსაც 6-------–-------–-----------–-------------ს წევრობის ბრალდებით ორი ჟურნალისტი დააპატიმრა. ამასთან, „Amnesty International“ 2--- წლის მარტში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ პოლიტიკური აქტივისტი და 6-------–-------–-----------–-------------ს ლიდერი ა------------ი პოლიციის პრობაციონერთა სიაში გადავიდა. 2013 წლის 22---------რს სასამართლომ მ-----ს პოლიტიკურ აქტივისტებთან მ--------------–--ან და აჰ-------------თან ერთად 3 წლიანი პატიმრობა, 3-წლიანი პრობაცია და 50 ათასი ეგვიპტური გირვანქის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. პატიმრობის შემდეგ, 2--- წლის 5 იანვრიდან მ-----მა პრობაციის მოხდა დაიწყო, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი ყოველ ღამე, 12 საათს ატარებს პოლიციის განყოფილებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ციხეში გატარებული 3 წლის შემდეგ, დამატებით წელიწადნახევარს საპოლიციო პატიმრობაში გაატარებს.

ამდენად, ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ხელისუფლების სამიზნეები ხდებოდნენ მოძრაობის ლიდერები, საზოგადოებისთვის ცნობადი ადამიანები და ჟურნალისტები. მოცემულ შემთხვევაში, ა-----------–-------------–----------ფი მიუთითებს, რომ ის, როგორც ,,6-------–---------------“ წევრი სოციალური ქსელის საშუალებით ახდენდა მოძრაობის აქტივობების საზოგადოებისთვის გაცნობას და არ ყოფილა მოძრაობის ცნობადი სახე. ამასთან, მხოლოდ ის გარემოება, რომ 2012 წლის შემდეგ იგი ქუჩის აქციებშიც იღებდა მონაწილეობას, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ა-----------–-------------–----------ფი ,,6-------–---------------“ საზოგადოებისთვის ცნობადი სახე გახდა, მით უფრო, რომ ინფორმაციის მოძიების საყოველთაოდ ცნობილ წყაროებში, როგორიცაა ,,google”, ,,ecoi.net” და ,,refworld.org” არ მოიპოვება ინფორმაცია AH----------------------------- სახელის და გვარის მქონე ისეთი პიროვნების შესახებ, რომელიც დაკავშირებული იყო ,,6 აპრილის მოძრაობასთან“.

რაც შეეხება მოსარჩელის მეგობრის დაპატიმრების ფაქტს და მასთან სატელეფონო საუბრის გამო, ა-----------–-------------–----------ფის შიშს, რომ მასაც დააპატიმრებენ, სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული სანდოდ, ვინაიდან აღნიშნულ შიშს არ აქვს ობიექტური საფუძველი. სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ თავად აღნიშნა, რომ აღნიშნული სატელეფონო საუბარი მოიცავდა მხოლოდ მეგობრულ თემებს და ქვეყნის მდგომარეობაზე ზოგად საუბარს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ა-----------–-------------–----------ფის განმარტებით, ე-------–ი მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის, მაშინ როცა სატელეფონო საუბარი ჯერ კიდევ 2--- წლის ივნისში შედგა.

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ მისი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, შესაძლოა მომავალში მისით სამართალდამცავები დაინტერესდნენ, ვინაიდან ა-----------–-------------–----------ფმა თავად აღნიშნა, რომ 2016 წლის აპრილის შემდეგ არ ყოფილა ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და არც მონაწილეობა მიუღია ,,6-------–---------------“ აქტივობებში. ამასთან, საგულისხმოა, რომ 2--- წლის შემდეგ, საერთაშორისოდ აღიარებულ წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია ,,6-------–---------------“ წევრების დაპატიმრებების, დაკავების ან ძალადობრივი ფაქტის თაობაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლიდან გამომდინარე დევნას წარმოადგენს სიცოცხლის ან თავისუფლებისათვის საფრთხე რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულების ან კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის გამო. ის თუ რამდენად გაუტოლდება სხვა ზიანის მომტანი ქმედება ან საფრთხე დევნას, დამოკიდებულია გარემოებებზე, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებს ახლავს, მათ შორის, ზემოთ აღნიშნულ სუბიექტურ ელემენტზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სუბიექტური შიშის ობიექტური საფუძველი - წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში ა-----------–-------------–----------ფის და მისი მეუღლის - ნ-–--------------------------ემის მიმართ ძალადობის განხორციელების ვარაუდის საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით განსაზღვრული ლტოლვილის ცნების განმსაზღვრელ ძირითად მოთხოვნას, კერძოდ, სახეზე არ არის ადამიანის უფლებების სისტემატურ შელახვაში გამოხატული დევნა ან დევნის განხორციელების რეალური შიში. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ზემოხსენებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული არგუმენტები, რის საფუძველზეც იგი შეიძლება ჩათვლილიყო დევნის მსხვერპლად. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელეთათვის ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.3. რაც შეეხება, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხს, სასამართლო მიუთითებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.

 

ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ე----------------ა რესპუბლიკაში არ ფიქსირდება განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შემთხვევები, ამდენად, მოსარჩელეები წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში არ დადგებიან სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის ა-----------–-------------–----------ფის და ნ-–--------------------------ემისთვის საქართველოში არც ლტოლვილის და არც ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლები.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევის, სხდომათა საჯაროობის პრინციპის დარღვევა, კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ სხდომის ჩატარების პროცედურების, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 25------------------------ შეტყობინება საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ კანონშესაბამისია, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება ”ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციისა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ამასთან, მოსარჩელეების მიერ არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული აქტის მომზადება-გამოცემის წესის არსებითი დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქათველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ლტოლვილები – საჩივრებზე მათი ლტოლვილად არცნობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. ვინაიდან ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან (მოპასუხეს, იმავე კოდექსის 53-ე მუხლის დებულებებიდან გამომდინარე, ვერანაირი ხარჯის გადახდა ვერ დაეკისრება), სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები გაღებულია სახელმწიფოს მიერ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 32-ე, 33-ე, 2125-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-9, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 15 დღის განმავლობაში სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი