განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2019
საქმის ნომერი
120100118002581308
დავის ტიპი
287
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/318-18წ. 6 მარტი, 2019 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლ-–- ზაზაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ------------–---–---–ი;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ნ-----–---- ქ--------ე, დაბადებული 2-.0-.1--- წელს ბ---------ში, პირადი N1---------- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები : ქ.ბ---------ი, დაბა ა---–----ა, ნ----ს ქ. N-;

ადვოკატი - ტ------–----–-----–---–ი;

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის 1- ლი ნაწილი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 17 ივნისს, ბ---------ის რაიონის დაბა ა---–----აში ნ----ს ქ.N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ სათავსო ოთახში ნ-----–---- ქ--------ემ, რეგისტრაციის წესების დაუცველად, უკანონოდ დაამონტაჟა ე.წ ლენტური ხერიხი, რომლითაც ახდენდა უკანონოდ გაჩეხილი ხე-ტყის მრგვალი მორის გადამუშავებას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ნ-----–---- ქ--------ემ ჩაიდინა, სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი მოწყობილების მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.

 

სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულმა ნ-----–---- ქ--------ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, (შეტყობინება დანაშულის შესახებ (პატაკი), ფორმა N1, მოწმეთა გამოძახების ოქმები, რ----------------–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეთა დ-------------ის, ლ-–- ქ--------ის, ბ------------–--ის და მ---------------ის გამოკითვის ოქმები, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩხრეკის ჩატარების სესახებ, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩხრეკის ოქმი, შუამდგომლობა საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ და სასამართლოს განჩინება, მიმართვა და პასუხი გარემოს დაცვის სამსახურიდან რეგისტრაციის შესახებ, ნ-----–---- ქ--------ის ნასამართლეობის ცნობა და ნ-----–---- ქ--------ის ადმინისტრაციული შემოწმების ცნობა, მიმართვა და პასუხი პრობაციის ბიუროდან თანდართული მასალებით, ნივთმტკიცების მიღების მიმართვა, ნივთმტკიცება ლენტური ხერხი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

მოწმეების მ---------------ის, ბ------------–--ის და დ-------------ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ მუშაობენ შსს ბ---------ის რაიონულ სამმართველოში, 2018 წლის 21 ივნისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბ---------ის რაიონის დ.ა---–----აში ნ----ს ქ.N--ში მცხოვრები ნ-----–---- ქ--------ე თავის საცხოვრებელ სახლში, დამხმარე სათავსოებში და საცხოვრებელი სახლის ეზოში ინახავდა მის მიერ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის შედეგად მოპოვებულ ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტს და ე.წ ,,ლენტური ხერხს’’ და აპირებდა მათ გადამუშავებას ეზოში სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევით დამონტაჟებულ ხის სახერხ დანადგარში. ჩხრეკის შედეგად ნანახი და ამოღებული იქნა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ სათავსო ოთახში მრგავლი ხე-ტყის გადამამუშავებელი დანადგარი, რომელიც იდგა ლიანდაგზე და შეერთებული ჰქონდა ელ.სადენები. ამოღებული ნივთი დაილუქა და გადატანილი იქნა ქ.ახალციხეში საფინანსო საფინანსო სააგენტოს სასაწყობე ტერიტორიაზე. აღნიშნულის შესახებ მ---------------ის მიერ პატაკის სახით დაუყონებლივ მოხსენდა შსს ბ---------ის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელობას.

მოწმე ლ-–- ქ--------ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2018 წლის 21 ივნისს იმყოფებოდა სახლში მარტო რა დროსაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და გარემოს დაცვის თანამშრომლები ექსპერტთან ერთად და გამომძიებელმა გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო მისი სახლის, დამხმარე სათავსოების და ეზოს ჩხრეკის შესახებ, რის შემდეგ ჩაატარეს ჩხრეკა და ნანახი იქნა მრგავლი ხე-ტყის გადამამუშავებელი დანადგარი ე.წ ,,ლენტური ხერხი’’, რომელიც ამოიღეს დალუქეს და წაიღეს. ჩხრეკის ოქმს გაეცნო და მოაწერა ხელი, ასევე ხელი მოაწერა ლუქებზე. დაახლოებით 4 დღის წინ მისმა ძმამ ნ-----–---- ქ--------ემ სთხოვა დახმარება ხის სახერხი დანადგარის აწყობაში და ორივემ ერთად ააწყეს, რომელზეც მიაერთეს ელექტრო სადენი, ხოლო დახერხვით არაფერი დაუხერხავთ, არც ხე-ბუჩქნარი გაუჩეხავთ და არც სხვა გზით მოუპოვებიათ მრგვალი მორი, აღნიშნული სახერხი არც მის სახელზე და არც მის ძმაზე არ იყო დარეგისტრირებული.

მოწმე ლ-------------–-–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2018 წლის 21 ივნისს საღამოს მისი მეუღლისგან ნ-----–---- ქ--------ისგან გაიგო, რომ მათ საცხოვრებელ სახლში პოლიციამ ჩაატარა ჩხრეკა, ჩხრეკის შედეგად ნანახი და ამოღებული იქნა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ სათავსო ოთახში დამონტაჟებული მრგავლი ხე-ტყის გადამამუშავებელი დანადგარი ე.წ ,,ლენტური ხერხი’’, რომელიც ამოიღეს და დალუქეს. აღნიშნულზე მისმა მეუღლემ უთხრა, რომ 4 დღის წინ ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე დაამონტაჟა სახერხი დანადგარი, ხოლო ხე-ტყის მასალის მოპოვებას საიდან აპირებდა ნ-----–---- ქ--------ე არ იცის. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას მოწმე მ----- ქ--------ემაც.

2018 წლის 21 ივნისის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბ---------ის რაიონის დაბა ა---–----აში ნ----ს ქ.N--ში მდებარე ნ-----–---- ქ--------ის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოების და ეზოს ჩხრეკისას საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ სათავსო ოთახში აღმოჩენილი იქნა მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამამუშავებელი დანადგარი ე.წ ,,ლენტური ხერხი’’ რომელსაც გააჩნია ძრავი, ძრავის ჩამრთველ გამომრთველი მოწყობილობა, ხის მრგვალი მორისაგან სხვადასხვა ზომების ფიცრის გამოსახერხი ზომების მარეგულირებელი მოწყობილობა, ორი ცალი ლითონის თვალი (ბორბალი) რომელზეც დაყენებულია ხის მრგვალი მორის ხერხის პირი ე.წ ,,ლენტა’’ ძრავზე მიერთებულია ელ-სადენი და აღნიშნული დანადგარი მთლიანად დადის ლიანდაგზე.

2018 წლის 01 ივლისის საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული ბრალდებულ ნ-----–---- ქ--------ის მიერ 2018 წლის 21 ივნისს მიცემული ჩვენება.

ნ-----–---- ქ--------ეს 2018 წლის 01 ივლისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 02 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 10000 ლარის ოდენობით გირაოს შეტანის ვადად განესაზღვრა 40 დღე. ბრალდებულის მიერ გირაო არ იქნა უზრუნველყოფილი.

სასამართლოს დასკვნა ნ-----–---- ქ--------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

ნ-----–---- ქ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება ნასამართლობა.

2018 წლის 1--------–ის განაჩენით ნ-----–---- ქ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ნ-----–---- ქ--------ეს განაჩენთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ-----–---- ქ--------ე (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1--------–ის N1/1---18წ. განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა,, პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და საბოლოოდ, ნ-----–---- ქ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით.

2. ნ-----–---- ქ--------ის (პ/ნ 1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო (რომელიც არ არის უზრუნველყოფილი) გაუქმდეს.

- მსჯავრდებულს ნ-----–---- ქ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, დაკავების შემთხვევაში იგი მოთავსდეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში, ნ-----–---- ქ--------ის ეტაპირება უზრუნველყოს საქართველოს შსს ბ---------ის რაიონულმა სამმართველომ.

3. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - ლენტური ხერხის ლიანდაგები, რომელიც ინახება ლ-–- ქ--------ესთან, ასევე ლენტური ხერხის დანადგარი, განთავსებული სამცხე-ჯავახეთის საფინანსო სააგენტოს დაცულ ტერიტორიაზე, კონფისკაციის გამო გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის:ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი