გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/15477-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი მარიამ კალატოზიშვილი
მოსარჩელე - ლა--------ა
წარმომადგენელი - ზა-------------–--ე
მოპასუხე - ლი----------–---–ი
წარმომადგენელი - თა-----------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ლა--------ასათვის ლი----------–---–ის სასარგებლოდ 3 000,00 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ ლა--------ამ ლი----------–---–ს ასესხა თანხა 3 000,00 ლარი, რასთან დაკავშირებით 2017 წლის 10 მაისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. შეთანხმების თანახმად, ლი----------–---–ს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა 2018 წლის 10 მაისს. მოპასუხეს მოსარჩელისათვის სესხის თანხა არ დაუბრუნებია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
შესაგებელში განმარტებულია, რომ მხარეებს შორის გაფორმდა უპროცენტო სესხის ხელშეკრულება, ლი----------–---–ი ყოველთვიურად იხდიდა 300,00 ლარს, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 10 მაისს ლა--------ასა (გამსესხებელი) და ლი----------–---–ს (მსესხებელი) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ლა--------ამ გადასცა ლი----------–---–ს სესხის თანხა 3 000,00 ლარი.
სესხის გაიცა ყოველთვიური სარგებლის (პროცენტის) გადახდის გარეშე.
სესხის გაიცა ერთი წლის ვადით და მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 2018 წლის 10 მაისს.
მხარეებს შორის გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის სესხის თანხის (3 000,00 ლარის) გადაცემის ფაქტი არ არის სადავო.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-5).
მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ, 2019 წლის 16 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:15:34).
სესხის ხელშეკრულება, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1-------- (ს.ფ. 15-17).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. არ დგინდება ლი----------–---–ის მიერ ლა--------ას სასარგებლოდ სესხის თანხის 3000,00 ლარის გადახდის ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები - რომელზედაც იგი ამყარებს თვის შესაგებელს. შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს. ამგვარი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლია.
ფულადი თანხის გადახდის ფაქტის მტკიცება ეკისრება მოვალეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით. მოპასუხე მხარეს კი ამგვარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების (თუნდაც ნაწილობრივ) გარემოებას, სასამართლოში არ წარმოუდგენია.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა 3 000,00 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და ემყარება წერილობით მტკიცებულებას (სესხის ხელშეკრულება). რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, იგი ამ შემთხვევაში ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო თანხის გადახდის ფაქტის დადასტურება. შესაბამისად, მოპასუხის მითითება თანხის გადახდის შესახებ, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მას არ წარმოუდგენია კანონით გათვალისწინებული წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოებას. მოპასუხე მხარე დაეყრდნო მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას. ამდენად, მის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ ლა--------ას სარჩელი ლი----------–---–ის მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
როგორც აღინიშნა, სესხის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმითაც. სამოქალაქო კოდექსის თანახმად სესხი რეალური ხელშკრულებაა: ის დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთების საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. რეალური სესხის ხელშეკრულება გულისხმობს საგნის ფიზიკურ გადაცემას, როგორც ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის პირობას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის 2017 წლის 10 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაცემული აქვს სესხის თანხა 3 000,00 ლარი (სესხის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სარგებლის (პროცენტის) გადახდას). შესაბამისად, სახეზეა მხარეთა შორის ნამდვილი იურიდიული ძალის მქონე სესხის ხელშეკრულება, რაც წარმოშობს შესაბამის უფლებებსა და მოვალეობებს. ასევე, დადგენილია, რომ სესხის თანხა გამსესხებელს მსესხებლისათვის არ დაუბრუნებია. შესაბამისად, მოსარჩელე ლა--------ა უფლებამოსილია მოსთხოვოს, ხოლო მსესხებელი მოპასუხე ლი----------–---–ი ვალდებულია გადაუხადოს გამსესხებელს სესხად მიღებული თანხა 3 000,00 ლარი. ამდენად, სარჩელი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; მე-3, 53-ე,243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლა--------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხე ლი----------–---–ს მოსარჩელე ლა--------ას სასარგებლოდ დაეკისროს 3 000 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე ლი----------–---–ს მოსარჩელე ლა--------ას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე ლი----------–---–ს მოსარჩელე ლა--------ას სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე