განაჩენი

სისხლის სამართლის 24.01.2019
საქმის ნომერი
330100117002059893
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 იანვარი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

ფატიმა გოგიშვილისა და ია ბაისონაშვილის მდივნობით

 

პროკურორ – თ-------- ა---–--ის

ბრალდებულ – გ---- ც------–---ის

ადვოკატ – ს------- ჯ--------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– გ---- გ------ეს ძე ც------–---ის, დაბადებულის 1--- წლის------------ საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- რეგისტრირებულის: მ------- რაიონის სოფელ ჭ------ში, ნასამართლევის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, ამჟამად სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ოთხი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ---- ც------–---მა ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ (ოთხი ეპიზოდი).

 

გ---- ც------–---ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

მესტიის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით, გ---- ც------–---ი მსჯავრდებულ იქნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის – დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ, ჯგუფურად, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით - ჩადენილი მკვლელობის მცდელობისათვის.

 

სასჯელის მოხდის პერიოდში – 2017 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 14:10 საათზე, გ----------------–----–----------------–----------ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულების მ------------–--ო კორპუსის #-----------–-–----------ში, მსჯავრდებულმა გ---- ც------–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–---რ მ----–-- ნ-------ს, კერძოდ, ხელი დაარტყა გულმკერდის არეში.

 

2017 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 18:11 საათზე, გ----------------–----–----------------–----------ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულების მ------------–--ო კორპუსის #-----------–-–----------ში, მსჯავრდებულმა გ---- ც------–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–---რ მ----–-- ნ-------ს, კერძოდ, ხელი დაარტყა შუბლის არეში.

 

2017 წლის 25 მარტს, დაახლოებით 23:03 საათზე, ქ--------–----------------------–-------------ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულების სარეჟიმო კორპუსის #------------–-–---------ხში, მსჯავრდებულმა გ---- ც------–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–---რებს – ნ------- ჟ------ს და მ-------- ზ-------ეს, კერძოდ, ხელი დაარტყა მათ სახის არეში, რის შედეგად მ-------- ზ-------ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2017 წლის 19 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ--------–----------------------–-------------ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულების სარეჟიმო კორპუსის #------------–-–----------ში, მსჯავრდებულმა გ---- ც------–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–---რ ზ---- შ----ეს, კერძოდ, ფეხი დაარტყა მარჯვენა ზედა კიდურის არეში.

 

ზემოაღნიშნულის გამო, გ---- ც------–---ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ოთხი ეპიზოდი).

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, გამოკვლეულ იქნა მტკიცებულებები, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ გ---- ც------–---მა ნამდვილად ჩაიდინა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, ე.ი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ოთხი ეპიზოდი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა გ---- ც------–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 1 თებერვალს, მ----–-- ნ-------მ თავად მიაყენა შეურაცხყოფა, კერძოდ, იგი ხშირად ჩაჰყავდათ დეესკალაციის ოთახში, იგი ითხოვდა პასუხს, თუ რამდენი ხანი უნდა ყოფილიყო დეესკალაციის ოთახში, სადაც იგი წინა დღით მოათავსეს, რაზეც მ----–-- ნ-------მ უთხრა, რომ „უარესის ღირსი ხარო“ და ხელი მოატანა ე.წ. „კარმუშკაში“. აღნიშნულის გამო გაღიზიანებულმა ც------–---მა საკვების ჭურჭელი გატეხა და მარჯვენა ხელზე მიიყენა თვითდაზიანება. იგი ცდილობდა ასევე კისერზეც მიეყენებინა თვითდაზიანება, რა დროსაც მასთან შევიდნენ დაწესებულების თანამშრომლები და შეაკავეს. ბრალდებულის განმარტებით, ამ დროს დაწესებულების თანამშრომლებს მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, ხოლო თავად მიაყენა თუ არა მ----–-- ნ-------ს შეურაცხყოფა, – არ ახსოვს.

 

მისივე თქმით, 2017 წლის 25 მარტს, პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულებიდან გადაიყვანეს #- დაწესებულებაში და შეიყვანეს დეესკალაციის ოთახში, რაც გააპროტესტა. შემდეგ კი, იმის გამო, რომ ძალიან სციოდა, სცადა ლეიბისთვის ზედა საფარის მოძრობა, რათა დაეფარებინა, რა დროსაც მასთან შევიდნენ დაწესებულების თანამშრომლები, რომელთა შორის იყვნენ ნ------- ჟ------ი და მ-------- ზ-------ე და მიაყენეს მას სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ ხელბორკილები დაადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. თავად მას ნ------- ჟ------ისათვის და მ-------- ზ-------ისათვის ხელი არ დაურტყამს, თუმცა ხელებს იქნევდა, რათა მასთან ახლოს არ მისულიყვნენ. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით საჩივრით მიმართა სხვადასხვა უწყებას, თუმცა რეაგირება არავისგან მოჰყვა, რის გამოც პროტესტის ნიშნად მიიყენა თვითდაზიანება და გადაიჭრა ვენები. ამის გამო იგი კვლავ შეიყვანეს დეესკალაციის ოთახში. მოგვიანებით, 2017 წლის 19 მაისს, აღნიშნულ ოთახში სცადა ვიდეოკამერის დაზიანება, რის გამოც მასთან შესულმა თანამშრომლებმა, მათ შორის ზ---- შ----ემ, მიაყენეს მას ფიზიკური შეურაცხყოფა. თავად ზ---- შ----ისთვის კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა მისი უდანაშაულობის თაობაზე, გ---- ც------–---ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა უტყუარად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

1. - 2. მ----–-- ნ-------ს ეპიზოდები (2017 წლის 1 თებერვალის 14:10 საათისა და 18:11 საათის ეპიზოდები):

 

პ-------–----------------------------------------------–-–----------------- ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #-- დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი მ----–-- ნ------- გადაყვანილ და დანიშნულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #- პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–---რის თანამდებობაზე.

 

დაზარალებულ მ----–-- ნ-------ს ჩვენების თანახმად, 2015 წლის სექტემბრის თვიდან მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულებაში, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–---რის თანამდებობაზე. 2017 წლის 1 თებერვალს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დაახლოებით 14:00 საათზე, დეესკალაციის ოთახში მყოფმა გ---- ც------–---მა დაუძახა, რის გამოც მან შეხედა საკვების მისაწოდებელი სარკმელიდან, ე.წ. „კარმუშკადან“. მსჯავრდებული ითხოვდა საკანში დაბრუნებას, რაზეც მან უპასუხა, რომ დამშვიდების შემდეგ დააბრუნებდნენ საკანში. აღნიშნულით გაღიზიანებულმა გ---- ც------–---მა მუშტი დაარტყა მას გულმკერდის არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, იმავე დღის საღამოს, ვიზუალური და ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის განყოფილებიდან გადასცეს ინფორმაცია, რომ გ---- ც------–---ი თვითდაზიანებებს იყენებდა. აღნიშნულის გამო, იგი რამდენიმე თანამშრომელთან ერთად შევიდა დეესკალაციის იმ ოთახში, სადაც მოთავსებული იყო გ---- ც------–---ი, რა დროსაც გ---- ც------–---მა მას შუბლის არეში მოულოდნელად დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მოწმე ლ---- ჩ-------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 1 თებერვალს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შუადღის საათებში ი-----------------------–---რმა მ----–-- ნ-------მ შეატყობინა, რომ დეესკალაციის ოთახში მოთავსებულმა გ---- ც------–---მა გულმკერდის არეში დაარტყა ხელი. მან აღნიშნულის შესახებ აცნობა დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორს - დ----- ს---–--ეს. მოწმის განმარტებით, იმავე საღამოს, ვიზუალური და ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის განყოფილებიდან გადასცეს ინფორმაცია, რომ გ---- ც------–---ი თვითდაზიანებებს იყენებდა, რის გამოც მ----–-- ნ-------სთან და გ------- ბ----–---სთან ერთად შევიდა დეესკალაციის ოთახში, რა დროსაც მსჯავრდებულმა მ----–-- ნ-------ს მიზანმიმართულად დაარტყა მუშტი შუბლის არეში.

 

მოწმე გ------- ბ----–---მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2010 წლიდან მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულებაში. მოწმემ დაადასტურა 2017 წლის 1 თებერვალს, საღამოს, გ---- ც------–---ის მიერ, მისი თანდასწრებით, მ----–-- ნ-------ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. მან ასევე, განმარტა, რომ მისთვის მ----–-- ნ-------საგან არის ცნობილი, რომ იმავე მსჯავრდებულს 2017 წლის 1 თებერვალს, შუადღის საათებშიც დაურტყამს მუშტი მისთვის გულმკერდის არეში.

 

მოწმე დ----- ს---–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 1 თებერვალს, შუადღის საათებში, დაუკავშირდა მორიგე ი-----------------------–---რი მ----–-- ნ------- და აცნობა, რომ დეესკალაციის ოთახში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა გ---- ც------–---მა მიაყენა მას ფიზიკური დაზიანება, კერძოდ, ხელი დაარტყა გულმკერდის არეში. მოგვიანებით ვიზუალური და ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის განყოფილებიდან მიიღო შეტყობინება, რომ გ---- ც------–---მა დეესკალაციის ოთახში დააზიანა ტყავის ლეიბი. მისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ იმავე დღის საღამოს საათებში, გ---- ც------–---ს განმეორებით დაურტყამს ხელი მ----–-- ნ-------სთვის შუბლის არეში.

 

სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 1 თებერვლით დათარიღებული ოქმი, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ 2017 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 14:10 საათზე, პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულების მ------------–--ო კორპუსის #-----------–-–----------ში, 24 საათიანი ელექტრონული და ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ განთავსებულმა მსჯავრდებულმა გ---- ც------–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი-----------------------–---რ მ----–-- ნ-------ს, კერძოდ, ოთახის კარების საკვებურიდან ხელი დაარტყა გულმკერდის არეში. ამავე ოქმით დადგენილია, რომ ი-----------------------–---რ მ----–-- ნ-------ს დაზიანება არ აღენიშნებოდა, ხოლო მსჯავრდებულ გ---- ც------–---ს აღნიშნული ქმედების შედეგად აღენიშნებოდა სიწითლე მარჯვენა მხრის არეში. მსჯავრდებულმა გ---- ც------–---მა არ განმარტა ზემოაღნიშნული ქმედების მიზეზი. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ როგორც დაზარალებული მ----–-- ნ-------, ასევე დ----- ს---–--ე და ლ---- ჩ-------ი.

 

მ----–-- ნ-------ს მიმართ 2017 წლის 1 თებერვალს 18:11 საათზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად მიღებული დაზიანებების შესახებ სასამართლოს ინფორმაციას აწვდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის 1 თებერვლის ცნობა, რომლის თანახმადაც, მ----–-- ნ-------ს მარცხენა საფეთქლის მიდამოში აღენიშნებოდა რბილი ქსოვილების მსუბუქი დაჟეჟილობა.

 

გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობისა, მ----–-- ნ-------ს სხეულის დაზიანების თაობაზე სასამართლოს ინფორმაციას აწვდის სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 1 თებერვლით დათარიღებული ოქმი ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ, რომლის თანახმად, 2017 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 18:05 საათზე, პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულების მ------------–--ო კორპუსის #-----------–-–----------ში განთავსებულმა მსჯავრდებულმა გ---- ც------–---მა მიიყენა თვითდაზიანება, კერძოდ: პლასტმასის ჯამის ნატეხის საშუალებით მიიყენა ნასერი ჭრილობა (სიგრძით 2 სმ) მარცხენა წინა მხრის ქვედა მხარეში. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–---რ მ----–-- ნ-------ს არაერთი მოწოდებისა, რომ მსჯავრდებული გ---- ც------–---ი დამშვიდებულიყო და დაეცვა სამართლებრივი რეჟიმი, მან მ----–-- ნ-------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: შეკრული მუჭი დაარტყა შუბლის მარცხენა მიდამოში. მ----–-- ნ------- ნანახი იქნა დაწესებულების ექიმის მიერ. მ----–-- ნ-------ს შუბლის მარცხენა მიდამოში აღენიშნებოდა კანის სიწითლე. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ როგორც დაზარალებული მ----–-- ნ-------, ასევე ლ---- ჩ-------ი, გ------- ბ----–--- და თ-------- ნ--------ე.

 

ბრალდებულ გ---- ც------–---ის მიერ მიყენებული თვითდაზიანებების ხასიათსა და ხარისხზე სასამართლოს ინფორმაციას აწვდის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 8 აპრილით დათარიღებული სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლის თანახმად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიური დაკვირვების დღიურის მორიგე ექიმის ჩანაწერის, #- დაწესებულების აქტი #-------ის მონაცემებით და პირადი გასინჯვით გ---- ც------–---ს 01-02.02.17 წ. აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა წინამხრის, მარცხენა მტევნის, კისრის მარცხენა გვერდითი ზედაპირის მიდამოებში. სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხრის მიდამოში. ჭრილობები განვითარებულია მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, სისხლნაჟღენთი - მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი მ------ ლ----------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული როგორც ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, გარეგანი დათვალიერებით მ----–-- ნ-------ს 02.02.17 წ. სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

3. ნ------- ჟ------ის და მ-------- ზ-------ის ეპიზოდი (2017 წლის 25 მარტი):

 

პ-------–----------------------------------------------–-–----------------- ბრძანებით, ნ------- ჟ------ი დანიშნულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #- პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–---რის თანამდებობაზე, ხოლო 2----–-–---------------ს ბრძანებით, მ-------- ზ-------ე გადაყვანილ და დანიშნულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #- პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–---რის თანამდებობაზე - 2015 წლის 1 სექტემბრიდან.

 

დაზარალებულ ნ------- ჟ------ის ჩვენების თანახმად, 2015 წლიდან მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–---რის თანამდებობაზე. 2017 წლის 25 მარტს, პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულებიდან #- დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა მსჯავრდებული გ---- ც------–---ი. ვინაიდან იგი აპროტესტებდა აღნიშნულ დაწესებულებაში გადაყვანას და იყო ძალიან აგრესიული, შეყვანილ იქნა დეესკალაციის ოთახში, თუმცა არც იქ მშვიდდებოდა, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისთვის ხელბორკილის დადების შესახებ. ხელბორკილის დადების მიზნით, იგი მ-------- ზ-------ესთან, ზ------ გ------–--ესთან და ბ--- გ-----ესთან ერთად შევიდა დეესკალაციის ოთახში, რა დროსაც გ---- ც------–---მა ჯერ მას დაარტყა ხელი სახის არეში, ხოლო შემდეგ - მ-------- ზ-------ეს. ნ------- ჟ------ის განმარტებით, დარტყმის შედეგად მან განიცადა ტკივილი.

 

დაზარალებულ მ-------- ზ-------ის ჩვენების თანახმად, 2015 წლიდან მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულებაში, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–---რის თანამდებობაზე. 2017 წლის მარტის თვეში, ნ------- ჟ------თან და სხვა თანამშრომლებთან ერთად ხელბორკილის დასადებად შევიდა გ---- ც------–---თან დეესკალაციის ოთახში, რათა ამ უკანასკნელს თვითდაზიანება არ მიეყენებინა. მათი შესვლისთანავე გ---- ც------–---მა მასაც დაარტყა ხელი სახის არეში და ნ------- ჟ------საც. მ-------- ზ-------ის განმარტებით, დარტყმის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, მოსდიოდა სისხლი და მოსტყდა კბილი.

 

მოწმე ბ--- გ-----ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულების დ-----------------------–ის თანამდებობაზე. 2017 წლის 25 მარტს, გ---- ც------–---ი პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა #- დაწესებულებაში. დაწესებულებაში შეყვანისას იგი იყო ძალიან აგრესიული, არ ექვემდებარებოდა შინაგანაწესს და დაწესებულების თანამშრომლებს არ აძლევდა შემოწმების შესაძლებლობას, რის გამოც იგი შეყვანილ იქნა დეესკალაციის ოთახში, სადაც უშუალოდ მისი თანდასწრებით, დაწესებულების ი-----------------------–---რებს ნ------- ჟ------სა და მ-------- ზ-------ეს სახის არეში მიაყენა დარტყმები. ასევე, მისთვის თანამშრომლებისგან ცნობილია, რომ 2017 წლის მაისის თვეში გ---- ც------–---მა ზ---- შ----ესაც დაარტყა ფეხი ხელის არეში.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების #------------–-–---------ხში განთავსებული ვიდეო კამერის ჩანაწერი, სადაც ასახულია, თუ როგორ აყენებს გ---- ც------–---ი ფიზიკურ შეურაცხყოფას ნ------- ჟ------სა და მ-------- ზ-------ეს, კერძოდ, ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას მკაფიოდ ჩანს, რომ 2017 წლის 25 მარტს, 23:03 საათზე, დეესკალაციის ოთახში შედის დაწესებულების ხუთი თანამშრომელი, რომელთაგან ორს გ---- ც------–---ი აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ, ნ------- ჟ------ს მარცხენა ხელს ორჯერ ურტყამს სახის არეში, ხოლო მ-------- ზ-------ეს ჯერ მარჯვენა, ხოლო შემდეგ მარცხენა ხელს ურტყამს სახის არეში.

 

ბრალდებულ გ---- ც------–---ის მიერ მ-------- ზ-------ის მიმართ მიყენებული დაზიანებების ხასიათსა და ხარისხზე სასამართლოს ინფორმაციას აწვდის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------–ით დათარიღებული სამედიცინო ექსპერტიზის №--------7 დასკვნა, რომლის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, მ-------- ზ-------ეს აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით სახის არეში, ქვედა ყბის მარჯვენა მე-5 კბილის ნაწილობრივი ჩამოტეხვა. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით, დისტანციური წესით, დაიკითხა ექსპერტი მ------ მ---------–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული როგორც ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით ნ------- ჟ------ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.

 

გ---- ც------–---ის მიერ ნ------- ჟ------ისა და მ-------- ზ-------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ სასამართლოს ინფორმაციას აწვდის ასევე სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 25 მარტით დათარიღებული ოქმი, რომლის თანახმად, 2017 წლის 25 მარტს, დაახლოებით 23:03 საათზე, #- პენიტენციური დაწესებულების მ------------–--ო კორპუსის #------------–-–---------ხში განთავსებული მსჯავრდებული გ---- ც------–---ი, დეესკალაციის ოთახში კარებზე აბრახუნებდა და იგინებოდა დაწესებულების ადმინისტრაციის და თანამშრომლების მიმართ, ასევე, დააზიანა დეესკალაციის ოთახში არსებული ტყავის ლეიბი, რა დროსაც დეესკალაციის ოთახში შესულ მორიგე განწესის წევრებს ი-----------------------–---რებს მ-------- ზ-------ეს, ნ------- ჟ------ს და ზ---- გ------–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მ-------- ზ-------ეს გაარტყა ხელი სახის არეში, რომელსაც აღენიშნება ლოყის შიგნითა ზედაპირზე ნახეთქი დაზიანება, მარჯვენა თვალბუდის არეში მედეალურად ნაკაწრი დაზიანება, ზედა ტუჩის მარჯვენა კუთხის არეში ნაკაწრი, ასევე მარჯვნივ ქვედა ყბაზე კბილის მოტეხილობა. ი-----------------------–---რ ნ------- ჟ------ს გაარტყა ხელი, რომელსაც გარეგანი დათვალიერებით დაზიანება არ აღენიშნება. ხოლო ი-----------------------–---რ ზ---- გ------–--ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და უწევდა წინააღმდეგობას, გარეგანი დათვალიერებით მას დაზიანება არ აღენიშნება. მორიგე ექიმმა მ-----–- ხ------------ემ ინსპექტორ- კონტროლიორ მ-------- ზ-------ეს გაუწია პირველადი სამედიცინო დახმარება. ოქმს ხელმოწერი----------------------------–-----------------------------------–---------------------–- ხ--–--–-, ზ---- გ------–--ე, მ-----–- ხ------------ე და გ------- შ--------.

 

ბრალდებულ გ---- ც------–---ის მიერ მიყენებული თვითდაზიანებების ხასიათსა და ხარისხზე სასამართლოს ინფორმაციას აწვდის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 მაისით დათარიღებული სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად /27.0--17 წ./, გ---- ც------–---ს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. გ---- ც------–---ს, აგრეთვე აღენიშნებოდა მრავლობითი ნაწიბურები მარცხენა წინამხრის არეში. აღნიშნული დაზიანებების ხანდაზმულობის, მიმყენებელი საგნისა და სიმძიმის ხარისხის განსაზღვრა შეუძლებელია. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით, დისტანციური წესით, დაიკითხა ექსპერტი ლ---- ფ----------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

4. ზ---- შ----ის ეპიზოდი (2017 წლის 19 მაისი):

 

პე------–----------------------------------------------–-–---------------- ბრძანებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #- პენიტენციური დაწესებულების ოპერატიული მო------------–--–- ზ---- შ----ე, გადაყვანილ და დანიშნულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #- პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–---რის თანამდებობაზე.

 

დაზარალებულ ზ---- შ----ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–---რის თანამდებობაზე. 2017 წლის 19 მაისს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც თანამშრომელმა აცნობა, რომ გ---- ც------–---ი ასული იყო სარკმლის გისოსზე და ცდილობდა ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩამოგდებას. იგი ი-----------------------–---რ მ--------- ი------ესთან ერთად შევიდა დეესკალაციის ოთახში, რა დროსაც გ---- ც------–---მა ჩამოაგდო ვიდეო კამერა. აღნიშნულის გამო გ---- ც------–---ს დაადეს ხელბორკილი და გადაიყვანეს დეესკალაციის სხვა ოთახში, ხოლო მოგვიანებით ხელბორკილის მოხსნისას გ---- ც------–---მა, ი-----------------------–---რ მ--------- ი------ის თანდასწრებით, მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენიმე დარტყმა მიაყენა სხეულის არეში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მოწმე მ--------- ი------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა გ---- ც------–---ის მიერ ზ---- შ----ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ 2017 წლის 19 მაისს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ გ---- ც------–---ი ცდილობდა ვიდეო სამეთვალყურეო კამერის დაზიანებას, რის გამოც ის და ზ---- შ----ე შევიდნენ გ---- ც------–---ის საკანში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ჩამოაგდო ვიდეო სამეთვალყურეო კამერა. რამდენადაც გ---- ც------–---ი იყო აგრესიული, მათ დაადეს ხელბორკილი და გადაიყვანეს დეესკალაციის სხვა ოთახში, ხოლო მოგვიანებით ხელბორკილის მოხსნის შემდეგ შემოწმდა ექიმის მიერ, რის შემდეგაც ზ---- შ----ეს გამიზნულად მიაყენა დაზიანება, ხოლო მას შემთხვევით მოხვდა მსჯავრდებულის მიერ მოქნეული ხელი.

 

მოწმე ა---------– მ–------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულებაში ი-----------------------–---რის თანამდებობაზე. 2017 წლის მაისის თვეში, მას ვიზუალური და ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის განყოფილებიდან შეატყობინეს, რომ უნდა შესულიყვნენ გ---- ც------–---თან, რომელიც მოთავსებული იყო დეესკალაციის ოთახში, ვინაიდან იგი ასული იყო სარკმლის გისოსზე და ცდილობდა ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩამოგდებას. ადგილზე მისვლისას იგი წინააღმდეგობას უწევდა დაწესებულების თანამშრომლებს, რის გამოც მათ გ---- ც------–---ს დაადეს ხელბორკილი და გადაიყვანეს დეესკალაციის სხვა ოთახში. მისთვის ასევე ცნობილია, რომ მოგვიანებით, ხელბორკილის მოხსნის შემდეგ, გ---- ც------–---მა ზ---- შ----ეს ფეხი დაარტყა ხელის არეში, თუმცა აღნიშნულ ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია.

 

მოწმე გ------- შ--------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულებაში უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 19 მაისს, ი-----------------------–---რმა მ--------- ი------ემ შეატყობინა, რომ გ---- ც------–---მა ზ---- შ----ეს ფეხი დაარტყა ხელის არეში, რაც შემდეგ დაუდასტურა თავად ზ---- შ----ემაც.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების #------------–-–----------ში განთავსებული ვიდეო კამერის ჩანაწერი, სადაც ასახულია, თუ როგორ აყენებს გ---- ც------–---ი ფიზიკურ შეურაცხყოფას ზ---- შ----ეს, კერძოდ, ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას მკაფიოდ ჩანს, რომ 2017 წლის 19 მაისს, 11:57 საათზე დეესკალაციის ოთახში შედიან დაწესებულების ორი თანამშრომელი და სამედიცინო მუშაკი. 11:59 საათზე, წნევის გაზომვის შემდეგ გ---- ც------–---ი დგება ლეიბიდან და ექიმის გვერდით მდგომ დაწესებულების თანამშრომელს - ზ---- შ----ეს ურტყამს ფეხს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით, დისტანციური წესით, დაიკითხა ექსპერტი მ------ მ---------–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით ზ---- შ----ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.

 

გ---- ც------–---ის მიერ ზ---- შ----ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ სასამართლოს ინფორმაციას აწვდის სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 19 მაისით დათარიღებული ოქმი, რომლის თანახმად, 2017 წლის 19 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, #- პენიტენციური დაწესებულების მეორე კორპუსის #------------–-–----------ში განთავსებულ მსჯავრდებულ გ---- ც------–---თან, მორიგე ჯგუფის მიერ დეესკალაციის ოთახში შეყვანილ იქნა ექიმი წნევის გასაზომად, რა დროსაც მსჯავრდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი-----------------------–---რ ზ---- შ----ეს, კერძოდ, ფეხი დაარტყა მას. მორიგე ექიმის მიერ დათვალიერებულ იქნა ი-----------------------–---რი ზ---- შ----ე, რომელსაც რაიმე დაზიანება არ აღენიშნება. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ როგორც დაზარალებული - ზ---- შ----ე, ასევე, მ--------- ი------ე, ა---------– მ–------ე, თ----–--–--- და გ------- შ--------.

 

ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენის დროს გ---- ც------–---ის შერაცხადობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს ინფორმაციას აწვდის სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------–ით დათარიღებული სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, გ---- ც------–---ი დაავადებულია პარანოიდული შიზოფრენიით, რემისიის მდგომარეობა (კოდი --- 20.0-- დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს - 2017 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 14:10 საათზე, 2017 წლის 1 თებერვალს დაახლოებით 18:11 საათზე, 2017 წლის 25 მარტს, დაახლოებით 23:03 საათზე და 2017 წლის 19 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე გ---- ც------–---ი დაავადებული იყო პარანოიდული შიზოფრენიით, რემისიის მდგომარეობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ---- ც------–---ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გ---- ც------–---ი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. გ---- ც------–---ს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. გ---- ც------–---ი არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ან იძულებით მკურნალობას არ საჭიროებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი მ------ ფ------–---, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ გამომძიებლები - მ------ ც-------, გ---- ბ-----ი, ბ----- ლ------ე და გ--- ფ----–------ე, რომელთაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია გ---- ც------–---ის მიერ მ----–-- ნ-------სთვის, ნ------- ჟ------ისთვის, მ-------- ზ-------ისთვის და ზ---- შ----ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები და აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა არამარტო დაზარალებულების ჩვენებები, არამედ დანაშაულის თვითმხილველი პირების ჩვენებები, რომლებიც პირადად შეესწრნენ ფიზიკური ძალადობის ფაქტებს. მათი ჩვენებები, 2017 წლის 25 მარტისა და 2017 წლის 19 მაისის ეპიზოდებთან მიმართებაში სრულ თანხვედრაშია #- დაწესებულებიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებში ასახულ ინფორმაციასთან, სადაც მკვეთრად და გარკვევით არის ნაჩვენები მომხდარი ძალადობის ფაქტები. ამასთან, მ-------- ზ-------ის შემთხვევაში, რომელსაც გ---- ც------–---ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მსუბუქად დაუზიანდა ჯანმრთელობა, ძალადობის შედეგად მიყენებული დაზიანების არსებობა დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო მ----–-- ნ-------ს შემთხვევაში – ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ყოველივე აღნიშნული ერთობლიობაში სასამართლოს უქმნის ნათელ წარმოდგენას მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, შეაფასა მათი სანდოობა და რელევანტურობა და ყველა მათგანის ერთობლიობაში შეფასებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მივიდა დასკვნამდე, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულმა გ---- ც------–---მა 2017 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 14:10 საათზე, 2017 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 18:11 საათზე, 2017 წლის 25 მარტს, დაახლოებით 23:03 საათზე და 2017 წლის 19 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩაიდინა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

რაც შეეხება გ---- ც------–---ის მიერ ჩადენილი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებას (ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ), სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია მესტიის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენი, რომლის მიხედვით, გ---- ც------–---ი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. აღნიშნული დანაშაული კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, კერძოდ:

 

მესტიის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით გ---- ც------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით დარჩა უცვლელად. მსჯავრდებულ გ---- ც------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2--- წლის 15 აგვისტოდან.

 

მესტიის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენით გ---- ც------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 (ცამეტი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მესტიის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით გ---- ც------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი 30 (ოცდაათი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 32 (ოცდათორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2--- წლის 15 აგვისტოდან.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------–ის განჩინებით, გ---- ც------–---ის მიმართ გამოყენებულ იქნა 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი და საბოლოოდ, გ---- ც------–---ს განესაზღვრა 18 (თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2--- წლის 15 აგვისტოდან.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------–---ს განაჩენით ცვლილება შევიდა მესტიის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენითა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------–ის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელებში და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ---- ც------–---ს განესაზღვრა 16 (თექვსმეტი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2--- წლის 15 აგვისტოდან. დანარჩენ ნაწილში მესტიის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენი და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------–ის განჩინება დარჩა უცვლელი.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–---------------- #----- მომართვის თანახმად, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია მესტიის რაიონული სასამართლოს მიერ 1--1--2--- წელს გაცემული 1--- სააღსრულებო ფურცელი გ---- ც------–---ის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით 3000 (სამი ათასი) ლარის დაკისრების თაობაზე და მესტიის რაიონული სასამართლოს მიერ 2--0--2--- წელს გაცემული 1--- სააღსრულებო ფურცელი გ---- ც------–---ის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით 8000 (რვა ათასი) ლარის დაკისრების თაობაზე. ამავე მომართვის თანახმად ირკვევა, რომ აღნიშნულ საქმეებზე არ არის წარდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბამისად, გ---- ც------–---ის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლი). დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პენიტენციური დაწესებულების ნორმალური საქმიანობა, ასევე დამატებითი ობიექტია დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლის უსაფრთხოება, პირადი ხელშეუხებლობა და ჯანმრთელობა. მოცემულ შემთხვევაში გ---- ც------–---ის მიერ ქმედების ობიექტური შემადგენლობა გამოიხატა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების – მ----–-- ნ-------ს, ნ------- ჟ------ის, მ-------- ზ-------ის და ზ---- შ----ის ფიზიკურ შეურაცხყოფაში, კერძოდ, 2017 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 14:10 საათზე, გ---- ც------–---მა ხელი დაარტყა გულმკერდის არეში პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–---რ მ----–-- ნ-------ს; 2017 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 18:11 საათზე, გ---- ც------–---მა ხელი დაარტყა შუბლის არეში პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–---რ მ----–-- ნ-------ს; 2017 წლის 25 მარტს, დაახლოებით 23:03 საათზე, გ---- ც------–---მა ხელი დაარტყა სახის არეში პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–---რებს – ნ------- ჟ------ს და მ-------- ზ-------ეს; ასევე 2017 წლის 19 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, გ---- ც------–---მა ფეხი დაარტყა მარჯვენა ზედა კიდურის არეში პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–---რ ზ---- შ----ეს; შედეგად ყველა მათგანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მ-------- ზ-------ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად. სუბიექტური მხრივ, აღნიშნული დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, კერძოდ, გ---- ც------–---ი ყველა შემთხვევაში აპროტესტებდა კონკრეტული პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესის რომელიმე პირობას, სწორედ აღნიშნული პროტესტის გამოსახატად ფიზიკური ძალის გამოყენებით აყენებდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც მის გაცნობიერებულ აქტს წარმოადგენდა და არა შემთხვევითს.

 

სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია ბრალდებულ გ---- ც------–---ის უდანაშაულობის შესახებ. კერძოდ, დაცვის მხარის არგუმენტი, თითქოს მ----–-- ნ-------ს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა ფიზიკური შეურაცხყოფის განზრახ მიყენებას, არამედ ხელებისა და ფეხების ქნევის დროს შემთხვევით მოხვედრას, რაც გამოწვეული იყო დაწესებულების თანამშრომელთა პროვოკაციული ქმედებების გამო ბრალდებულის გაღიზიანებით და უკმაყოფილებით. დაცვის მხარის აზრით, ნ------- ჟ------ის, მ-------- ზ-------ის და ზ---- შ----ის ეპიზოდების შემთხვევაში, ბრალდებული თავად იყო დაზარალებული, რადგან მის მიერ გამოთქმული პროტესტებისა და სხვადასხვა უწყებებში გაგზავნილი განცხადებების გამო, დეპარტამენტმა დასჯის მიზნით მსჯავრდებული გადაიყვანა #- დაწესებულებაში და მოათავსა დეესკალაციის ოთახში, სადაც თავად დაწესებულების თანამშრომლებმა მიაყენეს მას ფიზიკური შეურაცხყოფა,დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული, რამდენადაც მსჯავრდებულის მიმართ დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან რაიმე სახის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების თაობაზე სასამართლოში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლოში დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით, ასევე, საქმეში წარმოდგენილი თვითდაზიანების შესახებ ოქმებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ გ---- ც------–---ი მიდრეკილია თვითდაზიანებისაკენ. საქმეზე დაკითხული ყველა მოწმე ბრალდებულს ახასიათებს, როგორც აგრესიულ და თვითდაზიანებისაკენ მიდრეკილ პირად, რომელსაც მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე აუცილებლად სჭირდება მუდმივი კონტროლი. ამასთან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერები, სადაც არცერთ მონაკვეთში არ იკვეთება გ---- ც------–---ის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი, თავად მსჯავრდებულის მხრიდან კი მკაფიოდ იკვეთება დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტი, შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია გ---- ც------–---ის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით მოკლებულია რაიმე მტკიცებულებით საფუძველს და არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, რაც ეჭვს გააჩენდა ბრალდების მხარის ვერსიის საპირისპიროდ.

 

სწორედ აღნიშნულ ფაქტორთა მხედველობაში მიღებით, სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გ---- ც------–---მა ჩაიდინა დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ოთხი ეპიზოდი), რის გამოც მას უნდა დაეკისროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მის ფსიქიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობას.

 

გ---- ც------–---ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშია მისაღები, რომ სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი, რის გამოც სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ---- ც------–---ი ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენის დროს იყო შეზღუდული შერაცხადი.

 

სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშია მისაღები ასევე ის გარემოება, რომ გ---- ც------–---ს დაწესებულების თანამშრომლები ახასიათებენ უკიდურესად აგრესიულ და მომეტებული საფრთხის შემცველ პირად, რომელიც სისტემატურად და დაუმსახურებლად აყენებს მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ჯიუტად არ ემორჩილება სარეჟიმო მოთხოვნებს და მუდმივად არღვევს დაწესებულების შინაგანაწესს. ასევე მისთვის შემაკავებელი არ აღმოჩნდა მანამდე ჩადენილი დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელი და კვლავ ჩაიდინა ახალი, ძალადობრივი დანაშაულის არაერთი ეპიზოდი. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას, კერძოდ, მან თვითდაზიანება სცადა სხდომის დარბაზში და დაარღვია წესრიგი, რაც გამოიხატა საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობაში. იგი ასევე არ დაემორჩილა მოსამართლის მოწოდებას, შეეწყვიტა არასათანადო ქცევა და გააგრძელა წესრიგის დარღვევა, რის გამოც იგი გარკვეული პერიოდით გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. მისი აღნიშნული საქციელი მიუთითებს იმაზე, რომ იგი არაკანონმორჩილი პიროვნებაა და მისი რესოციალიზაცია ჯერ კიდევ არ მომხდარა. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი აქტების სისტემატურობას (ოთხი დამოუკიდებელი ეპიზოდი).

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გ---- ც------–---ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---- ც------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 1 თებერვლის, დაახლოებით 14:10 საათის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. გ---- ც------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 1 თებერვლის, დაახლოებით 18:11 საათის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. გ---- ც------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 25 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

4. გ---- ც------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 19 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2017 წლის 25 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს დანარჩენი სამი ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ---- ც------–---ს მოსახდელად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენებით დანიშნული/განსაზღვრული სასჯელების - თავისუფლების აღკვეთისა და ჯარიმის მოუხდელი ნაწილიდან – 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---- ც------–---ს მოსახდელად განესაზღვროს 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

7. გ---- ც------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 24 იანვრიდან.

 

8. პენიტენციური დეპარტამენტის №-----–-------–------ნ გამოთხოვილი 2017 წლის 25 მარტისა და 2017 წლის 19 მაისის ვიდეოჩანაწერები, განთავსებული 2 (ორი) ცალ DVD-R დისკზე, ასევე 1 (ერთი) ცალი CD-R დისკი, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი