გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2---------
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი – ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - „ბ--–---- ბ--–----- ენ. ვი“
წარმომადგენელი - რ------------------–ი, დ---------------ე
მოპასუხე - შპს „ჯ--------------------------–ია“
წარმომადგენელი – ს---------------–---–ი
მოპასუხე - შპს „მ------–--- - ტ-----ი“
წარმომადგენელი - ა------------------ა
მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე - სს „სადაზღვევო კომპანია ა-–----ი“
წარმომადგენელი - გ-----------------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. შპს „ჯ--------------------------–ია“-ს და შპს „მ------–----ტ-----ს“ ბ--–---- ბ--–----- ენ. ვი-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 83 525.20 ევროს ექვივალენტი ლარში გადახდა, გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის კურსის შესაბამისად;
1.2. შპს „ჯ--------------------------–ია“-ს და შპს „მ------–----ტ-----ს“ ბ--–---- ბ--–----- ენ. ვი-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 83 525.20 ევროს წლიური 5%-ის ექვივალენტი ლარში, 2015 წლის 8 დეკემბრიდან გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე, გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურსის შესაბამისად.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
„ბ--–---- ბ--–----- ენ.ვი“-ს საქმიანობის მთავარ სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვებში ტვირთისა და პასუხისმგებლობის დაზღვევა. განსახილველ საერთა-შორისო გადაზიდვაში, რომელიც ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო 2015 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით, მოსარჩელე კომპანია წარმოადგენდა საქონლის გამყიდველის, ბელგიაში რეგისტრირებული კომპანია „ს---–---- ენ.ვი“-ს ტვირთის მზღვეველს. თავის მხრივ, „ს---–---- ენ.ვი“ წარმოადგენს მზის ენერგიის სადგურის პანელების მწარმოებელ კომპანიას. მოცემულ შემთხვევაშიც, „ს---–---- ენ. ვი“-ს და აზერბაიჯანის ავტონომიური რესპუბლიკა ნახიჩევანის ენერგეტიკის სააგენტოს („ტვირთის მიმღები“) შორის გაფორმდა მზის ენერგიის სადგურის საინსტალაციო 560 პანელის ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულების ფასი მითითებული რაოდენობის პანელებისათვის შეადგენდა 129 031 ევროს. აღნიშნული ტვირთის გადაზიდვისათვის ტვირთის მყიდველმა შეარჩია ექსპედიტორი კომპანია „ქ-------- ს---------ი“ (შემდგომში ექსპედიტორი), რომელსაც თავის მხრივ, უნდა დაეორგანიზებინა ტვირთის გადაზიდვისათვის საჭირო ოპტიმალური მარშუტი, შემკვეთს ხარჯით განეხორციელებინა ტვირთის დაზღვევა, მოეწესრიგებინა საერთაშორისო გადაზიდვისათვის აუცილებლი დოკუმენტაცია და შეერჩია ტვირთის გადამზიდავი კომპანია.
ექსპედიტორმა „ქ-------- ს---------მა“ გააფორმა ტვირთის გამყიდველის სახელით „ბ--–---- ბ--–----- ენ.ვი“-სთან ტვირთის დაზღვევის ხელშეკრულება, ამ უკანასკნელის სადაზღვევო ბ--------ის „ა-–-----–----------------- ენ.ვი"-ს მეშვეობით. ექსპედიტორმა ხელშეკრულება გააფორმა ქართულ გადამზიდავ კომპანია შპს „ჯ--------------------------–იასთანაც“ (ტვირთის გადამზიდავი). ქართულმა გადამზიდავმა კომპანიამ თავის მხრივ დახმარებისათვის მიმართა მეორე ქართულ გადამზიდავ კომპანია შპს „მ------–----ტ-----ს“. სწორედ აღნიშნულ ორ გადამზიდავ კომპანიას ერთად უნდა განეხორციელებინა ტვირთის გადაზიდვა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე.
2015 წლის სექტემბერში, ფ-----ს პორტში განხორციელდა აღნიშნული ტვირთის ჩამოტვირთვა გადამზიდავის სატვირთო მანქანაში. ტვირთის დანიშნულების ადგილამდე ჩატანა უნდა განხორციელებულიყო თურქეთის გავლით. 2015 წლის ოქტომბერში თურქეთის ტერიტორიაზე, კონკრეტულად არდაჰანიდან სუსუზ მიმართულებით მიმავალი სატვირთო მანქანის მძღოლმა მოსახვევში ავტომობილი ვერ დაიმორჩილა და მყისიერი მოხვევის შედეგად ავტომობილიდან ჩამოვარდა პანელებით დატვირთული კონტეინერი. აღნიშნულზე თურქეთის პოლიციის მიერ შედგენილ იქნა ოქმი. ტვირთის უშუალო დათვალიერება ყველა დაინტერესებული მხარის და მათ შორის დასახელებული მოპასუხეების წარმომადგენლების მონაწილეობით განხორცი-ელდა ნახიჩევანში. ინციდენტის შედეგად 328 ცალი პანელი სრულად დაიმსხვრა, ადგილზე დათვალიერებით დამდგარი ზარალი შეფასებულ იქნა 75 932 ევროდ.
მზღვეველმა პირნათლად შეასრულა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად დამდგარი ზიანი ჯამურად 83 525.20 ევროს ოდენობით. აღნიშნული თანხები გადახდილ იქნა „ს---–----ის" ექსპედიტორის "ქ--------“-ს სადაზღვევო ბ--------ის „ა-–-- ი-–-------ის“ ანგარიშზე.
„ს---–---- ენ.ვი“-მ თავისი მოთხოვნის უფლება გადამზიდავების მიმართ სრულად დაუთმო „ბ--–---- ბ--–----- ენ.ვი“-ს, რომელიც თავის მხრივ გადამზიდ კომპანიებთან კორესპონდენციას თავისი სადაზღვევო ბ--------ის „ა-–-- ი-–-------ი“-ს მეშვეობით ახორციელებდა თითქმის ერთი წლის მანძილზე. თუმცა, მოლაპარაკების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე შპს „მ------–----ტ-----ი“-ს წარმომადგენელმა შესაგებელით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ ე.წ. ცეემერი მართლაც არსებობს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს არის შაბლონური გადაზიდვის დოკუმენტი, რომელშიც სხვადასხვა საბაჟო ინსტრუქციების შესაბამისად მიეთითება ამა თუ იმ ორგანიზაციის რეკვიზიტი. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ცეემერში მითითებულ ორგანიზაციებს შორის არის ასევე დამატებითი სხვადასხვა სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულებები გაფორმებული, რომელთა შინაარსიც განაპირობებს, აზუსტებს მხარეებს შორის სამართლებრივ ვალდებულებებს.
შპს „ბ--–---- ბ--–----- ენ ვი“ წარმოადგენს კომპანია „ქ-------- ს---------ი“-ს მზღვეველს და შესაბამისად იურიდიულ ურთიერთობაში იმყოფება ამ კომპანიასთან. სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებით არ დგინდება შპს „ბ--–---- ბ--–----- ენ ვი“-სა და სარჩელში მოხსენიებულ სხვა კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობის შესახებ. ასევე თანდართულ სუბროგაციის ფორმაში, რომელსაც მოსარჩელე წარადგენს როგორც მათთდამი მოთხოვნის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, იკითხება შემდეგი: „წინამდებარით უფლებამოსილებას ვანიჭებთ „ა-–-----–-----------------ს ნ.ბ“-ს მათი სახელით აანაზღაუროს პრეტენზია“. ანუ ძირითადად საუბარი არის პრეტენზიის ანაზღაურების უფლების მიცემაზე. მტკიცებულებად არ არის დართული პრეტენზიის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე გადაზიდვაში მონაწილე სუბიექტების მიერ მოთხოვნის ურთიერთდათმობის განმსაზღვრელი მკაფიო დოკუმენტები. ამასთანავე მტკიცებულება არ არის წარდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
მიწერ-მოწერას ქონდა ადგილი „ა-–-----–-----------------ს“-ის წარმომადგენლსა და ჯ--------------------------–იის წარმომადგენელს შორის. აღნიშნული კორესპონდენ-ციიდან, რომელიც სარჩელს ერთვის, ირკვევა, რომ გადამზიდავი კომპანია არ გაურბის პასუხისმგებლობას, მაგრამ ითხოვს წარდგენილ იქნეს ზარალის ანაზღაურებისათვის სრულყოფილი, ხელშეკრულებებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია, რათა მოპასუხეებმა შეძლონ ზარალის სრული, სამართლებრივი ანაზღაურება ისე, რომ შემდგომში სხვა მესამე პირებს აღარ წარმოეშვათ აღნიშნული პრეტენზიის წამოყენების უფლება.
წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეუძლებელია იდენტიფიცირება არის თუ არა მოსარჩელე უფლებამოსილი და ერთადერთი პირი მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება. შესაბამისად, ყოვლად უარგუმენტოა მოსარჩელის მითითება საპროცესო ვადის 2016 წლის 20 აპრილიდან ათვლის შესახებ.
მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის ზარალის დადგომის ფაქტს, თუმცა, პრობლემას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ თავის მოთხოვნის გასამაგრებლად სათანადო, გამართული დოკუმენტაციის ვერ წარდგენა, რათა მოხდეს მისი აბსოლიტური იდენტიფიცირება როგორც საბოლოო მოთხოვნის უფლების მქონე დაზარალებული მხარისა.
აღნიშნულ ურთიერთობაში მონაწილეობდა რამდენიმე მხარე, ესენია: „ს---–---- ენ.ვი“, „ქ-------- ს---------ი“, „ჯ--------------------------–ია“, „მ------–----ტ-----ი“, რომელთა შორის სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირებულია ურთიერთხელშეკრუ-ლებებითა და კანონმდებლობით. შესაბამისად, აუცილებელია ზარალის მოთხოვნა განხორციელდეს სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ისე, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობების მონაწილე სხვა პირებს აღარ წარმოეშვათ შემდგომი მოთხოვნის უფლება. კონვენცია „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრუ-ლების შესახებ“ არეგულირებს გადაზიდვაში მონაწილე მხარეების ინტერესებს და მისი მთავარი მიზანია მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ტვირთის დაკარგვიდან ან დაზიანებიდან გამომდინარე რისკი, შესაბამისად, ის განსაზღვრავს ძირითად ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ კონვენციით დაცული ძირითადი პრინციპების პრაქტიკაში გატარება უზრუნველყო-ფილი უნდა იყოს იმ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, რომლებსაც ადგენს გადაზიდვის მონაწილე მხარის ქვეყანა. განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო, საგადასახადო კანონმდებლობა მკაცრი პროცედურების დაცვით ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებს, რათა წინააღმდეგობაში არ მოვიდეს ადგილობრივ კანონმდებლობასთან.
ასევე, კონვენცია „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ჟენევის კონვენციის მუხლი 32-ის შესაბამისად, სასარჩლო აღძვრის ხანდაზმულობის ვადად ტვირთის ნაწილობრივ დაზიანების შემთხვევაში განისაზღვრება ერთი წელი ტვირთის ჩაბარების დღიდან. ტვირთის ჩაბარების დღედ თანდართული საბუთების მიხედვით განისაზღვრა 2015 წლის 14 ოქტომბერი. კონვენციით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს 2016 წლის 14 ოქტომბრამდე, შესაბამისად, ამ ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი ყველა სარჩელი ითვლება ხანდაზმულად.
„ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“ კონვენციის შესაბამისად მოთხოვნის განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს ზარალის ანაზღაუ-რების თანხის პროცენტები, რომელიც განსაზღვრულია წლიური 5%-ით და პროცენტის ათვლა იწყება გადამზიდავის მიმართ წერილობითი პრეტენზიის წარდგენის დღიდან ან, თუ პრეტენზია არ იქნა სარჩელის წარდგენის დღიდან. ზარალის ანაზღაურება ვერ ჩაითვლება მოპასუხის ბოროტი/არასამართლებრივი ქცევის შედეგად. შესაბამისად, აღნიშნულ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი თავი - ვალდებულების დარღვევა, რომლის მუხლების ანალიზის შედეგადაც წარმოჩინდება, რომ ზიანის ანაზღაურება არ შეიძლება დაეკისროს პირს, რომლის ქმედებას ან უმოქმედობას არ გამოუწვევია ზიანი.
2.2. მოპასუხე შპს „ჯ--------------------------–ია“-ს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ კომპანიას მიმდინარე გადაზიდვაში ქონდა ექსპედიტორის და არა გადამზიდველის ფუნქცია, ისევე, როგორც შპს „ჯ--------------------------–ია“-ს დამკვეთს, „ქ-------- ს--------- ენ ვი“-ს, რომელთაც გაფორმებული ქონდათ შესაბამისი ხელშეკრულება და რომელიც წარმოდგენილია ძირითად შესაგებელთან ერთად. ტვირთის გადაზიდვა უშუალოდ განახორციელა შპს „მ------–----ტ-----მა“, რომლის პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის დროსაც დაზიანდა ტვირთი და რომელმაც აიღო კიდეც პასუხისმგებლობა დამდგარი ზიანის ანაზღაურების შესახებ.
შპს „ჯ--------------------------–ია“ და დამკვეთი, „ქ-------- ს--------- ენ ვი“ ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ პასუხისმგებლობა განისაზღვრებოდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ფიატას საექსპედიტორო მომსახუ-რების ტიპიური წესების მიხედვით, რომელიც აწესებს სასარჩელო მოთხოვნის 9 თვიან ვადას ტვირთის მიტანის დღიდან. ტვირთი მიტანილ იქნა 2015 წლის 14 ოქტომბრამდე, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული სურვეირული დასკვნით. სარჩელი შეტანილ იქნა 2016 წლის 19 ოქტომბერს, შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმულია.
შპს „ჯ--------------------------–ია“-ს ფაქტობრივი როლისა და ფუნქციის მიუხედავად, სასამართლომ მაინც რომ მიიჩნიოს გადამზიდველად, „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ კონვენციის საფუძველზეც მოთხოვნა არის ხანდაზმული. კონვენცია ადგენს სასარჩელო ხანდაზმულობის 1 წლიან ვადას, რომელიც აითვლება ტვირთის მიტანის მომენტიდან. სურვეირის დასკვნაში მითითე-ბულია, რომ ტვირთის გადმოტვირთვა განხორციელდა 2015 წლის 14 ოქტომბერს, შესაბამისად, ტვირთი დანიშნულების ადგილზე მიტანილ იქნა არაუგვიანეს მითითებულ დღეს, სასარჩელო მოთხოვნის 1 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გავიდა 2016 წლის 14 ოქტომბერს. სარჩელი კი აღძრულია 2016 წლის 19 ოქტომბერს.
ზიანის ოდენობის დადგენის მომენტიდან სარჩელის შეტანამდე რეალურად არ ყოფილა სათანადო წერილობითი რეკლამაცია და მოთხოვნა წამოყენებული უფლებამოსილი პირის მხრიდან. ასეთი უფლებამოსილი პირი კი იყო დამკვეთი „ქ-------- ს--------- ენ ვი“, რომელსაც უნდა გამოეგზავნა სათანადო წესითა და ფორმით შედგენილი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი პრეტენზიის დოკუმენტი. ამის ნაცვლად, მეილების საშუალებით კონტაქტზე გადიოდნენ გაუგებარი სტატუსის მქონე პირები, ასეთივე სტატუსის მქონე კომპანიის („ა-–-----–-----------------ს) სახელით, რომლის უფლებამოსილება არ იყო დოკუმენტურად დადასტურებული. ბუნებრივია ასეთ დროს რაიმე სახის ანაზღაურებაზე ან უარყოფაზე საუბარი არ იყო, გაჩნდა ეჭვი თაღლითობაზეც. შპს „ჯ--------------------------–ია“-ს თანამშრომლის მხრიდან ხდებოდა იმ სავაჭრო დოკუმენტების მოთხოვნა, რომელიც გახდებოდა ზიანის ანაზღაურების საფუძველი შპს „მ------–----ტ-----ისა“ და მისი მზღვეველის, ა-–----ი ბისიაის მიერ. კომპანიის იურისტის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილი ვერც შინაარსობრივად და ვერც ფორმით, ვერ ჩაითვლება რეკლამაციის უარყოფად იქიდან გამომდინარე, რომ ესეთი წერილი არ არის იურიდიული ძალის მქონე, ვინაიდან, ელექტრონულ კომუნიკაციაში ჩართული პირები მოცემულ შემთხვევაში არ იყვნენ წარმომადგენლობით უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები, მეილები არ იყო ოფიციალური სახის და შპს „ჯ--------------------------–ია“-ს მხრიდან არ ყოფილა რაიმე, სათანადო ფორმით და შინაარსით, უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული რეკლამაციის უარყოფა და არც „თანდართული“ დოკუმენტაციის დაბრუნება, რადგან, რეალურად ასეთი რეკლამაცია არც თანდართული საბუთებით და არც მათ გარეშე, არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო უფლებამოსილი პირის მხრიდან. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული წერილებით არ შეიძლება დადასტურდეს აღნიშნული ფაქტი. თუნდაც, რომ ეს იყო უფლებამოსილი პირების მიწერ-მოწერა, ის რეკლამაციის უარყოფად ვერ შეფასდება, რადგან შინაარსობრივად ანაზღაურებისთვის საჭირო და აუცილებელი ძირითადი დოკუმენტების წარმოდგენაზეა საუბარი, რომელიც გახდებოდა ანაზღაუ-რების საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტება სასარჩელო ხანდაზმულობის შეჩერებაზე უსაფუძვლოა და მოთხოვნა კონვენციიდან გამომდინარეც ხანდაზმულია.
შპს „ჯ--------------------------–ია“ -ს და კომპანია „ქ-------- ს--------- ენ ვი“-ს შორის 2015 წლის 1 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება გადაზიდვასა და ტვირთების მომსახურებაზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა 24 ცალი, მზის ენერგო პანელებით დატვირთული კონტეინერის ტრანსპორტირება ფ-----დან ნახჩევანის მიმართულებით. შპს „ჯ--------------------------–ია“ წარმოადგენდა ისეთივე ექსპედი-ტორს, როგორსაც თავად დამკვეთი „ქ-------- ს--------- ენ ვი“, ტვირთგამომ-გზავნი/გამყიდველი (რომელმაც თავის მხრივ დაუკვეთა საექსპედიტორო მომსახურება „ქ-------- ს--------- ენ ვი“-ს) იყო „ს---–---- ენ ვი“, ხოლო უშუალოდ გადამზიდავს, რომელმაც განახორციელა ოცდაოთხივე კონტეინერის ტრანსპორტირება ნახჩევანში, წარმოადგენდა შპს „მ------–----ტ-----ი“. სატრანსპორტო დოკუმენტში (ცე-ემ-ერი) შპს „ჯ--------------------------–ია“ გადამზიდველის გრაფაში მითითებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ტვირთის საბაჟო ფორმირებისა და სხვადასხვა ფორმალური პროცედურების გამარტივების მიზნით, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება პრაქტიკაში ტვირთების მომსახურებისას. უშუალო სახელშეკრულებო ურთიერთობა ტვირთგამომ-გზავნსა და შპს „ჯ--------------------------–ია“-ს შორის არ ყოფილა. ბუნებრივია, ფიზიკურად ერთ კონტეინერს ერთდროულად ორი გადამზიდველი ვერ გადაზიდავდა. შპს „ჯ--------------------------–ია“-ს მითითება გადაზიდვის დოკუმენტში იყო ფორმალობა და მას გადამზიდველის რეალური ფუნქცია არ ქონია. მან, როგორც ექსპედიტორმა, მხოლოდ ორგანიზება გაუკეთა 24 ერთეული კონტეინერის ტრანსპორტირებას, „ქ-------- ს--------- ენ ვი“-ს დაკვეთით, რომელიც ასევე ექსპედიტორს წარმოადგენდა და რომელიც ფიგურირებს საზღვაო ტვირთის ზედანდებში როგორც გადამზიდველი, თუმცა რეალურად უშუალო გადამზიდველს წარმოადგენდა საზღვაო ხაზი. ვინაიდან შპს „ჯ--------------------------–ია“ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში „ქ-------- ს--------- ენ ვი“-სთან, რომლის დაკვეთის საფუძველზეც განხორციელდა 24 ერთეული კონტეინერის ტრანსპორტირება ფ------ნახჩევანის მიმართულებიდან, ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შპს „ჯ--------------------------–ია“ -ს მიმართ ქონდა სწორედ „ქ-------- ს--------- ენ ვი“-ს, რაც არ განუხორციელებია. მიმდინარე დავაში კომპანია საერთოდ არ მონაწილეობს. ფაქტობრივად შპს „ჯ--------------------------–ია“-ს ედავება სუბიექტი, რომლის სათანადო სამართლებრივი სტატუსი წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე გაურკვეველია.
შპს „ჯ--------------------------–ია“-ს მიმდინარე გადაზიდვაში ქონდა ექსპედიტორის და არა გადამზიდველის ფუნქცია. ტვირთის გადაზიდვა უშუალოდ განახორციელა შპს „მ------–----ტ-----მა“, რომლის პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის დროსაც დაზიანდა ტვირთი და რომელმაც აიღო კიდეც პასუხისმგებლობა წერილობით შპს „ჯ--------------------------–ია“-ს წინაშე პრეტენზიის წარმოდგენის შემთხვევაში, დამდგარი ზიანის ანაზღაურების შესახებ. ერთი კონტეინერის გადაზიდვა ერთდროულად ორი გადამზიდველის მიერ ვერ მოხდებოდა. ზიანის დადგომაში შპს „ჯ--------------------------–ია“-ს არ მიუძღვის ბრალი.
წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდება რამდენად უფლებამოსილია მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში. საქმეზე დართული სუბროგაციის ფორმა (ე.წ. მოთხოვნის დათმობის დოკუმენტი) თავისი შინაარსით, ვერ გამოდგება მოთხოვნის დასასაბუთებლად. ამის გარდა, ვერ დასტურდება დოკუმენტში მითითებული სუბიექტები სამართლებრივად რა კავშირში არიან მოსარჩელის მიერ წინამდებარე სარჩელით განსაზღვრულ მოთხოვნასთან. სარჩელი შეტანილია „ბ--–---- ბ--–----- ენ ვი“-ს მიერ, თუმცა, აღნიშნულ დოკუმენტში ტვირთგამგზავნის მიერ („ს---–---- ე.ვი“) ძირითადად სადაზღვევო კომპანიად მოხსენიებულია „ბ--–---- ი-–-------ი“. საქმეზე არსებული მტკიცებულებებით მოსარჩელესა და სუბროგაციის ფორმაში მოხსენიებულ მზღვეველს შორის არ დგინდება კავშირი ან იდენტურობა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტებიც ვერ გამოდგება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ერთის მხრივ, შინაარსობრივი მხარიდან და, მეორეს მხრივ, ფორმიდან გამომდინარე, რომელთა დიდი ნაწილი არის ხელმოუწერელი და არ აქვს იურიდიული დოკუმენტის სახე.
სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელის, როგორც მზღვეველის მიერ დამზღვევისთვის ანაზღაურებულია ზიანი 83 525.20 ევროს ოდენობით, თუმცა არ არის წარმოდგენილი ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტი. პირველ რიგში, დაუდასტურებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და „ქ-------- ს--------- ენ ვი“-ს შორის არსებობდა დაზღვევის ხელშეკრულება, გაურკვეველია ასევე „ა-–-----–-----------------ი“-ს როლი მიმდინარე საქმეში. არ დასტურდება არც ის გარემოება, რომ „ბ--–---- ბ--–----- ენ ვი“-ს უფლებამოსილმა პირმა (ჩავთვალოთ „ქ-------- ს--------- ენ ვი“) მიმართა ზიანის ანაზღაურებისთვის, მოსარჩელემ გადაურიცხა თანხა „ა-–-----–-----------------ს“ ზარალის დასარეგულირებლად და ამ უკანასკნელის გავლით მოხდა „ქ-------- ს--------- ენ ვი“-სთან, რომელმაც გაქვითა ვალდებულებები ტვირთგამგზავნთან. არცერთი მითითებული გარემოება არ დასტურდება მტკიცებულე-ბებით. „ა-–-----–-----------------ის“ მიერ „ქ-------- ს--------- ენ ვი“-სთვის გადახდის დასტურად წარმოდგენილი ე.წ. სვიფტი ასახავს „ქ-------- ს--------- ენ ვი“-ს მიერ სულ სხვა კომპანიაში თანხის გადარიცხვას. ამასთან, არც მოთხოვნილი თანხა ემთხვევა და არც დოკუმენტია დამოწმებული ხელმოწერით ან ბეჭდით. რომც ჩაითვალოს, რომ „ა-–-----–-----------------მა“ გადაუხადა „ქ-------- ს--------- ენ ვი“-ს კონკრეტული თანხა, ეს არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს ანაზღაურებული აქვს ზიანი დამზღვევისათვის, რომელსაც მისი განცხადებით წარმოადგენს „ქ-------- ს--------- ენ ვი“.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ასევე ანაზღაურდა თუ არა ზიანი ტვირთმიმღების (რომელიც იყო მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი), ან რეალურად მოხდა თუ არა დაზიანებული ქონების ჩანაცვლება ახლით. მოსარჩელის მიერ წარდგენილია ინვოისები, როგორც 358 პანელის მიწოდებაზე, ასევე 392 პანელის მიწოდებაზე. ორივე ინვოისში დანიშნულება არის ინსტალაციის დროს დაზიანებული პანელების ჩანაცვლება. შესაბამისად, გაურკვეველია, პირველ რიგში ის გარემოება, რომ თუ მიეწოდა, რატომ მიეწოდა მაინც და მაინც 358 პანელი 328 პანელის ნაცვლად და მეორეც, რეალურად ეს ინვოისები ცალსახად არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ „ს---–----მა“ ჩაანაცვლა ტრანსპორტირების დროს დაზიანებული პანელები, ვინაიდან არ ემთხვევა არც პანელების რაოდენობა და ინვოისებში მითითებული დანიშნულებაც არის სხვა. შესაბამისად, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ არის ტვირთგამგზავნის („ს---–---- ენ ვი“) მიერ მიმღებისთვის ზიანის რეალურად ანაზღაურების საკითხი და ხომ არ არის უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობები.
დაუდასტურებელია სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობაც. ფაქტია და დადასტურებულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებულ იქნა 75 923 ევროს ღირებულების ტვირთი. თუმცა, დაუსაბუთებელია 83 525.20 ევროს ოდენობით თანხის დაკისრების მოთხოვნა, თუ რის საფუძველზე ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე-ებისგან ზედმეტად 7 602.20 ევროს. არცერთი წარმოდგენილი დოკუმენტით არ დასტუდება ამ თანხის მოთხოვნის მართლზომიერება.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. შპს „ჯ--------------------------–ია“ და დამკვეთი „ქ-------- ს--------- ენ ვი“ ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ პასუხისმგებლობა განისაზღვრებოდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ფიატას საექსპედიტორო მომსახურების ტიპიური წესების მიხედვით, რომელიც აწესებს სასარჩელო მოთხოვნის ცხრა თვიან ვადას ტვირთის მიტანიდან. ტვირთი მიტანილ იქნა 2015 წლის 14 ოქტომბრამდე, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული სურვიერული დასკვნით.
„ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ კონვენციის საფუძველზეც მოთხოვნა არის ხანდაზმული. კონვენცია ადგენს სასარჩელო ხანდაზმულობის ერთწლიან ვადას, რომელიც აითვლება ტვირთის მიტანის მომენტიდან. სურვიერის დასკვნაში მითითებულია, რომ ტვირთის გადმოტვირთვა განხორციელდა 2015 წლის 14 ოქტომბერს, შესაბამისად, ტვირთი დანიშნულების ადგილზე მიტანილ იქნა არაუგვიანეს მითითებულ დღეს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადა გავიდა 2016 წლის 14 ოქტომბერს. სარჩელი კი აღძრულია 2016 წლის 19 ოქტომბერს.
უსაფუძვლოა მოსარჩელის მსჯელობა ხანდაზმულობის ვადის შეჩერებასთან დაკავშირებით. ზიანის ოდენობის დადგენის მომენტიდან სარჩელის შეტანამდე, შპს „ჯ--------------------------–იას“ არ მიუღია სათანადო ოფიციალური წერილი - რეკლამაცია უფლებამოსილი პირის მხრიდან. ასეთი უფლებამოსილი პირი კი იყო დამკვეთი „ქ-------- ს--------- ენ ვი“, რომელსაც უნდა გამოეგზავნა სათანადო ფორმით და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი პრეტენზიის დოკუმენტი. ამის ნაცვლად, მეილების საშუალებით კონტაქტზე გამოდიოდნენ გაუგებარი სტატუსის მქონე პირები, ასეთივე სტატუსის მქონე კომპანიის („ა-–-----–-----------------ს“) სახელით, რომლის უფლებამოსილება არ იყო დოკუმენტურად დადასტურებული. კომპანიის იურისტის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნილი წერილი ვერც შინაარსობრივად და ვერც ფორმით, ვერ ჩაითვლება რეკლამაციის უარყოფად ვინაიდან, ესეთი წერილი არ არის იურიდიული ძალის მქონე, ელექტრონულ კომუნიკაციაში ჩართული პირები მოცემულ შემთხვევაში არ იყვნენ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები, მეილები არ იყო ოფიციალური სახის და შპს „ჯ--------------------------–იას“ უფლებამოსილი პირის მხრიდან არ განხორციელებულა არც რეკლამაციის უარყოფა და არც რაიმე „თანდართული“ დოკუმენტაციის დაბრუნება, რადგან რეალურად ასეთი რეკლამაცია არც თანდართული საბუთებით და არც მათ გარეშე, არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო პირის მხრიდან. წარმოდგენილი ელექტრონული წერილებით არ შეიძლება დადასტურდეს აღნიშნული ფაქტი. თუნდაც, რომ ეს ჩაითვალოს უფლებამოსილი პირის მიწერ-მოწერად, ის რეკლამაციის უარყოფად ვერ შეფასდება, რადგან შინაარ-სობრივად ანაზღაურებისთვის საჭირო და აუცილებელი ძირითადი დოკუმენტების წარმოდგენაზეა საუბარი, რომელიც გახდებოდა ანაზღაურების საფუძველი.
ამდენად, მოპასუხის განმარტებით, სარჩელი არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. წარმოდგენილი დოკუმენტების, არსებული სამართლებრივი თუ ფაქტობრივი გარემოებების ფონზე სარჩელის დაკმაყოფილება, რეალურად გამოიწვევს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.3. მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე - სს „სადაზღვევო კომპანია ა-–----ი“-ს განმარტებით, შპს „ჯ--------------------------–ია“-ს და კომპანია ქ-------- ს--------- ენ ვი“-ს შორის 2015 წლის 01 ივნისს გაფორმდა გადაზიდვისა და ტვირთების მომსახურებაზე ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც შპს „ჯ--------------------------–იამ“ თავის მხრივ შპს „მ------–----ტ-----ი“-ს დაუკვეთა 24 ცალი მზის ენერგო პანელებით დატვირთული კონტეინერების ტრანსპორტირება ფ-----დან ნახჩევანის მიმართულებით. წარმოდგენილი დოკუმენტებით, მოცემულ გადაზიდვაში შპს „ჯ--------------------------–ია“ წარმოადგენდა ისეთივე ექსპედიტორს, როგორსაც თავად დამკვეთი - „ქ-------- ს--------- ენ ვი“. შესაბამისად, ტვირთის გამომგზავნის/ გამყიდველი იყო „ს---–---- ენ ვი“, ექსპედიტორი - კომპანია „ქ-------- ს--------- ენ ვი“ და შპს „ჯ--------------------------–ია“, ხოლო უშუალო გადამზიდველი შპს „მ------–----ტ-----ი“.
მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დაზღვევის პოლისი და პირობები/ ხელშეკრულება, შესაბამისად, არ არის დადასტურებული იყო თუ არა დაზღვეული „ქ-------- ს--------- ენ ვი“-ს როგორც ექსპედიტორის/გადამზიდველის პასუხისმგებ-ლობა (ან სხვა პროდუქტი) და თუ იყო რა პირობებით (მათ შორის სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის წინაპირობები და გამონაკლისები და ა.შ) შესაბამისად, არ იკვეთება სუბროციული მოთხოვნისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობები. არ არის წარმოდგენილი „ბ--–---- ბ--–----- ენ ვის“ და „ა-–-----–-----------------ს“ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, დაუსაბუთებელი არის მოსარჩელის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქ-------- ს--------- ენ ვი“ „ა-–-----–-----------------ს“-ის მეშვეობით ახორციელებდა ტვირთების დაზღვევას. გაუგებარია, თანდართული სუბროგაციის ფორმის შინაარსი და მოთხოვნის გადაცემის ფაქტი, ამასთან, მისი შინაარსიდან ირკვევა, რომ „ა-–-----–-----------------ს“ ენიჭება უფლებამოსილება მათი სახელით აანაზღაუროს ზიანი, თუმცა, წარმოდგენილ დოკუმენტზე მხოლოდ „ს---–---- ენ ვი“-აწერს ხელს. დაუდგენელი არის დანართი N4 და N6 ავთენტურობა (მათ შორის 83 525.20 ევროს გამოთვლის პრინციპი და რა ხარჯს წარმოადგენს ნამეტი 7 593.2 ევრო) და ის ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულების სტანდარტს. გაუგებარია ასევე დანართი N7-ის შინაარსი, სადაც საუბარია, რომ „ა-–-----–-----------------ი“ ასევე წარმოადგენს ტვირთის დამზღვევს ანუ „ქ-------- ს--------- ენ ვი“-ს ვინაიდან, წინამდებარე მინდობილობაზე, მხოლოდ „ს---–---- ენ ვი“-ს ხელმოწერა არის. ამასთან, „ა-–-----–-----------------ი“-ს მიენიჭა არა გადასახდელი თანხების მიღების უფლება, როგორც ამას მოსარჩელე ამტკიცებს, არამედ „გასცეს ქვითარი, ნებისმიერი თანხისთვის, რომელსაც მიიღებენ ამგვარი მოთხოვნების მოგვარებისას“.
საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ „ქ-------- ს--------- ენ ვი“-ს ქონდა თუ არა დაზღვეული ექსპედიტორის/გადამზიდველის პასუხისმგებლობა და თუ ქონდა რა პირობებით, ამასთან არ დასტურდება „ქ-------- ს--------- ენ ვი“-ს ნება „ა-–-- ი-–-------- ბ--------ისთვის“ მიენიჭებინა წარმომად-გენლობითი უფლებამოსილება. არ დასტურდება ის გარემოება, რომ „ბ--–---- ბ--–----- ენ ვი“-ს მიმართეს ზიანის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისად, გაუგებარია მოსარჩელის მიერ ანაზღაურების გაცემის ფაქტი და საფუძველი. წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტიღ არ იკვეთება „ბ--–---- ბ--–----- ენ ვი“-ს მიერ 83 525.20 ევროს ანაზღაურების ფაქტი. არ არის დადასტურებული დანართი N8-ს ავთენტურობა და ის ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულების სტანდარტს. ამასთან, გაუგებარია რა ვალდებულებები იქნა გაქვი-თული „ქ-------- ს--------- ენ ვი“-ს და „ს---–---- ენ ვი“-ს შორის. შესაბამისად, არ დასტურდება, „ს---–---- ენ ვი“-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტი. შესაბამისად, გაუგებარი ხდება მოსარჩელის მტკიცება „ბ--–---- ბ--–----- ენ ვი“-სთვის მოთხოვნის დათმობის თაობაზე. გაუგებარია, თუ რატომ იქნა მიწოდებული 328 ცალი პანელი ნაცვლად 358, ამასთან ინვოისებით არ დასტურდება დაზიანებული პანელების ჩანაცვლების ფაქტი, შესაბამისად მოსარჩელის მიერ არ იქნა დადასტურება.
მესამე პირის განმარტებით, არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება „ბ--–---- ბ--–----- ენ ვი“-ს და „ა-–-----–-----------------ს“ შორის არსებული რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობა. შესაბამისად, არ არის დადასტურებული მოსარჩელის განცხადება, თითქოს და „ა-–-----–-----------------ი“ წარმოადგენდა „ბ--–---- ბ--–----- ენ ვი“-ს შპს „ჯ--------------------------–იასთან“ ნაწარმოებ ელექტრონულ მიმოწერაში, შესაბამისად, „ა-–-----–-----------------ი“ იყო არაუფლებამოსილი პირი აღნიშნული ქმედებისთვის. წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერიდან ნათლად ჩანს, რომ შპს „ჯ--------------------------–ია“ ითხოვს უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტის და პრეტენზიის წერილის წარმოდგენას, რაზეც „ა-–-----–-----------------ი“-ს მიერ არ ხორციელდება რეაგირება, ამასთან, გასათვალისწინებელი არის, რომ პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში პრეტენზიის ავტორი შპს „ჯ--------------------------–ია“-ს მიმართ უნდა ყოფილიყო „ქ-------- ს--------- ენ ვი“. ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის 32-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ჩერდება მხოლოდ წერილობითი რეკლამაციის საფუძველზე, შესაბამისად, „ბ“ პუნქტში აღნიშნული საფუძვლებისა წინამდებარე ელექტრონული მიმოწერა არ აკმაყოფილებს კონვენციით გათვალისწი-ნებულ რეკლამაციის გაცხადების ფორმის მკაცრ სტანდარტს.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერიდან ირკვევა, რომ ტვირთის მიმღებს - აზერბაიჯანის ავტონომიური რესპუბლიკა, ნახიჩევანის ენერგეტი-კის სახელმწიფო სააგენტოს არ განუცდია არანაირი ფინანსური დანაკარგი და შესაბამისად პრეტენზიაც არ წარუდგენია, ზემოაღნიშნულ შემთხვევაში აქტუალური არის დაზღვევის პირობები, რათა განისაზღვროს ექვემდებარება თუ არა შემთხვევა ანაზღაურებას, ვინაიდან, თუ არ არსებობს ექსპედიტორი/გადამზიდველის პასუხის-მგებლობის საფუძვლები არ არსებობს ანაზღაურების გაცემის წინაპირობაც.
ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „სასარჩელო აღძვრის ხანდაზმულობის ვადა, გამომდინარე იმ გადაზიდვებიდან, რომლებიც ექვემდებარე-ბიან ამ კონვენციის მოქმედებას, განისაზღვრება ერთი წლით“, ხოლო ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის ათვლის ხანდაზმულობის ვადა იწყება: ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას - მისი ჩაბარების დღიდან; შესაბამისად, სურვიერის დასკვნაში მითითებული არის რომ ტვირთის გადმოტვირთვა განხორციელდა 2015 წლის 14 ოქტომბერს, შესაბამისად, ტვირთი დანიშნულების ადგილზე მიტანილ იქნა არაუგვიანეს მითითებული დიღისა. არნიშნულის საფუძველზე, კონვენციით გათვალისწინებული ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადა გავიდა 2016 წლის 14 ოქტომბერს, ხოლო სარჩელი აღძრულია 2016 წლის 19 ოქტომბერს. ამასთან, არ არის წარმოდგენილი სს „სადაზღვევო კომპანია ა-–----ი“-სთან გადამზიდველის პასუხისმგებლობის ტვირთის დაზიანებაზე CMR -ის კონვენციის და C-------------- ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ზარალის დარეგულირებისთვის საჭირო სრული დოკუმენტაცია.
მესამე პირის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მზის ენერგიის სადგურის პანელების მწარმოებელ კომპანია „ს---–---- ენ.ვი“-ს და აზერბაიჯანის ავტონომიური რესპუბლიკა ნახიჩევანის ენერგეტიკის სააგენტოს შორის გაფორმდა მზის ენერგიის სადგურის საინსტალაციო 560 პანელის ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 129 031 ევრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საერთაშორისო სასაქონლი - სატრანსპორტო ზედნადები (ტომი I, ს.ფ. 21 - 23)
3.1.2. ტვირთის გადაზიდვისათვის კომპანია „ს---–---- ენ.ვი“-მ შეარჩია ექსპედიტორი კომპანია „ქ-------- ს---------ი“, რომელსაც თავის მხრივ უნდა დაეორგანიზებინა ტვირთის გადაზიდვისათვის საჭირო ოპტიმალური მარშუტი, შემკვეთის ხარჯით განეხორციელებინა ტვირთის დაზღვევა, მოეწესრიგებინა საერთაშორისო გადაზიდვი-სათვის აუცილებელი დოკუმენტაცია და შეერჩია ტვირთის გადამზიდავი კომპანია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. 2015 წლის 01 ივნისს „ქ-------- ს---------ს“ და შპს „ჯ--------------------------–ია“-ს შორის გაფორმდა გადაზიდვისა და ტვირთების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, კონტრაქტორი იღებს ვალდებულებას კლიენტის მოთხოვნების საფუძველზე დროდადრო უზრუნველყოს კლიენტი ტვირთის სახმელეთო გადაზიდვით, შენახვით და/ან საბაჟო პროცედურების მომსახურებით (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მომსახურება“) და კლიენტი იღებს ვალდებუ-ლებას - კონტრაქტორს გადაუხადოს შესაბამისი მომსახურების ღირებულება.
ხელშეკრულების მეშვიდე მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების ძალაში შესვლისა და შეწყვეტის საკითხი. კერძოდ, 7.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 2015 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება ერთი წლის ვადით თუ არცერთი მხარე არ აცნობებს მეორე მხარეს წინამდებარე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაზიდვისა და ტვირთების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 128 - 138)
3.1.4. შპს „მ------–--- - ტ-----ი“ შპს „ჯ--------------------------–იასთან“ ერთად წარმოადგენდა ტვირთის გადამზიდავ კომპანიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. თურქეთის ტერიტორიაზე, არდაჰანიდან სუსუზ მიმართულებით მიმავალი სატვირთო მანქანის მძღოლმა მოსახვევში ავტომობილი ვერ დაიმორჩილა და მყისიერი მოხვევის შედეგად ავტომობილიდან ჩამოვარდა პანალებით დატვირთული კონტეინერი.
თურქეთის პოლიციის მიერ შედგენილ იქნა ოქმი. ტვირთის უშუალო დათვალიერება ყველა დაინტერესებული მხარის და მათ შორის დასახელებული მოპასუხეების წარმომადგენლების მონაწილეობით განხორციელდა ნახიჩევანში. ინციდენტის შედეგად 328 ცალი პანელი დაიმსხვრა სრულად. ადგილზე დათვალიერებით დამდგარი ზარალი შეფასებულ იქნა 75 932 ევროდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ავტოსაგზაო შემთხვევის ოქმი მატერიალური დანაკარგის მითითებით (ტომი I, ს.ფ. 24 - 26);
- მატერიალური ზარალის გამომწვევი ავტოსაგზაო შემთხვევის მოკვლევის აქტი (ტომი I, ს.ფ. 27 – 33);
- ზარალის შეფასების რეპორტი (ტომი I, ს.ფ. 34 - 48)
3.1.6. „ა-–-----–-----------------სის“ სადაზღვევო დაფარვით N1--- პრეტენზიის გადაწყვეტა 2----- შემოწმების შესახებ S-------- მოხსენების და პოლიციის მოხსენების საფუძველზე დადგინდა, რომ ტრანსპორტირების დროს კონტეინერი C---------- გადმოვარდა სატვირთო მანქანიდან მობრუნების დროს. საბოლოო დანიშნულების ადგილზე შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 560 მზის პანელიდან 320 ცალი იყო დამტვრეული/განადგურებული ან სხვანაირად დაზიანებული და, შესაბამისად, უვარგისი გამოყენებისათვის. ინვოისში მითითებული ღირებულება 75 932.00 ევრო. დაზღვეული დანაკარგი: 3422496.0075932.00 = 83 525.20 ევრო. პრეტენზიის განმცხადებლისათვის გადასახდელი თანხა განისაზღვრა 83 525.20 ევროთი, საკომისიო საზღაური 835.25 ევრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პრეტენზიის გადაწყვეტა (ტომი I, ს.ფ. 53 - 54)
3.1.7. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდგომ ერთი მხრივ, ტვირთის გამყიდველის, „ს---–---- ენ.ვი“-ს მიერ მოთხოვნა იქნა წაყენებული მისი ექსპედიტორი კომპანია „ქ-------- ს---------ისთვის“2015 წლის 20 ოქტომბრის მოთხოვნის წერილის შესაბამისად 75 932 ევროს ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
თავის მხრივ, ექსპედიტორის „ქ-------- ს---------ი“-ს მიერ, მისი სადაზღვევო ბ--------ის მეშვეობით მოთხოვნის წერილი წაყენებულ იქნა სადაზღვევო კომპანი-ისათვის ნახიჭევანის პროექტთან დაკავშირებით და 2016 წლის 18 იანვარს გამოწერილ იქნა მოთხოვნა საკრედიტო შეტყობინება N1------- 83 525.20 ევროზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „ს---–---- ენ ვი“-ს მოთხოვნა „ქ-------- ს---------ის“ მიმართ (ტომი II, ს.ფ. 25 - 27);
- ქ-------- ს---------ის მოთხოვნის წერილი (ტომი II, ს.ფ. 31 - 33)
3.1.7. 2015 წლის 29 დეკემბერს სს „ს---–---- ენ ვი“-ს მიერ გაცემული მინდობილობით A------------------------ის მიენიჭა უფლებამოსილება, რათა მან როგორც სს „ს---–----------“-ს წარმომადგენელმა როგორც მათი სახელით, ისევე როგორც ტვირთის დამზღვევის სახელით, მიიღოს ყველა ზომა, რომელსაც ის საჭიროდ ჩათვლიდა მათი ინტერესების დასაცავად, მათ შორის დაიწყოს სამართალწარმოება ნებისმიერი გადამტანის ან/და მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ, ან დათმონ ნებისმიერი ასეთი მოთხოვნა, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, თუ მიიჩნევენ, რომ დათმობა სამართლიანი და გონივრულია. ასევე უფლებამოსილება მიენიჭა სს „ს---–---- ენ ვი“-ს ნაცვლად გასცეს ქვითარი ნებისმიერი თანხისთვის, რომელსაც მიიღებენ ამგვარი მოთხოვნების მოგვარებისას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მინდობილობა (ტომი II, ს.ფ. 34 - 35)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კომპანია „ბ--–---- ბ--–----- ენ.ვი“ არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადას-ტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადო-ობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორ-ციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუა-ლებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასარჩელო მოთხოვნაზე მის უფლებამოსილებას მოსარჩელე მხარე ძირითადად აფუძნებს ე.წ. სუბროგაციის ფორმას. სადაც მითითებულია, რომ იგი გაცემულია „წამყვანი ანდერაიტერ(ებ)ის - „ბ--–---- ი-–-------ი“ (B----------------) სასარგებლოდ, თუმცა, ამავე სუბროგაციის ფორმაში მითითებულია, რომ წინამდებარე დოკუმენტით, კომპანია უფლებამოსილებას ანიჭებს „ა-–-----–----------------- ენ.ვი“-ს რომ განახორციელოს მოთხოვნის ამოღებასთან დაკავშირებული პროცესი კომპანიის სახელით. შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტით არ დასტურდება. რომ „ს---–---- ენ.ვიმ“ მოთხოვნა დაუთმო „ბ--–---- ბ--–----- ენ.ვი“-ს.
მოსარჩელემ მისი უფლებამოსილების დასადასტურებლად აღნიშნულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში საქმის განხილვის ვერცერთ სტადიაზე ვერ წარმოადგინა დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა სადაზღვევო ურთიერთობა „ბ--–---- ბ--–----- ენ.ვი“-ს და „ქ-------- ს---------ს“ შორის. ასევე, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ „ქ-------- ს---------ი“ მისი სადაზღვევო აგენტის „ა-–-----–-----------------ი“-ს მეშვეობით ახორციელებდა „ბ--–---- ბ--–----- ენ.ვი“-ს ტვირთის დაზღვევას მოსარჩელე კომპანიასთან არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის დასადასტურებლად „ქ-------- ს---------ს“ და „ა-–-----–-----------------ს“ და „ა-–-----–-----------------ს“ და „ბ--–---- ბ--–----- ენ. ვი“-ს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარჩელე ვერ ადასტურებს „ქ-------- ს---------ი“-ს მოთხოვნა „ა-–-----–-----------------ი“-ს მეშვეობით სადაზღვევო ანაზღაურებაზე წარდგენილი იყო მოსარჩელის მიერ.
მოსარჩელის მოსაზრება „ს---–---- ენ.ვი“-ს და „ქ-------- ს---------ს“ შორის არსებული ვადამოსული ვალდებულებების შესახებ, ასევე ვერ იქნა დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც საეჭვოს ხდის მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას.
დაზღვევის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სადაზღვევო პოლისი/ხელშეკრულება, რაც არ არის წარმოდგენილი. არ ჩანს მოსარჩელის მონაწილეობა არცერთ ურთიერთობაში.
სუბროგაციის ფორმაში ტვირთგამგზავნის მხრიდან სადაზღვევო კომპანიად მოხსენიებულია "ბ--–---- ი-–-------ი", ხოლო საქმეში წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით ვერ ხდება მოსარჩელისა და ამ კომპანიის იდენტიფიცირება როგორც ერთი იურიდიული პირის.
ამდენად, ვერც სადაზღვევო სუბროგაციით არის „ბ--–---- ბ--–----- ენ.ვი“-ს მოთხოვნა მართლზომიერი ვინაიდან, ვერ დაადასტურა, ის ფაქტი, რომ წარმოადგენდა მზღვეველს და ასევე, რომ მას ანაზღაურებული აქვს დამდგარი ზიანი. ისევე როგორც, ვერ უზრუნველყო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების წარმოდგენა.
მოსარჩელე მხარის ძირითად დასადასტურებელ გარემოებას წარმოადგენდა კომპანიებს „ბ--–---- ი-–-------სა" და „ბ--–---- ბ--–----- ენ.ვი“-ს შორის კავშირის დადგენა.
სარჩელზე დართული მოწმობით დასტურდება, რომ შპს „ბ--–---------–------“, რომლის ადრინდელი სახელწოდებაა „მ----------- ვ------------“ დაფუძნებულია 1919 წლის 11 დეკემბერს. შპს „მ-----------“-ი, რომლის ადრინდელი სახელწოდებაა „ა-------–------------------------–---ს“ დაფუძნებულია 1808 წლის 30 ივნისს. 2011 წლის 6 ივნისს ორივე კომპანია შეერწყა და აღნიშნული ინფორმაცია ბელგიის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა იმავე წლის 29 ივნისს. ამგვარი შერწყმის შემდგომ, შპს „მ-----------ი“-ს მთლიანი აქტივები გადავიდა შპს „ბ--–---- ბ--–------ზე“ და შპს „მ-----------მა“ ლიკვიდაციის საფუძველზე შეწყვიტა არსებობა. შესაბამისად, ამ დროისთვის შპს „ბ--–---------–------ი“ წარმოადგენს შპს „მ-----------ი“-ს სამართლ-ამემკვიდრეს.
მოსარჩელის მოსაზრებით, მოსარჩელე კომპანია წარმოადგენს „ბ--–---- ჯგუფი“-ს წევრს და აღნიშნული ჯგუფი ოპერირებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ამასთან, 2013 წლიდან ოპერირებს ბელგიის ბაზარზე საფირმო სახელწოდებით “B----------------”. ბ--–---- ჯგუფის ვებგვერდიდან ამონარიდით დგინდება „ბ--–---- ი-–-------ის“ არსებობა და მითითებულია, რომ „ბ--–---- ი-–-------ი“ არის ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანია ბელგიაში და მის თავს განიხილავს პროფესიონალი ბროკერების პარტნიორად. კომპანია ფიზიკურ პირებს და მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს სთავაზობს ქონებისა და პირად დაზღვევის სრულ პაკეტს.
სასამართლოსათვის საყურადღებოა, რომ ეს საკითხი სარჩელის აღძვრის მომენტიდან წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სადავო საკითხს, შესაბამისად თუ მოსარჩელის განმარტებით, სუბროგაციის აქტში მითითებული კომპანიის დასახელება („ბ--–---- ი-–-------ი“) წარმოადგენს მისივე საფირმო სახელწოდებას ალბათ მისთვის ძალიან მარტივად დასადასტურებელი უნდა ყოფილიყო ეს ფაქტობრივი გარემოება ანუ მასვე უნდა გაეცა შესაბამისი დოკუმენტი ამ ორი კომპანიის იდენტობასთან დაკავშირებით, რაც არ მოუხდენია. მის მიერ ამ სადავო საკითხის დადასტურება მოხდა მხოლოდ ვებგვერდის ამონაწერის საშუალებით, რაც არ იძლევა ამ ფაქტის დადასტურების საშუალებას, რომ „ბ--–---- ბ--–----- ენ.ვი“ და „ბ--–---- ი-–-------ი“ არის ერთიდაიგივე კომპანია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე, 832-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლი ითვალისწინებს მოთხოვნის დათმობას. კერძოდ, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
მოთხოვნის დამთმობის ნების გამოვლენასა და ახალი კრედიტორის მიერ თანხმობის გამოხატვასთან ერთად, ხელშეკრულების აუცილებელი პირობაა დათმობილი მოთხოვნის ზუსტი აღნიშვნა. მოთხოვნა იმდენად უნდა იყოს ინდივიდუალიზებული, რომ მხარეთა შეთანხმება მოთხოვნის დათმობის საგანზე არ უნდა იძლეოდეს ეჭვის საფუძველს. ასევე, ხელშეკრულებიდან უნდა გამომდინარეობდეს ახალი კრედიტორის უფლებამოსილება დათმობილი მოთხოვნის საკუთარი სახელით განხორციელების შესახებ, რადგან მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება იწვევს კრედიტორის, როგორც უფლებამოსილი პირის, ცვლილებას და არა მოთხოვნის შინაარსის ცვლილებას.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სუბროგაციის ფორმა ვერ ჩაითვლება სს „ს---–---- ენ. ვი“-ს და „ბ--–---- ბ--–----- ენ ვი“-ს შორის გარიგებად, ვინაიდან, არ ჩანს ნათლად თუ რა მოთხოვნა დაუთმო მოთხოვნის მფლობელმა მესამე პირს და რა ფარგლებში და მეორე - სუბროგაციაში მითითებული მესამე პირი, იგივე ახალი კრედიტორი ანუ ვის სასარგებლოდაც მოხდა მოთხოვნის დათმობა არის თუ არა მოსარჩელე „ბ--–---- ბ--–----- ენ.ვი“ არამედ „ა-–-- ბ-------- ი-–-------ი“.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით ხდება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირისაგან. კერძოდ, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით. თუ დამზღვევის უფლება ზიანის ანაზღაურების თაობაზე ეხება მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებს, მაშინ უფლების გადასვლა გამორიცხულია, როცა ოჯახის წევრმა ზიანი განზრახ გამოიწვია.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).
სწორედ ზემოაღნიშნული განასხვავებს სუბროგაციას რეგრესისაგან, კერძოდ, რეგრესის დროს ხდება არა პირის შეცვლა უკვე არსებულ ვალდებულებაში, არამედ ამ შემთხვევაში კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დასრულებულია და წარმოიშობა ახალი ვალდებულება. რეგრესის დროს ერთი ვალდებულება ცვლის მეორეს, ხოლო, სუბროგაციის შემთხვევაში ვალდებულებაში იცვლება მხოლოდ კრედიტორი, თვით ვალდებულება კი უცვლელი რჩება. სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან, სწორედ ამიტომ მისი დადგომა არ განაპირობებს ახალი ვალდებულების წარმოშობას. ეს არსობრივი ნიშანი განასხვავებს სუბროგაციას რეგრესული ვალდებულებისაგან, რომელიც წარმოიშობა სხვა ვალდებულების შესრულების (შეწყვეტის) შედეგად და ამით ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულების ხასიათს იძენს. სუბროგაციის დროს ახალი ვალდებულება კი არ წარმოიშობა, არამედ დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებული ძირითადი ვალდებულება აგრძელებს არსებობას.
ასეთ დროს ხდება ვალდებულებით ურთიერთობაში პირების შეცვლა კანონის საფუძველზე, კრედიტორის უფლებების სხვა პირზე გადასვლის გზით, კერძოდ, მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს. ამდენად, სუბროგაციის დროს მოთხოვნის დათმობის კანონისმიერ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც განასხვავებს მას ცესიისაგან (სკ-ის 199-ე მუხლი), რა დროსაც მოთხოვნის დათმობა ხდება გარიგების ძალით. ამასთან, იმისდა მიუხედავად, თუ მოთხოვნის დათმობის რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ კრედიტორს შეუძლია, თავდაპირველი კრედიტორის კუთვნილი მოთხოვნა წაუყენოს მოვალეს, ხოლო, მოვალე უფლებამოსილია ახალ კრედიტორს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც მას გააჩნდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ. (ას-581-549-2011, 05 სექტემბერი, 2011 წელი)
იმისათვის რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყოს გამართლებული მართლზომიერი და საფუძვლიანი სუბროგაციის ამოქმედების აუცილებელი პირობაა, რომ ზიანი ქონდეს უკვე ანაზღაურებული იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ითხოვს მოპასუხეებისგან ანაზღაურებას. აღნიშნული წარმოადგენს ავტომატურ წინაპირობას იმისა, რომ ჩაანაცვლოს კრედიტორი ყოველგვარი დამატებითი შეთანხმების გარეშე. იმ პირობებში როდესაც ვერცერთი დოკუმენტით ვერ დასტურდება ფაქტი, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა გადაზიდვაში მონაწილე რომელიმე სუბიექტის ან/და ტვირთის მზღვეველს, ვერ დასტურდება რომ მან აანაზღაურა ზიანი სადაზღვევო პოლისის ფარგლებში, ისევე როგორც ვერ დგინდება ანაზღაურებული თანხის ოდენობა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მხოლოდ მოსარჩელე მხარის ზეპირ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ თანხა გადაუხადა „ა-–-- ი-–-------ს“, შემდგომ ა-–-- ი-–-------მა გადაუხადა ექსპედიტორ - სს „ქ-------- ს---------ს“ და ამ უკანასკნელმა გაქვითა თავისი ვალდებულებები გამომგზავნთან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა „ბ--–---- ბ--–----- ენ.ვი“-ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში შპს ,,ჯ--------------------------–იის" (ID 2--------) საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსე-ბულ თანხებს 83 525.20 ევროს ფარგლებში. მოპასუხე შპს ,,მ------–----ტ-----ს" (ID 2--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: მ----–----–----------------------–-----------------, საკადასტრო კოდი N4-----------, დაზუსტებული ფართობი - 4 390 კვ.მ; ფ-----, ხეივანი 9 აპრილი, N4, საკადასტრო კოდი N0------------------, დაზუსტებული ფართობი - 84.06 კვ.მ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ჯ--------------------------–ია“-ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინება - ყადაღა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში შპს ,,ჯ--------------------------–იის" (ID 2--------) საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს 83 525.20 ევროს ფარგლებში - შეიცვალა სს "ვ----------------------ას" მიერ 2017 წლის 31 ივლისს გაცემული N B-------------- საბანკო გარანტიით (გარანტი: სს "ვ----------------------ა", პრინციპალი: შპს "ჯ--------------------------–ია", ბენეფიციარი: "ბ--–---- ბ--–----- ე.ვი", გარანტიის თანხა: 83 525.20 ევრო, საბანკო გარანტიის ვადა: "ბენეფიციარსა" და "პრინციპალს" შორის მიმდინარე სასამართლო დავაზე (დავის საგანი - თანხის დაკისრება, მოსარჩელე - ბ--–---- ბ--–----- ენ.ვი, მოპასუხე - შპს "ჯ--------------------------–ია" სარჩლის შეტანის თარიღი 2016 წლის 19 ოქტომბერი, სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხე შპს "ჯ--------------------------–იის" მიმართ თანხის დაკისრება, რომელიც 20/10/2016 წლის განჩნებით, საქმე N2---------, კოდი 2-----------, სარჩელის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო შპს "ჯ--------------------------–იის ანგარიშებზე გათავსებულ თანხებს 83 525.20 ევროს ფარგლებში) სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვე, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 1 სექტემბრისა. ძირითადი ვალდებულება: "გარანტი" კისრულობს ვალდებულებას, ამ საბანკო გარანტიით წერილის პირობების გათვალისწინებით, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე "ბენეფიციარის" პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან ხუთი საბანკო დღის ვადაში გადაუხადოს მას გარანტია; ვალდებულების საფუძველი: "ბენეფიციარსა" და "პრინციპალს" შორის არსებული სასამართლო დავა, დავის საგანი - თანხის დაკისრება;
ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში შპს ,,ჯ--------------------------–იის" (ID 2--------) საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს 83 525.20 ევროს ფარგლებში;
ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სარჩელი სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. „ბ--–---- ბ--–----- ენ.ვი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, მეოთხე პუნქტი, რომლითაც მოპასუხე შპს ,,მ------–--- - ტ-----ს" (ID 2--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: მ----–----–----------------------–-----------------, საკადასტრო კოდი N4-----------, დაზუსტებული ფართობი - 4 390 კვ.მ; ფ-----, ხეივანი 9 აპრილი, N4, საკადასტრო კოდი N0------------------, დაზუსტებული ფართობი - 84.06 კვ.მ.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე, კერძოდ, მეორე პუნქტი, რომლითაც „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინება - ყადაღა დაედოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში შპს ,,ჯ--------------------------–იის" (ID 2--------) საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს 83 525.20 ევროს ფარგლებში - შეიცვალოს სს "ვ----------------------ას" მიერ 2017 წლის 31 ივლისს გაცემული N B-------------- საბანკო გარანტიით (გარანტი: სს "ვ----------------------ა", პრინციპალი: შპს "ჯ--------------------------–ია", ბენეფიციარი: "ბ--–---- ბ--–----- ე.ვი", გარანტიის თანხა: 83 525.20 ევრო, საბანკო გარანტიის ვადა: "ბენეფიციარსა" და "პრინციპალს" შრის მიმდინარე სასამართლო დავაზე (დავის საგანი - თანხის დაკისრება, მოსარჩელე - ბ--–---- ბ--–----- ენ.ვი, მოპასუხე - შპს "ჯ--------------------------–ია" სარჩლის შეტანის თარიღი 2016 წლის 19 ოქტომბერი, სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხე შპს "ჯ--------------------------–იის" მიმართ თანხის დაკისრება, რომელიც 20/10/2016 წლის განჩნებით, საქმე N2---------, კოდი 2-----------, სარჩელის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო შპს "ჯ--------------------------–იის ანგარიშებზე გათავსებულ თანხებს 83 525.20 ევროს ფარგლებში) სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვე, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 1 სექტემბრისა. ძირითადი ვალდებულება: "გარანტი" კისრულობს ვალდებულებას, ამ საბანკო გარანტიით წერილის პირობების გათვალისწინებით, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე "ბენეფიციარის" პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან ხუთი საბანკო დღის ვადაში გადაუხადოს მას გარანტია; ვალდებულების საფუძველი: "ბენეფიციარსა" და "პრინციპალს" შორის არსებული სასამართლო დავა, დავის საგანი - თანხის დაკისრება;“
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე