გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2795547-2/003-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ა---––---- რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - შ------- შ-–-------ე
წარმომადგენელი ი----- ხ-------–---–ი
მოპასუხე - ო-–--ი ბ-----ე
წარმომადგენელი - ე---------- ა--–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ო-–--ი ბ-----ეს მოსარჩელე შ------- შ-–-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 7500 ლარის გადახდა.
მოსარჩელე შ------- შ-–-------ე 2--- წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ო-–-- ბ-----ესთან. 2018 წლის 8 ოქტომბერს მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
თანაცხოვრების პერიოდში 2012 წლის 31 მაისს შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე ქ. რ-------ი მ--------- N-----, ს/კ 0--0--04.---.0-----.
ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ ო-–--ი ბ-----ემ 2018 წლის 29 აგვისტოს უძრავი ქონება 15000 ლარად გაასხვისა ბ-------- ბ-------–---–ზე, რითაც მოუსპო მოსარჩელეს შესაძლებლობა მოეთხოვა უძრავი ქონებიდან ½ წილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ო-–--ი ბ-----ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ უძრავი ქონება გასხვისებული იქნა ქორწინების პერიოდში იმ ფინანსური პრობლემების გამო, რომელიც ოჯახს გააჩნდა. ქონების გასხვისებით მიღებული თანხით დაფარული იქნა კერძო პირებისაგან აღებული ვალები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შ------- შ-–-------ე და ო-–--ი ბ-----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2--- წლის 4 აპრილიდან.
3.1.2. შ------- შ-–-------ეს და ო-–--ი ბ-----ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2--- წლის 1-------ს დაბადებული ქ---- ბ-----ე და 2--- წლის 6-----------ს დაბადებული ე------ ბ-----ე.
3.1.3. ქ---- ბ-----ე 2017 წლის 20 სექტემბრიდან, ხოლო ე------ ბ-----ე 2018 წლის 20 სექტემბრიდან სწავლობენ სსიპ ქალაქ ა---––---- N2 საჯარო.
3.1.4. 2018 წლის 8 ოქტომბერს შ------- შ-–-------ეს და ო-–--ი ბ-----ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
3.1.5. 2012 წლის 31 მაისს ო-–--ი ბ-----ემ შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ქ. რ-------ი, 1------, N-, ს/კ 0--0--04.---.01.---.
3.1.6. 2018 წლის 29 აგვისტოს ო-–--ი ბ-----ემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ 0--0--04.---.01.---) 15 000 ლარად გაასხვისა ბ-------- ბ-------–---–ზე.
3.1.7. 2018 წლის ნოემბრიდან ო-–--ი ბ-----ე ფაქტობრივ ქორწინებაში შევიდა მ--- კ-----–---–თან, ხოლო 2019 წლის 22 იანვარს მოახდინეს ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა;
- ქ---- ბ-----ის დაბადების მოწმობა;
- ე----- ბ-----ის დაბადების მოწმობა;
- განქორწინების მოწმობა;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- 29.08.2018წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება;
- სსიპ ქალაქ ა---––---- N2 საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ცნობები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. სასამრთლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ო-–--ი ბ-----ემ უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხით დაფარა ოჯახის საერთო ვალდებულებები.
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე განმარტავს, რომ მას და შ------- შ-–-------ეს ქორწინების პერიოდში ჰქონდათ აღებული თანხები სხვადასხვა ფიზიკური პირებისაგან და უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით ო-–--ი ბ-----ის მიერ დაიფარა მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში აღებული ვალები. აღნიშნულ გარემოებას მოპასუხე მხარე ადასტურებს მხოლოდ ზეპირი განმარტებით. აღნიშნული გარემოება მოსარჩელემ სადაო გახადა, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება მითითებული ფაქტის დასადასტურებლად.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ არის დადგენილი, რომ მოპასუხე ო-–--ი ბ-----ის მიერ საერთო ქონების გასხვისებით მიღებული თანხით დაფარული იქნა ქორწინებისპერიოდში აღებული საერთო ვალები.
3.2.2. შ------- შ-–-------ეს და ო-–--ი ბ-----ეს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა 2017 წლის აგვისტოს თვეში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე შესაბამის დასკვნის გაკეთებისათვის, ის ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ეფუძნება სამართალწარმოების დროს განვითარებული მსჯელობების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, წერილობითი დოკუმენტების, მოწმეთა ჩვენებებისა თუ სხვა გარემოებების ერთობლიობას.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელე შ------- შ-–-------ე განმარტავს, რომ მასსა და მოპასუხეს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა 2017 წლის აგვისტოს თვეში. მანამდე მხარეები ეწეოდნენ საერთო მეურნეობას და ცხოვრობდნენ ქ. რ-------ში, მათი არასრულწლოვანი შვილიც - ქ---- ბ-----ე სასწავლებად შევიდა ქ.რ-------ის საჯარო სკოლაში. მოსარჩელე ფაქტობრივად დაშორების შემდეგ საცხოვრებლად, ბავშვებთან ერთდ გადმოვიდა ქ.ა---––---ში მშობლების სცხოვრებელ სახლში და შვილიც რ-------ის სკოლიდან სასწავლებლად გადმოიყვანა ქ. ა---––---ში. მოპასუხე სადაოდ ხდის აღნიშნულ გარემოებას და უთითებს, რომ მათ შორის ქორწინება შეწყდა უძრავი ქონების გასხვისების შემდეგ. საწინააღმდეგოს ადასტურებს საქმეზე დაკითხული მოწმე დ---- მ--–---ე, რომელიც არის მოსარჩელის რძალი (ძმის ცოლი) და დაახლოებით 4 წელია ცხოვრობს მათთან ოჯახში. მოწმემ დაადასტურა, რომ შ------- შ-–-------ე იმყოფებოდა ქორწინებაში ო-–--ი ბ-----ესთან. 2017 წლის აგვისტოს თვეში იგი დაშორდა ო-–--ი ბ-----ეს და ქ.რ-------იდან ჩამოვიდა მათთან საცხოვრებლად. შვილები სასწავლებლად მიიყვანა ქ. ა---––---- საჯარო სკოლაში. აქვე სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას ქ.ა---––---- საჯრო სკოლის დირექტორის მიერ გაცემულ ცნობებზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის და მოპასუხის საერთო შვილი ქ---- ბ-----ე მე-2 კლასიდან, 2017 წლის 20 სექტემბრიდან სწავლობს სსიპ ქ. ა---––---- N2 საჯარო სკოლაში.
ამდენად, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, იმ ფაქტს, რომ შ------- შ-–-------ეს და ო-–--ი ბ-----ეს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა 2017 წლის აგვისტოს თვეში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან არსებობს მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
შ------- შ-–-------ის და ო-–--ი ბ-----ის ქორწინების პერიოდში 2012 წლის 31 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ო-–--ი ბ-----ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე ქ. რ-------ი, მ/რ 11, N-, ს/კ 0--0--04.---.01.---. აღნიშნული უძრავი ქონება ო-–--ი ბ-----ის მიერ გასხვისდა 2018 წლის 25 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ნივთის ერთი მეორედი ნაწილის ღირებულების ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.
სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
დადგენილია, რომ შ------- შ-–-------ე და ო-–--ი ბ-----ე დაქორწინდნენ 2--- წლის 4 აპრილს. მათი თანაცხოვრების პერიოდში - 2012 წლის 31 მაისს, შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე ქ. რ-------ი, მ---------, N- (საკადასტრო კოდი 0--0--04.---) რომელიც საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა ო-–-- ბ-----ის საკუთრებად. ამდენად, სადავო უძრავი ქონება შეძენილია შ------- შ-–-------ის და ო-–--ი ბ-----ის ქორწინების განმავლობაში, ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში.
საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის, თუკი არ აქვს ადგილი კანონით დადგენილ გამონაკლისს.
მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგანაც სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს ქონებრივ უფლებებს.
სამოქალაქო კანონმდებლობა მეუღლეთა თანაბარ უფლებებს ადგენს ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. გამომდინარე აღნიშნულიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, უძრავი ქონება მდებარე (საკადასტრო კოდი 0--0--04.---.01.---) შეძენილია შ------- შ-–-------ის და ო-–--ი ბ-----ის ქორწინების პერიოდში, ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოების პირობებში და შესაბამისად, წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.
დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე ქ. რ-------ი, მ---------, N-, საკადასტრო კოდი: 0--0--04.---.01.---, 2018 წლის 25 სექტემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ო-–--ი ბ-----ემ საკუთრებაში გადასცა ბ-------- ბ-------–---–ს. ეს უკანასკნელი ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დღეის მდგომარეობით საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ბ-------- ბ-------–---–ის სახელზე.
სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოცემულ საქმის გადაწყვეტისას, ყურადღება გაამახვილოს საკუთრების იურდიულ ბუნებაზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. მიუხედავად კონსტიტუციის დათქმისა, იგი აბსოლუტურ უფლებათა რიგს არ განეკუთვნება და ნორმით დაცულ სფეროში ჩარევა დასაშვებია საკუთრების უფლების ობიექტის სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე. დაცულ სფეროში ჩარევა ლეგიტიმურია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რომლის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს რეგისტრირებული ქორწინებიდან ნაწარმოები მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოადგენს.
მოპასუხე ო-–--ი ბ-----ეს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს, ჰქონდა შესაძლებლობა განეკარგა ნივთი. კანონის ეს დანაწესი ნაწარმოებია ამავე კოდექსის 170-ე მუხლით განსაზღვრული მესაკუთრის უფლებიდან, განახორციელოს ამ უფლებისათვის დამახასიათებელი იურიდიული მოქმედებანი. თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 115-ე მუხლით განსაზღვრავს პირის მიერ სამოქალაქო უფლების მართლზომიერად გამოყენების პრინციპს. დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
მოსარჩელე შ------- შ-–-------ე მოპასუხე ო-–--ი ბ-----ეს და ბ-------- ბ-------–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებას სადავოდ არ ხდის და გარიგების ბათილობის მოთხოვნას არ აყენებს. მოცემულ შემთხვევაში, იგი ითხოვს მეუღლეთა თანასაკუთრებიდან მისი წილის ღირებულების ანაზღაურებას, იმ სარგებელს, რომელიც მას გასხვისებული ქონებიდან შეეძლო მიეღო.
მოპასუხე მხარემ სადავო ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადასცა ბ-------- ბ-------–---–ს. მოდავე მხარეები განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრებასთან მიმართებით. კერძოდ, მოპასუხე მიუთითებს, რომ 2018 წლის 25 სექტემბერს, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროისათვის მხარეები ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ და უძრავი ქონების გასხვისებით მიღებული თანხით დაიფარა საერთო ვალები, ხოლო მოსარჩელე საწინააღმდეგო გარემოებაზე აპელირებს. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შ------- შ-–-------ეს და ო-–--ი ბ-----ეს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა 2017 წლის აგვისტოს თვეში, რის შემდეგაც მხარეებს ერთად აღარ უცხოვრიათ. ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ მოპასუხე ო-–--ი ბ-----ეს მოსარჩელე მხარისათვის უძრავი ნივთის ნასყიდობის თაობაზე არც ხელშეკრულების დადებისა და არც შემდგომი პერიოდისათვის არ უცნობებია. თუმცა მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გასხვისების (იქნება ეს ნასყიდობა, ჩუქება თუ სხვა) მიუხედავად, მოსარჩელეს, როგორც თანამესაკუთრეს უნარჩუნდება უფლება მოითხოვოს ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონებიდან წილის საფასური, ანუ ის სარგებელი, რომელიც მას შეეძლო მიეღო კუთვნილი ქონების თავისი შეხედულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში. მოპასუხე მხარემ ქონება გაასხვისა მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე. შესაბამისად, იგი ვალდებულია აანაზღაუროს უძრავი ქონების ღირებულების ნახევარი.
სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელის კანონისმიერი უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლის მიზნით, ვინაიდან აღნიშნული ქონება (მდებარე ქ. რ-------ი, მ---------, N-), როგორც მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი, წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას. ქონების საოჯახო-სამართლებრივი საფუძვლით საკუთრების უფლება გააჩნდა შ------- შ-–-------ეს. შესაბამისად, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოპასუხე ო-–--ი ბ-----ეს უნდა დაეკისროს საერთო ქონებიდან მოსარჩელის კუთვნილი წილის ღირებულების ანაზღაურება.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ სადავო ქონების ნასყიდობის საფასური მთლიანობაში შეადგენდა 15000 ლარს. სხვა სახის მტკიცებულება, რაც სადავო უძრავი ნივთი საბაზრო ღირებულებაზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასამართლო მოსარჩელის კუთვნილი წილის ღირებულებას განსაზღვრავს საქმეში არსებული 2018 წლის 29 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საგნის ღირებულების მიხედვით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა თანაცხოვრების შეძენილი ქონებიდან კუთვნილი წილის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია. ამდენად, მოპასუხე ო-–--ი ბ-----ეს მოსარჩელე შ------- შ-–-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 7500 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად მოპასუხე ო-–--ი ბ-----ეს მოსარჩელე შ------- შ-–-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 225 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შ------- შ-–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ო-–--ი ბ-----ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე შ------- შ-–-------ის (პ/ნ 4----------) სასარგებლოდ დაეკისროს 7500 (შვიდიათას ხუთასი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ო-–--ი ბ-----ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე შ------- შ-–-------ის (პ/ნ 4----------) გაწეული საპროცესო ხარჯის 225 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი