გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.03.2019
საქმის ნომერი
330210018002666723
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/29195-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - ს-----–-------------ი“

წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი

მოპასუხეები - დ----------------–---–ი, გ-------------–---–ი

წარმომადგენელი - ნ------------–--ე

დავის საგანი - თანხის სოლიდარულად დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დ----------------–---–სა და გ-------------–---–ს სს „-–----------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2014 წლის 20 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (0--------------) და 2014 წლის 20 თებერვლის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან (0---------------1) გამომდინარე 5561.25 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3757.33 ლარი, პროცენტი - 800.65 ლარი, ჯარიმა - 1003.27 ლარი;

1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

(მტკიცებულება: მოსარჩელემ 2018 წლის 25 დეკემბერს მე-2 სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გაიხმო მოთხოვნა, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით განუხილველი დარჩა სს „-–----------------ს მოთხოვნა მოპასუხე დ----------------–---–ისათვის (# 7--------------) ოვერდრაფტიდან გამომდინარე დავალიანების - 411 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. 11.01.2018 წლის სარჩელი; 25.12.2018 წლის განცხადება; 26.12.2018 წლის განჩინება; 25.02.2019 წლის სასამართლო მთავარი სხდომის ოქმი).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სს „ლ---------------- და დ----------------–---–ს შორის 2014 წლის 20 თებერვალს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (# 0--------------), რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი - 5500 ლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა - 17.02.2020 წლამდე. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 18.75%-ით, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველვადაგადაცილებულ დღეზე - 0,5%. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (# 0---------------1), გ-------------–---–თან, თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვრა - 9153.79 ლარით.

 

მოპასუხეთა მხრიდან არ ხდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატება ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის თანხების გადაუხდელობაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის - 3757.33 ლარის ნაწილში.

 

(მტკიცებულება: 18.10.2018 წლის შესაგებელი; 25.02.2019 წლის სასამართლო მთავარი სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე სს „ლ---------------- და მოპასუხე დ----------------–---–ს შორის 2014 წლის 20 თებერვალს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (# 0--------------), რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი - 5500 ლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა - 17.02.2020 წლამდე. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 18.75%-ით, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველვადაგადაცილებულ დღეზე - 0,5%. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში კრედიტორის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტამდე, მოპასუხეებმა გადაიხადეს 2352,35 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხა შეადგენს 1742.67 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 5,89 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20.02.2014 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (# 0--------------);

- 20.02.2014 წლის სესხის დაფარვის გრაფიკი (დანართი #1);

- მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2014 წლის 20 თებერვალს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „ლ---------------- და გ-------------–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულები, ზღვრული თანხის - 9153.79 ლარის ფარგლებში;

 

სასამართლო ეყრნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20.02.2014 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (# 0--------------);

- 20.02.2014 წლის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (# 0---------------1);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 15 ნოემბრიდან მოპასუხებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი, შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან ერიცხებათ პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 11.12.2017 წლის მდგომარეობით, როდესაც კრედიტორმა მოვალეებს შეუწყვიტა ხელშეკრულბა, მოპასუხეთა დავალიანება არის - 5561.25 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3757.33 ლარი, პროცენტი - 800.65 ლარი, ჯარიმა - 1003.27 ლარი.

 

სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სსსკ-ი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

მოპასუხეების მითითებით ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი პროცენტი შეადგენდა 670.6 ლარს, ხოლო მოსარჩელე ითხოვდა 800.65 ლარს. გრაფიკით პროცენტი დაანგარიშებული იყო კლებად ძირზე, ხოლო როდესაც ძირითადმა მოვალემ დაარღვია გრაფიკი, პროცენტი დაერიცხა არა კლებად ძირს, რადგან არ მომხდარა ძირითადი თანხის შემცირება არამედ არსებულ დავალიანებას. (ხელშეკრულების 4.1 მუხლი)

რაც შეეხება პირგასამტეხლოს გაანგარიშებას აქაც მოსარჩელემ განმარტა, რომ პირგასამტეხლო შემაცირეს საკუთარი ინიციატივით, ხოლო როდესაც ხელშეკრულება შეწყდა მოვალეს უკვე ეკისრებოდა არა ძირითადი ვალის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება, არამედ სრულად და შესაბამისად, სრულგადაუხდელ ძირითად თანხას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საკრედიტო ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, ამონაწერი ანგარიშიდან) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20.02.2014 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (# 0--------------);

- 20.02.2014 წლის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (# 0---------------1);

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- ამონაწერი ანგარიშდან;

- 11.12.2017 წლის ცნობა დავალიანების შესახებ (#0----------);

- 11.12.2017 წლის ცნობა დავალიანების შესახებ (#0----------);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (25.02.2019 წლის მთავარი სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და სს „-–----------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. დ----------------–---–სა და გ-------------–---–ს სს „-–----------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2014 წლის 20 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (0--------------) და 2014 წლის 20 თებერვლის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან (0---------------1) გამომდინარე 5561.25 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3757.33 ლარი, პროცენტი - 800.65 ლარი, ჯარიმა - 1003.27 ლარი.

 

5.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

5.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

5.3. თავდების პასუხისმგებლობა

 

5.3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყონოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თავდები ყველა შემთხვევაში პასუხის აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

თავდების - გ-------------–---–ის პასუხისმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 9153.79 ლარით, რაც მოიცავს ძირითად თანხაზე, პროცენტასა და პირგასამტეხლოზე სოლიდარულ პასუხისმგებლობას.

 

5.4. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

სარჩელით სს "-–--------------- ითხოვს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მხარეთა შეთანხმებას შეიცავს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 3.4 მუხლი, წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ასევე ამავე ხელშეკრულების 10.4 მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 3.4 პუნქტის შესაბამისად, ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე (საბოლოო მოთხოვნის გათვალისწინებით) გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 204.67 ლარი.

 

სასამართლო ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის განაწილების წესს. მოპასუხეებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს - 3757.33 ლარის ფარგლებში (სესხის ძირითადი თანხის ნაწილში), რომლის პროპორციული ბაჟი 112.72 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი თანხის 91.95 ლარის გადახდა მოპასუხეეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

მოპასუხეებს დ----------------–---–სა და გ-------------–---–ს მოსარჩელე სს „-–----------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საფოსტო მომსახურების ხარჯის - 56 ლარის გადახდა.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს-----–-------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხეებს დ----------------–---–სა და გ-------------–---–ს მოსარჩელე სს „-–----------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2014 წლის 20 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (0--------------) და 2014 წლის 20 თებერვლის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან (0---------------1) გამომდინარე - 5561.25 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3757.33 ლარი, პროცენტი - 800.65 ლარი, ჯარიმა - 1003.27 ლარი;

3. მოპასუხეებს დ----------------–---–სა და გ-------------–---–ს მოსარჩელე სს „-–----------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 91.95 ლარის გადახდა;

4. მოპასუხეებს დ----------------–---–სა და გ-------------–---–ს მოსარჩელე სს „-–----------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საფოსტო მომსახურების ხარჯის - 56 ლარის გადახდა;

5. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „-–--------------- სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 112.72 ლარი, რაც სს „-–----------------ს 9.01.2018 წლის №5--------- საგადასახდო დავალებით, ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 300773150;

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში საჩივრდება კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კლეგიის მეშვეობით გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში;

8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

9.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე