განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002572434
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
საქმის # 1/208-2018 წ.
05 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი ა-------------ა
დაცვის მხარე - ადვოკატები მა-–-----------ე, პ------------ე,ბრალდებული - ა---------------უ (A------------U) (დაბადებული 0--------- წელს, პირადი ნომერი: 3----------, მოქალაქეობა: თურქეთი, განათლება: ს-–----–ო, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული თურქეთის რესპუბლიკა, ქ--------------------------–------–---------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბათუმი, კ-----–---ს 22).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 181 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი - ჯგუფურად გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები (ორი ეპიზოდი).
ბრალდებული - მ-------------------------რ (M-------------------R) (დაბადებული 2--------- წელს, პ/ნ 3----------, თურქეთის მოქალაქე, უ-----–--ი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, ფაქტობრივად მცხოვრები: ბათუმი, მ--–---–---–--------).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი - ჯგუფურად გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები (ორი ეპიზოდი).
თარჯიმანი - ინგა გოგუა
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
2018 წლის 12 მარტს, ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N----–- მდებარე კლუბ ,,ა-----–--–ი’’ იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ი------------–--–ი და ჯ------------------ა, რა დროსაც თანმხლებმა პირებმა მ-------------–---–მა და ხ------------------მ განახორციელეს შეკვეთა და დატოვეს კლუბის ტერიტორია. ანგარიშის გადახდისას, ხელოვნურად გაზრდილი თანხის გამო ი------------–--–მა და ჯ------------------ამ უარი განაცხადეს თანხის გადახდაზე, რის შემდეგაც კლუბ ,,ა-----–---ს“-ს ადმინისტრაციის წევრებმა ა---------------უმ და მ-------------------------რმა ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ი------------–--–სა და ჯ------------------ას მოსთხოვეს 4 800 თურქული ლირის გადახდა.
2018 წლის 12 მარტს, ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N----–- მდებარე კლუბ ,,ა-----–--–ი’’ იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ა-–-------ა, ჰ--–--–------ი და ჰ----------------ი, რა დროსაც თანმხლებმა პირებმა ნ------------–----მა და ი-------------–---–მა, განახორციელეს შეკვეთა და დატოვეს კლუბის ტერიტორია. ანგარიშის გადახდისას, მიმტანმა მათ მიუტანა გადახდის ქვითარი, სადაც მითითებული იყო ხელოვნურად გაზრდილი თანხა 6800 (ექვსიათას რვაასი) ლირა. ა-–-------ამ, ჰ--–--–------მა და ჰ----------------მა, უარი განაცხადეს თანხის გადახდაზე, რის შემდეგაც კლუბ ,,ა-----–---ს“-ს ადმინისტრაციის წევრებმა ა---------------უმ და მ-------------------------რმა ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა-–-------ას, ჰ--–--–------სა და ჰ----------------ს მოსთხოვეს 6 800 (ექვსიათას რვაასი) თურქული ლირის გადახდა და საბოლოოდ გამოსძალეს 1000 (ათასი) ლარი, 890 (რვაას ოთხმოცდაათი) თურქული ლირა და 90 (ოთხმოცდაათი) ევრო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა---------------უს და მ-------------------------რს წარედგინათ ბრალდება (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორად იქნა ქმედებები დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ ა---------------უს და მ-------------------------რის მიმართ სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება - ჯგუფურად ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, რის გამოც ბრალდებულების ა---------------უს და მ-------------------------რის ქმედებები საქართველოს სსკ-ის 181 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების ფარგლები მოიცავს როგორც კვალიფიკაციას, ასევე ფაქტებს, რომლებიც ასახულია ბრალის შესახებ დადგენილებაში, ანუ იმ ფაქტებსა და გარემოებებს, რომლებიც ბრალდების მხარის შეფასებით წარმოადგენს კონკრეტულ დანაშაულს. მხედველობაშია მისაღები, რომ სასამართლოს ქმედების გადაკვალიფიცირება შეუძლია იმავე ხარისხის ან მსუბუქ ბრალდებაზე, რა დროსაც მნიშვნელოვანია, რომ პირის მდგომარეობა არ გაუარესდეს და ბრალდებულის ქმედებამ იმაზე მეტი შინაარსი არ შეიძინოს, ვიდრე ეს ბრალდების მხარემ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოაყალიბა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო წარდგენილი ბრალდების თვისებრივ და არსებით შინაარსს არ გასცდეს, რასაც, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამავე დროს სასამართლოს მიაჩნია, რომ არ ირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან სასამართლოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები არ დაუდგენია და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, სრულად განეხორციელებინა დაცვის უფლება აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ფარგლებში.
1.2. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 12 მარტს, ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N----–- მდებარე კლუბ ,,ა-----–--–ი’’ იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ი------------–--–ი და ჯ------------------ა, რა დროსაც თანმხლებმა პირებმა მ-------------–---–მა და ხ------------------მ განახორციელეს შეკვეთა და ცოტა ხანში დატოვეს კლუბი. ანგარიშის მოთხოვნის შემდეგ ი------------–--–ის და ჯ------------------ას წარუდგენეს გადასახდელი თანხის ჩეკი 4800 თურქული ლირის ოდენობით. ი------------–--–იმ და ჯ------------------ამ მიიჩნიეს, რომ მათ მოსთხოვეს რეალურად შეკვეთილ მომსახურებაზე ბევრად მეტი თანხის გადახდა, რაზეც უარი განაცხადეს, რის შემდეგაც კლუბ ,,ა-----–---ს“-ს ადმინისტრაციის წევრები ა---------------უ და მ-------------------------რი, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად აიძულებდნენ მათ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადათ 4 800 თურქული ლირა.
2018 წლის 12 მარტს, ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N----–- მდებარე კლუბ ,,ა-----–--–ი’’ იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ა-–-------ა, ჰ--–--–------ი და ჰ----------------ი, რა დროსაც თანმხლებმა პირებმა ნ------------–----მა და ი-------------–---–მა, განახორციელეს შეკვეთა და ცოტა ხანში დატოვეს კლუბი. ანგარიშის მოთხოვნის შემდეგ ა-–-------ას, ჰ--–--–------ს და ჰ----------------ს წარუდგენეს გადასახდელი თანხის ჩეკი 6800 თურქული ლირის ოდენობით. ა-–-------ამ, ჰ--–--–------მა და ჰ----------------მა მიიჩნიეს, რომ მათ მოსთხოვეს რეალურად შეკვეთილ მომსახურებაზე ბევრად მეტი თანხის გადახდა, რაზეც უარი განაცხადეს, რის შემდეგაც კლუბ ,,ა-----–---ს“-ს ადმინისტრაციის წევრები ა---------------უ და მ-------------------------რი, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად აიძულებდნენ მათ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადათ 6 800 თურქული ლირა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ჯგუფურად, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა.
სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათები, ა-–-------ას საჩივარი, შეტყობინება, პატაკი, ბ---–--------–--ის, გ----------------ის, ლ-------------–-ას, ი-----–----------ის, რ-----------–--ის, პ--------------ის, ი-------------–---–ის, ე-–------------ის, რ------–---–-----ის, გ------–--ის, თ------------–---–-ას, ე---–--------–-----ის, კ-----–---–-----ის, ხ-----------------ის, მ-------------–---–ის, ნ------------–----ის, ფ----------------ის, ქ---------------–---–ის, ზ--------------–--ის გამოკითხვის ოქმები, პირის ამოცნობის ოქმები, დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, ნივთმტკიცებები.
ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნებული იქნა დაზარალებულის ა-–-------ას გამოძიების ეტაპზე 2018 წლის 19 მარტს სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 12 მარტს ჰ----------------თან, ჰ--–--–------თან და ახლად გაცნობილ ორ ქალბატონთან ერთად მათივე მიწვევით მივიდნენ ყავის დასალევად დისკო კლუბში, სადაც ქალბატონებმა შეუკვეთეს და მიმტანმა მოიტანა 7 ჭიქა კოქტეილი, პატარა ბოთლით ვისკი, პატარა თხილი, ხილი, შოკოლადი და რედბული. თვითონ არაფერი შეუკვეთავთ და ყავის გარდა არაფერი დაულევიათ. რამდენიმე ხნის შემდეგ ქალბატონები გავიდნენ გარეთ და აღარ დაბრუნებულან, რის გამოც მოითხოვეს ანგარიში და მიუტანეს ქართულად შედგენილი ჩეკი, რომლის მიხედვითაც გადასახდელი იყო 6800 თურქული ლირა, რაზეც პროტესტი განაცხადეს, რის გამოც მათთან მივიდა მელოტი პირი, რომელმაც მოითხოვა მათგან ანგარიშის გადახდა და განუმარტა, თუ ანგარიშს არ გადაიხდიდნენ აქედან ცოცხლები ვერ გავიდოდნენ. როგორც შემდეგ გაიგეს ამ პირს ერქვა ახმედი. აღნიშნულის შემდეგ მათთან მივიდა დისკოს მეპატრონე რომელმაც დაიწყო მაგიდაზე ხელების დარტყმა, ემუქრებოდა 40 დღეს ცოცხლებს, ან მკვდრებს ვერავინ ვერ გნახავთ თუ ამ თანხას არ გადაიხდით და გარეთაც ვერ გახვალთო. არ აძლევდა ადგომის და სადმე გასვლის უფლებას უნდოდა დარტყმაც, ორივე ემუქრებოდნენ, რომ დახოცავდნენ და დამარხავდნენ სამივეს. შემდეგ ამოიღეს ჯიბიდან თანხები რაც გააჩნდათ 890 თურქული ლირა და 90 ევრო, ასევე 400 ლირა რაზეც უთხრეს, რომ არ იყო საკმარისი და გააგრძელეს მუქარა და მოთხოვნა გადაეხადათ თანხები. დისკოს მეპატრონის მოთხოვნით გაჰყვა მათ ბანკომატიდან თანხების ასაღებად, თან გაჰყვა მელოტი პირი ახმედი და კიდევ სხვა უცხო პირი. ბანკომატიდან გამოიტანეს 1 000 ლარი და 1680 თურქული ფული, რის შემდეგაც ისევ დაბრუნდნენ დისკო კლუბში, სადაც დათვალეს თანხა და არ ყოფნისო და ითხოვდნენ მისი თანმხლებ პირებსაც თუ ჰქონდათ საკრედიტო ბარათები მათაც მოეხსნათ თანხები და არ დაემალათ, თორემ ცოცხლები ვერ გავიდოდნენ, რის შემდეგაც დარწმუნდნენ რომ მეტი აღარაფერი გააჩნდათ უთხრეს, რომ შეეძლოთ წასულიყვნენ. მისი აზრით ის რაც მათ მაგიდასთან მიიტანეს იქნებოდა 200 ლირამდე ღირებულების. საერთო ჯამში მათ მიერ გადახდილი გამოვიდა 3 800 ლირა. მისივე ჩვენებით კლუბში მათ მოპირდაპირე მაგიდასთანაც იყო ანალოგიური ჩხუბი, სადაც ორი პირი იჯდა და ის პირები ვინც მათ თანხას სთხოვდნენ და ემუქრებოდნენ მათგან მერე იმ მაგიდასთან მიდიოდნენ და იქაც იგივეს აკეთებდნენ.
ანალოგიური ჩვენება მისცა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას დაზარალებულმა ჰ--–--–------იმ, რომლის 2018 წლის 13 მარტს გამოკითხვის ოქმი, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნებული იქნა, რომლის მიხედვითაც მათ დისკო კლუბში ანგარიში მიუტანა მელოტმა თურქმა მამაკაცმა რომელმაც უთხრა, რომ იყო ა----------------უ, ბევრი ლაპარაკი არ დაეწყოთ და დროულად გადაეხადათ თანხა თორემ ცოცხალს არცერთს არ გაუშვებდა და დახოცავდა. მათთან ასევე მივიდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელსაც ქონდა ულვაშები და წვერი მხოლოდ ნიკაპზე ე.წ. ბლანჟე, რომელმაც აღნიშნა, რომ თვითონაც თურქი იყო და იყო კლუბის მეპატრონე, რომელიც ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
ანალოგიური ჩვენება მისცა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას დაზარალებულმა ჰ----------------მა, რომლის 2018 წლის 13 მარტს გამოკითხვის ოქმი, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნებული იქნა.
ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნებული იქნა დაზარალებულის ი------------–--–ის გამოძიების ეტაპზე 2018 წლის 20 მარტს სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც მის მეგობარ ჯ----–---------ასთან და ორ ახლად გაცნობილ მანდილოსანთან ერთად მათივე მიწვევით მივიდნენ ყავის დასალევად დისკო კლუბში, სადაც მიუტანეს თხილი და ორი ჩაი, რის შემდეგაც მანდილოსნები გავიდნენ გარეთ და აღარ დაბრუნებულან, რის გამოც მოითხოვეს ანგარიში, მათთან მივიდა ბლანჟეიანი პირი, რომელმაც უთხრა, რომ გადასახდელი იყო 4800 ლირა, რაც გააპროტესტეს, რადგან მათ არ მოუთხოვიათ რაიმე ამ თანხის ღირებულების, რაზეც დაუწყეს მაგიდაზე ხელების დარტყმა მუქარა, რომ აქედან ცოცხლები ვერ გავიდოდნენ და ეს თანხა როგორც უნდოდათ ისე გადაეხადათ, მის მეგობარსაც მიაყენეს შეურაცხყოფა. მათგან ერთი იყო მელოტი და მეორე ბლანჟეიანი, რომლებმაც მის მეგობარს დაუწყეს მუშტებით ცემა და ბლანჟეიანმა თავშიც წაარტყა. ფეხსაცმელიც გახადეს და ყველაფერი გაუჩხრიკეს. მათ უთხრეს, რომ 340 ლირა ჰქონდათ მხოლოდ და შესთავაზეს ამ თანხის გადახდა. მათი მხრიდან მუქარის გამო სცადეს წასვლა და კართან მივიდნენ, მაგრამ არ გაუშვეს. მათი აზრით ის, რაც მათ მაგიდაზე მიუტანეს 50 ლირაზე მეტი არ იქნებოდა. საბოლოოდ გადაახდევინეს 300 ლირა და უთხრეს სასწრაფოდ წასულიყვნენ იქიდან. მისივე ჩვენებით კლუბში შენიშნა სხვა მაგიდასთან მყოფ პირებს რაღაცას ხელებით ელაპარაკებოდნენ და აღმოჩნდა, რომ იმათაც ემუქრებოდნენ ანგარიშის გამო ის ბლანჟეიანი და მელოტი პირი.
ანალოგიური ჩვენება მისცა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას დაზარალებულმა ჯმაეთინნ ქარაქაიამ, რომლის 2018 წლის 20 მარტს გამოკითხვის ოქმი, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნებული იქნა, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 12 მარტს მეგობართან ი------------–--–თან და ორ ახალგაზრდა ქალბატონთან ერთად მათივე მიპატიჟებით მივიდნენ დისკო კლუბში, სახელად „ა-----–--–ი“.
მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული მოწმის ი-----–----------ის 2018 წლის 22 მაისის გამოკითხვის ოქმით მუშაობს დისკო კლუბ ,,ა-----–--–ი“ ბარმენ-მოლარის თანამდებობაზე, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილზე. კლუბის მენეჯერები იყვნენ ა---------------უ და ა---------------------------ი. 2018 წლის 12 მარტს საღამოს დაახლოებით 18:00 საათის შემდეგ კლუბში შევიდა თურქი ეროვნების სამი მამაკაცი, რომლებსაც თან ახლდათ ორი ქართველი მანდილოსანი, რომლებმაც მისცეს შეკვეთა, დაახლოებით 40 წუთის გასვლის შემდგომ ქალბატონები წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან, ხოლო ის სამი თურქი მამაკაცი ისხდა მაგიდასთან. ცოტა ხნის შემდეგ მოითხოვეს ანგარიში, რაც დაუანგარიშეს და მიმტანმა ლ-------------–-ამ მიუტანა 6 800 თურქული ლირის საფასური, რასაც მოჰყვა მათი გაღიზიანება. ისინი გაკვირვებული დარჩნენ აღნიშნული თანხით და მოითხოვეს დისკო კლუბის მეპატრონის მისვლა მათთან სუფრაზე. მათთან მივიდა თურქი ეროვნების მამაკაცი სახელად ა---------------უ და ა---------------------------ი, რომლებმაც აღნიშნულ პირებს უთხრეს, რომ აღნიშნული თანხა იყო აუცილებლად გადასახდელი და უნდა გადაეხადათ, რის შემდგომაც შეეკამათნენ და მათი ჟესტებიდან აშკარად მისახვედრი იყო, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ ქვითარში მითითებულ 6 800 ლირას ღირებულებას, რაც გადაიზარდა მათ ხმამაღალ სიტყვიერ კამათში. ა---------------უ და ა--------------------------- კატეგორიულად სთხოვდნენ მათ თანხის გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაუსწორდებოდნენ ფიზიკურად და დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, ასევე მათ არ აძლევდნენ შენობიდან გარეთ გასვლის საშუალებას, კატეგორიულად სთხოვდნენ სრულყოფილად თანხის გადახდას, რის შემდეგაც თურქ სტუმრებს ეტყობოდათ, რომ შეეშინდათ და სამივე ჯიბიდან იღებდა ფულს, რამაც არ შეადგინა ქვითარში მითითებული თანხა, რის გამოც აგრძელებდნენ მათ დაშინებას და ლანძღვა-გინებას. აქედან გამომდინარე ერთერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა ა---------------უს სთხოვა გავიდოდა გარეთ და თავის ავტომანქანაში და საფულეში ნახავდა თანხას და დაუმატებდა, რაც მან ვერ ნახა, რა დროსაც ა---------------უმ ახალგაზრდა მამაკაცი პლასტიკური ბარათის მეშვეობით თანხის მოსახსნელად წაიყვანა შენობიდან გარეთ, ხოლო ის ორი თურქი ჩააბარა ა---------------------------ს. დაახლოებით 15-20 წუთში ა---------------უ და ახალგაზრდა თურქი დაბრუნდნენ დისკო ა-----–--–ი, რა დროსაც აღნიშნულმა ახალგაზრდა თურქმა მამაკაცმა გადაიხადა 90 ევრო, 890 თურქული ლირა და 1000 ლარი, რა დროსაც ა---------------უმ და ა---------------------------მა უთხრა, რომ მათი სუფრის თანხა გადახდილია და თურქები თავისუფლები იყვნენ, რის შემდეგაც თურქებმა დატოვეს დისკოს შენობა. ამ პირების წასვლამდე კლუბში შევიდა ორი მანდილოსანი, თანმხლებ ორ თურქ მამაკაცთან ერთად და დასხდნენ მეშვიდე მაგიდასთან. მათთან მივიდა მიმტანი ლ-------------–-ა და ერთერთი ქალბატონისაგან მიიღო შეკვეთა. ანგარიშის მიტანის შემდგომ მათ გამოთქვეს უკმაყოფილება, რადგან მათი ანგარიში იყო 3000 ლირის ოდენობით, უკმაყოფილებაზე მათთან მივიდა ჯერ ა-----ი, ხოლო შემდგომ ა---------------------------ი და მათ დაუწყეს მუქარა და დაშინება და ა---------------------------ი ხელითაც კი შეეხო რამოდენიმეჯერ მაგიდასთან მსხდომ ერთერთ პირს კამათის დროს და ეუბნებოდა როგორც ა-----ი ასევე, ა---------------------------ი თუ თანხას არ გადაიხდიდნენ მოკლავდნენ მათ, იქვე დამარხავდნენ და მათი მპოვნელიც არავინ იყო. გარეთ არ უშვებდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც მეცხრე მაგიდიდან წავიდნენ თურქეთის მოქალაქეები, რამოდენიმე ხანში ლ------ს დაურეკა კლუბის მენეჯერმა რ-----------–--ემ და უთხრა, რომ მეცხრე მაგიდასთან მსხდომი სამი თურქი მისული არიან პოლიციაში და მეშვიდე მაგიდასთან გაჩერებული ხალხი სასწრაფოდ მოაშორეთ იქედან და მოაწესრიგეთ იქაურობაო. აღნიშნულის შემდეგ ა---------------უმ სასწრაფოდ დაუძახა მეშვიდე მაგიდასთან მსხდომ პირებს და უთხრა, რაც გაქვთ ფული მოიტანეთო და მათაც 300 ლარი მისცეს მას, რის შემდეგაც მან თქვა 180 ლარიანი ჩეკი ამოარტყითო და აღნიშნულის შემდეგ რაც მათ გადაიხადეს 300 ლარის ოდენობის ფულადი თანხა იქვე კლუბში მყოფმა ტაქსისტმა პ--------------ემ წაიყვანა კლუბიდან ზემოაღნიშნული პიროვნებები. მისივე ჩვენებით ქვითარი, რომელშიც ასახული იყო 6 800 ლირა, არ შეესაბამებოდა რეალობას, ვინაიდან კლუბის მენეჯერების მითითებით და დავალებით ხდებოდა თანხების გაზრდა და გადიდება.
ანალოგიური ჩვენება მისცა გამოძიებას 2018 წლის 22 მაისს მოწმე ლ-------------–-ამ, რომლის ჩვენებაც მხარეთა შორის პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული.
ანალოგიური გარემოებები იქნა დადგენილი მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული მოწმის პ--------------ის 2018 წლის 22 მაისის ჩვენებით, რომლის მიხედვითაც ა---------------უ არის შემელოტებული, ხოლო მ--------------------ს სახეზე აქვს ბლანჟე.
დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული 2018 წლის 13 მარტს დისკო კლუბში ჩატარებული ამოღების დროს ამოღებული კამერების ჩანაწერებით, ასევე 2018 წლის 27 მარტის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით ამოღებული ქ. ბათუმში ფრ. ხალვაშის გამზირი #----–ი მდებარე ბენზინგასამართ სადგურის გარე პერიმეტრის კამერების ჩანაწერებით, ა-–-------ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, 2018 წლის 27 მარტის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით და მოწმის სახით ი-------------–---–ის, ხ-----------------ის, მ-------------–---–ის, ქ---------------–---–ის და ნ------------–----ის გამოკითხვის ოქმებით.
მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული მოწმის ბ---–--------–--ის 2018 წლის 19 მარტის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 მარტს, იგი როგორც ტაქსის მძღოლი მოემსახურა ორ ქართველ მანდილოსანს და ორ თურქი ეროვნების მამაკაცს და ისინი გონიოდან მიიყვანა ბათუმში აეროპორტის გზატკეცილი #----–ი არსებულ კლუბ ა-----–--–ი.
2018 წლის 15 მარტის მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა ი------------–--–იმ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მ-------------------------რი და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 მარტს დისკო კლუბ ა-----–--–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაიხდიდა ანგარიშს.
2018 წლის 15 მარტის მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა ჰ----------------მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მ-------------------------რი და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 მარტს დისკო კლუბ ა-----–--–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაიხდიდა ანგარიშს.
2018 წლის 15 მარტის მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა ჯ------------------ამ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მ-------------------------რი და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 მარტს დისკო კლუბ ა-----–--–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაიხდიდა ანგარიშს.
2018 წლის 15 მარტის მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა ჰ--–--–------მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მ-------------------------რი და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 მარტს დისკო კლუბ ა-----–--–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაიხდიდა ანგარიშს.
2018 წლის 15 მარტის მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა ა-–-------ამ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მ-------------------------რი და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 მარტს დისკო კლუბ ა-----–--–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაიხდიდა ანგარიშს.
2018 წლის 15 მარტის მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა ჯ------------------ამ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ა---------------უ და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 მარტს დისკო კლუბ ა-----–--–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაიხდიდა ანგარიშს.
2018 წლის 15 მარტის მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა ჰ--–--–------მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ა---------------უ და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 მარტს დისკო კლუბ ა-----–--–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაიხდიდა ანგარიშს.
2018 წლის 15 მარტის მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა ჰ----------------მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ა---------------უ და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 მარტს დისკო კლუბ ა-----–--–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაიხდიდა ანგარიშს.
2018 წლის 15 მარტის მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა ი------------–--–იმ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ა---------------უ და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 მარტს დისკო კლუბ ა-----–--–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაიხდიდა ანგარიშს.
2018 წლის 15 მარტის მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა ა-–-------ამ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ა---------------უ და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 მარტს დისკო კლუბ ა-----–--–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაიხდიდა ანგარიშს. ასევე აღნიშნულმა პირმა წაიყვანა იგი და აიძულა ბანკომატიდან მოეხსნა 1000 ლარი.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ა---------------უმ არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლოსათვის ჩვენება არ მიუცია.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მ-------------------------რმა არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლოსათვის ჩვენება არ მიუცია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით გამოძალვა არის - სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები.
სასამართლო განმარტავს, რომ გამოძალვის საგანს წარმოადგენს როგორც ქონება, ისე ქონებაზე უფლება, რომლის თანახმადაც განსაზღვრული ქონებრივი უფლება ან ქონებით სარგებლობა დამნაშავეზე გადადის. ობიექტური მხრივ გამოძალვა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრისადმი ან ქონების მფლობელისადმი მიმართულ მოთხოვნაში გადასცეს ნივთი ან მასზე უფლება. ასევე ქონებით სარგებლობის უფლება. ამ მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად დაზარალებულის იძულება მუქარის სხვადასხვა სახით გამოიხატება. გამოძალვის დროს მუქარა მომავლისკენაა მიმართული. ამიტომაც ქონების დაუფლება მაშინვე კი არ ხდება, არამედ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულთა მხრივ დაზარალებულებთან მიმართებაში მოთხოვნა გამომდინარეობდა მათი უფლებიდან, მიეღოთ მომსახურების ღირებულება.
დაზარალებულები მიიჩნევდნენ, რომ მათ მიერ მიღებული მომსახურების ღირებულება იყო გაცილებით ნაკლები და გამოთქვამდნენ მზაობას რეალური ღირებულების გადახდისათვის; კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულების დაზარალებულთა მიმართ კლუბისაგან გაწეული დანახარჯის ამოღებისათვის ჩადენილი ქმედება გადაიზარდა ამ პირთა იძულებაში გადაეხადათ მათ მიერ მოთხოვნილი თანხები.
ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთ თავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულებმა ა---------------უმ და მ-------------------------რმა ჯგუფურად, ფიზიკურად და ფსიქიკურად აიძულეს ი------------–--–ი და ჯ------------------ა თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადათ 4 800 თურქული ლირა.
ასევე ბრალდებულებმა ა---------------უმ და მ-------------------------რმა ჯგუფურად, ფიზიკურად და ფსიქიკურად აიძულეს ა-–-------ა, ჰ--–--–------ი და ჰ----------------ი თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადათ 6800 თურქული ლირა.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ა---------------უმ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ჯგუფურად, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვით, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულებით, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 150 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
ბრალდებულმა მ-------------------------რმა მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ჯგუფურად, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვით, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულებით, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 150 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, თუმცა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ერთობლიობა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალდებულები არ არიან ნასამართლევები. სხვა რაიმე მნიშვნელოვანი შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები ბრალდებულების მიმართ არ არსებობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელია ბრალდებულების იზოლაცია და ჩადენილი ქმედების პროპორციულად მათ მიმართ სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში საშუალო ზომით. საბოლოო სასჯელი კი უნდა დაინიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით - სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
შესაბამისად ნივთმტკიცება საკასო აპარატი, რვეული, ანგარიშსწორებისა და გადახდის ქვითრები, ორი ცალი პლასტიკური ბარათი, მენიუ, სავიზიტო ბარათი, დივიერი და სიგარეტის კოლოფი უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს, ხოლო სამი ცალი დისკი შენახული იქნეს საქმესთან ერთად.
მ-------------------------რის მიმარათ აღკვეთის ღონისძიება არაა გამოყენებული. მის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 16 ივნისს გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მ-------------------------რის მიმართ პატიმრობის ვადის ათვლა დაწყებულია 2018 წლის 13 ივნისიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებულ ა---------------უს ქმედება საქართველოს სსკ-ის 181 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ი------------–--–ის და ჯ------------------ას ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რაშიც ა---------------უ ცნობილი იქნეს დამნაშავედ და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვის ვადით.
ბრალდებულ ა---------------უს ქმედება საქართველოს სსკ-ის 181 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ა-–-------ას და სხვათა მიმართ ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რაშიც ა---------------უ ცნობილი იქნეს დამნაშავედ და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა---------------უს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) თვის ვადით.
გაუქმდეს ა---------------უს მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, მას დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2018 წლის 11 ივლისიდან.
ბრალდებულ მ-------------------------რის ქმედება საქართველოს სსკ-ის 181 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ი------------–--–ის და ჯ------------------ას ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რაშიც მ-------------------------რი ცნობილი იქნეს დამნაშავედ და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვის ვადით.
ბრალდებულ მ-------------------------რი ქმედება საქართველოს სსკ-ის 181 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ა-–-------ას და სხვათა მიმართ ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რაშიც მ-------------------------რი ცნობილი იქნეს დამნაშავედ და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ-------------------------რს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) თვის ვადით.
მ-------------------------რის მიმართ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან 2019 წლის 05 მარტიდან.
ნივთმტკიცება - საკასო აპარატი, რვეული, ანგარიშსწორებისა და გადახდის ქვითრები, ორი ცალი პლასტიკური ბარათი, მენიუ, სავიზიტო ბარათი, დივიერი და სიგარეტის კოლოფი განაჩენის კანონიერი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს, ხოლო სამი ცალი დისკი შენახული იქნეს საქმესთან ერთად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი