განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2019
საქმის ნომერი
330100117001817465
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/----17

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

05 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ---------------–-–---–-

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული - და---- დ----------- კვ-–----- (დაბადებული - 19---–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თ---–---------------------------------------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27,381-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია: ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა, ჩადენილი ჯგუფურად.

 

2. ბრალდებული - მუ----- მ------------ კუ--------- (დაბადებული - 19---–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ჭ------------------–--------------------------------–------------------–-------–------------------------------------------------------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27,381-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია: ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა, ჩადენილი ჯგუფურად.

 

3. ბრალდებული - ბი---- ვ-–------------- სა---------–---–- (დაბადებული - 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.თ---–----------------–----–-–---–--------------–---------------------–------------------–----------–----------------------ში,), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27,381-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია: ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა, ჩადენილი ჯგუფურად.

 

ბრალდებულების ადვოკატი - ლე------------–-–---–-

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. და---- კვ-–-----მ, მუ----- კუ---------მ და ბი---- სა---------–---–მა განიზრახეს რა ფინანსური სარგებლის მიღება, განახორციელეს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისათვის ხელის შეშლა, აქტიური ქმედებებით. 20---–-–------------–-----------–-–------------–----- დროის მონაკვეთში, შპს „ს-----ი“ ეწეოდა სათამაშო ბიზნეს-საქმიანობას, ფლობდა შესაბამის ლიცენზიას და საქმიანობას აწარმოებდა ვებ-გვერდ - www.b----------com-ის მეშვეობით. აღნიშნული შპს „ს-----“-ის დირექტორი იყო მუ----- კუ---------, ხოლო ფაქტობრივად მართავდა მისი ნათესავი - და---- კვ-–-----, ასევე ეხმარებოდა ბი---- სა---------–---–-, რომელიც იყო ზემოაღნიშნული დ-----ის მესაკუთრე. სათამაშო ბიზნეს-ლიცენზიას ფლობდა ასევე შპს „ქ-------------“, რომელიც ფლობდა ტოტალიზატორებსა და სლოტ-კლუბებს, გარდა ამისა საქმიანობას ახორციელებდა ელექტრონულად ვებ-გვერდის www.l-----------.com-ის მეშვეობით. 2015 წლის სექტემბერიდან, შპს „ქ-------------“-ის დაკვეთით ფუნქციონირება დაიწყო ზემოაღნიშნული საიტის www.l-----------.com-ის ახალმა ვერსიამ ახალი პროგრამული კოდებით, რომელიც დაუკვეთა პროგრამისტ ლე-------–---–---–ს რამდენიმე თვით ადრე შესაბამისი ანაზღაურების - 20 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ. 2015 წლის ნოემბრიდან, ელექტრონულ-ტოტალიზატორ - www.b----------com-ის ვებ-გვერდზე დაიწყო www.l-----------.com-ის განახლებული პროგრამული კოდების კოპირება, ატვირთვა და გამოყენება. კერძოდ, ვებ-გვერდის მისამართი იყო www.b----------com, ხოლო გვერდის დიზაინი და პროგრამული შიგთავსი იყო www.l-----------.com-ის ანალოგი.

 

1.2. 2016 წლის მარტში, შპს „ქ-------------“-მა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სარჩელის განხილვამდე აკრძალულიყო შპს „ს-----“-ის ვებ-გვერდზე - www.b----------com-ის სპორტის ნაწილის გამოყენება (მათ შორის „ლ----“ და „პ---------“). 2016 წლის 28 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა შპს „ქ-------------“-ის სარჩელი და გამოსცა განჩინება, რომლის თანახმად, შპს „ს-----ს“ აეკრძალა ვებ-გვერდის - www.b----------com-ის სპორტის ნაწილის, მათ შორის „ლ----ს“ და „პ---------ს“ მომხმარებლის მხარის გამოყენება. 201--–-–------------ს, გამოიცა სააღსრულებო ფურცელი, მეორე დღეს კი დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რომლის ფარგლებშიც, აღმასრულებლებმა შპს „ს-----ს“ გაუგზავნეს არაერთი შეტყობინება, როგორც ფოსტის მეშვეობით, ასევე - მისამართზე პირადად გამოცხადების გზით, თუმცა, არაერთი გამოცხადების მიუხედავად, შპს „ს-----ის“ წარმომადგენლისათვის სასამართლოს განჩინების გადაცემა მოხდა მხოლოდ 20---–-–------------–ს (გადაეცა მოლარეს - ნი-----------–-----ეს). აღნიშნული აკრძალვის მიუხედავად, მუ----- კუ---------მ, და---- კვ-–-----მ და ბი---- სა---------–---–მა განიზრახეს ხელი შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილებისათვის, გაეუქმებინათ შპს „ს-----ი“, მის ნაცვლად თვალთმაქცურად შექმნეს ახალი შპს „ს--------–-------“, რომლის დირექტორად გაფორმდა ბი---- სა---------–---–-. თუმცა, როგორც 20---–-–------------–ს შედგენილი ფაქტების კონსტატაციის ოქმით დასტურდება, ვებ-გვერდი www.b----------com კვლავ აგრძელებდა სასამართლოს განჩინებით აკრძალულ საქმიანობას და ფუნქციონირებდა სპორტის ნაწილის, მათ შორის „ლ----ს“ და „პ---------ს“ მომხმარებლის მხარის გამოყენება, რითაც მოხდა ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა სწორედ მუ----- კ----------ის, და---- კ--–----ის და ბი---- სა---------–---–-ს ქმედებებით. 20---–-–------------ს, მუ----- კუ---------მ მიმართა შემოსავლების სამსახურს განცხადებით, რომ წყვეტდა სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ საქმიანობას. იმავე წლის 0--------–ს მიმართა განცხადებით, რომ გაუქმებულიყო სამორინეს მოწყობის ნებართვა, გაცემული 20---–-–------------–ს. ძალადაკარგულად ჩაითვალა 20---–-–-----------–ის ბრძანება და გაუქმდა შპს „ს-----ზე“ გაცემული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა #19-------. www.b----------com-ს 20---–-–------------–ის ჩათვლით იყენებდა შპს „ს-----ი“, თუმცა, დ-----ი www.b----------com ეკუთვნოდა ბი---- სა---------–---–ს. 20---–-–------------ს, დაარსდა და დარეგისტრირდა შპს „ს--------–-------“ (დამფუძნებელი დირექტორი - ბი---- სა---------–---–-), რომელმაც იმავე წლის 1--------–ს მიიღო ტოტალიზატორის მოწყობის ლიცენზია, ხოლო 1--------–ს მიიღო სამორინეს ლიცენზია. 20---–-–-----------ს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის - შპს „ქ-------------“-ის სარჩელი და შპს „ს-----ს“ აუკრძალა ვებ-გვერდის - www.l-----------.com-ის პროგრამული კოდების გამოყენება. წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ბი---- სა---------–---–მა, და---- კვ-–-----მ და მუ----- კუ---------მ გადაწყვიტეს შპს „ს--------–-------ს“ დირექტორი კვლავ შეეცვალათ და 20---–-–---------------ს მონაცემებით, საჯარო რეესტრის ამონაწერში შპს „ს--------–-------ს“ 100%-იანი წილის მმართველად და დირექტორად დაფიქსირდა და---- კვ-–-----, რითაც კიდევ ერთხელ განახორციელეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა. გარდა ზემოაღნიშნულისა, ვებ-გვერდი www.b----------com-ის ელექტრონული გვერდი დათვალიერდა ასევე 20---–-–----------------------ს, რა დროსაც კვლავ დადასტურდა სპორტის ნაწილის, მათ შორის „ლ----ს“ და „პ---------ს“ ფუნქციონირება მომხმარებლის მხარის გამოყენების კუთხით, რა დროსაც დაუბრკოლებლად წარმოებდა ფსონების მიღება. ამავდროულად, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაშიც პროგრამული კოდები იყო www.l-----------.com-ის, შესაბამისად, მოხდა ძალაში შესული 20---–-–-----------ის სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა სწორედ მუ----- კ----------ის, და---- კ--–----ის და ბი---- სა---------–---–-ს ერთობლივი ქმედებებით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. და---- კვ-–-----მ, მუ----- კუ---------მ და ბი---- სა---------–---–მა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, განახორციელეს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა. კერძოდ, 20---–-–------------–-----------–-–------------–----- დროის მონაკვეთში, შპს „ს-----ი“ ეწეოდა სათამაშო ბიზნეს-საქმიანობას, ფლობდა შესაბამის ლიცენზიას და საქმიანობას აწარმოებდა ვებ-გვერდ - www.b----------com-ის მეშვეობით. აღნიშნული შპს „ს-----“-ის დირექტორი იყო მუ----- კუ---------, ხოლო ფაქტობრივად მართავდა მისი ნათესავი - და---- კვ-–-----, ასევე ეხმარებოდა ბი---- სა---------–---–-, რომელიც იყო ზემოაღნიშნული დ-----ის მესაკუთრე. სათამაშო ბიზნეს-ლიცენზიას ფლობდა ასევე, შპს „ქ-------------“, რომელიც ფლობდა ტოტალიზატორებსა და სლოტ-კლუბებს, გარდა ამისა, საქმიანობას ახორციელებდა ელექტრონულად ვებ-გვერდის www.l-----------.com-ის მეშვეობით. 2015 წლის სექტემბერიდან, შპს „ქ-------------“-ის დაკვეთით ფუნქციონირება დაიწყო ზემოაღნიშნული საიტის www.l-----------.com-ის ახალმა ვერსიამ ახალი პროგრამული კოდებით, რომელიც დაუკვეთა პროგრამისტ ლე-------–---–---–ს რამდენიმე თვით ადრე შესაბამისი ანაზღაურების - 20 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ. 2015 წლის ნოემბრიდან, ელექტრონულ-ტოტალიზატორ - www.b----------com-ის ვებ-გვერდზე დაიწყო www.l-----------.com-ის განახლებული პროგრამული კოდების კოპირება, ატვირთვა და გამოყენება. კერძოდ, ვებ-გვერდის მისამართი იყო www.b----------com, ხოლო გვერდის დიზაინი და პროგრამული შიგთავსი იყო www.l-----------.com-ის ანალოგი.

 

2.2. 2016 წლის მარტში, შპს „ქ-------------“-მა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სარჩელის განხილვამდე აკრძალულიყო შპს „ს-----“-ის ვებ-გვერდზე - www.b----------com-ის სპორტის ნაწილის გამოყენება (მათ შორის „ლ----“ და „პ---------“). 2016 წლის 28 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა შპს „ქ-------------“-ის სარჩელი და გამოსცა განჩინება, რომლის თანახმად, შპს „ს-----ს“ აეკრძალა ვებ-გვერდის - www.b----------com-ის სპორტის ნაწილის, მათ შორის „ლ----ს“ და „პ---------ს“ მომხმარებლის მხარის გამოყენება. 201--–-–------------ს, გამოიცა სააღსრულებო ფურცელი, მეორე დღეს კი დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რომლის ფარგლებშიც, აღმასრულებლებმა შპს „ს-----ს“ გაუგზავნეს არაერთი შეტყობინება, როგორც ფოსტის მეშვეობით, ასევე - მისამართზე პირადად გამოცხადების გზით, თუმცა, არაერთი გამოცხადების მიუხედავად, შპს „ს-----ის“ წარმომადგენლისათვის სასამართლოს განჩინების გადაცემა მოხდა მხოლოდ 20---–-–------------–ს (გადაეცა მოლარეს - ნი-----------–-----ეს). აღნიშნული აკრძალვის მიუხედავად, მუ----- კუ---------მ, და---- კვ-–-----მ და ბი---- სა---------–---–მა განიზრახეს გაეუქმებინათ შპს „ს-----ი“ და მის ნაცვლად თვალთმაქცურად შექმნეს ახალი შპს „ს--------–-------“, რომლის დირექტორად გაფორმდა ბი---- სა---------–---–-. თუმცა, როგორც 20---–-–------------–ს შედგენილი ფაქტების კონსტატაციის ოქმით დასტურდება, ვებ-გვერდი www.b----------com კვლავ აგრძელებდა სასამართლოს განჩინებით აკრძალულ საქმიანობას და ფუნქციონირებდა სპორტის ნაწილის, მათ შორის, „ლ----ს“ და „პ---------ს“ მომხმარებლის მხარის გამოყენება, რითაც მოხდა ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სწორედ მუ----- კ----------ის, და---- კ--–----ის და ბი---- სა---------–---–-ს ქმედებებით. 20---–-–------------ს, მუ----- კუ---------მ მიმართა შემოსავლების სამსახურს განცხადებით, რომ წყვეტდა სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ საქმიანობას. იმავე წლის 0--------–ს მანვე მიმართა განცხადებით, რომ გაუქმებულიყო სამორინეს მოწყობის ნებართვა, გაცემული 20---–-–------------–ს, რის გამოც, ძალადაკარგულად ჩაითვალა 20---–-–-----------–ის ბრძანება და გაუქმდა შპს „ს-----ზე“ გაცემული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა #19-------. მიუხედავად ამისა, www.b----------com-ს 20---–-–------------–ის ჩათვლით კვლავ იყენებდა შპს „ს-----ი“, თუმცა, დ-----ი www.b----------com ეკუთვნოდა ბი---- სა---------–---–ს. 20---–-–------------ს, დაარსდა და დარეგისტრირდა შპს „ს--------–-------“ (დამფუძნებელი დირექტორი - ბი---- სა---------–---–-), რომელმაც იმავე წლის 1--------–ს მიიღო ტოტალიზატორის მოწყობის ლიცენზია, ხოლო 1--------–ს მიიღო სამორინეს ლიცენზია. 20---–-–-----------ს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის - შპს „ქ-------------“-ის სარჩელი და შპს „ს-----ს“ აუკრძალა ვებ-გვერდის - www.l-----------.com-ის პროგრამული კოდების გამოყენება. წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ბი---- სა---------–---–მა, და---- კვ-–-----მ და მუ----- კუ---------მ გადაწყვიტეს შპს „ს--------–-------ს“ დირექტორი კვლავ შეეცვალათ და 20---–-–---------------ს მონაცემებით, საჯარო რეესტრის ამონაწერში შპს „ს--------–-------ს“ 100%-იანი წილის მმართველად და დირექტორად დაფიქსირდა და---- კვ-–-----, რითაც კიდევ ერთხელ განახორციელეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა. გარდა ზემოაღნიშნულისა, ვებ-გვერდი www.b----------com-ის ელექტრონული გვერდი დათვალიერდა ასევე 20---–-–----------------------ს, რა დროსაც კვლავ დადასტურდა სპორტის ნაწილის, მათ შორის „ლ----ს“ და „პ---------ს“ ფუნქციონირება მომხმარებლის მხარის გამოყენების კუთხით, რა დროსაც დაუბრკოლებლად წარმოებდა ფსონების მიღება. ამავდროულად, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაშიც პროგრამული კოდები იყო www.l-----------.com-ის, შესაბამისად, მოხდა ძალაში შესული 20---–-–-----------ის სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სწორედ მუ----- კ----------ის, და---- კ--–----ის და ბი---- სა---------–---–-ს ერთობლივი ქმედებებით.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეების - გი-----------–----–---–ის, კა--------------ის, ვლ-----------------–-–---–ის, ლე-------–---–---–ის, ალ----------–--ის, თ---------–-–---–ის, ირ----------------–---–ის, ასევე ბრალდებულების ბი---- სა---------–---–-ს, და---- კ--–----ის და მუ----- კ----------ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების მა----------------ას, ნი-----------–-----ის, და---- ტ----–---–ის, გე-–----------ის, შო---------–--ის, შო------------ის გამოკითხვის ოქმები, დოკუმენტების და ელექტრონული ვებ-გვერდების დათვალიერების ოქმები, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ფაქტების კონსტატაცის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–-------------ს განჩინება და 20---–-–-----------ის გადაწყვეტილება, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და და---- კ--–----ის, მუ----- კ----------ის და ბი---- სა---------–---–-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია და---- კ--–----ის, მუ----- კ----------ის და ბი---- სა---------–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, და---- კვ-–-----, მუ----- კუ--------- და ბი---- სა---------–---–- დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილნი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო 27-ე მუხლზე მითითება უნდა ამოერიცხოთ, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

4.1. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე კა--------------მა განმარტა, რომ 2016 წლის დასაწყისში მიენიჭა შპს „ქ-------------“-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. შპს „ქ-------------“ წარმოადგენდა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს, ფლობდა ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვას და ახორციელბდა სათამაშო ბიზნეს-საქმიანობას, მათ შორის ინტერნეტის გამოყენებით ვებ-გვერდის - www.l-----------.com-ის მეშვეობით - ე.წ. ონლაინ-ტოტალიზატორი. შპს „ქ-------------“-ის დირექტორი არის გი-----------–----–---–ი. მოწმის განმარტებით, ინტერნეტში ასევე ფუნქციონირებდა ვებ-გვერდი: www.b----------com. აღნიშნულ საიტზე განთავსებული იყო ინფორმაცია, რომლის მიხედვით მისი მესაკუთრე იყო შპს „ს-----ი“. შპს „ს-----იც“ ფლობდა ტოტალიზატორის მოწყობის ლიცენზიას და ფუნქციონირებდა ინტერნეტის მეშვეობით. შპს „ს-----ის“, როგორც საიტის მესაკუთრის და მმართველის მისამართად მითითებული იყო ქ. თ---–---------------------------. შპს „ქ-------------“-ის დაკვეთით პროგრამისტმა ლე-------–---–---–მა მოახდინა შპს „ქ-------------“-ის კუთვნილი ვებ-გვერდის: www.l-----------.com-ის ახალი პროგრამის შემუშავება და ტექნიკური გაფორმება, ასევე განახლებული პროგრამის ვებ-გვერდზე იმპლემენტაცია. 2015 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში, ფუნქციონირება დაიწყო ვებ გვერდის: www.l-----------.com–ის ტოტალიზატორის ახალმა პროგრამამ, რომელიც შედგებოდა საიტის მთავარ მენიუში ჩასმული ორი ვებ-გვერდისგან. პირველი გვერდი იყო სპორტი ე.წ. „პ---------“, ხოლო მეორე გვერდი იყო - ე.წ. „ლ----“. აღნიშნული გვერდების დანიშნულება იყო მოთამაშისთვის - მომხმარებლისთვის სპორტის თამაშების ჩვენება და ფსონის დადების შესაძლებლობის მიცემა: პირველი გვერდის შემთხვევაში - ჯერ არ დაწყებულ თამაშზე, ხოლო მეორე გვერდის შემთხვევაში - მიმდინარე თამაშზე. 2015 წლის დეკემბერში გამოვლინდა, რომ შპს „ს-----ის“ საკუთრებასა და მმართველობაში არსებული ვებ-გვერდი: www.b----------com იყენებდა ვებ-გვერდის: www.l-----------.com-ის დიზაინს, წყობას და პროგრამულ კოდებს. შპს „ქ-------------“-ის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე განხორციელებული ცვლილება, ასევე, აისახებოდა შპს „ს-----ის“ ვებ-გვერდზეც და მათ მიერ შექმნილი პროგრამული კოდები, რომლის სახელწოდებაშიც ფიგურირებდა მაგალითისთვის www.l-----------.com, უცვლელად გადადიოდა იმავე სახელწოდებით საიტზე www.b----------com-ზე. აღნიშნული ფაქტის აღმოჩენისთანავე, შპს „ქ--------------მა“ მიმართა საქართველოს შს სამინისტროს, რა დროსაც შპს „ს-----იც“ გამოიკითხა და მისთვისაც გახდა ცნობილი პრეტენზიის თაობაზე. ამასთან, ვინაიდან არ იყო დანაშაულის ნიშნები, გადაწყდა, რომ მიემართათ სასამართლოსთვის. სასამართლოში მტკიცებულებათა წარდგენის მიზნით, 2016 წლის დასაწყისში, შპს „ქ--------------მა“ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ადგილი ვებ-გვერდის: www.l-----------.com-ის პროგრამული კოდების გამოყენებას ვებ-გვერდის www.b----------com - ის მიერ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროგრამული კოდები იდენტური იყო, რის გამოც 20---–-–------------ს, შპს „ქ--------------მა“ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე შპს „ს-----ის“ მიმართ ამკრძალავი ღონისძიების გამოყენება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–-------------ს განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ქ-------------“-ის მოთხოვნა და შპს „ს-----ს“ აეკრძალა ვებ-გვერდის www.b----------com-ის სპორტის ნაწილის, მათ შორის „პ---------ს“ და „ლ----ს“, მომხმარებლის მხარის გამოყენება. იმავე ან მომდევნო დღეებში განჩინება აღსასრულებლად წარედგინა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. განჩინების სააღსრულებო ბიუროში წარდგენის მომენტიდან იგი სისტემატიურად უკავშირდებოდი აღმასრულებელს, ვინაიდან შპს „ქ--------------ის“ ინტერესში იყო დროული რეაგირება. მისთვის აღმასრულებლისგან ცნობილი იყო, რომ იგი მისული იყო შპს „ს-----ის“ ოფისში - ქ. თ---–--–---------------- ქუჩაზე, რა დროსაც იქ მყოფ პირებს განუმარტა, რომ იყო სააღსრულებო ბიუროდან და უნდა გადაეცათ შპს „ს-----ის“ დირექტორისთვის ვებ-გვერდის გამოყენების აკრძალვის თაობაზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, თუმცა ადგილზე მყოფი პირების განმარტებით, შპს „ს-----ის“ ხელმძღვანელობა ოფისში არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ, აღმასრულებელი იმყოფებოდა შპს „ს-----ის“ დირექტორის საცხოვრებელ ადგილზე, სადაც დახვდა მისი შვილი, რომელსაც გადასცა ინფორმაცია, რომ სააღსრულებო ფურცლის ჩაბარების მიზნით, მამამისი დაკავშირებოდა აღმასრულებელს. ასევე, იგი მობილური ტელეფონითაც ესაუბრა შპს „ს-----ის“ დირექტორის მეუღლეს და აცნობა სასამართლოს განჩინების და სააღსრულებო ფურცლის თაობაზე. საბოლოოდ, აღმასრულებელმა მოახერხა აღნიშნული სააღსრულებო ფურცლისა და განჩინების მოლარისთვის ჩაბარება, თუმცა მიუხედავად აღმასრულებლის მხრიდან განხორციელებული ქმედებებისა, ვებ-გვერდის www.b----------com-ის სპორტის ნაწილი აგრძელებდა ფუნქციონირებას, იყენებდა შპს „ქ--------------ის“ ვებ-გვერდის: www.l-----------.com-ის პროგრამულ კოდებს. ამ გარემოების დასადასტურებლად, 2016 წლის აპრილის თვეში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგა ფაქტების კონსტატაციის ოქმი, რომლის თანახმადაც, ვებ გვერდის www.b----------com-ის სპორტის ნაწილი კვლავ ფუნქციონირებდა და მომხარებელს შეეძლო ფსონების დადება. აღნიშნულის საფუძველზე, შპს „ქ--------------მა“ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა სააღსრულებო საქმის პროკურატურაში გადაგზავნა, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის მოტივით. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინების გამოტანის დროისთვის, ვებ-გვერდზე www.b----------com მითითებული იყო, რომ საიტი ლიცენზირებული იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეკუთვნოდა და იმართებოდა შპს „ს-----ის“ მიერ, თუმცა მოგვიანებით ვებ-გვერდზე აისახა ინფორმაცია, რომ საიტი ლიცენზირებული იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეკუთვნოდა და იმართებოდა შპს „ს--------–-------ს“ მიერ. მოწმის განმარტებით, მიუხედავად მესაკუთრის ცვლილების შესახებ ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებისა, ადგილი ჰქონდა შპს „ს-----ის“ მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, შემდეგი გარემოებების გამო: “ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემას ექვემდებარება ტოტალიზატორის მოწყობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ტოტალიზატორი შეიძლება გაიმართოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით-ინტერნეტის გამოყენებით, ხოლო 22-ე პუნქტის თანახმად: ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა შეუძლია მხოლოდ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელს ამ ნებართვის ფარგლებში. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა, ხოლო ამ მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, აკრძალულია ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა. აღნიშნული ნორმების ანალიზი კი იძლევა შემდეგი დასკვნის გაკეთების საშუალებას: ტოტალიზატორის ნებართვა, მიუხედავად მისი მოწყობის ფორმისა, მიუხედავად იმისა ეწყობა ის შენობა-ნაგებობაში თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით - ინტერნეტით, წარმოადგენს ერთი უფლების ობიექტს. კანონი არ ითვალისწინებს მოწყობის ფორმის მიხედვით დამატებითი ანდა ახალი ნებართვის გაცემის პირობას და ადგენს, რომ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა იძლევა მათ შორის მისი ინტერნეტით მოწყობის უფლებასაც. განსხვავება მათ შორის არის მხოლოდ ის, რომ პირველ შემთხვევაში მოთამაშე ფსონს დებს სპეციალურად გამოყოფილ შენობა-ნაგებობაში, ხოლო მეორე შემთხვევაში - ნებართვის მფლობელს გააჩნია ვებ-გვერდზე ატვირთული სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სისტემურ-ელექტრონული ფორმით ხორციელდება მოთამაშის მიერ ფსონის დადება და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიერ ფსონის მიღება. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოხდა ვებ-გვერდის www.b----------com-ის მესაკუთრის შეცვლა, თუმცა, მიაჩნია, რომ ადგილი აქვს შპს „ს-----ის“ მხრიდან უკანონო მოქმედებას, ვინაიდან მასზე იყო გაცემული ნებართვა, რომლის ფარგლებშიც ის ახორციელებდა ფსონების მიღებას ვებ-გვერდის www.b----------com-ის მეშვეობით. საიტის მესაკუთრის შეცვლა ნიშნავს არა უბრალოდ ვებ-გვერდის მესაკუთრის შეცვლას, არამედ ახალ მესაკუთრეზე გადადის ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების უფლება (ფსონების მიღება და სხვ), ხოლო „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, აკრძალულია ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა. ამასთან, მოწმის განმარტებით, სასამართლოს მიერ აკრძალვა დაწესდა ვებ-გვერდის www.b----------com-ის სპორტის ნაწილის გამოყენებაზე, რაც გულისხმობს, რომ მიუხედავად მისი მესაკუთრისა, მომხმარებელს ვერ უნდა შესძლებოდა ფსონის დადება, ხოლო ტოტალიზატორის მომწყობს ფსონის მიღება. მოწმემ ასევე ყურადღება გაამახვილა „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “ვ” და “დ” ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმადაც, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონულად და ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში ორგანიზატორი ვალდებულია მიუთითოს ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება, თამაშობების ჩამონათვალი, დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ნებართვის ნომერი, ვებ-გვერდის მისამართი, ორგანიზატორის დასახელება და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, მესაკუთრის შეცვლის შემდეგ, მართალია ვებ-გვერდზე www.b----------com-ზე მითითებული იყო, რომ საიტი ეკუთვნოდა და იმართებოდა შპს „ს--------–-------ს“ მიერ, თუმცა ყველა სხვა ინფორმაცია იდენტური იყო იმ ვერსიისა, რომელიც განთავსებული იყო შპს „ს-----ის“ მიერ.

 

4.2. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ვლ-----------------–-–---–მა სასამართლოს მიაწოდა ანალოგიური ინფორმაცია, რაც მოწმე კა--------------მა - სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას.

 

4.3. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გი-----------–----–---–მა განმარტა, რომ 2013 წლის ოქტომბრიდან იგი არის შპს "ქ-------------"-ს დირექტორი. აღნიშნულ შპს-ს ახორციელებს სათამაშო ბიზნეს-საქმიანობას, კერძოდ, ფლობს ტოტალიზატორებსა და სლოტ-კლუბებს. 2015 წლიდან - 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით შპს "ქ-------------" სათამაშო ბიზნეს-საქმიანობას ახორციელებდა, აგრეთვე, ონლაინ ტოტალიზატორის - ვებ-გვერდ - www.l-----------.com-ის მეშვეობით. შპს "ქ-------------" დაკვეთით, პროგრამისტ ლე-------–---–---–ის მიერ, 20.000 ლარის სანაცვლოდ, მოხდა აღნიშნული ვებ-გვერდიას პროგრამული განახლება, რომელმაც მუშაობა დაიწყო 2015 წლის სექტემბრის თვეში. მცირე დროში www.b----------com-ის ვებ-გვერდზე დაიწყო www.l-----------.com-ის განახლებული პროგრამული კოდების კოპირება, ატვირთვა და გამოყენება. კერძოდ, ვებ-გვერდის მისამართი იყო www.b----------com, ხოლო გვერდის დიზაინი და პროგრამული შიგთავსი იყო www.l-----------.com-ის ანალოგი, განსხვავდებოდა მხოლოდ ფერებით. მისთვის ცნობილი იყო, რომ www.b----------com-ის მესაკუთრე იყო და მართავდა შპს „ს-----ი“, რომელსაც დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს მათი პროგრამული კოდების გამოყენების შეწყვეტა, თუმცა, იმის გამო რომ არ მოხდა მისი შეწყვეტა, 2016 წლის მარტში შპს „ქ-------------“-მა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ვებ-გვერდის www.b----------com-ის სპორტის ნაწილის გამოყენების, მათ შორის "პ---------ს" და "ლ----ს" გამოყენების აკრძალვა. წარდგენილი მასალების საფუძველზე, დაკმაყოფილდა შპს „ქ-------------“-ის მოთხოვნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–-------------ს განჩინებით, შპს „ს-----ს“ აეკრძალა ვებ გვერდის - www.b----------com-ის სპორტის ნაწილის, მათ შორის "პ---------ს" და "ლ----ს" მომხმარებლის მხარის გამოყენება, რაც მომდევნო დღეებში მათი კომპანიის წარმომადგენლებმა აღსასრულებლად შეიტანეს თბილისის აღსრულების ეროვნულ ბიუროში. შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღმასრულებელის მიერ განჩინება ჩაბარდა შპს „ს-----ის“ იურიდიულ მისამართზე, თუმცა, შპს „ს-----ი“ კვლავ სარგებლობდა სპორტის ნაწილით, მათ შორის „პ---------თ“ და „ლ----თ“. რამდენადაც იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, მისი დავალებით მასალები გადაიგზავნა პროკურატურაში შემდგომი რეაგირების მიზნით. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულების ქმედებით, შპს „ქ-------------“-მა განიცადა მატერიალური ზიანი 20.000 ლარის ოდენობით. ამასთან, დღეის მდგომარეობით ბრალდებულთა მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია.

 

4.4. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ლე-------–---–---–მა განმარტა, რომ 2015 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში, შპს „ქ-------------“-ისთვის შექმნა www.l-----------.com-ის საიტზე სპორტის ნაწილი, მათ შორის „პ---------სა“ და „ლ----ს“ გვერდები. აღნიშნული პროგრამის შექმნაში შპს „ქ-------------“-მა გადაუხადა 20.000 ლარი. აღნიშნული პროგრამა საიტზე გაშვებულ იქნა 2015 წლის დაახლოებით სექტემბრის თვეში. აღნიშნული პროგრამის საიტზე გაშვებიდან რამდენიმე თვეში მის მიერ აღმოჩენილი იქნა, რომ ვებ-გვერდი www.b----------com იყენებდა მის მიერ www.l-----------.com-ისთვის შექმნილ პროგრამულ კოდებს, ე.წ. მომხმარებლის მხარის კოდს, რის შესახებაც მან აცნობა მის უშუალო უფროსს - თო---------------ს. აღნიშნულის გამო, როგორც მისთვის არის ცნობილი, შპს „ქ-------------“-ის ხელმძღვანელობამ მიმართა საქართველოს შს სამინისტროს კიბერდანაშაულის განყოფილებას, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს აღნიშნული კოდების იდენტურობის დასადგენად და ბოლოს სასამართლოს - ვებ-გვერდ www.b----------com - ისთვის www.l-----------.com-ის პროგრამული კოდების გამოყენების აკრძალვის მოთხოვნით. მოწმის განმარტებით, ვებ-გვერდ www.l-----------.com-ის სპორტის ნაწილის მომზადება მოხდა სპეციალური პროგრამული კოდების გამოყენებით, რაც შემდეგ განთავსდა სერვერზე. მომხმარებლის მხარის ვებ-გვერდზე განთავსებული პროგრამული კოდები ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის, ვისაც ინტერნეტთან აქვს წვდომა, ხოლო სპეციალური ცოდნის მქონე პირს შეუძლია დააკოპიროს აღნიშნული პროგრამული კოდები, გადაიტანოს თავის სერვერზე და აღნიშნული კოდებით ამუშაოს თავისი ვებ-გვერდი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ პროგრამული კოდებით ხორციელდება პროგრამის შიგთავსის ფუნქციონირება, ხოლო ვიზუალური კოდებით ხორციელდება ვიზუალური მხარის მართვა და ფუნქციონირება. კერძოდ, ვებ-გვერდზე ვიზუალური კოდი განსაზღვრავს მონიტორზე გამოსახული ელემენტების ვიზუალურ მხარეს: ფერს, განლაგებას, ზომას და ა.შ. რაც შეეხება პროგრამულ კოდებს, აღნიშნული კოდის გამოყენებით ხდება მონიტორზე არსებული ღილაკების და ელემენტების - „პ---------ს“, „ლ----ს“, „პოკერის“ და ა.შ ამუშავება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ პროგრამული კოდების კოპირების შემთხვევაში, კოდების მფლობელის მიერ პროგრამის განახლების შემთხვევაში, კოპირებული კოდების განახლება ავტომატურად არ ხდება და კოდების განახლების მიზნით, პირმა ხელახლა უნდა დააკოპიროს და ჩამოტვირთოს განახლებული კოდები. მოწმემ გამორიცხა მის მიერ შექმნილი კოდების იდენტური კოდების სხვა პირის მიერ შექმნის შესაძლებლობა, რამდენადაც პროგრამული კოდები შედგება 1000-ობით ხაზისა და 10000-ობით სიმბოლოსგან, რომელთა დამთხვევაც პრაქტიკულად შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, ცვლილება იყო მხოლოდ ვიზუალურ მხარეში, კერძოდ, შეცვლილი იყო მხოლოდ ფერები, ფუნქციონალურ მხარეში კი იყო მცირე - 1-2% სხვაობა. მოწმის განმარტებით, იგი პერიოდულად, თითქმის ყოველდღე ამოწმებდა, გრძელდებოდა თუ არა ვებ-გვერდ www.b----------com-ზე www.l-----------.com-ის სპორტული ნაწილის გამოყენება და თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა www.b----------com-ის მიერ www.l-----------.com-ის სპორტული ნაწილის გამოყენებას. ასევე დააზუსტა, რომ ბოლო პერიოდში ვებ-გვერდ www.b----------com-ზე გამოყენებული კოდები და მის მიერ შექმნილი კოდები აბსოლუტურად იდენტური არ იყო, კერძოდ, მის მიერ შექმნილ კოდებში შეტანილი იყო უმნიშვნელო ცვლილებები, რომელიც ძირითად ფუნქციონალურ მხარეზე გავლენას ვერ მოახდენს.

 

4.5. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ალ----------–--ემ განმარტა, რომ მუშაობს თბილისის აღსრულების ეროვნულ ბიუროში სპეციალისტის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედის აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესულ საქმეებზე პირველადი მოქმედებების განხორციელება, კერძოდ, მოვალის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ასევე შეტყობინებების გაგზავნა და საქმის გადაცემა ძირითადი აღმასრულებელისთვის. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ 2016 წლის მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში დაეწერა საქმე, სადაც მოვალე იყო შპს ,,ს-----ი’’. მან მოიძია შპს „ს-----ის“ შესახებ ინფორმაცია და მის მიერ მოძიებულ მისამართებზე - ჭი---------ა და უზ-----------ზე, სააღსრულებლო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების შესაბამისად გააგზავნა შეტობინება „ლ----სა“ და „პ---------ს“ მომხმარებლის მხარის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც აღნიშნული საქმე გადააწერა ძირითად აღმასრულებელს - მა----------------ას. მოწმის განმარტებით, სხვა მოქმედებების განხორცილება, მათ შორის შეტყობინებების ჩაბარება-არ ჩაბარებაზე კონტროლი, მის მოვალეობაში არ შედის და შესაბამისად, სხვა რაიმე მოქმედება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არ განუხორციელებია.

 

4.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 20---–-–---------------–ის კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის #1------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ #1, #2, #3 პაკეტებში მდებარე დისკებზე არსებულ „l--------------“ და “p------------------” ფაილებსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #0------ პაკეტებში არსებულ დისკზე, საქაღალდე „l-----------.com“-ში მოთავსებული „l---------------- -დაუშიფრავი“ და „p---------------------დაუშიფრავი“ ფაილებს შორის სხვაობა მდგომარეობს ფუნქციების, მათი პარამეტრების დასახელებებსა და ფუნქციის ჩაწერის მეთოდებში. ზემოაღნიშნული ფაილები სემანტიკურად ერთი და იგივე ფუნქციებს ასრულებენ. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა კვლევა, რომლის თანახმად, ფაილების კოდის შედარების პროცესში ნანახი ცვლილებები არის სინტაქსური ხასიათის, ასევე გამოყენებულია პროგრამის ჩაწერის განსხვავებული მეთოდები. ფუნქციების სემანტიკური შინაარსი და დასაბრუნებელი მნიშვნელობები უცვლელია, უცვლელია ასევე კოდში ფუნქციათა უმრაველოსობის თანმიმდევრობა.

 

4.7. კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის #1------- დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ირ----------------–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გარშემო.

 

4.8. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე თ---------–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ იქნა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ, მის მიერ გამოკითხულ იქნენ მოწმეები, დაინიშნა კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზა, სხვადასხვა დაწესებულებებიდან (აღსრულების ეროვნული ბიუროდან, შემოსავლების სამსახურიდან და სხვა) გამოითხოვა საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელთა სისწორეს და კანონთან შესაბამისობას სრულად ადასტურებს.

 

4.9. ბრალდებულმა ბი---- ს-----------–---–მა სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წელს 580 აშშ დოლარად შეი---- დ-----ი - www.b----------com, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. შემდეგ აღნიშნული დ-----ის შეძენის სურვილით დაუკავშირდა და---- კვ-–-----, რომელსაც ასევე სურდა ძველი ვებ-გვერდის განახლება და შეთანხმდნენ, რომ დ-----ისა და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, და---- კვ-–-----ს მისთვის უნდა გადაეხადა 30.000 აშშ დოლარი. ავანსის სახით გადაუხადა 5000 აშშ დოლარი და დაიწყო მუშაობა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ ასევე გადაუხადა 5000 აშშ დოლარი. შემდეგ და---- კვ-–-----ს შეექმნა ფინანსური პრობლემები, რის გამოც დარჩენილ ვალს - 20 000 აშშ დოლარს ვეღარ უხდიდა. ამასთან, შეიტყო, რომ ფინანსური პრობლემების გამო და---- კვ-–----- აპირებდა ტოტალიზატორის დახურვას და შესთავაზა ბიზნეს-საქმიანობის გაგრძელება. რამდენადაც ზოგადად არ შეიძლება სათამაშო ბიზნეს-საქმიანობის გაგრძელება, მან თავად შეი---- ლიცენზია, რაშიც გადაიხადა 40.000 ლარი, ასევე გადაიხადა მოსაკრებლები, კერძოდ, ტოტალიზატორისა და კაზინოს მოსაკრებელი - 26.000-26.000 ლარი და იქირავა ფართი, სადაც მისი ოფისი იყო განთავსებული. შესაბამისად, მან თავიდან დაიწყო ბიზნეს-საქმიანობის განხორციელება თავისი შპს „ს--------–-------თ“, რომელიც დააფუძნა 20---–-–------------ს და აღნიშნული შპს „ს--------–-------თ“ დაიწყო ოპერირება. შემდეგ დაიბარეს პროკურატურაში და უთხრეს, რომ სპორტული მხარე უნდა აეკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აკრძალვა ეხებოდა შპს „ს-----ს“, ხოლო თავად ოპერირებდა შპს „ს--------–-------თ“. ამის შემდეგ მან საერთოდ შეწყვიტა საქმიანობა და 2016 წლის 2 აგვისტოს, აღნიშნული ბიზნეს-საქმიანობა დაუბრუნა და---- კვ-–-----ს. ბრალდებულის განმარტებით, მან მართალია იცოდა, რომ პროგრამულ კოდებთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა იყო, კერძოდ, ძველ ოფისში ყოფნის დროს და---- კვ-–-----ს დაურეკეს და დაიბარეს საგამოძიებო ორგანოში, სადაც თავადაც გაჰყვა და როდესაც ჰკითხა, რა ხდებოდა, უთხრა, რომ „რაღაც კოდებზე“ იყო საუბარი, თუმცა, ვერც თავად და ვერც და---- კვ-–----- ვერ მიხვდა რა ხდებოდა. ხოლო შემდეგ, ვიდრე ოპერირებას დაიწყებდა, და---- კვ-–-----ს უთხრა, რომ ვერ დაიწყებდა ფუნქციონირებას, ვიდრე აღნიშნული პრობლემა არ აღმოიფხვრებოდა. შემდეგ ისინი დაუკავშირდნენ იმ კომპანიას, ვისაც და---- კვ-–-----მ გააკეთებინა აღნიშნული პროგრამა და მოსთხოვეს ხარვეზის გამოსწორება. მან ფუნქციონირება დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ კოდები იყო შეცვლილი და არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ, თუმცა, პროკურატურაში მაინც ეუბნებოდნენ, რომ სპორტული ნაწილის გამოყენება ეკრძალებოდა, რის გამოც შეშინდა და და---- კვ-–-----ს უკან დაუბრუნა აღნიშნული ბიზნეს-საქმიანობა. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე მის მიერ დაფუძნებული შპს „ს--------–-------“ ოპერირებას დაიწყებდა, იქამდე სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მისთვის არავის ჩაუბარებია, ასევე, მისთვის არ იყო ცნობილი რაიმე აკრძალვის შესახებ.

 

4.10. ბრალდებულმა და---- კვ-–-----მ სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წელს დააარსა შპს „ს-----ი“, რომელიც დაარეგისტრირა მისი ბიძაშვილის მუ----- კ----------ის სახელზე, თუმცა, ფაქტობრივად მართავდა თავად. აღნიშნული კომპანია ახორციელებდა სათამაშო ბიზნეს-საქმიანობას, კერძოდ, ფლობდა ონლაინ-ტოტალიზატორსა და სამორინეს. აღნიშნული საქმიანობისათვის თავდაპირველად იყენებდა ინტერნეტ საიტს - www.m------.ge-ს, ხოლო შემდგომ ინტერნეტ საიტს - www.b----------com. ორივე შემთხვევაში პროგრამები - სპორტული ნაწილი შეძენილი ჰქონდა უცხოური კომპანია - b---------------com-ისგან, რომელთანაც დადებული ჰქონდა ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე უხდიდა მოგებიდან 18%. მოწმის განმარტებით, დ-----ი - www.b----------com. მოიძია ინტერნეტით და შეი---- ბი---- სა---------–---–-სგან. ამასთან, ვინაიდან b---------------com-ს სპორტის ნაწილი სტრუქტურულად აწყობილი იყო ევროპულ სტილზე, მას სურდა სპორტის ნაწილის ქართულ სტრუქტურულ სტილზე აწყობა, თუმცა, b---------------com-მა უთხრა, რომ მათ აღნიშნული არ შეეძლოთ, ხოლო თუ ნახავდა ვინმეს, წვდომას მისცემდნენ. მან მოიძია ამერიკული კომპანია, რომელსაც უთხრა, რომ www.l-----------.com-ის სპორტის ნაწილის სტრუქტურა იყო მისთვის მისაღები. აღნიშნულმა ამერიკულმა კომპანიამ, www.b----------com-ის სპორტის ნაწილი, მისდა გასაკვირად, დაუმზადა ძალიან მცირე დროში, რის შემდეგაც ფუნქციონირებდა ჩვეულებრივ. ამასთან, აღნიშნული პროგრამული კოდების აკრძალვის შესახებ სასამართლოს განჩინების მიტანისას, იგი არ იმყოფებოდა ოფისში. დოკუმენტაციის მიტანის შესახებ აცნობა მოლარე ნი-----------–-----ემ, თუმცა, იმის გამო, რომ ჰქონდა ფინანსური პრობლემები, იფიქრა, რომ აღნიშნული დოკუმენტები მიტანილი იყო ფინანსური პოლიციიდან და რადგან თავისი ბიზნეს-საქმიანობა უკვე შეწყვეტილი ჰქონდა, ყურადღება აღარ მიუქცევია მისთვის და აღარ გაცნობია მას. შემდეგ კვლავ მივიდა ქალბატონი, რომელმაც ჰკითხა, რატომ არ ჰქონდა გათიშული და ვინაიდან მას კვლავ ფინანსური პოლიციიდან ეგონა, უთხრა, რომ გათიშული ჰქონდა და ფსონებს არ იღებდა, ხოლო საიტის ჩართვას კანონი არ უკრძალავდა. ქალბატონმა უთხრა, რომ საიტის გამოყენება აკრძალული ჰქონდა, კერძოდ, შპს „ქ-------------“ მოთხოვნით შპს „ს-----ს“ აკრძალული ჰქონდა სპორტის ნაწილის გამოყენება და საიტი უნდა გაეთიშა. დაახლოებით 10 დღის შემდეგ აღნიშნული ქალბატონი კვლავ მივიდა და ჰკითხა, თუ რატომ არ იყო გათიშული, რასთან დაკავშირებითაც განუმარტა, რომ შპს „ს-----მა“, რომელზეც ვრცელდებოდა აკრძალვა, ფუნქციონირება შეწყვიტა. ბრალდებულის განმარტებით, ვინაიდან ჰქონდა ფინანსური პრობლემები, მათ შორის ბი---- სა---------–---–-სთვის მისაცემი ჰქონდა კიდევ 20.000 აშშ დოლარი (დ-----ის და მომსახურების თანხის - 30000 აშშ დოლარიდან გადახდილი ჰქონდა მხოლოდ 10.000 აშშ დოლარო), მან ამ უკანასკნელს ვალის სანაცვლოდ შესთავაზა თავისი ბიზნეს-საქმიანობის გადაცემა. ბი---- სა---------–---–მა დააფუძნა ახალი შპს და აიღო თავისი ლიცენზია. ამასთან, მას ბი---- სა---------–---–-სთვის არ უთქვამს, რომ შპს „ს-----ს“ აკრძალული ჰქონდა სპორტის ნაწილის გამოყენება, რამდენადაც შპს „ს-----ი“ უკვე გაუქმებული იყო, ხოლო ბი---- სა---------–---–ს დაფუძნებული ჰქონდა ახალი კომპანია. ასევე, მას შემდეგ რაც მისთვის ცნობილი გახდა www.l-----------.com-ის სპორტის ნაწილისა და მისი ვებ-გვერდის სპორტის ნაწილის კოდების იდენტურობის შესახებ, იგი დაუკავშირდა იმ კომპანიას, რომელმაც დაუმზადა სპორტის ნაწილი და მოსთხოვა ხარვეზის გამოსწორება და კოდების შეცვლა. მიუხედავად კოდების შეცვლისა, ბი---- სა---------–---–ს აღნიშნული შეცვლილი კოდებიც კი არ გამოუყენებია, ვინაიდან როგორც კი ვებ-გვედზე ჩართო სპორტული ნაწილი, მას დაუკავშირდნენ სამართალდამცავი ორგანოებიდან, რის გამოც ბი---- სა---------–---–მა საერთოდ გათიშა სპორტული ნაწილი და უკან დაუბრუნა მას აღნიშნული ბიზნეს-საქმიანობა. ბრალდებულის თქმით, აღნიშნულის შემდეგ ბი---- ს-----------–---–თან საქმიანი შემხებლობა აღარ ჰქონია.

 

4.11. ბრალდებულმა მუ----- კუ---------მ სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წელს მამიდაშვილის - და---- კ--–----ის თხოვნით მის სახელზე დარეგისტრირდა შპს „ს-----ი“, რომელსაც ფაქტობრივად მართავდა და---- კვ-–-----. 20---–-–------------ს და---- კვ-–----- მივიდა მასთან და უთხრა, რომ „უჩიოდნენ“, პრობლემები ჰქონდა და უნდა გაეუქმებინათ მის სახელზე დარეგისტრირებული შპს „ს-----ი“. მან ხელი მოაწერა აღნიშნული კომპანიის გაუქმების დოკუმენტაციას, ხოლო სხვა შემხებლობა აღნიშნულ შპს-სთან და მის საქმიანობასთან არ ჰქონია. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო სასამართლოს განჩინებისა და გადაწყვეტილების შესახებ და მას არ ჩაბარებია აღნიშნული დოკუმენტაცია.

4.12. ბი---- სა---------–---–-ს, და---- კ--–----ის და მუ----- კ----------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა მოწმეების გი-----------–----–---–ის, კა--------------ის, ვლ-----------------–-–---–ის, ლე-------–---–---–ის, ალ----------–--ის, ირ----------------–---–ის და თ---------–-–---–ის ჩვენებებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების მა----------------ას, ნი-----------–-----ის, და---- ტ----–---–ის, გე-–----------ის, შო---------–--ის, შო------------ის გამოკითხვის ოქმებს, 2016 წლის 2-------ს დათვალიერების ოქმს, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ შპს „ს-----ის“ და შპს „ს-------–------ის“ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ 20---–-–------------–ის ფაქტების კონსტატაციის ოქმი, 2016 წლის 1------------ და 2016 წლის 2------------ის ვებ-გვერდის დათვალიერების ოქმებს, 2016 წლის 2-----------ს ლაზერული დისკების დათვალიერების ოქმს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-------------ს განჩინებას (სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-----------ის დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

4.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, მოწმეების გი-----------–----–---–ის, კა--------------ის, ვლ-----------------–-–---–ის, ლე-------–---–---–ის, ალ----------–--ის, თ---------–-–---–ის, ირ----------------–---–ის, ასევე ბრალდებულების ბი---- სა---------–---–-ს, და---- კ--–----ის და მუ----- კ----------ის მიერ მიცემული ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

4.14. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

4.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

4.16. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

4.17. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

4.18. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

5.2. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზ-----ბ მ----ე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

 

5.5. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

5.6. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით“. ამ კონსტიტუციური დებულების შემდგომი კონკრეტიზაცია მოცემულია საპროცესო კანონმდებლობაში. კერძოდ, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში და სხვა ნორმატიულ აქტებში.

 

5.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა. სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მართლმსაჯულების ინტერესი სამართალშეფარდების პროცესის რეალიზაციის უზრუნველსაყოფად, ესე იგი ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასამართლოს კანონიერ საქმიანობას მიღებულ გადაწყვეტილებათა შესასრულებლად. დანაშაულის საგანია დოკუმენტურად გაფორმებული პროცესუალური აქტი, რომელიც სასამართლოს მიერ არის გამოტანილი - სასამართლო განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება განხორციელდეს როგორც მოქმედებით - სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისათვის ხელის შეშლით, ისე უმოქმედობით - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობით.

 

5.8. ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ნიშნავს, რომ პირი, საპატიო მიზეზის გარეშე, არა----არ ზომებს არ იღებს ამ აქტებით მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად, მიუხედავად იმისა, რომ მას მისი აღსრულების ვალდებულება აკისრია. ამდენად, აღნიშნული შემადგენლობის ობიექტური მხარე გამოიხატება მხოლოდ უმოქმედობაში (წმინდა უმოქმედობაში). რაც შეეხება ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისათვის ხელის შეშლას, იგი, გულისხმობს ნებისმიერი მოქმედების შესრულებას (აქტიური მოქმედება), რაც დააბრკოლებს ან შეუძლებელს გახდის მითითებული სასამართლო აქტების აღსრულებას. კერძოდ, იგი შეიძლება გამოიხატოს დაწესებულებაში აღსასრულებლად მიღებული განაჩენის ან სხვა სასამართლო აქტის დამალვაში, არასწორი მონაცემების მითითებაში მისი თანამდებობის, საცხოვრებელი ადგილის შესახებ ან წინააღმდეგობაში სასამართლო აღმასრულებლის მიმართ, რომელიც მოითხოვს ქონების გადაცემას, შენობის დაცლას და ა.შ. განსახილველი დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ჩაითვლება ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის მომენტიდან.

 

5.9. სასამართლო ბრალდებულების და---- კ--–----ის, მუ----- კ----------ის და ბი---- სა---------–---–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ და---- კვ-–-----მ, მუ----- კუ---------მ და ბი---- სა---------–---–მა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჩაიდინეს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, კერძოდ, 20---–-–------------–-----------–-–------------–----- დროის მონაკვეთში, შპს „ს-----ი“ ეწეოდა სათამაშო ბიზნეს-საქმიანობას, ფლობდა შესაბამის ლიცენზიას და საქმიანობას აწარმოებდა ვებ-გვერდ - www.b----------com-ის მეშვეობით. აღნიშნული შპს „ს-----“-ის დირექტორი იყო მუ----- კუ---------, ხოლო ფაქტობრივად მართავდა მისი ნათესავი - და---- კვ-–-----, ასევე ეხმარებოდა ბი---- სა---------–---–-, რომელიც იყო ზემოაღნიშნული დ-----ის მესაკუთრე. სათამაშო ბიზნეს-ლიცენზიას ფლობდა ასევე, შპს „ქ-------------“, რომელიც ფლობდა ტოტალიზატორებსა და სლოტ-კლუბებს, გარდა ამისა, საქმიანობას ახორციელებდა ელექტრონულად ვებ-გვერდის www.l-----------.com-ის მეშვეობით. 2015 წლის სექტემბერიდან, შპს „ქ-------------“-ის დაკვეთით ფუნქციონირება დაიწყო ზემოაღნიშნული საიტის www.l-----------.com-ის ახალმა ვერსიამ ახალი პროგრამული კოდებით, რომელიც დაუკვეთა პროგრამისტ ლე-------–---–---–ს რამდენიმე თვით ადრე შესაბამისი ანაზღაურების - 20 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ. 2015 წლის ნოემბრიდან, ელექტრონულ-ტოტალიზატორ - www.b----------com-ის ვებ-გვერდზე დაიწყო www.l-----------.com-ის განახლებული პროგრამული კოდების კოპირება, ატვირთვა და გამოყენება. კერძოდ, ვებ-გვერდის მისამართი იყო www.b----------com, ხოლო გვერდის დიზაინი და პროგრამული შიგთავსი იყო www.l-----------.com-ის ანალოგი. 2016 წლის მარტში, შპს „ქ-------------“-მა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სარჩელის განხილვამდე აკრძალულიყო შპს „ს-----“-ის ვებ-გვერდზე - www.b----------com-ის სპორტის ნაწილის გამოყენება (მათ შორის „ლ----“ და „პ---------“). 2016 წლის 28 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა შპს „ქ-------------“-ის სარჩელი და გამოსცა განჩინება, რომლის თანახმად, შპს „ს-----ს“ აეკრძალა ვებ-გვერდის - www.b----------com-ის სპორტის ნაწილის, მათ შორის „ლ----ს“ და „პ---------ს“ მომხმარებლის მხარის გამოყენება. 201--–-–------------ს, გამოიცა სააღსრულებო ფურცელი, მეორე დღეს კი დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რომლის ფარგლებშიც, აღმასრულებლებმა შპს „ს-----ს“ გაუგზავნეს არაერთი შეტყობინება, როგორც ფოსტის მეშვეობით, ასევე - მისამართზე პირადად გამოცხადების გზით, თუმცა, არაერთი გამოცხადების მიუხედავად, შპს „ს-----ის“ წარმომადგენლისათვის სასამართლოს განჩინების გადაცემა მოხდა მხოლოდ 20---–-–------------–ს (გადაეცა მოლარეს - ნი-----------–-----ეს). აღნიშნული აკრძალვის მიუხედავად, მუ----- კუ---------მ, და---- კვ-–-----მ და ბი---- სა---------–---–მა განიზრახეს გაეუქმებინათ შპს „ს-----ი“ და მის ნაცვლად თვალთმაქცურად შექმნეს ახალი შპს „ს--------–-------“, რომლის დირექტორად გაფორმდა ბი---- სა---------–---–-. თუმცა, როგორც 20---–-–------------–ს შედგენილი ფაქტების კონსტატაციის ოქმით დასტურდება, ვებ-გვერდი www.b----------com კვლავ აგრძელებდა სასამართლოს განჩინებით აკრძალულ საქმიანობას და ფუნქციონირებდა სპორტის ნაწილის, მათ შორის, „ლ----ს“ და „პ---------ს“ მომხმარებლის მხარის გამოყენება, რითაც მოხდა ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სწორედ მუ----- კ----------ის, და---- კ--–----ის და ბი---- სა---------–---–-ს ქმედებებით. 20---–-–------------ს, მუ----- კუ---------მ მიმართა შემოსავლების სამსახურს განცხადებით, რომ წყვეტდა სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ საქმიანობას. იმავე წლის 0--------–ს მანვე მიმართა განცხადებით, რომ გაუქმებულიყო სამორინეს მოწყობის ნებართვა, გაცემული 20---–-–------------–ს, რის გამოც, ძალადაკარგულად ჩაითვალა 20---–-–-----------–ის ბრძანება და გაუქმდა შპს „ს-----ზე“ გაცემული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა #19-------. მიუხედავად ამისა, www.b----------com-ს 20---–-–------------–ის ჩათვლით კვლავ იყენებდა შპს „ს-----ი“, თუმცა, დ-----ი www.b----------com ეკუთვნოდა ბი---- სა---------–---–ს. 20---–-–------------ს, დაარსდა და დარეგისტრირდა შპს „ს--------–-------“ (დამფუძნებელი დირექტორი - ბი---- სა---------–---–-), რომელმაც იმავე წლის 1--------–ს მიიღო ტოტალიზატორის მოწყობის ლიცენზია, ხოლო 1--------–ს მიიღო სამორინეს ლიცენზია. 20---–-–-----------ს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის - შპს „ქ-------------“-ის სარჩელი და შპს „ს-----ს“ აუკრძალა ვებ-გვერდის - www.l-----------.com-ის პროგრამული კოდების გამოყენება. წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ბი---- სა---------–---–მა, და---- კვ-–-----მ და მუ----- კუ---------მ გადაწყვიტეს შპს „ს--------–-------ს“ დირექტორი კვლავ შეეცვალათ და 20---–-–---------------ს მონაცემებით, საჯარო რეესტრის ამონაწერში შპს „ს--------–-------ს“ 100%-იანი წილის მმართველად და დირექტორად დაფიქსირდა და---- კვ-–-----, რითაც კიდევ ერთხელ განახორციელეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა. გარდა ზემოაღნიშნულისა, ვებ-გვერდი www.b----------com-ის ელექტრონული გვერდი დათვალიერდა ასევე 20---–-–----------------------ს, რა დროსაც კვლავ დადასტურდა სპორტის ნაწილის, მათ შორის „ლ----ს“ და „პ---------ს“ ფუნქციონირება მომხმარებლის მხარის გამოყენების კუთხით, რა დროსაც დაუბრკოლებლად წარმოებდა ფსონების მიღება. ამავდროულად, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაშიც პროგრამული კოდები იყო www.l-----------.com-ის, შესაბამისად, მოხდა ძალაში შესული 20---–-–-----------ის სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სწორედ მუ----- კ----------ის, და---- კ--–----ის და ბი---- სა---------–---–-ს ერთობლივი ქმედებებით. სწორედ აღნიშნულ ფაქტორთა მხედველობაში მიღებით, და---- კ--–----ის, მუ----- კ----------ის და ბი---- სა---------–---–-ს ქმედებას მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაცია. კერძოდ, ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისათვის ხელის შეშლა ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს როგორც ზედმეტად წარდგენილი, რადგან „ხელის შეშლა“, როგორც ზემოთ აღინიშნა, გულისხმობს აქტიურ მოქმედებებს, რომლებიც შესაძლოა გამოიხატოს დაწესებულებაში აღსასრულებლად მიღებული განაჩენის ან სხვა სასამართლო აქტის დამალვაში, არასწორი მონაცემების მითითებაში მისი თანამდებობის, საცხოვრებელი ადგილის შესახებ ან წინააღმდეგობაში სასამართლო აღმასრულებლის მიმართ, რომელიც მოითხოვს ქონების გადაცემას, შენობის დაცლას და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში კი და---- კ--–----ის, მუ----- კ----------ისა და ბი---- სა---------–---–-ს მხრიდან მსგავს ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.

 

5.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ბრალდებულების და---- კ--–----ის, მუ----- კ----------ისა და ბი---- სა---------–---–-ს მიერ განხორციელდა უმოქმედება (წმინდა უმოქმედობა), შესაბამისად, დღის წესრიგში დგება ასევე, მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებებში „ჯგუფურობის“ არსებობის მიზანშეწონილობის საკითხიც, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლით (ჯგუფური დანაშაული):

 

5.10.1. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ პირის ბრალდებაში მხოლოდ ზოგადად, სსკ-ის 27-ე მუხლზე მითითება, ისე რომ წინასწარ არ იყოს განსაზღვრული ამ მუხლის თუ რომელ კონკრეტულ ნაწილთან გვაქვს საქმე, არასწორია, რადგან ამ ნორმის სათაურია, როგორც ზემოთ ითქვა, „ჯგუფური დანაშაული“, ხოლო თავად ეს ჯგუფური დანაშაული გულისხმობს როგორც წინასწარ შეუთანხმებლად, ასევე, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ ქმედებას. ბრალდებულების და---- კ--–----ის, მუ----- კ----------ისა და ბი---- სა---------–---–-ს მიმართ არსებულ ბრალდებების ფაბულაში ზემოაღნიშნულ პირებს წარდგენილი აქვთ: „ჯგუფურად ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა“, თუმცა, გაურკვეველია ჯგუფურობის რომელ ფორმას გულისხმობს სახელმწიფო ბრალდება აღნიშნულ ტერმინში - წინასწარ შეთანხმებას, წინასწარ შეუთანხმებლობას თუ ორგანიზებულ ჯგუფს.

 

5.10.2. გარდა ამისა, როგორც სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებითა და ზემოთ მითითებული მსჯელობით დადგინდა, ბრალდებულებმა და---- კვ-–-----მ, მუ----- კუ---------მ და ბი---- სა---------–---–მა ჩაიდინეს მხოლოდ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და არა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა. ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა კი, თავის მხრივ, წარმოადგენს წმინდა უმოქმედობით განხორციელებულ დელიქტს, რომელიც სამართლებრივად შეუძლებელია რამდენიმე პირმა ჩაიდინოს ჯგუფურად (არა აქვს მნიშვნელობა წინასწარ შეთანხმებითაა, თუ წინასწარ შეუთანხმებლად განხორციელებული). ანუ სხვაგვარად რომ ითქვას, თანაამსრულებლობა წმინდა უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულებში გამორიცხულია, სწორედ ამიტომ, არა აქვს სსკ-ის 381-ე მუხლს ასეთი მაკვალიფიცირებელი გარემოება (ჯგუფურობა), ისევე როგორც ეს დამამძიმებელი გარემოება არ გხვდება ასევე, სხვა წმინდა უმოქმედობით ჩადენილ დელიქტებშიც, ასე მაგალითად, სსკ-ის 129-ე (დაუხმარებლობა) მუხლი, სსკ-ის 128-ე (განსაცდელში მიტოვება) მუხლი. რაც შეეხება შერეულ უმოქმედობის შემთხვევებს (მისი ჩადენა შეიძლება როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით), როგორიცაა, მაგალითად, განზრახი მკვლელობა უმოქმედობის დროს, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება ასევე, უმოქმედობის დროს, ასეთ ვითარებაში სამართლებრივად შესაძლებელია, პირთა გარკვეულმა წრემ განზრახი მკვლელობა ან ჯანმრთელობის დაზიანება ჩაიდინოს უმოქმედობით ჯგუფურად (მაგ. დედა და მამა შეთანხმდებიან, რომ მოკლან ან ჯანმრთელობა დაუზიანონ შიმშილით - საკვების არმიცემით - თავიანთი მცირეწლოვან შვილს, ასეთ შემთხვევაში, მშობლების მხრიდან ადგილი აქვს სწორედ თანაამსრულებლობით - ჯგუფურად - უმოქმედობით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ან ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას). ამდენად, და---- კვ-–-----ს, მუ----- კუ---------ს და ბი---- სა---------–---–ს წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს ასევე, 27-ე მუხლზე მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

5.11. სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ:

5.11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-------------ს განჩინებით დააკმაყოფილა შპს „ქ-------------“-ის მოთხოვნა და შპს „ს-----ს“ აეკრძალა ვებ-გვერდის - www.b----------com-ის სპორტის ნაწილის, მათ შორის „ლ----ს“ და „პ---------ს“ მომხმარებლის მხარის გამოყენება.

 

5.11.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-----------ის დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა მოსარჩელე - შპს „ქ-------------“-ის მოთხოვნა და შპს „ს-----ს“ აეკრძალა შპს „ქ-------------“-ის ვებ-გვერდის - www.l-----------.com-ის პროგრამული კოდების გამოყენება.

 

5.11.3. შპს „ქ-------------“-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის - მოწმე კა--------------ის ჩვენება, რომელმაც დეტალურად ისაუბრა, როგორც შპს „ქ-------------“-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველზე, ასევე, სასამართლოს განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ბრალდებულთა თვალთმაქცურ ქმედებებზე, რათა არ შეესრულებინათ სასამართლო გადაწყვეტილება, მისი განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–-------------ს განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ქ-------------“-ის მოთხოვნა და შპს „ს-----ს“ აეკრძალა ვებ-გვერდის www.b----------com-ის სპორტის ნაწილის, მათ შორის „პ---------ს“ და „ლ----ს“, მომხმარებლის მხარის გამოყენება. იმავე ან მომდევნო დღეებში განჩინება აღსასრულებლად წარედგინა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მისთვის აღმასრულებლისგან ცნობილი იყო, რომ იგი მისული იყო შპს „ს-----ის“ ოფისში - ქ. თ---–--–---------------- ქუჩაზე, რა დროსაც იქ მყოფ პირებს განუმარტა, რომ იყო სააღსრულებო ბიუროდან და უნდა გადაეცათ შპს „ს-----ის“ დირექტორისთვის ვებ-გვერდის გამოყენების აკრძალვის თაობაზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, თუმცა, ადგილზე მყოფი პირების განმარტებით შპს „ს-----ის“ ხელმძღვანელობა ოფისში არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ, აღმასრულებელი იმყოფებოდა შპს „ს-----ის“ დირექტორის საცხოვრებელ ადგილზე, სადაც დახვდა მისი შვილი, რომელსაც გადასცა ინფორმაცია, რომ სააღსრულებო ფურცლის ჩაბარების მიზნით, მამამისი დაკავშირებოდა აღმასრულებელს. ასევე, იგი მობილური ტელეფონითაც ესაუბრა შპს „ს-----ის“ დირექტორის მეუღლეს და აცნობა სასამართლოს განჩინების და სააღსრულებო ფურცლის თაობაზე. საბოლოოდ, აღმასრულებელმა მოახერხა აღნიშნული სააღსრულებო ფურცლისა და განჩინების მოლარისთვის ჩაბარება, თუმცა, მიუხედავად აღმასრულებლის მხრიდან განხორციელებული ქმედებებისა, ვებ-გვერდის www.b----------com-ის სპორტის ნაწილი აგრძელებდა ფუნქციონირებას, იყენებდა შპს „ქ--------------ის“ ვებ-გვერდის: www.l-----------.com-ის პროგრამულ კოდებს. ამ გარემოების დასადასტურებლად, 2016 წლის აპრილის თვეში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგა ფაქტების კონსტატაციის ოქმი, რომლის თანახმადაც, ვებ გვერდის www.b----------com-ის სპორტის ნაწილი კვლავ ფუნქციონირებდა და მომხარებელს შეეძლო ფსონების დადება. აღნიშნულის საფუძველზე, შპს „ქ--------------მა“ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა სააღსრულებო საქმის პროკურატურაში გადაგზავნა, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის მოტივით. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინების გამოტანის დროისთვის, ვებ-გვერდი www.b----------com ეკუთვნოდა და იმართებოდა შპს „ს-----ის“ მიერ, თუმცა მოგვიანებით ვებ-გვერდზე აისახა ინფორმაცია, რომ საიტი ეკუთვნოდა და იმართებოდა შპს „ს--------–-------ს“ მიერ. მოწმის განმარტებით, მიუხედავად მესაკუთრის ცვლილების შესახებ ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებისა, “ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა შპს „ს-----ის“ მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, ვინაიდან ტოტალიზატორის ნებართვა, მიუხედავად მისი მოწყობის ფორმისა, მიუხედავად იმისა ეწყობა ის შენობა-ნაგებობაში თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით - ინტერნეტით, წარმოადგენს ერთი უფლების ობიექტს. კანონი არ ითვალისწინებს მოწყობის ფორმის მიხედვით დამატებითი ანდა ახალი ნებართვის გაცემის პირობას და ადგენს, რომ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა იძლევა მათ შორის მისი ინტერნეტით მოწყობის უფლებასაც. განსხვავება მათ შორის არის მხოლოდ ის, რომ პირველ შემთხვევაში მოთამაშე ფსონს დებს სპეციალურად გამოყოფილ შენობა-ნაგებობაში, ხოლო მეორე შემთხვევაში - ნებართვის მფლობელს გააჩნია ვებ-გვერდზე ატვირთული სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სისტემურ-ელექტრონული ფორმით ხორციელდება მოთამაშის მიერ ფსონის დადება და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიერ ფსონის მიღება. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოხდა ვებ-გვერდის www.b----------com-ის მესაკუთრის შეცვლა, თუმცა, შპს „ს-----ის“ მხრიდან ადგილი აქვს უკანონო მოქმედებას, ვინაიდან მასზე იყო გაცემული ნებართვა, რომლის ფარგლებშიც ის ახორციელებდა ფსონების მიღებას ვებ-გვერდის www.b----------com-ის მეშვეობით. საიტის მესაკუთრის შეცვლა ნიშნავს არა უბრალოდ ვებ-გვერდის მესაკუთრის შეცვლას, არამედ ახალ მესაკუთრეზე გადადის ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების უფლება (ფსონების მიღება და სხვ), ხოლო „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, აკრძალულია ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა. ამასთან, მოწმის განმარტებით, სასამართლოს მიერ აკრძალვა დაწესდა ვებ-გვერდის www.b----------com-ის სპორტის ნაწილის გამოყენებაზე, რაც გულისხმობს, რომ მიუხედავად მისი მესაკუთრისა, მომხმარებელს ვერ უნდა შესძლებოდა ფსონის დადება, ხოლო ტოტალიზატორის მომწყობს ფსონის მიღება. ამასთან, იმის დასადასტურებლად, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის მიზნით ბრალდებულთა მხრიდან ადგილი ჰქონდა შპს „ს-----ის“ გაუქმებას ახალი შპს „ს--------–-------ს“ თვალთმაქცურად შექმნას, მოწმემ ყურადღება გაამახვილა „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თაშმაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “ვ” და “დ” ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმადაც, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონულად და ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში ორგანიზატორი ვალდებულია მიუთითოს ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება, თამაშობების ჩამონათვალი, დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ნებართვის ნომერი, ვებ-გვერდის მისამართი, ორგანიზატორის დასახელება და სხვა. მოცემულ შემთხვევაში კი, მესაკუთრის შეცვლის შემდეგ, მართალია ვებ-გვერდზე www.b----------com-ზე მითითებული იყო, რომ საიტი ეკუთვნოდა და იმართებოდა შპს „ს--------–-------ს“ მიერ, თუმცა, ყველა სხვა ინფორმაცია იდენტური იყო იმ ვერსიისა, რომელიც განთავსებული იყო შპს „ს-----ის“ მიერ.

 

5.11.4. მოწმე კა--------------ის ჩვენება და ფაქტობრივი გარემოებები სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა შპს „ქ-------------“-ის დირექტორმა გი-----------–----–---–მა და ამავე კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირმა - მოწმე ვლ-----------------–-–---–მა.

 

5.11.5. მოწმე ლე-------–---–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, შპს „ქ-------------“-ის დაკვეთით www.l-----------.com-ის საიტზე შექმნა სპორტის ნაწილი, მათ შორის „პ---------სა“ და „ლ----ს“ გვერდები, რომლის გაშვების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ვებ-გვერდი www.b----------com იყენებდა მის მიერ www.l-----------.com-ისთვის შექმნილ პროგრამულ კოდებს, ე.წ. მომხმარებლის მხარის კოდს, რის შესახებაც მან აცნობა მის უშუალო უფროსს - თო---------------ს. მოწმემ ასევე დაადასტურა, ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით აიკრძალა ვებ-გვერდ - www.b----------com-ზე სპორტის ნაწილის, მათ შორის „ლ----ს“ და „პ---------ს“ მომხმარებლის მხარის გამოყენება, თითქმის ყოველდღიური გადამოწმებისას ადგილი ჰქონდა www.b----------com-ის მიერ www.l-----------.com-ის სპორტული ნაწილის გამოყენებას.

 

5.11.6. შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 28 მარტის განჩინების შემდეგ, 20---–-–------------ს, მუ----- კუ---------მ მიმართა შემოსავლების სამსახურს განცხადებით, რომ წყვეტდა სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ საქმიანობას. იმავე წლის 0--------–ს მიმართა განცხადებით, რომ გაუქმებულიყო სამორინეს მოწყობის ნებართვა, გაცემული 20---–-–------------–ს, შესაბამისად, ძალადაკარგულად ჩაითვალა 20---–-–-----------–ის ბრძანება და გაუქმდა შპს „ს-----ზე“ გაცემული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა #19-------.

 

5.11.7. საჯარო რეესტრის ამონაწერით და შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით ასევე, დადგენილია, რომ მუ----- კ----------ის მიერ შპს „ს-----ის“ გაუქმებისა და ზემოაღნიშნული ნებართვების გაუქმების პარალელურად 20---–-–------------ს, ბი---- ს-----------–---–ი არეგისტრირებს შპს „სმარტ ლოჯიკს“, რომელიც 20---–-–------------–ს იღებს ტოტალიზატორის მოწყობის ლიცენზიას, ხოლო იმევა წლის 1--------–ს სამორინეს ლიცენზიას.

 

5.11.8. სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ფაქტების კონსტატაციის ოქმის თანახმად, დადგენილია, რომ 20---–-–------------–ს, 12:00 საათიდან 12:50 საათამდე პერიოდში განხორციელდა ფაქტის კონსტატაცია, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ვებ-გვერდ - www.b----------com-ზე სპორტის ნაწილის, მათ შორის „ლ----ს“ და „პ---------ს“ მომხმარებლის მხარის გამოყენების აკრძალვისა, შპს „ს-----ი“ მაინც იყენებდა აღნიშნული ვებ-გვერდის სპორტის ნაწილის, მათ შორის „ლ----სს“ და „პ---------ს“ მომხმარებლის მხარეს.

 

5.11.9. 2016 წლის 1------------ და 2016 წლის 2------------ის ვებ-გვერდის დათვალიერების ოქმებით ასევე დადგენილია, რომ მიუხედავად აკრძალვისა ვებ-გვერდ - www.b----------com კვლავ ხორციელდება სპორტის ნაწილის, მათ შორის „ლ----ს“ და „პ---------ს“ მომხმარებლის მხარის გამოყენება.

 

5.12. ამდენად, მოწმეთა ჩვენებებისა და უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ მათ მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები და უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სურათი, რაც ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, მიმართულია ბრალდებულების მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დადასტურებისაკენ.

 

5.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესულური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

5.14. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას და---- კ--–----ის, მუ----- კ----------ის და ბი---- სა---------–---–-ს უდანაშაულობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5.14.1. დაცვის მხარის არგუმენტაცია, თითქოს სასამართლოს აკრძალვა ეხებოდა არა „სმარტ ლიჯიკს“, არამედ შპს „ს-----ს“, სასამართლო არ იზიარებს, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ვებ-გვერდ www.b----------com-ის მესაკუთრის შეცვლას ჰქონდა ფორმალური ხასიათი, რამდენადაც როგორც გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით არის დადგენილი სასამართლოს განჩინების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მხოლოდ www.b----------com-ის მესაკუთრე, თუმცა, ყველა სხვა ინფორმაცია იდენტური იყო იმ ვერსიისა, რომელიც განთავსებული იყო შპს „ს-----ის“ მიერ. აღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულების მხრიდან შპს „ს-----ი“-ს გაუქმება და შპს „ს-------–------ის“ შექმნა მოხდა სწორედ იმ მიზნით, რომ თავი აერიდებინათ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისგან.

 

5.14.2. სასამართლო, ასევე, არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, თითქოსდა ბი---- სა---------–---–მა არ იცოდა სასამართლო აკრძალვის შესახებ, რამდენადაც, მართალია, მას უშუალოდ არ ჩაბარებია სასამართლოს განჩინება, თუმცა, მან სასამართლო სხდომაზე თავად დაადასტურა, რომ იცოდა „რაღაც პრობლემა რომ იყო პროგრამულ კოდებთან დაკავშირებით“, იგი თავადაც გაჰყვა და---- კვ-–-----ს სამართალდამცავ ორგანოებში, რა დროსაც „თითქოს ვერ მიხვდნენ, თუ რა ხდებოდა“. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „ს-----ის“ წარმომადგენლობის მხრიდან ადგილი ჰქონდა სასამართლოს განჩინების მიზანმიმართულ ჩაუბარებლობას, რამდენადაც როგორც უდავოდ ცნობილი მა----------------ას გამოკითხვის ოქმით დგინდება, იგი მისული იყო შპს „ს-----ის“ ოფისში - ქ. თ---–--–---------------- ქუჩაზე, რა დროსაც იქ მყოფ პირებს განუმარტა, რომ იყო სააღსრულებო ბიუროდან და უნდა გადაეცათ შპს „ს-----ის“ დირექტორისთვის ვებ-გვერდის გამოყენების აკრძალვის თაობაზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, თუმცა, ადგილზე მყოფი პირების განმარტებით შპს „ს-----ის“ ხელმძღვანელობა ოფისში არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ, აღმასრულებელი იმყოფებოდა შპს „ს-----ის“ დირექტორის საცხოვრებელ ადგილზე, სადაც დახვდა მისი შვილი, რომელსაც გადასცა ინფორმაცია, რომ სააღსრულებო ფურცლის ჩაბარების მიზნით, მამამისი დაკავშირებოდა აღმასრულებელს. ასევე, იგი მობილური ტელეფონითაც ესაუბრა შპს „ს-----ის“ დირექტორის მეუღლეს და აცნობა სასამართლოს განჩინების და სააღსრულებო ფურცლის თაობაზე. საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც მოხდა შპს „ს-----ის“ გაუქმება და შპს „ს-------–------ის“ დარეგისტრირება, აღმასრულებელმა „მოახერხა“ აღნიშნული სააღსრულებო ფურცლისა და განჩინების მოლარისთვის ჩაბარება, თუმცა, აღნიშნულის შემდეგაც კი თურმე არ გაცნობიან მის შინაარსს, რამდენადაც როგორც და---- კვ-–----- აღნიშნავს, ეგონა რომ ფინანსური პოლიციიდან იყო მიტანილი.

 

5.14.3. სასამართლო არ იზიარებს, აგრეთვე, დაცვის მხარის მოსაზრებას, თითქოსდა მოწმე ლე-------–---–---–ის ჩვენება ეწინააღმდეგება კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის #1------- დასკვნასა და ექსპერტ ირ----------------–---–ის ჩვენებას, რამდენადაც, ლე-------–---–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბოლო პერიოდში ვებ-გვერდ www.b----------com-ზე გამოყენებული კოდები და მის მიერ შექმნილი კოდები აბსოლუტურად იდენტური არ იყო, კერძოდ, მის მიერ შექმნილ კოდებში შეტანილი იყო უმნიშვნელო ცვლილებები, რომელიც ძირითად ფუნქციონალურ მხარეზე გავლენას ვერ მოახდენდა, რაც შესაბამისობაშია ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტის განმარტებასთან, რომლის თანახმადაც, ფაილებს შორის სხვაობა მდგომარეობს ფუნქციების, მათი პარამეტრების დასახელებებსა და ფუნქციის ჩაწერის მეთოდებში. ზემოაღნიშნული ფაილები სემანტიკურად ერთი და იგივე ფუნქციებს ასრულებენ. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა კვლევა, რომლის თანახმად, ფაილების კოდის შედარების პროცესში ნანახი ცვლილებები არის სინტაქსური ხასიათის, ასევე გამოყენებულია პროგრამის ჩაწერის განსხვავებული მეთოდები. ფუნქციების სემანტიკური შინაარსი და დასაბრუნებელი მნიშვნელობები უცვლელია, უცვლელია ასევე კოდში ფუნქციათა უმრაველოსობის თანმიმდევრობა. ექსპერტმა დამატებით ასევე, აღნიშნა, რომ პროგრამული კოდები აბსოლუტური სიზუსტით, მართალია, იდენტური არ იყო, თუმცა, მას არ უთქვამს, რომ ისინი არსებითად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

 

5.14.4. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ თითქოსდა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას, ვებ-გვერდის სპორტული ნაწილის მუშაობის აკრძალვის თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს: და---- კ--–----ისა და მუ----- კ----------ის შემთხვევაში, მოსამართლემ ბრალდების მხარეს უარი უთხრა, იმ საფუძვლით, რომ სამოქალაქო კოლეგიის განჩინებითა და გადაწყვეტილებით აღნიშნული უკვე აკრძალული იყო, ხოლო ბი---- სა---------–---–-ს შემთხვევაში, იმ საფუძლით, რომ საქმიანობის უფლების ჩამორთმევა წარმოადგენდა სასჯელის ერთ-ერთი სახეს, მას როგორც აღკვეთის ღონისძიების დამატებით ღონისძიებას სასამართლო, ბუნებრივია, ვერ გამოიყენებდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულების საქმიანობა კანონიერი იყო და ამიტომ არ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის მოთხოვნა.

 

5.15. ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ და---- კვ-–-----მ, მუ----- კუ---------მ და ბი---- სა---------–---–მა ჩაიდინეს ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6.1. და---- კვ-–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6.2. მუ----- კუ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6.3. ბი---- სა---------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

7.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც.

 

7.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

 

7.7. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.

 

7.8. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არაადეკვატურად წარმოაჩენს.

 

7.9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.

 

7.10. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013 საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.

 

7.11. ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ბრალდებულების კანონის შესაბამისი ქცევა სასამართლოში, გასათავლისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.

 

7.12. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ და---- კ--–----ის, მუ----- კ----------ის და ბი---- სა---------–---–-ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მათ უნდა დაენიშნოთ სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში - კერძოდ, ჯარიმა.

 

7.13. ჯარიმის სახით განსაზღვრული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით კი, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულის ბუნებას, ქმედების ხასიათს, ასევე, თავად მათ პოზიციას და გამომდინარე აქედან, მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენაში მათი როლის/აქტიურობის გათვალისწინებით, და---- კვ-–-----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 6.000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, მუ----- კუ---------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო ბი---- სა---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სასჯელის აღნიშნული ოდენობა თითეული ბრალდებულის მიმართ არის, როგორც ადეკვატური და პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რაც, ერთი მხრივ, დამაფიქრებელი იქნება მათთვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი, განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვითა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ ბრალდებულების მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის ზემოაღნიშნული ოდენობით განსაზღვრა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

8. 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: - 7 (შვიდი) ცალი ლაზერული დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. და---- კვ-–-----ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლზე მითითება და იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6.000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. გაუქმდეს და---- კ--–----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 20---–-–----------------ის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. მუ----- კუ---------ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლზე მითითება და იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. გაუქმდეს მუ----- კ----------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 20---–-–----------------ის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

5. ბი---- სა---------–---–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლზე მითითება და იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

6. გაუქმდეს ბი---- სა---------–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 07 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობითი.

 

7. მსჯავრდებულების და---- კ--–----ის, მუ----- კ----------ის და ბი---- სა---------–---–-ს მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- 7 (შვიდი) ცალი ლაზერული დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე