განაჩენი

სისხლის სამართლის 01.02.2019
საქმის ნომერი
330100117001787415
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/4-----

N0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორი - გ------------------------------------------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ალ----------------------------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, დაბადებული 1----–-–---------------–ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ----------, შო---------------–------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ო--------–------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2 ეპიზოდი).

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (2 ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2015 წლის 8 დეკემბერს შსს თ---–---------–-–-ის დეპარტამენტის ძ---–-------–--ის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლების მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული იქნა 1----–-–-------------ს დაბადებული გ----------------ა. 2016 წლის 1-------- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გ----------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, როგორც გამოძიების, ისე პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვის სტადიაზე, გ----------------ას ინტერესებს იცავდა საქართველოს ა-----------ა ასოციაციის წევრი ადვოკატი ა-–---------------–---–ი (ს----- N2---), რომელმაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, ვითომდა გ----------------ასთან საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, ამ უკანასკნელის დედას - მ------------–---–სა და მის მეუღლეს - ზ-------------–---–ს გამოართვა 6000 (ექვსიათასი) ლარი, ხოლო 350 (სამასორმოცდაათი) ლარი - ვითომდა დაზარალებულისათვის ზიანის ასანაზღაურებლად. ადვოკატ ა-–---------------–---–ს პროკურატურისათვის არ მიუმართავს განცხადებით საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, ასევე არ აუნაზღაურებია დაზარალებულისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რაც 70 ლარს შეადგენდა.

ა-–---------------–---–ის ქმედებით, მ------------–---–ს მიადგა 6350 (ექვსიათასსამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.

 

მანვე, 2015 წლის 15 თებერვალს შპს „ვ-------------“-ის დირექტორი ლ-–---------–----ი სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული ამავე საწარმოს დამფუძნებელ ა-–-------------------ას მიერ. ლ-–---------–----მა გადაწყვიტა სამართლებრივი დავა ა-–-------------------ასთან, რის გამოც აიყვანა ადვოკატი ა-–---------------–---–ი, რომელმაც ვითომდა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანისა და სამსახურში აღდგენაში დახმარების მოტივით, ლ-–---------–----ს მოტყუებით გამოართვა ჯამში 800 (რვაასი) ლარი.

ა-–---------------–---–ის ქმედებით, ლ-–---------–----ს მიადგა 800 (რვაასი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ (უდავო) და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ლ-–----------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა შპს „ვ-------------“-ში დირექტორის პოზიციაზე. დამფუძნებელმა ა-–-------------------ამ გაანთავისუფლა სამსახურიდან. მეგობრის ლ----------–-–---–ისგან გაიცნო ადვოკატი ა-–---------------–---–ი, რომელსაც 2015 წლის 18 თებერვალს შეხვდა ოფისში ძმასთან ერთად. ა-–---------------–---–ს აუხსნა საქმის ვითარება, რომელიც შეპირდა, რომ დაეხმარებოდა და დააბრუნებდა სამსახურში, ასევე აიღებდა მიყენებული ზიანის თანხას. ა-–---------------–---–მა მისი ძმის თანდასწრებით გამოართვა 200 ლარი ბაჟის ფული და მისი გასამრჯელო უნდა ყოფილიყო აღებული თანხის 10%. მივიდნენ სანოტარო ბიუროში, სადაც გააფორმეს მინდობილობა, რომლითაც გადასცა უფლებამოსილება მისი სახელით ემოქმედა სასამართლოში. მათ შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, სთხოვდა გაფორმებას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებს იგონებდა და უარს ეუბნებოდა ხელშეკრულების გაფორმებაზე. ა-–---------------–---–მა განუმარტა, რომ პროცედურის თანახმად, ჯერ უნდა შეხვედროდა მის უფროსს და გასაუბრებოდა მორიგებაზე, რომელიც შესაძლოა დათანხმებოდა და დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნები. აღნიშნული მიზნით ა-–---------------–---–ს გადასცა მისი უფროსის - ა-–-------------------ას ტელეფონის ნომერი. მეორე დღეს შეხვდა ა-–---------------–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ ა-–-------------------ამ უარი განაცხადა მათი პირობების შესრულებაზე, რის გამოც სარჩელს შეიტანდა სასამართლოში. ა-–---------------–---–ს გადასცა 200 ლარი, მას უნდა შეეტანა სარჩელი სასამართლოში და მოსთხოვა ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნულის შემდეგ ა-–---------------–---–ს უკავშირდებოდა ტელეფონის მეშვეობით, რომელიც ეუბნებოდა, რომ სარჩელი შეტანილი ჰქონდა სასამართლოში, თუმცა სხდომა არ იყო დანიშნული. ზაფხულში უთხრა, რომ დეკემბერში იყო სხდომა დანიშნული. ა-–---------------–---–მა დამატებით ბაჟისთვის გამორთვა 600 ლარი. ზაფხულში მოსთხოვა ხელშერულების გაფორმება, რის შემდეგ ა-–---------------–---–მა გადასცა დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ იცავდა მის ინტერესებს. დეკემბრის თვეში ა-–---------------–---–ს მოსთხოვა მისულიყვნენ სასამართლოში და გაერკვიათ რა ხდებოდა, რაზეც უპასუხა, რომ სასურველი იყო არ წასულიყო, რადგან ნერვები მოეშლებოდა და მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენებდნენ. სწორედ აღნიშნული მიზეზით არ გაყვა სასამართლოში. ა-–---------------–---–მა უთხრა, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდა დეკემბრის თვეში და სხდომა გადაიდო 2016 წლის იანვრის დასაწყისში. შემდეგ უთხრა, რომ ჩატარდა სხდომა, რომელზეც მისი სარჩელი დაკმაყოფილდა და საქმე გადაეცა სააღსრულებო ბიუროს. მოგვიანებით მიატანინა ანგარიშის ნომერი, რომელზეც ვითომდა უნდა ჩარიცხულიყო 67 000 ლარი ორი კვირის განმავლობაში. აღნიშნულის შემდეგ ა-–---------------–---–მა უთხრა, რომ ცუდად იყო საქმე, რადგან მეორე მხარე დაემუქრა, რომ იმ ფულს, რასაც აიღებდნენ, უკან შეატანინებდა პროკურატურაში, რადგან მის შვილს ჩაუდებდნენ ნარკოტიკებს. ა-–-------------------ას ჰყავადა გავლენიანი ახლობლები, რის გამოც შესთავაზა, რომ უარი ეთქვა თანხის აღებაზე და დაეწერა, რომ არ ჰქონდა პრეტენზია. აღნიშნულზე მან უარი უთხრა და განუმარტა, რომ დაწყებულ საქმეს მიიყვანდა ბოლომდე. 2016 წლის მარტის თვეში მისული იყო აღსრულების ბიუროში, დაუკავშირდა ა-–---------------–---–ს და ჰკითხა რა ხდებოდა, რომელმაც უთხრა, რომ ვადის პრობლემა იყო და თანხას აუცილებლად ჩაურიცხავდნენ. აღნიშნულმა მასში ეჭვი გამოიწვია, რის გამოც მივიდა სააღსრულებო ბიუროში, ოპერატორს გადაამოწმებინა ბაზაში და გაარკვია, რომ მის სახელზე სააღსრულები წარმოება არ მიმდინარეობდა. სააღსრულებო ბიუროდან მივიდა სასამართლოს კანცელარიაში, სადაც იკითხა მისი სახელით სარჩელი იყო თუ არა შეტანილი და მიმდინარეობდა თუ არა განხილვა, რაზეც სასამართლოს თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ მისი სარჩელი საერთოდ არ ფიქსირდებოდა სასამართლოში. დაუკავშირდა ა-–---------------–---–ს და ჰკითხა ვინ იყო მოსამართლე, რომელიც იხილავდა მის საქმეს, თუმცა მან ტელეფონი გაუთიშა და ამის შემდეგ საერთოდ ვეღარ უკავშირდებოდა, მხოლოდ მიმოწერები ჰქონდათ. ა-–---------------–---–ი მიხვდა, რომ გაიგო მის მიერ ჩადენილი თაღლითობის შესახებ და სთხოვდა, რომ ცოტა ხანი მოეცადა და ყველაფერს გამოასწორებდა, რადგან დაგვიანებული არაფერი იყო, ეპატიებინა და არ დაეღუპა. მან ჯამში ა-–---------------–---–ს გადასცა 800 ლარი. აღნიშნულის შემდეგ ა-–---------------–---–მა ვითომდა სიტუაციის გამოსასწორებლად შესთავაზა სარჩელის შეტანა და ელექტრონულ ფოსტაზე გადაუგზავნა სარჩელის ასლი იმის დასადასტურებლად, რომ ვითომდა შეტანილი ჰქონდა სასამართლოში, თუმცა სინამდვილეში არ შეუტანია და მოატყუა. შემდეგ მისწერა ა-–---------------–---–ს, რომ მის მინდობილობას ვადა გაუვიდა, თუმცა არ უპასუხა. ა-–---------------–---–მა ერთხელ უპასუხა მის ზარს და უთხრა, რომ კახეთში მიდიოდა ფულის ჩამოსატანად და როგორც კი ჩამოვიდოდა, შეხვდებოდა, თუმცა რამდენჯერაც შეთანხმდნენ შეხვედრაზე, მოატყუა და შეხვედრაზე არ მივიდა. აღნიშნულის გამო აიყვანა სხვა ადვოკატი და სარჩელი შეიტანა სასამართლოში ა-–-------------------ას წინააღმდეგ, თუმცა გარკვეული მოთხოვნები უკვე ხანდაზმული იყო, რის გამოც ვერ მოითხოვა გარკვეული თანხა. მისი სარჩელი დღეის მდგომარეობით იხილება სააპელაციო სასამართლოში. მოწმის განმარტებით, მისთვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ------------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი ძმა ლ-–---------–----ი უკანონოდ გაანთავისუფლეს სამსახურიდან და უნდოდა სამსახურში აღდგენა, რის გამოც დასახმარებლად მიმართეს ადვოკატ ა-–---------------–---–ს. ა-–---------------–---–ს შეხვდნენ ვაკეში, მ----–---–-------აზე მდებარე ოფისში და შეთანხმდნენ, რომ ა-–---------------–---–ი სარჩელით მიმართავდა სასამართლოს და დაიცავდა მისი ძმის ინტერესებს. ა-–---------------–---–ი დაპირდა, რომ მოიგებდა აღნიშნულ საქმეს, რადგან მისი ძმა უსამართლოდ იყო განთავისუფლებული და აღადგენდა სამსახურში. მისი თანდასწრებით მისმა ძმამ ა-–---------------–---–ს გადასცა 200 ლარი. შემდეგ თანხის გადაცემას არ დასწრებია, მაგრამ მისთვის ცნობილია, რომ მისმა ძმამ დამატებით გადასცა 600 ლარი. ა-–---------------–---–მა მომსახურების სანაცვლოდ მოითხოვა 10%-ის გადახდა. მეორე შეხვედრისას ა-–---------------–---–მა მოატყუა, რომ უკვე ჩანიშნული იყო სასამართლო სხდომა, თუმცა გადაიდო. ა-–---------------–---–ი ატყუებდა მის ძმას, რომ თითქოსდა საქმე იყო მოგებული, ყველაფერი დასრულდა და თანხა უნდა გადაეხადა მოპასუხე მხარეს, თუმცა უკეთესი იყო უარი ეთქვათ საქმის წარმოებაზე, რადგან გავლენიანი ხალხი იყო ჩართული და შესაძლოა ცუდ დღეში აღმოჩენილიყვნენ. მის ძმას ჰყავდა სტუდენტი შვილი და ა-–---------------–---–ი აშინებდა, რომ „ჩაუდებდნენ რამეს და დააჭერინებდნენ“. მოგვიანებით მისი ძმისგან გაიგო, რომ ა-–---------------–---–ს საერთოდ არ ჰქონდა სარჩელი შეტანილი სასამართლოში და ატყუებდა. შემდეგ აიყვანეს სხვა ადვოკატი, რომელმაც შეიტანა სარჩელი სასამართლოში და მიმდინარეობს აღნიშნული საქმის განხილვა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-–-------------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ ლ-–---------–----ი მუშაობდა მის მიერ დაფუძნებულ ფირმაში „ვ-------------“-ში, ხოლო ლ------------–----ი „ს----------–-----------ში“ დირექტორის თანამდებობაზე. ლ-–---------–----ი პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა სამსახურიდან, თუმცა 2016 წელს სასამართლოდან მიუვიდა სარჩელი, რომ ლ-–---------–----ი და ლ------------–----ი უჩიოდნენ. სარჩელში ა-–---------------–---–ი არ იყო დაფიქსირებული. ა-–---------------–---–ს არ იცნობს, სასამართლოზე ნახა პირველად, მისი სახელი და გვარიც პირველად გაიგო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის საქართველოს ა-----------ა ასოციაციის წევრი, მოღვაწეობს სამოქალაქო სამართლის დარგში და ამასთანავე მუშაობს სადაზღვევო კომპანია „ა-----–ი“ იურისტის პოზიციაზე. 2016 წლის ივლისის თვეში მას მიმართა დაზარალებულმა ლ-–---------–----მა და სთხოვა ეწარმოებინა საქმე, რომელიც ეხებოდა შრომით დავას. ამასთანავე სთხოვა, რომ ეწარმოებინა საქმე იმასთან დაკავშირებით, რომ იყო მოტყუებული ადვოკატ ა-–---------------–---–ის მიერ. ლ-–---------–----ისგან გაიგო, რომ მას ჰყავდა აყვანილი ადვოკატი ა-–---------------–---–ი, რომელიც არწმუნებდა, რომ სარჩელით მიმართა სასამართლოს და საქმის წარმოება მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დასრულდა წარმოება, რომელიც არ გასაჩივრებულა სააპელაციო სასამართლოში და მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება. დაახლოებით წელიწადნახევარი ელოდა, ხოლო შემდეგ მოიკითხა სააღსრულებო ბიუროში და გაარკვია, რომ მის სახელზე სააღსრულებო ფურცელი არ ფიქსირდებოდა, რის გამოც, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, საიდანაც მიიღო წერილობითი პასუხი, რომ ელექტრონულ ბაზაში მის სახელზე სარჩელი არ ფიქსირდებოდა. აქედან გამომდინარე მიხვდა, რომ არანაირი საქმე არ უწარმოებია ადვოკატს, რომელსაც მომსახურების სანაცვლოდ გადასცა 800 ლარი. ლ-–---------–----მა წარუდგინა მოკლე ტექსტური შეტყობინებების ამონაწერი, რომლითაც დასტურდებოდა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. აღნიშნულის შემდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომელიც დასრულდა, როგორც პირველ ინსტანციაში, ისე სააპელაციო სასამართლოში, თუმცა ამ ეტაპზე არ არის შესული ძალაში. მან გაუწია დახმარება ლ-–---------–----ს და განცხადებით მიმართა, როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ასევე საქართველოს ა-----------ა ასოციაციის ე----ის კომისიას, სადაც მიმდინარეობს წარმოება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ------------–---–ი არის მისი მეუღლე. 2015 წლის 8 დეკემბერს მისი მეუღლის შვილი - გ----------------ა დააკავეს ყაჩაღობის ფაქტზე და ეძებდა ადვოკატს. მ---- მეორე შვილმა ნ-------------ამ უთხრა, რომ იცოდა კარგი ადვოკატი, რის შემდეგაც დაუკავშირდნენ ა-–---------------–---–ს, შეხვდა თბილისში, მ----–---–-------ა N9-ში და ესაუბრა. ა-–---------------–---–ი შეპირდა, რომ დაეხმარებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში და 6 თვეში გ------- გამოვიდოდა ციხიდან, თუმცა საჭირო იყო 5000 ლარი პროკურორზე გადასაცემად. მისი მოთხოვნით მეორე დღეს გადასცა 1000 ლარი, შემდეგ 2000 ლარი, შემდეგ ნ-------------ამ და მ------------–---–მა გადასცეს 2000 ლარი, შემდეგ ორ ეტაპად გადასცა 1000-1000 ლარი და ბოლოს 350 ლარი, ანუ ჯამში გადასცა 7350 ლარი. ვინაიდან მას არ ჰქონდა თანხა, ისესხა მეგობრებისგან: რ----–-------–---------ისგან, მ--------------–---–ისგან, ი-----–-----–------–---–ისგან, მ-------–---–---–ისგან, ვ-–----------–---–ისგან, ჟ---–------------–-–---–სგან. სასამართლო სხდომა იყო დახურული და ვერ ესწრებოდნენ სხდომებს, თუმცა ა-–---------------–---–ს ეკითხებოდნენ საქმის მსვლელობის შესახებ, რომელიც პასუხობდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. საბოლოოდ გ----------------ას მოსამართლემ მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენის გამოტანის შემდეგ ა-–---------------–---–ი კვლავ პირდებოდა, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა და გ-------- ციხიდან გამოიყვანდა. აიყვანეს სხვა ადვოკატი და განაჩენი გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში, სადაც გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და გ-------- მიესაჯა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გამომძიებლის მიერ დაიკითხა მოწმის სახით, რომელსაც მიაწოდა ამონაწერები თანხების მოპოვებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ იცნობს ბრალდებულ ა-–---------------–---–ს. იგი იყო მისი ძმის - გ----------------ას ადვოკატი. 2015 წლის 8 დეკემბერს მისი ძმა დააკავეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით. მისი ძმის დაკავების შემდეგ მასთან მივიდა ახლობელი ნ------------–---ი, რომლის ინტერესებს იცავდა ა-–---------------–---–ი, კმაყოფილი იყო მისი მომსახურებით და გაუწია რეკომენდაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით გამოართვა ა-–---------------–---–ის ტელეფონის ნომერი, რომელსაც დაუკავშირდა დედა - მ-------------–---–ი და შეთანხმდნენ შეხვედრაზე. მ------------–---–ი მივიდა ვაკეში მდებარე ა-–---------------–---–ის ოფისში, გაესაუბრა და შეთანხმდნენ, რომ ა-–-----–---–ი დაიცავდა გ----------------ას ინტერესებს. დედისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა-–---------------–---–მა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით მოსთხოვა თანხა 5 000 ლარი. პირველ ეტაპზე დედამ - მ------------–---–მა და ზ-------------–---–მა ა-–---------------–---–ს გადასცეს 2 000 ლარი, შემდეგ დედამ მისი თანდასწრებით გადასცა 2 000 ლარი, ჯამში ა-–---------------–---–ს გადაუხადეს 7350 ლარი. გ----------------ას პროცესის დაწყებამდე ა-–---------------–---–მა დედას მისწერა შეტყობინება, რომ დაზარალებული ითხოვდა 300 ლარს, ასევე მოსთხოვა მისი ძმის დაბადების მოწმობის და მისი არასრულწლოვანი შვილის დაბადების მოწმობის ასლები. მივიდნენ საქალაქო სასამართლოში და ელოდებოდნენ ადვოკატს, რომელიც მივიდა დაგვიანებით. მას გადასცეს მოთხოვნილი თანხა, რომელსაც სიჩქარეში გადააყოლეს 50 ლარი. ა-–---------------–---–ის განმარტებით ვითომდა თანხა უნდა შეეტანა ბანკში და ქვითარი წარედგინა მოსამართლისთვის ზიანის ანაზღაურების დასადასტურებლად, თუმცა მერე განუმარტა, რომ თავად მოგვიანებით შეიტანდა აღნიშნულ თანხას ბანკში, თან გააფრთხილა აღნიშნულის თაობაზე არავისთან არაფერი ეთქვათ. მათ იმ პერიოდში არ იცოდნენ ზიანის ოდენობის შესახებ, მოგვიანებით გაიგეს, რომ ზიანი იყო 80 ლარამდე. ა-–---------------–---–ი ატყუებდათ, რომ პროკურატურასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და 6 თვეში გათავისუფლდებოდა მისი ძმა. ა-–---------------–---–ი ეუბნებოდა დედამისს, რომ რაც არ უნდა გამოეცხადებინა მოსამართლეს, მშვიდად მოესმინა, რადგან მის შვილს ძალიან მალე გამოიყვანდა ციხიდან. განაჩენის გამოცხადებისას ელოდებოდნენ მისი ძმის განთავისუფლებას ან 6 თვის მისჯას, თუმცა მოსამართლემ მის ძმას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ა-–---------------–---–მა დედამისი სწრაფად გაიყვანა დარბაზიდან და სასამართლოს შენობიდან, რათა არ დალაპარაკებოდა პროკურორს და არ ეკითხა საპროცესო შეთანხმებაზე. განაჩენის გამოტანის შემდეგ ა-–---------------–---–ი კვლავ ატყუებდა, რომ მის ძმას 10 000 ლარის სანაცვლოდ გამოიყვანდა ციხიდან. აღნიშნულის შემდეგ მივიდნენ მის ძმასთან პაემანზე, რომელსაც დედამ ჰკითხა მოაწერა თუ არა ხელი საპროცესო შეთანხმებას, რაზეც მისი ძმა გაოცდა და უპასუხა, რომ ადვოკატი საერთოდ არ შესულა მასთან. სწორედ მაშინ მიხვდნენ, რომ ა-–---------------–---–ი ატყუებდათ. აიყვანეს სხვა ადვოკატი და საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში, სადაც გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მის ძმას განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობად. დედამისი უკავშირდებოდა ა-–---------------–---–ს და სთხოვდა თანხის უკან დაბრუნებას, თუმცა დღეის მდგომარეობითაც ზიანი არ არის ანაზღაურებული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არ იცნობს ბრალდებულს, მაგრამ იცნობს დაზარალებულ მ------------–---–ს. ის არის მისი მეგობრის - ზ-------------–---–ის მეუღლე. ზ-------------–---–ი ცხოვრობს მეუღლესთან და მეუღლის შვილებთან: ნ-------------ასა და გ----------------ასთან ერთად. 2015 წლის ბოლოს ზ-------------–---–ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ----------------ა დააკავეს ყაჩაღობის ბრალდებით. ადვოკატი ჰპირდებოდა, რომ თანხის სანაცვლოდ ახალ წლამდე გამოიყვანდა ციხიდან. მას უკვე გადაცემული ჰქონდა 7000 ლარი და დამატებით სჭირდებოდა 4000 ლარი. ადვოკატი მოგვიანებით დაპირდა, რომ ძველით ახალ წლამდე გამოიყვანდა ციხიდან, ხოლო შემდეგ დაპირდა 6 თვეში გამოყვანას, თუმცა პირობა არ შეასრულა. მან ზ-------------–---–ს ასესხა 200 აშშ დოლარი, ხოლო 100 ლარი გადასცა საჩუქრად. მისთვის ცნობილია, რომ ზ-------------–---–ს სხვა მეგობრებმაც, კერძოდ: ი-----–-----–------–---–მა, ჟ---–------------–-–---–მა, მ-------–---–---–მა და რ----–----, რომლის გვარიც არ იცის, ასესხეს თანხა. როგორც მისთვის ცნობილია, გ----------------ას მოსამართლემ მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–-----–------–--–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულს არ იცნობს, ხოლო ზ-------------–---–ი არის მისი მეგობარი. 2015 წლის დეკემბერში შეხვდა ზ-------------–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ მისი მეუღლის შვილი „-----, რომლის გვარიც არ იცის, დააკავეს. ადვოკატი პირდებოდა, რომ 6000 ლარის სანაცვლოდ გამოიყვანდა ციხიდან, რის გამოც ადვოკატისთვის უნდა გადაეცა თანხა. ზ-------------–---–ის განმარტებით, 5000 ლარი უკვე გადაცემული ჰქონდა და აგროვებდა 1000 ლარს. მას ჰქონდა 100 აშშ დოლარი, რომელიც გადასცა ზ-------------–---–ს. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ზ-------------–---–მა შეაგროვა თანხა 1000 ლარი. ზუსტი თარიღი არ ახსოვს, სავარაუდოდ ზაფხულის შემდგომი პერიოდი იყო, იმყოფებოდა მეგობართან მ--------------–---–თან ერთად, როდესაც მივიდა ზ-------------–---–ი და უთხრა, რომ „გ----“ მოსამართლემ 6 წლთ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ----–-------–---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის დეკემბერში დაუკავშირდა მეგობარი ზ-------------–---–ი, რომელმაც სთხოვა ფულის სესხება. დაინტერესდა რაში სჭირდებოდა თანხა, რაზეც ზ-------------–---–მა უპასუხა, რომ მისი შვილი დააკავეს და ციხიდან გამოყვანის სანაცვლოდ ადვოკატისთვის უნდა გადაეხადა თანხა. მას მხოლოდ 300 აშშ დოლარი ჰქონდა, რომელიც ასესხა ზ-------------–---–ს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-------–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზ-------------–---–ი არის მისი ბავშვობის მეგობარი. 2015 წლის დეკემბერში ზ-------------–---–ისგან გაიგო, რომ მისი მეუღლის შვილი გ----------------ა დაკავებული იყო ყაჩაღობის ფაქტზე და ადვოკატზე გადასაცემად სჭირდებოდა 7000 ლარი, რადგან უნდა გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება. მას ჰქონდა 150 ლარი, რომელიც გადასცა ზ-------------–---–ს. მისთვის ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა და გ----------------ა იხდის სასჯელს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჟ---–------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არ იცნობს ბრალდებულს. იცნობს დაზარალებულ მ------------–---–ს, რომელიც არის მისი მეგობრის - ზ-------------–---–ის მეუღლე. 2015 წელს ზ-------------–---–ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მეუღლის შვილი გ----------------ა დააკავეს ყაჩაღობის ბრალდებით, ხოლო ადვოკატი პირდებოდა, რომ გაუფორმებდა საპროცესო შეთანხმებას და განთავისუფლდებოდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ზ-------------–---–ის განმარტებით, ადვოკატზე გადასაცემად სჭირდებოდა თანხა, რომელსაც აჩუქა 200 ლარი. ასევე მ--------------–---–მაც აჩუქა თანხა. როგორც მისთვის ცნობილია, ზ-------------–---–მა ადვოკატს გადასცა 7300 ლარი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეხვდა ზ-------------–---–ი, რომელიც იყო გაბრაზებული. როდესაც ჰკითხა რა სჭირდა, ზ-------------–---–მა განუმარტა, რომ ადვოკატმა მოატყუა და გ----------------ას მოსამართლემ მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა---------–---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არ იცნობს ბრალდებულს. საკუთრებაში აქვს თამბაქოსა და სასმლის 3 პატარა მაღაზია. მაღაზიები მდებარეობს ქ. თბილისში, კ--------------------ში, ქ.თბილისში, კ--------------------ში და ქ.თბილისში, გ-------------------------ში. 2015 წლის დეკემბრის თვეში ქ.თბილისში, კ--------------------ში მდებარე მაღაზიაში მოხდა ყაჩაღობა. დაუკავშირდა მაღაზიის გამყიდველი, რომელმაც აცნობა, რომ მაღაზიაზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა და გასტაცეს 70 ლარი, რომელიც მოგვიანებით ამოღებული იქნა გამოძიების მიერ, თუმცა თანხა წარმოადგენს ნივთიერ მტკიცებულებას, ინახება გამოძიებაში და ამ ეტაპზე დაბრუნებული არ არის. მისი მისვლისას პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ ყაჩაღობის ჩამდენი ორი პირი. მოწმის განმარტებით, არანაირი კავშირი არ ჰქონია ბრალდებულების ოჯახის წევრებთან და არც მათ ადვოკატებთან. ადვოკატები ნახა მხოლოდ ყაჩაღობის ჩამდენი პირების სასამართლო პროცესზე. მას არანაირი თანხა არ ჩარიცხვია ანგარიშზე და არც კართან დახვედრია 300-350 ლარი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ---–---------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული ა-–---------------–---–ი მისი კოლეგაა და იცნობს. ა-–----------------–---–თან ერთად მონაწილეობდა გ----------------ას სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც იცავდა მეორე ბრალდებულის ინტერესებს. ა-–---------------–---–ი მისი კლიენტის ინტერესებს იცავდა კვალიფიციურად. აღნიშნულ საქმეზე 2016 წლის 8------- დადგა განაჩენი. საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, მაგრამ საპროცესო შეთანხმება ვერ გაფორმდა. გ----------------ასა და ბრალდებულ ა-–---------------–---–ს შორის საპროცესო შეთახმების თანხაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ა-–---------------–---–ი ბრალდებულის დედას ესაუბრებოდა, მაგრამ ის არ მისულა და არც საუბრის შინაარსით დაინტერესებულა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ-------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის გაზაფხულზე დაუკავშირდა დიდი ხნის ნაცნობი ჯ---–--------------ა, რომელმაც სთხოვა, რომ გაყოლოდა ა-----------ან, რომელიც იცავდა მისი ძმისშვილის ინტერესებს ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით. ჯ---–--------------ასთან, მის მეუღლესთან და ყოფილ რძალთან ანუ გ----------------ას დედასთან ერთად მივიდნენ ა----–-----–-------------ე მდებარე ოფისში და შეხვდნენ ა-–---------------–---–ს. ა-–---------------–---–მა განუმარტა, რომ საქმეში ყაჩაღობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ნაკლები იყო და ცდილობდა გადაეკვალიფიცირებინა ძარცვაზე. მან ჰკითხა ა-–---------------–---–ს შეიძლებოდა თუ არა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რაზეც ა-–---------ემ უპასუხა, რომ შეეცდებოდა ჯერ წარდგენილი ბრალდება გადაეკვალიფიცირებინა სხვა ბრალდებაზე და შემდეგ გაუფორმებდა საპროცესო შეთანხმებას. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მ----გან გაიგო, რომ ა-–---------------–---–ს საკმაო თანხა გადასცა, მაგრამ გ-------- 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აღნიშნულის შემდეგ მ---- თხოვნით დაუკავშირდა ა-–---------------–---–ს და ჰკითხა აპირებდა თუ არა განაჩენის გასაჩივრებას, რაზეც მან უპასუხა, რომ აპირებდა განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს თ---–---------–-–-ის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მესამე განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ მ------------–---–ის განცხადების საფუძველზე, დაწყებული იქნა გამოძიება. მოწმის სახით გამოკითხა მ------------–---–ი და დაათვალიერა პარლამენტის ოფიციალური გვერდი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-----–-------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს თ---–---------–-–-ის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების განყოფილების მესამე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თანამშრომელ მ-----------------თან ერთად, ბრალდებულის სახით დააკავა ა-–---------------–---–ი. მ-----------------ის მიერ შედგენილი იქნა დაკავების ოქმი, რომელიც დაადასტურეს ხელისმოწერით. ა-–---------------–---–ი გადაყვანილ იქნა თ---–---------–-–-ის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო შემდგომ დროებითი მოთავსების იზოლატორში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ გამოკითხული იქნა ზ-------------–---–ი, რომლის მონაწილეობით დაათვალიერა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, ასევე დაათვალიერა დაზარალებულ ლ-–---------–----ის მეილი, მის მიერ ტექნიკური სამსახურის სპეციალისტის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა სატელეფონო ზარების დეტალური ამონაწერი.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, ბრალდებულ ა-–---------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება უტყუარად არის დადასტურებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ მ------------–---–ის განცხადებებით, დაზარალებულ მ------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: თ-----------ას და ნ------------–---ის გამოკითხვის ოქმებით; მობილური ტელეფონებისა და ელექტრონული ფოსტის დათვალიერების ოქმებით, თბილისის ძ---–-------–--ის რაიონული პროკურატურიდან მიღებული №1---------- წერილით თანდართული მასალებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით - შეხვედრების აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალებით და გამოთხოვილი ინფორმაციით ტელეფონებზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხის შესახებ, 2017 წლის 9 იანვრის დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 28 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, თავად ბრალდებულ ა-–---------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, ლ-–---------–----ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, ლ-–---------–----ის ელექტრონული ფოსტის დათვალიერების ოქმით თანდართული წერილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, დათვალიერების ოქმებით, რომლებიც სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მათ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:

 

დაზარალებულ: მ------------–---–ის ჩვენებებით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ 2015 წლის 0----------რს დააკავეს მისი შვილი გ----------------ა. მისი შვილის მეგობარმა ნ-----------------მა შესთავაზა აეყვანათ ადვოკატი ა-–---------------–---–ი. ა-–---------------–---–ს სთხოვა მისი შვილის დაცვა და ჰკითხა შესაძლებელი იყო თუ არა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რაზეც ა-–---------ემ უთხრა, რომ დაელაპარაკებოდა პროკურორს. რამდენიმე დღის შემდეგ, მობილური ტელეფონის ნომერზე 555 6-------, ა-–---------------–---–მა ნომრიდან 571 0------- მოსწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც ეწერა, რომ პროკურატურაში შეჰქონდა განცხადება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე 3000 ლარზე, რაზეც განაცხადა თანხმობა. ამის შემდეგ იმავე დღეს მოსწერა შეტყობინება, მასზედ, რომ ხომ არ შეეტანათ განაცხადი საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე 5000 ლარზე, რაზეც თანხმობა განუცხადა. რამდენიმე დღეში ის და ზ-------------–---–ი შეხვდნენ ა-–---------------–---–ს, რომელსაც გადასცა 2000 ლარი. რამოდენიმე დღეში ა-–---------------–---–მა ისევ მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება და მოსთხოვა დარჩენილი თანხა. ზ-------------–---–მა ისევ ისესხა 2000 ლარი, რომელიც მისი ქალიშვილის ნ-------------ას თანდასწრებით გადასცა ა-–---------------–---–ს. რამდენიმე დღეში ისევ მიწერა ა-–---------------–---–მა შეტყობინება თანხის გადაცემის თაობაზე. ზ-------------–---–მა ისევ ისესხა თავისი მეგობრებისგან და დარჩენილი 1000 ლარიც გადასცეს ა-–---------------–---–ის. საბოლოოდ 2016 წლის 1 იანვრამდე მას სრულად გადაუხადა მოთხოვნილი 5000 ლარი. თანხის ყოველი გადაცემის დროს ა-–---------------–---–ი აღნიშნავდა, რომ ფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება ერთი წლით რეალურ სასჯელზე, ხოლო პირობითი მსჯავრის ვადაზე, მისი განმარტებით, პროკურატურა არ იყო ჩამოყალიბებული. ამასთან, ა-–---------------–---–ი ეუბნებოდა, რომ ის ცდილობდა რეალური სასჯელი როგორმე 6 თვემდე ჩამოეწია. 2016 წლის აპრილის თვის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიდრე ჩატარდებოდა ერთ-ერთი სასამართლო პროცესი, რამოდენიმე საათით ადრე, ა-–---------------–---–მა მისწერა შეტყობინება, მასზედ, რომ გადაეცა მისთვის დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით 300 ლარი. მან გადასცა მოთხოვნილი თანხა, რომელიც ვითომდა უნდა შეეტანა ბანკში, თუმცა შემდეგ უთხრა, რომ პროცესი ეწყებოდა, ვერ ასწრებდა და მოგვიანებით შეიტანდა თანხას. დაახლოებით 2 კვირაში ა-–---------------–---–ს კვლავ მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც ეწერა, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებით 6000 ლარზე და 6 თვიან რეალურ სასჯელზე კეთდებოდა საპროცესო შეთანხმება, რაზეც დათანხმდა და გადასცა 1000 ლარი. განაჩენის გამოტანისას ა-–---------------–---–მა უთხრა, რომ არ შეშინებოდა რა განაჩენიც არ უნდა გამოეტანათ, ვინაიდან მიმდინარე წლის ივნისის თვეში მისი შვილი გარეთ იქნებოდა. 2016 წლის 2 ივნისს მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი და გ----------------ას მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. შემდეგ მისი მული ჯ---–--------------ა შეხვდა და ელაპარაკა ა-–------–---–ს, რომელსაც მოგვიანებით ვითომდა საპროცესოს გაფორმების მოტივით მოსთხოვა თანხის დამატება, რომელმაც გადმოურიცხა 1000 აშშ დოლარი, ასევე 1000 ლარი დაამატეს თავად, მაგრამ არ გადაუციათ ა-–---------ესთვის, რადგან ეჭვი ეპარებოდათ. შემდეგ შეხვდა მის შვილს გ----------------ას, რა დროსაც მან სთხოვა ადვოკატ ა-–---------------–---–ისათვის გადაეცა, რომ შესულიყო მის სანახავად, რომელიც გ-------- განმარტებით არ აკითხავდა მას. ამავე შეხვედრაზე გ-------- უარყო საპროცესო შეთანხმების ოქმებზე ხელის მოწერის ფაქტი. აღნიშნულის შემდგომ ა-–---------------–---–ი კვლავ ატყუებდა, რომ აწარმოებდა მოლაპარაკებას პროკურატურასთან და გ-------- გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება, რაც რათქმაუნდა არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. დაზარალებულის განმარტებით, ა-–--------------–---–ს გადასცა მომსახურებისათვის 1000 ლარი, 6350 ლარი მან მოტყუებით გამოართვა, რომლის დაბრუნებას ითხოვს.

აღნიშნული გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა მ------------–---–ის მეუღლემ - ზ-------------–---–მა და შვილმა ნ-------------ამ.

 

2016 წლის 1-------- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ გ----------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

 

ზ-------------–---–ის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით თანხის სესხების ფაქტი დადასტურდა მოწმეების: მ--------------–---–ის, რ----–-------–---------ის, მ-------–---–---–ის, ი-----–-----–------–---–ის და ჟ---–------------–-–---–ის ჩვენებებით.

 

2016 წლის 9 სექტემბრის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადასტურდა დაზარალებულის ჩვენება, სადაც მითითებულია, რომ ა-–---------------–---–ი წერს დაზარალებულს შემდეგს: მოსამართელემ იმაზე ადრე გაამზადა განაჩენი, ვიდრე ელოდებოდა და იმ დღესვე შეიტანდა სააპელაციო სასამართლოში, ხოლო საპროცესოს საკითხი გადაწყვეტილია 1 წელზე და 10 000 ლარზე, ნაწილი თანხა გადაცემულია და ითხოვს დამატებით 2000 აშშ დოლარს და აძლევს პირობას, რომ გ------- სამ თვეში იქნება სახლში. 2016 წლის 13 ივნისს ა-–---------ე დაზარალებულს სწერს შეტყობინებას, რომ პირობა დადო გარანტია მისცა და მზადაა მეორე დღეს ხელმოწერილი საბუთი გადაუგზავნოს. იქვე განმარტავს, რომ თუ ვინმე უფრო იაფად გააკეთებს გ-------- საქმეს, თავად გავა საქმიდან. 2016 წლის 15 ივნისის მიმოწერაში მ------------–---–ი ა-–---------------–---–ს სთხოვს თანხის უკან დაბრუნებას, რადგან არაფერი არ გაუკეთებია გ-------- საქმეზე, რომელსაც ა-–---------------–---–ი პირდება, რომ ყველაფერს მოაგვარებს და თანხას დაუბრუნებს მაქსიმუმ 10 დღეში და სთხოვს მ---- შეხვედრას და საუბარს.

 

მ------------–---–ის მონაწილეობით განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედება - ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერებით ადვოკატ ა-–---------------–---–თან დადგინდა, რომ ა-–---------------–---–ი მართლაც მოტყუებით, ვითომდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოტივით, დაეუფლა მ------------–---–ის კუთვნილ ფულად თანხას, კერძოდ: 2016 წლის 11 აგვისტოს შეხვედრისას, ა-–---------------–---–მა მ------------–---–ს უთხრა: „შეიძლება ივლისში ადამიანს სთხოვდე სექტემბერში დასანიშნი პროცესის პასუხს?!“ (საუბარია სააპელაციო სასამართლოზე), „ჯერ პროცესამდე დარჩენილია ერთი თვე. შენ დალოცვილისშვილო, ჯერ სხდომა არ დანიშნულა, იქნებ ვაკეთებ?!“, „მე აი ამ 16 თუ 17 სექტემბერს, როცა სხდომა არის დანიშნული, ამ სხდომამდე ველოდები რაღაცას“. „მე მაქსიმუმ კვირის ბოლომდე ოფიციალურად შეგახვედრებთ ან გაჩვენებთ პროკურორის ხელმოწერილ დოკუმენტს, რომ თქვენთვის ის იყოს სანდო“. როდესაც მ------------–---–მა ჰკითხა, ფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება, ა-–---------------–---–მა უპასუხა: „კეთდება-მეთქი და არ მაცლით ელემენტარულად“, „აკეთებენ, მაგრამ თუ დაიცდით კარგია“. 2016 წლის 13 სექტემბერს შეხვედრისას, მ------------–---–მა ა-–---------------–---–ს უთხრა: „პროცესზე მითხარით, ბავშვმა საპროცესოს ხელი მოაწერაო, ვკითხე, არაფერზე ხელი არ მომიწერიაო, რატო, მიზეზი ბატონო ს------ო, რატომ წაიღეს ფული?“ ა------–---–ი პასუხობს: „მ--- ეხლა მომისმინე, ფული არავის არ წაუღია, ფული შენგან წავიღე მე...“ მ------------–---–ის კითხვაზე: „თქვენ ხომ მითხარით მე, რომ აბრუნებენო და ვინ აბრუნებდა ბ-ნო ს------ო?“, ა------–---–ი პასუხობს: „კიდევ ერთხელ გეუბნები მ---, ფული წავიღე მე და პასუხისმგებელი ვარ მე...“ „აპელაციას თუ ჩამატარებინებ მ---, კიდევ ერთხელ გიმეორებ გ------- იქნება სახლში“, „აპელაციაში კიდევ ერთხელ გიმეორებ გაუკეთდება საპროცესო“. მ------------–---–ის კითხვაზე: „განცხადება საპროცესოზე თქვენ ხომ თქვით შევიტანეო“? - „კი“, - „ის მაინც მანახეთ ბ-ნო ს------ო“ - „პრობლემა არ არის როცა გინდა მაშინ მოგცემ“. „ვინ აბრუნებდა ბ-ნო ს------ო მაგ ფულს. აი თქვენ წარმოიდგინეთ 5000 ახალ წლამდე ხო მოგეცით. ჯერ 5000, მერე აპრილში მითხარით 6000 და 6 თვეო. მე ხომ მოგიტანეთ ბ-ნი ს------ო, ... 1000 ლარი მოგეცით მე... 7350 ანუ 6000 საპროცესოზე მითხარით თქვენ ჯერ მე. 300 ლარი იმისი დაზარალებულის, მერე 350, 50 მე გადმომყვა, მარა ეს ყველაფერი ქვითარი სადაა ბ-ნო ს------ო?“ „6350 ლარი“... ...„არსად არ არის, კიდევ ერთხელ გიმეორებ ელემენტარულად გამომდინარე, ეს არის გაკეთების სტადიაში“. აქვე ადვოკატი პირდება, რომ ერთ კვირაში გადაწყდება საკითხი. 2016 წლის 22 სექტემბერს შეხვედრისას, ა-–---------------–---–მა მ------------–---–ის კითხვაზე: „შენ ფული ხომ გამომართვი, გამომართვი რისთვის?“ - „საპროცესო შეთანხმებისთვის“, - საპროცესოსთვის ხოდა აი, რატომ მე რატომ გამომართვით, როცა კოდი უნდა მოეცა თქვენთვის?“ „კი ბატონო გავიგე მ---, ერთი და იგივე“, „ხოდა სად წავიდა ეს ფული? ერთი კვირა ჯვარს მაცმევ“, „შენ ერთი თეთრი არ დაგეკარგება, ყველა თანხაზე მე ვარ პასუხისმგებელი შენს წინაშე... ხვალე დილის საათებში მე შენ განახებ პროკურორს“, „ხოდა რას გეუბნება პროკურორი?“ „გავაკეთებ საქმეს აუცილებლადო“. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ადვოკატ ა-–---------------–---–ს მ------------–---–ისათვის საპროცესო შეთანხმებაზე განცხადება არ უჩვენებია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთი განცხადება არ არსებობდა. რამდენადაც ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, ადვოკატ ა-–---------------–---–ს გ----------------ასათვის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად განცხადებით არ მიუმართავს თბილისის ძ---–-------–--ის რაიონული პროკურატურისათვის.

 

გ----------------ას საქმეზე მონაწილე პროკურორის თ-----------ას ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ა-–---------------–---–ს და მსჯავრდებულ გ----------------ას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე ძ---–-------–--ის რაიონული პროკურატურისათვის განცხადებით არ მიუმართავთ. სამეში არსებული მასალებით არ დგინდება ზიანის ანაზღაურება ბრალდებულების მხრიდან. 2016 წლის თებერვლის თვეში მისი ინიციატივით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი შეათანხმა ზემდგომ პროკურორთან, რის შემდეგაც დაუკავშირდა გ----------------ას მშობელს მ------------–---–ს და სთხოვა მისულიყო პროკურატურაში, რათა მისთვის შეეთავაზებინა საპროცესო შეთანხმება კონკრეტული პირობებით. მ------------–---–ს გაუკვირდა მისი ზარი ამ საკითხთან დაკავშირებით და სთხოვა განემარტა კონკრეტულად რა პირობაზე იყო საუბარი. მან უთხარა, რომ სთავაზობდნენ 7 წლით თავისუფლების აღკვეთას, საიდანაც 4 წლთ თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრებოდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვლებოდა პირობით მსჯავრად, რაზეც ის ძალიან დაიბნა და უთხრა, რომ ადვოკატისგან სხვა ინფორმაცია ჰქონდა.

 

მოწმე: მ---–---------------ას ჩვენებით დადგინდა, რომ გ----------------ას ბრალდების საქმეზე იცავდა მეორე ბრალდებულის ინტერესებს. მისი განმარტებით, როგორც მისთვის ცნობილია, საპროცესო შეთანხმებაზე იყო საუბარი აღნიშნულ საქმეზე, მაგრამ მხარეები პოზიციებზე ვერ შევთანხმდნენ და შესაბამაბისად, არ შედგა საპროცესო შეთანხმება. აღნიშნულზე ესაუბრა პროკურორი თ-----------ა. საპროცესო შეთანხმებაზე საუბრისას რაიმე თანხაზე საუბარი არ ყოფილა. აღნიშნული ჩვენებით დგინდება, რომ მისი მიზეზით გ----------------ას საპროცესო შეთანხმება არ ჩაშლილა.

 

გ----------------ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ა---------–---------ის ჩვენებით, მას არ ჰქონია არანაირი კონტაქტი ბარალდებულების ადვოკატებტან, ისინი მხოლოდ სასამართლო პროცესზე ნახა, მათგან არანაირი თანხა ზიანის ანაზღაურების მიზნით არ მიუღია და არც მოუთხოვია, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ მისი თანხა ინახება ნივთმტკიცების სახით.

 

ამდენად, სასამართლოს შეფასებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა მ------------–---–ის ეპიზოდში ა-–---------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

რაც შეეხება ა-–------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას ლ-–---------–----ის ეპიზოდში, დაზარალებულ ლ-–---------–----ის ჩვენებით დადგინდა, რომ სამუშაოზე აღდგენაში დახმარების მიზნით აიყვანა ადვოკატი ა-–---------------–---–ი, რომელიც პირდებოდა სამსახურში აღდგენას და მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში დახმარებას. ა-–---------------–---–მა მოიპოვა მისი ნდობა, რაც შემდეგში გამოიყენა ბოროტად და მისგან თაღლითურად დაეუფლა 800 ლარის ოდენობით ფულადი თანხას, არ შეიტანა სარჩელი სასამართლოში და არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს ასევე საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ------------–----მა და თ----------–--ემ.

 

ის გარემოება, რომ ლ-–---------–----მა მინდობილობა გაუფორმა ა-–------–---–ს და მას ანდო მის საქმეზე სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებით - მინდობილობით.

 

საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო საუბრების დეტალური ნუსხით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ ლ-–---------–----სა და ა-–---------------–---–ს ჰქონდათ ხშირი კომუნიკაცია.

 

საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 2----------–-- N1------ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის უფროსი კონსულტანტის შ--------------ის მიმართვით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანცელარიის ელექტრონული ბაზის მონაცემებით 2015 წლის მარტიდან 2016 წლის 1-------- ჩათვლით, ლ-–---------–----ის სარჩელი რეგისტრირებული არ არის.

 

2016 წლის 22 დეკემბრის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ დათვალიერებული იქნა ლ-–---------–----ის მობილურ ტელეფონში არსებული ლ-–---------–----სა და ა-–---------------–---–ს შორის 2016 წლის 23 მაისიდან - 2016 წლის 7 ივლისის ჩათვლით მიმოწერები, კერძოდ: ა-–---------------–---–ი წერს ლ-–---------–----ს: „ორ შვილს გეფიცები ღამე არ მძინებია შენს გამო, ერთ რამეს გემუდარები დღევანდელი დღე მადროვე მარტო, მოვკვდები და ყველაფერს დღეს გავაკეთებ, გთხოვ მარტო ერთი დღე“. „ს------ო სერიოზული პრობლემები მაქვს და დღეს აუცილებლად მჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება ოთხ საათამდე“. „მე ვეღარ მნახავ ორივე შვილს გეციფები შენთან შერცხვენას თავის მოკვლა მირჩევნია გთხოვ გემუდარები მადროვე და ყველაფერს გამოვასწორებ“. „მოსამართლე რა გვარია ვინც პროცესი ჩაატარა?“. „ხვალ დილით დაგირეკავ და შემხვდები საბურთალოზე, რას აპირებ რომ ვიცოდე თუ არა და მივიღებ სხვა ზომებს, ჩემი საბუთებიც თან იქონიე რაც კი მოგიტანე“. „ლ-–- გამარჯობა არავითარი სხვა ზომების მიღება არ დაგჭირდება, სანამ შემხვდები შენი მეილი მომწერე, რაღაც უნდა გამოგიგზავნო რომ წაიკითხო და მერე შევხვდეთ“. „-----------------“. „შენს ტყუილებს საზღვარი აღარ აქვს 2 საათზე სააკაძის მოედანზე იყავი და თან იქონიე ჩემი საბუთები“. „ხვალ 10 საათზე სააკაძის მოედანზე შემხვდი და მეტყვი, როგორ გამოასწორებ საქმეს“. „რათამაუნდა არაკაცი ვიყო თუ არ გამოვასწორო“. „ლ-–- დილამშვიდობის იცოდე მამის საფლავს გეფიცები მე შენ არ გიღალატებ და დღე და ღამე ვმუშაობ, მეილზე დეტალურად გადმოგიგზავნი ყველა სარჩელს და მთელ გეგმას ნახე დეტალურად და საღამოს შევხვდეთ“. „თერთმეტის ნახევარზე შევხვდეთ, რომ მითხრა რას აპირებ და რა სახით გამოასწორებ საქმეს“. „ლ-–- არაკაცი ვიყო რაიონში ვარ ფულის გულისთვის, ჩამოვალ თუ არა ეგრევე გნახავ, კიდევ ერთხელ გეუბნები გამოსასწორებელი არაფერი არ არის შვილებს გეფიცები თუ რამეს გატყუებდე“. „გამარჯობა ლ-–- გასაგებია მე ორის ნახევარზე დამიბარეს სასამართლოში, მე როგორც გითხარი დავიწყე ყველაფრის დალაგება და დღეს ყადაღა უნდა მეკავოს ხელში და გამოვალ თუ არა იქიდან სადაც მეტყვი იქ მოვალ“. „აბა როგორ არის საქმე?“. „ლ-–- კარგად ძალიან კარგად ჩემს შვილებს გეფიცები დღეს ყადაღა ყველაფრის იქნება და გარანტიას ვიძლევი ხანდაზმული არ იქნება. მაცივარიც ხანდაზმულია? აბა ეგ იკითხე? აბა ნახე სისხლის სამართლით ხანდაზმულია?, მოკლედ ნახე და შეაფასე შენ თვითონ, ნუ უჯერებ ნურავის და ცდას რა უდგას წინ გამაგებინე ბაჟს 3000 ლარს მე ვიხდი“.

 

2017 წლის 10 იანვრის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ დათვალიერებული იქნა ლ-–---------–----ის „mail -----------------“. „ლ-–- კიდევ ერთხელ გთხოვ ყურადღებით გაეცანი ამ წერილს, ამით მე შევეცდები ყველაფერი აგიხსნა. ლ-–- მართლა უდიდეს პატივს გცემ და მზად ვარ შენი გულისთვის ყველაფერი გადავდო გვერდზე და დაგიმტკიცო, რომ შეცდომა ჩემგანვე იქნება გამოსწორებული, მარტო ერთ რამეს გთხოვ გემუდარები მომეცი უკანასკნელი შანსი, შენ ძალიან კარგად იცი მე რა შემიძლია გეფიცები ღამეებს გავასწორებ და ყველაფერს გამოვასწორებ, მე მოვიგებ ამ პროცესებს ამაში დარწმუნებული ვარ, არ იფიქრო ამ საქმეებს რამე გამორჩენის გამო ვეჭიდებოდე მხოლოდ ის მინდა დაგიმტკიცო, რომ ჩემი შეცდომა შემთხვევითი იყო, უმძიმეს მდგომარეობაში ვარ, მესმის რომ ნდობა ძალიან გიჭირს, მაგრამ მე უაზრო ნდობას არ ვითხოვ ყველაფრის გამოსწორებას დავიწყებ და გაძლევ პირობას ყოველდღე საბუთებით ჩაგაყენებ საქმის კურსში, გთხოვ ცხელ გულზე არ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაქსიმუმ ვადას ერთ თვეს გთხოვ, თუ ჩემს პირობებს არ მიიღებ მე მზად ვარ ფინანსურად ავანაზღაურო ჩემი შეცდომა და რამდენი უნდა გადავიხადო მომწერე მე მზად ვარ ვაღიარო ეს ვალდებულება. გთხოვ არ გამწირო და ჩემზე ერთგული ადამიანი არ გეყოლება, მთელი დარჩენილი ცხოვრება ვიზრუნებ, რომ დაშვებული შეცდომა გამოვასწორო“.

 

საქმეზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დათვალიერების ოქმებითა და თანდართული ამონაწერებით დგინდება, რომ ა-–---------------–---–ი აღიარებს, რომ მას არ შეუტანია სარჩელი და სთხოვს ლ-–---------–----ს, არ დაღუპოს და არ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, ითხოვს დამატებით დროს და პირდება ყველაფრის გამოსწორებას.

 

ამდენად, სასამართლოს შეფასებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ლ-–---------–----ის ეპიზოდში ა-–---------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შემდგომ სასამართლოს მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ა-–---------------–---–ს განზრახული ჰქონდა სხვისი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, შევიდა დაზარალებულებთან ნდობაში და პირდებოდა მათი ინტერესების დაცვას სასამართლო სხდომაზე, თუმცა სინამდვილეში მოატყუა დაზარალებულები, რის საფუძველზეც თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მათ კუთვნილ ფულად თანხებს.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა-–---------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები საქმესთან მათი დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-–---------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად ისჯება თაღლითობა, ე.ი. ქმედება, რაც გამოიხატება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებაში ან ქონებრივი უფლების მიღებაში. აღნიშნული შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1. სხვისი მოტყუება, 2. სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება, 3.მისაკუთრების მიზანი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ქმედების - თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები არსებობს.

 

იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც საქმეზე იქნა გამოკვლეული, დადასტურებულია, რომ ა-–---------------–---–ი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა მ------------–---–ის კუთვნილ თანხას, რის საფუძველზე, დაზარალებულს მიაყენა 6350 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი, ხოლო დაზარალებულ ლ-–---------–----ს მიაყენა 800 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ: დანაშაულებრივ ქმედებაში, თაღლითობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი ფარულად დაუფლებაც მოახერხა ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ მ------------–---–ისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 6350 ლარს, ხოლო ლ-–---------–----ისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 800 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა თაღლითობის ჩადენა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ამ დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს არა მარტო სახელმწოფო მოხელე, არამედ კომერციული სტრუქტურის წარმომადგენელიც, რომელიც სხვის ნივთს მოტყუებით დაეუფლა. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება შეიძლება ამა თუ იმ საწარმო-დაწესებულების მუშაკის მიერაც. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბრალდების ორივე ეპიზოდში თაღლითობა ბრალდებულის მიერ სწორედ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განხორციელდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ა-–---------------–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–---------------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (2 ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-–---------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, იმ გარემოებას, რომ დაზარალებულ ლ-–---------–----ს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, ხოლო მ------------–---–ს ზიანი ააუნაზღაურა ნაწილობრივ და აქვს მისწრაფება, რომ მთლიანად აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ა-–---------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან და საზოგადოებისაგან მის იზოლაციასთან, ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის შესაბამისად.

 

ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- მ------------–---–ის მობილური ტელეფონი „სამსუნგ გალაქსი S4“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ზ-------------–---–ის მობილური ტელეფონი „ს----------------“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- შპს „მობიტელიდან“ გამოთხოვილი შემავალი და გამავალი ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების დეტალური ნუსხა ერთ ცალ CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- 2016 წლის 11 აგვისტოს ქ.თბილისში, დ-----------–-----–-----------------ში მდებარე ოფისში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება - ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალა ვიდეო ჩანაწერი, გადატანილი სრული მოცულობით 1(ერთი) ცალ DVD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- 2016 წლის 13 სექტემბერს ქ. თბილისში, გ--------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება, ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერის შედეგად მოპოვებული მასალა ვიდეო ჩანაწერი, გადატანილი სრული მოცულობით 1(ერთი) ცალ DVD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- 2016 წლის 22 სექტემბერს ქ.თბილისში, ვ-–----–----–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალა, ვიდეო ჩანაწერი გადატანილი სრული მოცულობით 1(ერთი) ცალ DVD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- 2016 წლის 2 აგვისტოდან 2016 წლის 29 აგვისტომდე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალა, გადატანილი სრული მოცულობით 1(ერთი) ცალ CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2016 წლის 7 ოქტომბრამდე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალა, გადატანილი სრული მოცულობით 1(ერთი) ცალ CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ბრალდებულ ა-–---------------–---–ის პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება ქ.თ---–---------–-–-ის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ლ-–---------–----ის სონის ფირმის „Xperia M“ მოდელის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ლ-–---------–----ის სონის ფირმის „Xperia M“ მოდელის მობილური ტელეფონიდან ამოღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები „DVD“ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ------------–---–ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ლ-–---------–----ის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ------------–---–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 8300 (რვაათას სამასი) ლარის ოდენობით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ლ-–---------–----ის ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ------------–---–ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა-–---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8 300 (რვა ათას სამასი) ლარის ოდენობით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2016 წლის 20 დეკემბრიდან - 2016 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, ა-–---------------–---–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.

 

6. ა-–---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

7. ნივთიერი მტკიცებულება:

- მ------------–---–ის მობილური ტელეფონი „სამსუნგ გალაქსი S4“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ზ-------------–---–ის მობილური ტელეფონი „ს----------------“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- შპს „მობიტელიდან“ გამოთხოვილი შემავალი და გამავალი ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების დეტალური ნუსხა ერთ ცალ CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- 2016 წლის 11 აგვისტოს ქ.თბილისში, დ-----------–-----–-----------------ში მდებარე ოფისში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება - ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალა ვიდეო ჩანაწერი, გადატანილი სრული მოცულობით 1(ერთი) ცალ DVD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- 2016 წლის 13 სექტემბერს ქ.თბილისში, გ--------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება, ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერის შედეგად მოპოვებული მასალა ვიდეო ჩანაწერი, გადატანილი სრული მოცულობით 1(ერთი) ცალ DVD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- 2016 წლის 22 სექტემბერს ქ.თბილისში, ვ-–----–----–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალა, ვიდეო ჩანაწერი გადატანილი სრული მოცულობით 1(ერთი) ცალ DVD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- 2016 წლის 2 აგვისტოდან 2016 წლის 29 აგვისტომდე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალა, გადატანილი სრული მოცულობით 1(ერთი) ცალ CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2016 წლის 7 ოქტომბრამდე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალა, გადატანილი სრული მოცულობით 1(ერთი) ცალ CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ბრალდებულ ა-–---------------–---–ის პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება ქ.თ---–---------–-–-ის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ლ-–---------–----ის სონის ფირმის „Xperia M“ მოდელის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ლ-–---------–----ის სონის ფირმის „Xperia M“ მოდელის მობილური ტელეფონიდან ამოღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები „DVD“ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი