გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.03.2019
საქმის ნომერი
080210018002327518
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
09.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

0802100-8002327518

საქმე #2/694-20-8

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14.02.20-9 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - ნ--------------–---–--ა;

წარმომადგენელი- ო-–----------–--ე;

მოპასუხე - ა--------–---–--ა, შპს „მ----–---ი„ შპს „ო--–-------------ი“;

წარმომადგენელი - ტ------–---------ე (შპს „მ----–---ი„-ს);

დავის საგანი - მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისგან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 20-8 წლის 05 თებერვლის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1. „SAMSUNG„-ის ფირმის შავი ფერის პლაზმური ტელევიზორის - 2 ცალი; 2. „BOSH„-ის ფირმის თეთრი ფერის ორკამერიანი მაცივარის - 1 ცალი; 3. „BOSH„-ის ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანის - 1 ცალი; 4. მუქი ფერის ზალის კარადა, ე.წ. სტენკა, მინებით, ჩუქურთმებით- 1 ცალი; 5. მუქი ფერის ნაჭრის სავარძელის, მუქი ფერის ხით- 2 ცალი; 6. ხის ჟურნლის მაგიდის, მარმარილოს ჩუქურთმებით- 1 ცალი; 7. სამზარეულოს მაგიდა, მართკუთხა ფორმის, გასაშლელი, ღია ფერის მინის ორნამეტებით - 1 ცალი; 8. ღია ფერის ტყავის სკამები მეტალის ფეხებით - 6 ცალი; 9. მუქი ფერის ნაჭრის დივანი ხის სახელურებით- 1 ცალი; 10. გაზქურა, „ზიმფერი„-ს ფირმის- 1 ცალი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას: მოპასუხე ა--------–---–--ას შპს „მ----–---ის“, შპს „ო--–-------------ის“ და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლ-------“ სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა, რაზეც დაწყებული იყო აღსრულება და თანხის ამოღების მიზნით ყადაღა დაედო არა მოვალის, არამედ მოსარჩელის - ნ--------------–---–--ას საკუთრებაში არსებულ შემდეგ მოძრავ ქონებას. 1. „SAMSUNG„-ის ფირმის შავი ფერის პლაზმური ტელევიზორის - 2 ცალი; 2. „BOSH„-ის ფირმის თეთრი ფერის ორკამერიანი მაცივარის - 1 ცალი; 3. „BOSH„-ის ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანის - 1 ცალი; 4. მუქი ფერის ზალის კარადა, ე.წ. სტენკა, მინებით, ჩუქურთმებით- 1 ცალი; 5. მუქი ფერის ნაჭრის სავარძელის, მუქი ფერის ხით- 2 ცალი; 6. ხის ჟურნლის მაგიდის, მარმარილოს ჩუქურთმებით- 1 ცალი; 7. სამზარეულოს მაგიდა, მართკუთხა ფორმის, გასაშლელი, ღია ფერის მინის ორნამეტებით - 1 ცალი; 8. ღია ფერის ტყავის სკამები მეტალის ფეხებით - 6 ცალი; 9. მუქი ფერის ნაჭრის დივანი ხის სახელურებით- 1 ცალი; 10. გაზქურა, „ზიმფერი„-ს ფირმის- 1 ცალი; ზემოთაღნიშნული მოძრავი ქონება წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ა--------–---–--ას არანაირი მონაწილეობა არ აქვს მიღებული მათ შეძენაში. (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. შპს „მ----–---მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სრულად ცნო. (იხ. შესაგებელი, 14.02.19 სხდომის ოქმი).

 

2.2. მოპასუხე ა--------–---–--ას შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო. (იხ. 14.02.19წ. სხდომის ოქმი);

 

2.3. მოპასუხე შპს „ო--–------------ს„ შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლები, რომლის თანახმად, შპს „მ----–---ი„-ს და შპს „ო--–-------------ი„-ს სასარგებლოდ ა--------–---–--ას დაეკისრა თანხის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ #3478882, #346651;

-05.02.20-8 წლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;

 

3.1.2. ქ. ქუთაისში, გ------–-------------ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0-.0-.0-.2-- საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე ნ--------------–---–--ას საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ინფორმაციით, დაყადაღებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონი არ მიმდინარეობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

20-8 წლის 23 თებერვლის აღმასრულებელ ნ------–-------ის პასუხი;

 

3.1.4. შპს „მ----–---ი„ არის კრედიტორი, ხოლო ა--------–---–--ა მოვალე, რომლის ვალდებულების უზრუნველსაყოფად 05.02.20-8წ. აღიწერა და დაყადაღდა ქ. ქუთაისში, გ------–-------------ში არსებული მოძრავი ნივთები: 1. „SAMSUNG„-ის ფირმის შავი ფერის პლაზმური ტელევიზორის - 2 ცალი; 2. „BOSH„-ის ფირმის თეთრი ფერის ორკამერიანი მაცივარის - 1 ცალი; 3. „BOSH„-ის ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანის - 1 ცალი; 4. მუქი ფერის ზალის კარადა, ე.წ. სტენკა, მინებით, ჩუქურთმებით- 1 ცალი; 5. მუქი ფერის ნაჭრის სავარძელის, მუქი ფერის ხით- 2 ცალი; 6. ხის ჟურნლის მაგიდის, მარმარილოს ჩუქურთმებით- 1 ცალი; 7. სამზარეულოს მაგიდა, მართკუთხა ფორმის, გასაშლელი, ღია ფერის მინის ორნამეტებით - 1 ცალი; 8. ღია ფერის ტყავის სკამები მეტალის ფეხებით - 6 ცალი; 9. მუქი ფერის ნაჭრის დივანი ხის სახელურებით- 1 ცალი; 10. გაზქურა, „ზიმფერი„-ს ფირმის- 1 ცალი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

20-8 წლის 05 თებერვლის აქტი (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ).

 

3.1.5. ა--------–---–--ა არის ნ--------------–---–--ას შვილი. ისინი ერთად არ ცხოვრობენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

მოცემულ საქმეში მოპასუხე ა--------–---–--ამ და შპს „მ----–---ი„-ს წარმომადგენელმა ცნეს სარჩელი. მოპასუხე შპს „ო--–-------------ს„ სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია, ის არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადაოდ გამხდარი მოძრავი ნივთები არის მოსარჩელის საკუთრება. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ--------------–---–--ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40-ე, 44-ე, 45-ე, 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 151-ე, 170-ე, 172-ე, მუხლები;

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის. ამასთან, საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია;

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება''. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი =6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/0-; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ნამდვილი უფლების არსებობა და ამ უფლების საფუძველზე შემძენისათვის ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია კი გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პერიოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოპარეს ან სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.ქუთაისში, გ------–-------------ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულია ნ--------------–---–--ას საკუთრებაში. შესაბამისად, არსებობს პრეზუმფცია, რომ აღნიშნულ ბინაში განთავსებული ნივთები ეკუთვნის მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151.1. მუხლის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. მოსარჩელის მიერ ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნა აღძრულია მოძრავ ნივთებზე (ავეჯი, ტექნიკა და სხვა) და ივარაუდება, რომ ეს ნივთები განკუთვნილია საცხოვრებელი ბინით სრულფასოვანი სარგებლობისათვის. უძრავი ქონება წარმოადგენს მოსარჩელე ნ--------------–---–--ას საკუთრებას. აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე ნ--------------–--–---- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთვნებელს. შესაბამისად ივარაუდება, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთში არსებული მოძრავი ნივთებიც მისივე საკუთრებაა და აღნიშნულის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი იმას აკისრია, ვინც პრეზუმფციის საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს. (იხ: სუგს განჩინება: საქმე №ას-1202-1144-20-4, 6.02.20-5; №ას-274-274-20-8, 23.0-.20-8;

 

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე ნ--------------–---–--ას საკუთრებას, ასევე დადგენილია, რომ ნივთებზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს მოსარჩელე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

6.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.

 

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება შენიშვნა.

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 44–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ისევე როგორც სსკ-ის 158–ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

 

აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიხედვით, კრედიტორია შპს „მ----–---ი და შპს „ო--–-------------ი„ ხოლო მოვალეა ა--------–---–--ა;

 

სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქ. ქუთაისში, გ------–-------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ეკუთვნის ნ--------------–---–--ას, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი არის სწორედ აღნიშნული პირი. დადგენილია, რომ ნივთები რომლის ყადაღისაგან გათავისუფლებასაც ითხოვს მოსარჩელე აღიწერა და დაყადაღდა მოსარჩელის კუთვნილ ბინაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხე ა--------–---–--ამ და შპს „მ----–---მა„ სარჩელი ცნეს, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას.

 

დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული სადავო ნივთები არის მოსარჩელის საკუთრება. მოსარჩელე არ არის მოვალე, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას. ა--------–---–--ას ვალდებულებების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მოვალე ა--------–---–--ას ქონებიდან. შესაბამისად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს ნ--------------–---–--ას საკუთრებას.

 

ზემოაღნიშნული ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათავლისწინებით ნ--------------–---–--ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------–-–---–ის და კ-------------------------ის მიერ 20-8 წლის 05 თებერვლის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე ა--------–---–--ას ვალდებულებების გამო, ქ. ქუთაისში, გ------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დაყადაღებული მოძრავი ნივთები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე ფიზიკური პირისთვის შეადგენს 50 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ნ--------------–---–--ას სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი აქვს 50 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ო--–-------------ს„ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზრაურება 100 ლარის ოდენობით. მოპასუხე ა--------–---–--ა და შპს „მ----–---ი„ გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან, ვინაიდან მათ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ--------------–---–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------–-–---–ის და კ-------------------------ის მიერ 20-8 წლის 05 თებერვლის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1. „SAMSUNG„-ის ფირმის შავი ფერის პლაზმური ტელევიზორის - 2 ცალი; 2. „BOSH„-ის ფირმის თეთრი ფერის ორკამერიანი მაცივარის - 1 ცალი; 3. „BOSH„-ის ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანის - 1 ცალი; 4. მუქი ფერის ზალის კარადა, ე.წ. სტენკა, მინებით, ჩუქურთმებით- 1 ცალი; 5. მუქი ფერის ნაჭრის სავარძელის, მუქი ფერის ხით- 2 ცალი; 6. ხის ჟურნალის მაგიდა, მარმარილოს ჩუქურთმებით- 1 ცალი; 7. სამზარეულოს მაგიდა, მართკუთხა ფორმის, გასაშლელი, ღია ფერის მინის ორნამეტებით - 1 ცალი; 8. ღია ფერის ტყავის სკამები მეტალის ფეხებით - 6 ცალი; 9. მუქი ფერის ნაჭრის დივანი ხის სახელურებით- 1 ცალი; 10. გაზქურა, „ზიმფერი„-ს ფირმის- 1 ცალი;

 

3. შპს „ო--–-------------ს„ - მოსარჩელე ნ--------------–---–--ას სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ (50 ლარი სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე